შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა


11-11-2016, 21:42
ავტორი დორრა
ნანახია 1 842

ოჰჰ ეს მაღვიძარა..... საათს დავხედე,ნუთუ უკვე რვა საათია?
-კიდევ ხუთი წუთიც.... -ვეუბნები საკუთარ თავს
-არცერთი წამი!- მებრძვის მეორე მე...
რათქმაუნდა არცერთი დამატებითი წამი...ვიმეორებ და ვცდილობ ბალიშიდან თავი წამოვწიო... თვალებს ვერ ვახელ... მიდი ლიილ!მიდი! გამოფხიზლდიი!!! ჯერ ერთ თვალს ვახელ,შემდეგ მეორეს.... ღმერთო! როგორ არ მინდა დღეს უნივერსიტეტში... შუბლში ვირტყამ გაშლილ ხელს და ვცილობ წამოვდგე,საბნის ქვეშიდან ფრთხილად გამომაქვს ფეხები და საშინელი სიცივე მეჯახება...
-ყველანი მძულხართ! ვყვირი ცარიელ სახლში...
-მიაუუ... მესმის მიმის კნავილი...
-შენ არა მიმიი - ვეძახი კატას და საკუთარ გამოხდომებზე მეცინება...
როგორც იქნა დქავაღწიე საწოლის კლანჭებს თვი და ფანჯარასთან მივედი
-ღმერთო! -ვიცხადებ და თვალები მიბრწყინდება-მოუთოვიაა....
ამის გაანალიზებაზე მავიწყდება ჩემი საშინელი განწყობა და ყურიდან-ყურამდე ვიღიმი.
ყავას ვიმზადებ და გამათბობელს ვრთავ.ცხრის ნახევარია,მე კი ისევ პლედში შეხვეული ვზივარ ფანჯრის წინ გამათბობელთან,ყავის ჭიქით ხელში და მიმითი კალთაში....
-როგორ მიყვარს თოვლი მიმი ხომიცი? ძალიან ძალიან.... შენც ხომ გიყვარს? გიყვარს,გიყვარს... -ვეუბნები მიმის და თვიდან კუდამდე ვუსვამ ხელს... ისიც მთელი სიამოვნებით ღრიტინებს....

დაახლოებით ათის ნახევარზე გამოვდივარ სახლიდან...იდიოტივით ვიმი მთელი გზა და სულ მავიწყდება რომ პირველი ფილოსოფიის სემინარი მაქვს... არე-მარე გადაფითქინებულია და ეს უზომო სიხარულით მავსებს....
სემინარზე ცხვირაწითლებული შევდივარ და უკანა რიგებში ვჯდები,რომ მაქსიმალურად დავემალო ლექტორს...

ბევრი მეგობარი არ მყავს... არც უნივერსიტეტში ვიცნობ ბევრს... ძირითადად სულ მარტო დავდივარ,ჩემი საუკეთსო ბავშვობის მეგობარი,სალი,გერმანიაში წავიდა,უკვე ორი წელი სრულდება,მან იქ ჩააბარა მე კი-აქ...

მეპრე კურსის სტუდენტი ვარ,19 წლის ვარ,ორ თვეში 20ის შევსრულდები,თუმცა ჩემტვის ასაკს და დროის აღნიშვნას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,ის ხომ უბრალოდ ციფრია არა?! მთავარია აზროვნება და გონება....მოკლედ ძალიან შორს რომ აღარ წავიდეთ,ვცხოვრობ მარტო,მშობლები საზღვარგარეთ არიან,უკვე 7 წელია... აქამდე ბებიასთან და კატასთან ერთად ვცხოვობდი,მას შენდეგ რაც ბებია გარდაიცვალა მხოლოდ მე და კატაღა დავრჩით... დამოუკიდებლობას მიჩვეული ვარ,ასე რომ ნამდვილად არ მიჭირს ამ ასაკში მარტო ცხოვრება... ფინანსურად ძირითადად მშობლები მეხმარებიან,თუმცა მე თვითონაც ვმუშაობ ნახევარ განაკვეთზე. სულ ვამბობ,რომ მინდა დამოუკიდებელი ვიყო ასერომ ვცდილობ სულ მშობლების კისერზე არ ვიყო და მათ არ შევყურებდე ხელებში.

უჰნივერსიტეტიდან დაქანცული გამოვდივარ,ისე ბარდნის ასე მგონნია მთლიანი ღრუბლები ცვივა ციდან...ბედნიერებისგან ვკვდები... ვიკეთებ ყურსასმენებს,ვრთავ მეტალს და სიამოვნებისგან მბურძგლავს...

სახლში გაყინული შევდივარ,მიმი კარში მხვდება და კნავის...
-მოგშივდა ლამაზო? -ვეკითხები მიმის და ჩანთას იატაკზე ვაგდებ,სამზარეულოში გავდივარ,მიმის საჭმელს ვიღებ და ჯამში ვუყრი - გემრიელად მიირთვით ფუმფულა ქალბატონო,ვეუბნები და ოთახში გავდივარ გამოსაცვლელად...

საღამო ისევ დატვირთული მაქვს,როგორც ყოველთვის.... დაახლოებით შვიდ საათზე გავდივარ სახლიდან,სამსახურამდე გზად პარკში ვჩერდები,მახსენდება რომ დღეს მთელი დღეა არ მომიწევია,ხელს ჯიბეში ვიყოფ
-აჰჰ... რა თქმა უნდა,სიგარეტი ისევ არ მაქვს....-ვატრიალებ თვალებს და გარშემო ვათვალიერებ არემარეს,ახლოს თამბაქოს ჯიხურს ვამჩნევ,მივდივარ და მოხუც,სათვალიან ქალბატონს მალბოროს ვთხოვ,ის ამრეზად მიყურებს და მეკითხება:
-სრულწლოვანი ხართ,გოგონა?
-გახლავართ -ვეუბნები,თვალებს ვატრიალებ და ჩანთაში პირადობის მოწმობას ვეძებ
-პირადობა მიჩვენეთ -უსიტყვოდ ვაწვდი პირადობას - ლილიანა კალანდაძე -ჩურჩულით კითხულობს,შემდეგ ჯერ მე მაშტერდება,მერე ფოტოს და უკან მიწვდის პირადობას,მალბოროსთან ერთად,თან ზედ ამატებს - იკლავენ ეს პატარა გოგო-ბიჭები თავებს,ჰმმმ....
მე უსიტყვოდ ვართმევ სიგარეტსა და პირადობას,თავაზიანად ვუღიმი და პარკისკენ მივდივარ...უკვე საკმაოდ ბნელა,თოვლიც არადაარ ჩერდება,ლამპიონების შუქზე ეს ყველაფერი ისეთ რომანტიკულ განწყობას ქმნის რამისაა ამეტიროს.... ვჩერდები და საკუთარ ფიქრებზე საკმაოდ ხმამაღლა მეცინება. პარკში ცარიელ სკამს ვპოულობ,ვჯდები,სამსახურში ჩემს სმენამდე კიდევ 40 წუთია,მე კი მხოლოდ 10-15 წუთი მჭირდება იქ მისასვლელად.... კოლოფიდან სიგარეტს ვიღებ,ვუკიდებ და ღრმა ნაპასს ვურტყამ.... დაახლოებით ათი წუთია აქ ვზივარ,ფიქრებში ვარ ჩაფლული და უკვე მესამე ღერს ვეწევი რომ უეცრად ტელეფონის ზარი მაფხიზლებს, „სვეტაჩკა“ წერია ჩემს მობილურზე,ჩემი თანამშრომელია,სვეტლანა,ნეტავ რაუნდა?
-ჰო სვეწიკ -ვპასუხობ ტელეფონს
-ლიილ,რაღაც როომ გთხოვო შეიძლება?
-გისმენ სვეტ...
-მოკლედ,მინდა სმენა გაგიცვალო რა თუ შეძლებ? ხვალინდელ დღეს რაღაც გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და შეგიძლია რომ შემცვალო? სხვებსთვის თხოვნა არ მინდა,ჰოიცი რანაირი უჟმურები არიაან... მოკლედ გეცლება ხვალ?
-ანუ დღეს გინდა შენ ჩემს მაგივრად იმუშავო და ხვალ მე დილის შენი სმენა ვიყო?
-ჰოო რაა,აი შენ ჰო საღამოს სმენა ხარ სულ და მე დღეს საღამოს ვიმუშავებ შენს მაგიერ და ხვალ შენ თ გეცლება ანუ მთელი დე მოგიწევს რა დილით ჩემი სმენა და საღამოს შენი
-მდაააააააააჰ.... მოიცა სვეწიკ,ცხრილს გადავხედავ და ხვალ თუ ისეთი ლექციები მაქვს რის გაცდენასაც შევძლებ არარის პრობლემა,დღეს გამოძინება ნამდვილად არ მაწყენდაა....
-კაი ლიილ მიდი მაშინ ნახე და შემატყობინე კაი?
-კაი სვეტ
ინტერნეტს ვრთავ და ხვალინდელ ცხრილს ვნახულობ,ორი ლექცია პირველ საათზე,ორივე არასაჭირო და არასავალდებულო,ჰოდა დღევანდელი საღამოს თავისუფლად გატარება ნამდვილად არ მაწყენს! სვეტას ვურეკავ და ვატყობინებ რომ შემიძლია ეს თხოვნა შევუსრულო,სიხარულით აღარ იცის რა ქნას და ტკბილი სიტყვებითა და ქებით მავსებს....
სვეტასთან ლაპარაკს ვამთავრებ და ვფიქრობ რა გავაკეთო,სასიამოვნოდ თოვს,ძალიანაც არ მცივა,სიგარეტი მაქვს,ყურსასმენებიც ადგილზეა,გადავწყვიტე ცოტახანს აქ ვიჯდე,მერე წავალ ცოტას გავისეირნებ და... არა არ მინდა სახლში ასვლა,არადა მიმი მარტოა,არაუშავს მიმი უჩემოდ გაძლებს,ვინმეს უნდა დავურეკო.... დედას? არაა... სალის.... მაგრამ ახლა არ მგონია ეცალოს.... იქნებ ერეკლეს დავურეკო და ჩემთან ამოვიდეს თუ თბილისშია? თვალები გამიბრწყინდა... მშვენიერი იდეაა...დაახლოებით კიდევ 20 წუთის განმავლობაში ვზივარ პარკში,ვეწევი,მერე ვიღებ ტელეფონს და ერეკლეს ნომერს ვიძიებ,ვურეკავ,გადის,უკვე გათიშვას ვაპირებ როცა მისი ხმა მესმის
-hello babe
-hi sweetie
-მოხდა რამე? -მეკითხება ცოტა შეწუხებული
-ა-არაა... მმმ... იცი... თავისუფალი დრო გამომიჩნდა... სად ხარ?
-თბილისში... გინდა შენთან ამოვიდე?
-ამის თხოვნას ვაპირებდი ზუსტად... -გამეცინა და შვებით ამოვისუნთქე...
-სახლში ხარ?
-აამ...არა ახლა პარკში ვზივარ,სახლთან ახლოს,ცოტახანში ავალ... მართლა ამოხვალ?
-იეაპ ბეიბ
-კარგი,მშვენიერია,რამდენხანში?
-20 წუთში მანდ ვარ ტკბილო -იცინის და თიშავს

არა,ერეკლე ჩემი შეყვარებული არარის... ჩემი „მეგობარია“ ,თუმცა არა ისეთი მეგობარი,ჩვეულებრივი მეგობრები რომ არიან ხოლმე.... უფრო შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთის სექსუალური პარტნიორები და ერთგვარი გამაყუჩებლები ვართ...
ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები ვართ,მე მეტალჰედი,ჩაკეტილი და სხვანაირი ვარ,ის კი არტისტია,რადიკალურად განსხვავებული,თუმცა ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვეწყობით ერთმანეთს...

სახლში ავდივარ,ერეკლე კართან მხვდება,მიღიმის,მკოცნის და შინ შევდივართ...
-დარჩები დღეს ჩემთან? -ვეკითხები ჩუმად,მის კისერში ჩამძვრალი....
-აბა შენი აზრით რისთვის მოვედი? -მიღიმის და აგრძელებს ჩემს კოცნას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent