შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SoulMate 20


12-11-2016, 00:46
ავტორი Constance
ნანახია 1 649

8 ივნისი, 2016.
ოდნავი კვნესით, ნელა გავიღვიძე. აჰ, როგორი სინათლე იყო. რამდენიმეჯერ დავახამხამე თვალები და სითეთრე დავინახე. ისევ საავადმყოფოში... საავადმყოფო?
ყველაფერი ამომიტივტივდა გონებაში, ავარია.
სწრაფად წამოვჯექი, ტკივილმა თავში დამარტყა. ხელი შუბლზე დავიჭირე, სახვევები მქონდა შემოხვეული. სწრაფად მიმოვიხედე ოთახში. თვალები კართან მდგარ სკამზე გადავიტანე სადაც დედაჩემი, მამაჩემი, ანალაინი, დეიდა ქეისი, ბიძია დონი, ბებია და ბაბუა მორისი, ბაბუა ვრაითი, ჩემი ქერა, ძუკნა ბიძაშვილი ქეითი და ჩემი საყვარელი ბიძაშვილი სავანა. რას აკეთებდნენ აქ?
- აარონ გაიღვიძე? - მკითხა მამამ უეცრად.
- რატომ ხართ აქ? - ვკითხე და ყველანი წამოხტნენ სკამებიდან.
ერთდოულად დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს შვება იგრძნეს და კითხები მომაყარეს. ვიგრძენი თითქოს მინის ვაზაში ვიყავი. საბანში ჩავძვერი რომელიც მეფარა როდესაც დეიდა ქეისიმ სცადა შემხებოდა. შანსი არ იყო.
- სად არის ალექსი? - ვკითხე, ისევ ავარიაზე ვფიქრობდი.
არცერთს არ გვეკეთა ღვედი და მას აირბაგიც არ ჰქონდა. ვიმდოვნებდი კარგად იყო. ჩემს კითხვაზე ყველა გაჩუმდა და გაქვავდა. დედაჩემმა და დეიდა ქეისიმ ერთმანეთს შეხედეს. პირველად შევნიშნე როგორი წითელი და ცრემლიანი თვალები ჰქონდა დედაჩემს. ვიგრძენი გულისცემა როგორ გამეზარდა.
- ნუ - დეიდამ დაიწყო - ალექსი, ალექსი.....
- ალექსი სხვა ოთახშია - მამაჩემმა დაასრულა - არ ინერვიულო მასზე, შენი ოჯახი აქ არის თუ ლაპარაკი გინდა.
დედაჩემმა მამას გადახედა. რაღაც არ იყო რიგზე, მამაჩემმა ისეთი რაღაც თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.
- კარგი - ჩავიჩურჩულე, არ მინდოდა კამათი დაეწყოთ.
ჩემს ძმას როგორც შემეძლება, მალე ვნახავდი
დიდი ხანია ჩემი ნათესავები არ მინახავს, რადგან მხოლოდ რამდენიმე თუ იყო ბრაზილიაში. სიმართლე რომ ვთქვა მომენატრნენ.
- რას შვრები ბავშვო? - ბიძაჩემი დაიხარა და თმა ამიჩეჩა.
მისი ხელისგან მოშორებით გავიწიე, შეხებისას შიშმა გამიარა მთელს სხეულში. ბიძაჩემმა უცნაურად შემომხედა და კანკალით, მობოდიშებით გავუღიმე.
- კარგად ვარ, როგორც ვფიქრობ. მაპატიე ამ უკარებობის გამო, ადვილად გამოვდივარ მწყობილებიდან - ჩავიჩურჩულე და მთელი ნათესაობა გაჩუმდა - უკეთესად ვიქნები როდესაც ალექსს ვნახავ.
დავარწმუნე ყველა მათგანი. რაღაც გამოხედვები გაცვალეს და გული ისევ ამიკანკალდა.
- ჰო შვილო, შეგიძლია გვითხრა ავარია როგორ მოხდა?
დაკვირვებით შევათვალიერე - რა...რა რიცხვია?
- რვაა.
თვალები ძლიერად დავხუჭე, ვცდილობდი არ მეტირა. ჩემი დაბადების დღე გამოვტოვე. ალექსმაც გამოტოვა თავისი დაბადების დღე. მას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა დაგეგმილი. უნდოდა რაღაც ეკითხა! და ეხლა ის ვერ გააკეთებს ამას დაბადების დღეზე. ვერ გააკეთებს ისე სრულყოფილად როგორც წარმოედგინა.
- გზის ნაწილიდან გადავედით რომ გველაპარაკა - საფეთქლები დავიზილე რომ გამეხსენებინა - გავიხედე და სინათლე მოდიოდა ჩვენსკენ. ალექსმა სცადა მანქანა დაეძრა და გადავსულიყავით მაგრამ ძალიან სწრაფად მოდიოდა და დაგვეჯახა.
სხვა არაფერი არ მახსოვდა. რაღაც... ცეცხლი? ლამაზი ცეცხლი. ცეცხლი და სისხლი... და ალექსი. ამოვიკვნესე და თავი მუხლებზე დავიდე. მტკიოდა როცა რაღაცის გახსენებას ვცდილობდი. სახვევი თავის გარშემო ნაზი იყო და უცნაური. მინდოდა ალექსს თითები ჩემს თმაში შემოეცურებინა.
- რა გჭირდება? რაც გინდა გვითხარი? - ბებიამ მკითხა და თბილად გამიღიმა.
თავს ვაიძულე ღიმილით მეპასუხა. მინდოდა ჩემი ძმა მენახა, ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ ყველა ნათესავი აქ იყო და ეგოისტურად გამოვიდოდი. ალექსისთვის ბევრი დრო მექნებოდა მოგვიანებით, ეხლა კი ხალხი მყავდა რომლებიც ჩემზე ნერვიულობდნენ.
- არაფერი მჭირდება ბებია - ვუთხარი მას - შენ როგორ ხარ?
ჩაიცინა და სხვებსაც გაეცინათ - ესეც ჩემი შვილიშვილი, ზრდილობიანი საავადმყოფოშიც კი.
ამაზე მეც გამეღიმა.
- კაკ-კუკ - თქვა ნაცნობმა ხმამ.
თავი ღიმილით წამოვწიე როდესაც რაილი შემოვიდა. საწოლთან მოვიდა და ჩემი ხელი აიღო, ოდნავ შევცბი შეხებისგან, მაგრამ შემდეგ თავი ვაიძულე შევჩვეოდი და ხელზე ოდნავ მოვუჭირე.
- ვწუხვარ - ჩამჩურჩულა, მისი ხმა სევდით იყო სავსე.
- რაზე ლაპარაკობ?
თავი ნიკაპით ამაწევინა და დავინახე მისი ცრემლები მინის თვალების ქვეშ.
- მაქსი... - თქვა ჩუმად
რა ხდებოდა? რატომ იყო ესეთი დეპრესიული? ის... სიბრალულით მიყურებდა. მე კარგად ვიყავი, მართალია ოდნავ თავი მტკიოდა მაგრამ ცოცხალი ვიყავი და არაფერი მიჭირდა. რაილიმ ვერ მოასწრო ახსნა.
- ჰეი, არის კიდევ ერთი მნახველისთვის ადგილი? - გავიგონე კიდევ ერთი ნაცნობი ხმა კარიდან.
- მისტერ ჩევის! - დავიყვირე როდესაც მასწავლებელი დავინახე.
- ჰეი აარონ - ისიც დამწუხრებული ჩანდა - მიხარია რომ უძლებ.
გავუღიმე - ჰო კარგად ვარ.
დაკვირვებით შემომხედა - შენს ფიზიკურ ტკივილზე არ ვლაპრაკობდი აარონ.
წარბები შევჭმუხნე - რას გულისხმობ?
დედაჩემი გაშეშდა. გამიღიმმა და ხელი მისტერ ჩევისს მხარზე დადო. დავინახე მკვლელი მზერა მათ შორის და შემდეგ ისეთი სახე მიიღო მასწავლებელმა თითქოს რაღაცას მიხვდა.
- მან იგულისხმა რომ ბევრი რამ გადაიტანე გასულ თვეს, ძნელი იყო შეგუება - თქვა დედამ.
მისტერ ჩევისმა თავი დაუქნია დამარწმუნებლად. თითქმის დავუჯერე. თითქმის. ყველა ადამიანი საავადმყოფოში ცდილობდა მოვეტყუებინე, რადგან რაღაც ძალიან ცუდად იყო და ვიცოდი ეს. მზერა რაილიზე გადავიტანე. ოდნავ გავსწორდი საწოლში და ხელები მუშტებად მოვკუმე. მთელს სხეულში ნერვები დამეძაბა.
რაღაც ჩემს შიგნით.... დაცარიელებულიყო.
უცნაურია?!
ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ ჩემი ნაწილი ამომგლიჯა და არ ვფიქრობდი საავადმყოფოს ამის გამოსწორება შესძლებოდა.
- რა ხდება ძვირფასო? - მკითხა დედამ როდესაც ჩემი უხერხულობა შენიშნა.
გადმოიხარა და უნდა ჩამხუტებოდა როდესაც გაიწია, სინანული სახეზე გამოესახა. მის გამო ცუდათ ვიგრძენი თავი, მართლა. დავინახე მასაც სტკიოდა.
შემდეგ შევნიშნე... ყველა ვინც ოთახში იყო ავის მომასწავებელი ჩანდა. ვფიქრობ ისინი უფრო მხიარულები უნდა ყოფილიყვნენ როცა იცოდნენ რომ მეც და ალექსიც კარგად ვიყავით. მაგრამ არა, ბებია ვრაითს თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, დეიდას ღიმილი ძალიან მოჩვენებითი იყო. ჩემი ორი უფროსსი ბიძაშვილი, კეიტი და სავანა ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ისე გამოიყურებოდნენ თითქოს ტირილს აპირებდნენ. წყვდიადის ღრუბელმა მოიცვა ჩემი საწოლი.
- ჰოო, ამმ, იცით ალექსის ნახვა მინდა - ვუთხარი მას - არ იფიქროთ თითქოს თქვენთან ყოფნა არ მომწონს, მაგრამ ძალიან ვარ მიჯაჭვული ჩემს ძმაზე.
ალექსს ყველაფრის გამოსწორება შეეძლო.
დარწმუნებული ვიყავი.
ალექსი მიყვარდა, ასე რომ ის ყველაფერს უკეთესს გახდიდა.
ყველაფერს.
- მისმინე აარონ - დედაჩემი ჩამოჯდა ჩემს საწოლზე.
დავინახე მისტერ ჩევისი გულის შემაწუხებელი გამოხედვით მიყურებდა.
- აარონ - განაგრძო დედამ კანკალით - ალექსის შესახებაა, ალექსი, ნუ...
- ალექსი მკვდარია - თქვა მამაჩემმა.
ალექსი მკვდარია.
ალექსი მკვდარია.
ალექსი მკვდარია.
- რ-რ-რა? - ჩემი ხმა ძლივს გასაგონად გაისმა.
- სწრაფი თავის ტრამვა იყო, წუთებში დაიღუპა, ტკივილის გარეშე - დამარწმუნა დედამ.
- მითხარით რომ სხვა ოთახში იყო - ვთქვი მტკიცედ.
- მოვიტყუეთ - თქვა მამამ მარტივად - გჭირდებოდა რომ შენს ნათესავებს დალაპარაკებოდი სანამ გაგიჟდებოდი.
- მაგრამ, ის სხვა ოთახშია - ვუთხარი მათ.
დედამ და მამამ ერთმანეთს გადახედეს.
- არა ძვირფასო, ალექსი მკვდარია. მის სხეულს დაკრძალვისთვის ამზადებენ - დედაჩემმა ხმას ოდნავ აუწია როდესაც ტირილის საზღვარზე მივიდა.
რაილიმ სცადა რომ ხელი მოეჭირა მაგრამ მე გავწიე. ტკივილი გამოიხატა მის სახეზე.
- ის სხვა ოთახშია! - დავიყვირე და ხელები საწოლს დავარტყი, ნათესავები უკან გახტნენ - ის სხვაგან არის, თქვე მატყუარებო!რატომ მატყუებთ! ჩემი ძმა მომიყვანეთ!
- არ შეგვიძლია, ძალიან, ძალიან ვწუხვართ აარონ, ის აღარ არის აარონ, ის აღარ არის.
სუნთქვა გამიჭირდა. გული სწრაფად მიცემდა. დედაჩემს ხელი ვკარი, თითქოს სული მეხუთებოდა, კლაუსტროფობიის შეგრძნება მქონდა.
- ვერ ვსუნთქავ - ჩავიჩურჩულე.
შემდეგ გავიაზრე.
ჩემი ძმა მკვდარი იყო. ის აღარ იყო. ალექსი ვეღარასდროს გადამიწევდა თმას უკან. ვეღარასდროს ვნახავდი მის თვალებს. ვეღარასდროს გავიგონებდი მის სიცილს. ვეღარასდროს ვაკოცებდი მის ტუჩებს.
ვეღარასდროს შევხედავდი ადამიანს მსგავსი სიყვარულით.
მას ადრეც დავუტოვებივარ და ვეღარ შევძლებდი ამჯერად გადარჩენას. ეხლა ბევრად უარესი იყო, ათასჯერ უარესი, რადგან ვიცოდი რომ ვეღარასდროს ვიქნებოდი ჩემი ძმის გვერდით. ვიცოდი რომ ვეღარ გავერთიანდებოდი.
მილიონობით გრძნობამ ჩამიარა. პირველად სიბრაზემ. ის დამპირდა რომ აღარასდროს მიმატოვებდა, როგორ შეეძლო? როგორ შეეძლო ესე ძლიერად ვყვარებოდი და შემდეგ უბრალოდ წასულიყო? ჩემს თავზე გავბრაზდი. მე რომ არ ვყოფილიყავი მანქანაში, ის არ შეჩერდებოდა. უბედური შემთხვევა არ მოხდებოდა. ჩემი ძმა მოვკალი.
შემდეგ სევდამ დამარტყა. ოჰ ღმერთო ჩემო, ოჰ ღმერთო, ოჰ ღმერთო. ალექსი აღარ იყო, ალექსი დაიკარგა, ალექსი ვეღარასდროს მეტყოდა რომ ვუყვარდი. ვერასდროს გავიგებდი რისი თქმა უნდოდა ჩემთვის, ვეღარასდროს დავწვებოდი მასთან ერთად ღამე. ვეღარ დავბერდებოდი მასთან ერთად, ვეღარ დავამთავრებდი სკოლას მასთან ერთად.
ისე ძლიერად მიყვარდა რომ ეხლა ზედმეტად დავსუსტდი სიცოცხლისთვის.
და მეშინია.
სხეული ისევ საწოლზე დავასვენე და ცრემლებს გადმოსვლის საშუალება მივეცი. ვკიოდი და ვყვიროდი შეუჩერებლად. ჩემი სხეულიდან გამოსული ხმები თითქმის არაადამიანური იყო.
ჩემი ცხოვრების სიყვარული აღარ არის.
როგორ არის ეს შესაძლებელი?
როგორ უნდა გრძნობდე ამას?
თითქოს
ნამსხვრევებად
ვიქეცი.
ხალხი ცდილობდა დავემშვიდებინე მაგრამ მათი სიტყვების აღქმას ვერ ვახერხებდი, მხოლოდ ტირილი და ყვირილი შემეძლო. ჩემი სხეული თავისით ჩაიკეტა. გული შემეკუმშა, არ გატყდა, უბრალოდ უსასრულობაში გაქრა.
- ალექს - ვყვიროდი გაბზარული ხმით - ალექს დამიბრუნდი!
ის არ დაბრუნებულა.
- ალექს გთხოვ, გთხოვ, გადამარჩინე!
არა,არა,არა,არა, ის ვერ მოკვდებოდა. ის უბრალოდ ვერ მოკვდებოდა. ეს არ შეიძლება ხდებოდეს. ყველაფერი კარგად იყო, გავთავისუფლდი და ერთმანეთი გვყავდა ისევ. ეს ჩვენი მეთვრამეტე დაბადების დღე იყო.
დავინახე ექიმი ჩემთან მოვიდა და ტკივილი ვიგრძენი კლავში. დამაძინეს.
ისევ ვტიროდი, კივილი ჩემს სხეულში გაუჩინარდა. თითქოს ძვლებს ცეცხლი მიმტვრევდა. სუნთქვაც ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა.
ალექსი აღარ არის რომ ისევ ვუყვარდე,
არ მაქვს მხარი სადაც შემიძლია ვიტირო.
ვერავინ დამიცავს საკუთარი კოშმარებისგან.
ვერავინ დამიჭერს.
ვერავინ მაკოცებს.
დაცული აღარ ვარ ჩემი თავისგან.
- ალექს... - ჩავიჩურჩულე ჰაერში წყნარად, სუნთქვა მახრჩობდა - ა-ალექს!
თბილი ხელი ვიგრძენი შუბლზე, ავიხედე და დავინახე მისტერ ჩევისის სევდიანი მზერა.
- დაიძინე აარონ, გთხოვ, არ შემიძლია ესეთს გხედავდე.
ვიგრძენი ცრემლები როგორ იღვრებოდა ჩემს ლოყებზე. ყელში რაღაც არარსებული გამეჭედა. ჩემი სიყვარული მკვდარია... ფრჩხილები ხელის გულს დავაჭირე და სისხლი წამომივიდა. ამ ტკივილმაც კი ვერ გამათავისუფლა ჩემი საშინელი რეალობისგან.
თავის დახსნა მინდოდა.
'ალექს, მეც არ შემიძლია შენს გარეშე სიცოცხლე'
წინადადებამ ჩემს მეხსიერებაში გაიელვა.
ხელი გულზე დავიდე, მინდოდა ტკივილი შემემსუბუქებინა მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვიგრძენი თითქოს სულის გარეშე ვცოცხლობდი, შეიძლება ასეც იყო. ან შეიძლება სულის გარეშე ცხოვრება არც იყო სიცოცხლე.
ჩემი ძმა მჭირდება.
გთხოვთ.
გთხოვთ, გევედრებით.
მისთვის სიცოცხლეს გავწირავ, მოწევას თავს დავანებებ, ისევ პორნო ვარსკვლავი გავხდები, ყველაფერს შევწირავ ჩემი ცხოვრების სიყვარულის უკანასკნელად კოცნისთვის.
- მალე დაიძინებს ქალბატონო - ოთახიდან მომესმა ექიმის ხმა.
- და გვაცნობეს რომ რაღაც ვიპოვეთ მეორე ბიჭის ჯიბეში?
- რა იპოვეს?
- საქორწინო ბეჭედი. იცით ვინ უნდა ყოფილიყო მისი საცოლე?
- ა-არა, ბეჭედი? ვწუხვარ. რაც ვიცი, არც ალექსს და არც აარონს არავინ მოუყვანია სახლში.
საქორწინო ბეჭედი. კითხვა.
ვიცოდი თუ არა ვისზე აპირებდა დაქორწინებას?
ჩემზე.
ჩემზე, ის აპირებდა ჩემზე დაქორწინებას.
ჩვენს დაბადების დღეზე უნდა შემოეთავაზებინა.
დეპრესიამ ჩემს გულში დაისადგურა.
- ჰო ალექს - ჩავიჩურჩულე ისე ჩუმად, ალბათ მხოლოდ მისტერ ჩევისი და რაილი გაიგონებდნენ.
- ჰო ჩემო სიყვარულო, დავქორწინდები შენზე.



10 ივნისი, 2016.
დღეს გამომიშვეს.
რამდენიმე დანიშნულება მომცეს ექიმებმა, ბევრი წყალი დამელია და დამესვენა, ჩემმა მშობლებმა თერაპისტიც დაამატეს ჩემს დასახმარებლად რომ "გამოვჯანმრთველებულიყავი"
მოდი რაღაც გავარკვიოთ.
ვერ გამოვკეთდები.
'ახლო ნათესავის დაკარგვა ტკივილს მოგაყენებს. ჩვენ არ ვიტყვით რომ მარტივი იქნება, მაგრამ ჩვენი სიყვარულით შეიძლება გამოჯანმრთველდე ფიზიკური და სულიერი ტკივილისგან აარონ. ბევრ ძალასა და დროს წაიღებს. აქ ხალხია შენს გარშემო, რომლებსაც შენი დახმარება უნდათ მძიმე დროს, რამდენადაც მისცემ ამის უფლებას. გინდა გაგიგონ აარონ? მისცემ უფლებას შენს გულში შემოვიდნენ და გაგიძღვნენ გამოჯანმრთველების გზაზე?'
სრული.აფსურდი.
ყველა თერაპისტი თავის მოკვლის სურვილს მიძლიერებს. თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. მხოლოდ ერთხელ შევხვდი როდესაც საავადმყოფოში ვიყავი, მას შემდეგ ვიყავი რაც გავგიჟდი როდესაც გავიგე ალექსის... იცით რაც... ყველას შეეშინდა ჩემი.
ჩემი ნათესავები მიზეზებს იგონებდნენ საავადმყოფოს დასატოვებლად, მამაჩემს სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის. დედა უბრალოდ ბევრს ტიროდა და სცადა ჩამხუტებოდა. რა თქმა უნდა ვუარყავი. მხოლოდ ორი ადამიანი იყო რომლებსაც ჩემი ტკივილის ესმოდათ, რაილი და მისტერ ჩევისი.
არაფერი მითქვამს.
მას შემდეგ არ დამილაპარაკია რაც პირველად სცენები გავმართე.
უბრალოდ... არ შემიძლია. თითქოს ჩემი მკერდი გამოქვაბულშია. მუდმივ ფიზიკურ ტკივილში ვარ და არა მგონია ამას რაიმე საერთო ჰქონდეს ჩემს ჭრილობებთან. ჩემი მთლიანი სხეული გლოვობს სიყვარულს რომელიც დავკარგე და ხანდახან სუნთქვაც მიჭირს როდესაც მასზე ბევრს ვფიქრობ.
ყველაფრიდან გამოვეთიშე. ჩემი გამომეტყველება გაქვავდა და ნაწილობრივ მკვდარივით ვიყურებოდი. საკვებს არ შევხებივარ, წონა დავკარგე. მხოლოდ წყალს ვსვავდი და მხოლოდ მაშინ როდესაც რაილი მასმევდა. რაილიც ბევრს ტირის, მაგრამ არა ისე როგორც დედა. ის ჩუმად ტირის, მისი მკერდი მძიმედ მოძრაობს როდესაც თმაზე მეფერება, რადგან არ ვაძლევ უფლებას ჩემს სახეს შეეხოს. მისი ცრემლები ტბასავით ჩერდება, არ მოედინება, ყოველთვის მაინტერესებდა როგორ უნდა იტირო მინის თვალებით.
მისტერ ჩევისი სხვანაირად არის. ის თითქმის ისეთივე ჩუმია როგორც მე. როდესაც ყველა ჩუმად ტირის, მისტერ ჩევისი საავადმყოფოს სკამს ეყუდება და მიყურებს. მის გამოხედვაში ბევრი ტკივილია, ისეთი ტკივილით მიყურებს რომ არ შემიძლია შეხედვა. ძალიან მტკივნეულია, როდესაც ხედავ ვიღაცას ამხელა ტკივილში. მისი თვალები პრაქტიკულად წუხილში ცურავენ. იშვიათად აკეთებს კომენტარს რაილის ამბებზე, ან ოდნავ თუ ჩაიცინებს. მაგრამ არაფერი აღწევს მის სევდიან, სევდიან თვალებს.
სემი, ჯენი და პაული იყვნენ რომ სახლში წასასვლელად დამხმარებოდნენ. პირველად ვნახე ისინი ავარიის შემდეგ და შემეძლო მეთქვა როგორ გლოვობდნენ.
- ჰეი ძმაო, მზად ხარ სახლში დაბრუნდე? - მკითხა პაულმა ჩაწითლებული თვალებით.
არ მიპასუხია, უბრალოდ თვალები დავახამხამე. ჯენიმ სცადა ხელები ჩემს გარშემო შემოეწყო მაგრამ გავეცალე და ამაზე ცრემლები ძლივს შეიკავა,
- ესმის მაინც ჩვენი? - ჩაიჩურჩულა სემიმ როდესაც მისგან ზურგით ვიდექი.
- თავისი ძმა და სიყვარული დაკარგა. ნორმალურია თუ თავს გვაჩვენებს თითქოს არ ესმის.
ტუჩზე ვიტკინე.
უფრო მეტი იყო ვიდრე ძმა.
უფრო მეტი იყო ვიდრე სიყვარული.
- ვიცი უბრალოდ.... ისეთი ნარვლიანია! ეს მეც მამწუხრებს! ანუ გავიგებდი რომ ეტირა ან რაღაც გულგასატეხი ეთქვა, ან ნება მოეცა ჩავხუტებოდი და ეტირა ჩემს მხარზე... მაგრამ ეს?
- ეს საშიშია.
- ხო...
როდესაც საავადმყოფო დავტოვეთ, დედამ მე და რაილი სახლში წაგვიყვანა. მამა სამუშაოზე დატოვა, რომელზეც მამაჩემი გამუდმებით ლაპარაკობდა. შემდეგ რაილი ჩამოსვა სახლთან.
- მადლობა მისის ვრაით - უთხრა რაილიმ დედას.
- შეგიძლია გზა იპოვო კარამდე? - ჰკითხა დედაჩემმა ნამტირალევი ხმით.
მორჩი ამ დაწყევლილ ქვითინს დედა, მთელი სხეული დაგეცლება სითხისგან.
- ჰო, მილიონჯერ მივსულვარ - დაარწმუნა ბიჭმა.
- და მაქს - შემომიბრუნდა მე - ჭამე რამე, იტირე, შენს თავს დაელაპარაკე, დაწერე, გააკეთე რამე, გთხოვ, ეს გლოვის შესაფერისი რეაქცია არ არის.
როდესაც არაფერი ვუთხარი უბრალოდ ამოიოხრა და მანქანიდან გადავიდა. სანამ კარს დაკეტავდა მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა.
- გადარჩი!
თვალები ცრემლებით ამევსო. ვერასდროს შევასრულებდი ამ თხოვნას.
- მიყვარხარ - ჩავიჩურჩულე ჩუმად თითქმის გაუგებრად.
მაგრამ რაილი უკვე წასული იყო.
როდესაც სახლში მივედით დედა მომიბრუნდა სევდიანი ღიმილით. ცდილობდა ეს შოუ ჩემთვის მოეწყო. მაგრამ არ დამიჯერებია, არც ვაპირებდი ამის თქმას მისთვის. ზოგჯერ ჯობია მისცე ადამიანს ნება ყველასთვის შეუმჩნეველი ნიღაბი ატაროს. ეს მათ იმის შთაბეჭდილებას უტოვებს რომ კონტროლს არ კარგავენ.
- აარონ, ცოტას დავისვენებ კარგი? აიღე რაც გინდა მაცივრიდან.
თავი დავუქნიე მაგრამ ვიცოდი არ შევჭამდი. საჭმელი უბრალოდ არ მიზიდავდა. მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ რაღაც უნდა შემეჭამა, გულს მირევდა.
- ოჰ და პაულმა ყუთი დატოვა გუშინ, თქვა რომ შენთვის იყო. მისაღებ ოთახშია თუ გინდა - დაამატა დედამ და მანქანიდან გადავიდა.
გარაჟის კარი დაიხურა და სინათლე გამოირთო. ვიჯექი მინივენში, სრულ სიბნელეს მოეცვა ყველაფერი.
მივხვდი რომ სამყაროს არ ჰქონდა პატივისცემა ცოცხალი არსებების მიმართ. ყველა ჩვენგანი უმნიშვნელონი ვიყავით. მხოლოდ ერთადერთი მიზეზი თუ რატომ ვგრძნობდი თავს შესამჩნევად ნახევარი ცხოვრების მანძილზე, იყო ის რომ მყავდა ადამიანი რომელმაც სამყარო ხელის გულით მომართვა.
მანქანიდან გადავედი და კარი ნელა დავხურე.
'ღმერთო, ძალიან უბედური ხარ რონი' გავიგონე ხმა ჩემს თავში.
ნახევრად გამეღიმა, მაგრამ გული ისევ გამეხსნა და ცრემლები შევიკავე ჩემს ძმაზე ფიქრებთან ერთად. ეხლა არა. სახლში შევედი, ღრმად ვსუნთქავდი. ყველაფერი ბნელი და ჩუმი იყო.
ანალაინის გარეშე, რომელიც დეიდასთან რჩებოდა, სიწყნარე იყო. სიცარიელე. სამზარეულოს კედელს მივეყუდე, თითქოს სამმა ნაბიჯმა მთელი ენერგია გამომაცალა. ღრმად, დამაწყნარებლად ჩავისუნთქე და აკანკალებული ხელი თმაში შევიცურე.
ზუსტად ეხლა ალექსი კომფორტულად ჩამიხუტებდა გულში, ტუჩებს ჩემს თმაზე მოაწებებდა და ჩემს სახეს გულზე მიიხუტებდა. მისი შეხებისთვის გავიწიე. ისე, თითქოს ისევ ჩემთან იყო რომ დავემშვიდებინე. დამშვიდება არც დამჭირდებოდა აქ რომ ყოფილიყოს. მის მკლავებში ვიცინებდი, ის ჩემი საქმრო იქნებოდა....
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცამ დამჭრა და სუნთქვა შევწყვიტე. ერთ ადგილზე გავშეშდი. მოძრაობა მჭირდებოდა, გონება უნდა ამემუშავებინა. მისაღებში გავედი და ყუთი ავიღე. მოსაწევის სუნი ვიგრძენი. ჰო, ნამდვილად პაულისგან იყო.
ამან შემახსენა როგორ მჭირდებოდა სიგარეტი. კიბეზე ავედი ჩვენი, არა, ჩემი ოთახისკენ. რამდენიმე წუთი დამჭირდა გასაღებად. შემდეგ როდესაც ეს გავაკეთე, ყველაფერმა ტალღასავით დამარტყა. მისი სუნი მთელს ოთახში ტრიალებდა. ყველგან იყო. სუსტად ამოვიკვნესე როდესაც მკერდი ტკივილით დამიმძიმდა. ვგეგმავდით რომ ერთად დავბრუნდებოდით.
საწოლზე დავწექი, ყუთი გვერდით დავდე და სახე გადასაფარებელში ჩავრგე. როდესაც მისი ლამაზი სურნელი შევისუნთქე, ცრემლებს მივეცი გადმოსვლის უფლება. ჩუმად, ისინი აპობდნენ ჩემს სხეულს და ამსხვრევდნენ ჩემს ძვლებს. ხმას არ ვიღებდი უბრალოდ ვქვითინებდი, ვიცოდი არავინ იყო რომ ჩემი გაეგო. და არავინ იყო ვისაც ადარდებდა.
უკვე აღარ.
ათი წუთის, არაკონტროლილებადი ტკივილის შემდეგ, წამოვჯექი და ყუთი ავიღე. ჩემი მწუხარების მიუხედავად, ინტერესი მაინც მომეძალა. არ მომიწევდა მეღიარებინა რომ ჩემი ძმა მ...იცით რაც.
სახვევი მოვხსენი და კალათბურთის ფეხსაცმელი დავინახე. მაშინვე ვიცანი ალექსის იყო. როდესაც ამოვიღე და გვერდით გადავდე, რვეულის ამოხეული ფურცლები გამოჩნდა. რა ჯანდაბაა... ავიღე ერთი გვერდი. ირიბმა ხელნაწერმა ცრემლის შეკავება გამირთულა.

"ძვირფასო რონი.
წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვაკეთებ ამას. თვეებია მას შემდეგ გასული რაც დაგატყვევეს. იდიოტურ სეანსებზე დავდივარ, რადგან დედა ფიქრობს რომ დეპრესიაში ვარ. ყველაფერი გამოუსადეგარია, მაგრამ ერთი აზრი, რომელიც თერაპისტმა მომაწოდა, მინდოდა მეცადა. მან თქვა რომ წერილი უნდა მოგწერო როცა მომინდება.. შემდეგ მეგობარს მივცე რომ უსაფრთხოდ შემინახსო. ნუ, დარწმუნებული არ ვარ რამდენად მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ვცდი.
მენატრები. ყველაფერზე მეტად. შენთან ლაპარაკი მენატრება, შენი კოცნა მენატრება, გაღვიძება და ჩემს გვერდით შენი დანახვა მენატრება. ღმერთო, როგორ მქენჯნის სინდისი რონი. როგორ მქენჯნს სინდისი. იქ ვიყავი და უბრალოდ მივეცი უფლება შენი წაყვანის. ერთი და იგივე მოგონება მჭამს ყოველ ღამით.
შენს სახეს ვხედავ გონებაში, ისევ და ისევ. გთხოვ, გთხოვ, არ იყო მკვდარი. თუ მკვდარი ხარ თავს მოვიკლავ. ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიბრუნო. გპირდები."

ვიგრძენი ცრემლები როგორ ჩამოდიოდა ჩემს ლოყებზე როცა ვკითხულობდი. ალექსი მწერდა და ეხლა ვისმენდი, როდესაც უკვე მკვდარი იყო. შემდეგი წერილი მოვძებნე.

" ძვირფასო რონი,
გახსოვს ის დრო როდესაც თოთხმეტისები ვიყავით და ვიჩხუბეთ? ფიქრობდი რომ ვიღაც ჯეკთან გღალატობდი. გიყვირე და შენ არ მელაპარაკებოდი დღეების მანძილზე. არც მე გელაპარაკებოდი, ერთადაც კი არ გვეძინა, გახსოვს ეს? შემდეგ მენატრებოდი და მობოდიშება მინდოდა, შენს მოსაძებნად ავდექი ერთ ღამეს, შენ კი სააბაზანოში იჭრიდი მაჯებს. სააბაზანოს ცივ იატაკზე იჯექი და ყველგან სისხლი იყო, შენი ვენები კი გადაჭრილი და სისხლი მოგდიოდა. ტიროდი გახსოვს? შენ ტიროდი ისე რომ ვერც შემამჩნიე. ტიროდი და ჩემს სახელს იმეორებდი.
ეს ღამე იყო პირველი, როდესაც შენს გამო ვიტირე. ამ ღამეს გაკოცე, ხელი შეგიხვიე და პირობა მოგაცემინე რომ არასდროს აღარ გააკეთებდი იგივეს. მაშინ პირველი ღამე იყო როდესაც მივხვდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარდი და მთელს ცხოვრებას მხოლოდ შენთან გავატარებდი.
ერთი წელი გავიდა თითქმის რონი. სად ხარ? ჩემთან მჭირდები. ეხლა ვიცი როგორ გრძნობდი თავს მაშინ, სააბაზანოში რონი. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ერთადერთი მიზეზი რატოც არ ვღვრი საკუთარ სისხლს, ის არის რომ ვიცი არ გენდომებოდა ამას ვაკეთებდე."

ყვირილს, პატარა ხმებად ვახშობდი. ჩემს მაჯებს დავხედე, სადაც ისევ მქონდა შრამები იმ საშინელი კვირიდან როდესაც ალექსი არ მელაპარაკებოდაა. პირობა დავიცავი, არასდროს მიფიქრია ხელების გადაჭრაზე მას შემდეგ რაც ალექსმა შემაჩერა. გვერდებს თვალი გადავავლე და შემდეგი ავიღე.

" ძვირფასო რონი.
ერთი წელი გავიდა. სად ხარ რონი? რატომ არ დამიბრუნდი? რატომ დამტოვე ესე? ღმერთო, ძალიან მიყვარხარ რონი! მენატრები! მჭირდები! მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ."

ღრმად, კანკალით ჩავისუნთქე და კიდევ ერთი ფურცელი ავიღე უფრო ვრცელი ტექსტით.

" ძვირფასო რონი,
სემმა სცადა რომ წვეულებაზე წავეყვანე რამდენიმე დღის წინ. თქვა რომ ჩემს ახალ მანქანას ავღნიშნავდით, მაგრამ ვცადე მეთქვა რომ მანქანა კიარა ჯართი იყო. ღმერთო, ვფიქრობ ერთ დღეს მომკლავს, ღვედიც კი არ აქვს.
ამბობენ ადამიანის დაკარგვას უნდა შეეგუო დროის განმავლობაში. ნუ ეს დაახლოებით ერთი წელი და კიდევ ნახევარია. მაინც ვერ დაგივიწყე. არ შემიძლია ერთი წუთიც გავძლო შენზე ფიქრის გარეშე და ეს ყველაფერზე მოქმედებს. სემი ცდილობს მაიძულოს რამის გაკეთება, მაგრამ ჯენი და პაული დანებდნენ. უბრალოდ აზრი არ აქვს. იქნებ დეტექტივები მართლები არიან და მკვდარი ხარ? რა აზრი ექნება ამ ყველაფერს.
მძულს თეთრი ფურგონები. არ შემიძლია შენი მაისურის სურნელის შეგრძნება შევწყვიტო. არ შემიძლია შეჩერება რონი... გთხოვ დამიბრუნდი."

ცრემლები ლოყებზე ჩამომდიოდა პატარა მდინარესავით. მას მართლა ძალიან ვენატრებოდი. უამრავ წერილს დავხედე.

" ძვირფასო რონი,
ანალაინი გაიზარდა. არავის შეუძლია სწორად ლაპარაკი აიძულოს როგორც შენ შეგეძლო. ის ერთადერთია რომელსაც ჩემი გაღიმება შეუძლია. ალბათ არ ახსოვხარ. ეს მამწუხრებს. (შენსავით ვლაპარაკობ არა?) მენატრები. ძალიან მინდა გაკოცო. უბრალოდ მინდა შენი ღიმილი ვნახო. გთხოვ?"

" ძვირფასო რონი,
დღეს სკოლისთვის არ ავდექი. ჩემი სხეული გატეხილია. ფუნქციონირება არ შემიძლია. უფლება მოგეცი ჩემგან წასულიყავი და არაფერს არ ვაკეთებ შენს დასაბრუნებლად. ჩემი თავი მძულს."

"ძვირფასო რონი,
მიყვარხარ"

არ ვიცი რამდენის ატანა შემეძლო. უკვე ვტიროდი. არ შემეძლო...მესუნთქა. შემდეგ მივხვდი როგორ არ შემეძლო ალექსის გარეშე ცხოვრება.

" ძვირფასო რონი,
ორი წელი გავიდა დღეს. მისტერ ჩევისს ვუთხარი ჩვენს შესახებ. მენატრები. მიყვარხარ. ერთადერთი მიზეზი რატომ არ ვარ მკვდარი, ის არის რომ არსებობს პატარა შანსი, შეიძლება ცოცხალი იყო. არ ვიცი რამდენის ატანა შემიძლია. ძალიან ვცდილობ მაგრამ შენს გარეშე სიბნელეში ვარ."

მთელი ყუთი მოვისროლე და წერილები ამოვკრიფე. არ შემეძლო, უბრალოდ არ შემეძლო მეტის წაკითხვა. პატარა ნაწილებად ვიშლებოდი.. უკანასკნელი წერილი ხელის კანკალით ავიღე. ეს ალბათ წინა დღეს დაწერა სანამ გამათავისუფლებდნენ.

" ძვირფასო რონი,
დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ამ ყველაფრის თქმა. მინდოდა შენთან ერთად ყოფნა. მინდოდა შენთან დაკავშირებული და ისევ შევსებული ვყოფილიყავი. ყოველთვის როდესაც შენზე ვფიქრობ, ჩემი გული იკუმშება და მთელი ჩემი არსობა რაღაცით ივსება რისი აღწერაც არ შემიძლია. როგორ შეიძლება სიყვარული სიტყვებით გადმოვცე? არ ვიცი, მაგრამ ვეცდები.
შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის. ვიცი ისინი ამას გამუდმებით ამბობენ წიგნებში და ფილმებში, მაგრამ ამჯერად მე მართლა ვგულისხმობ. სრულიად დარწმუნებული არ ვარ როგორ ვცოცხლობ შენს გარეშე. ყოველდღე ვფიქრობ როგორი იღბლიანი ვარ რომ შენ მყავხარ, რომ შემიძლია შენთან ერთად დიდხანს ვიცოცხლო. ვერ ვიჯერებ რომ შენს გარეშე ვარსებობ. ჩემს გვერდით არ ხარ. შენთან ერთად, მე მთელი ვარ, შენს გარეშე ცარიელი. გელოდები.
ყოველი წუთი ჩვენი, ერთად გატარებული, ისე მეჯახება როგორც ოკეანის ტალღები. დასასრული არ აქვს. ნაზია მაგრამ ხმაურიანი, ლამაზი და მაინც დაუვიწყებელი. მინდა შენთან ვიყო და თითები შენს თმაში შევაცურო, ვუსმინო შენი სიცოცხლის ყოველი დღის ყოველ წუთს. რატომ? იმიტომ რომ მიყვარხარ.
მახსოვს შენი ღიმილი როგორც სანათი სიბნელეში, მიძღვება იმისკენ რაც კარგია. როდესაც შენს სიცილზე ვფიქრობ თითქოს სამოთხის ანგელოზები მიმღერიან, ოჰ ღმერთო აარონ, როგორ ვარ საერთოდ შენს გარეშე?
ჩემო სიყვარულო, არასდროს მინდოდა შენი დატოვება, ვფიცავ, თუ ჩემთან დაბრუნდები, ცოცხალი, არასდროს აღარ დაგტოვებ. ერთად ვიცხოვრებთ. ასე რომ როგორ ჩავდო სიტყვებში სიტყვარული?
დაქორწინდები ჩემზე?"

და შემდეგ მე მართლა დავკარგე კონტროლი. ფურცელი ცრემლებით იყო გაჟღენთილი და არ შემეძლო ნორმალურად დამენახა. საწოლზე მოვიკუმშე და ჩემი დღიური გამოვიღე. როდესაც ჩემი დეპრესია დღიურში გადამაქვს, ვერ ვწყვეტ ტირილს.
ჩემი ძმა მჭირდება.
ვფიქრობ ფანქრით ხელში მეძინება.
დაკარგულივარ და ეხლა, ვიღაცამ რომ მკითხოს რა მინდა ვიყო როცა გავიზრდები, წარმოდგენა არ მექნება საერთოდ რას გულისხმობენ.

(კიდევ ერთი თავი დარჩა და დასრულდება)



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

არა რას მერჩოდი ჰა?რა იყო ეს?ჩემი ალექსი როგორ გაიმეტე მოსაკლავად.მგონი რონიზე მეტი მე ვიტირე.არ ველოდი ასე თუ დაამთავრებდი და არც მომეწონა.ალბათ ბოლო თავი სასწაული იქნება,წინასწარ უნდა შევემზადო რა.ნუ შენ რაც გქონდა ჩანაფიქრი ნამდვილად გამოგივიდა საყვარელო
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent