შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 11


11-11-2016, 09:29
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 092

ძალიან კი მინდოდა სოფელში დარჩენა, სანდროს ჩემზე მეტად მაგრამ საქმეები გვქონდა. დრო არ იცდიდა. ის მორიგი შეჯიბრისთვის ემზადებოდა, მითუმეტეს ახლა უხდებოდა დაბრუნება ისევ აქტიურ სპორტში და არ მინდოდა მიზეზი მე გავმხდარიყავი რომ დაბრუნება გადაედო. დილიდანვე ცრიდა და არ იყო კარგი ამინდი. მამაჩემმა დაიჟინა დღეს არ წახვიდეთ ამინდი იცვლება და სანამ ცენტრალურ გზაზე გახვალთ შეიძლება სადმე გაჩერდეთ და გასვლა გაგიჭირდეთო. მაგრამ დამაკავა ვინმემ?რომ ავიჩემე აღარ გადავთქვი და საღამოს წამოვედით. მამა მართალი აღმოჩნდა. წამოსვლიდან ცოტა ხანში ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა რომ გზა თითქმის არ ჩანდა. მოულოდნელად ჩვენს წინ მეწყერი ჩამოწვა და გზა გადაგვიკეტა. ვერც წინ წავედით და ვერც უკან მოვბრუნდით. სანდრო მანქნიდა გადავიდა იქნებ რამენაირად გზა გავწმინდოო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუმცა ცოტათი კი გადაყარა გზიდან ქვები. მეც უკან მივყევი,ვიფიქრე დავეხმარებოდი მაგრამ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა. ერთიანად დავსველდით და გავტალახიანდით. უცებ მომინდა სიგიჟე ჩამედინა. ხელები გავშალე.სახე წვიმას შევუშვირე და ადგილზე დავტრიალდი და ვიყვირე.
-წვიმავ, წვიმავ როგორ მიყვარხარ. მითხარი იმას თუ უყვარს ნეტავ წვიმა ვინც ახლა ჩემს გვერდითაა და ვისზეც ასე ძალიან ვგიჟდები? სანდრო მანქანის საბურავს აწვალებდა. ეს რომ გაიგო საქმიანობა შეწყვიტა, გაოგნებულმა შემომხედა
-რა თქვი?გიამეორე რა თქვი?
-შენ არ გიყვარს წვიმა?-ვკითხე ისევ
-მე წვიმა არ მიყვარს. მე ის მიყვარს ვინც ახლა აღიარა რომ წვიმა უყვარს. ჩემსკენ წამოვიდა და ძლიერად შემომხვია თავის დაკუნთული მკლავები. სულ უფრო და უფრო ძლიერად მიხუტებდა. მეც წელზე შემოვხვიე ხელები და მთელი სხეულით მივეკარი.
-ვგიჯდები შენზე მაგრამ ახლა წამოდი მანქანაში ჩავჯდეთ თორემ გაცივდები, სულ სველი ხარ და სახეც გაგიფითრდა.
-ხო შემცივდა. დავიწუწუნე მე.
-რამდენიმე წუთის უკან არ გეტყობოდა. გაეცინა მას და ძალით ჩამსვა მანქანაში. მერე საბარგულიდან მშრალი ტანსაცმელი მომაწოდა და თვითონაც მანქანაში ჩაჯდა. სველი ქურთუკი გავიძრე და თხელი სპორტული ზედა გადავიცვი. რომელიც მას ეკუთვნოდა.
-შენ რა უნდა ქნა?შენც ხომ სველი ხარ?
-არაუშავს. არ შემცივდება. ეს თხელი სვიტერიც მეყოფა. მიპასუხა და გათბობა ჩართო. დაახლოებით ერთი საათი გავიდა რაც ასე ვიყავით გაჭედილები. ჩამობნელდა. იმედი გადამეწურა რომ დილამდე აქ ვინმე მოვიდოდა და აქედან გაგვიყვანდა.ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. სითბომ დამიარა მთელ სხეულში და აღარ მციოდა.
-სანდრო გახსოვს ერთხელ გითხარი შეიძლება ოდესმე მოგიყვე ჩემს შესახებ-ტქო. ხოდა მგონი ახლა ამის დრო მოვიდა.
-იქნებ არ ღირს?მზად ხარ ამისთვის?
-კი თან წინ მთელი ღამე გვაქვს.სწორედ ახლაა ამის დრო. გუშინ ხომ მითხარი უნდა მენდო და დახმარების უფლება მომცეო, ხოდა ახლა რომ არ მოგიყვე და ამ ტვირთისგან არ განვთავისუფლდე შეიძლება გავგიჟდე,
-როგორც გინდა. მთავარია არ ინერვიულო. გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-ვიცი. ახლა მჯერა. გავჩუმდი ღრმად ჩავისუნთქე და მოყოლა დავიწყე.-ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო. დღენაკლული დავიბადე. ისეთი სუსტი და უმწეეო ვიყავი ორი თვე რეანიმაციაში ვებრძოდი სიკვდილს. გადავრჩი მაგრამ ნაკლი გამომყვა. მხედველობაც და ზოგადად ორგანიზმი სუსტი მქონდა.მართალია სიკვდილს გადავურჩი თუმცა მომავალში ჩემს მშობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი. ხშირად ვხდებოდი ავად და ამიტომ უფრო მეტად მე მაქცევდნენ ყურადღებას. ძმა მყავდა ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი. მას მშობლების ყურადღება მუდმივად აკლდა ჩემს გამო მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვუყვარდი. ჩემზე გიჟდებოდა მაშინაც და მერეც დიდობაშიც.მეც ვგიჟდებოდი მასზე ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. ჩემს მშობლებს უჭირდათ, ხანდახან ღამის სმენებშიც კი მუშაობნენ რომ ჩემთვს წამლები ეყიდათ,მე კი ჩემს ძმასთან მტოვებდნენ, რომელიც თვითონაც ბავშვი იყო.უამრავი წამალი მჭირდებოდა რომ ჯანმრთელობას პრობლემები არ შექმნოდა.ორგანიზმი ისე ვერ ვითარდებოდა, როგორც უნდა განვითარებულიყო ნორმალური ბავშვის ორგანიზმი.მერე ჰორმონალური დარღვევები დამეწყო და გავსუქდი. კარგად იცი არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია მსუქანი და სათვალინი გოგო. რომელსაც დიდად არ ანაღვლებდა რას ჩაიცვამდა ან როგორი ვარცხნილობა ექნებოდა. სკოლაში ამის გამო ხშირად დამცინოდნენ. როცა სიმწრისგან ვტიროდი და ღამეებს ტირილში ვათენებდი ჩემი ძმა გვერდიდან არ მშორდებოდა. ის ყოველთვის მეუბნებდა რომ თავი მაღლა ამეწია და დილით ამაყად წავსულიყავი სკოლაში. კარგად მესწავლა და ოდესმე ეს ყველაფერი დამიფასდებოდა. დრო მოვიდოდა და ყველა მიხვდებოდა ჩემს ფასს. ეს მაშინ არ მესმოდა ბავშვი ვიყავი,თორემ ახლა კი ვხვდები რომ ის მართალი იყო და ახლა ყველა სხვანაირად მიყურებს, ზოგი შურით, ზოგი ამაყობს ჩემით, ზოგს უბრალოდ უხარია რომ ჩემსას მივაღწიე, რავიცი კიდევ რამდენნნირ გრძნობას ვიწვევ ადამინებში. ვინ მოთვლის?მყავდა თუ არა მეგობრები? არა არავინ მემეგობრებოდა მაშინ. ერთ ზაფხულს სოფელში დასავენებლად ეკა, მაკო და ირაკლი ჩამოიყვნეს მშობლებმა და იმ ზაფხულს დავმეგობრდით, კარად გავუგეთ ერთმანეთს, მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა გარეგნობას, მათთვის მათავარი ადამანობა იყო და ეს ჩემში დაინახეს.მიუხედავად იმისა რომ მათ დალხენილი ცხოვრება ჰქონდათ, არასოდეს უგრძნობინებიათ ჩემთვის საიდან მოვდიოდი და ვინ ვიყავი....
დრო გავიდა სკოლა დავამთავრე, საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. იმ წელსვე ჩავაბარე უნივერსიტეტში თან უმაღლესი ქულებით. გამოსაშვებ საღამოზე არავის უცეკვია ჩემთან და არც თავი შეუწუხებიათ ჩემს კლასელებს რომ ყურადღება მოექციათ ჩემთვის. მერე თბილიში წამოვედი. ჩემი ძმა უკვე წამოსული იყო. ის უნივერსისტეს ამთავრებდა, მე კი იმ წელს ჩავაბარე. თავიდან ერთად ვცხოვობდით ქირით. ის სწავლასთან ერთად მუშაობასაც ახერხებდა. მეც ვიშოვე სამსახური. ლექციების მერე რესტორანში ჭურჭელს ვრეცხავდი. ისე ვიღლებოდი და ღამით ხელები ის მტკოდა ტკლივილიგან ძლივს ვიძინებდი. ლუკამ სასწავლებელი რომ დაამთავრა ნორმალური სამსახური იშოვა ასე რომ ცოტა ამოვისუნთქეთ, აღარ მიწევდა მუშაობა. მერე მან მაიძულა თავისთვის მიმეხედა. თვალებზე ოპერაცია გავიკეთე, საუკეთესო დიეტოლოგთან მიმყვანა, წონაში დავიკელი, იმიჯი შემაცვლევინა და სულ სხვა ადამიანი გავხდი. სოფელში უკვე ამაყად ჩავდიოდით. მალე კიდევ ერთი სიუპრიზი გველოდა წინ გიო გაჩნდა რომელზეც ორივე ჭკუას ვკარგავდით. ჩვენი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა მოულოდნელად ჩემი ძმა დაიღუპა.
-როგორ?-სანდრო გაოგნებული მისმენდა.
-მას და ეკას ერთმანეთი შეუყვარდათ. დანიშნულები იყვნენ. იმ დღეს რესტორნში წავიდნენ გასართობად. მე ცუდად ვიყავი და ეკა მალე წამოვიდა ჩემთან სანდრო იქ დარჩა. რესტორანში ჩხუბი ატყდა. როორც ვიცი გვერდით სუფრაზე ახალგაზრდები ქეიფობდნენ და მათ დაიწყეს ყველაფერი. ესენი აშველებდნენ და რატომღაც მაინცდამაიც ჩემს ძმას მოხვდა ის დანა. ადგილზე დაიღუპა. მამამ ძლივს გადაიტანა ეს ამბავი. მიკრო ინფაქტიც კი გადაიტანა. დედა ძალიან ცუდად იყო. ისევ გიომ გამოიყვანა ორივე მდგომარეობიდან.მე როგორ ვიყავი? ცოცხალ მკვდარი. სწავლა შევწყვიტე. რომ მიხვდნენ მეგობრები ცუდად იყო ჩემი საქმე ეკამ თავის სახლში წამოყვანა და გვერდში დამიდგნენ რომ დეპრესია დამეძლია. არ მასვენება იმის გრძნობა რომ მისი მკვლელი დაუსჯელი დარჩა. იმ ბიჭის ოჯახს ფული ჰქონდათ. ერთ გაჭირვებულ ახალგაზრდას გადაუხადეს დიდი ოდენობით თანხა, პროკურორი მოისყიდეს და სხვამ აგო იმ მკვლელობაზე პასუხი რომლიც არ ჩაუდენნია, შენ გაინტერესებს რატომ ვემალები ნიკას?
-კი ძალაინ მაინტერესებს.
-არ დავიწყებ იმის მოყოლას როგორ და სად გავიცანი, მაგრამ როგორც გავარკვიე სწორედ ისაა ის პიროვნება ვინც ჩემი ძმა ასე გაიმეტა სასიკვდილოდ და ხელიც კი არ აკანკალებია.
-წარმოუდგენელია, დაუჯერებელია. ნუთუ ეს ყველაფერი შენ გადაგხდა?
-აბა. ახლა ხვდები რატომ ვარ ასე ჩაკეტილი და ამიტომ არ ვენდობი ადამიანებს?
-ახლა კიი ვხვდები.მან იცის ვინც ხარ?
-არა არ იცის. მას გონია რომ ისე უბრალოდ ვეუბნები უარას.
-რომ უთხრა იქნებ თავი დაგანებოს?
-რომ არ დამანებოს?და უარესი აღმოჩნდეს?
-თუ არ ეტყვი სიმართლეს ვერასოდეს გაიგებ რა როგორ იქნება.
-ხო ალბათ...
-შეიძლება გკითხო კიდევ რარაც ?
-კი?
-აკო როდის გამოჩნდა ან ის რა შუაშია?
-აკო.. აკოო.. ჩამეცინა მწარედ.-ეს როგორ დამავიწყდა მთელ ამ ისტორიაში. ის სოფელში გავიცანი. თავი შემაყვარა. მეუბნებოდა რომ ვუყვარდი. ლუკას ის არ მოსწონდა მაგრამ ხომ იცი როცა შეყვარებული ხარ ყველაფერი პირიქით გეჩვენება და ნორმალურად ვეღარ აზროვნებ. ქორწლის დღე დავთქვით მაგრამ არ მეღირსა ბედნიერება. როცა ლუკა დაიღუპა მაშინ მიმატოვა მანაც.ისეთი რაღაც გააკეთა რომ საერთოდ გამანადგურა.აღარ ვჭამდი. არც სახლიდან გავდიოდი. ახლა ისევ შემექმნა ჯანმრთელობასთან პრობლემები.. მაგრამ მეგობრების დახმარებით ყველაფერი გადავიტანე. ჩემს მშობლებსაც დავეხმარე და ისინიც დაუბრუნდნენ ცხოვრებას. ისევ საუკეთესო გავხდი უნივერსიტეტში და წარჩინებით დავამთავრე. მერე მაგისტრატურაც და იმავე კლინიაში დამიტოვეს სამუშაოდ, კარგი ხელფასი დამინიშნეს და ამოვისუნთქე. მერე შენც გაგიცანი... დავამთავრე მოყოლა..
-ამიტომ ამბობ უარს სიყვარულზე?
-ხო სანდრო მეშინია.
-რისი?
-იმედგაცრუების და ჩემი ოცნებების ისევ განადგურების.ყველაზე ლამაზი ხომ სწორედ რომ ოცნებებია.
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. სანდრომ ხელი მომხვია და გულზე მიმხუტა.
-მგონია რომ ეს რომელიმე ფილმის სიუჟეტს მიყვები.
-ასეცაა ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ფილმია, ვუთხარი და გამეცინა.
-რა გაცინებს?
-შენ ამ ფილმში ზღაპრული პრინცის როლი შეგხვდა.
-მზად ვარ ბოლომდე შევასრულო ეს როლი. მითხრა მან და ის იყო უნდა გვეკოცნა რომ მანქანის შუქმა მოგვანათა. ორივეს სახეზე სიხარულმა გადაგვიარა და მანქანიდან გადავედით. წვიმა ოდნავ შეწყვეტილიყო. მანქანა გამოჩნდა რომელიც გზას ასუფთავებდა.
იქიდან მოხუცი გადმოვიდა
-რაო შვილებო გაიჭედეთ შუა გზაზე?
-დიახ სამწუხაროდ.
-ახლავე დაგეხმარები ეს ჩემი სამუშაოა. მაგრამ რომ გითხრათ აქედან გააღწევთ მოგატყუებთ.
-რატომ?-ჰკითხა სანდრომ?
-ამას კი გავწმინდავ, მაგრამ ქვემოთ უფრო დიდი მეწყერია და იქაც გაჩერდებით.
-როგორ მოვიქცეთ? უკვე შუაღამეა?აქ ხო არ გავიყინებით სანდრო?
-ჩემთან წამოდით სახლში სვილო. აქვე ახლოს ვცხოვრობ. ღამეს გაათევთ, დილით კი გზას გაწმივდავენ და წახვალთ.- ისეთი სათნო და ისეთი საყვარელი მოხუცი ჩანდა რომ მინდოდა მისთვის ხელები დამეკოცნა და მოვხვეოდი, გული გამაითბა მისი შემხედვარე.
-ამაღამ მე და ჩემი მეუღლე გიმასპინძლებთ. ახლადაქორწინებულები ხართ?ისე შესციცინებთ ერთმანეთს თვალებში.
მინოდოდა მეთქვა არათქო. მაგრამ სანდრომ დამასწო და თანხმობა განუცხადა. თვალები დავუბრიალე და მანქანში ჩავჯექი. მალე მოხუცმა გზა გაწმინდა და მის მანქანას ავედევნეთ. ნახევარ საათში მივედით. პატარ ერთსართულიანი სახლი ჩანდა. ძველებური. იქიდან ასევე მოხუცი დაახლოებით სამოც წელს მიღწეული სანდომიანი მოხუცი ქალი შემოგვეგება.
-მობრძანდით შვილებო მობრძანდით, ეს რა კარგი და საყვარელი ხალხი მოგიყვანია კაკო. სად გადაეყარე?
-გზაზე იყვნენ ჩარჩენილები. მეწყერის გამო ვერ მიდიდოდნენ. ახლა მაინც ვერ წავლენ ქვემოთაც ჩაკეტილია გზა და ჩვენთან დავპატიჟე, თან ახალდაქორიწინებულები არიან.
-მოდი შვილო მოდი. შინ შეგვიძღვა. სველი ქურთუკები გამოგვართვა და იქვე შეშის ღუმელთან დაკიდა. სკამები მოგვაწოდა და გვანიშნა დავმსხდარიყავით. ჩვენც იქვე ჩამოსხედით. ოთახს მოვავლე თვალი. კედელზე ახალგაზრდა ბიჭის სურათი დავინახე. ეტყობა მათი ვაჟია და დაეღუპათ.-ვივარაუდე მე და გული დამეწვა. ჩემი ძმა გამახსენდა. ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამომიყვანა.ქალს სუფრა გაეშალა და სავახშმოდ გვეძახდა. ჩვენც სუფრას მივუხედით. ძალიან მომშიებოდა.
-სალომე კარგად ხარ?-მკითხა სანდრომ
-კი სანდრო კარგად ვარ.
-სახელიც რა ლამაზი გაქვს შვილო შენსავით, კარგი არჩევანი გაგიკეთებია.
-დიდი მადლობა ქალბატონო.
-აი ჩემი შვილიც ცოცხალი რომ ყოფილიყო ახლა ალბათ თქვენი ასაკის შვილიშვილები უნდა მყავდეს, ცრემლი მოიწმინდა მან
-ახლა ამის დრო არაა მარო, მიმართა კაცმა მეუღლეს.
მათი ამბავის მოსმენამ ძალიან იმოქმედა ჩემზე და მოვიწყინე. რა ბედნიერები ყოფილან ჩემი მშობლები მე და გიო რომ ვყავდით. ახლა უფრო მეტად ვიგრძენი ეს. მერე ბოდიში მოვიხადე და დასაძინებლად წავედი. მარო ბებომ საძინებელი მაჩვენა. -დაისვენე შვილო, ალბათ შენი მეუღლეც მალე შემოგიერთდება. ხო იცი კაცებს ამბავი ათას სალაპარაკო თემას პოულობენ. ქალი დამემშვიდობა და ოთახში მარტო დავრჩი. გამეცინა. ძველებური საწოლები იდგა ერთმანეთთან მიტყუპებული. ჩემი ბავშვობა გამახსენდა. მაშინ ასეთები იყო მოდაში .
-ოჰ სანდრო. მოგკლავ ვერ გადამირჩები.- ჩავილაპარაკე და საგულდაგულოდ წამოღებული პიჟამოები გადავიცვი.ის იყო დაწოლას ვაპირებდი რომ სანდროც შემოვიდა.
-ეს რა ქენი. რატომ იცრუე?ახლა ამ ტყუილის გამო მოგვიწევს ერთად დავიძინოთ დავეტაკე მაშინვე.
-დამშვიდდი რა გჭირს?ვიხუმრე უბრალოდ.განა ძალით რამეს გაგაკეთებინებს ვინმე?მკითხა მშვიდი სახით და გახდა დაიწყო.
-აი მერე ხედავ რა მოყვა ამ ხუმრობას?ახლა შენთან ერთად უნდა დავიძინო ერთ საწოლში. იდიოტი ხარ. ბალიშს დავავლე ხელი და მას ვესოლე.მან დაიჭირა და ხმამაღლა გაიცინა.
-ეს რა ბავშვობაა?დამცინი კიდეც. ხმას ავუწიე მე.
-ჩუმად ნუ ყვირი სირცხვილი. ხალხს გააღვიძებ. ის ჩემსკენ წამოვიდა.მე მეორე ბალიში ვესროლე. მაგრამ არ შეჩერებულა იატაკზე მოისროლა და მომიახლოვდა. ჩემს წინ გაჩერდა.
-ნუთი შენც ისეთი ხარ როგორც სხვები?ნუთუ შენც ჩემთან მარტო დარჩენა გინდოდა ერთ ოთახში, ერთ საწოლში. სექ.....
-გაჩუმდი.- პირზე ამაფარა ხელი.- ის არ თქვა რომ საკუთარ თავსაც და მეც შეურაწყოფა მომაყენო.ვიცი რომ ეს ტყუილი არ უნდა მეთქვა მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ცოტა ხნის უკან ამას შეიძლება არც შეეწუხებინე.
-რას გულისხმობ?
-რას და თავსხმა წვიმაში იდექი და თითქმის სიყვარულს მიხსნიდი.დაგავიწყდა?
-არ მაინტერსებს.შენ მაინც არ დაიძინებ ამ საწოლში. საუბარი გადავიტანე მე.ნათქვამი ხმაღლა მომივიდა და სანდრომ პირზე ამაფარა ხელი რომ მოხუცებს არაფერი გაეგოთ. ვცადე მისთვის ხელი გამეშვებინა, მაგრამ ის ძლიერად მიჭერდა. ასე ჭიდაობაში თავი ვერ შევიკავეთ და საწოლზე გადავცვივდით ის ზემოდან მომექცა და და ისევ ძლიერად დამიჭირა.
-თუ კიდევ ამოიღებ ხმას ასე მეყოლები და არ გაგიშვებ.გაეცინა მას. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-ბოდიშს გიხდი ჩემი სულელური საქციელისთვის,რა ვქნა შენს გვერდით თავს ვერ ვიკავებ. მინდა მოგიტაცო და ჩემად დაგიგულო.
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. დრო მომეცი გავერკვევი ყველაფერში და დავლაგდები.
-კარგი მაგრამ ახლა უნდა გაკოცო.
-არ მაკოცო სანდრო თორემ დავიყვირებ და მათ გავაგებინებ ყველაფერს.მოვემზადე დანაპირების შესარულებლად.
-ო რა ჯიუტი ვინმე ხარ. მითხრა მან და ტუჩებზე დამაცხრა რომ ხმა აღარ ამომეღო. მეც ვაკოცე მგრამ დროზე შევაჩერე.
-მოდი თავი შევიკავოთ რაა , არ მინდა ჩვენ შორის რამე მოხდეს ახლა. მინდა ყველაფერი ავწონ-დავწონო და სხვანაირად შემოგხედო.ვიცი კარგი ადამიანი ხარ და თავის გაკონტროლება შეგიძლია.
-მართალი ხარ. ხელი გამიშვა და საწოლე ჩამოჯდა.-რამდენიმე დღით გერმანიაში მიწევს შეკრებაზე წასვლა. დაახლოებით ერთი თვე დავრები. მერე შეჯიბრი იქნება და ცოტა ხანს კიდევ მომიწევს დრჩენა.ასე რომ საკამარისი დრო გექნება იმისთვის რომ დაფიქრდე და გადაწყვეტილებ მიიღო, საკუთარ გრძნობებში გაერკვე
-გირდები რომ აუცილებლად ვიფიქრებ.
-მე ამ ტურნირს მოვიგებ იცოდე შენთვის. ახლა კი დავიძინოთ., როგორც თქვი შენ საწოლში დაწვები. მე კი სავარძელში მოვთავსდები. პლედი აიღო და სავარძელში მოთავსდა.ღაემშმვიდობისა მისურვა და სინათლე ჩააქრო. სიბნელემ და სიჩუმემ ერთდროულად დაისადგურა, მხოლოდ წვიმის წვეთები შეეგვახსენებდნენ ხანდახან თავს. ვიცოდი რომ მასაც არ ეძინა ან რა დააძინებდა იმ მოუხერხბელ სავარძელში? სინდისის ქეჯნა ვიგრძენი.
-სანდრო ავუძახე ჩუმად.-გღვიზავს?
-კი. მიპასუხა ყრუდ
-ვიცი მანდ ვერ დაიძინებ საწოლში დაწექი.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. ვიცი არაფერი მოხდება.
ის სწრაფად წამოდგა და საწოლში გადმოწვა. ზურგი შევაქციე. ვიცოდი ტანსაცმელს გაიხდიდა. ორივე უხერხულად ვგრძნობდით თავს.
-იმისთვის რომ მშვიდად იგრძნო თავი საზღვრები დავაწესოთ. თქვა მან და ბალიშების შუაში ჩალაგება დაიწყო.-იცოდე არ დაარღვიო. გაეცინა მას.
-რა გადარეული ხარ.
-ძილი ნებისა ლამაზო. მოულოდნელად გადმოიწია, დაიხარა ტუჩებზე სწრაფად მაკოცა ზუგრი შემაქცია და თვალები დახუჭა. ერთხანს მას ვუყურებდი მერე კი მეც ჩამეძინა.



№1 სტუმარი tiko

Dzalian magaria

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ახლა წავიკითხე ყველა და უმაგრესი ისტორიაა.გავგიჟდი და გადავირიე.ძალიან მომეწონა.სულმოუთქმელად ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Mariami

Martla dzalian kargi istoriaa..da rom ar agvianeb dadebas eg xom mtlad kargi da kargi..

 


№4 სტუმარი makukuna

ყოჩაღ სანდროო, უფ, უფ, მაგარი ბიჭი ხარ. სალომე ცოტა ჩამოყალიბდი რაა, ჯერ ვგიჟდებიო, ახლა უნდა გავერკვიოო, დრო მჭირდებაო. თავზესაყრელად ჰქონდა დრო, ამდენი ხანი მის ოჯახში ცხოვრობდა. სანამ ნიკა გამოჩენილა და არ აურ-დაურევია ყველაფერი, მიხედოს რა თავს. ავტორ შენ კიდე კარგი გოგო ხარ, მაგრამ ყოველ დღე გვინდა ახალი თავი, არ დააგვიანოოო. heart_eyes

 


№5 სტუმარი mariami

Shemdegi dadera

 


№6  offline წევრი kato wiklauri

Roca mizezi gairkveva bolomde mixvdebit ratomaa salome ase gaorebuli.mapatiet rom,galodinebt samwuxarod xshirad ver vxvdebi komptan da amitom vagvianeb

 


№7 სტუმარი ნინაჩკა

ძალიან კარგია მალე დადეე <3

 


№8 სტუმარი ele

Shemdegi tavi dadetra sulmoutmenlad velodebii

 


№9 სტუმარი tako

Ratom agvianeb?

 


№10  offline წევრი kato wiklauri

ვამზადევ დღეს იქნება მალეეეე :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent