ბინდიანი წარსული I V
-ქირას თუ გადამიხდი კი. -უცნაური იუმორი გაქვს, მიიწევი ახლა თუ ჰაერში დავწვე? უბრალოდ წარმოიდგინეთ დემნას სახე, როდესაც მასთან საწოლში წვება მადისაღმძვრელი გოგონა, რომლის თავიდან მოშორებაც უნდა. კომიკური სურათი. -ძილინებისა დემნა. -ძილინებისა ნენე. ზურგით იწვნენ ერთმანეთისკენ თუმცა მთელი არსებით გრძნობდნენ ერთმანეთს. დილით გაღვიძებულ დემნას მუცელზე ნენეს მოკეცილი ფეხი დახვდა, როგორც იქნა დაეხსნა და ქვევით ჩავიდა. საუზმის შემდეგ ოთახში საათისთვის აბრუნდა და კინაღამ გულის შეტევა დაემართა, როდესაც კარს უკან ნენეს შიშველი სხეული დაინახა შხაპის წვეთებთან მოთამაშე. აღარც საათი ახსოვდა, აღარც ნენეს იქ ჩასვლის მიზეზი. დარცხვენილი ბავშვივით სულ სირბილით ჩავიდა ქვემოთ, პატარა ბავშვი სასიყვარულო სცენას პირველად, რომ ნახავს ტელევიზორში აი ასე. -დემნა, შვილო დემნა ვერ ვპოულობ რაღა ვქნათ შვილო სადაა... -რა გაყვირებს დიდედ რა ხდება? -არსად არაა, საჭმელი რატო არ მოშივდათქო მივედი არ დამხვდა, არც სახლში არც ეზოში, დემნა რაღა ვქნათ. -რონის დილით მე ვაჭამე, უკანა ეზოშია. -დემნა, შვილო, რონიზე არ მიკითხავს ძაღლი აგერაა, ნენე ნენე გაქრა. - მართას დასრულებული არ ქონდა წინადადება დემნას ხარხარი აუტყდა. -ჩემთანაა ოთახში. -დედა რატო ვარ ცოცხალი, რა უქენი? -ჯერ არაფერი, მითუმეტეს ცუდი, ნუ შემაწუხე კითხვებით წავედი ცხენებთან. მართა გაოგნებული სამზარეულოში დაბრუნდა ვერ ბედავდა დემნას ოთახში ასვლას. სამზარეულოში ფერმის მუშა გოგა დახვდა, მართას ძალიან გაუკვირდა ის იქ არ უნდა ყოფილიყო. -გოგა შვილო რა ხდება? -სათბურიდან პროდუქტი მოვიტანე. -რატომ შეწუხდი მეთვითონ შემოვიტანდი, მოდი ჩაი დაგალევინო, ბლინები ხომ არ გინდა? -ბლინები არა, მაგრამ ეს კრუასანი ლამაზად გამოიყურება. -აპაპპაპა, მაპატიე შვილო ეს ჩვენი სტუმრისთვისაა მითხრა მიყვარსო. -კარგი ისევ ბლინებს დავჯერდები. - გოგამ ბლინები დააგემოვნა და ფერმისკენ გაეშურა. -მართა, ჯერ კიდევ არ ჩამოსულა ჩემი გოგო? -დემნა, ნუ ეთამაშები მაგ გოგოს, ცეცხლთან თამაში მე არ გამიგია. -კაი მართა რა იყო ვხუმრობ, ჩემო ძვირფასო - ისე ჩაეხუტა, ისეთი სითბოთი დედა-შვილობას შეშურდებოდა- ხო იცი დედილო ჩემთვის როგორი ძვირფასი ხარ, ყველაფერი იცი და მაინც გიყვარვარ, ასე ალბათ დედები ვერ უგებენ შვილებს. -შენ ხარ ყველაფერი რაც გამაჩნია. -მართა დეიდა სად ხართ? - მისაღებიდან ნენეს სასიამოვნო ხმა გაისმა. -გამატარე შე მავნევ გავუტანო საჭმელი. სდექ დედილო, მეთვითონ, შენ მოდი ფერმისკენ გაისეირნე - თვალი ჩაუკრა დემნამ და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. დემნამ მისარებში მიართვა საუზმე ნენეს, თვითონ ხელი არაფრისთვის დაუკარებია. აპირებდა ეყურებინა, როგორ დანაყრდებოდა თუმცა ვერ შეძლო, მიზეზი უცნობია. ადგა და გარეთ გავიდა, რამდენჯერმე სცადა უკან შებრუნება, თითქოს რაღაცაზე უკან იხევდაო, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა ოთახში შებრუნდა, ნენე წამოაყენა და გულში მაგრად ჩაიკრა. რამდენი ხანი იდგნენ ასე არ იციან. ემოციებისგან დაიცალნენ, ამ ჩახუტებაში იპოვეს ის რაც აკლდათ ორივეს. ნენემ იგრძნო ის რაც არასდროს უგრძვნია ზაზასგან. გარე სინამდვილეს მოწყდნენ. ეს იყო დაგუბებული ემოციების ვულკანი. საუზმე აღარავის გახსენებია გადაწყვიტეს ასე ერთმანეთისგან გამთბარებს თოვლში გაესეირნათ. რონიმ კი მაგიდის კუთხესთან დაგდებულ კრუასანს მიაკვლია და პირი ჩაიტკბარუნა. -ასეთი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. -არც მე. ნენე, მინდა იცოდე...ანუ ალბათ ხვდები, რომ მე ჩვეულებრივად ვერ ვარ...უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ შენ არ ხარ ჩვეულებრივი და ამიტომ არ ვარ მეც... -დემნა - გაეღიმა გოგონას - უბრალოდ შეგიძლია მითხრა, რომ მოგწონვარ. -ამას დამიხედეთ არ დაგავიწყდეს ასაკში ვარ და ასეთი თავისუფალი საუბრები არ ვიცი მე, მინდოდა ნორალურად ამეხსნა. -ჩემთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, შენნაირი სხვა არასდროს შემხვედრია... -ტყუილს ვერავის ვაპატიებ. -დემნა, მე... -ნურაფერს მეტყვი, საჭირო იყო ეს მეთქვა. თუ არის ისეთი რაღაც რაც უნდა ვიცოდე ჯობია ვიცოდე. -არა, ასეთი არაფერი არ არის - მხარზე მიეხუტა დემნას, ვერ იგრძნო დემნას დაჭიმული ძარღვები, შეკრული მუშტები, რამისაა გამსკდარიყო. ცხოვრებაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გული გაუთბა, ელოდა, რომ გოგო სიმართლეს ეტყოდა, რომ მისი ეს გრძნობა ნამდვილი იყო და არა გეგმის ნაწილი. თუმცა კვლავ გაუცრუვდა იმედი. მისი გული ისევ აიზბერგად იქცა. მართა ამ დროს სადილს ამზადებდა, ვერ წყვეტდა დემნაზე დარდს, რატომ დარდობდა ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით. რამდენჯერმე დაუძახა რონის თუმცა ვერ იპოვა, ალბათ არ შიაო და თავი დაანება. პატარა გოგო ბიჭები პირველი თოვლით გახარებულები ერთმენეთს დასველებამდე, რომ ეგუნდავებიან ასე იყო დემნასა და ნენეს საქმე. უნდოდათ თუ არა სიყვარულს გამოხატავდნენ ნებისმიერ შეხებაში, სიტყვაში, ქცევაში, პირველ ამბორში, რომელიც მათთვის იყო ჯერ არ შეგრძნებული თავდავიწყება. ნენე თავის ოთახში ავიდა გამოსაცვლელად, კვლავ სმს_ით შემოიფარგლა ზაზას მიმართ და იმასაც დაუკვირდა, რომ დიდი ყურადღებით არც ზაზა გამოირჩეოდა. ყველაზე მთავარი, დაჯდა და ზუსტად 1 საათში საოცარი თემა (მონახაზი) დაწერა ბატონ დემნაზე, მთლად სახარბიელო ვერა, მაინც მოუწია ეჭვის შეტანა, რომ ის იყო დამნაშავე, თუმცა გულში ასე ნამდვილად არ ფიქრობდა. სერვერზე ატვირთა. ლექტორ მერაბთან გასაგზავნი წერილი ათასჯერ წაშალა და დაწერა, ეს ხომ მხოლოდ საბაკალავრო არ იყო, ეს თემები მონახაზებად უნივერსიტეტის ჟურნალში უნდა გამოქვეყნებულიყო, ეს კი იქნებოდა დარტყმა დემნას ცხოვრებისთვის, ჭრილობის განახლება. იმასაც ფიქრობდა არ გაეგზავნა, თუმცა ბოლოს გაგზავნას დააჭირა და თვალები მაგრად დახუჭა. ერთად ისადილეს, მართა დეიდასგან ბევრი საინტერესო ისტორია მოისმინა. ფშაური ტრადიციები, უკვე დემნა მერამდენედ ისმენდა თვითონაც არ იცოდა, თუმცა სიამოვნებდა ნენეს მიმიკების ყურება. -მამაჩემსაც სულ 14 ში უყვარდა ახალი წლის აღნიშვნა. წინა ცხოვრებაში ეტყობა ფშაველი იყო. -ნენე შენ წინა ცხოვრებაში მანსანკანის გამარჯვვებული იქნებოდი - წაგესლა ბატონმა დემეტრემ. -ოხ, მდაბიო იუმორის წარმომადგენელო.- მართა დეიდა ვერ ცნობდა დემეტრეს, ეს იყო 20 წლის ბიჭი, რომელიც აციმციმებული თვალებით უყურებდა თავის საყვარე არსებას. -წავალ შვილებო მე წამოვწვები, ტკბილი ძილი. -გკოცნი დედილო. -დედილო? ასე ეძახი? - პატარა ლეკვებს, რომ მიეფერებიან ხოლმე ცხვირზე ისე მიეფერა დემნას. -კი, ალბათ საკუთარი დედა ვერ მეყვარებოდა ისე, როგორც მართა. იმიტომ,, რომ ის ვერ გამიგებდა ისე, როგორც მართა. მაშინ დავუახლოვდი , როდესაც უკვე აღარავინ მყავდა, საკუთარი თავი მე მომიძღვნა, შეიძლება ცუდია, მაგრამ ჩემი გამოსწორება კი არ სცადა, ისეთი მიმიღო როგორიც ვარ. დედა, დედიკო, ეს ხო სიტყვებია, რომელმაც ასაკი არ იცის, მაგრამ ჩემთვის სიტყვა დედილო უფრო ტკბილი, თბილი და გემრიელია. დედებს ხომ უხარიათ ბავშვის დაბადება, პირველი ნაბიჟი, პირველი სიტყვა. ჩვენც ასე ვიყავით. ჩემი ნამდვილი პირველი ნაბიჯებიც აქვს ნანახი და უკვე საშუალო ასაკში დაცემის შემდეგ ახალი პირველი ნაბიჯებიც. ჩვენი ურთიერთობა არის ერთი ტკბილი ისტორია. ეს გულიდან წამოსული სიტყვები დემნამ თავჩახრილმა თქვა და მხოლოდ შემდგომ შეამჩნია კაკლის ცრემლებით მომტირალი ნენე, გულში ჩაიხუტა და ასე მიაძინა ბუხრის წინ. უკვე გვიანი იყო, ტკბებოდა ნენეს სახით, რომელსაც საწოლ ოთახში ფანჯრიდან შემომავალი მთვარის სინათლე უნათებდა. დემნას გაახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო მეგობარი რონი არ უნახავს. ფერმაში ბევრი ძაღლი ყავდა, ყველა უყვარდა, თუმცა რონი ერთადერთი იყოო, რომელმაც ეზოში თავისუფლად სიარულის უფლება მოიპოვა. დემნას არ დაეზარა მის მოსაძებნად წასვლა, თუმცა ნეტა არ წასულიყო. ძლივს იპოვა ქოხთან უკვე თოვლში ჩაფლული გარდაცვლილი რონი. -რა დაგემარტა მეგობარო, არა, ოღონდ შენც არა. რატო მიმატოვე. უმეგობროდ უნდა დამტოვო?! - ცდილობდა თოვლისგან გაენტავისუფლებინა ზაღლის სხეული, თუმცა ამაოდ. უკვე მიყინული იყო ფიფქები მის გაყინულ სხეულზე. არც ჭრილობა ქონდა, არც ნაკბენი. დემნამ ალბათ არ იცოდა, თუმცა ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ეს დაახლოებით კრუასანის შეჭმის შემდეგ მოხდა. გვწყინს რონის გარდაცვალება, თუმცა კრუასანი მისთვის იყო კი განკუთვნილი? ძაღლის გაყინული სხეული თავლაში თივაზე მოათავსა და თვითონ დამწუხრებული, განადგურებული სახლისკენ გაეშურა. ეს უკვე მეტისმეტია, კარებში შესული ალბათ ქალი ან შედარებით სუსტი მამაკაცი, რომ ყოფილიყო ბოლო ხმაზე იყვირებდა. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ვინმემ, რომ დაგინახოს ხვდები რა მოხდება? როგორ გაბედე აქ ჩამოსვლა სულ ****? -სხვა გზა მქონდა ბატონო დემნა? უნდა გავაკეთო ის რაც ვერ გააკეთე შენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.