მკვდარი ოცნებები 9
ის ღამე მთლიანად თეთრად გავათენე. იმის მაგივრად, რომ დამეძინა ღამის ნათურით სუსტად განათებულ ოთახში გულაღმა ვიწექი და მეტრეველის სიტყვებზე ვფიქრობდი. ნუთუ ლეო მართლა არაფერ შუაშია? იქნებ აქ რაღაც სხვა ამბავი და საიდუმლო იმალება? თუ ასე არ არის რატომ ვგრძნობ მის ყოველ გამოხედვაში, რომ ძალადობა, მკვვლელობა და მსგავსი რამეები ლეოს პიროვნებისთვის ზედმეტად უცხოა? ამდენი ფიქრისგან ლამის თავი გამისკდა. ღამე ნელ-ნელა იწურებოდა და მას თანდათანობით დღის სინათლე ანაცვლებდა. ცას გარიჟრაჟის ნიშნები საგრძნობლად დაეტყო და მხოლოდ მაშინ დავხედე კომოდზე შემოდებულ საათს. თითქმის ექვსი გამხდარიყო. საწოლში უკვე ვეღარ ვჩერდებოდი, ამიტომ სწრაფად წამოვდექი და სარკმელს ფეხშიშველი მივუახლოვდი. უეცრად ერთი აზრი დამებადა. ფანჯარა გამოვაღე, მის რაფაზე ჩამოვჯექი და ფეხები გარეთ რიგრიგობით გადავწიე. არ მჯეროდა, რომ ამას ვაკეთებდი, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო-არანაირი სურვილი აღარ მქონდა რომ ჩემი დამპალი ცხოვრება გამეგრძელებინა. -ახლა აქედან გადავხტები და ყველაფერს წერტილი დაესმება -ხმამაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები და თვალები დავხუჭე. უკვე ყველაფერი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი და ვეღარავინ შემაჩერებდა. ცას კიდევ ერთხელ ავხედე, ღრუბლიანი იყო, ალბათ მალე წვიმაც დაუშვებდა, მაგრამ ბუნების ამ ცრემლებს მე უკვე ვეღარ ვნახავდი. გონებაში დათვლა დავიწყე. ციფრ სამზე ყველაფერი უნდა დამესრულებინა. -ერთი -ვთქვი ხმამაღლა და მწარედ ჩამეღიმა -ორი -ამჯერად კარგად მოვემზადე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე -სამი -მთელი ტანით უნდა გადავწეულიყავი და სიცოცხლეს სამუდამოდ გამოვმშვიდობებოდი, რომ უეცრად წელზე ვიღაცამ ხელები მაგრად მომხვია და ძირს გაჭირვებით ჩამომათრია. იქვე, იატაკზე დავეცით. სანდრო მძიმედ სუნთქავდა და განრისხებული სახით მიმზერდა. მე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი-გული მწყდებოდა, რომ ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე -შენ რა სულ გააფრინე? -მიღრიალა როგორც კი გონს მოეგო და ფეხზე უხეშად წამომაყენა ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ თავჩახრილი ვიდექი და ვდუმდი. -მიპასუხე რაზე ფიქრობდი? -შემანჯღრია -საერთოდ ვინმეზე იფიქრე? -ვინ მყავს რომ მასზე ვიფიქრო? გეკითხებიი ვინ? -ამჯერად მეც შევუტიე -მე გყავარ -ბეჭებში ხელი ჩამავლო და თვალები დამიბრიალა -მეგონა ხვდებოდი, რომ ერთადერთი ადამიანი იყავი, ვინც ყველა სხვა დანარჩენივით ფეხებზე არ მეკიდა. ვერ წარმოვიდგენდი შენთვის ამის თქმა ხმამაღლა თუ დამჭირდებოდა -სანდრო მეტი აღარ შემიძლია -ვთქვი და ატირებული ადგილზევე ჩავიკეცე -როცა ამ მდგომარეობაში დამინახა სახიდან ბრაზი გაუქრა, ისიც ჩემსავით დაიხარა და გულში მაგრად ჩამიკრა. იმდენად მაგრად რომ სუნთქვაც კი გამიჭირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. -ვიცი ახლა რასაც გრძნობ, ყველაფერი ვიცი და მესმის, მაგრამ თვითმკვლელობა ხომ გამოსავალი არ არის? -აბა რა არის გამოსავალი? გთხოვ მითხარი, უკვე ვეღარ ვუძლებ -ტირილს უფრო და უფრო ვუმატებდი -ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე. დაივიწყე შენი და, შენი მშობლები, რომლებზეც მართალია ჩემთვის არაფერი მოგიყოლია, მაგრამ ვიცი რომ ცოცხლები აღარ არიან. უბრალოდ დღევანდელით იცხოვრე, ახალი მეგობრები გაიჩინე და როგორც უკვე გითხარი, მუდმივად უკან ნუ იყურები. პასუხად ღრმად ამოვისუნთქე და თვალები მაგრად დავხუჭე. -კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვო -განაგრძო მეტრეველმა -მაინც რა? -ძლივს ამოვთქვი და მისი მკლავებისგან თავი ფრთხილად გავინთავუსუფლე -ის სისულელე აღარ გააკეთო, რასაც ცოტა ხნის წინ აპირებდი. შეიძლება არ დაიჯერო, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ თუ შენ რამე დაგემართა ეს გამანადგურებს -სანდრომ თვალებში ჩამხედა და სახეზე ხელი ნაზად დამისვა. -აღარ გავაკეთებ -სრულიად დარწმუნებულმა ვუთხარი და მის მკერდს მაგრად მივეკარი. მიხაროდა კვლავ ცოცხალი, რომ ვიყავი, თუმცა არ ვიცოდი რატომ . . . 8 8 8 იმ კინაღამ საბედისწერო დღის შემდეგ ორი კვირა გავიდა. სამშაბათი იყო, ღამის პირველი საათი, როდესაც ჩემი ბალიშის ქვეშ შედებული ტელეფონის ვიბრაციამ ძილბურანიდან გამომიყვანა. ეკრანზე, ყურმილის ასაღებ ღილაკს ხელი ნახევრად მოუფხიზლებელმა გავუსვი და მობლური ყურზე მივიდე. -გისმენთ -ჩემი ხმის ტემბრმა თვოითონაც გამაკვირვა და მეორე ხელით ცალი თვალი მოვისრისე -უწინდელი გაფრთხილება ფეხებზე დაიკიდე? -ამ სიტყვებმა ისე გამაკვირვა, რომ საწოლში წამოვჯექი და მაშინვე ღამის ნათურა ავანთე -ვინ ლაპარაკობს? -ის ვისაც შეუძლია ძალიან გაწყენინოს თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეტყვის მოულოდნელად თავში ის ღამე ამომიტივტივდა, როდესაც ბარიდან სახლში ვბრუნდებოდი. მაშინაც მქონდა პატივი მსგავსი ანონიმური ზარისთვის მეპასუხა. ნუთუ კვლავ ის ტიპი რეკავდა? ამჯერადაც კანკალმა ამიტანა და მობილურს თითები ისე მაგრად მოვუჭირე, რომ წამით ვიფქრე ხელში შემატყდებოდა. -შენ ხარ? -გააჩნია ვის გულისხმობ ძვირფასო. შენი ფარული თაყვანისმცემლებიდან ერთ-ერთი მათგანი თუ გგონივარ მინდა გითხრა, რომ ძალიან ცდები -ირონიულად ჟღერდა მისი ტონი -მშვენივრად იცი რაც ვიგულისხმე. ჩემგან რა გინდა? -მინდა, რომ მემორჩილებოდნენ და უკვე წარსულს ჩაბარებულ ამბებში არ იქექებოდნენ. მოდი ერთ რაღაცას გეტყვი-თუ გინდა შენი საუკეთესო მეგობრის ქელეხში მოილხინო სწორ გზას ადგახარ. შეაჩერე იგი სანამ ჯერ კიდევ არ ამვსებია მოთმინების ფიალა . . . კავშირი კვლავ გაწყდა. რამდენიმე წამის განმავლობაში მზერა კედლის ერთ წერტილზე მქონდა მიპყრობილი და ვერ ვინძრეოდი, თვალსაც კი არ ვახამხამებდი. მერე როდესაც მობილური საწოლზე დაეცა და ჰაერში ცარიელი ხელი გამიშეშდა გონს მოვეგე, ლოგინიდან ელდანაკრავივით წამოვვარდი და ოთახში შუქი ავანთე. გული მიგრძნობდა, რომ ის ადამიანი ვისზეც ჩემი "იდუმალი მეგობარი" ლაპარაკობდა ანდრო იყო. ნეტავ რა საქმეს შეეჭიდა? ისიც კი არ ვიცი ეჭვი მასზე რატომ მივიტანე, უბრალოდ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა და მორჩა. ბევრი აღარ მიფიქრია კარადიდან პირველივე მაისური და ჯინსი გამოვიღე, რაც შემეძლო სწრაფად ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და სახლიდან სირბილით გავვარდი. დიდი იმედი მქონდა, რომ კვლავ თავის ძველ მისამართზე იყო. სხვა შემთხვევაში არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. იქამდე ტაქსით მივედი. ანდრო მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, ლიფტი კი როგორც ყოველთვის არ მუშაობდა, ამიტომ კიბეების ავლა ფეხით მომიწია. კარზე ზარი ყოველგვარი ფიქრის გარეშე დავრეკე და ბრახუნი ავტეხე. რამდენიმე წამში ანდროს გვერდითა კარი გაიღო და იქედან თეთრ ბამბის ხალათში გამოწყობილმა, გაბრაზებულმა მოხუცმა ქალმა გამოიხედა. -რა ხდება შვილო? შენთვის არც შუაღამე არსებობს? -პირდაპირ ყვირილზე გადავიდა -იმაზეც ხომ უნდა იფიქრო ხალხს შეიძლება ეძინოს და არ შევაწუხოო? -უფრო და უფრო უწევდა ხმას -შენ გელაპარაკები არ გესმის? -როდესაც პასუხი არ გავეცი მკლავში მწვდა და თავისკენ შემატრიალა -მოკეტე ბებერო კუდიანო -ამჯერად მეც ვუყვირე, მისგან თავი გავინთავისუფლე და კვლავ ბრახუნი ავტეხე. ქალს აღარაფერი უთქვამს, შიგნით მობუზული შევიდა და კარი უხეშად მოაჯახუნა. სადარბაზოში სრულიად მარტო დავრჩი, თუმცა ჩემდა საუბედუროდ ანდრო კვლავაც არ ჩანდა. ნუთუ სახლში არ იყო? მაგრამ ამ შუაღამეს სად უნდა წასულიყო? იქნებ რამე დაემართა? არა ამის დაჯერება არ მინდოდა, ამიტომ ბოლო იმედს ჩავებღაუჭე და ზარს კიდევ ერთხელ მივაჭირე ცერა თითი. ჩემდა გასაკვირად ბოლო მცდელობაზე საკეტი აჩხაკუნდა და ზღურბლს იქეთ მისი ნამძინარევი და გაოცებული სახის დანახვამ ერთიანად დამამშვიდა. -შენ? აქ რას აკეთებ? -თქვა და გვერძე გადგა რათა შიგნით შევეშვი -სალაპარაკო მაქვს -პირდაპირ საქმეზე გადავედი და სავარძელში ჩავჯექი -მე გეძებდი ნინი -არანაირი ნინი -გავაწყვეტინე -ამ სახელით ნუ მომმართავ გასაგებია? -მაპატიე ბაბი. ასე გაწყობს? -ბევრად უკეთესია. ანდრო რაში გაეხვიე? -რას გულიხსმობ? -გვერდით მომიჯდა -იმას, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ვიღაც ტიპი მირეკავს და მეუბნება შენი მეგობარი უნდა შეაჩეროო. მითხარი რა იცი ამის შესახებ? ანდრო შეიშმუშნა. ამ ჟესტით მივხვდი, რომ ჩემი ვარაუდი სულაც არ იყო აზრს მოკლებული და უფრო მეტად შემიპყრო არსებული საიდუმლოს ამოხსნის სურვილმა. -მე შენს დახმარებას ვცდილობ -ძლივსძლივობით წარმოთქვა ეს ოთხი სიტყვა და მაშინვე შევატყვე, რომ ამ თემაზე საუბარს გაურბოდა -მისმინე -ფეხზე წამოვდექი -ან მეტყვი რა ჯანდაბა ხდება შენ თავს ანდა ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ -ელენეს მკვლელობის ღამე. აი რა ხდება -ისიც წამოდგა და ჩემთან ახლოს დადგა -გასაგებად ამიხსენი -დავიძაბე -ვფიქრობ, რომ ლეო ციხეში ტყუილ-უბრალოდ იჯდა. მას არაფერი დაუშავებია -პირველი არ ხარ ვინც ასე ფიქრობს. საიდან გამოიტანე ეს დასკვნა? -იქ ვიყავი, როდესაც პოლიციამ ბორკილები დაადო. ლეო წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ეს კი ისეთი ნარკოტიკია, რომელიც შენს სრულ პარალიზებას ახდენს, მისი მიღების დროს უნდა აირჩიო ერთი კონკრეტული ადგილი, იქ მოთავსდე და კაიფიდან გამოსვლას დაელოდო. საკმაოდ ძვირადღირებული და სასიამოვნო რამეა, რთული საშოვნელიცაა. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ მას ეს რაღაც ჰქონდა მიღებული იმ დანაშაულს ნამდვილად ვერ ჩაიდენდა რაშიც ბრალი დასდეს -თვალებში ჩამაშტერდა -მთელი უბედურება კი ის არის, რომ ეს წამალი ორგანიზმში მისი ზემოქმედებიდან გამოსვლის შემდეგ არანაირ კვალს არ ტოვებს, ამიტომ ვერაფრით შევძლებდი პოლიციისთვის მისი უდანაშაულობა დამემტკიცებინა. -შენ საიდან იცი რომ იგი ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო? -შემდგომი სინპტომები არის ხელების კანკალი, ჭარბი ოფლიანობა და ტანის ქავილი. ლეოს ეს ყველაფერი შევამჩნიე. ზემოთხსენებული პრეპარატი მეც მაქვს განასინჯი, ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ ვიცი. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად იგივე გვერდითი ეფექტები გამოვლინდა. ხვდები ამით რისი თქმაც მინდა? -ანდრო დარმუნებული ხარ რომ არაფერი გეშლება? -მოსმენილს ვერაფრით ვიჯერებდი -ჰო ბაბი არ მეშლება. უკვე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი უსამართლოდ დასაჯეს, ნამდვილი დამნაშავე კი ახლაც თავისუფლად დასეირნობს მოულოდნელად ყველაფერს ფარდა აეხადა. გამახსენდა ჩემი ანონიმური სატელეფონო ზარები, უცნობის მიერ ნათქვამი სიტყვები და მუქარა. ანდრო ძველ დანაშაულს მიუბრუნდა, აი რამ გამოიწვია ზემოთხსენებული იდუმალი პიროვნების გაღიზიანება. ეს კი იმიტომ, რომ ნამდვილი დამნაშავე ჯერაც სასჯელმოუხდელი დადიოდა და სწორედ ამას გაურბოდა. არ უნდოდა თავი ოთხ კედელში ამოეყო. არანაირი სურვილი არ ჰქონდა, რომ პოლიცია ამ საქმის გამოძიებას ხელთავიდან შესდგომოდა. მთავარი წინანადადება კი შემდეგი იყო-ახვლედიანი უსამართლოდ დაადანაშაულა პოლიციამაც და მათ შორის მეც. ყველაზე მტკივნეული სწორედ ამის გაცნობიერება იყო. რამდენიმე წამის განმავლობაში გაშტერებული ვიდექი და ადგილიდან ვერ ვიძროდი. "ნამდვილი ურჩხული ვარ" -მიტრიალებდა გონებაში შემდეგი ფრაზა, ის კი ჩემი სხეულის თითოეულ უჯრედს არანორმალურ ტკივილს აყენებდა. გონს მხოლოდ მაშინ მვეგე, როცა ანდრომ მკლავებში ხელი ჩამავლო და მსუბუქად შემარხია. -ბაბი მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო და ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიტანო. ჩემი ნაცნობი პოლიციელიც მეხმარება. შენ კი ერთ რამეს გეტყვი-ლეო უდანაშაულოა და მას უნდა შეეშვა. ვიცი, რომ კარგი მიზნების გამო არ დაახლოვებიხარ -თუ ის არა აბა ვინ? -ძლივს ამოვთქვი აფორიაქებულმა და დაბნეულმა -არ ვიცი. სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ. განყოფილებაშიც ვიყავი, ვითხოვე საქმის გამოძიება თავიდან დაეწყოთ, მაგრამ არავინ მომისმინა -ანდრო ახლავე უნდა გაჩერდე -მაჯაში ხელი ჩავავლე -ნუთუ არ გაინტერესებს ვინაა დამნაშავე ელენეს სიკვდილში? -მირჩევნია თავში მუდამ ეგ კითხვა მიტრიალებდეს ვიდრე შენს დასაფლავებაზე მოვიდე ყვავილებით ხელში. კიდევ ერთი ახლობლის დაკარგვას ვერ გადავიტან, გთხოვ ჩამოშორდი ამ საქმეს -შენ არ გესმის, ეს . . . -არა ანდრო, მე ყველაფერი კარგად მესმის. შენ კი შერლოკ ჰოლმსის პოზიციას დღესვე დათმობ და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდები -ჩვეული ცხოვრება მაშინ დავკარგე, როცა შენ წახვედი -თვალებში სევდა ჩაუდგა -ჰო ვიცი, მაგრამ ადამიანი ოდესმე ყველაფერს ეგუება -მე უშენობას ვერ შევეგუე. მუდამ მაკლიხარ, თუმცა რას ვიზამთ? შენ ის აღარ ხარ ვინც იყავი. იმ თბილი, მხიარული და მუდამ ღიმილიანი ნინისგან, რომელიც ასე მიყვარდა აღარაფერი დარჩა. მათ შორის არც სახელი . . . -დამპირდი რომ რაც გთხოვე იმას გააკეთებ -მაშინვე სხვა თემაზე გადავუტანე -სახლში წადი ბაბი, გვიანია -მივხვდი, რომ პასუხს თავი აარიდა და თვალებში გაბრაზებულმა ჩავხედე -გაჩერებას არ ვაპირებ. თუნდაც ამას ჩემი სიცოცხლე შეეწიროს. ლაპარაკით თავს ტყუილად ნუ დაიღლი, მერწმუნე დროის ფუჭი კარგვა იქნება აღარაფერი მითქვამს. მოვტრიალდი და წამოვედი. ვიცოდი, რომ ანდრო საშინლად ჯიუტი იყო და თუ რამეს მიზნად დაისახავდა ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაათქმევინებდა. ისევ თავად უნდა მეღონა რამე. მაგრამ რა? მოულოდნელად ლეო ამომიტივტივდ გონებაში. პირვანდელ ფიქრებს დროებით თავი მივანებე და მთელი არსებით მასზე გადავერთე. ძალიან მომინდა მასთან მისვლა და გადავწყვიტე თავს გაუფრთხილებლად დავდგომოდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო . . . ჩემდა გასაკვირად შიგნით შესასვლელი კარი ღია დამიხვდა. ძალიან მეუცნაურა, ვიცოდი, რომ ლეო ძილის წინ საკეტს ყოველთვის ამოწმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაშურებდა ხოლმე თავის მოსასვენებელ ოთახს. ახლა კი რატომღაც ეს ტრადიცია დაარღვია. მომხდარი ცუდად მენიშნა, სული ამიფორიაქდა, ამიტომ მისაღებისკენ რაც შემეძლო ჩქარი ნაბიჯებით გავწიე. ჩემი გონება რაღაც საშინელს ელოდა. არც შემცდარა . . . როგორც კი დანიშნულების ადილას მივედი, ნანახმა სურათმა ლამის გული გამიჩერა. ოთახში თითქმის ყველაფერი დამტვრეულ-დალეწილი იყო, იატაკზე მინის ნამსხვრევები ეყარა, კუთხეში კი, ვისკის ბოთლით ხელში ახვლედიანი ჩამუხლულიყო და თვალები ნახევრად დაეხუჭა. -ლეო რა დაგემართა? -მივვარდი დაფეთებული და სასმელი ხელიდან გამოვაცალე -წადი ბაბი -ძლივს წარმოთქვა ეს ორი სიტყვა და ჩემი ხელი ფრთხილად მოიშორა, შემდეგ კი წამოდგომა სცადა, თუმცა როცა არაფერი გამოუვიდა კვლავ კედელს მიეყრდნო და ხმაურიანად ამოიხვნეშა -გთხოვ მითხარი რა გჭირს? -თვალები ცრემლებით ამევსო. ვიცოდი ამ დღეში რის გამოც ჩავარდა, თუმცა უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი. არ მინდოდა ამ კითხვის პასუხი ის ყოფილიყო რასაც მე ვფიქრობდი. -შეშლილი ვარ ბაბი. პარანოიკი, გიჟი. რაც გინდა ის დააქრვი, ოღონდ ჩემგან თავი შორს დაიჭირე -ვამჩნევდი, რომ ძლივს ლაპარაკობდა -აღარ მინდა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს. მე ჭკუიდან ვიშლები პატარა, შენ კი არ იმსახურებ გვერდით ჩემნაირი ადამიანი გყავდეს. ბევრად უკეთესის ღირსი ხარ, მე კი . . . ჩემი ბოლო გაჩერება ალბათ ფსიქიატრიული საავადმყოფო იქნება -ასე ნუ ამბობ გთხოვ -მოსმენილმა სიტყვებმა საკუთარი თავი შემაძულა და ტირილს ვუმატე -გახსოვს ის დღე როცა გითხარი შენთვის სიურპრიზი მაქვს მეთქი? -დანისლული თვალებით ამომხედა -მახსოვს . . . -მაშინ ვაპირებდი შენთვის ხელი მეთხოვა. არასდროს არ ვყოფილვარ ჩემს გადაწყვეტილებაში ისეთი დარწმუნებული, როგორიც იმ დღეს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ მე ის ადამიანი ვარ ვინც გაბედნიერების ნაცვლად ცხოვრებას დაგინგრევს. ეს კი ყველაზე მეტად არ მინდა. წადი ბაბი და აღარ დაბრუნდე, დამიჯერე შენთვის ასე ჯობია -ლეო ადექი საძინებლამდე მიგიყვან -მისი მკლავი კისერზე გადავიდე და ვცადე წამომეყენებინა. დამემორჩილა და ადგა. ცდილობდა ზედმეტ ტვირთად არ დამწოლოდა, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევად უჯდებოდა, რადგან ფეხზე მართლაც რომ ძლივს იდგა. საწოლ ოთახამდე ასე გაჭირვებით მივიყვანე, თეთრეულში ფრთხილად ჩავაწვინე და ზემოდან თბილი პლედი გადავაფარე. -წადი ბაბი -კიდევ ერთხელ წარმოთქვა ეს სიტყვები სანამ ძილ-ბურანში გადაეშვებოდა, მაგრამ მათ ჩემს გადაწვეტილებაზე, რომელიც მთელი ღამე მასთან ყოფნას გულისხმობდა არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. როგორც კი დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ ჩაეძინა საწოლზე მის გვერდით დავჯექი და ლეოს სახეზე ხელი ფრთხილად გადავატარე. მისმა შემხედვარემ უკვე გულღიად გავიფიქრე ის, რისი გაფიქრების საშუალებასაც მანამდე ჩემს თავს წამითაც კი არ ვაძლევდი. ახვლედიანი საშინლად სიმპათიური იყო, იმდენად, რომ პირველი დანახვისთანავე შეეძლო ნებისმიერი გოგოს გაგიჟება. ამ ფიქრებთან ერთად ჩვენი პირველი კოცნაც ამომიტივტივდა გონებაში. მაშინ არაფერი მიგრძვნია, მაგრამ ახლა, როცა ეს სურათი დამიდგა თვალწინ მთელ სხეულში ცხელმა ტალღებმა დამიარა. გამიჩნდა სურვილი, რომ იგივე გამემეორებინა, თუმცა მეორე წუთში ჩემმა აზრებმა იმდენად დამაფრთხო, რომ ფეხზე ელდანაკრავივით წამოვვარდი და ახვლედიანს რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი. მას კვლავ მშვიდად ეძინა და თანაბრად სუნთქავდა. -ეს რა იყო ბაბი? -ვკითხე ჩემ თავს ხმამაღლა და კედელთან ჩავიმუხლე -რა აზრები გიტრიალებს თავში? ნუთუ ჭკუა სულ დაკარგე? მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სურვილებს სიტყვებით ვებრძოდი და ამოხეთქვის საშუალებას არ ვაძლევდი ეს ბოლომდე მაინც არ გამომდიოდა. მახსენდებოდა ლეოსთან გატარებული თითოეული ღამე, მისი შეხება, მისი სურნელი, სითბო და სიამოვნებას მხოლოდ ახლა განვიცდიდი. მაშინ ჩემი თავისთვის ამის უფლება არ მიმიცია. იმ დროს ლეო ჩემთვის ცივსისხლიანი მკვლელი იყო, ახლა კი . . . არ ვიცი . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.