მკითხველის ძიებაში
ვიჯექი ფანჯარასთან და ვუყურებდი როგორ მოძრაობდა სამყარო ჩემს გარშემო,და ვგრძნობდი რომ მე ვიყავი ამ სამყაროში ზედმეტი,მინდოდა კივილი მინდოდა ყვირილი მაგრამ ვერ ვყვიროდი,ვამბობდი რომ ცხოვრება რთულია რომ ეს ყველაფერი მე მკლავდა მათი ირონიული სახეები დღემდე მტკენენ გულს დღემდე მინდა ვიყო ის რაც და ვინც ვარ სინამდვილეში, რატომ უნდა ვიმალებოდეთქო ვეუბნები ჩემსთავს ის კი დუმს,დუმს როგორც მკვდარი ადამიანი,დავდივარ ქუჩაში და ვუყურებ ადამიანებს დამპალ სხეულში გამოკეტილებს რომლებსაც სხვის ნაკლზე ლაპარაკის მეტი არაფერი შეუძლიათ,საკუთარ თავში ტკივილის ჩაკეტვის მეტი არაფერი შემიძლია და თუ შემიძლია მაშინ მე ამ გზას ვერ ან არ ვპოულობ,თვითმკვლელობის 13 მცდელობის შემდეგ მე მაინც ვცოცხლობ იმ იმედით რომ გამოჩნდება ადამიანი რომელიც გამაგებინებს ცხოვრების აზრს არსს ან უბრალოდ მიმასწავლის როგორ ვიცხოვრო როგორ ვიარსებო ან უბრალოდ რაიმე მიზანი დამანახოს რომ მისკენ მივისწრაფო არმინდოდეს ამ გზიდან გადახვევა და კიდევ 1 მცდელობა რომელიც სამუდამოდ გამანადგურებს,მგონია რომ ვიღვიძებ ხალხით სავსე ოთახში ვყვირი ბოლო ხმაზე ვითხოვ დახმარებას განწირული ხმით მაგრამ არავინ მპასუხობს ყველას თავისი ბედნიერება უხარია მაგრამ არავინაა მათში სხვისი უბედურება ბედნიერებად რომ აქციოს.იტყვიან მას ადამიანებზე დამოკიდებულების მანია სჭირსო იტყვიან ნარკომანი იყოვო იმასაც იტყვიან მარტოობამ გააგიჟაო,მსურდა მეცხოვრა მსურდა მეცოცხლა მაგრამ ხელი არავინ გამომიწოდა არავინ ამომათრია იმ ჭაობიდან რომელშიც თავად ხალხმა მასამ და ბრბომ ჩამაგდო,ჩემი დეპრესიის 1დან 10მდე შეფასება რომშემეძლოს 10+სს დავუწერდი,ადამიანები? ისინი ყველაზე საშინელი ცხოველები არიან,რომლებსაც თავი რაღაც განსაკუთრებული ჰგონიათ მაგრამ მაინც დამპალ სხეულში გამოკეტილი კრიტიკოსები არიან,ძალაუფლების მოყვარული არარაობები რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ჭაობში ისვრიან.“ძალაუფლება – ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.” ციტატა ერიხ მარია რემარკის რომანიდან “ტრიუმფალური თაღი”.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.