შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SoulMate 17


9-11-2016, 21:42
ავტორი Constance
ნანახია 1 490


11 მაისი, 2016.
ძლივს, სახლში მივდივარ.
ბოლო რამდენიმე დღე წამება იყო. ალექსი ერთხელაც არ მომშორებია გვერდიდან, ეს კარგი იყო მაგრამ... პრობლემაც გახდა. ყოველთვის, მის სურნელის ჩასუნთქვისას, ჩემი სხეული გიჟდებოდა. როდესაც ჩვენი კანი ერთმანეთს ეხებოდა, ეკალი მაყრიდა. მისი ტუჩების ყურებაც კი არ შემეძლო. არ შემეძლო მისი კოცნა, სხვა შემთქვევაში სექსუალური დაძაბულობა ისადგურებდა ჩვენს შორის. ვცდილობდით ერთმანეთისგან თავი შორს დაგვეჭირა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო რადგან მის გარეშე ვერ ვძლებდი.
დილით როდესაც გავიღვიძე, გადავბრუნდი და ალექსის მძინარე სახეს შევხედე. ესეც კი სახიფათო იყო, მაგრამ არც ისე რადგან მის თვალებს ვერ ვხედავდი.
ამოვიოხრე, ვფიქრობდი რატომ მივეცი ჩემი დღიურის წაკითხვის უფლება. ოჰ დიახ, იმიტომ რომ მიყვარს და ფაქტიურად ერთ სულს ვიზიარებთ. ეს სახიფათო და მტკივნეული იყო ჩემთვის, მაგრამ ვიცოდი ალექსს სჭირდებოდა სცოდნოდა რა დამემართა.
დედაჩემმა ღამე საავადმყოფოში გაატარა ჩვენთან ერთად, რის გამოც მადლიერი ვიყავი. ერთი ღამეც ალექსთან ერთად მარტო და შეიძლება არც მიმექცია ყურადღება ხალხისთვის, რომლებიც საავადმყოფოში იყვნენ. სიზმარში, ალექსი ჩემს სახელს იმეორებდა და ძლიერად მეხუტებოდა, გავწითლდი, კიდევ კარგი ვერ მხედავდა. სახე მის მკერდში ჩავმალე და ვცდილობდი პირით მესუნთქა, რადგან სხვა შემთხვევაში მისი სურნელი შემიპყრობდა.
წესით მსგავსი კავშირის უნდა მეშინოდეს თუ გავითვალისწინებთ რომ ორი წლის მანძილზე ძალადობდნენ ჩემზე.
- დილა მშვიდობისა სიყვარულო - ალექსის ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა ძილისგან, თავზე მაკოცა.
ამ ხმის გაგონებაზე ეკალმა დამაყარა და უფრო ძლიერად ჩავეხუტე. ოდნავ ჩაიცინა, ზუსტად იცოდა ამაზე რა რეაქცია მექნებოდა. საპასუხოდ სასიამოვნო, დაბალი ხმა გამოვეცი, ოდნავ ისიც ხომ უნდა გაწვალებულიყო? გაჩუმდა და ნიკაპი ამიწია რომ შემეხედა. თვალები ჩაუმუქდა.
- რონი! - დაიღრინა და ძლიერად მაკოცა.
- დ-დედა - მოვახერხე წითელი, სველი, დარბილებული ტუჩებით მეთქვა.
ერთდროულად მივაბრუნეთ თავი ქალისკენ, რომელიც ნელნელა იღვიძებდა,
- დილა მშვიდობისა ბიჭებო! - თქვა მხიარულად, არც კი იცოდა რა შეგვაწყვეტინა.
წითელი ტუჩები საავადმყოფოს გადასაფარებელში ჩავმალე. დედამ გაიღიმა და ექიმიც შემოვიდა.
- სალამი აარონ, მზად ხარ სახლში წასასვლელად? - მკითხა მან.
ექიმს დავუახლოვდი, ფაქტიურად ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. არც კი იცოდა მისმა სიტყვებმა როგორ გამახარა იმ წუთას.
- კი! - დავიყვირე აღტაცებით და ალექსს სიცილი აუტყდა ჩემი სახის დანახვაზე.
სხეულზე მიერთებული მილები და წვეთოვნები წინა ღამით მომხსნეს, ასევე სახვევები მკერდიდან. მითხრეს რომ ხელზე კიდევ ერთი კვირით დამეტოვა. ჭრილობები მკერდზე და ხელზე კარგად არ განიკურნებოდა კიდევ, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. ღმერთო, საშინელი შრამები დამრჩებოდა. ალექსმა თქვა რომ არ აინტერესებდა, მითხრა რომ სილამაზეს მმატებდნენ, ვნატრობ ისე ვხედავდე ჩემს თავს როგორც ალექსი მხედავს.
საათნახევრის შემდეგ, ბოლო წუთის შემოწმებებისა და დამტკიცების, რომ ყველაფერი ნორმალურად მქონდა, საავადმყოფოდან გამომიშვეს. მთელი ოჯახი მოსაცდელში მელოდებოდა, ექიმს გამომშვიდობებისას ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე ყველაფრისათვის. თმა ამიჩეჩა და მითხრა რომ კარგი ბავშვი ვიყავი. თავი არ შემიწუხებია დეტექტივს დავმშვიდობებოდი, მძულდა სიმართლე რომ ვთქვა და არ მინდოდა რამე ცუდი წამომცდენოდა, თუნდაც ფრანგულად.
- ამ ღამეს მექსიკის სასტუმროში დავრჩებით - დედამ აგვიხსნა, როდესაც მანქანისკენ მივდიოდით - არ გვინდა პირდაპირ ორჯერ გადავფრინდეთ, რადგან ზუსტად კიდევ არ ვიცით აარონი როგორ გადაიტანს.
მე და ალექსმა ერთმანეთს გადავხედეთ, 'სასტუმრო'-ზე.
ოჰ ღმერთო, მისი ყურება ჩემს პრობლემებს არ ეხმარებოდა. პატარა 'Honda Accord' - ში ჩავსხედით. მე და ალექსი უკან ჩავსხედოთ და შუაში ანალაინი გვიჯდა, კიდევ კარგი თორემ ჩვენი მგზავრობა საშინელი იქნებოდა. მთელი დროის განმავლობაში, დედა ლაპარაკობდა თუ როგორი ბედნიერი იყო სახლში რომ ვბრუნდებოდი. შეგვეძლო ისევ ნორმალური ოჯახი ვყოფილიყავით. ეჰ, არც ისე ნორმალური ოჯახი, რადგან რამდენიმე კვირის მანძილზე პოლიცია სამეზობლოს და სკოლას გააკონტროლებდა რომ ისევ არ მოვეტაცებინე ვინმეს. არამგონია ეს კიდევ მომხდარიყო, ამდენი ვარჯიშის შემდეგ, ალბათ კარატეში შავი ქამარი მექნებოდა ან რამე მსგავსი.
თვითმფრინავით მხოლოდ ერთხელ ვიმგზავრე, როდესაც იტალიაში წავედით მეხუთე კლასში. უნდა ვთქვა რომ მეშინოდა და ჩემი გეგმა თავი-შორს-დამეჭირა-ალექსისგან თვითმფრინავში აღარც მახსოვდა. ასვლიდან ცოტა ხანში მის მკლავზე ვიყავი მიკრული და ღრმად ვსუნთქავდი, ისე რომ თავი დამერწმუნებინა არ მოვკვდებოდი.
მინდა გითხრათ, რომ მგზავრობა ძალიან გაიწელა. ბევრი მიზეზის გამო. მაგალითად ის რომ ვერაფერს ვუხერხებდი ალექსის სექსუალურობას და ჩემს შიშებს.
როდესაც ჩავედით, რაღაც უცნაურ სასტუმროში შევედით. კიბით მოგვიწევდა სიარული ვინაიდან ლიფტი გაფუჭებული იყო. ადგილი მხოლოდ ოდნავ თუ იქნებოდა უკეთესი ბანაკის კაბინებზე, მერჩივნა საავადმყოფოში დავრჩენილიყავი. ბოლო სიტყვები უკან მიმაქვს იმიტომ რომ...
- ალექს, აარონ - დედაჩემი დაღლილი ჩანდა - ოთახები პატარებია, ასე რომ თქვენ ცალკე მოგიწევთ ყოფნა. მე, მამათქვენი და ანალაინი თქვენი ოთახიდან ჰოლის ჩაყოლებით, ბოლო ნომერში ვიქნებით.
- მხოლოდ რვა საათია, მაგრამ მე დაღლილი ვარ. ბავშვებო თქვენ თუ გინდათ, შეგვიძლია რამე გავაკეთოთ...
- არა!
- არა, ნამდვილარ არა!
- ჰო, უბრალოდ თქვენს ოთახში წადით!
- კარგად ვიქნებით, მართლა, ჩვენც დავიღალეთ!
- ჰო, ძალიან დავიღალეთ.
- ნამდვილად დავიღალეთ.
- ჰო, მართლა კარგად ვართ!
- სრულიად კარგად!
- უბრალოდ, ჰმმმ ჰო, წამოდი აარონ.
უხერხული საუბრის შემდეგ ოთახისკენ წარმოუდგენელი სისწრაფით გავიქეცით.
ალექსმა გასაღებითა და აკანკალებული ხელებით გააღო კარი. ჭუჭყიანი ოთახი იყო, ერთი ფანჯრითა და ერთი დიდი საწოლით. მაგრამ ვის ადარდებდა?!
კარი დავხურეთ თუ არა ალექსმა ტუჩები ჩემსას მოაწება და ძლიერად მაკოცა. უბრალოდ მეტს ვეღარ გავუძლებდით. მოწყურებულივით დამეწაფა და ეს.ძალიან.მაგარი.გრძონა.იყო.
ალბათ თქმაც არ მჭირდება, რომ არცერთს გვაინტერესებდა, რამდენად ხმაგაუმტარი კედლები იყო. თუნდაც მთელს სასტუმროს გაეგონა ჩვენი ხმა.
ამ დროს ვიცოდი რომ უკვე :სახლში: ვიყავი. საავადმყოფოში ალექსის ნახევარი დავიბრუნე. ეს მისი სხვა ნაწილი იყო, მე კი მთლიანად ის მჭირდებოდა...

...

ბოლოს ალექსის მკერდზე მოვთავსდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემს თმას ნაზად ეფერებოდა და ტკბილ სიტყვებს ჩახლეჩილი, წყნარი ხმით მეჩურჩულებოდა.
თავი ამაწევინა, ნაზად მაკოცა და შემდეგ ისევ მის მკერდზე დავბრუნდი. მალე ჩაგვეძინა.


12 მაისი, 2016.
ორივემ თავბრუდახვეულებმა გავიღვიძეთ. ალექსი უბრალოდ იცინოდა და კომენტარებს აკეთებდა ჩემს გაბრუებულ სხეულზე. საწოლიდან ძლივს ავდექი რომ ტანსაცმელი ჩამეცვა. ღმერთო.
სახლამდე ჩასასვლელად შემდეგ თვითმფრინავში ჩავსხედით. დედა იმის შესახებ წუწუნებდა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვიღაცეების 'კივილი' ესმოდა.
მთელი სახე წითელი მქონდა სირცხვილისგან.
ალექსი კი უბრალოდ იკრიჭებოდა.
ღმერთო, მაღთლა მძულდა ხანდახან და თან მიყვარდა.
როდესაც ჩავფრინდით თვითმფრინავიდან პირველი მე ჩავედი. ცოტა ხანიც და გული ამერეოდა. აეროპოტის იატაკზე ჩავიკეცე რამაც ხალხის გაოცებული მზერა გამოიწვია.
- კარგად ხარ სიყვარულო?
ალბათ ძალიან ცუდათ გამოვიყურებოდი, რადგან ალექსი მთელი მგზავრობის მანძილზე დედას სარკასტულ ხუმრობებს ეუბნევოდა ღამის შესახებ და იღრიჭებოდა, მაგრამ მერე უკვე მობილიზებული ჩემზე იყო.
- უბრალოდ... მიწაზე დაშვება მიხარია - ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი.
გაიცინა და კლავები შემომხვია - ალექს მშობლები!
ისევ გაიცინა და უფრო მეტად ჩამეხუტა. მშობლები ინტერესით სავსე მზერით გვადევნებდნენ თვალს და ანალაინი ხითხითებდა, არარფერი შეიმჩნიეს. რაღაც მკარნახობს რომ ესეთი რეაქცია არ ექნებოდათ სიმართლე რომ სცოდნოდათ.
მანქანაში ჩავსხედით, განსხვავებული იყო იმისგან რაც ორი წლის წინ გვქონდა, მაგრამ მაინც 'ჩვენი მანქანა' იყო. აღელვებული ვცქმუტავდი, დედა მალმალე გამომხედავდა ხოლმე.
-ალექსღმერთოჩემოშეხედეჩვენისახლი! - დავიყვირე როცა სახლთან მივედით.
ზუსტად ისეთივე იყო, ყველაფერი ძველებურად გამოიყურებოდა. თითქოს სიზმრიდან რეალობაში დავბრუნდი. კარიდან გადავფრინდი სანამ მანქანა გაჩერდებოდა და გარაჟის ნაცნობი კოდი ავკრიფე. ყველაფერი ზუსტად ისევე იყო.
სახლში შევარდი, ყველაფერს ვეხებოდი. ოჰ, სამზარეულო ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, ჩემი და ალექსის სურათებიც კიბეების თავზე ეკიდა. ყველა ოთახი ისეთივე იყო როგორიც დავტოვე. ჩემი და ალექსისაც, ოღონდ ჭუჭყიანი და ძალიან არეული. არ შემეძლო ესეთ არეულობაში გაჩერება! ტანსაცმელი და წიგნები და თამაშები და უფრო მეტი ტანსაცმელი, ღმერთმა დასწყევლოს, როგორ ცხოვრობდა ალექსი ესე?
- მაპატიე, დრო არ მქონდა დამელაგებინა მაგრ...
- ალექს - ვთქვი სერიოზულად - ვალაგებთ! ახლავე!
ჩაიცინა და ოთახის დასუფთავება დავიწყეთ. შევამჩნიე რომ რამდენიმე რაღაც შეცვლილიყო. მაგალითად კალათბურთის პოსტერები კედელზე და მტვერი ჩემს მერხზე. სერიოზული არაფერი. როდესაც დალაგება დავასრულეთ ოთახს თვალი შევავლე. უცბად ცნობისმოყვარეობა მომეძალა.
- ალექს, მანქანა გყავს არა?
- აჰამ.
- შეგიძლია უახლოს ბენზინგასამართ სადგურზე მიმიყვანო?
- კი, რატომ?
- მჭირდება და იმიტომ. ედი ისევ მუშაობს?
- სავარაუდოდ.
- მშვენიერია, ყველას მიწერე რომ შეგვხვდნენ. ლაპარაკის ხასიათზე ვარ.
სიმართლე იყო. მას შემდეგ რაც ჩვენი მეგობრები უკან გამოფრინდნენ, საავადმყოფოში დარჩენილს ძალიან მჭირდებოდა ვიღაცასთან საუბარი. არ იფიქროთ ალექსთან გართობა არ მომწონდა, დამიჯერეთ, შემეძლო მთელი დარჩენილი ცხოვრება, ოთახში მხოლოდ მასთან ერთად ჩაკეტილს გამეტარებინა. უბრალოდ მინდოდა გამეგო რა მოხდა ქალაქში სანამ წასული ვიყავი. მხოლოდ ნაწილი ვიცოდი, მინდოდა გამეგო რას აკეთებდა ალექსი ორი წლის მანძილზე ან ისე რა ხდებოდა. ჩემს მეგობრებს შეეძლოთ ამაზე მოეყოლათ.
- დედა მეგობრების სანახავად გავდივართ! - ალექსმა დაიყვირა სამზარეულოს მიმართულებით.
- ჰო მაგრამ ეხლახანს მოვედით. შენი ძმა ორი წელია აქ არ ყოფილა!
- დედა, უბრალოდ სახლია, ვფიქრობ ისეთივეა როგორიც იყო.
- ოჰ მორჩი რა - გასძახა ალექსმა.
დედაჩემის და ჩემი ძმის კამათი საყვარლად მეჩვენებოდა. ასევე ყველაფერი საყვარელი მეჩვენებოდა რასაც ალექსი აკეთებდა. როდესაც მანქანა დავინახე, ლამის გული ამერია.
- ჩვენ ვაპირებთ რომ - ღრმად, დამაწყნარებლად ჩავისუნთქე - ამით ვიაროთ?
- ოჰ დამშვიდდი, ოდნავი ჟანგი არავის დააზიანებს. და სხვათაშორის, რომ იცოდე ძალიან კარგი მანქანაა.
- ალექს, ოდნავი ჟანგი?
ბიჭმა გაიცინა და 'ჯართში' ჩამსვა, რომელიც ჩემს სიმძიმეზეც კი შექანავდა.
- მართვის მოწმობა რომ მქონდეს მე ვატარებდი! ეხლა წავედით.
მანქანა დაძრა და ღვედს გადავწვდი.
- ალექს?! სად ჯანდაბაშია ღვედი? - დავიყვირე ისტერიკულად, შიშით, აღელვებით და სიყვარულით და ოჰ, არ ვიცი ალბათ ჭკუიდან შევიშალე?
მზის სინათლესავით ბრწყინვალებით გაიცინა. ბენზინგასამართ სადგურზე მივედით. როდესაც გავჩერდით, შევნიშნეთ რომ ჩვენი მეგობრები არსად ჩანდნენ.
მანქანიდან გადავედი. კარზე ჩამოკიდებული ზარის ხმა გაისმა როდესაც პატარა მაღაზიაში შევედით, ძველი მეგობრის, ედის სანახავად პირდაპირ დახლისკენ გავემართე. ხუთი წლით ჩემზე უფროსი იყო და წიგნების მოყვარულთა კლუბში შევხვდით, როდესაც ალექსი კალათბურთის ვარჯიშზე იყო. ტატუების, პირსინგების, გრძელი წვერისა და ჭუჭყიანი ტანისამოსის მიუხედავად, ედი ჭკვიანი და კეთილი იყო. პოეზიის სიყვარულმა დაგვაახლოვა, რამაც გამაკვირვა, რადგან ის ისეთი ' ერთი' უფროსი მეგობარი იყო რომელსაც ბევრი ახსენებს ხოლმე.
- აარონ? ეს შენ ხარ ბიჭო? - დაეჭვებით შემომხედა.
- ედი! - დავიყვირე.
- ღმერთო, ეს შენ ხარ! აარონ, ბიჭო, ვფიქრობდი არასდროს დაბრუნდებოდი! სიგიჟემდე შემაშინე, არასდროს აღარ მოატაცებინო ვინმეს თავი, კარგი?
- კარგი - დავპირდი და თვალები გადავატრიალე.
ვიგრძენი ალექსი ჩემს უკან მოვიდა და ზურგზე მომეკრო. დახლს ქვემოდან, თითებით ჩემი მაისურის კიდეების წვლაება დაიწყო. ნერწყვი ნერვიულად გადავყლაპე და გავაგრძელე საუბარი.
- კარგი, ეს მჭირდება.
დახლის ერთ მხარეს გადავიწიე. ერთ ასანთსა და ხუთ პაჭკა სიგარეტს დავწვდი, რაც დაახლოებით ერთ კვირას მეყოფოდა. ალექსმა ამოიოხრა, ალბათ ეგონა დამავიწყდებოდა მოწევის შესახებ.
ედის ყბა ჩამოუვარდა - ეხლა ეწევი?
- ჰო - ჩავიბუზღუნე სიგარეტს მონდომებულმა - დაახლოებით ერთი კვირაა არ მომიწევია და მკლავს.
თვალი შემავლო - და როგორ... გკლავს?
ჩამოთვლა დავიწყე.
- თავის ტკივილი, გულისრევა, წრიალი, ნერვიულობა, ქავილი, სიბრაზე, თვითკონტროლი, დეპრესია...
თითები გამომელია ჩამოთვლისას და ისევ თავიდან დავიწყე.
- ვოაჰ, ვოაჰ , ჰო აშკარად ძალიან გჭირდება. სერიოზულია რომ იცოდე. რამდენს ეწეოდიი?
მხრები ავიჩეჩე - არ ვიცი, ალბათ თხუთმეტს-თექვსმეტს დღეში?!
- ძმაო! ეს ერთი პაჭკაა! ფილტვის კიბო ან რამე მსგავსი დაგემართება!
დაბნეულმა და ალექსის თითების მოძრაობით გონებაარეულმა შევხედე. თითებს ჩემს წელზე, მაისურის ქვემოდან დააცურებდა
- ამბობს ბიჭი რომელიც კოკაინს იყნოსავს.
- ჰეი, როგორ გაიგე ამის შესახებ? - ლოყები ოდნავ შეუწითლდა.
- ვიცი როგორ ვიცნო დაბოლილი ადამიანი ერთი შეხედვით და ჩემო მეგობარო შენ ნამდვილად სერიოზული პრობლემა გაქვს. ნუ როგორც არის, შენი აზრით მაინტერესებს ფილტვის კიბო? შეიძლება თავი დავანებო, როდესაც მართლა საფრთხეში იქნება ჩემი ჯანმრთველობა. ეხლა უბრალოდ მომყიდე რა.
- ვიცი რომ თვრამეტის არ ხარ მაგრამ ამჯერად არაფერს ვიტყვი, რადგან, ჯანდაბას ძალიან მიყვარხარ - გაიცინა - რა თქმა უნდა მოგიწევს გადაიხადო და ერთ დღეს უბრალოდ აღარ მივყიდი შენს პატარამ ლამაზ სახეს.
გავიცინე და შემდეგ მიმზიდველად გავიღიმე, არ ვიცოდი რამ მაიძულა ამის გაკეთება. თმებს სახეზე ჩამოყრის უფლება მივეცი და თვალები სწრაფად დავახამხამე. ედი გაკვირვებული მიყურებდა როდესაც ტუჩზე ვიკბინე და ალექსმა ჩაიღმუვლა. ოჰ, რათმქმაუნდა, დახლს უკან, სარკიდან ხედავდა ჩემს სახეს. როდესაც ედი დებილის გამომეტყველებით მიყურებდა, ალექსის ანარეკლს თვალი ჩავუკალი, მივახვედრე რომ შოუ მისთვის იყო.
- ოჰ, აარონ, ნამდვილად შ-შეიცვალე... - ენის ბორძიკით თქვა ედიმ.
ხმამაღლა გადავიხარხარე, ამ სიცილს უმეტესად ბატონის დაჩოქებაც შეეძლო. თმა თითზე დავიხვიე და ედი ლამის დადნა.
- ჰო - ვთქვი ნელა, აბრეშუმივით რბილი ხმით, რომელიც ჩემისგან განსხვავებულად ჟღერდა - 'ძალიან ბევრი' რამ ვისწავლე სანამ წასული ვიყავი.
დახლზე კიდევ უფრო გადავიხარე, ჩემი სუფთა და სასიამოვნო სუნთქვა ედის სახეზე ედებოდა. ბიჭი თავადაც ოდნავ გადმოიხარა. ალექსი დაიძაბა, ფეხები მის კოჭებს შემოვხვიე და მთლიანად იდაყვებს დავეყრდენი. ედის თვალები აუციმციმდა, როდესაც თხელი თითი ყბაზე ჩამოვუსვი, თავი ოდნავ გვერძე გადავხარე და ტუჩები ოდნავ წინ გავწიე.
- რ-რ-რა ის-სწავლე? - მოახერხა ამოეთქვა სანამ ისევ თითებით ვეხებოდი მის სახეს.
გავიღიმე და ისე, რომ მას არ შეემჩნია, თითით ცელოფანი ავიღე, სადაც სიგარეტები იყო. ჩემით შეპყრობილი იყო და მე არც გამკვირვებია ესეთი ძალა რომ მქონდა, ნუ რატომ არ უნდა მქონოდა? ყველა მეუბნევოდა რომ მაცდური ვიყავი და შემეძლო ყველაფერი მქონოდა რაც მომინდებოდა.
ოდნავ კიდევ გადავიხარე, სახე ისე ახლოს მქონდა თითქოს კოცნას ვაპირებდი, ბიჭი ღრმად ჩაისუნთქა.
- ვისწავლე როგორ გადავაქციო ჰეტეროსექსუალი გეით, მადლობა სიგარეტისთვის, ნახვამდის!
დახლიდან უკან გადმოვხტი და ცელოფანიც გამოვიყოლე. კარისდან გავედი და სანამ დაიკეტებოდა ედის გაშეშებულ სახეს მოვკარი თვალი. ჩავიხითხითე.
- აარონ! - გავიგე როგორ დაიყვირა მაღაზიიდან - რა ჯანდაბაა?
ისტერიული სიცილი ამიტყდა და გზის კიდეზე ჩამოვჯექი. ალექსს მივეყრდენი რომელიც იცინოდა. თავი კალთაში ჩავუდე. ცემენტზე ვიწექით და მაინც კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ცელოფნიდან მალბორო ამოვიღე და მოვწიე. ხველა ამიტყდა.
- აარონ, აარონ, კარგად ხარ?
- კარგად.. ვარ - ხველით ვუპასუხე - საშინელი გემო აქვს!
გაიცინა - ეს სიგარეტია რონი, რას ელოდი?
შევხედე და ისევ განვაგრძე მოწევა. ღმერთო, იმას ჰგავდა რაც ბანაკში იყო, ალექსი მართალი იყო, რას ველოდი? გემოს მივეჩვიე, ოჰ ღმერთო... შვების გრძნობამ მთელი სხეული მოიცვა. ისევ ალექსის კალთაში დავდე თავი და ჰაერში გავაბოლე. გამვლელებისთვის ალბათ უცნაური სანახაობა იყო.
- ოდესღაც ეს მოგკლავს - თქვა ალექსმა და თითები ჩემს თმაში შეაცურა.
- ყველა მოვკვდებით სიყვარულო.
რამდენიმე ხანს ჩუმად ვიყავით. მაინტერესებდა რას ფიქრობდა. თვალი მისკენ გავაპარე და მივხვდი რამდენად იღბლიანი ვიყავი. კიდევ ერთხელ შევისუნთქე მკვლელი ჩემი ხელებიდან. ღმერთო რა ტკბილი გემო ჰქონდა.
- უფრო სექსუალური გაჩენს, იცოდი? - თქვა ალექსმა, დაიხარა და ტუჩები შუბლზე ოდნავ შემახო.
მზისა და სიცხის მიუხედავად შემაკანკალა. ჩემს რეაქციაზე გაიცინა და ისევ კედელს მიეყუდა. სექსუალური ჰაჰ? კიდევ არ იცოდა რამდენად სექსუალური შემეძლო ვყოფილიყავი.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩვენი მეგობრები მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ. ჯენი პირველი მოვიდა და სიგარეტს შეხედა.
- აარონ! რა ჯანდაბაა!
ამოვიოხრე და თავი წამოვწიე, კიდევ ერთხელ დავარტყი ნაფაზი და მისი სახისგან მოშორებით გავაბოლე. სხვა შემთხვევაში ალბათ მომკლავდა. პაულმა უბრალოდ გაიცინა როდესაც დაგვინახა და სემიმ დაიბუზღუნა რომ ალბათ სხვა დროს ტატუ მომინდებოდა. სხვათაშორის არც ისე ცუდი აზრი იყო.
ვილაპარაკეთ ცოტა სკოლაზე და უნდა ვაღიარო ცოტა არ იყოს ჩამოვრჩი. ჰო, კარგი მოსწავლე ვიყავი მაგრამ ორი წლის გამოტოვებული... კერძო გაკვეთილები ჩამიტარდებოდა და დამეხმარებოდნენ, დავწეოდი. მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი როგორ მელაპარაკა აკადემიურად.
მას შემდეგ რაც ორი სიგარეტი მოვწიე, ცა შებინდდა. დავიშალეთ და როგორ ძალიანაც არ უნდა მდომოდა სახლში მისვლა და ალექსთან ერთად დაძინება, მასინებდა დაჟანგებული მანქანით დაბრუნება უკან. ალექსთანაც ვთქვი ეს.
რამდენიმე წუთს ისე იყურებოდა თითქოს ამაზე ფიქრობდა - ნუ, თუ გინდა შემიძლია სახურავზე მიგაბა.
მკერდზე ოდნავ დავარტყი და პასუხად გამიღიმა. კლავები შემომხვია მაგრამ ვცადე მომეშორებინა. მეგობრებმა შორიდან გამოგვძახეს რომ საყვარლები ვიყავით.
ჰო, ჰო ვიცი ლეგენდარული ვარ.
ღმერთო, უბრალოდ კამერები არა კარგით ხალხო?
ამოვიოხრე როდესაც ბენზინგასამართი სადგურიდან გავედით. ღვედი საჭირო იყო. ღმერთო სიგარეტს შეიძლება მოვეკალი, მაგრამ მანქანის ტარება ღვედის გარეშე?
- ნუ ხარ ესეთი შეძრწუნებული! კონცენტრირება მჭირდება გზაზე - ალექსმა თავში ხუმრობით წამომარტყა.
- დაწყევლილი ღვედი მინდა, დიდი მადლობა! - ვუპასუხე.
- ოჰ ანუ ღვედი გამო ხარ ესე?
- რა? უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, შეიძლება მოვკვდეთ!
- ამბობს მისტერ სიგარეტი.
- მისტერ სიგარეტი დაგარტ...აჰჰ! რა ჯანდაბაა, მეგონა მანქანა უნდა გემართა და არა.. ვუაჰ გეღიტინა!
- მოკეტე მისტერ სიგარეტო, ეს ჩემი მანქანაა და იმას გავაკეთებ რაც მინდა.
- ღმერთო, ძალიან მიყვარხარ.
- ჰო ვიცი... ოუ! ეს მტკივნეულია!
- რას ამბობდი?
- ჰო რონი, მეც მიყვარხარ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასწაული ხარ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent