შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

HABIBI-ანუ სიყვარული არაბულად.(რეალური ისტორიის მიხედვით) 2 თავი


9-11-2016, 22:28
ნანახია 1 614

მომდევნო დღეს ბაღში შევხვდით. ერთად უნდა გვესეირნა. ვთხოვე ხელი ჩაგვეკიდა მან კი დაიმორცხვა და უარი მითხრა,მერე კი დამთანხმდა. ჩვენ ვსეირნობდით ხელჩაკიდდბული და არცერთი სიტყვა გვითქვამს ფოტონზე. მხოლოდ ჩვენზე ვსაუბრობდით. მან მითხრა რომ თავიდანვე მოვეწონე როცა შევხვდით და ამიტომ უნდოდა რომ ჩვენთან დამჯდარიყო იმ დღეს. მეც მოვუყევი პირველად რა ვიფიქრე მისი დანახვისას,რომ ის მთვარესავით ლამაზი იყო. მან მორცხვად გაიღიმა და თავი დახარა. ძალიან მინდოდა კოცნა მომეპარა მისთვის თუმცა ვერ ვბედავდი. ცოტა კიდევ ვისეირნეთ და თავი მოვაბი რომ მისთვის მეკოცნა. თვალებში ჩავხედე და მანაც მზერა მომაპყრო,ნელ-ნელა მივუახლოვდი და კოცნა მოვპარე. მოკლე,მაგრამ სიყვარულით სავსე კოცნა იყო. იმდენმა გრძნობამ ამავსო იმ წუთას,რომ ვერც ავღწერ. ნორმა თავი დახარა,მერე რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა და სწრაფად სიარული დაიწყო. მას გავყევი. როცა მიხვდა მივდევდი გაიქცა და მეც გავეკიდე,როცა დავეწიე ხელში ავიტაცე და დავაბზრიალე.
-დამსვი გიჟო!
-არ დაგსვავ. გავუცინე და მანაც იგივეთი მიპასუხა.
კიდევ ვისეირნეთ და უკვე დრო იყო სახლში წავსულიყავით რადგან გვიანი იყო. ნორი სახლამდე მივაცილე. იმ ღამესაც მთელი ღამე ვმესიჯობდით. აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. რამდენიმე დღის მერე ფოტონმა შეიტყო ამის შესახებ. მისგან მესიჯი მივიღე: “თავს მოვიკლავ თუ დამშორდები”.
მესიჯს დიდი ყურადღება არ მივაქციე,რადგან არ მეგონა ფოტონს ასე თუ ვუყვარდი,რომ თავი მოეკლა. 2 საათის შემდეგ ტელეფონმა დარეკა. ეს ფოტონის დაქალი იყო რომელიც ტიროდა. მან მითხრა რომ ფოტონმა წამლები დალია და კვდებოდა.სასწრაფოდ დავიჭირე ტაქსი და მასთან წავედი სახლში(ჩვენ მშობლიური ქალაქებიდან შორს ვცხოვრობდით უნივერსიტეტის გამო,მშობლების გარეშე ამიტომ მივედიოდი თავისუფლად მის სახლში). სავადმყოფოში რომ მივდიოდით მთელი გზა ბოდავდა.
-ის ჩემია...ნორმა ის წამართვა...მოიყვანეთ...მიყვარს ის.
ვეუბნეოდი რომ მასთან ვიყავი მაგრამ მას თითქოს არ ესმოდა. საავადმყოფოში პალატაში შეიყვანეს. მე წავედი მისი ანალიზების გასარკვევად და მალევე სირბილით მოვიდა ექიმი.
-უკაცრავად,თქვენს გარეშე არ გვიჯერებს.
ექიმმა გააზრებაც არ მაცადა მაჯაში ჩამავლო ხელი და მასთან წამიყვანა. ფოტონს სურდა მისი ხელი დამეჭირა და ასეც მოვიქეცი. მას კუჭის ამორეცხვა გაუკეთეს. როცა გონს მოვიდა მითხრა რომ მე ვუყვარდი ის ბიჭები კი აშანტაჟებდნენ,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა და იმისა რომ ფოტონი მზად იყო თავისი სიცოცხლე გაეწირა ჩემი სიყვარულის გამო,მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი. ახლა, ამ მომენტში მის გვერდითაც კი ნორზე ვფიქრობდი. ორი დღე არ მენახა იგი და ძალიან მენატრებოდა.



მადლობა ვინც კითხულობთ! ეს ისტორია პირადად მე პირველი პირისგან ვიცი. უშუალოდ ისტორიის გმირისგან და ამიტომ მისი სიტყვებით გადმოვცემ. ძალიან გამეხარდება თქვენ აზრს თუ დააფიქსირებთ კომენტარების სახით და თუ რამე შენიშვნა გაქვთ მივიღებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent