ქეთა... გიყვარვარ? (თავი 26)
1კვირაში უკვე მთლიანად სახლში იყვნენ გადაბარგებულები. ბავშვი თავის ოთახში დააწვინეს. რათქმაუნდა ღამ-ღამობით არ ეძინათ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა არცერთს არ მოსვლია აზრად წუწუნი. დილას ქეთამ და კოტემ სამსახურში დაუნივერსიტეტში წასასვლელად გაიღვიძეს.ყავა დალიეს და სისაუზმეს. ცოტახანში გიორგი და ნინა მოვიდნენ. ძიძა ორივეს მოვლას აპირებდა. -ეე როგორ გაიზარდა ჩვენი ანაა. ანა მოდი მამიდასთაან-ქეთამ ხელში აიყვანა ანა. კოტეს კი მაგიდაზე ეძინა. -რა ჭირს ამას? -რაც თქვენ პირველ პერიოდებში. ეძინება. აეს ღამე ამან გაათენა, წინა ღამე მე. -მორიგეობთ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ნინამ. -ხო აბა ორივე გამოუძინებლები რომ ვიყოთ მერე არაფერი გამოვა საერთოდ. -ჩვენ რატო ვერ მოვიფიქრეთ ეს აქამდე?-გიორგისაც გაუკვირდა. -რავი აბა. ისა ძიძა ღამით არ რჩება თქვენთან? -არა ნინ, ვერავის ვანდობ ღამით ახალდაბადებულს. -მეც ვერ ვანდობდი ნინ, რეებს ბოდავ. კოტე ბიჭო გაიღვიძე. ჰე, როგორ აპირებს სამსახურში წასვლას? -მე ვატარებ მანქანას. -შეილება რო ქეთა შენთვის? ახალი გამოსული ხარ. -ოო მოიცა რა, 1კვირა გავიდა. -კაი, როგორც გინდა. კოტეეე!-ყურში ჩაკივლა გიორგიმ. ამ კივილზე ნიკოლოზს გაეღვიძა. -გიორგი!!! მოგკლავ-ქეთა გაბრაზებული გავიდა ოთახში ანასთან ერთად. -უი-გაეცინა გიოს სამაგიეროდ კოტემ გაიღვიძა. -რა გინდა. რა გაყვირებს, ბავშვი გამიღვიძე გაგიჟდი? -არ იღვიძებდი და. -მე წავალ დავეხმარები ქეთას-ნინაც გავიდა ოთახიდან. -რა ხდება აბა? -რავი ნარკოტიკებზე, ყველაფერზე ველაპარაკე. იცი ელენემ რა მობოდა? კოტესგან შვილი მყავსო-სიცილი აუტყდა კოტეს. -იქნება და არ იტყუება. -იტყუება. 3წელი ვიყავით ერთად. ბავშვი ორისაა, ფაქტიურად 3წელი დაჭირდებოდა. ჩვენ რომ ვიყავით ერთად ალბათ დიდ მუცელს შევამჩნევდი. ელენე გაეღადავა, შენმა დამ დაიჯერა და გაიქცა. -დააა... ქეთას ჩვეულებრივი ტემპერამენტი. -არ მომწონს მერე მაგისი ტემპერამენტი. გაქცევა რა პონტია ბავშვია? -ქეთაა. ბავშვი კი არა ქეთაა. -მესმის. სამსახურში მიდიხარ? -აუ რა დრო იყო დაჟე უნივერსიტეტში რო არ დავდიოდით, არც ბავშვები გვყავდა, არც არაფერი ხდებოდა... არავინ მოსავლელი. -ხო აბა. მოიცა ჯერ ოდნავ გაიზარდონ, 1-2თვეში ან უფრო მეტში, ისე ვიქეიფებთ რო გადავდგამთ ყველაფერს, მაგრამ ეხლა ღადაობ? ქეთა მომკლავს თან მეც მიტყდება ეხლა დაიბადა ბავშვი. თან დიდად არ მევასება ეს ქეიფის პონტი და. -ნინა! დროზე წასვლის დროა!კაროჩე კოტე წავალთ ჩვენ. ბავშვს 5ზე მოვაკითხავთ ჩვეულებრივად. -ქეთა გამოდი მოვა უკვე ძიძა! მართლაც კარზე კაკუნი გაისმა და 40წლამდე გოგო შემოვიდა. -გამარჯობა ქალბატონო თამარ-მიესალმნენ თავაზიანად კოტე და გიორგი. -გამარჯობა. საით შევიდე?-მკაცრი ხმით იკითხა ქალმა. გიორგიმ ძლივს შეიკავა სიცილი მისი აქცენტის გამო. -იმ ოთახში-ხელით ანიშნა კოტემ ძიძა შიგნით შევიდა. -გამარჯობა. მე თამარი-ხელი ჩამოართვა ორივეს. -მე ნინა, ანას დედა. -მე ქეთა, ნუ... დედა ოღონდ ნიკოლოზის. -გასაგებია. ბავშვები რამდენი თვის არიან? -აა.. ანა მესამე თვეშია. ნიკოლოზი ახალდაბადებული. 1კვირის არის. -გასაგებია. დატოვეთ ბავშვები მე მივხედავ. -რო იტირებენ, ხო თბილად მოექცევით?-კითხა ქეთამ, ნინამ სიცილი ძლივს შეიკავა. -რეებს კითხულობ გოგო-გადაუჩურჩულა. -რათქმაუნდა. ქეთა და ნინი გავიდნენ. -კოტე, მე ამას ბავშვს არ დავუტოვებ. -აუ წადით რა ამას დაველაპარაკები და ჩვენც წავალთ. ნინა და გიო დაემშვიდობნენ იმათ და წავიდნენ. -რას ერჩი? -ძაან მკაცრია. ბავშვს რას უზამს კაცმა იცის. -დაწყნარდი, მეც არ ვენდობი არავის. კამერა აყენია სახლში, ხვალვე მოვხსნი გპირდები. ჯერ შევამოწმოთ ეს ქალი და მერე ვნახოთ. -კაი. წავედით? -ხო. კოტე და ქეთა უნივერსიტეტში წავიდნენ და მერე იქიდან კოტე სამსახურში გავიდა. უნივერსიტეტში ეთო და თეო დახვდნენ გარეთ. სანდრო და ლუკაც იქ იდგნენ. -თქვენ რა საქართველოში გადმოხვედით? -ხო რავი. მომავალ წელს ისევ მანდ გადავალთ-უპასუხა ლუკამ. -სან შენ? -... -სან ენა აღარ გაქ?-გაკვირვებულმა შეხედა ქეთამ -ჰა? რა? -სანდრო დაფრინავს-სიცილი დაიწყეს ეთო და თეომ. -აუ რავი, ჩემი ყოფილი აღმოჩნდა ამ უნივერსიტეტში და ვფიქრობ როგორ არ შევხვდე. -რატო არ უნდა შეხვდა?-იკითხა ლუკამ. -რატო? ლამაზია სანდროს ასეთმა პასუხმა ყველა გააკვირვა. -მოიცადე რაა? ვერ გავიგე მაშინ მე გამაცანი-გაეცინა ლუკას, მაგრამ სანდრომ ისეთი სახით შეხედა მაშინვე გაჩუმდა. -მე მივხვდი. მოკლედ იქ შეყვარებული გყავს, ფიქრობთ რომ ესე ყველაფერი გამოგივატ და ზუსტად ამიტომ არ გინდა ამ ყოფილის ნახვა იმიტო რო ადრე მაგრა გიყვარდა და მაგასთან ზუსტად მანძილის გამო დაშორდი-გამოიცნო ქეთამ. -ჩამოგიყალიბებია. შემთხვევით ხო არ მომიყოლია? -ხო. როცა მთვრალი იყავი, საავადმყოფოში. -ხო. გამახსენდა. აბა რა ქვია ამ გოგოსაც თუ გახსოვთ? -ნია-ყველამ ერთხმად თქვა. -ყველამ იცის?-გაუკვირდა სანდროს -და ტვინი მიგქონდა მაგ გოგოთი როგორ არ მახსოვდეს-ბუზღუნიდ დაიწყო ეთომ -ეთ, რო არ გიცნობდე ვიტყოდი რო ეჭვიანობ-უფრო ახლოს მივიდა ეთოსთან და გაიღიმა ისე თითქოს გოგოს კერავდაო. -სან... სან... რეებს ბოდავ! ქმარი მყავს და ფეხმძიმედ ვარ. -მართლა? ვა გილოცავ ეთ. რა გეტაკათ ესე ადრე ყველას-ლუკამ და სანდრომ მიულოცეს. -კაი შევიდეთ ლექციებზე. ლექციების მერე ჩვეულებრივად ქეთა სამსახურში გავიდა. იქ ერთ გოგოსთან დადაქალდა მას ნეკა ერქვა. ნეკა მხიარული, ლამაზი, საყვარელი გოგო იყო რომელიც ყველაფერში ეხმარებოდა ქეთას. ზედმეტად პირდაპირი იყო ყველას მიმართ. სამსხაურიდან ერთად წავიდნენ ქეთასთან სახლში. ძიძა გაუშვეს, ნინას ბავშვი წაყვანილი ჰყავდა უკვე. კოტე კი სახლში არ იყო. -ნეკა, ხელები დაიბანე და წამო ბავშვთან შეგიყვან. -ოქეეეი-ხელები დაიბანა და ორივე შევიდნენ ნიკოლოზთან-ვაიმეე რა სიცოცხლეააა. შენ გგავს. შენი თვალები, თუ? მოიცა კოტესი. თუ... -არცერთის ეგეთი მაგარი ფერი არ გვაქ. ეტყობა მაინც კოტეს მშობლებს ან მის მშობლებს ჰქონდათ ეგეთი ფერი. -ბავშვი არ უნახავს დედამთილს? -კი, ნახა. გამხდარია ცუდად იკვებებოდიო. -აუ მაგას შ*** ხო არ აქ? -კაი, კოტეს დედაა ბოლოს და ბოლოს. რავი მემგონი ნიკოლოზი ძაან უყვარს და მე რას მეტაკა? -რავი ვერ არის თავის მატორზე. დედას ცხოვრება გაჭამა ამ სასტიკმა ქალმა?.. აუ მომკალი და ვერ ვუტოვებ ამ ძიძას. ამას კი არა ვაფშე ძიძას ვერ ვუტოვებ რა ვქნა? -უნივერსიტეტს არ უნდა დაანებო თავი. ეს ქალი მხოლოდ 5საათამდეა მერე აღარ არის. ბავშვს დაჟე ძინავას ვერც მიეჩვევა. -ხო, შაბათ-კვირას ჩემთან იქნება. საღამოობითაც ამიტომ არ დაიმახსოვრებს ძიძას. როგორც კი ერთი თვის გახდები დე, გავისეირნებთ ხოლმე. ხო? -კი, ხელს ჩაგკიდებს და ერთად ივლით ხოლმე. -ვაჰაჰა, ნეკა გინდა ყავა? -ხო, მომიყვანე ბავშვი-ნეკამ ხელში აიყვანა ბავშვი და სამზარეულოში გავიდნენ-კალიასკა ნაყიდი გაქ? -კი, მარა რავი ახალდაბადებულს ვინ აწვენს ალბათ კალიასკაში? -რავიცი მე, რატომაც არა? -ხო. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა და ელენე შემოვიდა. რაღაც ფურცლით ხელში. -ეხლავე გავალ უბრალოდ ეს ფურცელი გამომართვი. აქ მტკიცებულებაა იმისა რომ სანდრო კოტეს შვილია-ფურცელი მაგიდაზე დადო და გავიდა. -რაოო?ქეთ ეს ვინაა? ქეთა გაოგნებული უყურებდა ამ ფურცელს და ვერ ხვდებოდა რაღა ეფიქრა. ფიქრობდა რომ ელენე ატყუებდა, მაგრამ როგორ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.