დღიური (ნაწილი 1)
დღეს პირველად ვწერ,დღეს ფურცელზე გადმომაქცს ჩემი ემოცია რომელსაც დიდი ხანია,გულში ძალაობით ვიხშობ.ყველაფერი რასაც ვხედავ,რასაც ვგრძნობ,რასაც ვფიქრობ უბრალო ილუზიაა.წვიმის წვეთებს მივჩერებივარ,როგორ ეცემიან მინაზე ერთი მეორის მიყოლებით,შემდეგ კი უეცრად ქვევით მიიწევენ.ხმაურიანად ებერტყებიან,თვალებს ვლულავ და ამ ხმათა ნეტარებაში ვეფინები..როგორი სიწყნარეა,შემიძლია აზრებს თავი მოვუყარო კიდეც,მაგრამ დაბნეული,უბედური ძალებს არ ვიკრებ.ვახელ თვალებს,ვიღიმი სევდიანად და თვალებიდან ცრემლები ნელ-ნელა,მშვიდი მელოდიით მოეფინებიან.გაყინული,გამხდარი ხელებით ვიწმენდ დასველებულ ღაწვებს,ღრმად ვისუმთქავ და ქოშინიდ ვიმშვიდებ გულს.მატარებლის მინებიდან,როგორ სწრაფად მიქრიან ხეთა რიგები,დათვლას ვერ ვასწრებ,ისევე მიქრიან როგორც ჩემი სიცოცხლის 23 წელიწადმა ჩამიქროლა. ვიბუზები,ხელებს ფეხებს შორის ვმალავ,მინდა გავითბო ძარღვებში მოთოშილი სისხლი. დღეს,არ ვიცი სადღაც მივდივარ ქალაქიდან ძალიან,ძალიან შორს.მინდა რეალობას მოვწყდე,გადავიკარგო,მკვდარივით გავაქრო ჩემი სახელი,ყველგან სადაც დავადგი ფეხი.მინდა ჩემს გვერდით იჯდეს,მხარზე ედოს თავი და მიყვებოდეს რა მოხდა დღეს ,რამ გააბრაზა..მაგრამ არ არის,ჩემგან შორს,ჩემგან ათასი მეტრის მანძილით არის შორს. მისი მონატრება მიკუნშავს,მიჩერებს მუშტის ოდენა გულს და მინდება მოვიკუმშო მთლიანი სხეულით. აქ,ჩემი პატარა დარჩა,პატარა რომელსაც დიდ ხანს ვერ ვნახავ,ვერ შევეხები.ახლა მასთან ყოფნა საშიშია,მასაც ეშინია ჩემი..ალბად მოვა დრო,რომ გაიზრდება და მიხვდება როგორ ”მყვარებია” მისი ლამაზი სახე,პაწაწინა მოფუშული ხელები,მისი ღიმილი.ისიც გახდება დედა.. მეშინია,არ ვიცი რა მომელის,არ ვიცი სადამდე ვიცოცხლებ და როდემდე შევძლებ ასრებობას,,არ ვიცი მაგრამ უნდა შევძლო! სასოწარქვეთილი ვარ,აფორიაქებული ვერ ვიმშვიდებ სულს და კიდევ კარგა ხანს ვერ დავიმშვიდებ ბობოქარ თრთოლვას. უკვე ვნანობ,ვიცი ახლა დედა ტირის,მამა ალბად სავარძელში ჩამჯდარი ჩიბუხს ეტანება ისიც განიცდის,მაგრამ ვერ იმჩნევს. კაბინაში ქალი შემოდის,წითური მწვანე თვალება,ჩამომხმარი.ჯდება ჩემს წინ,უხერხულად იქექავს კისერს და შემომყურებს,ალბად ლაპარაკი სურს,არ ვიცი რა ვუთხრა,არ ვიცი როგორ ვეკონტაქტო ადამიანებს.მე ხომ არ ვიცი,ვერ ვხვდები სხვის განცდებს,რადგან ჩემი მოზღვავებულად მირეტიანებს გონებას. მიღიმის,ვცდილობ პირქუშად გავუღიმო მეც,სირცხვილია ალბად უპასუხოდ დატოვება მისი.ფეხს ფეხზე ვიდებ და თმებს ყურებს შორის ვიტენი,ვბედავ და ხმას ვიღებ,ვლუღლულებ -ცუდათ ხარ?-მეგობრული მზერით ვუყურებ,მინდა სითბო გადმოვარფქვიო,რამდენად გამომდის არ ვიცი -კი,ცუდათ-ცეცხლისფერ დალალებს ისწორებს თავმომწონედ,წამოწოლას ცდილობს და თვალებს ჭერს უსწორებს.კვლავ მინებს შორის ვაპარებ მზერას,კვლავ სამყაროს გარეთ ვცდილობ გაპარვას. ჩერდება ხმაურით მატარებელი,დროა ავდგე და ჩავიდე მეც.ბარგი არ მაქვს,მხოლოდ პატარა ჩანთით ვარ და ფულით,რომლითაც არ ვიცი სადამდე ვიარსებებ. ორ კიბეს ნელა მივუყვები,და მიწაზდ ვადგამ ნაცოდვილარ ფეხებს.ცივა,ჟაკეტს ვისწორებ,ჩამთას ვიკიდებ მხარზე და მივუყვები გზას,მაგრამ სად ჯერ არ ვიცი. ბუტკა გამოჩნდა,იქნებ ფუნთუშები აქვთ,მივდივაარ და ვიყურები შიგნით.მოკუზული მოხუცი ქსოვს,მამჩნევს და გვერდზე დებს ძაფებს. -რით დაგეხმარო შვილო-კანკალით ამოდის მისი ბაგეებიდან სირტყვები,შიგნით შევდივარ ვათვალიერებ ყველაფერს -ფუნთუშა-დგება და მაწვდის დიდ ფუნთუშას-ფული არ მინდა-მეუბნება და სკამზე ჯდევა კვლავ.გამოვდივარ და ფუნთიშას შევექცევი,,მშიერ კუჭს დაფქვული ქვაც კი დაანაყრებს. ტაქსებს ვხედავ და მივრბივარ,ვუკაკუნევ ფრთხილად მძღოლს,ისიც მინას სწევს და მანქანიდან გამოვარდნილი სიგარეტის სუნი მწვავს ცხვირს.ვიხრები -გამიყვანეთ სადმე,სადაც ბინებია რომ ვიცხოვრო-ეცინება,აშკარად გიჟი ვგონივარ.მანიშმებს თავით რომ ჩავჯდე,მეც ორ წამში სავარძლებზე ვეშვები და ხელებს ვაახახუნებ ერთმანეთზე.ჩემმა დაბერებულმა ძვლებმა სითბო განიცადეს. მანქანა ნელა მიდის,მეც არსად მეჩქარება იცის ალბად.აჩერებს დიდი სახლის წინ და ხელს მიწვდის,ელოდება როდის ჩავუყრი ფულს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.