შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯიშკარიანის წესები (თავი 2)


9-11-2016, 03:48
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 4 956

თავი 2
მაღვიძარამ ზუსტად 9 საათზე დარეკა. ზედმეტი ფიქრის გარეშე ხელი გადავწიე მარჯვნივ, ხელში ნახევრად თეთრი ნახევრად მწვანე აბი ენაზე მოვიქციე და პირდაპირ გადავყლაპე. მამაჩემის ოთახის კარი დახურული იყო, ტელევიზორის ხმაც არ გამოდიოდა. დაახლოებით ერთ საათში გაეღვიძებოდა, ვიცოდი, ამიტომ მანამ დრო მქონდა აივანზე გავედი, სამი ნაფაზით დავიკმაყოფილე წყურვილი და სააბაზანოში შევედი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე, ცხელი წყლის ქვეშ. საკუთარი ფიქრებიდან სააბაზანოს სახელურის მოგლეჯის ხმამ გამომიყვანა.
- ვაიმე მამა!
დავიღრიალე ბოლო ხმაზე, არა ამ კაცს ხომ არააგრესიული მოძრაობები არ შეუძლია.
- შეიძლება აბაზანაში სულ შენ იყო?!
- ვბანაობ ვა!
გაბრაზებულმა შევბღვირე და წყალი გადავკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და როგორც ნამდვილ ქართველ , უფრო კონკრეტულად რაჭველ ქალს შეეფერება, შევუდექი სამ საათიან გამშრალების ცერემონიალს. მამაჩემის ხვნეშა მესმოდა გარედან და მეც სინდისმა შემაწუხა, კიდევ რომ დააგვიანოს სამსახურში ჩემს გამო, გაუბრაზდებიანთქო, ვიფიქრე, ამიტომ შევეშვი ორსაათიან პირსახოცის ფრიალს, ფენი ჩავრთე და თმის გაშრობაზე გადავედი. სულ იმას ვნატრობდი პატარაობაში გრძელი თმა მინდათქო, ახლა გრძელი მაქვს და ამას რა გაიშრობსთქო, იმას ვწუწუნებ, რა უმადური არსებაა, ადამიანი.
ფენი რომ გამოვრთე, კიდევ ერთხელ გაისმა გამაყრუებელი ჩამოგლეჯის ხმა.
- ნიკა ! ისედაც ძველია ამ სახლში ყველაფერი და თუ არ მოაძრობ ამ სახელურს და მეც გულს არ გამიხეთქავ კარგი იქნება!
- და რა ვქნა ეხა მე, ჩავიფსა?
- ვაიმე მამამეთქი!
გაბრაზებული გამოვარდი აბაზანიდან და მამაჩემი ელვისებური სისწრაფით შევარდა და სახელურის მოგლეჯით მოხურა და ჩარაზა კარი. მამაჩემის ოთახის კარი ღია იყო და ცალი თვალით შევიჭყიტე. აი დომხალიო რომ იტყვიან, ზუსტად ასეთი რამ დაეტრიალებინა საძინებელში, სად პიჯაკი ჰქონდა მიგდებული, სად საროჩკა, ფეხსაცმელი მხოლოდ ერთი ჩანდა, მეორე კაცმა არ იცის, შეიძლება სახლშიც არ მოუტანია. მარტო ერთი ადგილი იყო სუფთა, ხელშეუხებელი და უსუფთავესი, საწოლის მეორე მხარე, სადაც დედას ეძინა, ოდესღაც. გულმა თითქოს დაიწყო მტივნეულად ფეთქვა, ტვინმაც სცადა, ნოსტალგიაში ჩემი გადაგდება. ჩქარი ნაბიჯით შევედი ჩემს ოთახში და მეორე აბიც დავლიე.
სწრაფად ვისაუზმე და მანამ ბატონი ნიკოლოზ გიორგობიანი გამობრძანდებოდა აბაზანიდან, უკვე გამოწკეპილი ვიდექი კართან და პროდუქტების საყიდლად ვაპირებდი გეზის აღებას.
- ბატონო ნიკოლოზ, თქვენი შვილი მიდის რომ სახლში კვერცხის გარდა რამე საჭმელი მოიპოვოს.
- გასაღები წაიღე და ჩემი საფულიდან ფული აიღე, რამდენიც გჭირდება.
- სტო ტიში რო ავიღო რას შვები ერთი!
- სტო ტიშის თუ იპოვი ჩემს საფულეში, ჯანი გავარდეს, სულ შენი იყოს.
- აბა რა მილიონერივით იტყვი ხოლმე, რამდენიც გინდა აიღეო, ხუთ ლარს ავიღებ, ფეხის ქირად, გუშინწინ ხელფასი ავიღე და კარტით ვიყიდი საჭმელს.
პასუხს აღარ დაველოდე და მამას საფულიდან 5 ლარიანი ამოვაცალე. ეზოს მაღაზიისკენ გავეშურე, სიგარეტი უნდა მეყიდა იმ ხუთი ლარით, თორე ამ საწყალ გარაჟში გაკეთებულ მაღაზიას აპარატი კი არა 10 ლარის ხურდა არ ჰქონდა მის დღემში.
- ნინა, გენაცვალე შენ, როგორ ხარ?
- კარგად ლილიკო დეიდა, ერთი კენტი მინდა, ოთხი ნომერი.
უკმაყოფილო სახით მომცა კოლოფი გამყიდველმა, მე არ შევიმჩნიე მისი მზერა, პირადპირ ფული გავუწოდე.
- ისე, გუშინ ღამით, ვინცხა ბიჭი იყო მოსული, ასეთი მაღალი, ლამაზთვალება. ერთ გოგოს ვეძებო, აქ უნდა ცხოვრობდეს წესითო.
- ოჰო, თაყვანისმცემელი იყო ჩვენი ვინმე მეზობლის?
გამეღიმა და ავყევი ჭორაობაში ლილიკოს. ეს იყო ეზოს თვალიც და ყურიც. უბანში ვინ ლოთი იყო, ვინ ნარკომანი, ვინ იმნაირი და ვინ ამნაირი, ყველაფერი იცოდა. ბიჭებს ეზოში შეკამათების ეშინოდათ, ლილიკო არ გამოვარდეს პოლის ჯოხითო. პოლიცია თუ მოვიდოდა, ფორმები რომ არ აცვიათ, აი ეგეთები, და ბიჭებს დაუწყებდნენ გაწელ-გამოწელვას, ლილიკო გამოვარდებოდა მაშინვე, სხვა საქმე არ გაქვთ, ათასი მკვლელი და ნაძირალა დარბის ქუჩაში, ამ ანგელოზივით ბიჭებს რას ურჩევთ საქმეებსო. ეზოში დაცვაც ეგ იყო და პროდუქტებით მომმარაგებელიც. თვიდან თვემდე ძლივს მუშაობდა, ყველა აქ ყიდულობდა პურს და კარაქს, მაგრამ ნისიაზე, უმეტესწილად, სულ იმას იძახის ეს საწყალი ქალი, ყველამ ნისია რო დააბრუნოს მილიონერი ვიქნებიო. ერთი სიტყვით, საჭირო ქალი იყო უბანში ლილიკო.
- ანგელოზივით ბიჭი იყო, ზღვასავით თვალები ჰქონდა, ჩემი ნოდარიკო გამახსენდა, ღმერთმა აცხონოს...
ლალიკოს პირველი ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა, მეორეს გაშორებული იყო. დასანახად ვერ იტანდა იმ მეორეს. აი ნოდარიკო უყვარდა ძალიან, პირველს მაინც ვერავინ შეედრებაო, სულ იძახის ხოლმე.
- რაო რა უნდოდა.
- ერთ გოგონას ვეძებო, ასეთი დალალები აქვსო, შოკოლადისფერიო, ზემოთ ვნახე, შუქნიშანთანო, ლამაზია ძალზეო და გულში ჩამივარდაო. ხოოდა მეთქი, მასეთებითაა სავსე შენი ჭირიმე ეს უბანი-მეთქი.
გულიანად გამეცინა, რა მხატვრულად იცის ლალიკომ ყველაფრის გაფორმება.
- მერე, მერე.
- მერე შენ არ მომიკვდე ვიღაც უზდელი ბიჭი გადმოგდა მანქანიდან, წამოდი ბიჭო რაებზე გვაცდენინებ დროსო, და ესეც წავიდა.
- ეუფ, არ მოსწონებია ეგ გოგო სათანადოდ, თორემ გაარკვევდა მაინც რამენაირად.
ლალიკო წელში მოიხარა, ტუჩები მოკუმა და ახლოს მოვიდა, ჩურჩულით დამიწყო საუბარი.
- მაგ გოგოს ცოლად მოყვანა მაგას არ უნდა , შენი ჭირიმე.
- ანუ?
- კიარ მოსწონს კაცო, ის გოგო, არა არა, პირიქით...
- აბა გულში ჩამივარდა და ჩემი ვარდის კოკორიაო რატო თქვა?
- ვარდის კოკორი სად გიაგე გოგო ჩემგან?!
ლალიკო განცვიფრდა, ამ ქალს ხომ ხუმრობა ვერ ვასწავლე, არადა რა ენამოსწრებულია თვითონ.
- გულში ჩამივარდაო ხო თქვა.
- მაგი თქვაა, რავა არ თქვა მარა იმ თავის მეგობარს შეუბრუნდა და ასე თქვა, მაგ გოგოს მაინც ვიპოვი და იმ კვიმატ ენას მოვაგლიჯამო!
- არ არსებობს.
ჩემთვის დავიჩურჩულე და ლალიკოს უცებ დავემშვიდობე, სიგარეტის კოლოფი გავხსენი და სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან. სალომეს დავურეკე და „გუდვილთან“ დავუთქვი შეხვედრა. 5 წუთში ორივენი დიდი შენობის წინ ვიდექით და სიგარეტს ვეწეოდით, მოვუყევი ჩემი ჭორბიუროს დირექტორის, ლალიკოს მოყოლილი ამბავი და სალომესაც იგივე რეაქცია ჰქონდა.
- არ არსებობს!
- რსებობს, რსებობს, მართლა უნდა ამოვიგლიჯო ეს ენა, რა ჯანდაბა მინდოდა, რას ვეტლიკინებოდი, ვის ვეტლიკინებოდი...
სალომე მამშვიდებდა და მიხსნიდა, რომ ალექსანდრე ჯიშკარიანი კი იყო არასტაბილური, საშიში რეპუტაციის მქონე ბიჭი, მარა ჯერ არც ერთი გოგოსთვის ენა არ ამოუგლეჯია.
- ეგება ამოაგლიჯა, და ეხა მუნჯები რომ არიან, ვეღარ ამბობენ, ენა ალექსანდრემ ამომაგლიჯაო!
- ნინა, შენ თავს უსმენ?
სალომემ სიცილით მომიგო და მეც მხრები ავიჩეჩე, დაძაბული რომ ვიყავი, ავტომატურად ხუმრობებით ვამხნევებდი ჩემს თავს. რა არ ხდება ცხოვრებაში, ვის რა ტვირთი და ლოდი აწევს ზურგზე, მე კიდე ვიზე და რაზე ვნერვიულობ.
- და საერთოდ, გუდვილთან რატო შევხვდით ერთმანეთს?
- აუ საჭმელი უნდა ვიყიდო და ამდენი პარკის თრევა მარტოს მეზრება.
სალომემ ხელი რბილად მომარტყა კეფაზე, არ ხარ შენ ნორმალურიო .
რა თქმა უნდა, 2 საათი დამჭირდა იმისთვის რომ მომეფიქრებინა რა მჭირდებოდა, რამდენი მინდოდა და რა უნდა გამეკეთებინა საჭმელი. შუადღე იყო , მე და სალომე რომ გამოვედით საყიდლებიდან და პარკებით დატვირთულები ტაქსის გაჩერებას ვცდილობდით. სალომემ გააჩერა ტაქსი, თავი ოსტატურად შეყო წინა ფანჯარაში და მძღოლს დაუწყო ფასზე მოლაპარაკებები, ზუსტად ორ წამში თავი გამოყო და გაბრაზებული მომიბრუნდა.
- 3 ლარად ცხენი აღარ დადის ქალბატონოო. ეხა ეს ნორმალური იყო?
სიცილი ამივარდა, ვერ ვჩერდებოდი, თან ეს პარკები მამძიმებდა, მაგრამ სალომეს განცვიფრებულ და შეურაცხყოფილ სახეს რომ ვუყურებდი, უფრო მეცინებოდა. ცრემლები მომადგა და თვალები მეხუჭებოდა. სულ რამდენიმე წამში, სიცილს რომ მოვრჩი, დავინახე სალომეს თეთრი სახე და ღია პირი. ჩემს უკან უყურებდა რაღაცას.
- მაგ პარკებით სირბილს არ დაიწყებ, იმედია შუა ვაკეში.
ბოხი ხმა თბილად ეხებოდა ჩემს კისერს. ღრუანტელმა დამიარა ტანში და ხელებში ძალა წამერთვა, ერთი ნაბიჯი გადავგდი წინ, სალომესკენ და უკან შემოვტრიალდი.
ძალიან ახლოს იდგა, შავი ქუდი ეხურა და სათვალეებს მიღმა, მისი ცისფერი თვალები არ ჩანდა. სახეზე ანცი ღიმილი დათამაშობდა, გამარჯვებული მზერით იყურებოდა ჩემსკენ, მე კი ალბათ დებილი ირმის სახით ვუყურებდი, შეშინებული. ხმა არ ამომიღია, ახლა მაინც ვცდილობდი გამეკონტროლებინა ჩემი თავი.
- რა იყო, ეგ გრძელი ენა გადაგეყლაპა?
გაიღიმა და თავისი თეთრი კბილები შემომანათა, როგორ მინდოდა ერთ-ერთი პარკი პირდაპირ სახისკენ გამექანებინა. ვერ ვიტანდი მისნაირ ტიპებს, თავი დიდი ვინმე ეგონა, თავისზე 7-8 წლით პატარას რომ ეჭიმებოდა, თან გოგოს! არა რა უნდა ექნა რო? მართლა ენას ხომ არ ამომგლიჯავდა?
- ალექს, წავედით რაა!
ბიჭის ხმას მზერა გავაყოლე და დავინახე შავი მანქანა, უკანა მხრიდან ბიჭს ჰქონდა თავი გადმოყოფილი და ხელს ჩვენსკენ იშვერდა. მოძრაობა განელებულიყო, მანქანა დიდი იყო და ვიწრო ქუჩაზე ძალიან ცუდად და მოუხერხებლად ჰქონდა მიყენებული.
სალომეს ვანიშნე წავედითთქო, და უკან გავბრუნდით, არც კი შევხედე ზედ იმ თავხედს.
- უსწავლია გაჩუმება ამ ლაწირაკს.
სიამაყით გადასძახა თავის მეგობარს ალექსანდრემ, ძალიან მომეშალა ნერვები, ისედაც დამარცხებულად ვგრძნობდი თავს.
- სალომე ტაქსი გააჩერე და პირადპირ ჩაჯექი რა.
- რაა?
- უცებ უცებ რა.
სალომემ ტაქსი გააჩერა და ჩაჯდომა დაიწყო. მეც პარკები ჩავაწყვე, ცალი ფეხით ჩამჯდარი ვიყავი, როდესაც უკან მოვბრუნდი, მანქანისკენ ნელი ნაბიჯებით მიმავალ ალექსანდრეს ხმამაღლა დავუყვირე.
- მე გაჩუმებაც ვიცი და პასუხის გაცემაც, აი შენ მანქანის არც ტარება გცოდნია და არც გაჩერება!
უკან უმალვე მობრუნდა და სათვალე მოიხსნა, საჩვენებელი თითი აწია და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, ტაქსში შევვარდი და კარები მაგრად მოვხურე.
- წადით , წადით!
პანიკურად იყვირა სალომემ
- ქალბატონო თავი ფილმში ხომ არ გგონიათ!
ტაქსისტი მოგვიბრუნდა უჟმური ხმით.
- ვაიმე ოღონდ ეხა ჩქარა წადით აქედან და 5 ლარს კიდევ დაგიმატებთ.
მეტის თქმა არც იყო საჭირო, ტაქსისტმა უცებ გადაქოქა მანქანა, უკან მოვიხედე და ალექსანდრე გაბრაზებული, ჩქარი ნაბიჯებთ გვიახლოვდებოდა, თან რაღაცას ამობობდა, თან თითს მიქნევდა. მაგრამ ვერ მოასწრო ჩემამდე მოსვლა. ტაქსი ადგილს ტყვიასავით მოწყდა. 5 ლარის ბენზინი მარტო მაგ გაქროლებაში დაწვა, იმ საწყალმა მძღოლმა .

სახლში მისულს მამა არ დამხვდა, სალომემ და მე ამოვალაგეთ პარკებიდან საჭმელი და მაცივარიც გავავსეთ. მერე ყავა დავისხით და ხან ალექსანდრეს სახეზე ვიცინოდით ისტერიკულად, ხან ჩემს მართლაც რომ გრძელ ენას ვთათხავდით. საჭმლის გამზადებაშიც დამეხმარა სალომე, მაცივარში ქვაბი ვეღარ დავატიეთ და აივანზე გავიტანე.
- აი რა კაი შეგრძნებაა რა, მაცივარი რო სავსეა და პახოდუ, აივანზე რო სოუსი გაქვს გადგმული. უფ.
- რამდენი დაგეხარჯა ნინა?
სალომე ბავშვობის მეგობარი იყო, ამიტომ ჩვენს შორის უხერხული და არაეთიკური კითხვა არ არსებობდა.
- 120, არ ვივაჭრე ცუდად რა გინდა.
- შენი ხელფასის მეხუთედი გაუშვი უკვე?
- ხო რა იყო, ფულს ვერ შეჭამს კაცი
ღიმილით ვუპასუხე და სიგარეტს მოვუკიდე. გასაღების ტრიალის ხმა მომესმა.
- ბატონი ნიკოლოზი მოვიდა, სალომე სიგარეტი გამომართვი.
სალომეც არ დაიბნა და სიგარეტი სტატურად გაირჭო პირში. მამა სახლში შემოვიდა, სალომე მოიკითხა, მაცივრის კარი გააღო და უბედნიერესი იყო კვერცხის გარდა, სხვა რაღაცებიც რომ დახვდა შიგნით. გვაქო, გვადიდა და წავიდა, გამოვიცვლიო.
- ნინა მე წავალ რა ძაან დავიღალე, ემოციურადაც და მაგ პარკების თრევისგანაც. საღამოს შევხმიანდეთ, ესე 9-სკენ, კარგი?
- ძალიან კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა
- არ გცხვენია?
სალომე გავაცილე და მამას სოუსი გავუცხელე, მერე დაღლილი დავეგდე საწოლზე და ვცდილობდი სულ ერთი წუთი მაინც ალექსანდრეზე არ მეფიქრა .

**************
მეგობრებო, მკითხველებო, თქვენი კომენტარები რომ დამხვდა, სიხარულისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ამიტომ წერა გავაგრძელე ეგრევე. არც კი მეგონა ვინმე თუ წაიკითხავდა, არც მიფიქრია, ვინმეს თუ ვახსოვდი.
თქვენ ხართ ჩემი მოტივაციაც და მუზაც.
უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
პ.ს ისე შემაქეთ რა, 3 სიტყვიან თავებს აღარ ვდებ, დავიხვეწე მოცულობაში ! 



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ ძაან მაგარია ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Ai ai ici rofr macine ?
Taqsze magari iko
Dzalian dzalian momwons ^^
Karga xania aseti tipis istoria ogons kargi aravis daudevs ^^
Sxva istlriebic unda wavikitxo sheni
Damainteresdi ;) ♡♡

 


№3  offline წევრი ლუკკიანეცცი

ნუუუ ძალიან მომწონს. ძალიან საინტერესო და სახალისო წასაკითხია. რა გიჟია ეს გოგო მოკლედ:))) ალექსანდრეზე ხო ვგიჟდები უკვე))) ლილიჩკაზე ვიცინე მაგრად. მოკლედ რაღა გითხრა მომწონს ძალიაან აი ძალიაან და კაია რომ დიდიხანი არ გვალოდინე ასე თუ გააგრძელებ ხო საერტოდ)))

 


№4 სტუმარი Kirito

Sheni chirime raa
Madlobba gmerts cocxali xar arsebob da male ar mokvdebi radgan es istoria bolomde unda miiyvano❗️

 


№5 სტუმარი Mariii

Vixalise bevri momwons personajebi veli shemdegs❤️❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.ვაიმე იცი რამდენი მაცინე,შენ გაიხარე.ალბათ ალექსანდრე მართლა ამოგლეჯს ენას რომ ნახავს :)
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი lanu

Auuu ai dzn dzn magari iyo :) vicine dzn bevri lamis piris gaxevamde :) umagresi xar magrad wer.gaagrdzele uechveli da rac sheidzleba male dade axali taviiii

 


№8  offline მოდერი bibo

ვაიმე სიცილისგან კუჭს ვერ ვგრძნობ :დ :დ ნახე შენ რა ველურული და აღვირ ახსნილი ბიჭი რამფრა იჩითება ყველგან სადაც ეს გოჩოა :დ სალომე მომწონს ძან საყვარელი ვიღაცა იმაზე გამეცინა ორი სიგარეტით რო იდგა:დ გამიხარდება მარწყვისჯემო და ატმის კომფოტო მაგის ისტორიასაც თუ ჩაურთავ ჯიგარსონა იქნები მარწყვის ქულავ წარმატებები გელი გელი მოგელი იცოდწ :*

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

უჰ უჰ როგორ მომწონს ენაგრძელი გოგოები მითუმეტეს ასეთ ბიჭებს თავის ადგილს რომ მიუჩენენ... მაგარია და მალე დადე რა უფრო დიდი თავი

 


№10  offline წევრი mila

ძალიან მაგარია
--------------------
m.bedinashvili

 


№11  offline წევრი In ga

Dzaan momewona gaagrdzele velodebi moutmenlad

 


№12 სტუმარი matata

ვაიმე რამდენი ვიცინე :DD 12ის მერე კიდე დადე რაა <3

 


№13  offline წევრი nini :)

ar vici wina istoriebi magram kargi iyoooo.... male dade shemdegi

 


№14  offline წევრი davinna

auu dzalian kargia..dzalian momwons..male dade ra sheemdegi.vgijdebi shenze da am istoriaze iiif kanpeet :D

 


№15  offline აქტიური მკითხველი select

აუუ რამდენი ვიცინეე
მაგარი იყო რაა joy joy joy
ტაქსის ადგილზე მაგრად ვიცინეე
განაგრძე და წარმატებებიი kissing_heart

 


№16  offline წევრი MireilleDarc

აი , 3 საათში დაბადების დღე მაქვს და ასე მგონია საზიზღარი დღე მექნება. აბა სამიექცია და ერთი შუალედური მაქვს,მთელი დღე უნიში უნდა ვეგდო და ეს რომ წავიკითხე ისე ვიცინე,გადამავიწყდა დარდი :D

 


№17  offline წევრი Beatrixkiddo

MireilleDarc
აი , 3 საათში დაბადების დღე მაქვს და ასე მგონია საზიზღარი დღე მექნება. აბა სამიექცია და ერთი შუალედური მაქვს,მთელი დღე უნიში უნდა ვეგდო და ეს რომ წავიკითხე ისე ვიცინე,გადამავიწყდა დარდი :D

მაგას რა ჯობია, მე კიდევ ღამის 5 საათია და ვწერ. გამოცდა მაქვს დილით!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent