შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (1)


12-11-2016, 17:11
ავტორი ki si
ნანახია 2 022

-ნეითან,-გაბრაზებულმა ქალმა ფეხი დააბაკუნა მაგრამ ბიჭს არ მოუხედავს მომცრო თეთრი სახლის კარი მიიბრახუნა.
-აპატიეთ საერთოდ ასე არ იქცევა ხოლმე,-ქალმა უხერხულად გაგვიღიმა
-კი როგორ არა,-ჩავისისინე მე რაზეც დედაჩემის მუჯლუგუნი მივიღე გვერდში
-ესეიგი მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ მერი,-მერიმ გაგვიღიმა და ნელი ნაბიჯით წავიდა თავისი სახლისაკენ.
-შვილო არ შეიძლება უცხოებთან ასე მოქცევა
-დედა კარგი რაა ეს ნათელი იყო, ახლა კი წავედი თორემ სკოლის ავტობუსი გამასწრებს მიყვარხარ,- დედაჩემს ვაკოცე და ავტობუსის ღია კარისკენ გავიქეცი.
,,ვერ ვიტან აქაურობას,, ჩავისისინე როცა სკოლის წინ ჩამოვედი და გადაჭედილ კოლიდორში შევედი, რიარუს თავი ძლივს დავაღწიე დერეფანი როგორც ყოველთვის ყარს ფეხბურთის გუნდის ოფლის სუნით, გვერდი ავუარე გოგონების ჯგუფს გულშემატკივართა გუნდიდან, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და როგორც იქნა ჩემს კარადასთან ვარ.
პირველი სპორტის გაკვეთილი მქონდა რომელმაც საშინლად ჩაიარა ბურთი მომხვდა ცხვირში წავიქეცი და თავი დავარტყი.
-ჰეი, ჰეი, შენ არ უნდა გავიწყდებოდე მე
-და რასმირჩევ მაიკ კლასის კართან გელოდო?-ისედაც გაღიზიანებული მაიკს ვუღრენდი
-გეყოფა ღვარძლის ნთხევა ბელა რამოხდა?
-არაფერი ცუდი დღე მაქვს
-კარგი მოდი ჩემთან
-ოღონდ ეს არა,-გაისმა როჯერის ხმა და მაიკს თავისი ინვალიდის სავარძლით ფეხზე გადაუარა,-გეყოფათ ჩახუტება ამაზრზენი საყურებლები ხართ.
-გვაპათიე,-მაიკმა როჯერს სარკაზმით გაუღიმა და მისი სავარძელი წინ წაიმძღვარა
-იცით რას გეტყვით ეს უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ა ა ა
-იზი ახლა რაღა მოხდა?-იზი ჩემი ერთადერთი გოგო მეგობარია ჩვენ ბაღის ასაკიდან ერთად ვართ.
-თქვენ მე არ მელოდებით,-თქვა გაბუტული ბავშვის სახით
-გეყოფა ძვირფასო,-როჯერი მას თავისი სავარძლით დაეჯახა და მუხლებზე დაისვა
იზი მათემატიკის კლასში დავტოვეთ და ნელ-ნელა ბიჭებიც შემომეცალნენ გვერდიდან. გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა და შემდეგ იზიმ სახლამდე მიმიყვანა.
-მიყვარხარ,-დაიყვირა და კოცნის გამოგზავნაც ვერ მოასწრო ისე მოსწყდა ადგილიდან თავისი მანქანით
-დედა მე სახლში ვარ!-დავიყვირე და ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე
-საჭმელი მაგიდაზეა საყვარელო ახლავე გამოვალ
-ნუ იჩქარებ არ მშია წავალ ვიმეცადინებ,- გამიხარდა კიდევაც დედა რომ აბაზანაში დამხვდა და ვერ მომახერხა დაკითხვა ჩაეტარებინა იმის შესახებ როგორ ჩაიარა დღემ. არ მყვარს მისი მოტყუება.
კიბეები სწრაფად ავირბინე და კარი ჩავკეტე. ეს ისდრო იყო როცა ყველაფერი ჩემს გარშემო მეზიზღებოდა. ჩანთა მოვისროლე და საწოლზე პირდაღმა დავეცი.
-ბელა სტუმრები გვყავს ახლავე ჩამოდი,-ძილიდან დედას ყვირილმა გაგომაფხიზლა ფანჯრიდან უკვე ოდნავ შებინდებული სამყარო მოჩანდა ზანტად ავდექი და კიბეებზე ლამის წავიქეცი. სამზარეულოში პირღია შევედია მერე გავიკრიჭე და დედაჩემის გვერდით დავჯექი.
-დილით ცუდად გამოვიდა ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ სტუმრობა,-მერიმ გამიღიმა და თავისი შვილიც აიძულა იგივე გაეკეთებინა
-ბავშვებო ჩვენ ვიჭორავებთ თქვენკი შეგიძლიათ გაისეირნოთ
-იცით მე ....,-დავიწყე დაბნეულმა
-ის მართალია ბელა ეს გადასარევი აზრია,-დედაჩემს სულაც არ შევცოდებივარ ისე დაუკრა სრულიად უცხო ქალს კვერი. მან ხომ არიცოდა იქნებ ეს დედა-შვილი მაინიაკი იყო და ცალ-ცალკე სურდათ ჩვენი დახოცვა. გაბრაზებული ავდექი და ქურთუკი ჩავიცვი
-მისმინე არ ვაპირებ გიდად ყოფნას ასე რომ შეგიძლკია წახვიდე
-რადამთხვევაა არც მე ვაპირებ შენს მოსმენას,-უცნაურად თითქოს ზიზღით ამათვალიერა და წავიდა.
მუცელში უცნაურმა გრძნობამ დამიარა თითქოს გავბრაზდი კიდევაც. 2საათი ვიჯექი სახლთან და ველოდი როდის წავიდოდა მერი მერე სახლში შევედი და კარი მივაბრახუნე
-როგორჩაიარა ექსკურსიამ?-დედას თვალებში რაღაც ენთუზიაზმის მაგვარი დავინახე
-მშვენივრად მალე დავმეგობრდით.,-ჩავიდუდუნე უფრო ჩემთვის
გაბრაზებული შევედი ჩემს ოთახში და ისევ საწოლს დავუბრუნდი არვიცი რატომ ვბრაზობდი იქნებ იმიტომ რომ არ მესიამოვნა სრულიად უცხო ადამიანში ასეთი ზიზღი რომ გამოვიწვიე ან იმიტომ რომ გარეთ შემცივდა. ამ უკანასკნელით თავი დავიიმედე პიჟამა ჩავიცვი და ისევ ძილს მივეცი თავი.
საერთოდ ადამიანებს ჩიტების ჭიკ-ჭიკი ან მზის სხივები აღვიძებს მე კი სიცივემ და დრამზე ბრახუნმა გამაღვიძა. გიჟივით წამოვხტი შეშინებული და სარკეში ჩემი გაბურძგნული თავი დავინახე, ფანჯარა სწრაფად დავხურე და ფარდეგი გადავწიე თავი საშინლად მტკიოდა ამიტომ საუზმეზე რამდენიმე გამაყუჩებელი დავლიე და ქარში გავაბიჯე.
-ჰეი შენ!-დავიყვირე როცა ჩემი ძვირფასი მეზობელი დავინახე თავისი მოტოციკლით მაგრამ მას არ მოუხედავს. სკოლის ავტობუსმა გამასწრო გაკვეთილზე დავიგვიანე და საშინელი დილის გამო ნარკომანს ვგავდი ინგლისურსი მასწავლებელი მეჩხუბა და დედაჩემთან დარეკა რომ მეორე დღისთვის დაებარებინა.
სახლში განადგურებული მივედი და გამოვიცვალე კომოდზე დიდას წერილი დამხვდა ,,მამიდასთან მივდივარ ავადაა, რამდენიმე დღეში დავბრუნდები მიყვარხარ,, ცოტახანი ფანჯარასთან ვიდექი მერე ჩანთა ავიღე და სამსახურში წავედი.
სახლთან ახლოს პატარა კაფეში ვმუშაობ ჭურჭლის მრეცხავი ვარ ეს ჩემი პატარა საიდუმლოა დედას არ მოსწონს მსგავსი რაღაცეები და თვლის რომ ოჯახის რჩენა მისი და მამას საქმეა. დღეს აქ მაინც გამიმართლა ბევრი ხალხი არ იყო და დროზე ადრე შევძელი სახლში წასვლა.
-ბელა დაიგვიანე,- გული გამისკდა სანამ ჩვენს სამზარეულოში მოფუსფუსე მერისი დავინახავდი
-მერი ყველაფერი რიგზეა?-ვიკითხე გაღიზიანებულმა და იქვე ჩამოვდექი
-კი დედაშენმა მთხოვა რამდენიმეჯერ შემომეკითხა სანამ თვითონ არ არის
-გასაგებია მადლობა ახლა სახლში ვარ,- ის ჩემი სიტყვების ქვეტექსტს ადვილად ჩასწვდა და ხელები გაიმშრალა.
-კარგი ახლა წავალ თუ რამე დაგჭირდება დამირეკე ნომერი მაცივრის კარზე დაგიკარი
-მადლობა,- რათქმაუნდა ვბრაზობდი დედაჩემზე რადგან ამ ქალს ზედმეტად ენდობოდა მე ასე ადვილად ვერასოდეს ვერავის ვენდობოდი და იზისაც კი არ მივცემდი ჩემი სახლის გასაღებს.
ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არაფერია ამიტომ ფილმის ყურების შემდეგ ყოველთვის დასაძინებლად მივდივარ. ყოველ დილას ადრე ვდგები რომ მომზადება მოვასწრო და დღევანდელი დილა იმით განსხვავდება კვირის სხვა დღეებიდან რომ დილით იზი შემპირდა გამოვლას და სკოლაში მიყვანას.
-დღეს როჯერის წვეულებაა გახსოვდა?
-რათქმაუნდა,-წარბები შევიჭმუხნე და სიტყვა რათქმაუნდა გამოკვეთილად ვთქვი
-ბელა ნუ იტყუები
-ხო კარგი დამიჭირე მაგრამ ახლა ხომ მახსოვს დავურეკავ დედას
-კარგი იქნება თორემ მერე ისევ დაგავიწყდება
-შენ რა გინდა რომ ახლავე დავრეკო?
-რათქმაუნდა ჩემი თანდასწრებით. არ ვაპირებ სიტყვაზე გენდო
-იზი!
-რა?
-არაფერი ვრეკავ,-დედას დავურეკე და სპიკერი ჩავრთე რომ იზის ტყუილში არ დავედანაშაულებინე
-კმაყოფილი ხარ?
-სავსებით ახლაკი გადადი. საღამოს გნახავ.
-აუტანელო,- სკოლის წინ ჩამოვედი და ავტოსადგომისკენ მიმავალ იზის თვალი გავაყოლე მერე ღრმად ჩავისუნთქე, კარადიდან ისტორიის წიგნი ავიღე და ისტორიის კლასისაკენ წავედი.
-რომელიმე მოსწავლის ძმა ბრძანდებით,-თავი ავწიე როცა მასწავლებელმა მოულოდნელად შეწყვითა რომის იმპერიაზე საუბარი და კარში გაჩხერილი ნეითანი დავინახე რომელიც უნებართვოდ შემოვიდა, მასწავლებელს ფურცელი გადასცა, დაუკითხავად აიღო წიგნი და თავისუფალ მერხი თავხედურად დაიკავა.
-კარგი ესეიგი ისტორიაში B-გყავს,-დაიწყო გაღიზანებულმა მისტერ მერსლოუმა და ნეითანი აათვალიერა,-მოდი შევამოწმოთ იმსახურებ თუ ჩემი ძვირფასი კოლეგა დააშინე
-როგორზ გნებავთ სერ
-წლევს დაასახელებ?-ნეითანმა მხრები აიჩეცა კლასი კი სეირის საყურებლად მოემზადა
-პირველი მსოფლიო ომი.
-1914-1918წწ.
-ინგლის-ბურების ომი.
-1899-1902წწ.
-რუსეთ-თურქეთის?
-1877-1878წწ
-აშშ-ში სამოქალაქო ომი.
-1861-1865წწ
-ასწლიანი ომები?
-1337-1453
-კარგი ყოჩაღ,-ეს პირველი შემთხვევა იყო როც მისტერ მერსლოუმ მშვიდად განაგრძო გაკვეთილი და მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ გაღიზიანებული გახედავდა ხოლმე ნეითანს რომელიც არ უსმენდა არაფერი უტქვამს.
როჯერის წვეულება ჩვეულებრივად მიმიდიოდა მამამისმა ბარი დაიქირავა ამ საღამოსთვის და ბარმენი გაფრთხილა სასმელი არავისთვის მიეყიდა მაგრამ ეს გაფრთხილება ყველას მისტერ დინის გასვლისთანავე დაავიწყდა
-მეტი აღარ დალიო
-გეყოფა რა ბელა მაცადე გართობა,-იზიმ ხელი აიქნია და ცეკვა განაგრზო
-ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება,-თავი საშინლად ამკივდა და ბარის მაგიდასთან დავჯექი
-ინებიეთ
-მგონი ფორთოხლის წვენი ითხოვა,-ნეითანმა ბარმენის ხელი ჭიქასთან დაიჭირა
-მაპათიეთ ახლავე გამოვცვლი,- თქვა შეშინებულმა ბიჭმა და ხელის კანკალით აიღო ჭიქა
-აქ როგორ შემოხვედი?
-არაფრის ბელა,-ჭიქში დარცენილი ვისკი დალია და დადგა
-მიპასუხე თუ შეიძლება
-არც ისთი რთულია იმ კარში გამოვლა რომელთანაც მთვრალი დაცვა დგას, ხო მართლა უთხარი შენს მეგობარს რომ მალე აქ პოლიცია მოვა
-საიდან მოიტანე?
-სანდომიანმა ჭორიკანა ქალმა 5წუთის წინ დარეკა გარეთ მდგარი აპარატიდან, არამგონია რომელიმემ მოახერხოთ იმის ახსნა რატომ ხართ მთვრალები
-თუ ასეა შენ რატომ არ მიდიხარ?
-მე სრულწლოვანი ვარ.
ის მართალი აღმოჩნდა როჯერთან მისვლაც ვერ მოვასწარი რომ კარში პილიციელები გაჩნდნენ
-ბატონი ის,- დავიწყე როცა დავინახე როგორ ჩააფრინდა ერთ-ერთი მათგანი იზის ხელში და კრისკენ წაიყვანა. თუმცა ხელი აიქნია და მიბრძანა გავჩუმებულიყავი.
მე როგორც ფხიზელი სახლში გამომიშვეს თუმცა მეგობრების დატოვება მიჭირდა სხვა გზა არ მქონდა და სახლისკენ წამოსასვლელ გზას დავადექი.
-შენი შეყვარებული პოლიციამ წაიყვანა
-შნე რა მოჩვენება ხარ?
-რატომ გგონია?
-აქ საიდან გაჩნდი?
-ეს ქუჩაა და უფლება მაქვს როცა მინდა მაშინ გავიარო მასზზე. იცი ზოგჯერ მგონია რომ სულელი ხარ
-მადლობა,-თავი საშინლად ამტკივდა და ხელები მოვიჭირე
-კარგად ხარ?
-შენს საქმე მიხედე კარგი?
-მესმის ალბათ შეყვარებულზე დარდობ და იმტომ გტკივა თავი
-რას დაგიჩემებია ეს შეყვარებული ან ვისზე ამბობ,-რატომღაც გავბრაზდი
-მაიკ რიკმანზე რათქმაუნდა
-საიდან მოგდის ასეთი აზრები იცი, რომ ეს ჩემს დამოკიდებულებას შენდამი კიდევ უფრო ამდაბლებს?
-რა ამდაბლებს?
-ასეთი სულელური ბოდვა თანაც ყოვლად უსაქმური მაპატიე მაგრამ შენ ეს არ შეგეფერება,-ლოყები ამეწვა და გამიხარდა რომ ღამე იყო და მას ვერ შეამჩნევდა
-აბა როგორი საქციელი შემეფერება ბელა?-ჩემი სახელი უცნაურად წარმოთქვა
-უფრო ნორმალური ჩემი ასაკის ბიჭებივით საუბრობ როცა დარწმუნებული ვარ რომ ასე არ ფიქრობა, რაში გჭირდება ეს?
-რა აზრი აქვს გულრწფელობას როცა სამყარო ასეთი ყალბაი?-ყბა ჩმომივარდა მან ის გააჟერა რასაც დიდიხანია ვფიქრობდი
-ღამე მშვიდობის ბელა,- მოვიხედე და მივხვდი რომ უკვე ჩემს სახლთან ვიდექი სახლისკენ შევბრუნდი და ხელი დავუქნიე ჩვენი გულწფელი საუბარი დამთავრდა და მეც სახლშ შევედი.
თავს უცნაურად ვგძნობდი, არ მეძინებოდა რადგან არ ვიცნობდი უცნაურ გაურკვეველ გრძნობებს რომელებმაც ხელი დამრია, არ ვიცოდი როგორ გავმკვავებოდი მას. გადავწყვითე რამე წამეკითხა წიგნების თაროს მივადექი და რამდენიმე ჩამოვიღე მოულოდნელად ვიგრძენი როგორ დამეხვა თავბრუ მერე ერთიანდ დამიარა რაღაც უნაურმა გრძნობამ და მსუბუქად დავეცი. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.



№1 სტუმარი Ani

Dzalian davinteresdi martla. mtavaria axali tavebis dadeba ar daagviano. Warmatebebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent