შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მაძიებელი თავი 3


11-11-2016, 21:04
ავტორი Mendelline
ნანახია 1 536

კაფეში შევედით და ფანჯარასთან მჯდომ მაგიდასთან დავსხედით.
-დღეს რამე საქმე გაქვს?-მკითხა დემემ. ამოვიოხრე.
-ამაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი.შენი დახმარება მჭირდება.
-რა ხდება?
-ნიკას დანაბარები უნდა შევასრულო.ვთქვი და თავი დავხარე.
-გეგმა გამაცანი-მითხრა და ორივეს გაგვეცინა.თავი ისევ ავწიე და მოყოლა დავიწყე.
-მოკლედ ჯერ პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომზე მივდივართ და მანქანა გამოგვყავს, შემდეგ ნაცნობ ხელოსანთან მიგვყავს რომელიც მამაჩემმა მირჩია, შემდეგ ნიკას ლექსები მიგვაქვს გამომცემლობაში და დასაბეჭდად ვუტოვებთ, ბოლოს კი დამშვიდებული გულებით ვბრუნდებით სახლში.-დავამთავრე და ამოვისუნთქე.დემემ წარბები აათამაშა და ნიშნის მოგებით გადმომხედა.
-რა ? - ვკითხე გაკვივებულმა.თან სიცილის შეკავება ვცადე თუმცა უშედეგოდ.
-მრავლობითში საუბარი ძალიან მოგწონს არა?-მკითხა , თან ეშმაკურად მიღიმოდა.
-კარგი რა, უბრალოდ....-სიტყვის დამთავრება არ მაცადა დემეტრემ
-უბრალოდ მეფლირტავები
-რა?არა!ნუ ხარ ზედმეტად თავდაჯერებული.ეს არასდორ მოხდება.
-ვითომ რატომ?
-ნიკას ძმა ხარ და იმიტომ- დემეტრე გაღიზიანდა, საზურგეს მიეყრდნო და ხელები თავზე შემოიჭირა.
-გიყვარდა?- მკითხა . გამეცინა
-მიყვარდა? ახლაც მიყვარს. მაგრამ ისე არა როგორც შენ გგონია. ის ყოველთვის იყო და იქნება ჩემი არასისხლისმიერი ძმა.-დემეტრეს სახე არაფერს გამოხატავდა.ვგრძნობდი რომ უხერხული სიჩუმე იკავებდა ჩვენს შორის ადგილს.არ მინდოდა, არ მინდოდა ეს მომხდარიყო. დემეტრეს სულში უნდა შემეღწია და მასზე უფრო მეტი რამ გამეგო. უნდა გამეგო რას ფიქრობდა ჩემზე, ნიკზე და სსაერთოდ ყველაფერზე.
-გჯერა რომ მართლა აღარ არის?- ვკითხე და დავაკვირდი. პასუხი არ გაუცია. ვცადე საუბარი არ გამეწყვიტა.
-მე არა. ვგრძნობ რომ ცოცხალია-ახლა მისი აზრი უნდა მომესმინა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა პასუხი რომ არ გაეცა.
-რატომ გგონია რომ ამ თემაზე საუბარი მინდა?თუმცა რჩევას მაინც მოგცემ... ნუ იქნები ზედმეტად ოპტიმისტი- ეს ყველაპერი ისე თქვა თითქოს არ იცოდე როგორ განვიცდიდი ნიკას დაკარგვას.'ამაზრზენი' გამიელვა თავში და წამით მისი სიკვდილიც კი ვინატრე.- ცოცხალი რომ ყოფილიყო აქამდე დარუნდებოდა.- დაამატა ნათქვამს და ფანჯრიდან გაიხედა. გული გახეთქვაზე მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა. სიჩუმე ვარჩიე.ცოტა ხანს ასე ჩუმად ვისხედიტ შემდეგ კი დემეტრეს ტელეფონმა დარეკა. ის მხოლოდ მოკლე პასუხებს გასცემდა, რომელთაგანაც აზრის გამოტანა თითქმის შეუძლებელი იყო. ბოლოს ვიღაცას ჩვენი მისამართი უთხრა და გათიშა ჩემი 'ვინ იყოს' მზერა ოსტატურად დააიგნორა და ისევ ფანჯარაშინ გაიხედა.მალე მიმტანი მოვიდა და კიდევ რამეს მიირთმევთო გვკითხა. დემეტრემ უარის ნიშნად თავი გააქნია მე კი 2 შოკოლადის ტორტი შევუკვეთე. დემეტრემ უცნაური სახით შემომხედა.
-რა? აქ ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტორტი აქვსთ. უნდა გასინჯო-ვუთხარი და წარბები ავწიე. წეყანდელი წყენის დავიწყებას ვცდილობდი, მინდოდა მასთან საერთო ენა გამომენახა.
-არაფრის ჭამას არ ვაპირებ-მითხრა ნაწყენი ხმით. თვალები გადავატრიალე.
-როდემდე უნდა იყო ასე გაბუსხული? პატარა ბავშვი ხარ?- დემეტრეს პასუხი არ გაუცია.
-კარგი... მისმინე .... ნიკას ეს ტორტი და კაფე განსაკუთრებულად უყვარდა. არ გინდა მასთან სიახლოვე იგრძნო? ბოლოსდაბოლოს ის ხომ შენი ძმაა... აკეთე ის რასაც ის აკეთებდა, შეიგრძენი მისი ცხოვრება, იგრძენი ის რასაც ის გრძნობდა- ვუთხარი და დავაკვირდი, მაინტერესებდა ამჯერად მაინც თუ ექნებოდა რეაქცია. არის! მე ეს შევძელი! მისი სუსტი წერტილი ვიპოვე.
-კარგი. კიდევ რა იქნება შემდეგი?- მკითხა. მივხვდი ცოტახნისწინანდელი ინციდენტი მანაც დაივიწყა.
-უბრალოდ დინებას მიყევი და გეტყვი როცა რამე მოხდება.- ვუთხარი და გავუღიმე
-კარგი-მითხრა და თავადაც გამიღიმა.ახლა მიმთნის მოლოდინში ერთმანეთს ვუყურებდიტ და ვიღიმოდით. წარმოდგენა არ მქონდა რატომ ვიყავი ასეტი ბედნიერი, ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცოდი ის იყო რომ ნიკას გარდაცვალება არ მჯეროდა... ის ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა და ვერ მიმატოვებდა. ამიტომაც მის სიციცხლეში დარწმუნებული სევდას ახლოსაც კი აღარ ვიკარებდი.
კარები გაიღო და კაფეში ახალგაზრდა გოგო შემოვიდა რომელიც პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა.
-დემე- დაიძახა გოგომ. დემეტრე ფეხზე წამოდგა და მიესალმა შემდეგ ყურში რაღაც უთხრა და ორივე მაგიდას მოუჯდა.
-გაიცანი ეს ქეთაა- მითხრა დემეტრემ და გოგოზე მანიშნა.- ეს კი ლიზაა- ახლა ქეთას ანიშნა ჩემზე.
-სასიამოვნოა- ვთქვი და ხელი გავუეოდე. ზუსტად ისე როგორც ზრდილობის წასები მოითხოვდა, თუმცა ეს გოგო საშინლად არ მომწონდა.
-ქეთა, ლიზა ნიკას მეგობარია- უთხრა დემეტრემ და ქეთას დააკვირდა.
-ოუ, ესეიგი შენ ხარ ის ლიზა ნიკა რომ საუბრობდა ხოლმე?- თქვა ქეთამ მხიარულად. გამიკვირდა.
-ის რა ჩემზე საუბრობა? თან შენთან?- ვიკითხე გაკვირვებულმა.არ მესმოდა ნიკას ამ გოგოსთან ჩემზე რატომ უნდა ესაუბრა. ან საერთოს ამ გოგოსთან რატომ უნდა ესაუბრა.
-ყველაფერი გასაგებია- თქვა ქეთამ და დემეტრეს გადახედა. შემდეგ კი გააგრძელა-მე მათი და ვარ.. სხვა რამე არ იფიქრო საყვარელ.- გავწითლდი და ენა დამება.
- ამ, მე, ბოდიში, არ ვიცოდი, ნიკას არასდროს უთქვამს რომ და ჰყავდა, მაპატიე, მისი შეყვარებული მეგონე- ვითხარი და დემეტრეზე ვანიშნე , თან გაწითლებული სახის დამალვა ვცადე..
-მეგობრები იყავიტ და ოჯახზე არაფერს გიყვებოდა?- საუბარში დემეტრეც ჩაერთო.
-ოჯახზე თითქმის არ ვსაუბრობდით. ეს თემა არც მე მიყვარდა და არც მას. ერთმანეთზე მხოლოდ ის ვიცოდით რომ მე და მყავდა და მას ზმა რომლებსაც ჩვენი არ ესმოდათ. ეს იყო და ეს.- დემეტრეს ამ სიტყვებზე სახე ისევ მოეღუშა.ჯანდაბა. ეს ბიჭი ჭკუიდან შემშლის. უხერხული სიტუაციიდან მიმტანმა გამოგვიყვანა, რომელმაც ორი შოკოლადის ტორტი მოტან, შემდეგ კი ქეთას მიუბრუნდა და თქვენ რას ინებებთო ჰკითხა. ქეთამ ყავა შეუკვეთა.ამჯერად ქეთამ სცადა საუბრის წამოწყება.
-ეს ტორტი ნიკას უყვარდა?- პასუხის გაცემა ვერ შევძელი რადგანაც პირი ტორტით მქონდა სავსე და მხოლოდ თავი დავუქნიე. სამივეს გაგვეცინა. ლუკმა რომ ჩავყლაპე-თან დიდი ნაჭრებით ჭამა უყვარდათქო დავამატე. მერე კი ისტორიის მოყოლა დავიწყე.
-მახსოვს ერთხელ, ზამთარში, სკოლის მერე რომ გამომიარა. ბოლო ლექცია გააცდინა და ჩემთან მოვიდა. მეთორმეტეში ვიყავი და გაკვეთილები ადრე მიმთავრდებოდა. ორივეს გვიყვარს თოვლი, ამიტომაც პირველი რაც გავაკეთეთ ეს გუნდაობა იყო. იმდენი ვიცინეთ, ვიხალისეთ, სულ თოვლიანები ვიყავით.მერე აქ მოვედით და ტორტი შევუკვეთეთ. ყველა მასწავლებელს დავურეკე ვინც იმ დღეს მყავდა და გაკვეთილი გადავატანინე. ცუდად ვართქო მოვიტყუე. ვიცოდი დედას რომ გაეგო საშინლად გამიბრაზდებოდა მაგრამ იმ დროს ეს არ მადარდებდა. რომ დავნაყრდით და ენერგიები აღვიდგინეთ გართობა მოგვინდა. არც დავფიქრებულვართ ისე დავიწყეთ შუა კაფეში ცეკვა და სიცილ-ხარხარი. საბოლოოდ ადმინისტრაციამ გარეთ გამოგვყარა, ისე ფულიც კი არ გადაგვახდევინეს.ფულის დაზოგვით გახარებულმა სკოლის მოსწავლემ და მასზე უფრო ჯიბეგაფხეკილმა სტუდენტმა უფრო მაღალ ხმაზე დავიწყეტ სიცილი. მერე ახალი გასართობის ძებნა დავიწყეთ. რუსთაველის მეტროსთან დავდექით და მეტროდან გამოსულ ხალს გუნდები დავუსინეთ. კარგახანი ვერთობოდით ასე. მერე ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და ჩვენც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო პოლიციის განყოფილებაში გაგვათევინეს ღამე.ამ ამბავს ყოველთვის ბედნიერად ვიხსენებთ მე და ნიკა... არადა კრიმინალურ წარსულში გვეთვლება.- ამბის მოყოლა დავამთავრე თუმცა სიცილი არცერტს არ შეგვიწყვეტია.ბოლოს როგორც იქნა სიცილს მოვრჩით.
-ისე ტორტი მართლა ძალიან გემრიელია- მითხრა დემეტრემ და გამირიმა.
-ხო ვიცი, ნიკასაც მე სევაყვარე- ვთქვი და ისევ სიცილი დავიწყე.
-ვიცოდი რომ რაღაცას მატყუებდი-მითხრა დემეტრემ მე კი სიცილი შევწყვიტე და გაბუსხული სახე მივიღე.
-მა არ ვიტყუები-ვთქვი და ცხვირი ავიბზუე.ყველაზე ნაწყენი სახე მივიღე რაც კი შემეძლო და მოვლენების განვითარეს დაველოდე. სწორედ ასეთი საქციელების გამო მეძახდა ნიკა ეშმაკის ადვოკატს. შემეძლო ნებისმიერისთვის მომეხდევინებინა ბოდიში.
-კარგი , კარგი, მაპატიე-ამის თქმა და ჩემს სახეზე ღიმილის დაბრუნება ერთი იყო.
-ისე, მგონი დროა წავიდეთ, ბევრი საქმე გვაქვს.- ვთქვი და ქეთას გავხედე რომ გამეგო ეწყინა თუ არა.
-რაიმე მნიშვნელოვანი ხდება?-იკითხა ქეთამ და ჯერ მე შემომხედა მერე კიძამიკოს.
-ისეთი არაფერი-თქვა დემეტრემ და თავით მანიშნა წასვლის დროაო. ჩანთაში ქექვა დავიწყე რომ ანგარიში გადამეხადა, როცა თავი ავწიე დემეტრეს გაკვირვებულ მზერას წავაწყდი.
-რა?- ვკითხე გაკვირვებულმა
-რას აკეთებ?-მკითხა და თავლები მოჭუტა.
-გადავიხდი და წავიდეთ- ვთქვი და საფულე გავხსენი, მზერას ისევ ვგრძნობდი ამიტომაც თავი ამწიე და ისევ დემეტრეს შევხედე.მობეზრებული სახე მივიღე.
-ასე რატომ მიყურებ?-ვკითხე.
-ფულს მე გადავიხდი-მითხრა. ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა წამით ვერ ვიცანი.
-ხო მაგრამ...- სიტყვის დამთავრება არ მაცალა ისე გაუწოდა ფული მიმტანს და კაფიდან გავიდა.ვერ მივხვდი ასე რატომ მოიქცა.გაოცებული მზერა კარს მოვაშორე და ახლა ქეთას გავხედე. მანაც მხრები აიჩეჩა და ძმის გზას გაჰყვა.ახლა გიორგის(მიმტანს) გავხედე. ისეც გაკვირვებული იყო.
-როგორც ჩანს ტაბიძეებმა ჩვეულება შეიცვალეს-მითხრა და ფულს დახედა.ორივეს გავეცინა. გიორგია დიდი ხანია ამ კაფეში მუშაობს და მე და ნიკას კარგად გვიცნობს.
-ეს ბიჭი გამოცანაა-ვუთხარი გიორგის და კაფიდან გამოვედი.მანქანაში ყველა ჩუმად ჩავსხედით.რამდენად განსხვავდებიან ძმები ერთმანეთისგან- ამზე მხოლოდ ახლა დავფიქრდი. დემეტრეს მერსედეს ბენც ე 430 ჰყავს, ხოლო ნიკას დოდჯი ჩარეჯერ 1970. ეს ორი მანქანა ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება რომ წარმოდგენა არ მაქვს ამ ძმებს საერთო რა შეიძლება ჰქონდეთ. ჯერ ქეთა მივიყვანეთ სახლში, შემდეგ კი საჯარიმო ავტოსადგომზე წავედით.დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, რომელსაც უფრო მეტად აუტანელს ხდიდა დემეტრეს სიჩუმე, როგორც იქნა გამოვიყვანეთ მანქანა და ხელოსანთან წავიყვანეთ. ამგასაოცარი მანქანის დანახვაზე ხელოსანმა კინაღამ გულის შეტევა მიიღო. ნახევარი საათის განმავლობაში უაზროდ გველაპარაკა მანქანის ღირსებაზე. საბოლოოდ თვადვე შემოგვთავაზა მანქანის უფასოდ შეკეთება თუკი ერთხელ მისი მართვის უფლებას მივცემდით 'ტრასაზე'. მეც რათქმაუნდა დავთანხმდი.
-ესეც ნიკასავით ამ მანქანის ფანატიკოსი ყოპილა- ვუთხარი დემეტრეს და გავიცინე.
-აბა-მიპასუხა მოკლედ და მასაც გაეცინა.
-ახლა საით?- მკითხა.
- ჩემი კურსელის დის გამომცემლობასი, ლექსები უნდა დავუტოვე.
-კარგი-მიპასუხა და ჯიპიესზე მისამართი აკრიფა რომ სწორად მიგვეგნო.
-კაფეში რა დაგემართა?- ვკითხე და გავხედე.
-ზუსტად ის რეაქცია მქონდა რაც უნდა მქონოდა.- მითხრა ისე არც კი შემოუხედავს, თუმცა რა საჭირო იყო. მის ხმაში გაპარული წყენა მაინც ვიგრძენი.
მაპატიე თუ რამე არსაწორად გავაკეთე. უბრალოდ ნიკას ამაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. ფულს ყოველთვის მე ვიხდიდი.-ვთქვი და თვალი საქარე მინას გავუსწორე.
- მე ნიკა არ ვარ!- დემეტრეს ხმაში ბრაზი იკვეთებოდა. მთელი გზა ხმა აღარცერთს აღარ ამოგვიღია. სტამბაში ყველაფერი მარტივად მოვაგვარე.
-ლექსებთან ერტად ესეც დაბეჭდეთ... ოღონდ პირველ გვერძე-ვუთხარი სტამბის თანამშრომელს და კონვერტი გავუწოდე.
-კარგით-მიპასუხა მან და ყველაფერი დასაბეჭდად წაიღო.
სტამბიდან პიპდაპირ სახლში წავდეით.
-სტამბაში იმ ქალს რომ კონვერტი მიეცი შიგ რა იდო?- მკითხა დემეტრემ და დივანზე მოკალათდა.
-ჩაის დალევ?- ვკითხე საუბრის სხვა თემაზე გადატანის მიზნიტ.
-კი-მიპასუხა უკმაყოფილოსახით. ჩაი მოვადურე და მისაღებში გავედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent