შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- blue - ( თავი 2 )


13-11-2016, 14:47
ნანახია 1 573

ლუკამ ცოტა რამ მიამბო მასზე , მისი მშობლები ორი წელია რაც, საზღვარგარეთ ცხოვრობენ , მომიყვა როგორ ძლიერ უყვარდა თავისი გარდაცვლილი შეყვარებული , მიამბო თუ როგორ ძლიერ უყვარდა ხატვა .
- აქ მარტო ცხოვრობ ?? - ვკითხე მოულოდნელად
- არა მე და ჩემი და ვცხოვრობთ აქ.
- შენი და ? და თუ გყავდა არ ვიცოდი , აქ რატომ არ დადის შენთან ერთად ??
- არ უყვარს ასეთი თავყრილობები, სახლში ყოფნა უყვარს, მივიდეთ დღეს ყველა ერთად და გაგაცნობ.
- გამაცნობ კიარა ეხლა ისე მეძინება აქვე დავიძინებ - ვუთხარი სიცილით
ისე მეძინებოდა, რომ წესიერად ვეღარ ვახელდი თვალებს, ლუკას მხარზე თავიი დავადე, თვალები დავხუჭე თუარა ეგრევე ჩამეძინა....
როცა გამეღვიძა დიდ ოთახში ვიყავი, საწოლიდან გადმოვედი ფეხსაცმელი ჩავიცვი და კარები გამოვაღე, უზარმაზარი კიბე ჩადიოდა დაბლა, თავიდან ვიფიქრე მარიამის სახლიათქო, მაგრამ მერე გამახსენდა რომ მარიამის სახლი სხვანაირი იყო.
დაბლა ჩამოვედი, აქეთ-იქით მიმოვიხედე და ერთერთ კარებში შევედი, ოთახში ლუკა დამხვდა, სავარძელზე წამოწოლილიყო, ცალ ხელში პულტი ეჭირა ახლოს მივედი, პულტი გამოვართვი და მაგიდაზე დავდე.
- ლუკა , ლუკა გაიღვიძე
თვალები ძვლივს გაახილა
- შენ აქ რა გინდა ??
- (გამეცინა) ეგ მეც მაინტერესებს აქ რას ვაკეტებ
- აა ხო გუშინ ჩაგეძინა და შენი სახლის მისამართი, რომ არ ვიცოდი აქ წამოგიყვანეთ ყველანი აქ იყვნენ ალბად სამზარელოში არიან.
- ეს შენი სახლია ?? ძალიან ლამაზია
- ხოო არაუშავს რა
შუბლზე ხელი მივიდე და თმებზე გადავისვი
- თავი მისკდება
- დაიცა ვეტყვი თინას და მოგიტანს წამალს - მითხრა ლუკამ
თინა მისი და მეგონა, მაგრამ, რომ დაუძახა ოთახში ასაკოვნი, თუმცა ძალიან ლამაზი და საყვრელი ქალი შემოვიდა.
- თინაა თავის ტკივილის წამალი მოგვიტანე რა თუარ შეწუხდები.
- კარგი ეხლავე
შემომხედა და გაიღიმა
- ეს ქალი ვინაა შენი მოსამსახურეა ??
- არა ჩემი და ჩემი დის გამზრდელია ჩვენი ძიძაა რა ერთი სიტყვით
- შენი და სადაა?? -ვკითხე გაკვირვებულმა
- არვიცი ლიზის გვიანობამდე უყვარს ძილი.
სამზარეულოდან მარიამი გამოვიდა
- ოჰოო გვრიტებოო გაგიღვიძიათ უკვე (გაიცინა)
- მარიამ მშიაა ლიზის სძინავს კიდე ??
- არა გაიღვიძა უკვე სამზარეულოშია
- წამო ანკა ჩემს დას გაგაცნობ თან ძალიან მშია .
სამზარელოში , ძალიან ლამაზიი გოგონა დაგვხვდა 14 წლის იქნებოდა, წითელი გრძელი თმებით, ლურჯი თვალებით და პატარა ცხვირით ძალიან ლამაზი ბავშვი იყო .
ლუკამ თეფში მომაწოდა დიდ მაგიდაზე ათასი რამე იდოო ტკბილელობები და მზგავსი სასუსნავები.
- არ მოგერიდოს მიირთვი - მითხრა მარიამმა
მუსიკები ბოლო ხმაზე იყო აწეულიი, ყველა ჭამდა და ცეკვავდა, გაკვირვებული ვუყურებდი ასეთი მხიარული დილა პირველად მქონდა.

***
ჩემი ცხოვრება , ამ ბავშვების შემხედვარე სულ შეიცვალა , უფრო მხიარული გავხდი და გახსნილი, კლუბებში, ბარ-რესტორნებში , დაბადების დღეებზე ერთად დავდიოდის, მოკლედ ყველგან ერთად ვიყავით , ამ ორ კვირაში ისე დავმეგობრდით რომ მეტი არ შეიძლებოდა , ლუკასთან და მარიამთან განსაკუთრებით კარგად ვიყავი. 17 მაისი იყო მარიამთან სახლში მივედი, ყველანი ერთ ოთახში იყვნენ და ლაპარაკობდნენ, მე რომ შევედი ოთახში ყველამ ლაპარაკი შეწყვიტა.
- რა ხდება ბავშვებო რაზე ლაპარაკობდით ?? -ვკითხე გაკვირვებულმა
- დღეს კლუბში მივდივართ და მაგაზე ვლაპარაკობდით. - მითხრა დაბნეულმა ნიკომ
- კარგიით მე სახლში უნდა წავიდე, დღეს მამაჩემი ძალიან ცუდადაა და...
- კი მაგრამ არ გამოკეთდა ?? ხო ამბობდი უკეთესად არისო - თქვა დამწუხრებულმა მარიამმა
- არა გოგო ისევ ცუდადაა ვერ გამოკეთდა, კარგით მე წავედი და გნახავთ რა ამ დღეებში...
ოთახიდან გამოვედი
- კიმაგრამ ეს თუ ხვალ ვერ გამოვიყვანეთ სახლიდან როგორ მოვახერხებთ სიურპრიზის მოწყობას - მარიამი
- მაგას მე მივხედავ - თქვა ლუკამ
- ოჰოო შენ რაიყო ვერგავიგე - თქვა ეშმაკურად მარიამმა და ჩაიცინა
- რა უნდა იყოს -ლუკა
- არაფერი ანკას რარაცნაირად უყურებ - კვლავ სიცილით ეკითხებოდა
- არაფერიც ჩვეულებრივად ვუყურებ - გაბრაზდა ლუკა
- კარგი როგორც გინდა - ყველას გაეცინა
სახლში მისულს ჩემი უფროსი ძმა დამხვდა ,
- მამა სავადმყოფოში წაიყვანეს ძალიან ცუდად არის.
მაშინვე სავადმყოფოში გავიქეცი , სავადმყოფოში მისულს ცუდი ამბავი დამხვდა, მითხრეს რომ მამა გარდაიცვალა , ჩემი ერთადერთი ოჯახის წევრი რომელიც ჩემზე ზრუნავდა ცოცხალი აღარ იყო . სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამხელა დამრტყმა მივიღე , იმ მომენტში ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა ჩემს თავს , ტახტზე თუ ტახტის მსგავს რაღაცაზე ჩამოვჯექი , ექთანი ჩემთან მოვიდა , თან მამშვიდებდა , თან პულს მისინჯავდა.
ორი საათი ისე გავიდა ტირილში ვერც კი შევნიშნე, მარიამს დავურეკე, მოსვლა ვთხოვე,ნახევარ საათში ყველანი აქ იყვნენ და ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ .
ეს დღეები ისე უაზროდ გავიდა ვერც კი გავიაზრე , ვეღარც დაბადების დღე შევამჩნიე და ვეღარც ვერაფერი. ამ ყველაფერს ჩემი მეგობრების გარეშე ჰომ საერთოდ ვერ გადავიტანდი , ყველანი გვერდში დამიდგნენ , 3 კვირა გავიდა მამის გარდაცვალებიდან , ნელნელა მდგომარეობიდან გამოვდიოდი , ლუკა და მარიამი ყველაზე მეტად მედგნენ გვერდში, დანარჩენებიც მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით .
მთელი ღამე ვხატავდი რაც თავში მომივიდოდა... ლუკა მეხმარებოდა,მასწავლიდა ბევრ რამეს,და მეც უკეთ გამომდიოდა , რამდენიმე კვირაში მე და ლუკამ გამოფენის მოწყობა გადავწყვიტეთ ერთად.
ცხელი აგვისტო დადგა, ლუკამ ადგილი იპოვა სადაც შეგვეძლო გამოფენის მოწყობა , ყველაფერი მოვაწყვეთ და სტუმრებიც დავპატიჟეთ. ბევრი ხალხი მოვიდა, მათ შორის გავლენიანი პირებიც იყვნე,ნ ნახატებს ათვალიერებდნენ მე და ლუკა ძალიან ვნერვიულობდით ,საერთოდ თუ გაიყიდებოდა რომელიმე არ გვეგონა, მაგრამ თითქმის ყველა ნახატი გაიყიდა, გახარებული მივედი სახლში და პატარებს ტკბიილეულობა მივუტანე და დედას პროდუქტები
- შვილო სად გქონდა ამის ფული - მკითხა გაკვირვებულმა დედამ
- დედა გამოფენა მოვაწყვეთ მე და ჩემმა მეგობარმა, ჩემი ნახატები გაიყიდა ყოველთვის მეუბნებოდა მამა იმას, რომ მე ძალიან კარგად ვხატავდი და მისი სიტყვები გამართლდა, აწი არაფერს მოგაკლებთ, ყველაფერი გვექნება რაზეც კი ოდესმე გვიოცნებია.
დედაჩემის თვალზე ცრემლები ხშირად დამინახია მაგრამ სიხარულის ცრემლები პირველად.....

ცოტა ხნის მერე სასაფლაოზე ავედი მამასთან... ყველაფერი მოვუყევი რაც დღეს მოხდა , ვიცი ჩემთან რომ ყოფილიყო იამაყებდა ჩემით, მას ხომ ყოველთვის სჯეროდა ჩემი..უკვე წამოსვლის დროს ლუკამ დამირეკა
- ჰეი სად ხარ „BLUE“ ?? ( ლუკამ ჩემი თმის ფერის გამო blue შემარქვა )
- სასაფლაოზე ვარ მოხდა რამე ???
- არაფერი ისეთი, არ გშია ?
- მე როდის იყო არ მშიოდა ? - ვკითხე სიცილით
- ხოდა ჩვენს კაფეში მოდი იქ ვართ
გზაზე გამოვედი და ტაქსი გავაჩერე, კაფეში მალევე მივედი
- ყველანი აქ ყოფილხართ (გავიცინე) მარიამი სად არის ??
- მალე მოვა , დაჯექი
ლუკამ სკამი გამოსწია, მის გვედით დავჯექი.
- აჰა აბა ამ ზაფხულში სად წავიდეთ რა ვქნათ ?
- მოდით ყველამ ერთად წავიდეთ სადმე მთაში კარგად დავისვენებთ - ნიაკო
- არა მე ვერსად წამოვალ დედას ვერ დავტოვებ - ვთქვი დამწუხრებულმა
- კარგი რა 1 კვირით წამოდი რამოხდება - აბუზღუნდა ნიკო
- არვიცი რა ვნახოთ, დაველაპარაკები დედას და...
- ესეიგი ყველანი მივდივართ რაკაარგია - ტაში შემოკრა ნიკომ
- მე ჯერ არ ვარ დარწმუნებული წამოვალ თუარა
- მე გავარკვევ სახლის ამბავს, როდისთვის შევძლებთ წასვლას და გეტყვით ამ საღამოს - გიო
- მე პროდუქტებს ვიყიდი მზა საჭმელებს, ხვალ იქ, რომ ჩავალთ გაკეთების თავი არ გვექნება - თეკო
- მე სასმელს წამოვიღებ მაშინ თუ წამოვედი . - ანკა - კარგი მე ეხლა სახლში წავალ და დამირეკეთ საღამოს როდის გავდივართ
- კარგი ანკა კარგად
სახლში მივედი და დედაჩემს მოველაპარაკე ფული დავუტოვე და ტანსაცმელების საყიდლად წავედი , არაფერი მქონდა მთაში წასაღები ... ჯინსები და თბილი ტანსაცმელი ვიყიდე ჩავალაგე და მარიამთან ავედი.
- გოგო ეს ხვალ უნდა წავიღოთ შენც ხო მოდიხარ ?
- კი მეც და ელენეც მოვდივართ.
- გოგო სასმელი დამრჩა საყიდელი წამყვები ?
- კი მეც ტკბილეულობა მაქ საყიდელი და ბარემ ეგეც ვიყიდოთ
მაღაზიებში გავიარეთ და სხვადასხვა სასმელი ვიყიდეთ ტკბილეულობაც და წვენებიც ჩავალგეთ და მარიამთან მივედით იქ დავრჩი , დილით 3 მანქანით მოვიდნენ ბიჭები ჩავალაგეთ ყველაფერი და წავედით ძალიაბ მაგარი ადგილი იყო რომ მივედით ოთახებში გავნაწილდით იმხელა სახლი იყო რომ ყველას ცალცალკე ოთახები გვქონდა დავლაგდით და ოთახებიდან გამოვედით სუფრა გავაწყვეთ და ყველამ ვივახშმეთ
შემდეგ ფილმის საყუურებლად დავჯექით ლუკა ჩემს გვედით იჯდა სავარჯძელზე ფილმი დამთავრებული არ იყო რომ ლუკას ჩამოეძინა და მხარზე თავი დამადო

ავტ: ანკა მოსიაშვილი , გიორგი ხარატიშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent