შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა თავი 2


11-11-2016, 02:30
ავტორი marikuna12
ნანახია 1 947

ეკლესიასთან სამწუხაროდ მალე მივედით, დრო იყო რომ მანქანიდან გადმოვსულიყავი და ეკლესიაში შევსულიყავი მაგრამ არ ვჩქარობდი, ვცდილობდი მაქსიმალურად გამეწელა გადმოსვლა. ერთდროულად უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში, რამდენჯერმე გაქცევაც კი დავაპირე მარამ მალევე მივხვდი რომ ამას აზრი არ ქონდა. ნიკი მანქანიდან გადმოვიდა, უკანაც არ მოუხედავს ისე შევიდა ეკლესიაში. გაბრაზებას და შიშს ერთდროულად ვგრძნობდი, არვიცოდი რა მექნა, ასეთ სიტვაციაში პირველად აღმოვჩნდი. მანქანიდან ნელა გადმოვდივარ, მინდა რომ ბოლო ხმაზე ვიყვირო და გავიქცე იქ სადაც არავინ მიცნობს მაგრამ ამის ნახვლად ეკლესიასში შევდივარ. აქაურობა ულამაზესია, საოცნებო მორთულობაა, ასეთ გაფორმებაზე ბავშვობაში ვოცნებობდი ხოლმე, როგორ მახსოვს ჩემი ქორწილის სცენას ვათამაშებდი, ყოოველ გათამაშებულ სცენას ყოველთვის სხვადასხვა დასასრული ჰქონდა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი იმას რომ ასეთი ქორწილი მექნებოდა. გარეგნულად თითქოს ყველაფერი კარგადარის,ხალხი იცინის მხიარულობს ალბათ არც კი იციან რომ ეს იძულებითი ქორწინებაა.უკვე დროა რომ გაიდე და მათ დავენახო მაგრამ მანამდე საჭიროა რომ ეს დაბღვერილი სახე მოვიცილო და გავიღიმო, მაგრამ ეს ძალიან მიჭირს. როგორ მძულს როცა თავს ვაჩვენებ. მამაჩემი მიახლოვდება და ლაპარაკს იწყებს.
მისი დანახვა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის შემდეგ რაც მან გამიკეთა.
-შეხედე შენთავს, როგორი ლამაზი ხარ (მამა)
-საერთოდ რატო მელაპარაკები? ამდღეში შენ ჩამაგდე. (მე)
-ეს შენთვის კეთდება. (მამა)
-ჩემთვის? სუ ნუ გამაგიჟებ ეხა,ისედაც გაგიჟების ზღვარზე ვარ, რა ჩემთვის? უბრალოდ ფული მოგაკლდა და შენ საკუთარ ქალიშვილს ფულის გამო ათხოვებ. შემ მე გამყიდე. (მე)
-დრო მოვა და მიხვდები როგორი კარგი რამ გაგიკეთე (მამა)
-გეტყობა ვერ ხდები რა გააკეთე კარგად თორემ დამიჯერე ამას არტყოდი. (მე)
-როგორც გინდა ისე იფიქრე, ახლა კი დროა საკურთხევლამდე მიგაცილო. ეგ სახე მალე შენი ლამაზი ღიმილით შეანაცვლე თორემ იცი რაც მოხდება. (მამა)
კარები გაიღო და საკურთხევლისკენ წავედით, ვცდილობდი არ მეტირა და ღიმილი შემენარჩუნებინა. ხალხი ფეხზე წამოდგა და ღიმილით გვიყურებდნენ, ეს კიდევ უფრო მაღიზიანებდა. ვერავინ ხვდებოდა რა დღეში ვიყავი. ნიკის წინ ვიდექი, მიუხედავად იმისა რომ ისიც იღიმოდა მაიც შევატყე როგორ არუნდოდა ჩემზე დაქორწინება. გაისმა ის სიტყვები რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. ნიკი მალევე დათანხმდა, მას არც კი უყოყმანია ჩემგან გასხვავებით, შემდეგი მე ვიყავი, მღვდელმა არ დააყოვნა და მკითხა თანახმა ვიყავი თუ არა, წუთიერი დუმილის შემდეგ დავთანხმდიროცა გავიზრე რამოხდებოდ თუ უარს ვიტყოდი. ცერემონია მორჩა, უკვე დრო იყო რომ ჩვენი დაქორწინება აღენიშნათ, იმედია ისინი მაინც იქნებიან ბედნიერები. ისევ მანქანაში ჩავჯექით, ისევ ვიყურებოდი ფანჯრიდან და ისევ ვიწყებდი ოცნებას, მინდოდა ეს ყველაფერი ერთი დიდი სიზმარი ყოფილიყო და გამეღვიძა ისევ ჩემს საყვარელ ლოგინში, მინდოდა თავი ისევ თავისუფლად მეგრძნო. ცოტახნის შემდეგ გამოვერკვიე, ოცნებას შევეშვი და რეალობას დავუბრუნდი მიუხედავდ იმისა რომ ეს ძალიან არ მინდოდა. ჯერ ნიკის შევხედე შემდეგ კი მძღოლს. როცა მივხვდი რომ საქმე არ მქონდა ყურადღების გადასატანად ტელეფონი ამოვიღე. ხელი ისე მიკანკალებდა ბლოკი ძლივს მოვხსენი ტელეფონს, შემდეგ ისევ ხელის კანკალით ინტერნეტში შევედი, ყველა სოციალური ქსელი ჩემი და ნიკის ფოტოებით იყო აჭრელებული, ყველგან ბედნიერ წყვილად მოგვიხსენიებდნენ. ხალხისთვის ჩემი და მითუმეთეს ნიკის ოჯახი ყოველთვის განხილვის თემა იყო. ხალხი გვილოცავდა გვისურვებდა ბედნიერებას და მუდმივ სიყვარულს, ეს ჩემთვის ზედმეთად ამაზრზენი იყო. არც კივიცი ამდენი ფოტოს გადაღება როდის მოასწრეს. მომინდა რაღაც მაინც მცოდნოდა ჩემი ქმრის შესახებ და ნიკის ქრონიკაზე შესვლა გადავწყვიტე, იქნებ ესე მაინც გამეგო რაიმე. ფოტოები ვნახე სადაც ის გაუთავებლად იცინოდა და უდარდელი სახე ქონდა. ახლა რომ შგეხედათ მისთვის მის გამომეტყველებაში სიხარულს და უდარდებობას ნამდვილად ვერ დაინახავდით.19 წლის ყოფილა ჩემზე სულ რაღაც 2 წლით დიდი. ისიც გავიგე რომ დაბადებიდე ხვალ ქონია, 14 ივლისს. უამრავი ფოტო ედო მეგობრებთან ერთად, ყველა ფოტოში კი ერთი გოგო ჩანდა, სავარუდოდ მისი შეყვარებულია, ერთად კარგად გამოიყურებოდნენ, ეტყობოდათ რომ ბედნიერები იყვნენ. ესღა მაკლდა ჩემს ქმარს შეყვარებული ყავს.
ამან სიტვაცია უფრო გართულა. ეხლა საფიქრალად ეს თემაც დამემატა სხვა უამრავთან ერთად. ცალკე ჩემდაზე ვნერვიულობ, არვიცოდი როგორ არის ან სად. ეკლესიაში არ შემიმჩნევია ის, შეიძლება რესტორანში დამხვდეს. ახლა ნამდვილად მჭირდება მასთან საუბარი. ის ხომ ჩვენს ოჯახში ყველაზე ნორმალური და ჭკვიანია. მიუხედავად იმისა რომ 13 წლისაა. უყვარს დინჯი და აზრიანი ლაპარაკი, მასთან ყოფნის დროს ვერც კი შეამჩნევ დროის გასვლას, დიდი გეგმები აქვს მომავლისთვის, მეკი რამდენადაც შევძლებ მივეხმარებიმას თავისი ოცნებების ასრულებაში. ზოგჯერ მასთან საუბრის დროს მავიწყდება რომ 13 წლისარის, ისეც რჩევებს მაძლევს ხოლმე თითქოს გამოცდილი მოხუცი ქალია რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი ნახა, ამაზე სულ ვიცინოდი ხოლმე მასთან ერთად. მენატრება ის დრო. ნახევას რასიანი სიარულის შემდეგ რესტორანს მივადექით. ვხედავდი როგორ გადმოდიოდნენ ხალხი მანქანიდან და როგორ სჰედიოდნენ რესტორანში გახარებული სახეებით. მანქანიდან ჩემზე პირველი ნიკი გადმოვიდა და შენობაში შევიდა. არც მე დავაყოვნე მანქანიდან გამოსვლა მაგრამ იმის ნაცვლად რომ შენობაში შევსულიყავი რესტორნის უკანა ეზოსკენ წასვლა და ამოსთქვა გადავწყვიტე. პირველად მთელი დღის მანძილზე ჩემთვის წყნარად ვიჯექი და ვისვენებდი.



№2 სტუმარი nino

მომწოონნსს.საინტერესოაა.თავები გაზარდეეე არ მყოოფნიისს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent