შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 10


10-11-2016, 20:13
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 211

მანქანაში ჩავსხედით და გზას დავადექით. გული ძლიერად მიცემდა და იმაზე ვფიქრობდი ჩემები როგორ დამხვდებოდნენ ან როგორ მიიღებდნენ სანდროსთან ერთად სტუმრობას.
-უხერხულად გრძნობ თავს როცა ჩემები ასე გეუბნებიან?-მკითხა მან და ფიქრებიდან გამოვედი
-ასე როგორ?
-როცა გვეუბნებიან რომ ჩვენ ერთმანეთის შესაფერისები ვართ და თუ დავქორწინდებით ურიგო არ იქნება.-თქვა და თან საკუთარ ნათქვამზე გაეღიმა.-ისე მშვენიერი იდეაა.რას იტყვი?
-არ მინდოდა ასე მომხდარიყო. რომ ჩამოვალთ სახლში დავბრუნდები და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თქვენც დამშვიდდებით და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებით.
-შენც ხომ კარგად იცი რომ ძველებურად აღარაფერი აღარ იქნება?
-რატომ?
-რას ქვია რატომ?ვერ ხვდები თუ თავს ისულელებ?
-თავს არ ვისულელებ. უბრალოდ არის რაღაც მიზეზი რის გამოც მომიწევს რაღაცეებზე უარის თქმა.
-როდის უნდა მითხრა ეგ მიზეზი?ან როდის უნდა მენდო ბოლომდე? ხმა გაიმკაცრა მან.
-არ ვიცი.
-მისმინე მესმის რომ წარსულის გამო ადამიანების ნდობა გაქვს დაკარგული, ისიც კარგად მესმის რომ პრობლემები გაქვს, კარგად ვიცი რომ გეუხერხულება როცა სხვები იმას გეუბნებიან, რაც გულის სიღრმეში ორივეს გვინდა ალბათ. მაგრამ ამ გაურკვევლობას მირჩევნია ყველაფერი გავარკვიოთ და მერე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა რაღაცეებზე უარის თქმა. მიტუმეტეს როცა საქმე პირად ცხოვრებას და ბედნიერებას ეხება. უბრალოდ დღეს არა. დღეს კარგი დრო გავატაროთ და ვიმხიარულოთ.
-კარგი, მგონი მართლა დროა ყველაფერი გავარკვიოთ, მაგრამ რომ დავბრუნდებით მერე. მანამდე არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
-იცი დღეს რომ დაგინახე ამ კაბაში რა გრძნობა დამეუფლა?
-ისეთი არაფერი არ მითხრა რომ დავიბნე ეხლა და სისულეები წამოვროშო.- გამეცინა მე
- სერიოზულად გეუბნები. ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ ჯერ. მითუმეტეს რომ ასე მოკლე დროში ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ძალიან რომ მომწონხარ და შენს გარეშე ყოფნა მიჭირს ეს ფაქტია.
-არ ვიცი რა გითხრა. უცნაურად მიცემს გული და დაბნეული ვარ მეც. შემიძლია გითხრა რომ ასეთი გრძნობა არ მქონია არასოდეს არავის მიმართ. ძლივს ვცნობ ჩემს თავს.
სანდრო გაჩუმდა და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. მუსიკა ჩავრთე რომ ცოტა დაძაბულობა მოგვეხსნა.
ჯვრისწერას ვერ მივუსწარით. მაშინ ჩავედით როცა რესტორანში მისულიყო მაყრიონი და ნეფე-პატარძალი ხელისმოწერის ცერემონიალითვის ემზადებოდა. მანქანიდან გადავედით. ცოტა ციოდა. საყელო წამოვიწიე და სასაცილოდ მოვიბუზე. სანდრო გვერდით ამომიდგა და ხელი მომხვია. შიგნით შევედით. შესასვლელში დავტოვეთ თბილი ქურთუკები და შიგნით შევიხედე. ბევრი ხალხი იყო. სტუმრებს თვალი გადავავალე. ვცდე ჩემები მომეძებნა და პირდაპირ მათთან მივსულიყავით. მოულოდნელად თვალი აკოს მოვკარი. ადამიანს რომელმიც ასე საშინლად მომექცა. გავბრაზდი რომ მომავალ მეუღლსთან ერთად ამაყად იწონებდა თავს . უცებ სანდროს ხელი ჩავკიდე და ვუთხარი:
-სანდრო რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
-კი მთხოვე. ისეთი რა უნდა იყოს რომ ვერ შევასრულო.
-ძალიან კარგად შეასრულებ. მინდა ჩემი საქმროს როლი ითამაშო.
-დიდი სიამოვნებით.- გამიღიმა მან. ხელი ჩამკიდა და შიგნით შემიძღვა. პირველი გიომ დამინახა და ჩემსკენ გამოქცა ყვირილით.
-სალომე ჩამოვიდააა. სალომეეე,-ხელები გავშალე მას შევეგებე და ხელში ავიყვანე. ლოყები დავუკოცნე. მისთვის ჩოხა ჩაეცმიათ და საყვარლად გამოიყურებოდა.
-პატარა ეშმაკო იცი როგორ მომენატრეეე. ამჯერად კისერში ვაკოცე მას.მანაც ხელები ძლიერად მომხვია და ჩამეხუტა
-სანდრო ეს ჩემი ძმააა გიო. გიო ეს სანდროა ჩემი მეგობარი.
-გამარჯობა.- მიესალმა გიო და დაიმორცხვა
-გაგიმარჯოს, აბა ჩამომართვი ხელი კაცურად მივესალმოთ ერთმანეთს. მანაც სანდროს გამოწვდი ხელს მიაგება თავის პატარა ხელი. ამასობაში ჩემებიც მოგვიახლოვდნენ. მშობლებს მივესალმე და ერთმანეთი გავაცანი. მამაჩემი ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ სწორედ ის ადამიანი იდგა მის წინ ვისაც ასე გულშემატკივობდა.
-დეე წავალ ლალის მივულოცავ, საჩუქარს გადავცემ, თქვენ კი სანდრო არ მომიწყინოთ გაართეთ მანამდე. მეც მალე მოვალ.
-მოიცა მეც წამოვალ. სანდრო უკან ამედევნა. პატარძალთან მივედი
-ეს ვინ მოსულაა. ჩემი საყვარელი ბიძაშვილი.
-ლალიიი გილოცავ ჩემო საყვარელო.აი ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ მთელი ცხოვრება.ე ს საჩუქარი შენ.
-მადლობა ჩემო კარგო. რატომ შეწუხდი?. დროა უკვეე დროოო შენც იფიქრო ოჯახის შექმნაზე.. მითხრა მან და სანდროზე მანიშნა ვინ არისო. ერთმანეთი გავაცანი. მანაც მიულოცა, მერე კი სუფრასთან დავბრუნდით და საერთო მხიარულებას შევუერთდით. მამა ძალიან ბედნიერი იყო ჩემი იქ ყოფნით. მოგვიანებით როცა უკვე ტრადიციულად დალოცეს სიძე-პატრძალი და მათი მეჯვარეები,მუსიკა ჩაირთო და ხალხი აცეკვდა. ძირითადად ახალგაზრდები. ვალსი რომ დაიწყო სანდრომ საცეკვაოდ გამიწვია. ვიცოდი რომ ცეკვა არ იცოდა და ძალიან გამიკვირდა როცა მუსიკის რიტმს ნაზად აჰყვა და მეც ამიყოლია.
-იცი შევამჩნიე რომ ერთი ბიჭი რაც მოვედით მას შემდეგ თვალს არ გაცილებს, მიუხედავად იმისა რომ ქალთან ერთადაა და ვვარაუდობ რო ის მისი შეყვარებულია.
-ვისზე მეუბნები? დავიბენი მე. მოცეკვავეებისკენ გამახედა და დავინახე რომ აკოზე მეუბნებოდა რომელიც საცოლეს ეცეკვებოდა.
-არ მიაქციო ყურადღება.
-იცნობ?
-შენ ძალიან დაკვირვებული ხარ. საიდან შეამჩნიე ეხლა ეგ?
-რაც შენს ირგვლივ ხდება ყველაფერი მაინტერესებს. ეგ ხომ არ არის ნიკა?
-არა. მაგრამ ეგეც ცუდი ადამინია.
-ესეგი იცნობ?-გამომიჭირა მან;
-კარგი გეტყვი ვიცნობ თან ძალიან კარგად. წამოდი დავბრუნდეთ მუსიკა უკვე დამთავრდა.
უკან რომ ვბრუნდებოდით მაშინ გადავეყარეთ აკოს.
-გამარჯობა სალომე.როგორ ხარ?
-გადასარევად. შენ როგორ ხარ?თუმცა ისედაც ვიცი როგორც ხარ. ირონიით ვუპასუხე მას.
-არ გინდა ასეთი საუბარი. ცივილიზებული ადამიანებივით რომ ვილაპარაკოთ არ შეიძლება?
-არ შეიძლება. იმიტომ რომ შენ ცხოველი ხარ. და ცხოველებთან არჭრის ტკბილად საუბარი. მე ხომ არ დამინდე, მაგრამ არც შენი მეგობარი დაინდე, რომელსაც ცოლი ისე აახიე რომ აზრადაც ვერ მოვიდა. დღეს კი დგახარ ამ ს გვერდით და თავი ვაჟკაცი გგონია.
-გაჩუმდი ზედმეტი მოგდის. ხომ იცი ასეთი საუბარი არ შეგრჩება?
-მემუქრები?არ მეშინია შენი.რატომ არ უნდა ვილაპარაკო ის რასაც ვფიქორბ?თუ მარტო შენ გაქვს ადამიანების დამცირების უფლება?მაპატიე დამავიწყდა შენთვის გამეცნო ეს ჩემი საქმროა სანდრო, სან ეს კი არ ვიცი როგორც წარგიდგინო,ის უბრალოდ არარაობაა და ძალიან მეცოდება რომ თავით კი არა ერთი ადგილით აზროვნებს მხოლოდ და კაცებშიც კი არ ითვლება.
-არადა ერთ დროს მაგას არ იძახდი. პირიქით ძალიან მოგწონდა ჩემი კაცობა.
აკოს მეტი აღარ გავაგრძელებინე, ხელი მოვუქნე და სახეში ძლიერად დავარტყი.თითქოს ყველა ის გრძნობა ამოვაყოლე, რაც მის მიმართ გამაჩნდა.
-ეე გოგო რას აკეთებ? აყვირდა ისიც და მანაც მომიქნია ხელი, მაგრამ სანდრომ ჰაერშივე გაუშეშა. ხელი მკრა გვერდით გამაგდო და და მარცხენა ხელით ძლიერად დაარტყა სახეში.
-სალომეს ახლა თუ არ მოუხდი ბოდიშს ისე გცემ დედაც კი ვერ გიცნობს. ვერავინ შემაჩერებს იცოდე.
-შენ ვინ ხარ ამას რას კადრულობ მისი გულისთვის?-გაეცინა აკოს. მგონი ნორმალური არ იყო. ან ვეღარ აზროვნებდა. სანამ ხალხი გაერკევეოდა რა ხდებოდა და გასაშველებლად მოვიდოდნენ სანდროს მე ჩამოვეკიდე ხელზე.
-სან გაუშვი რაა არ ღირს მის გამო ასეთი აურზაურის ატეხვა, ქორწილს ნუ ჩავშლით. ტირილი მინდოდა მაგრამ თავს ვიკავებდი.
-ბოდიში მოუხადე თქო?-უყვირა სანდრომ და ახლა საყელოთი დაითრია.
-გითხარი არა-თქო. -უყვირა მანაც.
ერთხელ კიდევ დაარტყდა სანდრომ და მერე კი მოუსწრეს ბიჭებმა და დააშოშმინეს მოჩხუბრები.
-დამშვიდდი რაა არაა საჭირო ასეთი აურზაურის ატეხვა, მუშტებით საქმეს ვერ უშველი.
-მხოლოდ იმიტომ ვჩერდები რომ შენ მთხოვ.
-წამოდი ცოტა ხანს გარეთ გავიდეთ. უხმოდ გამომყვა უკან. აკოს უკვე დაეტოვებინა დარბაზი.გარეთ გავედით და სკამზე ჩამოსხედით. თებერვლისთვის დამახასიათებელი სუსხი იყო.
-ასე რატომ მოიქეცი?-ვკითხე მე
-საჭირო იყო და იმიტომ.
-გთხოვ აღარასოდეს იჩხუბო ჩემს გამო. ხმაში სევდა გამერია. მანაც შეამჩნია ეს.
-აბა აბა ხომ მითხარი აღარ ვიტირებ და აღარც მოვიწყენო? გაიღიმე ეხლა.
-შეგპირდი მაგრამ არ გამომდის. წასული სულ უკან დამდევს.არ მინდა შენც შარში გაეხვიო ჩემს გამო და თავს მოგახვიო ცემი პრობლემები.
-შენ რა გგონია ვინმეს უფლებას მივცემ ჩემს საცოლეს შეურაცყოფა მიაყენოს?-გაეცინა მას -დამაცადე ბოლომდე ვითამაშო ეს როლი.
-რა სულელი ხარ. გამეცინა მის ნათქვამზე..-იცი როგორ შემეშინდა?
-აბა როგორ?
-ძალიან.- ვთქვი და მხარზე ჩამოვადე თავი.
-ცოტა ხანს გარეთ ვიყავით. ხმას არ ერთი არ ვიღებდით.
-სალოო,-დაარღვია სიჩუმე მან.-რაღაც მინდა გკითხო.
-მკითხე
-ის იყო ხომ?
კითხაზე დუმილით ვუპასუხე.
-მაშინვე მიხვდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. მინდოდა გამეგო როგორი ადამიანი იყო, მაგრამ ახლა ერთ რამეს მივხვდი. რაც არ უნდა მომხდარიყო თქვენ შორის და რაც არ უნდა ჩაედინა მაინც მადლობელი ვიქნები მისი.
-რას ამბობ?-დავიბენი მე.-რატომ?
-იმიტომ რომ შენთან შემახვედრა და ახლა უკვე ვიცი რომ შენ მხოლოდ ჩემი იქნები.
-ეჰ სანდრო,- ამოვიოხრე მე.-წამო შევიდეთ დავემშვიდობოთ და სახლში წავიდეთ მერე .
-საუბარს თავს არიდებ, მაგრამ ვიცი რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამაზე საუბარი.
შიგნით შევედით და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. ცოტა ხანს კიდევ დავყავით იქ. სანდრომ არაჩვეულებრივი დრო გამატარებინა. რამდენჯერმე ვიცეკვეთ კიდეც . მოგვიანებით სიძე-პატარძალმა საქორწილო ტორტი გაჭრეს. თაიგული ისროლა და საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. ჩვენ კი სახლში დავბრუნდით.გვიანი იყო. ბებოს უკვე ეძინა აღარ გამიღვიძებია. სანდრო სტუმრების ოთახში მოვათავსეთ. მე ჩემს ოთახში და მთელი დღის გადაღლილს მალევე ჩამეძინა....

დილით გვიან გავახილე თვალები. საათს რომ დავხედე პირველი სრულდებოდა. გამიკვირდა ამდენ ხანს რომ მეძინა. თავს მშვიდად ვგრძნობდი. ერთ წელზე მეტია აქ არ ვყოფილვარ. გუშინდელი კადრები აღვიდგინე და უნებურად გამახსენდა როგორი შურისთვალით მიყურებდნენ ზოგ-ზოგიერთები. მათ შორის რამდენიმე ახლობელიც. დარწმინებული ვიყავი არ ელოდნენ ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდი და ალბათ შეშურდათ. საერთოდ შური ძლიან ცუდი რამეა. ადამიანებს ბევრ ცუდ აზრს აღუძრავს, ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი იმ ხალხს, რომლებსაც სხვისი წარმატება ან სხვისი ბედნიერების შურდათ. ახლაც მინდოდა რომ გარეთ გავსულიყავი და მეყვირა ყველას გასაგონად რომ ყველაფერს მივაღწიე. რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი, თურმე რა ცოტა რამე ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის. უნებურად აღმოვაჩინე რომ სანდროც ჩემი ოცნებების ერთ-ერთი შემადგნელი ნაწილი ხდებოდა. გული სიხარულით ავსებულიყო...

ქვემოთ რომ ჩავედი საოცარი სურათის მომსწრე გავხდი. სანდრო და მამაჩემი ნარდს თამაშობდნენ. გიოს სანდროს ტელეფონი ჩაედგო ხელში და თამაშობდა. არავის აქცევდა ყურადღებას,დედა და ბებო ალბათ სამზარეულოში საქმიანობდნენ. მე რომ დამინახეს თამაში შეწყვიტეს
-ამდენი ხანი ძილი ვის გაუგია მამა? სტუმარმა დაგასწო ადგომა.
-მერე ვერ გამაღვიძეთ. ხომ იცით რა ძილისგუდა ვარ?-მამას გავუღიმე და გვერდით მივუჯექი.-უკვე ისაუზმეთ?
-არა შენ გელოდებოდით. მოვკალი კაცი მშიერი.
-არა რას ბრძანებთ.არ არის პრობლემა დავიცდი.
-სახლში სამი ქალია და ჯერ საუზმეც არ გაუმზადებიათ, არადა უკვე სადილის დრო მოდის. ეჰ მომეჭრა თავი საგვარეულოში.- გაიხუმრა მამამ და დედას გასძახა სამზარეულოში.
-წავალ, დავეხმარები. თქვენ კი გააგრძლეთ თამაში. წამოვხტი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.
-ბეე როგორ ხარ? როგორ მომენატრე. ვუთხარი და მოვეხვიე მას.
-კარგად ჩემო საყვარელო. შენ როგორ ხარ?როგორ გამოიძინე
-კარგად მეძინა ბეე, აქაურობა ყოველთვის მიხდება ხომ იცი. თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ. აბა თქვენ რას აკეთებთ მოკალით ხო სტუმარი მშიერი სანამ მე მეძინა?
-ამას დამიხედეთ.- ერთი ეწყინა ბებოს.-ადრე რომ ამდგარიყავი და მოგვხმარებოდი არაფერი დაშავდებოდა.
-კარგი ბეე ახლა მოგეხმარები. მითხარით რა გავაკეთო.საჭმელების გაკეთებაც ვისწავლე. ნანი დეიდამ მასწავლა როცა სანდროს ოჯახში ვცხოვრობდი.. წამოვიძახე გახარებულმა მაგრამ ენაზე ვიკბინე.
-მაგას ვერ დავიჯერებ რომ შენ სადილებს ამზადებ.ოცდაექვსი წელი ვერაფერი გასწავლე და ერთ წელში რა ისწავლე.-გაცინა ბებოს.
-ნანი ვინაა შვილო?-მკითხა დედამ
-სანდროს დედაა.
-და შენ სანდროს დედას საიდან იცნობ?ან სანდრო ვინაა შენი? დაინტერსედა დედა.-გუშინ არ გკითხე მაგრამ მგონი უნდა ამიხსნა.
-ჩემი მეგობარია დეე. ისეთი არაფერია.
-გიყვარს?-მკითხა მან. დედის თვალს არაფერი გამოეპარებოდა, როგორც ჩანს იმდენად აღფრთოვანებული ვლაპარაკობდი მასზე რაღაც იეჭვა
-არა საიდან მოიტანე,- დავიბენი მე
-კაი ბიჭია ბებია ეგ შენი სანდრო. დასაწუნი ქე რო არაფერი აქვს ისეთი.
-არც ვიწუნებ ბებო,- ხუმრობაში გადავიტანე საუბარი და მწვანილს დავწვდი დასაჭრელად.
-დაანებე თავი. ხელი არ გაიჭრა ბებო. ახლა ამის დრო არაა.
-არა ბეე, აი მიყურე.. ვუთხარი სიცილით და ისე მოხერხებულად დავჭერი თითქოს მთელი ცხოვრებაა ამას ვაკეთებდი.დედამ და ბებომ გაოცებულებმა შემომხედეს.
-მგონი შენ მართლა გისწავლია.- გაეცინა დედას.
-აბა როგორ.-თავი მოვიწონე მე.
-დეე ხო არაფერს მიმალავ?-მკითხა მან და გვერდით მომიჯდა.
-არა დეე რას უნდა გიმალავდე?ყველაფერი კარგადააა.
-აბა წუხელ რატომ იჩხუბეს იმ ბიჭმა და შენმა ყოფილმა საქმრომ?
-იდიოტია აკო და იმიტომ. რაღაც ისეთი თქვა რაც არ უნდა ეთქვა და სანდომაც ვეღარ მოითმინა. კიდევ კარგი ამ დროს მამმა დაიძახა და ამ საუბარს თავი დავაღწიე.
-წავალ სუფრის გაშლას დავიწყებ. წამოვხტი და სუფთა თეფშებს დავავლე ხელი. მაგიდაზე ლამაზად დავაწყე და მერე მამასთან მივედი.
-აბა ვინ მოიგო?
-მამაშენი ნამდვილი ჩემპიონია. ვერც ერთი ხელი ვერ მოვიგე.
-გამოცდილება ყმაწვილო, გამოცდილება.-გაეცინა მამას და წამოდგა -წავალ სასმელს მოვიტან და დაბრუნდები. მამა ოთახიდან გავიდა. მე კი სანდროს მივუჯექი გვერდით და ტელევიზორი ჩავრთე.
-გინდა რაღაც გითხრა?
-კი.
-პირველად აქ გნახე.
-რაა?გაკვირვებულმა შემომხედა. გამეცინა და ავუხსენი.
-მაშინ მამა ტელევიზორში ჩემპიონატს უყურებდა. მეც აქ ვიყავი და მაშინ დაგინახე პირველად. მგონი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე.
-ახლა მივხვდი. გაეცინა მასაც.
მალე ყველა სუფრას მივუსხედით. საერთო მხიარულება სუფევდა სახლშიც და ყველას გულებში. მგონი ასეთი ბედნიერები ჩემი მშობლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ვნახე
-მაინც არ იტყვით სად გაიცანით ერთმანეთი?-ჰკითხა მამამ სანდროს.
-ჩემი პაციენტი იყო მაა. და იქ გავიცანით, დავასწარი სანდროს.
-ხო ისე საშინლად მტკიოდა კბილი მაშინ და სალომეს ოქროსხელებმა მიშვლელა.- დაამატა მან
-ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე აქ თუ შეგხვდებოდი და ჩემი საპატიო სტუმარი გახდებოდი. თითო ჭიქა რომ დავლიოთ?
-დავლიოთ.-დაეთანხმა სანდრო და სასმისს დასწვდა.
-მოდი ჩემო სანდრო მაშინ შენს სტუმრობას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს. როგორც საკუთარ შვილს ისე გაგიღე ამ სახლის კარი. ნებიემიერ დროს როცა მოგინდება შეგიძლია მაშინ ჩამოხვიდე ჩვენთან შენც და შენი ოჯახიც. აბა გაგვიმარჯოს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი ჩაამთავრა მამამ და ჭიქა გამოცალა, სანდრომაც გაიმეორა.
-ჭამე ბებო გენაცვალოს,გადაიღე რამე.აგერ კუბდარი სპეციალურად შენთვის გამოვაცხვე. სანამ ცხელია გადაიღე. ბებომ სანდროს ცხელი კუბდარი მიაწოდა.
-უკვე მივირთვი, აღარ მინდა.მეტი აღარ შემიძლია.
-ჩვენ რომ გავისეირნოთ და დაგტოვოთ შეიძლება?
-ჯერ კარგად გეჭამათ შვილო?
-უკვე ვჭამეთ, წავიდეთ სანდრო?
-ბოდიშს მოგიხდით და დაგტოვებთ.
სანდრო უკან მედევნა. თბილად ჩავიცვით და გარეთ გავედით.
-აბა სად მივდივართ?
-ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე წაგიყვან. მიუხედავად იმისა რომ ზამთარია მაინც ლამაზად გამოუყურება იქაურობა.
გზას გავუყევით და მალე ტყისკენ გადავიუხვიეთ. აქა-იქ ჯერ კიდევ შერჩენილიყო თოვლი. ფრთხილად მივდიოდით. უცებ მდინარის ხმაური მოისმა და მალ ჩანჩქერის თავზე აღმოვჩნდით.
-ვაუ რა ლამაზია წამოიძახა სანდრომ
-ხო ბავშვობაში ხშირად მოვდიოდით აქ. წამო ქვემოთ ჩავიდეთ ოღონდ ფრთხილად.
ნელ-ნელა ქვემოთ ჩავუყევით გზას. ის იყო ბოლოში ჩავედით რომ ფეხი ამიცურდა ყინულზე და უხერხულად დავეცი. ვიგრძენი როგორ ძლიერად მეტკინა ფეხი. და დავიყვირე. სანდრო მაშინვე ჩემთან გაჩნდა
-ხომ კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ. თვითონაც არ ვიცი ეს როგორ დამემართა. უამრავჯერ ჩამოსვულვარ იქიდან და მაინცდამაინც ახლა დავეცი.
-არ ფრთხილობ და იმიტომ.-მისაყვედურ მან.
-კარგი წამო გზა გავაგრძელოთ. წამოდგომა ვცადე. მან ხელი შემაშველა მაგრამ ფეხი იმაზე ძლიერად მეტკინა ვიდრე ერთი შეხედვით მეგონა, თავი ვერ შევიკავე, სანდრომაც ვერ მოასწრო ჩემი დაჭერა და ამჯერად ორივენი ძირს დავეცით. ის ქვემოთ მოყვა.ძლიერად ვეჭირე. ჩვენი სახეები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. თვალებში ვუყურებდით. რამდენიმე წამს ჩვენს ირგვლის დრო გაჩერდა არავინ და არაფერი არსებობდა. ვერც ერთმა შევიკავეთ თავი, გრძნობების ან ემოციების მოზღვავება ვიგრძენით და ერთმანეთს ვაკოცეთ. ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია.მაშინაც კი როცა მეგონა რომ აკო მიყვარდა. თანდათან ვრწმუნდებოდი ამ გრძნობის სიმყარეში. უცებ გავუშვით ერთამნეთს ხელი და წამოვჯექით.
-მაპატიე. დაიჩურჩულა მან.
-მე მაპატიე თავი ვერ შევიკავე.. მტკივანმა ფეხმა შმეახსენა თავი და დავიკვნესე.
-ძალიან გტკივა?მკითხა მან.მომეცი დაგიზილავ. ჩექმა გახსნა და მასაჟის მსგავსი მოზრაობებით დაიწყო მტკივანი ადგილის დაზელვა, უცებ არ ვიცი რა დამემართა გველანაკბენივით უკან გავხტი და მოვიცილე.
-ხელი გამიშვი.
-კარგი თუ არ გინდა არ დაგეხმარები ეწყინა მას და ზურგი შემაქცია.მივხვდი რომ ვაწყენინე და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი მე გადავდგი.
-ბოდიშს გიხდი.
-არ მინდა ბოდიში.უბრალოდ ერთ რამეს ვითხოვ შენგან რომ მენდო. მითხარი რატომ არ მენდობი?იქნებ დროა შეიცვალო ჩემდამი დამოკიდებულება? ერთ წუთში კოცნაზე კოცნით მპასუხობ, მეორე წუთში ხელს მკრავ. არ მინდა ასე ხდებოდეს ეს და მერე ბოდიშებს იხდიდე. უნდა დაიჯერო რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის.
-კარგი გპირდები ასე აღარასოდეს მოვიქცევი. მაგრამ გაორებული ვარ თითოს. რა გავაკეთო ახლა. ისევ ასე იქნები თუ შემირიგდები?
-რა უნდა გააკეთო და უნდა გვენდო და უნდა მოგვცე იმ ხალხს უფლება დაგეხმაროთ ვისაც, შენ უყვარხარ ან ვისთვისაც რამეს წარმოადგენ
-კარგი. ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. დაბნეულმა შემომხედა და მკითხა.
-ეს როგორ გავიგო?
-ბოდიში მოგიხადე.
-მაშინ ხშირად გაგებუტები თუ სულ ასე შემირიგებ. გაეცინა მას.
-ეს ინსტიქტურად მომივიდა და მეტი აღარ განმეორდება
-რა ჯიუტი ხარ?რატომ არ აღიარებ რომ შენც ისევე მოგწონვარ როგორც მე? როგორ შეიძლება შენნაირი ქალი არ დააფასონ? როგორ შეიძლება შენზე უარი თქვან? ძალიან საყვარელი ხარ.
-მაბავ ხო?გამეცინა მე
-უკვე გაბმული ხარ ჩიტო მახეში.-მითხრა მან და გაიცინა. -წამო სახლში წავიდეთ თორემ ცივა და არ მინდა გაცივდე.წამოდგომაში დამეხმარა მაგრამ რომ მიხვდა ჩემი ფეხით ვერ წავიდოდი, ხელში ამიყვანა.
-რაა აკეთებ?დამსვი,დაიღლები.
-გაჩუმდი და მენდე. ახლა რომ შენი ფეხით წამოხვიდე უფრო აგტკივდება და საზიანო იქნება. ვიცი ეს რასაც ნიშნავს.
-საიდან იცი?
-ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვჭიდაობდი ფინალში. შეხვედრას ვიგებდი თუმცა მუხლი მაწუხებდა, მოწინააღმდეგემ ეს იცოდა. მსაჯისგან შეუმჩნევლად მუხლში ჩამარტყა. ბრძოლის გაგრძელება ძლივს შევძელი. ექიმმა გამაფრთხილა თუ არ გავჩერდეებოდი შეიძლებოდა ვეღარასოდეს მეჭიდავა. მას ვუთხარი თუ ეს ბოლო ბრძოლაა მაშინ აუცილებლად უნდა მოვიგო, ამად მიღირს- თქო და უკან დავბრუნდი.ის ბრძოლა მოგებით დავასრულე. როგორც კი მოგებულად გამომაცხადეს მეტი აღარაფერი გამიგია, ტკივილისგან გონება დავკარგე და გონს სასწრაფოს მანქანაში მოვედი. საბედნიეროდ გადავრჩი, მაგრამ დიდხანს დამჭირდა მკურნალობა.
-ძალიან სამწუხარო ამბავია. მაგრამ მთავარია რომ დაბრუნდი.
-მე ერთი რამე არ დამვიწყებია ამ დროის განმავლობაში და არც დამიკარგავს -ეს იმედია და შენც გირჩევ იმედი არასაოდეს დაკარგო და მიზნისთვის ყოველთვის იბრძოლო. მაშინაც კი როცა ფიქრობ რომ ყველაფერი დასრულდა, იმედი ერთადერთია რომელიც ცხოვრების გაგრძელების საშუალებას გაძლევს.
-ვეცდები რომ გავითვალისწინო. მაგრამ ახლა ცოტა რომ ავჩქარდეთ არ შეიძლება?
-განა კიდევ მექნება შენი ასე ტარების შანსი?
-ვინ იცის ხვალ რა ხდება?იქნებ სულ ასე მოგიწიოს ჩემი ტარება.რადგან შენ გვერდით თავს ვერ ვაკონტროლებ და რაღაც უცნაური მემართება.
-ისევე როგორც მე.-ორივეს გაგვეცინა.-მზად ვარ ყოველდღე ასე ხელში აყვანილმა გატარო მთელი ცხოვრება.ამით არასოდეს არ დავიღლები.-მითხრა და სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა. სიტყვები უკვე აღარიყო საწირო.მისი თვალები ყველეფერს ამბობდა....



№1 სტუმარი makukuna

გელოდებოდი. უუფ, გამიხადა სანდროს აქტიურობა, სალომეც მომეწეონა, რომ აღიარა გულით რასაც ფიქრობდა და მეტიჩრობა და თავის დაფასება არ დაიწყო. ნუ აგვიანებ რააა და თავები გაზარდე, არ მყოფნის.

 


№2 სტუმარი Guest ელე

შემდეგიც დადერაა

 


№3  offline წევრი kato wiklauri

დავდებ დღეს სემდეგ თავს. მაპატიეთ რომ ვაგიანებ ძალიან გადათვირთული ვარ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent