შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ფორსაჟი (ნაწილი V)


13-11-2016, 17:38
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 990

გიორგიმ კარი გააღო, რათა მანქანიდან გადასულიყო, მაგრამ უეცრად კესოს ყვირილი გაიგო:
-მანქანაში დარჩი, იდიოტო!- ამ ხმამ ბიჭს თითქოს მეორე სუნთქვა გაუხსნა. კესო კარგადაა, კესოს არაფერი დაშავებია.
გოგონა კი მიხვდა, რომ პოლიციელები გიორგის გამოეკიდნენ. ვიღაცამ ჩააწვეთა ძაღლებს რბოლის შესახებ და მათი მიზანი გიო იყო. შესაბამისად ფინიშამდე მისვლის ყველანაირი შანსი დაკარგეს. გიო ვერ მივა, ეს ყველა მრბოლელის მოვალეობაა, ჩამოიცილოს კუდი და არ დააყენოს თავზე მაყურებლებს. კესო კი არ მისცემდა უფლებას ამ თვითდაჯერებულ ინდაურს, რომ მარტო დარჩენილიყო უპრინციპო პოლიციელების წინ. რატომ? ამაზე მერე იფიქრებს, ახლა გიოა მთავარი.
-ერთი...- გოგონამ ანიშნა უფროსს და სათვალე გაიკეთა,- ორი... სამი...- მაშინვე დაადგა გაზს ფეხი და გეზი პირდაპირვე პოლიციელების მანქანებისკენ აიღო. ქარი სახეში სცემდა, მაგრამ სათვალე უმარტივებდა მხედველობას. კანი ეწვოდა და გული გამალებით უცემდა. შეამჩნია თუ როგორ დაიხიეს უკან შავ-თეთრმა მანქანებმა.
-შეგეშინდათ, მათხოვრებო?- კესოს ხმამაღლა გაეცინა.
უკვე რამდენიმე წუთში უკან ჩამორჩა კუდიც, პატარა სახლებიცა და ქალაქის განაპირა ტერიტორიაც... ერთადერთი, ვინც ჰორიზონტზე ჩანდა, გიო იყო. ერთ-ერთ ჩასახვევში ჩავიდა და ხეების ჩრდილში გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა, ღრმად ჩაისუნთქა და შეიგინა. ხმამაღლა და გულიანად. სხვისი მანქანის კარის გაღების ხმაზე მაინც შეკრთა.
-ძალიან დაზიანდა?- ჰკითხა მშვიდი ხმით გიომ. იმდენად მშვიდი ხმით, რომ კესო მაშინვე მიხვდა თუ რად უჯდებოდა გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნება ბიჭს. გოგონამ თავისი მანქანის მარჯვენა კარი გამოაღო და სიგარეტი ამოიღო. როდესაც მოუკიდა და გააბოლა, გიომ თვალები ჭყიტა.
-ნუ მიყურებ ასე,- ჩაეცინა უმცროსს.
-ძალიან შეიცვალე...-უთხრა ბიჭმა, უკითხავად ამოიღო ერთი ღერი სიგარეტი და მოუკიდა.
-გარეგნულად არა,- აიჩეჩა მხრები გოგონამ.
-რატომ შეიცვალე ასე?- ჰკითხა უფროსმა.
-მე?- კესოს სუნთქვა გაუხშირდა და ააკანკალა, სიგარეტი ჩააქრო და მანქანის საფერფლეში ჩააგდო,- შენ... შენ მაქციე მონსტრად. შენი ბრალია ასეთი რომ ვარ დღესდღეობით... მეზიზღები! გესმის? ყველაფერს მივცემდი, ოღონდ ერთმანეთს არ შევხვედროდით.
გიო გაოგნებული უყურებდა და გული ეკუმშებოდა ტკივილისგან.
გოგონა მანქანაში ჩაჯდა:
-გაიწიე,- ანიშნა ხელით, ხოლო როდესაც ბიჭი განზე გადგა, უთხრა,- იქნებ ოდესმე ვინანო კიდეც, ასეთი რომ გავხდი, მაგრამ ახლა მყავს ნამდვილი მეგობარი, მაქვს შესანიშნავი ს*ქსი და ვარ საუკეთესო მრბოლელი... რაც მთავარია, არავის ვაძლევ უფლებას გული მატკინოს...
-რომც ვცადო აგიხსნა, თუ რატომ გავაკეთე ეს 10 წლის წინ, მაინც არ მომისმენ, ხომ ასეა?- ჰკითხა უფროსმა სევდიანი ხმით. კესოს გაეცინა და თავი დაუქნია.
გიორგი ორ ნაბიჯში გაჩნდა გოგონას გვერდით, კარი გამოაღო და გაუფრთხილებლად დაეწაფა მის ბაგეებს. თან ხელები დაუჭირა, რათა არ დაერტყა მისთვის.
-იცი?- ბიჭი სულ რამდენიმე მილიმეტრით მოშორდა სასურველ ბაგეებს, რომელთაც საუბრისას მაინც ეხებოდა,- შემიძლია აქვე გიხმარო... ან იქ,- ანიშნა უკანა სავარძელზე,- ღრმად... ძლიერად... ვნებიანად... ხმის ჩახლეჩვამდე... ზუსტად ისე, როგორც შენ გიყვარს,- კესომ თვალები დახუჭა და მთელი ძალით მოუჭირა ხელი მაისურზე,- გინდა ეს, კესარია?
კესოს პირველად შეეშინდა ასე. მიხვდა, რომ მიუხედავად განვლილი დროისა... მიუხედავად სიძულვილისა, ის აბსოლუტურად დაუცველი იყო გიორგის წინ. მისი გული იყო სრულიად დაუცველი.
გიოს არ უნდოდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ გოგონას ტონმა გამოიყვანა წყობილებიდან. ისიც იტანჯებოდა, ისიც იყო ცუდად, მაგრამ რატომღაც ამის მოსმენა არ უნდოდა მას, ვის გამოც ადგილს ვერ პოულობდა ბოლო 10 წლის მანძილზე. არა, ბიჭმა იცოდა, რომ თავად იყო დამნაშავე, მაგრამ მაინც.
-ბოდიში...,- კესოს ხმადაბალი ჩურჩულისგან ბიჭს გააჟრჟოლა,- ამას ელოდი, იდიოტო?- ძალა მოიკრიბა და ხელი ჰკრა,- ვერ ეღირსები! მეზიზღები!
კარი დაკეტა და გაზს დაადგა ფეხი.
"გინდა ეს, კესარია?", თავში უროსავით უკაკუნებდა ეს სიტყვები. უნდოდა, ძალიან უნდოდა და ამის გამო ორმაგად ეზიზღებოდა საკუთარი თავი.
``ტამ ტამ... ტამ ტამ...`` კესო ვერასოდეს ვერ იტანდა ამ ზრს.
-კესო, სად ხარ?- გაიგო პაატას აღელვებული ხმა.
-ფინიშზე რა ხდება?- დაუსვა გოგონამ კითხვა, რაც ყველაზე მეტად აღელვებდა იმაზე.
-ემ... კესო... რბოლა უკვე...
-გასაგებია,- ღრმად ჩაისუნთქა.
-კიდევ, კესო...- ბიჭს ენა დაება.
-კიდევ რაიმე მოხდა?- დაიძაბა გოგონა.
-შენ და გიორგი...
-პაატა, ნორმალურად თქვი, რატომ ბლუყუნებ?
-შენ და გიორგი ძებნაში ხართ გამოცხადებულები,- ერთიანად მიაყარა უმცროსმა.
-საინტერესოა,- ჩაეცინა კესოს,- არ მოველოდი ასე უცებ თუ მოხდებოდა ეს ყველაფერი.
-მისამართს გეტყვი და იქ მოდი,- უთხრა პაატამ და უკარნხა სად უნდა მისულიყო. ნორიო... რა ნაცნობი სახელია. გოგონას უცებ გაუნათდა გონება.
-განა ეს შენი მშობლების დაჩა არაა?- წამოიყვირა გაოცებულმა.
-კი,- ბიჭს გაეღიმა, მის დობილს არაფერი არ ავიწყდება.
-გიორგისიანებსაც უთხარი იქ მოვიდნენ,- უთხრა გოგონამ და მობილური გათიშა. პოლიციელების მანქანები აღარსად სჩანდნენ. ისევე როგორც არ ჩანდა გიო.
როგორც კი მაღალი ჭიშკარი დაიხურა, კესო მანქანიდან გადმოვიდა და გიორგის დაეტაკა:
-შენი ბრალია ყველაფერი, დეგენერატო! შენს გამო ჩემი სახე ყველა ძაღლს და მამაძაღლს ეცოდინება. და არა მარტო ჩემი,- გოგონამ ხელი მოავლო იქ მყოფთ,- ყველა საფრთხეში ვართ შენს გამო, ნაბიჭვ*რო.
-რას ბოდავ?- იფეთქა გიორგიმ.
-შენ რა, ბოლო 10 წლის მანძილზე ტვინი სულ დაკარგე? ესენი ჩვენთვის ყველაზე ახლობელი  ადამიანები არიან და თუკი ჩვენს დაჭერას მოინდომებენ, ჯერ მათ მისდგებიან.
-ვიცი,- თავი დახარა უფროსმა.
-ბოლო 10 წლის მანძილზე?- გაოცებულმა იკითხა პაატამ,- თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ?
-მასთან ვიწექი...- მხრები აიჩეჩა გოგონამ,- უბრალოდ ს*ქსი გვქონდა.
გიო ყურადღებას არ აქცევდა მათ დიალოგს. კესო მართალი იყო, როდესაც იცი მოწინაღმდეგის სუსტი წერტილი, მარტივია მისით მანიპულირება.

...

-იცი რა სიამოვნებაა, როდესაც მსხვერპლი მიზანში გყავს ამოღებული და ხედავ როგორ ცახცახებს?- მამაკაცი ამაოდ ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს გაცეცხლებულ გიორგის. კარში მოზარდი დგას და ერთიანად კანკალებს. თავის ყოფილ მასწავლებელს პირველად ხედავს ასეთს,- იცი რას ნიშნავს, როდესაც ყველაფერს ერთდროულად კარგავ? ან მოსაკლვად შენს ძაღლებს კი არ უშვებ, არამედ შენი ხელით იშორებ მას, ვინც ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქცია? ცუდია, რომ ამ სიამოვნებას ვეღარ მიიღებ,- ამბობს და სასხლეტს აჭერს ხელს.
სახეს იწმენდს სისხლისგან და უყურებს მოზარდს, რომელიც კარებშივე ჩაიკეცა და გულამოსკვნით ატირდა. ხოლო როდესაც მამამისის მკვლელი მის წინ ჩაჯდა, შიშისგან უკან დაიხია.
-ნუ ნერვიულობ, გოგა,- გვერდულად უღიმის ბიჭს,- შენ არაფერი დაგიშავებია. იმედი მაქვს შენ უფრო ადამიანური გაიზრდები, ვიდრე მამაშენი იყო.
ახალგაზრდამ ოთახი დატოვა და მისაღებში სარკეს წააწყდა. ``უფრო ადამიანური? როდესაც მამა თვალწინ მოგიკლეს?`` გიორგის გაეცინა. -ოდესმე ძალიან ვინანებ, რომ ცოცხალი დატოვე,- უთხრა საკუთარ თავს და სახლი დატოვა.
რაც არ უნდა იყოს, გოგი ალავიძემ დაიმსახურა ის, რაც მიიღო.

...

კესო ნაზად კოცნის ბიჭს და ასევე ნაზად ეფერება სახეზე, მერე კი კისერზე და მხრებზე. გიო მის მაისურს ეპოტინება და ცდილობს გახადოს. გოგონას აკანკალებს მის შეხებაზე და ცხვირს მის კისერში მალავს.
-ვერ ვიტან ასეთ მომენტებს,- აღიარებს კესო და უფრო ძლიერად კოცნის ბიჭის ბაგეებს.
-მიყვარს, როდესაც ასე რეაგირებ ჩემს შეხებაზე,- ეცინება გიოს და უპრობლემოდ იქცევს თავის ქვეშ გოგონას. კესო ღრმად სუნთქავს და თეატრალურად ილოკავს ტუჩებს.
ტელეფონის ზარი ორივეს აკრთობს. თავიდან ცდილობენ არ მიაქციონ ყურადღება, მაგრამ ვიღაც გათიშვას ვერხვდება. გინებით დგება გიო და ყურმილს იღებს. რამდენიმე წუთის სიჩუმის მერე კი იძახის მხოლოდ:
-გასაგებია, ვიქნები...
და ტელეფონს თიშავს. უმცროსი დაბნეული უყურებს თუ როგორ იცვამს ბიჭი.
-რა ხდება, გიო?- ეკითხება ცოტათი შეშინებული.
-ერთ საათში დავბრუნდები,- ეუბნება ბიჭი და ნაზად კოცნის დაბნეულ გოგონას,- არაფერზე ინერვიულო.
კესო მაინც ნერვიულობს, რადგან გიო სახლში არც ერთ საათში ბრუნდება და არც ორში. მას მხოლოდ მშვიდი ცხოვრება უნდოდა საყვარელ ადამიანთან ერთად და საერთოდ არ იყო მზად იმ პრობლემებისთვის, რაც გიორგიმ მოიტანა მის ცხოვრებაში.

...

-თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად ცხოვრებას?- სკეპტიკურად კითხულობს კესო.
-სხვა გზა არ არის,- აიჩეჩა მხრები ნიკამ,- იმის დრო არ  გვაქვს, რომ ცალ-ცალკე დაგმალოთ.
-უბრალოდ გააგდეთ სახლიდან, ის მისი ძმაკაცების პრობლემაა და არა ჩვენი,- ვერ მშვიდდება ერთად ერთი გოგო მთელს კოლექტივში.
-თვიური გაქვს?- დვითმა თავი ვერ შეიკავა და ხმას უწია,- თუ ცხოვრებში ასეთი ისტერიკიანი ხარ?
-ჩაკვდი!- გაიქაჩა მისკენ კესო, მაგრამ ნიკამ დაიჭირა,- მის გამო ვართ აქ... ეს ბრძოლაა მასსა და იმ ნაბიჭვ*რ ალავიძეს შორის.
-შენ რა... ყველაფერი იცი?- გიოს სუნთქვა შეეკრა.
-მქონდა ბედნიერებ გამეგო,- უთხრა კესომ.

...

-გიორგი მას,- ბიჭი ხელს უქნევს თავის მასწავლებელს და ახლოს მირბის,- გაიცნი, ეს ლუკაა, ჩემი მეგობარი,- მერე კი გამხდარ, ქერა ბიჭს უბრუნდება,- ეს კი ჩემი მასწავლებელია, გიორგი,- ეუბნება და მზერა ისევ მასწავლებელზე გადააქვს,- აქ რას აკეთებთ?- ეკითხება და არ აშორებს შეყვარებულ მზერას.
გიორგი თავს დამნაშავედ გრძნობს. გოგა ჯერ პატარაა და არ იცის რა არის კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი. ამიტომ, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის შემდეგ აბაზანაში შესულს მოსწავლეც შეჰყვა და ხმადაბლა უთხრა, რომ უყვარს, ბიჭმა ხელი ვერ ჰკრა. დამნაშავე თავად იყო. რთულია აჩვენო მოზარდს ყველაფერი რაც შეგიძლია (მით უმეტეს რომ ბევრი რამ შეგიძლია) და მოსთხოვო, რომ გულგრილი დარჩეს. უბრალოდ დაისვა და ყველაფრის ახსნა სცადა, მაგრამ მოზარდს არაფრის გაგონება არ უნდოდა.
-გიო...- კესოს შეხებამ მაშინვე გამოაფხიზლა ბიჭი.
-კესო,- გაუღიმა ბიჭმა და საფეთქელზე აკოცა,- ეს ჩემი მოსწავლეა, გოგა. ეს კი მისი მეგობარი, ლუკა. ბიჭებო, გაიცანით, ჩემი მეუღლე, კესო,- გოგონა გაწითლდა, გოგას კი თვლები ცრემლებით აევსო. თავი დაუკრა და გაიქცა.
-სასიმოვნო იყო თქვენი გაცნობა,- უთხრა ლუკამ ორივეს და გაეკიდა გაქცეულ მეგობარს.
-რაიმე ვაწყენინე?- დაიბნა კესო.
-უბრალოდ მორიდებულია,- აუხსნა გიომ და სევდიანი მზერა გააყოლა ბიჭებს.

...

``კესო, გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს სუსტი წერტილი. არასოდე გაუშვა ხელი გიოს, რადგან თუკი მას რაიმე მოუვა, შენ კიდევ უფრო მეტად გეტკინება``, ეუბნებოდა მამა და გოგონა ახლა უკვე კარგად ხვდებოდა, თუ რას  გულისხმობდა მამა.
-მან გული გატკინა, მიგაგდო, შენ კი მაინც იცავ,- ესმოდა მის წინ მდგომი მოზარდის ხმა და გული ეკუმშებოდა. ის ხომ ვერ იტანს გიოს, ეზიზღება და უნდა რომ მოკვდეს, მაშინ რტომ დგას აქ, მისი ყოფილი მოსწავლის წინ? თუკი მოკლავს გიოს, განა ეს შვებას არ მოჰგვრის კესოს?
-შენი საქმე არ არის,- უხეშად აჩერებს გოგონა,- რა უნდა გავაკეთო, რომ თავი დაანებო?
-ერთი ღამე,- მოზარდი იცინის,- მხოლოდ ერთი ღამე მაჩუქე.
კესო თითქოს კვდება, სუნთქვა ეკვრის, მაგრამ მხოლოდ უხმოდ აქნევს თავს.
ვერ გრძნობს როგორ ხდიან ტანზე, როგორ ეფერებიან ცხელი ხელები ტანზე, როგორ ჰკოცნიან სველი ტუჩები, ვერ გრძნობს ერთიანობის მომენტს. ის თოჯინას ჰგავს, ნაჭრის თოჯინას, უსულოს და უემოციოს. სიცოცხლის ნიშანწყალს ავლენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიჭი ათავებს და შორდება.
-შენ თუ გიორგისთანაც ასეთი იყავი საწოლში, არ მიკვირს რომ მიგაგდო,- იცინის ბიჭი, იცვამს ტანზე და ოთახიდან გადის. კართან მისული ბრუნდება და სიცილით ეუბნება კესოს,- ამჯერად გადაარჩინე. უცნაური არსებები ხართ ქალები, ყველაფრის მიუხედავად, მაინც როგორ გიყვარს... შეგაქებდი, ამდენად სულელურად რომ არ გამოიყურებოდე.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეეე ეს რა იყო. ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული ასე რატომ აგვიანებ მალე დადე მავიწყდება წინა თავში რა წავიკითხე .ასე მკითხველს ნამდვილად დაკარგავ, ასე რომ იქნებ გაითვალისწინო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent