შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SoulMate 21 (დასასრული)


13-11-2016, 16:15
ავტორი Constance
ნანახია 1 712

16 ივნისი, 2016.
შავი კოსტუმი ისე მეკიდა სხეულზე თითქოს სველი იყო.
ავარიის შემდეგ არ მიჭამია. შიმშილს ვერ ვგრძნობ. არ მაქვს ჭამის სურვილი. უბრალოდ წყალს ვსვავ, რომლისგანაც სწრაფადვე ვიცლები. ალბათ ოცი კილო დავიკელი. სარკეში ჩახედვა რთულია, ყოველ დილით ვცილობ თავი ავარიდო.
საყელო შევისწორე. მძულს დაკრძალვები. სიშავე და ჰაერის სიმძიმე. ყველა ცდილობს დამწუხრებული იყოს და ზოგიერთი არის კიდეც, პასტორის სიტყვები კი სრული აბსურდია. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. ვიცი რომ ალექსი რელიგიურიც კი არ იყო.
- ჩვენ ვართ აქ რომ პატივი ვცეთ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ღმერთის თვალში დიდებული იყო....
პასტორის სიტყვებს გამოვეთიშე. ის ჩემს თვალში იყო დიდებული და არა უფლის. ჩემი თვალები ხედავდნენ მას ყველაზე სრულყოფილ ადამიანად მთელს პლანეტაზე. არ მაინტერესებს ჩემი მშობლების სიტყვით გამოსვლა, მათ ვერასდროს ეყვარებათ ალექსი ისე, როგორც მე მიყვარდა. არავის შეუძლია მისი სიყვარული ისე როგორც მე.
ვუსმენდი დედაჩემის ტირილს, რამდენიმე წინადადება თქვა და ისიც ცრემლებს შორის, ლაპარაკობდა თავისი შვილის სიძლიერესა და დიდებულებაზე. მთელი დროის მანძილზე ტუჩს ვიჭამდი. თითქოს ყველაფერი ალექსისთვის არც იყო. მას არ ენდომებოდა ესეთი დაკრძალვა, შავი ფერიც კი არ უყვარდა.
ალექსს რომ დაეგეგმა, ალბათ სცენაზე სტრიპტიზის ცეკვას მაიძულებდა კლუბის მუსიკის თანხლებით და ყველა დათვრებოდა.
როდესაც ეს გავიფიქრე ოდნავ ჩავიხითხითე, დედა ისევ გულისმომკვლელ სიტყვას წარმოთქვავდა, ჩემს გაგონებაზე კი ხალხი შემოტრიალდა და შემათვალიერეს. შემდეგ ჩემი ლაპარაკის დრო დადგა და კათედრასთან უნდა გავსულიყავი. ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ საკაცესთან უნდა ჩამევლო.
არ მინდოდა შემეხედა, მაგრამ სხვაგან გახედვაც ვერ შევძელი. ნაცრისფერი იყო და უსიცოცხლო. თვალები გახელილი ჰქონდა და თითქოს ნამდვილნი არც იყვნენ. მისი თმა მოწესრიგებული და ჩამოვარცხნილი იყო, ვიცოდი თვითონ არც მოეწონებოდა. სცადეს მაკიაჟით ჭრილობები დაეფარათ, მაგრამ მთლიანად ვერ შეძლეს. მე დავინახე. დავინახე მისი ცვილისებრი სხეული და მკერავის მიერ დამზადებული სიკვდილის კოსტუმი.
ეს ჩემი ძმა არ იყო.
ამის ცოდნა ტკივილს მაყენებდა. მათ ჩემი ძმის სხეული წაიღეს და დაამზადეს მუზეუმისთვის გამზადებული ფიგურა. ალექს ეს არ ენდომებოდა. არ ენდომებოდა თავისი სხეული ექვსი ფუტით მიწის ქვეშ, სადაც ვერავინ ვეღარ დაინახავდა მის საკაცეს, ხალხი კი ტიროდა არადა ეს მის სულამდეც კი ვერ მიაღწევდა.
ამან ცუდათ მაგრძნობინა თავი.
კანკალით ავედი კათედრაზე, ზუსტად საკაცის თავზე, ვცდილობდი არ დამეხედა. რაილიმ და ჯენიმ სულელური სიტყვა მოამზადეს ჩემთვის. პირი გავაღე, ვფიქრობდი ხმის ამოღება თუ შემეძლო. ერთი კვირის მანძილზე არ დამილაპარაკია.
- ალექსი უნიკალური პიროვნება იყო, დარწმუნებული ვარ ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში - დავიწყე მკვეთრი ხმით.
ვიცოდი საშინლად გამოვიყურებოდი, ალბათ უფრო მეტად ვგავდი მკვდარს ვიდრე საკაცეში მწოლი ადამიანი. არ მჯეროდა ერთი სიტყვისაც კი რასაც ვამბობდი.
- მე და მას გვქონდა ძლიერი... ძმური... სიყვარული რომელსაც ყოველთვის გავუფრთხილდები - ტყუილზე წავიბორძიკე - ის ძალიან მზრუნველი ადამიანი იყო, მომხიბლავი ქარიზმით, რაც შეხვედრისთანავე ეფექტს ახდებდა ადამიანებზე. როდესაც ის მოკვდა, ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს იყო ღმერთის სიტყვა რომ დრო იყო მას დაეტოვა დედამიწა და გადაენაცვლა უკეთეს ადგილზე.
დავინახე აუდიტორია ცრემლებად როგორ იღვრებოდა. გავშეშდი. ემოციების გარეშე ვკითხულობდი, იმიტომ რომ...როგორ შემეძლო?
- მე... მე ა-ამაყი ვარ რომ ის ჩემი ძმა იყო. ის იყო...
ყელში რაღაც გამეჭედა. შემდეგი სიტყვები ფურცელზე იყო 'მხიარული', 'სარკაზმული' და 'კარგი მეგობარი'. მინდოდა მეთქვა 'ლამაზი' 'მოსიყვარულე' და 'ჯოჯოხეთურად სექსუალური' მაგრამ ყველაფერი ყელში გამეჭედა. ამიტომაც არ ვლაპარაკობდი მანამდე. კათედრაზე გადავიხარე, მძიმედ ვსუნთქავდი.
- არ შემიძლია ამის გაკეთება... - ჩავიჩურჩულე ჩემთვის, მაგრამ მიკროფონმა დაიჭირა ჩემი გატეხილი, მკვდარი ხმა. ყველა გაჩუმდა.
უეცრად ავიხედე, ცრემლებით ამევსო თვალები - მე, მე ის ძალიან, ძალიან მიყვარდა - ამოვიკვნესე - ის ჩემი სამყარო იყო. ის 'არის' ჩემი სამყარო. არ შემიძლია... თქვენ ვერ გაიგებთ.
დავინახე რაილი ეკლესიის ბოლოში. თავი მუხლებში ჩაემალა და ვიცოდი ტიროდა.
- ყველაფერზე მეტად მიყვარდა. არალეგალურად მიყვარდა... ოჰ, როგორ ძლიერად მიყვარდა - ამოვისლუკუნე - მე ის ძალიან მიყვარს...
დაჭმუჭნული სიტყვა კათედრაზე დავტოვე და კიბეზე ჩამოვედი. დავინახე ყველა ცრემლიანი სახე. ჩემს ადგილზე დავბრუნდი და მამას მაჯაზე მოვკიდე ხელი. ვიცოდი მასაც არ უნდოდა დარჩენა.
- მამა, წასვლა მინდა. უნდა წავიდე, წამიყვანე გთხოვ - ჩავიჩურჩულე ხმაჩამწყდარმა.
თავი დამიქნია, არაფერს შემეკითხა. ეს მიყვარდა მამაჩემში. მიუხედავად იმისა რომ მუშაობაზე გადამკვდარი იყო და როცა არ უნდა დაგჭირვებოდა შენთან არასდროს იქნებოდა, ის არასდროს დაგისმევდა კითხვას როდესაც ტკივილში იქნებოდი.
მამაჩემი ადგა და დედაჩემს სწრაფად ჩავეხუტე. ანალაინს თავზე ვაკოცე.
- სად მიდიხარ? - მკითხა გოგონამ ტკბილი ხმით.
აჰ, როგორი ლამაზი გრამატიკაა.
- ნახვამდის - ჩავჩურჩულე მას.
ზუსტი პასუხი არ გამიცია, მაგრამ მაინც მიახლოებით ვუთხარი.
- ნახვამდის პატარა ლინა - გამიღიმა - მიყვარხარ, არ დაგავიწყდეს.
- არასდროს დამავიწყდება - მითხრა მან.
დედამ გამიღიმა და მე ვერ შევძელი ღიმილით მეპასუხა. მამაჩემს გავყევი გარეთ, სიკვდილის ნიღბიდან გამოვაღწიე. ზურგზე ვგრძნობდი ასობით ადამიანის მზერას, რომელთა ნახევარსაც კი არ ვიცნობდი.
- შვილო, უკან უნდა დავბრუნდე. დედაშენი და შენი დაც უნდა წამოვიყვანო. კარგად იქნები? - მკითხა მამამ როდესაც სახლთან გავჩერდით.
თავი დავუქნიე, ხმა არ ამომიღია.
- დარწმუნებული ხარ?
ალბათ რაღაც ჩანდა ჩემს თვალებში. ან რაღაც მაკდა, ალბათ სიცოცხლე.
- მიყვარხარ მამა - მხოლოდ ეს ვუთხარი და მანქანიდან გადავედი.
დარწმუნებული არ ვარ მართლა თუ მიყვარს. ნამდვილად არ ვიცი. ეს ვთქვი იმიტომ რომ ვიცოდი უნდა მეთქვა, ვიცოდი ეს სჭირდებოდა და მეც ეს მჭირდებოდა. ხომ ამას ეუბნევიან საყვარელ ადამიანებს სუიციდამდე? ვიცოდი მამაჩემს ვუყვარდი, მაგრამ ერთადერთი ადამიანი არსებობდა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იყო.
და ის ეხლა მკვდარია.
ტრანსში მყოფი შევედი სახლში. ჩემი მშობლების ოთახში, საცვლების უჯრა გადავქექე სანამ მამას იარაღი არ ვიპოვე. მშვენიერია.
შემდეგ ჩემს ოთახში წავედი და მუსიკა მაღალ ხმაზე ჩავრთე, სახლს აზანზარებდა და მე თავს მიხეთქვდა. ამის შემდეგ, დავიწყე ტექსტის აკრეფა, ვწერდი და ვწერდი, ყველაფერი დავწერე რაც დღურში მქონდა, დატყვევებიდან ამ დღემდე. შესავალი დავწერე და მხიარული მეჩვენა, ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა. ჩემი პატარა, შავი რვეული კომპიუტერში გადავიტანე.
"ground control to major tom
ground control to major tom" (David Bowie-ს სიმღერაა)
ბეჭვდვა გავაგრძელე, ღრმად ვსუნთქავდი. მე ნამდვილად, ნამდვილად ვაპირებდი ამის გაკეთებას. იმეილი სემის გავუგზავნე, შემდეგ პაულს, შემდეგ ჯენის და ბოლოს რაილის. უბრალოდ ავუხსენი რომ ძალიან, ძალიან მინდოდა ტკივილი დასრულებულიყო, ტკივილი რომლის მოყენება მხოლოდ ანგელოზს შეუძლია და მხოლოდ სიკვდილს ძალუძლს მისი დასრულება.
"ground control to major tom
You've really made the grade
And the papers want to know whose shirts you wear
Now it's time to leave the capsule
if you dare"
ყველა იმეილი დავამთავრე და ეხლა აქ ვარ. ზუსტად ვიცი რის გაკეთებასაც ვაპირებ როდესაც დავამთავრებ წერას. ამას მისტერ ჩევისს გავუგზავნი. მთლიან ხელნაწერს. მინდა რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. სიმართლე ერთადერთია რაც მნიშვნელოვანია სამყაროსთვის, ერთადერთია რისთვისაც იბრძვიან ადამიანები. ეს ჩვენს ხასიათშია.
"This is Major Tom to Ground Control
I'm stepping through the door
And I'm floating
in a most peculiar way
And the stars look very different today"
კომპიუტერს მოვშორდი და ფარდა ჩამოვაფარე. ყველგან სიბნელე იქნება, ნეტარი სიბნელე. ოთახში სიკვდილის სუნი იტრიალებს, აღარ იქნება ალექსის სურნელი. იარაღს ავიღებ და თითებს შემოვხვევ. არასდროს დამვიწყებია როგორი გრძნობაა ცივი მეტალი თავზე რომ მქონდა მობჯენილი. მაგრამ ამჯერად ეს განსხვავებული იქნება. ჩემი თითები იქნება სასხლეტზე.
"For here
Am I sitting in a tin can
Far above the world
Planet Earth is blue
And there's nothing I can do"
მიყვარხარ ალექს. ძალიან, ძალიან მიყვარხარ. არავის შეუძლია ჩასწვდეს ამ გრძნობის სიღრმეს. მიყვარხარ როგორც ჩემი ძმა, მიყვარხარ როგორც ჩემი სიყვარული, მიყვარხარ როგორც ჩემი სულის ნაწილი, მიყვარხარ როგორც ჩემი თავი. ვერასდროს ვიცხოვრებ შენს გარეშე. ჩვენ ერთი სული გვაქვს და არ შემიძლია ჩემი ნახევრის გარეშე სიცოცხლე.
"Ground Control to Major Tom
Your circuit's dead,
there's something wrong
Can you hear me, Major Tom?
Can you hear me, Major Tom?
Can you hear me, Major Tom?
Can you...."
რას იტყვიან ჩემი მშობლები როდესაც ჩემს სხეულს იპოვიან, მეორე შვილის დაკრძალვიდან მოსვლისას? თავს ვერ ვაიძულებ ამაზე ვიდარდო. არ ვფიქრობ რომ ალექსთან ვიქნები სიცოცხლის შემდეგ, რადგან სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არც მჯერა. როდესაც პატარა ვიყავი სამოთხის მჯეროდა. მაგრამ საკმარისად დიდი ვარ რომ რეალურად ვიფიქრო. უბრალოდ არ შემიძლია ესეთი იმედი მივცე ჩემს თავს რომ ისევ ვნახავ ჩემს სიყვარულს. ერთადერთი, რაც ჩემს გონებაში იქნება, დასასრულია.
თავზე მიბჯენილი იარაღით, მომღიმარი სახით ვიქნები და მხოლოდ ერთი აზრი გამიელვებს გონებაში. წინადადება ჩემი მეხსიერებიდან.
" სამოთხეშიც კი ერთად ვიქნებით რონი,
არასდროს, არასდროს არ დავრჩებით ერთმანეთის გარეშე"

ოჰ ჩემო ძვირფასო სიყვარულო, ნუთუ არ იცი რომ ჯოჯოხეთში მივდივარ?

BANG.


(მასწავლებლის მხრიდან)
ბრაის ჩევისმა გააღო თავისი საცხოვრებლის კარი.
ამოიოხრა როდესაც შიგნით შევიდა და კედელს მიეყრდნო. ხელი გაჭაღარავებულ თმაში შეიცურა, გასაღებები პატარა სამზარეულოს მაგიდაზე დააგდო და მისაღებ ოთახში გავიდა. სინათლე აანთო.
ბრაისს სძულდა დაკრძალვები, მართლა სძულდა. ერთადერთი მიზეზი რატოც წავიდა, ის იყო რომ აარონს სჭირდებოდა მისი იქ ყოფნა. მაგრამ როდესაც ბიჭი გაიქცა ტირილით, ურბალოდ ძალიან გაჭირდა დარჩენა. მასწავლებელი მაგიდასთან დაჯდა ჩაით ხელში. მისი საცხოვრებელი პატარა იყო და არც ისეთი სასიამოვნო. დაბურული ფანჯარა ჰქონდა და გარეუბანს გადაჰყურებდა. ამის გარდა სამზარეულოს, მისაღებისა და საძინებლის გარდა სხვა ოთახი არ ჰქონდა.
მასწავლებლებს ბევრს არ უხდიან.
ბრაისმა იგრძნო ცრემლი როგორც ჩამოუცურდა ლოყაზე. ფიქრობდა თუ როგორ უყურებდა თავისი საყვარელი მოსწავლის ნაწილებად დაშლას. აარონი მოჩვენებასავით გამხდარი იყო, თითქმის მტკივნეული იყო მისი ყურება როდესაც ცდილობდა კათედრის კიბეებზე ასვლას. ბრაისს მართლა სძულდა დაკრძალვის ცერემონიები. დეპრესია ყოველთვის ზედმეტი იყო მისთვის. არავის უნდა უწევდეს სხვისი სიკვდილის გადატანა.
მას შემდეგ რაც აარონი დაიმსხვრა ეკლესიაში ყველას წინაშე და დატოვა ცერემონია, მთელი აუდიტორია ტიროდა. ბრაისს არ შეეძლო დარჩენა. ზრდასრული მამაკაცი იყო, მაგრამ ზოგჯერ მასაც არ შეეძლო გრძნობების ჩახშობა ესე ძლიერ.
ძმები, ოჰ ძმები. სევდით გაიღიმა, გაახსენდა პირველი დღე როდესაც ბიჭები დაინახა. მხოლოდ თხუთმეტი წლის, დამწყები მოსწავლეები. მაშინვე მიხვდა რომ აარონი უფრო ჭკვიანი იყო, მის დგომაშიც კი ჩანდა ეს. ორივე ძალიან კარგი შესახედაობის, ძალიან ბედნიერები იყვნენ. როდესაც ამ ყველაფერს იხსენებდა, ბრაისი მიხვდა, რომ მაშინვე უნდა სცოდნოდა მათი გრძნობის შესახებ. გამოხედვა, რომლითაც ბიჭები ერთმანეთს უყურებდნენ სკოლის შემდეგ, როდესაც ალექსი ძმის წასაყვანად მიდიოდა...
ბრაისმა ამოიოხრა და ნახევრად სავსე ჭიქას დახედა. დალევა აღარ უნდოდა. ძმების სურათი მის გონებაში სიკვდილისფრად შეიღება, აარონის დეპრესიული გამოხედვა გაახსენდა. მასწავლებელს ცრემლები ყელში გაეჩხირა და გადაყლაპა. ღრმად ჩაისუნთქა და ადგა. სურათები დაცურავდნენ გონებაში და ცრემლები სწრაფად ჩამოდიოდნენ მის სახეზე.
ალექსი და აარონი ერთად რომ იწვნენ საავადმყოფოში. აარონის სიცილი სკოლის შემდეგ. ალექსის ტირილი ბრაისის მერხთან, როდესაც თავის მასწავლებელს სიმართლე უთხრა თავისი და თავისი ძმის შესახებ. აარონის ორ თითიანი ხელი, რომელიც ალექსს თავისაში ეჭირა და ავსებდა გამოტოვებულ ადგილებს. ალექსის, მკვდარი, უსიცოცხლო სახე, შავი წრეებით თვალების ქვეშ და მისი ტუჩები, ოდნავ შეღებული, მხოლოდ სიჩუმე რომ სწყდებოდა.
ბრაისი დაჯდა თავის მერხთან და თავი ხელებში ჩარგო. ის არ იყო მამა, სერიოზული ურთიერთობა არც ჰქონია უმაღლესი სკოლის შემდეგ. ამ ორმა ბიჭმა კი ისეთი საიდუმლო ანდეს, რომელიც მათმა ოჯახმაც არ იცოდა. როგორც არ უნდა სძულებოდა ამის აღიარება, ძმებმა ბრაისის გულში შეაღწიეს და მტკივნეული იყო ალექსის მკვდარი სხეულის დანახვა.
უფრო მეტად მტკივნეული, აარონის ცოცხალ-მკვდარი, მხოლოდ მოსიარულე და მსუნთქავი სხეული იყო.
უეცრად ტელეფონის ზარმა დაარღვია სიჩუმე. ბრაისმა ჯიბიდან ამოიღო მობილური და უპასუხა,
" მისტერ ჩევის, მისტერ ჩევის! " ტელეფონის მეორე მხრიდან, ისტერიკული ხმა ისმოდა.
- ვოაჰ, რაილი დამშვიდდი. შენ ხარ?
"დიახ, დიახ, გთხოვთ მისტერ ჩევის, არ ვიცი ვის დავურეკო, არ ვიცი რა გავაკეთო"
ბრაისი ადგა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო, როგორც სჩვეოდა ნერვიულობისას - რაილი რა მოხდა? დაკრძალვა დასრულდა?
"დიახ, დასრულდა, ოჰ ღმერთო!" რაილიმ ამოიკვნესა ტელეფონში ცრემლებს შორის "მე...მე იმეილი მივიღე. კომპიუტერმა წაიკითხა და არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა"
- რა წერილი? ვისგან არის? რა წერია?
" უბრალოდ შე-შეამოწმეთ კომპიუტერი მისტერ ჩევის"
ბრაისი დაჯდა და ლეპტოპი ჩართო. სამ წუთზე ნაკლები დასჭირდა იმეილზე შესასვლელად. ერთი მესიჯი იყო.
აარონ ვრაითისგან.
მისტერ ჩევისი შეყოყმანდა, შემდეგ გახსნა და სუნთქვა შეეკვრა.
- ოჰ ღმერთო... - სუნთქვას ამოაყოლა.
იმეილი ასობით გვერდისგან შედგებოდა. რა ჯანდაბაა? ჩამოჰყვა და თარიღები შენიშნა. ორი წლის წინანდელი თარიღები. შემდეგ მიხვდა, აარონმა დღიური გაუგზავნა.
" თქვენც მიიღეთ? წერილი?" ჰკითხა მტირალმა რაილიმ.
ბრაისი შეცბა, ვერ მიხვდა თავიდან და შემდეგ დაინახა წერილიც. გახსნა და პატარა პარაგრაფი ამოხტა.

"ძვირფას მისტერ ჩევის.
მაპატიეთ რომ დღეს დაუმშვიდობებლად დავტოვე დაკრძალვა. უბრალოდ არ შემეძლო... გავიგონე დედა და მამა რომ ლაპარაკობდნენ ჩემი საავადმყოფოში დაბრუნების შესახებ. ისინი ისევ მილებზე შემაერთებენ და გამაყუჩებლებს დამალევინებენ. არ მინდა წასვლა მისტერ ჩევის. თქვენ მითხარით რომ პოეზია სილამაზის შესახებაა და სიტყვები ხელოვნებაა რომლითაც შენს თავს აღწერ. ვფიქრობდი ამის შესახებ და აქამდე თქვენი სრულიად მჯეროდა. მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ მხოლოდ ნახევრად ხართ მართალი. სიტყვები, პოეზია, ეს ხელოვნებაა. მაგრამ ხელოვნება, არ ვფიქრობ რომ სასიამოვნო უნდა იყოს, ან სრულყოფილი, ან ლამაზი. ხელოვნებამ უბრალოდ რაღაც უნდა გაგრძნობინოს.
ნახვამდის მისტერ ჩევის, თქვენ ყველაზე შესანიშნავი მასწავლებელი ხართ რომელიც ოდესმე მყოლია. ვიცი რომ გამიგებთ. უბრალოდ მინდა ხალხმა სიმართლე იცოდეს. გთხოვთ, გთხოვთ გააგებინეთ ყველას სიმართლე. ყველამ წაიკითხოს ეს მისტერ ჩევის. ყველამ ვინც ამის ცოდნას იმსახურებს.
არ დამივიწყოთ."

ბრაისმა პანიკაში და შოკში მყოფმა, დაასრულა წერილის კითხვა.
-რაილი, ამბობ რომ შენც სუიციდის წერილი მიიღე?
"დიახ!" დაიყვირა რაილიმ " რა უნდა გავაკეთოთ? ოჰ ღმერთო რა უნდა გავაკეთოთ?"
- დაიცადე რაილი სანამ მისის ვრაითს დავურეკავ - ბრაისმა ჩაიჩურჩულა და სხვა ხაზზე გადართო.
აარონი ვერ მოიკლავდა თავს, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.
" გამარჯობა, სუზანი ვარ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?"
- სალამი სუზან - ბრაისმა ნერწყვი გადაყლაპა ყელის ჩასაწმენდად - ბრაის ჩევისი ვარ.
"ოჰ დიახ, გამარჯობა ბრაის"
- იცით სად არის თქვენი ვაჟი?
"ვფიქრობ თავის ოთახშია, როდესაც დაკრძალვიდან მოვედი მეგონა რომ იქ იყო. რატომ მეკითხებით?"
- შეგიძლიათ შეხედოთ, გთხოვთ? - ბრაისს ხმა აუკანკალდა.
ნაბიჯების ხმა იყო ხაზზე და კარის შეღების.
" ოჰ, საშინელი სუნია აარონ! რამე მოკვდა შენი საწოლის ქვ.... ოჰ ღმერთო!"
ქალის ყვირილის და ტირილის ხმა ტელეფონის მეორე მხარეს მისწვდა.
" ოჰ ღმერთო ჩემო, ის მკვდარია! აარონ, პატარავ, გთხოვ!"
ტელეფონის დავარდნის ხმა გაისმა. ამ დროს მისტერ ჩევისმა დარეკა 911-ში.
სამი საათის შემდეგ, ბრაისი სახლში დაბრუნდა. დაკითხვაზე იყვნენ ხუთივე, ვინც სუიციდის წერილი მიიღო. ბრაისმა ფრთხილად გახსნა კომპიუტერი და დღიურის გვერდებს გადაავლო თვალი. პოლიციამ არ იცოდა ამის შესახებ. თითქოს.... ჯერჯერობით არ იყო სწორი რომ მათ სცოდნოდათ. ბრაისს უნდოდა რომ აარონის უკანასკნელი მემკვიდრეობა ყოფილიყო დასამახსოვრებელი და არა რაღაც პოლიციის ყუთებში დაცული.
თუ შეიხედავდით მესამე სართულის პატარა ფანჯრიდან, ღამის ორ საათზე, თქვენ კაცს დაინახავდით. კაცს შეჭაღარავებული თმითა და სიმპატიური სახით, რომელიც კომპიუტერის ეკრანს შეჰყურებდა და ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე. ცრემლები იმისთვის რასაც კითხულობდა. ის კითხულობდა ისტორიას რომელიც მოგვიანებით გამოიცემოდა და დაიბეჭდებოდა მილიონობით, მსოფლიოს მასშტაბით.
მაგრამ ამ დროისთვის, მხოლოდ ერთადერთი კაცი და კაშკაშა ეკრანი იყო. და სიტყვები. სიტყვები რომელმაც შეცვალა ბიჭის ცხოვრება და ბიჭი რომელმაც შეცვალა ცხოვრება სიტყვებით.

შემდეგი წიგნი იქნება ან "ბიჭი რომელმაც ლიფი მომპატა" ან "ხაზებს გარეთ".



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვხვდებოდი რონი თავს მოიკლავდა,მათი სიყვარული ისეთი ძლიერი იყო.უმაგრესი ხარ შენ
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

ბრავო!!! სიტყვები არ მყოფნის ისეთი იყო... რაღაც საოცრება... თითქმის არასდროს ვტირი ცუდ დასასრულზე, თუმცა ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი იყო, რომელმაც ცრემლები მომგვარა. იდეალური იყო. სხვანაირი დასასრული ვერც წარმომედგინა და არც შეიძლება ყოფილიყო... შენ კი ნამდვილად საოცრება ხარ))
ერთი შეკითხვა მაქვს. ეს ნათარგმნია ნაწილი თუ მთლიანად შენი შემოქმედებაა?

 


№3 სტუმარი Mariami

Umagresi iyo ai sityvebi armyofnis dzaan magari xar madloba shen aseti motxrobistvis <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent