შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 8


9-11-2016, 00:01
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 937

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მომსვლელის ვინაობა ჭუჭრუტანაში მაინც გავიხედე და საკეტი მხოლოდ ამის შემდეგ გადავატრიალე.
პირველი რაც თვალში მომხვდა ეს ახვლედიანის ცივი მზერა იყო. ამან მიმახვედრა, რომ მოსალოდნელი საუბარი არც ისე იოლად ჩაივლიდა და თავის გასამართლებლად მოგონილი ტექსტი გონებაში კიდევ ერთხელ გადავიმეორე. ამასობაში ლეომ მისაღებში უკითხავად შემოაბიჯა და დივანზე მოხერხებულად მოკალათდა, თან სახიდან ცინიკური გამომეტყველება არ სცილდებოდა.
-ესეიგი კარგად ერთობი არა?
-რას გულისხმობ? -გაკვრვებული მივუახლოვდი
-მოკლედ გეტყვი ბაბი, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვიღაცისთვის სათადარიგო ვარიანტი იქნება. ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავ, მაგრამ როგორც დღეს დილით ნანახიდან დავრწმუნდი შენ იგივეს ნამდვილად არ გრძნობ
-რა ნახე დღეს დილით? -დავიძაბე
-ვნახე როგორ გამოდიოდა შენი სახლიდან ვიღაც ტიპი -მწარედ ჩაეცინა -ზუსტად იმის შემდეგ რაც ჩვენ შორის მოხდა არ ველოდი რომ ამას გააკეთებდი. მოკლედ აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ ჩემგან განთავისუფლებ, შეგიძლია თავისუფლად გაერთო და იმაზე არ იფიქრო რომ ვიღაც გამოგიჭერს -ამ სიტყვებით ლეო ფეხზე წამოდგა, მაგრამ მკლავში ხელი ჩავავლე და შევაჩერე
-შენ არასწორად გაიგე -ვცადე სიტუაცია განმემუხტა და სასწრაფოდ იმაზე დავიწყე ფიქრი როგორ წამედგინა სანდრო მისთვის.
-არასწორად? -გვერდულად გამომხედა -მაშინ შენ მითხარი რა არის სწორი?
-ის ჩემი დეიდაშვილია -ოსტატურად დავახეთქე თავის გადასარჩენი ტყუილი
-დეიდაშვილი? -სახე შეეცვალა
-ჰო, ცოლს ახლახან გაშორდა, სახლიდან წამოსვლა მოუწია და ცოტა ხნით ჩემთან იცხოვრებს -ამას რომ ვამბობდი მეტრეველის რეაქციის წარმოდგენა ვცადე და კინაღამ სიცილი წამკსდა
-ჯანდაბა -თქვა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო. წამით ასე თავჩაღუნული იდგა, მერე თვალებში შემომხედა და მომიახლოვდა -მაპატიე ბაბი, რა სისულელეები გითხარი ნამდვილი იდიოტი ვარ
-არაუშავს -ნაზად გავუღიმე და ხელზე ხელი მოვკიდე -შენს ადგილას მეც ვიეჭვიანებდი
-ჰო ვიეჭვიანე -თქვა და წელზე ხელები მაგრად მომხვია -ალბათ იმიტომ, რომ შენდამი უკვე მაქვს გრძნობა
-მართლა? -ინტერესით გავხედე და მის ქვედა ტუჩზე თითები ნაზად გადავატარე
-ჰო მართლა
ღმერთო როგორი თვალთმაქცია -მიელვებს თავში და ყველანაირად ვცდილობ სახეზე ის ზიზღი არ აღმებეჭდოს, რასაც ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი განიცდის.
-გუშინ გაუფრთხილებლად წამოვედი რაღაც პრობლემები შემექმნა -მოულოდნელად სხვა თემაზე გადავუტანე -იმედია არ გეწყინა
-მინდოდა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი. იმასაც ველოდი როდის დამირეკავდი და ყველაფერს ამიხსნიდი, მაგრამ ეს რომ არ მოხდა გადავწყვიტე მოვსულიყავი
-ცუდ ხასიათზე მეჩვენები, რამე მოხდა?
-ჰო ბაბი მოხდა. ეს დღეებია ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული, მეგონა ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ . . . -აქ სიტყვა გაწყყვიტა და შემომხედა
-მაგრამ რა?
-უარესობისკენ მივდივარ. ეჭვი მაქვს, რომ ჰალუცინაციები დამეწყო
-მოდი დავსხდეთ -დივნისკენ მივუთითე და როცა ჩამოჯდა მის კალთაში მოხერხებულად მოვკალათდი-აბა მომიყევი
-რა უნდა მოგიყვე? განა ღირს ეს მოსაყოლად?
-მოგეშვება -გავუღიმე და ცხვირის წვერზე ვაკოცე
-ვიცი, მაგრამ არ მინდა ჩემი პრობლემები მოგახვიო თავს. მართალია ადრე ამას ვაკეთებდი, მაგრამ მუდამ ასე გაგრძელება ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნება
-კარგი თუ ასეა მოდი რამე უფრო სასიამოვნოზე ვისაუბროთ
-მაგალითად? -ირიბად გამომხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა
-მაგალითად იმაზე, რომ ძალიან მინდა მოგეხვიო, შენი სურნელი ვიგრძნო -ვთქვი და კისერში ვნებიანად ვაკოცე. ლეოს სუნთქვა გაუხშირდა და ცალი ხელი თმაში შემიცურა, ხოლო მეორე მკლავზე გამომწვევად დამისვა. მერე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი და თვალები დავხუჭე. დიდი ხნის განმავლობაში მკოცნიდა, თან ჩემს ნახევრად მოშიშვლებულ წელზე ხელებს თამამად დაასრიალებდა და მთელი ძალით მიკრავდა სხეულზე.
ბუნდოვნად ვიგრძენი როგორ წამომაქცია დივანზე, წამში ჩემს ზემოდან მოექცა და ტუჩებიდან ყელისკენ გადაინაცვლა. მერე არ ვიცი ასე რამ გამათამამა, ალბათ გუშინდელმა ჩემმა სისუსტემ გამამწარა და მომინდა მეგრძნო, რომ ძლიერი ვიყავი. იმდენად ძლიერი, რომ ერთადერთი საძულველი ადამიანისთვის კიდევ ერთხელ მიმეცა უფლება ჩემთვის რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. ფაქტი ერთი იყო, დავივიწყე ვინ ვიყავი, ვინ იყო ლეო, ვინ იყო ელენე და რისი გადატანა მოუწია მას იმ ადაიანის გამო ვისაც ახლა ასე თავგამოდებით ვეალერსებოდი. უბრალოდ ახვლედიანის ზემოდან მოვექეცი, მაისური ტანზე გადავიძრე და მის ბაგეებს მოწყურებულივით დავეწაფე. საშინლ+რე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი და თვალები დავხუჭე. დიდი ხნის განმავლობაში მკოცნიდა, თან ჩემს ნახევრად მოშიშვლებულ წელზე ხელებს თამამად დაასრიალებდა და მთელი ძალით მიკრავდა სხეულზე.
ბუნდოვნად ვიგრძენი როგორ წამომაქცია დივანზე, წამში ჩემს ზემოდან მოექცა და ტუჩებიდან ყელისკენ გადაინაცვლა. მერე არ ვიცი ასე რამ გამათამამა, ალბათ გუშინდელმა ჩემმა სისუსტემ გამამწარა და მომინდა მეგრძნო, რომ ძლიერი ვიყავი. იმდენად ძლიერი, რომ ერთადერთი საძულველი ადამიანისთვის კიდევ ერთხელ მიმეცა უფლება ჩემთვის რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. ფაქტი ერთი იყო, დავივიწყე ვინ ვიყავი, ვინ იყო ლეო, ვინ იყო ელენე და რისი გადატანა მოუწია მას იმ ადაიანის გამო ვისაც ახლა ასე თავგამოდებით ვეალერსებოდი. უბრალოდ ახვლედიანის ზემოდან მოვექეცი, მაისური ტანზე გადავიძრე და მის ბაგეებს მოწყურებულივით დავეწაფე. საშინლად დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი. ისეთი შეგრძნნება მრჩებოდა თითქოს ლეო ვერ ელეოდა ჩემ სხეულს და უნდოდა იგი კიდევ დიდხანს ყოფილიყო მის განკარგულებაში. მე ხომ ახლა მას ვეკუთნოდი? მისი ვიყავი თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მინდოდა.
ბოლოს როდესაც ამდენი ალერსისგან დაღლილს თავი მის მკერდძე მედო და მთელი სხეულით ლეოს შიშველ ტორსს ვიყავი მიკრული, ახვლედინმა ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა და შემდეგი სიტყვები ჩამჩურჩულა
-ამ ცხოვრებაში მხოლოდ შენ მჭირდები ბაბი -მერე ჩემი ხელი თავისაში გადახლართა და მალევე ჩაეძინა.
8 8 8
რამდენიმე საათის შემდეგ ჩემს საწოლში გამომეღვიძა. ტანზე დავიხედე, მხოლოდ საცვლები და მასზე მოცმული ლეოს პერანგი იყო ჩემი ამჟამინდელი სამოსი. ნეტავ როდის ჩამაცვა? ან როგორ ვერ გავიგე? ზემოთხსენებულ კითხვებთან ერთად ბოლოს იმაზეც დავფიქრდი სად იყო ახვლედიანი და ამის გასარკვევად საწოლიდან სწრაფად წამოვდექი.
სამზარეულოში დამხვდა, ყავას ადუღებდა. როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო მაშინვე მოტრიალდა და მრავალფარდოვნად გამიღიმა.
-დიდი ხანია ადექი? აქ რას საქმიანობ? -გაზქურას გავხედე
-მინდოდა ყავა საწოლში მომერთმია, მაგრამ უკვე აქ ხარ -მოახლოებისთანავე მკლავებში მომიწყვდა ახვლედიანმა და ცალი ხელით ყურზე თმა გადამიწია
-ჩემი მზრუნველი -კვლავ ცხვირი წვერზე ვაკოცე
-ვგიჟდები როცა ამას აკეთებ -ლეოს თვალები ვნებისგან აენთო და ლოყაზე გახურებული ტუჩები შემახო
-ანუ საბოლოოდ შევრიგდით?
-განა შესაძლებელია შენზე გავბრაზდე? შენ ხომ ჩემი ანგელოზი ხარ?
-ანგელოზი? მე? -კისერზე ხელები მოვხვიე და თვალებში ჩავაშტერდი
-ჰო შენ. პირველად ხდება, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც საკუთარ პერანგში გამოწყობილი გოგოს დანახვა სულს ასე მითბობს
-მე შენ გითბობ სულს, გაზქურა კი წყალს -გახუმრება ვცადე და მადუღარიდან ნელ-ნელა გადმომავალ სითხეზე თავით ვანიშნე
-ჯანდაბა წყალი -ლეოს გაეცინა და "ინციდენტის" ადგილისკენ წავიდა
მაგიდაზე ორი ფინჯანი დაიდგა. ცისფერი ჩემთვის იყო განკუთნილი, მწვანე კი ლეოსთვის. რატომღაც ახლა ყავის დალევა საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფინჯნიდან შავი, უშაქრო სითხე ფრთხილად მოვსვი შემდეგ კი ჩემს პირდაპირ მჯდარ ახვლედიანს გავხედე, რომელიც ღიმილიან მზერას არ მაშორებდა.
-მოდი ჩემთან -თქვა ბოლოს და თავის ჭიქას ხელი შეუშვა
მექანიკურად წამოვდექი, მივუახლოვდი და კალთაში ჩავუჯექი. ლეომ კმაყოფილი გამომეტყველებით მხრებზე ჩამოშლილი თმა გვერძე გადამიწია, მარჯვენა მხარზე მაკოცა და თვალებში ჩამაშტერდა.
-იცი ბაბი? შენში ყველაფერია რასაც ამ ცხოვრებისგან მოველი
-მართლა? -გვერდულად გავხედე
-ჰო მართლა. დღეს დავრწმუნდი, რომ მარტო მე მეკუთნი და სიმართლე გითხრა ამის გაცნობიერება იმდენად სასიამოვნო იყო, რომ თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად წარმოვიდგინე -გაეღიმა -ჰო გამოგიტყდები ზედმეტად ბევრი გოგო მყოლია, სასტიკი მექალთანეც ვყოფილვარ, მოვა დრო და აგიხსნი რატომაც, მაგრამ ამწუთას მთელი არსებით ვგრძნობ, რომ შენ ვერასდროს და ვერავისში გაგცვლი. იმიტომ, რომ იდეალური ხარ, იმიტომ, რომ შენთან ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და კიდევ იმიტომ, რომ გონის დაკარგვამდე მიყვარს შენთან სიახლოვე. უბრალოდ ძალიან მომინდა ეს შენთვის მეთქვა. იმდენად, რომ ბევრი ბანალური სიტყვაც გამოვიყენე. ეს მე არ მგავს, მაგრამ როცა საქმე შენ გეხება სულ სხვანაირი ვხდები. საკუთარ თავს თვითონაც ვეღარ ვცნობ . . .
მთელი ამ ხსნის განმავლობაში რაც იგი ლაპარაკობდა, ყურს ვუგდებდი, ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, მის თვალებში რაიმე პირფერობის მსგავსი დამენახა. არა, ამის პატარა ნაპერწკალიც არ მოიძებნებოდა. ვიცოდი რომ ადამიანი რა კარგი მატყუარაც არ უნდა ყოფილიყო მას თვალები და მიმიკა აუცილებად გასცემდა.
ნუთუ ამ სულელს მართლა ვუყვარვარ? ჰო გამიგია, რომ ცუდი ადამიანები იცვლებიან და მათი შეცვლის მიზეზი სიყვარული ხდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ჩემთვის მოყენებულ ტკივილს ვაპატიებდი. სიძულვილი, რომელსაც ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობდი გაუნელებელი იყო. გაუნელებელ ზიზღს კი მხოლოდ სასტიკი შურისძიება თუ მოუღებს ბოლოს. მხოლოდ ის და სხვა ვერაფერი . . .

8 8 8
კიდევ დიდხანს დარჩა ახვლედიანი. საბედნიეროდ სანდრო იგვიანებდა და თავისდაუნებურად მათი ერთმანეთთან გაცნობის უსიამოვნო ხვედრს თავიდან მარიდებდა.
მხოლოდ ერთ რამეზე ვნერვიულობდი, მეშინოდა მისთვის იმ ფსიქოპატ გიორგის რამე არ დაეშავებინა თუ რა თქმა უნდა მართლა მასთან შესახვედრად იყო წასული. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ძალიამ ვღელავდი ვცდილობდი ეს ლეოსთან არ შემემჩნია და მასთან ჩახუტებული, ტელევიზორის დიდი ეკრანის წინ მშვიდად ვადევნებდი თვალს ფილმ-Before Sunrise-ს მსვლელობას, რომელიც ორი ახალგაზრდას ვენაში გატარებული ერთი დღის შესახებ მოგვითხრობდა.
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. "კინოპრემიერის" დასარულს, დაახლოებით შვიდი საათისთვის ლეოს მეგობარმა დაურეკა სასწრაფო საქმეაო და იძულებული გახდა წასულიყო. კარიდან გასვლისას ისიც დაამატა შენთვის სიურპრიზი მაქვს, რომელსაც სულ ცოტახანში მიიღებო, შემდეგ კი ლიფტის გაღებულ კარში, საიდანაც სავარაუდოდ მამა-შვილი გამოდიოდა აუჩქარებლად შევიდა . . .
8 8 8
ლეოს წასვლიდან სულ რაღაც ორი საათის შემდეგ, შხაპი მივიღე, ჩავიცვი და ისე, რომ თმის გაშრობა აზრადაც არ მომსვლია ყურსასმენების და მობილური ტელეფონის თანხლებით კიბეებს ჩქარი ნაბიჯებით ჩავუყევი. მომენატრა მუსიკის მოსმენა. ადრე სადაც კი მივდიოდი, პატარა გზა იქნებოდა ეს თუ დიდი, ყოველთვის მუსიკის ჰანგები მიმაცილებდა. ახლაც მომინდა ძველი დრო გამეხსენებინა და ცოტა ხნით წარსულში დავბრუნებულიყავი . . .
ეზოში ხალხმრავლობა იყო. ყველა თავის საქმით გართულიყო და ირგვლივ ვეღარავის ამჩნევდა. სკამთან შეკრებილი მოხუცებულთა ჯგუფი ნარდის თამაშით იყო დაკავებული, მათთან შედარებით, ოდნავ ახალგაზრდა მამაკაცი მოშორებით ჩამომჯდარიყო და გაზეთს გაფაციცებით კითხულობდა, ხოლო ეზოს ბოლოში, ცენტრალური გაჩერების მოსახვევთან რამდენიმე ნაბიჯში ნაწნავებიანი პატარა გოგონა ლაბრადორის ჯიშის ძაღლს ასეირნებდა და ბავშვური კისკისით იქაურობას ამხიარულებდა.
რამდენიმე ქუჩა ფეხით გადავჭერი. ჩემს Mp3-ში ახალი, შედარებით წყნარი მელოდია აჟღერდა, რომელსაც დღეს პირველად ვუსმენდი, მაგრამ უკვე ძალიან მომწონდა.
Oceans apart, day after day and i slowely go insine-ჩამესმოდა ყურებში და მხოლოდ სასიამოვნო სიმსუბუქეს განვიცდიდი. რატომღაც სანდროსთან ჩახუტება მომაგონდა. ის მომენტი, როცა შოკიდან გამოსვლის შემდეგ, საბოლოოდ დასამშვიდებლად გულში ჩამიკრა, შემდეგ კი თავისი ძლიერი ხელებით ფრთხილად ამიხუტა სხეულზე. წარსულის ამ სურათის გახსენებამ სახეზე უცნაური ღიმილი მომგვარა და კმაყოფილების გრძნობაც დამიტოვა. ბედნიერი ვიყავი, რადგან მყავდა ადამიანი ვისი იმედიც შეიძლებოდა ყველაფერში თუ არა რიგ საკითხში მაინც მქონოდა. თუმცა ჩემთვის ესეც საკმარისი იყო . . .

კიდევ რამდენიმე პროსპექტი . . . წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი, მაგრამ როდესაც ტორტების მაღაზიის პირდაპირ წითელი ასოებით განათებული წარწერა დავინახე და მასზე ბარი ამოვიკითხე ფეხებმა ინსტიქტურად ამ დაწესებულების მიმართულებით წამიყვანა.
შიგნით ხალხმრავლობა იყო და სიგარის კვამლი ნაცრისფერ ბურუსში ახვევდა ისედაც სუსტად განათებულ დარბაზს. ადგილი დახლთან დავიკავე. ჯერ ირგვლივ მიმოვიხედე, ასე, რომ ვთქვათ იქ მყოფთ თვალი გადავავლე, შემდეგ კი ჩემი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი- ვაშლის არაყი შევუკვეთე და მაჯის საათს დავხედე. თითქმის ცხრის ნახევარი იყო. სახლში წასვლას კიდევ კარგახანს არ ვაპირებდი, ამიტომ სკამზე მოხერხებულად მოვკალათდი და იდაყვებით დახლს დავეყრდენი. მაგიდის პრიალა ზედაპირზე დროის გაყვანის მიზნით, თითით რაღაც ფიგურების ხატვა დავიწყე. ამ საქმემ იმდენად შემიყოლია, რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ დაიდო დახლზე ჩემთვის სასურველი სითხით სავსე ორასგრამიანი სასმისი.
-შეკვეთა მზადაა -ხმამაღლა მითხრა ჩემ წინ მდგარმა ახალგაზრდა ბიჭმა ზუსტად იმ დროს, როცა უკანა მაგდიდან რაღაც მსხვრევისმაგვარი ხმა შემომესმა
-გმადლობ -სასმელი ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე და კვლავ საწყის ადგილას დავაბრუნე.
-როგორც ჩანს ვიღაცას დალევა ზედმეტი მოუვიდა და ახლა მტვრევაზეა გადასული -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ბარმენმა და ურჩ კლიენტს გაბრაზებულმა გახედა
-ერთი კიდევ დაასხი
-მარტო სვამ? -თაროდან საკმაოდ დიდი ზომის ბოთლი ჩამოიღო და სასმელი ნახევრამდე შემივსო
-მერე შენ რა?
-არაფერი, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან მივეჩვიე დარდის გასაქარვებლად მოსული ნასვამი კლიენტების სახლამდე მიცილებას. იმედია ამ საღამოს მსგავსი ამბები არ მელის
-დათრობას არც ვაპირებდი -გამამხნევებლად გავუღიმე
-ესეიგი გადავრჩი
-ასე გამოდის
მისთვის მეტი აღარაფერი მითქვამს. არც მას. უბრალოდ ვიჯექი და ბარში აჟღერებულ ცოცხალ მუსიკას სულგანაბული ვუსმენდი. მეჩვენებოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც იცვლებოდა, თუმცა რა იყო ეს წარმოდგენა არ მქონდა. არც მინდოდა, რომ გამეგო. ასე ბევრად უფრო იოლი იყო . . .

არ მახსოვს იქედან როდის ან როგორ წამოვედი. თითქოს ფეხებს თავისით მივყავდი მე კი უბრალოდ მათ ვემორჩილებოდი. გარეთ თბილი ნიავი ქროდა, ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, ცა კი მანათობელი ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, რაც ამ ღამეს კიდევ უფრო მეტ მომაჯადოებლობას სძენდა.
უეცრად ვიბრაციამ მთელ სხეულში ტალღებად დამიარა.
რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩემი მობილურ რეკავდა და ჯიბიდან იმ იმედით ამოვიღე, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი აბონენტი სანდრო იქნებოდა. სამწუხაროდ იმედები გამიცრუვდა. ეკრანზე ჩემთვის უცნობი ნომერი ეწერა და გაბმული ვიბრაცია არ წყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წესად მქონდა უცხო ნომრებისთვის არასდროს მეპასუხა გადავწყვიტე ამწუთას გამონაკლისი დამეშვა და ყურმილის ასაღებ ღილაკს თითი დავაჭირე.
-კარგია რომ მიპასუხე -ტელეფონში ბოხი, ბრაზით აღსავსე ხმა გაისმა
-ვის ველაპარაკები?
-უკან მოტრიალდი საყვარელო
ამის თქმა დამთავრებული ძლივს ჰქონდა, რომ დაფეთებულმა თავი მაშნვე მივაბრუნე. ჩემდა გასაკვირად იქ არავინ დამხვდა.
-შეგეშინდა? -კვავ აგრძელებდა ირონიული და ამავდროულად საკმაოდ დამზაფვრელი ხმით საუბარს
-ვინ ხარ? -ამჯერად ხმას ავუწიე და ვცადე თავი ხელში ამეყვანა
-მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი. უთხარი შენს მეგობარს, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა კარგს არაფერს მოუტანს
-მეგობარს? რომელ მეგობარს?
-ეს ცარიელი მუქარა ან თამაში არ გეგონოს. კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და თუ მისი სიცოცხლე რაიმედ მაინც გიღირს შეაჩერე
კავშირი გაწყდა. ვცადე დარეკილებში ნომერი ამომეძებნა, მაგრამ სიიდან ისე უკვალოდ გამქრალიყო, წამით ვიფიქრე, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი. ნეტავ ვინ არის? რა უნდოდა ან რომელ მეგობარზე ჰქონდა საუბარი? თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა, თუმცა პასუხი არცერთზე არ მქონდა . . . საუბედუროდ . . .

8 8 8
შინ თორმეტი საათისთვის დავბრუნდი. კარი ღია დამიხვდა, გარემო კი წყვდიადით მოცული. მთელ სახლს ფანჯრიდან მკრთალად შემოჭრილი სავსე მთვარის შუქი ანათებდა, რომელსაც ნელ-ნელა ავისმომასწავებელი შავი ღრუბლები ფარავდა.
კედელზე, იმ ადგილას სადაც სინათლის ჩამრთველი მეგულებოდა ხელი საჩქაროდ მოვაფათურე და რამდენიმე წამში გრძელი დერეფანი ჭერში ერთმანეთის მიყოლებით ჩამონტაჟებულმა ხუთმა ნათურამ გაანათა. ჰოლში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, მხოლოდ საშხაპედან გამოდიოდა რაღაც ოხვრისმაგვარი ხმები, რასაც საათის ისრების წიკწიკიც ერთვოდა.
-რა ხდება? -აღმოხდა ჩემს ბაგეებს შემდეგი კითხვა და ისე, რომ ბევრი აღარ მიფიქრია გეზი პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე. უეცრად თავში ერთმა აზრმა გამიელვა. კარები ღია დამხვდა, შუქი ჩამქრალი და თან რაღაც საეჭვო ხმებიც მესმის. იქნებ სახლში მძარცველია?!
ამის გაფიქრებისთანავე, თითქოს ციება დამეწყოო, ერთიანად კანკალმა ამიტანა. თუმცა გაქცევა და სახლის ბედის ანაბარად მიტოვება აზრადაც არ მომსვლია. პირიქით, გადავწყვიტე შესაბამისი ზომები თავად მიმეღო -ფეხაკრებით მივედი სარკის წინ მიმაგრებულ პატარა ხის კარადასთან, მისი მარჯვენა უჯრა გამოვაღე და იქედან საშუალო ზომის მაკრატელი ამოვაცურე, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში თავი უნდა დამეცვა.
"მორჩა მზად ვარ" -გავიფიქრე და კორიდორს საკმაოდ ჩუმი ნაბიჯებით გავუყევი. მთელი ეს დრო მექანიკურად ვმოძრაობდი, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა სააბაზანოს ოდნავ შეღებულ კართან აღმოვჩნდი და მორიგი ხმის გაგონებისთანავე მას ფეხი უხეშად ვკარი.
თურმე რა ტყუილად მოვაწყვე ეს დეტექტივური ფილმის ინსცენირება. -გულში გამეცინა და ნიჟარასთან მდგარ მეტრეველს დავაკვირდი.
-ახლა არ მითხრა, რომ შენც ჩემს დაჭრას აპირებ თორემ გავგიჟდები -თქვა, როცა ჩემს ხელში მაკრატელი დაინახა და ონკანში წყალი მოუშვა.
-რას გულისხმობ? -გაკვირვებულმა ვკითხე და როცა სარეცხის კალათაში სანდროს სისხლიან მაისურს მოვკარი თვალი მაშინვე მასთან მივვარდი. მარცხენა მკლავზე, სავარაუდოდ დანით მიყენებული უზარმაზარი ჭრილობიდან სისხლი ახლაც ჟონავდა.
-ბაბი გარეთ დამელოდე, გთხოვ -გასასველისკენ მიმითითა
-ეს ვინ გააკეთა? -მაკრატელი იქვე დავდე და მეორე ხელის მაჯაში ვწვდი
-გთხოვ გადი, არ მინდა აქ იყო
-სისხლის არ მეშინია სანდრო, ამოღერღე რა ხდება?
მეტრეველმა ერთი ამოიოხრა და სარკის წინ დადებული პატარა ტყავის ჩანთა აიღო.
-დამდე პატივი და ჭრილობა გადამიხვიე. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ
-ნუ გგონია, რომ დამავიწყდება -გაფრთხილებასავით ჟღერდა ჩემი სიტყვები
-მითხარი ადამიანების შეწუხების გარდა რამეს აკეთებ?
-ვაკეთებ. გაინტერესებს რას? უცნობი მიზეზის გამო დასახიჩრებულ იდიოტებს ჭრილობებს ვუმუშავებ. სხვათა შორის რიგში შემდეგი შენ ხარ
-ცოტა დროულად ექთანო, თორემ სისხლისგან ვიცლები -გაეცინა და სანამ კარიდან გავიდოდა ონკანი გადაკეტა
8 8 8
ამჯერად სანდროს ოთახში გავედით. იგი საწოლზე ჩამოჯდა და ჩემი მომავალი პროცედურის მოლოდინში მოხერხებულად მოკალათდა. ჩანთიდან პირველად სამედიცინო სპირტი ამოვიღე და ჭრილობაზე ფრთხილად დავასხი. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სახე დაემანჭა და ჩუმად ამოიხვნეშა.
-მოსიარულე პრობლემა ხარ სანდრო -თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და ყველაფრის დაწყებამდე საჭირო ზომის ბინტი მოვჭერი
-კარგი რა, ახლა ნოტაციების ხასიათზე არ ვარ. ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება თუ გაჩუმდები და შენს საქმეს ისე გააკეთებ
-მაინც რა შარში გაეხვიე? -მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე
-გიორგის შევხვდი. დანარჩენს შენც ხედავ -ხელი ოდნავ ზემოთ ასწია
-შენი მოკვლა სცადა? -თვალები გამიფართოვდა
-ჰო, არც თუ ისე გულთბილი დახვედრა მომიწყო -ირონიულად ჩაეცინა -მეგონა იმ დანით ჩემთვის ნამცხვარი უნდა დაეჭრა, მაგრამ რატომღაც მკლავში გაყრა ამჯობინა
-როგორ შეგიძლია ყველაფერზე ხუმრობა? სიკვდილს ძლივს გადაურჩი. და საერთოდაც, ხომ გაფრთხილებდი, რომ იმ ქსიქოპატთან არ წასულიყავი?
-რა მოხდა ბაბი, ჩემზე მართლა ნერვიულობ თუ მეჩვენება? -გვერდულად გამომხედა
-რა თქმა უნდა ვნერვიულობ -ბინტი ფრთხილად გადავნასკვე და პირველადი დახმარების ნივთების უკან, ჩანთაში ჩალაგება დავიწყე
-სასიამოვნოა, როცა ვინმე შენზე ღელავს. ბოლო რამდენიმე წელია ეს სიამოვნება არ გამომიცდია
-რა დამთხვევაა, არც მე -თვითონაც არ ვიცი რატომ გამეცინა
-რა საოცარი სანახავი ხარ როცა იღიმი -სახეზე ჩამოყრილი თმა გვერძე ორ თითით გადამიწია -ცუდია, რომ ამას იშვიათად აკეთებ
-მეც მინდა ასე არ იყოს, მაგრამ . . .
-ცხოვრება გრძელდება, მაგრამ შენ ყოველწამს უკან იყურები. წარსული წარსულში უნდა დარჩეს, წინ კი მომავალია. ამ მომავალს თავად ინადგურებ გესმის?
-რას გულისხმობ?
-იცი ეს შენთვის არასოდეს მითქვამს, მაგრამ გამიხარდება თუ ამ საქმეს თავს დაანებებ. ლეოს ფსიქოლოგიურ წამებას ვგულისხმობ -დაამატა ცოტა ხნის შემდეგ -ჰო, მე უკვე გასვრილი ვარ ასეთ რამეებში. ადამიანისგან, რომელმაც კაცი მოკლა უკვე აღარანაირი დანაშაული არ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ შენთვის ეს სამყარო უცხოა. ასეთი არ ხარ ბაბი, სანამ გვიანი არ არის ამოდი ამ ჭაობიდან
-ეს ის შემთხვევაა, როცა ჭაობში ყოფნა ბევრად უფრო სასიამოვნო ვარიანტად მესახება. შენ არ გესმის სანდრო. სიმართლე რომ იცოდე ამ ყველაფერს არ მეტყოდი
-თუ ასეა მითხარი -თქვა და ბალიშს მოხერხებულად მიაწვა
-კიდევ ერთი გულახდილობის დღე? -გვერდულად გავხედე და მუხლებზე თავი ჩამოვადე
-რატომაც არა -გამიღიმა
-ლეომ ჩემი და მოკლა . . .
-რა?
-ჰო. გააუპატიურა და მერე იმქვეყნადაც გაისტუმრა -ამ სიტყვებზე თვალები დავხუჭე და წამებში ვიგრძენი როგორ შემეხო სანდროს თითები მარცხენა ხელზე
-თუ გინდა ნუ გააგრძელებ
-არა, მოგიყვები -რატომღაც მინდოდა ვიღაცისთვის გული გადამეშალა და ვინ უნდა ყოფილიყო ეს თუ არა მეტრეველი? -მოკლედ იმ დროს ამერიკაში ვსწავლობდი, მერილენდის შტატში. გვიანი ღამე იყო, როცა დედამ ტელეფონზე დამირეკა. შეშინებული ხმა ჰქონდა, პირველივე სიტყვიდან მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და მაშინვე ყველაზე საშინელი წარმოვიდგინე. არც შევმცდარვარ. ახლაც ზარივით ჩამესმის ყურში ეს სიტყვები "შენი და დაიკარგა და პოლიცია უკვე მეორე დღეა ყველგან ეძებს". მერე იყო ნერვიულობაში გატარებული წუთები, საათები, დღეები და ბოლოს ის იმედიც ჩაკვდა, რაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ სუსტად ენთო, მაგრამ მაინც ენთო. ელენე ტყეში მდგარ პატარა ქოხში იპოვეს, მავთულით იყო გაგუდული, სხეულზე კი ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ახვლედიანი მაშინვე დააკავეს როგორც კი პოლიციამ ელენეს კვალს მიაგნო. პირდაპირ იმ ქოხში დაადეს ხელბორკილები სადაც ეს ყველაფერი მოხდა -თვალები კვლავ დავხუჭე და ნერვიულობისგან თითების ტვრევა დავიწყე -ამ დღის შემდეგ ჩემთვისაც დამთავრდა ყველაფერი. ამერიკიდან მალევე დავბრუნდი და გარკვეული დრო ბათუმში ვცხოვრობდი. მერე გავიგე, რომ ლეოს უკე ციხიდან გამოსვლაც მოესწრო და დანარჩენი შენც იცი -დავამთავრე ჩემი ტრაგიკული ისტორია და ღრმად ამოვისუნთქე
სანდრო ერთხანს ხმაამოუღებლად მიყურებდა, თითქოს ელოდა რომ კიდევ რამეს ვეტყოდი, მაგრამ როცა მზერა ჭერისკენ მივმართე და კვლავ თვალები დავხუჭე თავად ალაპარაკდა.
-დარწმუნებული ხარ, რომ ელენე მან მოკლა?
-დანაშაულის ადგილას პოლიციამ ის იპოვა. განა ღირს აქ კიდევ რამის განხილვა?
-ღირს ბაბი. იცი რატომ? -თქვა და მანამ განაგრძო სანამ პასუხის გაცემას მოვასწებდი -შენი დისთვის რომ მას დაეშავებინა რამე განა პოლიციის მოსვლას მშვიდად დაელოდებოდა იმ ქოხში სადაც ინციდენტი მოხდა? რატომ უბრალოდ არ ადგა და არ გაიქცა?
-ფიქრობ რომ ის არაფერ შუაშია? -ფეხზე წამოვჯექი
-თუ საქმეს ლოგიკური მსჯელობით მივუდგებით ასეა. მგონი პოლიციას საქმე იმან გაუმარტივა, რომ შემთხვევის ადგილას ეჭვმიტანილი იპოვა და მას მაშინვე დამნაშავის იარლიკი მიაკრა, რათა ზედმეტი გამოძიებით თავი არ შეეწუხებინა
-ამ სისულელის მოსმენა არ მინდა -წასვლა დავაპირე, მაგრამ მისმა ხელმა, რომელიც მაჯაში ჩამავლო განძრევის საშუალება არ მომცა
-გულის სიღრმეში იცი, რომ იგი უდანაშაულოა. უბრალოდ გინდა განცდილი ტანჯვისთვის ვიღაცას პასუხი მოსთხოვო. სწორედ ამიტომ არ ამბობ უარს შენს სულელურ შურისძიებაზე
-ასე დარწმუნებით რატომ ლაპარაკობ? იქ იყავი? ამ ყველაფერს უყურებდი? -ხმას ავუწიე, თუმცა თვითონაც ვერ მივხვდი რატომ
-მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი. ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად იმისთვის, რომ სხვა ვარიანტებიც განიხილო და სიმართლემდე მიხვიდე. მითხარი რა იგრძენი, როცა იმ ტიპთან დაწექი?
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა!
-ვერც კი მიხვდები ისე შეგიყვარდება -მოულოდნელად წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ადგილზე მიმაყინა
-შემიყვარდება? ვინ? ჩემი დის მკვლელი?
-მას შენი და არ მოუკლავს ბაბი. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ შენ ასე გინდა განვაგრძობ ჩემ სანაქებო საქმეს. ოღონდ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე-მოვა დრო და თავად მთხოვ შენს ეგრედწოდებულ შეყვარებულს თავი დავანებო
-ეს არასოდეს მოხდება! როცა ვინმე მძულს, მძულს და მორჩა. ის კი რაც ცოტა ხნის წინ ილაპარაკე სრული სისულელეა და მეტი არაფერი
-კარგი, მე აღარ შეგეკამათები -მეტრეველი საწოლიდან წამოდგა და სარკმელი გამოაღო. ოთახში ცივი ჰაერის ნაკადი შემოიჭრა, რომელმაც მინაზე ნახევრად ჩამოფარებული ფარდა ოდნავ ააფრიალა.
სანდრო იქვე, ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა. დაახლოებით ორი წუთი ხმაამოუღებლად ეწეოდა, შემდეგ საგრძნობლად დაპატარავებული სიგარა ბოლოჯერ ჩაიდო პირში და ფანჯრიდანაც მოისროლა.
-მოდი ამ თემაზე ნუღარ ვიკამათებთ -დავარღვიე დიდი ხნის სიჩუმე -უბრალოდ მინდა ჩემი გესმოდეს
-მე შენი მესმის. იმაზე კარგად ვიდრე გგონია
-ცოტა ხნის წინ ეს ვერ შევნიშნე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემ გაკიცხვას ცდილობდი
-არც მიფიქრია -მხრები აიჩეჩა
-ჰო მართლა -ახლა მომაგონდა -ლეოსთვის შენ ჩემი დეიდაშვილი ხარ, რომელიც ცოლს გაშორდა და სახლიდან წამოვიდა. შეიძლება ოდესმე შეხვედრა მოგიწიოთ და ნუ დაიბნევი
-ცოლს გაშორდა და სახლიდან წამოვიდა? -გაეცინა -ერთი რამ, რაც დაზუსტებით ვიცი ისაა, რომ არასოდეს ვიქორწინებ
-სანდრო შენ გყავდა ცოლი და ცოტა ხნის წინ ერთმანეთს დაშორდით -მივუახლოვდი და მის წინ დავდექი -გასაგებია?
-რა გაეწყობა. მომიწევს უსახლკარო იდიოტის როლის თამაში
-გმადლობ -ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი



№1 სტუმარი Guest gvantsa

sityvebi ar myopnis iseti magari mwerali xar veli shemdeg tavs

 


№2  offline წევრი ლელუკა

ძალიან მაგარია სულ წავიკითხე და გავგიჯდი ისე მომეწონა მაგარი გოგო ხარ აბა შენ იცი სულ ესე გამახარე kissing_heart smile kissing_closed_eyes

 


№3 სტუმარი Mariami

Dzaan magaria sityvebi ar myofnis dzaan magari adamiani xar ase gaagrdzele ar shewyvito

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent