SoulMate 15
4 მაისი, 2016. როდესაც გავიღვიძე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიკუმშებოდი. უცნაურია ხო? არც შიში ან ტკივილი უბრალოდ ესეთი შეგრძნება მქონდა. მძიმედ დავახამხამე თვალები, ჩემს გარშემო ყველაფერი თეთრი იყო. ძალიან ნათელი იყო, დრო დამჭირდა გასააზრებლად რომ საავადმყოფოში ვიყავი. ისევ დავახამხამე თვალები გაოცებულმა, რა ადვილი აღმოჩნდა. მარცხენა ხელზე დავიხედე. დოლბანდში მქონდა გახვეული და ორი თითი ჩანდა მხოლოდ. ვენებში რამდენიმე მილი მქონდა შეერთებული. მკერდს საერთოდ ვერ ვამოძრავებდი, ალბათი იმიტომ რომ შეხვეული მქონდა. ტუჩები გავაღე, პირი დამშრალი მქონდა. სიგარეტი მჭირდებოდა, თანაც ძალიან. ბოლოს რომ მოვწიე საკანში ვიყავი, რაილისთან. გავფითრდი როდესაც გავიფიქრე რომ ეს შეიძლება ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ ყოფილიყო. ყოვლისშემძლე ღმერთო, რამდენ ხანს ვიყავი საავადმყოფოში? რამდენ ხანს ვიყავი გათიშული? რაილი კარგად იყო? სად ვიყავი? ისევ ბრაზილიაში ვიყავი? იცოდნენ ვინ ვიყავი? ბატონი მეძებდა? ოჰ ღმერთო, მოვკვდები? მას შემდეგ რაც გამოვიქეცი? - დილა მშვიდობის - უცნაური აქცენტისა და გარუჯული კანის მქონე ექიმი შემოვიდა ღიმილით. ვიფიქრე დიდი დრო ჰქონდა გატარებული მზეზე. ალბათ პორტუგალიურად კარგად ლაპარაკობდა და გამახსენდა ის კაცი რომელიც ბანაკში ჩვენს საყიდლად მოვიდა. - გამარჯობა - ჩემს გამომშრალ ყელს ლაპარაკი ვაიძულე - სად ვარ? - Boa Vista, ბრაზილიაში ხარ - მითხრა ექიმმა - ძალიან შეგვაშინე ახალგაზრდავ, უზარმაზარი ჭრილობები და ორი დღე კომაში, ნუ ვთქვათ რომ იღბლიანი ხარ ცოცხალი რომ გადარჩი - სკამი საწოლთან გადმოდგა და დაჯდა. - შ-შეგიძლიათ მითხრათ რა ხდება? - საავადმყოფოში ხარ, სასიკვდილო ჭრილობების გამო. 'ამ' საავადმყოფოში იმიტომ ხარ რომ ადგილობრივია. ამის გარდა, როგორც ვფიქრობ შენ უფრო მეტი იცი რა ხდება ვიდრე ჩვენ. ამ დროს, სამი ამერიკელი პოლიციელი შემოვიდა პალატაში. ნერვიულად გადავყლაპე ნერწყვი რადგან პოლიციელები იყვნენ, ასევე აღტაცებული ვიყავი რადგან ადამიანები იყვნენ და არა ისინი რომლებლსაც ორი წლის მანძილზე ვხედავდი. - აარონ - ერთერთმა დაიყვირა. მის ბოხ ხმაზე შევხტი. ოდნავ ჩაიცინა და ჩემს საავადმყოფოს საწოლზე ჩამოჯდა. ოდნავ ჩაიზნიქა მის სიმძიმეზე, მუხლები ნიკაპთან მივიტანე. არ ვიცოდი რა ხდებოდა, ასე რომ ოდნავ მეშინოდა, თანაც ვერ ვიჯერებდი პორნო ბანაკში რომ აღარ ვიყავი. - მაპატიე, უბრალოდ გახარებული ვარ რომ გნახე. - მაპატიეთ მაგრამ გიცნობთ? - არა, მაგრამ მე ნამდვილად გიცნობ - ისევ ჩაიცინა. ბაყაყის მსგავსი სახე ჰქონდა, თხელი თმითა და სქელი ფორმით. დიდხანს ვუყურე დიდებული გარეგნობის ხალხს, ეს კი არ ჯდებოდა მათ რიგში. არ იყო ცუდი, უბრალოდ ეს მახსენებდა რომ ნამდვილ სამყაროში ვიყავი რომელიც სავსე იყო ძალიან ბუნებრივი ხალხით. - დეტექტივი ვარ რომელიც გეძებდა, დეტექტივი ბრაუნი - ხელი ნელა ჩამომართვა. - თქვენ მეძებდით? - თითქმის დაუჯერებლად ჩავიჩურჩულე. - ნუ რა თქმა უნდა ბავშვო! მაგრმა უნდა ითქვას რომ ჩიხში შეგვიყვანე, ამხელა გზა სამხრეთ ამერიკამდე! - მე ნამდვილად არ გადამიწყვეტია იქ წასვლა. მან გაიცინა - კი მესმის. უბრალოდ გვჭირდება გავიგოთ რა დაგემართა. უნდა ვიცოდეთ სად იყავი ორი წლის და ერთი თვის მანძილზე. ამაზე ავკანკალდი. რას გამიკეთებდნენ ეს ხალხი როდესაც გაიგებდნენ ვინ ვიყავი? ან რა გავაკეთე? - ბავშვო, დაწყნარდი. მხოლოდ ის გვითხარი რაც შეგიძლია. შევამჩნიე როგორ არ მითხრა "გვითხარი თუ შეგიძლია" ან " თუ სურვილი გაქვს". უნდოდა რაღაც მაინც მეთქვა. - კარგი - ვთქვი ჩუმად, უცებ არ მომეწონა ეს კაცი. მის უკან მდგარმა ორმა კაცმა ჩამწერი მოიმარჯვა. - Eh bien, j'ai été enlevé et emmené dans un camp de pornographie juvénile où j'étais sous-alimentés et maltraités et où il ya encore beaucoup d'enfants qui ont besoin d'être secourus... (კარგი, მომიტაცეს და წამიყვანეს ბავშვთა პორნოგრაფიის გადამღებ ბანაკში, სადაც გვამუშავებდნენ და საშინლად გვეპყობოდნენ, იქ კიდევ არის ბევრი ბავში რომელიც უნდა დაიხსნათ...). - გაჩერდი - თავი გააქნია - გაჩერდი, ინგლისურად თუ შეიძლება. - რა? - კბილებში გამოვცარი - შეგიძლიათ შემდეგ გადათარგმნოთ. შემათვალიერა , აშკარად არ მოეწონ ჩემი ტონი - მისმინე, თუ შეიძლება უბრალოდ ინგლისურად ილაპარაკე ბავშვო. თვალები გადავატრიალე, თავი არ შევიწუხე მეთარგმნა რაც ვთქვი და სხვა პასუხი გავეცი - მისმინეთ, მისტერ ბრაუნ. მე ეხლახანს გავიღვიძე კომიდან, მარცხენა ხელზე ორი თითი მაქვს და ჩემი მკერდი ფრანკეშტეინისას გავს. როგორც ვფიქრობ თქვენ სასიამოვნოდ უნდა მოექცეთ მათ ვინც გაათავისუფლეთ? ოჰ, დაიცადეთ, თქვენ არაფერი წვლილი არ მიგიძღვით, 'მე' გადავირჩინე თავი ბავშვთა პორნოგრაფიული ბანაკისგან. გაოცებულმა შემომხედა და მე საწოლს მივეყუდე. გადასაფარებელი თეთრი და სუფთა იყო, საავადმყოფოს პალატაში ვიყავი. მომწონდა რბილი მატერიის კანზე შეხება. პოლიციელმა მოიბოდიშა და მთხოვა ინფორმაცია მიმეწოდებინა რაზეც უარი ვუთხარი. ერთერთი მიზეზი თუ რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, ვიფიქრე რაილის და დანარჩენების დახსნას შეძლებდნენ, მაგრამ უკვე ვერ ვიტანდი ამ კაცს. ზუსტად გომბეშო იყო. - He, Monsieur Crapaud (გამარჯობა მისტერ გომბეშო) - წავიმღერე ჩუმად. - რა დამიძახე? - სახე გაუწითლდა. არაფერი მიპასუხია უბრალოდ გავიღრიჭე. შემეძლო მეთქვა რომ მისტერ გომბეშო დავუძახე, მაგრამ მისი ბრაზის ყურება მომწონდა. - როდის შემეძლება ოჯახი ვნახო? - ვკითხე, ტონი დავასერიოზულე და მისი სახეც მაშინვე მოლბა. სიბრალული, მშვენიერია საავადმყოფოში მოხვედრილი ბავშვისთვის. - ისინი აქ არიან, არ უშვებდნენ რადგან ტესტების პასუხები სჭირდებოდათ რომ ნორმალურად რეაგირებ. თვალები გამიფართოვდა და გული ლამის მკერდიდან ამომიხტა. ალექსი იმავე შენობაში იყო სადაც მე?!? - შეგიძლიათ შემოუშვათ? ყველა კითხვას ვუპასუხებ გპირდებით, გთხოვთ მათი ნახვა მჭირდება - ვეხვეწებოდი თვალებგაფართოებულ პოლიციელს. ოდნავ წამოვჯექი და თმა ყურებს უკან გადავიწიე. ქედმაღლურად გამოვწიე ოდნავ ტუჩები, წარბები ავწიე და თვალები სხივებით გამევსო. ამ გამოხედვას შეეძლო ბატონი მუხლებზე დაეჩოქებინა. როგორც აღმოჩნდა ამან მისტერ ბრაუნზეც იმოქმედა, რადგან სწრაფად დამიქნია თავი და დავინახე თვალები ნისლით აევსო. - მოგვიანებით დავბრუნდებით - უთხრა ექიმს - შეგიძლიათ ბიჭის მშობლები შემოუშვათ. უფრო გავსწორდი და გადასაფარებელი წელამდე ჩამიცურდა. სახვევებით გამოწვეული უსიამოვნება დამავიწყდა. ექიმმა ოთახი დატოვა, მის ყოველ მოქმედებას ვადევნებდი თვალეს. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ შემოვიდა, ხალხთან ერთად რომელიც უკან მოყვებოდა. დედაჩემი შემოვიდა. დაბერებულიყო და უფრო დანაოჭებულიყო, თმა კი მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. ეს ძლივს შევამჩნიე რადგან ბოლო წლების მანძილზე რაილი იყო ჩემთვის დედაც და ოჯახიც, ეხლა კი ჩემს რეალურ დედას ვუყურებდი. - დედა! - დავიყვირე და მის სახე და თვალები ცრემლებით აივსო. ჩემთან გამოიქცა და ჩამიხუტა. ისევ ისეთი სუნი ასდიოდა, სახე მის მხარში ჩავმალე და ის ტიროდა, სიხარულით შევხდი. ის აქ იყო, დედაჩემი ჩემთან იყო. - აარონ, აარონ, აარონ - ის ჩურჩულებდა ისევ და ისევ. ვფიქრობ მოსწონდა როგორ ამბობდა ჩემს სახელს, ორი წლის მანძილზე ვერაფრით ვახსენებდი 'დედა'-ს. შემდეგი მამა შემოვიდა. ის ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც ადრე და ისევ კლასიკური ტანისამოსი ეცვა. მისი სახე ღიმილმა გაანათა რომელიც იმ სპეციალური დღეებისთვის იყო განკუთვნილი როგორიცაა მაგალითად დაბადების დღე. იშვიათად ვფიქრობდი მასზე, მაგრამ მამაჩემს ვენატრებოდი. და ეს კარგი შეგრძნება იყო ჩემთვის. ის არ ტიროდა, მაგრამ შემეძლო დამენახა როგორ ცდილობდა თავის შეკავებას. დედას მერე ჩამეხუტა. ისევ პატარა ბიჭივით ვგრძნობდი თავს. - შენ ლექსი არ ხარ - პატარა ხმამ დაიძახა. დაბლა დავიხედე და დავინახე ყველაზე საყვარელი სახე რაც ოდესმე მინახავს. მისი თმა კულულებად ეფინა სახის გარშემო და ფუმფულა ლოყები მოეკეცა როდესაც ამომხედა. ანალაინი. - შენ ხარ არა ლექსი, შენ უფრო ხარ ლამაზი ვიდრე ლექსი. მისი ხმა. ძალიან. საყვარელი. იყო. სიტყვები და გრამატიკა არასწორი ჰქონდა. - მოდი შენ აქ! - დავიყვირე და ნაზი მოძრაობით ამოვახტუნე საწოლზე. ხითხითებდა და იკლაკნებოდა როდესაც ღიტინი დავუწყე. - არ უნდა თქვა "შენ ხარ არა ლექსი" თქვი " შენ ლექსი არ არ ხარ", გახსოვს? - ვუთხარი სიცილით. ისევ ჩაიხითხითა - კი, კი, კი! - თქვი სწორად პატარა ლინა - დავუძახე როგორც ადრე ვეძახდი. თვალები ისე გაუფართოვდა თითქოს რაღაც ამოიცნო - შენ არ ხარ ლექსი! - მხიარულად დაიყვირა. მეც გავიღიმე და მკერდზე მივიხუტე. - Vous aves si grand (გადასარევი ხარ).. - ჩავიჩურჩულე, ვერ ვიჯერებდი როგორ სხვანაირად გამოიყურებოდა. შემდეგ თითქოს რაღაც გამახსენდა, თავი წამოვწიე. სხეული თითქოს ცეცხლში გამეხვა და ანალაინი ძალიან ჩავიხუტე. - სად არის ალექსი? - დავუძახე მშობლებს. მათ ერთმანეთს შეხედეს. ოჰ ღმერთო, ეს "გამოხედვა" იყო. ის მოკვდა. ან მას არ უნდოდა ჩემი ნახვა. ან უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. ან შეყვარებული ჰყავდა და არ უნდოდა ვენახე. ან არმიაში მიიწვიეს. ან ის... - ქვემოთაა. - რა? - ნუ - დედაჩემი უხერხულად შეიშმუშნა - როდესაც მათ არ შემოგვიშვეს შენს სანახავად მაშინ, ალექსი... გაბრაზდა მცველებზე. ოთახში შემოვარდა და მოუწიეს სადღაც წაეყვანათ და არ შემოეშვათ კორიდორშიც კი. ანალაინს ძალაინ ვიხუტებდი და გოგონამ შეჰყვირა. ხელები გავუშვი და ჩემგან გადახტა. მძიმედ ვსუნთქავდი. - ძვირფასო - ის აღელვებული ჩანდა - შ-შენ შეგეძლება მისი ნახვა როდესაც საავადმყოფოდან გახვალ, შ... - მინდა ეხლა ვნახო! - დავიყვირე და საწოლს მუშტები დავარტყი, ლამის მილები გამომძვრა ვენებიდან. ოჰ არა, ეს არ მოხდებოდა. ჯანდაბა, დიდხანს ველოდე, ძალიან დიდხანს ველოდე, ძალიან დიდხანს იმისთვის რომ ბოლო წუთს უარი ეთქვათ, ეჩვენებინათ ჩემი ნამდვილი სიყვარული. მშობლებმა ბრაზით შემომხედეს. ოჰ დიახ, ძალაუფლება. - თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება! დიდხანს ველოდე რომ მენახა! თქვენ ნახევარიც კი არ იცით! თუ ალექსს არ ვნახავ ხუთ წუთში, ვიყვირებ! მოგიწევთ გარეთ გამაძეოთ საავადმყოფოდან! არ მაინტერესებს თუ გამაგდებენ, მინდა რომ ეხლა ვნახო! Alors aidez-moi DIEU, je vais tout vous jeter dans l'oubli, vous m'entendez? J'ai besoin de voir mon frère! Il est mon jumeau! Il est L'AMOUR de baise de ma vie et si vous ne me recevez pas de lui cet instant je jure que je vais tout vous botter dans les couilles! Je..." (ასე რომ დამეხმარეთ ვნახო ჩემი ძმა თორემ თქვენც დაგივწყებთ! ჩემი ძმის ნახვა მინდა, გესმით? ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია, უნდა მოიყვანოთ სასწრაფოდ თორემ ვფიცავ ყველას ვცემ! მე...) დედაჩემმა მხრებით დამიჭირა, მიყურებდა თითქოს მონსტრი ვიყავი. ისევ სიბრაზის ორთქლი ამდიოდა, მაგრამ მისმა ქცევამ მომაკეტინა მომენტალურად. - აარონ, დამშვიდდი. მოვიყვანთ მას, დარწმუნებული ვარ ისინი გამონაკლისს დაუშვებენ შენთვის. ეს... ფრანგული იყო? თავი სწრაფად, მოუთმენლად დავუქნიე - წადით მოიყვანეთ ის, გთხოვთ. კარისკენ მივუთითე. არავინ გაინძრა, წარბები ავწიე და თავი წინ ოდნავ წავწიე. ყველა გავარდა ოთახიდან და მალევე მარტო დავრჩი. ისინი ჩემს ძმას მოიყვანდნენ. მოულოდნელად თავდაჯერებულობა გამიქრა. საავადმყოფოს ხალათი მეცვა რომელიც სხეულს მიფარავდა. თმა ალბათ აჩეჩილი მქონდა და სახვევები მთელს სხეულს მიფარავდა, ვენებში კი წვეთოვანი მქონდა შეერთებული. არ ვახსენებ თითებისა და უმანკოებას ნაკლებობას. ისევ მოვწონდი? ისევ რონის დამიძახებდა? ისევ არსებობდა სინამდვილეში და არ ოყო რომელიღაც ღვთაებრივი ფანტაზია ჩემი გონების სიღრმიდან? და იქნებ მე ის აღარ მახსოვდა კარგად? იქნები ის განსხვავებული იყო? ისევ ვუყვარდი? შემდეგ კარის გაღების ხმა გავიგე და ყველა ეჭვი გაქრა ჩემი გონებიდან. მხოლოდ ის მახსოვდა როგორ უნდა მესუნთქა. ვინ იყო ეს ღმერთკაცი ჩემს წინ? ოჰ ის ბევრად, ბევრად უკეთესი იყო ყველაფერთან შედარებით რამაც გონებაში გამიელვა. სუსტად ვიგრძენი თავი. მაშინ, იქ, არ მადარდებდა შეყვარებული ჰყავდა თუ არა, ვძულდი თუ არა, ან თუ ვეღარასდროს შემეძლებოდა მისი ნახვა. ეს იყო რაღაც სხვა... მისი კანი დიდებული და ფერმკრთალი იყო, როგორც ჩემი ადრე, ძალიან ნაზი და სრულყოფილი. მისი კუნთები მჭიდრო, თეთრი მაისურიდან მკვეთრად ჩანდნენ. ოჰ და მისი სახე, ამ ლამაზმა, შოკურმა გამომეტყველებამ დამადნო. მისი თმა აწეული იყო და კუთხური სახე და ოდნავი წვერი. ყველაფერი მომწონდა მასში. ყველაფერი სრულყოფილი ჰქონდა და ყველაფერი იქ და მაშინ ჩემი იყო, სულ ჩემი, ჩემი ჩემი. - რონი? - ჩაიჩურჩულა მან. მისი ხმა ისეთი ტკბილი იყო, ოჰ როგორი ტკბილი, ძვირადღირებული შოკოლადის მსგავსი, მინდოდა მისი ხმა მთელი დღე მესმინა. მინდოდა მთელი დღე ამ ლამაზ, ყინულოვან თვალებში მეცქირა და ვყოფილიყავი მასთან ერთად სულ ყოველთვის. წლები იყო მას შემდეგ გასული რაც ჩემი სახელი გავიგონე, ჩემი ნამდვილი სახელი, მისი წუნდაუდებელი, უმწიკლო ტუჩებიდან. ვფიქრობ მოვკვდი. - ალექს - ამოვაყოლე სუნთქვას და შემდეგ მის მკლავებში ვიყავი. საავადმყოფოს საწოლიდან წამომწია, წვეთოვანი მძვრებოდა მაგრამ არ მადარდებდა. ოჰ ღმერთო დიდებულო, ისევ ისეთი სუნი ჰქონდა. ისეთი სასიამოვნო სუნი ჰქონდა და მისი მკლავები ისეთი ძლიერი იყო. თითქოს ეს მომენტი მთელ ჩემს ტკივილად ღირდა. - რონი, რონი, ოჰ რონი ჩემო სიყვარულო, რონი... - ის მოსთქვავდა ჩემს სახელს ისევ და ისევ. შემდეგ მაკოცა. როგორ ავღწერო ერთი კოცნა? არ შემიძლია. ეს განსხვავებული იყო ცივი, მოუქნელი კოცნებისგან როგორც ბატონისა იყო ან ლუკასი. მე.სამოთხეში. ვიყავი. ფეხები წელზე შემოვხვიე, კლავები მხრებზე, ჩვენი ტუჩები ერთად, ჰარმონიით მოძრაობდნენ. იმდენი დრო იყო გასული რაც მისი გემო არ მიგრძვნია, იმდენი დრო იყო გასული რაც ნამდვილი ბედნიერება ვიგრძენი. ვკოცნიდით და ვკოცნიდით და ვკოცნიდით. მისი თითები ჩემს გრძელ თმაში დაცურავდა. საწოლზე მოვთავსდით ერთად. ისევ მთლიანად ვგრძნობდი თავს, მან გამაძლიერა და აღმადგინა. - მიყვარხარ - ის მოთქვავდა კოცნებს შორის, ვგრძნობდი მის მლაშე ცრემლებს - ძალიან, ძალიან ძლიერად მიყვარხარ. ისევ ვაკოცე ისეთი სიძლიერით და სიყვარულით, როგორიც მეგონა დავკარგე და აღარ შემრჩენოდა. შემეძლო გამესინჯა მისი სიყვარულის გემო თითქოს რაღაც სასიამოვნო სურნელება იყო. მისი სხეული ჩემთან ისე ბუნებრივად ჩანდა, სწორად, არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ. - მეც მიყვარხარ, ალექს - ფრანგულად და ინგლისურად, თითქმის შეუცნობლად ვლაპარაკობი - "Je t'aime, I love you, love you, love you, Je t'aime. (მიყვარხარ, მიყვარხარ..._ ვიცინოდი და ისიც იცინოდა, ისევ ვკოცნიდით ერთმანეთს და არასდოს მინდოდა ეს შეჩერებულიყო. დამავიწყდა რომ საავადმყოფოში ვიყაივთ. დამავიწყდა რომ ბრაზილიაში ვიყავით, ვერ ვიდარდებდი ვერაფერზე, თუნდაც ვიღაც შემოსულიყო იმ მომენტში. რადგან ის საბოლოოდ ჩემთან ერთად იყო და მე მის მკლავებში ვიყავი. - შენი პირობა დაიცავი - ჩავჩურჩულე მას, თითებით ვეფერებოდი სახეზე, ისევ ვიხსენებდი მისი სახის ყოველ დეტალს რომელიც დამვიწყებოდა - შენ გადამარჩინე. - ოჰ რონი - ისევ მაკოცა, ჩვენი ტუჩები სულ ოდნავ ეხებოდა ერთმანეთს - რონი, შენ გადამარჩინე. გულიანად გავიცინე, უფრო მეტად მივეკარი. რა შეიძლება იყოს ამ ქვეყნად რაც ჩვენს დაშორებას შეძლებს? - ძლივს, ძლივს, ძლივს, ძლივს. სამყარო არ არსებობდა. როდესაც მის თვალებში ვიყურებოდი ყველაფერს ვგრძნობდი რაც ორი წლის მანძილზე მენატრებოდა. - კიდევ მაკოცე. ისევ ვკოცნიდით ერთმანეთს, არც მეტი არც ნაკლები და მაინც ეს ყველაფერი იყო. ალექსი ჩამეხუტა ისე როგორც მხოლოდ მას შეეძლო. ვფიქრობდი ყველა მომენტზე როდესაც მის გვერდით ყოფნაზე ვოცნებობდი. ზუსტად მაშინ, შემეძლო მოვმკვდარიყავი. ბედნიერი მოვკვდებოდი. მოვკვდებოდი უკვე სამოთხეში მყოფი. აღარც კი ვიდარდებდი თუ სიგარეტს ვეღარ მოვწევდი. მას შევხედე და ვიგრძენი სველი წვეთი როგორ ჩამოგორდა ჩემს ლოყაზე. ხელი სახესთან მივიტანე და თითები ცრემლებს შევახე. ჩემს წინ, ლამაზ კაცს, ვუყურებდი შიშითა და აღტაცებით. პირველად ორი წლის მანძილზე, მე ვტიროდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.