ბნელი (თავი1-ნაწილი1)
გაოგნებული გოგონები ენაჩავარდნილები დგანან და უყურებენ სანახაობას,მსგავსი საზარელი მზერა ჯერაც არავის ენახა.ასეთი სისხლის ფერი,ასეთი ბოროტი და მკაცრი გამოხედვა.სახის ყველა ნაწილი ეკვეთება სარას,ყველა გამავალი ძარღვი და ნერვი არა ლურჯად არამედ შავად მოსჩანს მისი ნაქვთებიდან .შეშინებულები ფიქრობენ თავის დაღწევაზე,სიცოცხლის ბოლო წითებს ითვლიან და გულებში ლოცვას ყვებიან.სარა კი საკუთარ ნამდვილ იერს თავმომეონედ აჩვენებს მის წინ მდგარ,ორ საბრალო და უძლურ გოგონას.სასიხარულოდ ბრჭყალები არ გასჩენია გოგონას მაგრამ ახლა კი ხვდებიან ნამდვილად რომ დედამიწაზე ღმერთს ათასი რამ აქვს შექმნილი,მათ შორის მსგავსი უცნაურობანი. კანკალით ეხეთქებიან საწოლზე და ჯდებიან,სარა ძველ იერსახეს იბრუნებს და კვლავ ლამაზ ქერათმიან თინეიჯერს ემსგავსება. -ეს ... ნუთუ შესაძლებელია?-თვალებდე მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებს ანა -როგორც ხედავთ კი.მინდა ეს რაც დაინახეთ დღეს მხოლოდ ჩვენს შორის დარჩეს-თხოვს გოგონებს და ისინიც თანხმობის ნიშნად უქნევენ თავს.რომც თქვან ეს იცის ორივემ რომ არავინ დაუჯერებს მათ,გიჟებად შერაცხავენ. -რომც გვინდოდეს ვერსად ვიტყვით ამას-სიბილი აკანკალებული ხმით იწყებს ლაპარაკს და თვალს არ აცილებს მის წინ მდგარ არსებას -რა ხარ?-ყველაზე მთავარი კითხვა-უცხოპლანეტელი? -მგონი უცხოპლანეტელს არ ვგავდი მთლად-იცინის სარა -არა მაგრამ არც გამიკვირდება რომც იყო,აბა რა გამოდის მგელი ხარ?-შეშინებული იჭრება ფეხზე ანა -არა არა ანა,დაჯექი გთხოვ,ნუ გეშინიათ ჩემი და ჩემი ოჯახის.ჩვენ არაფერს გავნებთ,პირიქით აქ შენს გამო ვართ ანა-ანა ჯდება და ინტერესით იწყებს მოსმენას და საუბარს -აქ ჩემს გამო რას აკეთებთ?თანაც ადამიანებიც კი არ ხართ სარა თქვენ -მესმის ანა შენი გაოცების მიზეზი,მეც მასე მიკვირდა რამდენიმე წლის წინ ჩემნაირების დანახვა-ახლა ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. -შენ ისეთი განსხვავებული ხარ-ხელებს სახეზე უსვამს და ჯერაც დანახულის არ სჯერა-მე არ ვიცი შემეშინდეს თუ არა,მე არ ვიცი აქ რას ვაკეთებ ჯერ კიდევ -დამშვიდდი და მოუსმინე სარას-დაინტერესებული სიბილი ამშვიდებს მეგობარს -კარგი კარგი..სარა ანუ აქ რა გინდათ ? ჩემს გამო საერთოდ რატომ ხართ აქ? -მაია ჩვენი ახლო მეგობარია,შენი და ! -გოგონებს სახეზე ფერი გადასდით მაიას სახელის გაგონებისას-იგი იმდენად კარგი და საინტერესო ადამიანია არ შეიძლება მისი ოჯახის წევრები მასზე ცუდები რომ იყვნენ -მაიაზე ახლანდელ დროში ნუ ისაუბრებ გთხოვ-თავს ხრის ანა და ცრემლებს ჩუმად იწმენდს -მაპატიე..წუხვარ მაგრამ ახლა ძალიან გჭირდებით შენ -ვერ ვხვდები რაში უნდა დამჭირდეთ თქვემ?ათასი წლისები მაინც ხართ დაახლოებით,როგორ გენდო საერთოდ სარა? -შენ მენდობი უკვე,რადგან აქამდე გაქცევა არ გიცდია-სიბილი გარიყული უსმენს გაოგნებით ამ ორს და ვერ ხვდება რა ჯანდაბა ხდება მის თავს -მოიცადე სარა-ოთახში ჯორჯი შედის და იღიმის,აშკარად ვერ ამჩნევს სახეზე ხალისს და ბედნიერებას -მობრძანდა ესეც (სიბილი) -ნუ მიწყრებით გთხოვთ,სიმართლეს რაც მალე გაიგებდით მით უკეთესი იქნებოდა თქვენთვის (სარა) -რა ჯანდაბას აკეთებთ საერთოდ? და საერთოდაც ვინ ჯანდაბები ხართ ? არ მესმის ჩემი და თქვენთან რას აკეთებდა!ისიც თქვენნაირი მონსტრი იყო? (ანა) -არა არა მონსტრი არ ყოფილა ,მან ჩვენს შესახებ იცოდად ძალიან კარგად.წითელ დღიურში წერდა,შეგიძლია წაიკითხო-ანა ფეხზე დგება და სიბილის ხელებს კიდებს,აყემებს და ოთახიდან ორივე გამოდის სწრაფი ნაბიჯით.უკან კი არც ჯორჯი და არც სარა არ დადევნებიათ,ახლა ასე ჯობდა კიდეც.იმავდროულად ანას სახლისკენ იღებენ გეზს და მისვლისთანავე ოთხში არბიან ბრახუნით,მაიას ოთახის კარებს კეტავენ შიგნიდან და ყველაუჯრაში იწყებენ დღიურის ძებნას. -ამიტომაც იყო ასეთი გულჩათხრობილი-ამბობს ანა და არ ჩერდება,ვერსად პოულობენ დღიურს.ქაოსს სძენენ ოთახს მაგრამ ამაოდ,ახლა მხოლოდ ერთი ადგილი დარჩათ სანახავი.მაიას დიდი ხის სამალავი კოლოფი,სადაც რაღაცეებს მალავდა მუდამ პატარაობიდან.კლიტეს გამო დიდი წვალება უწევთ გასახსნელად,მაგრამ ხსნიან და ქექვას იწყებენ შიგნით.არც შემცდარა ანა,დღიური სწორედ აქ მოიძებნა.იღებს და ჯდება იატაკზე,მუხლებზდ იდებს დღიურს და სწრაფად შლის.თავიდან ბოლომდე წაკითხვას არ აპირებს,ამიტომ აქა-იქ მონაკვეთებს ავლებს თვალს და ხმამაღლა კითხულობს სიბილის გასაგონად -გვ.18 დღეს არ ვაპირებ ვწერო სიყვარულის შესახებ,მეტად საინტერესო რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში დღეს ბენი გავიცანი,ის ჩვეულებრივი არ არის,ჩვეულებრივი ადამიანი.ის რაღაც სხვაა ამოუცნობი,ძალაინ მომწონს. -ბენი სარას დიდი ძმაა-ახსენებს ანას მეგობარი -გვ.25 22 მაისი დღეს ბენი გამომიტყდა რომ ვუყვარვარ,არ ვიცი რატომ მაგრამ გული ამიჩქარა ამ სიტყვებმა.მგონი მეც რაღაცას ვგრძნობ მის მიმართ.მაგრამ მეშინია მისი. გვ.30 13 ივნისი ბენი და მე ერთად ვართ,მე დიდ ხანს ასე ვერ გავძლებდი,ვერ დავმალავდი მის მიმართ ჩემს გრძნობებს.დღეს ოჯახი გამაცნო სარა ჯორჯი და ჰარი-მამამისი.ყველა ერთნაირი ყოფილა,ყველა მონსტრია. გვ.38 29 ივნისი-როგორი რთული ყოფილა მისი სიყვარული,ის გადაიკარგა ჩემი ცხოვდებიდან სამუდამოდ.სამი დღეა არ მინახავს მისი ჩრდილიც კი,ფანჯარასთან ვდგავარ და ვიცდი როდის მნახავს ერთხელ მაინც.ის ჩემს გამო გაქრა -ვერ ვხვდები ეს სასიყვარულე სამკუთხედია თუ მართკუთხედი ანა,ანუ?-ანა სიბილისს გაოცებული უყურებს დღიურს კიდებსხელს და ხურავს.ოთახს ალაგებენ და ჩუმად გამოდიან მაიას ოთახიდან,შემდეგ კი ანას ოთახში ინაცვლებენ დაა ხლა იქ იკეტებიან.აგრძელებს კითხვას -გვ.43 გამოჩნდა სარა,ბენი კი არ ვიცი სად გადაიკარგა,სარა მარწმუნებს ყველაფერი კარგად არისო,გული ცუდს მიგრძნობს. გვ.47 გაოცებული ვარ,ბენი მოვიდა და მაკოცა,უკან კი თავისნაირების რაზმი მოჰყვა,გამაფრთხილა რომ სახლიდან ნაბიჯიც არ გავდგა არ ვიცი,მეშინია !! ის ისევ დაიკარგა გვ.60 11 აგვისტო-მომენტი როცა ანას მაიას სიკვდილის დღე აგონებდა,ორი კვირით ადრე დაწერილი ბოლო სიტყვები მის დღიურებში.საუკეთესო მომენტი-მე ბენს მივყვები დღეს,არ ვიცი რა ვუთხრა ჩემებს,დღიური დავტოვო გადაშლილი? იქნებ წერილი? -ანად ღიურს ხურავს და ცრემლებს ძლივს იკავებს -ეს რა ჯანდაბა ხდებოდა მაიას ცხოვრებაში სიბილი? -არ ვიცი რა ვთქვა,როგრ გამოგვრჩა ეს?მისი დამალვები,სიჩუმე -სულელები ვართ,ამას დედას ვერ ვანახებ,ვერც ლექსის ვერ ჩავაგდენ საფრთხეში მათ..შენ მჭირდები,ამ თამაშში ორივე ვართ -შენთან ვარ ანა-სიბილი მიდის და მეგობარს ძლიერად ეხვევა. ორი კვირა გადის ამ ყველაფრის შემდეგ,სარა და ჯორჯი კი სკოლაში იმის მერე არრგამოჩენილან რაც ანამ და სიბილიმ მათ შესახებ გაიგეს.გადაწყვიტეს მათ სახლში მისვლა. ერთი კვირის არდადეგები ინიშნება კოლეჯში და ახლა ბევრი დროის გამო არ ჩქარობენ,კოლეჯის დასრულების შემდეგ ჯორჯის სახლში მიდიან.აკაკუნებენ კარზე მაგრამმ არავინ აღებს,სიბილი ფანჯრებში იჭყიტება რამე რომ დაინახოს,მაგრამ არც სახლში ჩანს ვინმე -ესაა შენს გამო ვართ აქო?უკვე გაქცეულან-ირონიულად ამბობს ანა და კარზე ბოლოჯერღა აკაკუნებს,ბოლო ცდაზე კი სარა აღებს კარებს. -გოგონებო?-იწევა გვერდით და შიგნით შედიან. -არ გველოდი?(სიბილი) -არ გელოდი-თ-კიბეებზე ჩამოდის ბენი,ანას მისი დანახვისთანავე ეღიმება და თავს ხრის-რატომ იღიმი ანა? -შენმა დანახვამ გამაღიმა,ვფიქრობ მაია შენს შესახებ მეტისმეტად აზვიადებდა წერისას-კბენს ცალსახად და წარბს ზევიდ სწევს,ახლა ბენი იღიმის რადგანაც ჩვეულებრივი მოკვდავის სიგყვები სასაცილოდ ეჩვენა. -წაიკითხე ანუ?-სარა იწვევს დიდ ტახტისკენ და სხამს სტუმრებს -კი წავიკითხე სარა,გაოცებული ვარ(ანა) -მესმის(სარა) -ბენ შენ ჩემს დასთან ერთად გაპარვას გეგმავდი-სარა ბენს უყურებს გაავებული,როგორც ჩანს სარასთვის უცნობი ინფორმაციაა -რა თქვა ბენ?(სარა) -ხომ არ გავქცეულვართ(ბენი) -იცი რა საფრთხის წუნაშე იგდებდით თავს?(სარა) -სარა მე შენზე ბევრად დიდი და გათვითცნობიერებული ვარ (ბენი) -გეტყობა ბენ!! ყოველი შენი სიყვარულის ”ლავსთორი” ასეთია!! ნადგურდები და მარტო რჩები (სარა) -ვერ ვხვდები რაზს საუბრობთ?(ანა) -ბენ შენ არ ვიცი მე !!!! მაგიჟებ ბენ! -ყვირის სარა ბოლო ხმით -სარა! ნუ მიყვირი თორემ მოგიგრეხ კისერს და შენგან მთელი დღით განვთავისუფლდები!ჩემი სიყვარულის ისტორია ჩემია ! -ახლა ბენი ყვირის -ჩემი და შენს გამო მოკვდა?-ანა დგება ფეხზე და ბენს უახლოვდება -და შენც მოკვდები თუ აქედან არ წახვალ-განრისხებული კარებისკენ უშვერს თითს -გასაგებია ბენ..იქნებ თავი მოიკლა იმის გამო რომ მიატოვე? ვინ იცის ბენ...მე მომკლავ? მიდი რას უცდი,აქედან იქამდე არ წავალ სანამ არ გამარკვევთ რა ხდება აქ-ხელს კრავს ბიჭს და სიძულვიით უყურებს დის სიკვდილის მიზეზს.გელოდებით-ჯდება ისევ ანა და ფეხს ფეხზე იდებს.ახლა სარას და ბენის ცხოვრებაში ახალი პრობლემა გაჩნდა,ახალი მისია სახელწოდებით ”ანა” .უკმაყოფილო ბენი შორდება ადგილს და საკუთარ ოთახში ადის,კარადიდან ჩარჩოიან ფოტოს იღებს და თვალებაცრემლიანებული უყურებს,ზედ თვითონ და მისი საყვარელი ქალი მაია არიან გამოსახულნი.ნუთუ არ შეიძლება სიყვარულს ისეთივე ჰქონდეს დასასრული როგორიც მისი დასაწყისია? ვნებიანი,ლამაზი და მშვენიერი,და არა სიკვდილის მომტანი და მტანჯველი.თუმცაღა ეს ბენის პირველი სიყვარული არ არის რომელიც ასე გამოეცალა ხელებიდან.ჯდება საწოლზე და იხსენებს იმ საზარელ საღამოს როდესაც მაია გამორმშვიდობა დედამიწას,დროს რომლისდ აბრუნებაც არ შეუძლია.. ””საღამო იყო,ბენი და მაია ერთმანეთის შესახვედრად ხიდთან მივიდნენ.მონატრებულები ჩაეხუტნენ ერთმანეთს,რადგანაც დიდი ხანი იყო გასული რაც ბენმა იგი უნახავად დატოვა. (ბენი იხსენებს თვითოეულ მონაკვეთს და სიტყვას) -ბენ-მთელი ძალით ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს მაია -ჩემო პატარა გოგო -ბენ ხომ მიგყავარ,არ მითხრა რომ მტოვებ დღესაც-თვალცრემლიანი იდგა და აჰყურებდა -მაია მე ვერ წაგიყვან თან,შენ მოგკლავენ იქ -არა ბენ აქ არ დავრჩები,მირჩევნია ახლვე მოვკვდე გესმის?-დაიყვირა გამწარებულმა გოგონამ და ხელებზე ჩეჭიდა -გთხოვ მაია ამას ნუ მაიძულებ,სემი მაშინვე მოგკლავს როგორც კი საშუალება მიეცემა,ამას ვერ დავუშვებ ჩემო გოგონა-სახსზე მოკიდა ხელები და შუბლზე ნაზად შეეხო ტუჩებით -ბენ ბოლოჯერ გეუბნები! -მაია გთხოვ!! ერთად ვიქნებით გპირდები,ახლა კი დრო არ არის იმის რომ შენს სიცოცხლეს მსგავსი საფრთხე შწვუქმნა,ჩემს ოჯახს საკმარისი ძალა არ აქვს რომ შენნაირი უსუსური მოკვდავი დაიცვას ამ ეტაპზე -არ მჯერა მაგის მე!! არ მოხვალ ვიცი-ტირი ატეხა გოგონამ და გამოცილდა ბენს,ბიჭი კი დაედევდა და წინ ჩამოუდგა -მაია !-დაუყვირა და როფორც კი მისი ცრემლები დაინახა გულში ჩაიკრა,თავადაც ცრემლები ეწვია მაგრამ შეუმჩნევლად მოიცილა სახიდან -ბენ შენ ახლა მიმაგდე გესმის? მე მირჩევნია შენს გამო მოვკვდე,ვიდრე უშენოდ-მოიშორა გოგონამ ბენი და გაუღიმა,გვერდით ისე ჩაუარა როგორც უცხო ჩაუვლიდა უცხოს.ბენმა ყურადღება მოადუნა,უკან როცა გაიხედამაიას კვალი გამქრალი იყო -მაია-ყვიროდა ბოლო ხმით,ხიდზე გადაეკიდა და მაიას შარფი შეამჩნია,რომელიც დინებას მოჰყვებოდა.ჭკუა გადაეკეტა წამიერად და ეს-ეს იყო ემზადებოდა გადასახტომად რომ სემი მის უკან აღმოჩნდა,ხელები სტაცა და გააქრო ხიდიდან.”” ბენი მოგონებებიდან სასტიკად ფხიზლდება და ფოტოს ისვრის კედელს,ძირს ეხეთქება და ნაწილებად იშლება ჩარჩო. თვალები სიძულვილით ევსება,უბნელდება და მხევს ემსგავსება.ფანჯრებს აღებს და გააფთრებული ხტება. სარა,ჯორჯი და გოგონები ბენის ოთახში შედიან ხმაურის გამო,იქ კი სიცარიელე ხვდებათ,მხოლოდ ფარდა ირწევა რომელსაც ნიავი ეხმარება ამ საქმის გაკეთებაში -ისევ-ამბობს ჯორჯი და სკამზდ ჯდევა-სულ ასე ხდება როცა მაიაზემოგონებები აწვება -ფოტოც კი გაანადგურა-სარა იატაკზე დაყრის ნარჩენებს კრეფს და მაგიდაზე ყრის.გაოგნებული ანა შორიდან დაჰყურებს საკუთარი დის ფოტოს რომელზეც მონსტრის გვერდით არის გამოსახული. დაღლილობის გამო ყველას შიმშილი ეძალება,მასპინძლებს სტუმრები ჩაყავთ მდიდრულ სამზარეულოში და უშლიან სუფრას.ყველა დიდი მაგიდის გარშემო ჯდება,მსგავსად დიდი ბედნოერი ოჯახებისა. სამწუხაროდ მშვიდი ვახშამი დიდხანს არ გრძელდება,სამზარეულოში შემოდის სემი და ჯდება მათ გვერდით წამებში,ისე რომ გოგონები ამას ვერც ამჩნევენ იქამდე სანამ მისი ხმა არ ჩაესმით ყურებში.არ იმჩნევენ შიშს და მშვიდად ხვდებიან სემსაც -ოჯახურად ვახშმობთ?-ცინიზმს აფრქვევს თვალებიდან და პირიდან,სარას და ჯორჯს მისი დანახვა არ სიამოვნებთ -აქ რა ჯანდაბას აკეთებ სემ?-სარა დგება ფეხზე და უახლოვდება -მომენატრე საყვარელო-თვალს უკრავს და იწვევს აშკარად,ჭამას ყველა წყვეტს და ყურებას ამ ორს უწყებენ -უჩემოდ ვერ ძლებ ხო ? წადი სანამ ვენმა დაგინახა -აფრთხილებს სარა და მუშტებს ძლიერად უჭერს -რატო რას მიზავს? ხიდიდან გადამაგდებს?-იცინის გიჟურად და ანას უყურებს თან,ანა კი ხვდება რომ ეს სიტყვები მის დას შეეხო.შეშინებული კი ვერც ბედავს სიტყვის თქმად და ზის მისუსული სიბილისსთან ერთად. -ბენი თუ არა მე დაგაქუცმაცებ სემ(ჯორჯი) -ეს ძუძუმწოვარაც აქ ყოფილა(სემი) -სიტყვები შეარჩიე,ინანებ (სარა) -შემეშინდა ლამაზო-ფეხზე დგება და ნიკაპზე ადებს თითს,უახლოვდება სახით ტუჩებისკენ სარა კი ადგილიდან არ იძვრის.ეს-ესაა უნდა აკოცოს რომ სარა წამებში მის უკან დგება და თავს მაგიდაზე ახეთქებინებს,კისერში უჭერს ხელს და განძრევის საშუალებას არ აძლევს.სემი იცინის და გოგონებს არ აცილებს თვალს -გაგაფთხილე სემ-სარა უფრო უჭერს ხელს,ვინ იცის ამ სისწრაფვით დახეთქებას ჩვეულებრივი ადამიანი თუ აიტანდა,ან ასე მწარედ მოჭერას კისერში ხელის? ახლა სიბილისს და ანას შიში იპყრობთ მაგრამ იმდენად ღრმად იძირებიან სანახაობის ყურებაში რომ გაქცევაა ვიწყდებათ,ისიც რომ შეიძლება სემმა შეიძლება დაიმახსოვროს მათი სახეები და ერთ ღამეს კისრები გადაუგრიხოს ორივე მათგანს. სემი ხელს აპარებს სარასკენ და ახლა სარას ხელს ამტვრევს სასტიკად,შწორდება და ისწორებს პიჯაკს,ყელში კიდებს ხელს და კედლისკენ აქანებს -გეყო-ხტება უნებურად სიბილისი და მიდის სემისკენ -ოჰოო ლამაზო სიბილისს-გასაკვირია მისი სახელი საიდან იცის -არ მოკლა სარა-საბრალო სახეს იღებს და ნამდვილ სისხლის მსმელს ევედრება -ლამაზო გავიწყდება რომ ისინი არ კვდებიან-მხარს კრავს და გასვლამდე სარას უბრუნდება კვლავ-სარა ჩემო ძვირფასო,თუ შეიძლება ამის შემდეჰ თავაზიანად მომეპყარი-ასრულებს და სახლიდან მშვიდად გადის. ყველა სარას ვვარდება და მის მომტვრეულ ხელს გაკვირვენულები უყურებენ,სარა კი კარევისკენ იყურება და მის თვალებში მრისხანება ტრიალებს -სარა რით დაგეხმაროთ?(ანა) -ანა ჩემს ოთახში რეზინის თოკები არის-უხმოდ არბის ანა კიბეებზე თოკების ჩამოსატანად. -ეს როგორ გაბედა-ჯორჯი დის ხელს იკავებს და გაშლაში ეხმარება-სარა მოემზადე კარგი?-თავს უქნევს გოგონა და თვალებს ხუჭავს.ჯორჯი სარას ზელს ორივე თავისას უჭერს,შემდეგ კი უეცრას ატრიალებს და საზარელი ძვლების ტკაცუნის ხმა ისმის.ამ დროს კი ანას ჩამოაქვს რეზინები,ხელზე ახვევს ჯორჯი და ძლიერად უჭერს -ახლა რამდენიხანი მოგიწევს მაგის შეხორცება?-სიბილისი მწუხარედ იქნევს თავს -ოცი წუთი-პასუხობს სარა და გოგონები გაოცებისგან აღებენ პირს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.