შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მარიამ ჯაჭვლიანი ვარ...


13-11-2016, 17:51
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 26 293

მე მარიამ ჯაჭვლიანი ვარ,18 წლის გოგონა დიდი ისტორიით...
ძნელია იყო ჯაჭვლიანი!
ძნელია ,როცა 15 წლის ასაკში დედა გტოვებს, გიტოვებს სრულიად უსუსურ არსებას რომელსაც მხოლოდ დაბადება უნდოდა, ამქვეყნად მოსვლა და წარმოდგენაც არ ჰქონდა საკუთარი დედის სიცოცხლეს თუ შეიწირავდა. წავიდა და დამიტოვა სამი ძმა, სამი სიცოცხლე , რომელთა წყალობითაც ვდგავარ მყარად, ყოველი დაცემისას ვდგები და ვაგრძელებ გზას, მათ გამო ვუძლებ ყველაფერს .
რთულია, როცა 15 წლის თინეიჯერი დიასახლისი ხდები, თან როგორი ოჯახის, ჯაჭვლიანების ოჯახის სადაც მუდამ მტრობა, ომი, სისხლისღვრა და მოუშორებელი მტრებია. სადაც ყოველი დღე შესაძლოა უკანასკნელი იყო, შესაძლოა ერთ წამში სახლი აივსოს ჩვენი მტრების, დადესქელიანების , დამქაშებით და ჩემი ძმების დაცვა თავად მომიხდეს. რთულია როცა მზარეულობიდან მებრძოლობაზე გადახვალ, წიგნს ხელს გაუსვებ და ძმებს ფარად გადაეფარები . ბოლოს მშვიდად როდის მეძინა? ალბათ არასდროს, სულ პატარასაც კი ატირებულს მიყვანდა დედა ხელში მორიგი დაძაბულობის ჟამს და გულზე მიკრავდა.
საშინელებაა შიშში ცხოვრება.. როცა არ იცი როდის მოვლენ როდის გეტყვიან რომ მამა აღარ გყავს.როცა თვალს მოვხუჭავ ვხედავ როგორ ასვენებენ მამას იმ ადგილას სადაც დედა იყო , კადრები ერთმანეთს ცვლიან შემდეგ ჩემი ძმები ჩნდებიან, მე კი უძლურებას ვგრძნობ, მეღვიძება ბალიშის ქვეშ დადებულ იარაღს ვამოწმებ და ბავშვებთან გავდივარ. მათ საძინებელში შევდივარ , ვუყურებ და შემდეგ ისევ ვბრუნდბეი უკან .
რთულია აუხსნა 3 წლის ბავშვს რომ სენ მისი დედა არ ხარ, როცა დედას ვერსად ხედავს, ვერ ვუხსნი რომ ფოტოზე გამოსახული ქალია მისი დედა, ვერ ხვდება ვინ წევს იქ მიწის ქვეშ, ვისი ფოტოა ქვაზე გამოსახული . არ იცის რატომ დავდივართ ყოველ კვირას სასაფლაოზე. მხოლოდ ნიკოლოზმა და ანდრეამ იციან და უსიტყვოდ მიგებენ. ლუკა , ჩემი პატარა ლუკა კი ისევ მე ემძახის დედას . მტკივა ყოველი მისი დაძახებული“დედა“ მტკივა. მინდა დედა მოვიდეს, მომეხვიოს და მითხრას რომ ყველაფერი დასრულდება, მალე ყველაფერი დასრულდება და სიმშვიდეს ძალას ვიგემებ, მშვიდად ძილს ვისწავლი, სიკვდილის სუნი აღარ იტრიალებს , დასრულდება სისხლისღვრა და ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ არ მოდის .... ისევ მარტო ვარ , მხოლოდ მე და ჩემი ბიჭები , მამა რომელიც არასდროსაა სახლში და უამრავი სეაუაღებული ბიჭი ეზოში .
მინდა დადგეს დღე როცა ვიტყვი -მე მარიამი ვარ, ქირურგი. უბრალოდ ექიმი , პროფესიაც კი იმიტომ ავირჩიე რომ ჯაჭვლიანი ვარ. იმიტომ რომ სხვა ვერც ვერაფერი ვიქნებოდი ასე უფრო დავეხმარები ოჯახისწევრებს.
ომი როდის დაიწყო? მაშინ როცა ჩემმა დიდმა ბაბუამ დადესქელიანი მოკლა...
აი ას ეუბრალოდ ერთი მკვლელობის გამო , რომელიც აღარც კი იციან რატომ მოხდა 15 კაცი დაიღუპა მხოლოდ ჯაჭვლიანებში. მანამ არ გაჩერდებიან სანამ რომელიმე გვარში ყველა კაცი არ მოკვდება. გვარის მთავარ ოჯახებს მამაჩემი, მინდია და ანდრეა დადესქელიანი მართავენ. საბედნიეროდ ორივეს სურს ამ ომის დასრულება... ახლახან შევიტყვეტ ანდრეას პოზიციის შესახებ.
მამა დადესქელიანებთან სესახვედრად წავიდა, მთელი დღეა სახლშ ვარ ბიჭებთან ერთად და მის დაბრუნებას ველი. სულ კარისკენ მაქვს თვალი, დაძაბულობას ვერაფერს ვუხერხებ . ბავშვები მისაღებში სხედან და დავალებებს ამზადებენ .
-მალიამ დედააა - ფიქრებიდან ლუკას ხმამ გამომიყვანა ,კაბაზე მექაცებოდა და ქვემოდან მიყურებდა
-რაო ლუი მოგწყინდა თამაში?- ხელში ავიყვანე და ლოყაზე ვაკოცე. ხელები მომხვია და ისე ჩამეხუტა მთელი ქვეყანა რომ თავზე დამმხობოდა აღარაფერზე ვიდარდებდი .აი ასე უბრალოდ მთავარია ის იყო ჩემ გვერდით- ჩემი სიცოცხლე ხარ შენ-თავზე ვაკოცე და მტელი ძალით ჩავეხუტე
-მამა ხომ დაბრუნდება?- დემეტრეს ხმა გავიგე ზურგს უკან და გული შემეკუმშა. მათაც ხომ არ აქვთ ბავშვობა, ისინიც ხომ სასინელებებზე ფიქრობენ როგორც მე
-დემეე... დაბრუნდება რა თქმა უნდა. ნიკუ მოდი ჩემთან - ჩემს დინჯ ძამიკოს გავხედე,ჯიუტად რომ არ მოდიოდა თითქოს თავად არ ღელავდა , მაგრამ ას ეიცის არასდროს მეუბნება ისეთ რამეს რაც ამანერვიულებს . როგორც კი დავუძახე მაშინვე გამოიქცა და ჩამეხუტა. სამივე მეხვეოდნენ და ას ეუსიტყვოდ ვუზიარებდით ერთმანეთს ტკივილს.
-კარგი გვეყო ახლა ცუდზე ფიქრი... წამო ვითამაშოთ გინდა? ფაზლი ავაწყოთ ვინც უფრო მალე დაასრულებს იმას ნაყინს ვაჭმევ
-ოოო ნაყინს ისედაც გვაჭმევ , ვინც მოიგებს მთელი დღეს თავისუფალი იქნება ოთახის დალაგებისგან-დემეტრემ მაშინვე წამოაყენა პრეტენზია
-ოჰ მოუნდა გათავისუფლება
-ახალი ფაზლი მაქ... უზარმაზარია იცოდე მოგიგებ ! თავს ვერ დაიხსნი ყმაწვილო - ლუკა დავსვი და იმ გადარეულს გავეკიდე. კარი რომ გაიღო და სახეწაშლილი მინდია ჯაჭვლიანი შემოვიდა . მამა ასეთი არასდროს მინახავს, ნაბიჯი შემოდგა და პირდაპირ მე მომაპყრო მზერა .
ვიგრძენი , რომ რარაც ისეთს მეტყოდა რაც მტელს ჩემ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
რამდენიმე წუთში დატოვა ბავშვები და კაბინეტში წამიყვანა.
ვიჯექი მის წინ სავარძელში და უკვე მეათე წუთს ვლევდი ასე დუმილში. იჯდა და მიყურებდა, მიყურებდა და არაფერს ამბობდა
-რაო მამა ...პირდაპირ მითხარი აღარ უნდა ომის შეწყვეტა? რა გითხრა მამა ანდრეამ
-ერთადერთი ქალიშვილი მყავხარ, ერთადერთი და მაინც შენი გაწირვა მიწევს, როგორ არ ვეცადე , როგორ არ ვიბრძოლე მაგრამ მაინც შენ , მხოლოდ შენ გწირავ ყოველთვის ჩემო გოგონა , მაპატიე ჩემო ერთადერთო, ჩემო მარიამ ...მაპატიე
-მამა ...
-ანდრეა დადეშქელიანის ცოლობაა გამოსავალი... პირდაპირ მითხრა თუ გინდა ომი შეწყდეს ქორწილი უნდა შედგესო ! თქვა და დაასრულა მარიამ... ახლა შენ მითხარი ,მითხარი რა ვქნა ლომის ხახაში ჩემი ხელით ჩაგაგდო?
-ქორწინება... ანდრეა დადეშქელიანთან?- ხმაჩამწყდარმა ამოვილუღლუღე და ძლივს მოვიკრიბე ძალა წამის წინ სადღაც რომ გამქრალიყო - ყველაფერს დავასრულებთო? დარწმუნებულია? პასუხისმგებელია თავის სიტყვას შეასრულებს?
-ანდრეა დადეშქელიანი? სიტყვის კაცია - მამამ თქვა და უფრო მეტად ჩაუქრა თვალები ,ისედაც რომ არარ ასხივებდნენ ,ისედაც რომ ტკვილით იყვნენ სავსე
-გავყვები მამა... ამით თუ დაასრულებს გავყვები მა . ხო გავყვები და ყველაფერი დასრულდება ჩემი ბიჭები მშვიდად იცხოვრებენ , ისე როგორც ვვოცნებობდით, დედა რაზეც ოცნებობდა მა , ცოლს შეირთავენ ბევრი შვილი და შვილიშვილი ეყოლებათ და სიბერეში ,ღრმად მოხუცებულები მოკვდებიან ... ვერავინ შეეხებათ მათ - საკუთარ თავს ვარწმუნებდი გადაწყვეტილების სისწორეში . სემდეგ წამოვდექი ,მამასთან მივედი მოვეხვიე და ვაკოცე- შენ არ ინერვიულო მა ,ყველაფერი კარგად იქნება ! - ვეღარ დავრჩი ,მოვშორდი და ოთახიდან გამოვვარდი, საძინებელში ჩავიკეტე ვიჯექი და ვფიქრობდი. ბოლოს მივხვდი რომ ეს არაფერი იყო, იმასთან შედარებით რაც მთელი ცხოვრება მჭირდა, იმ განცდასთან და შიშთან შედარებით უბრალო თამაში იყო ახვლედიანის ცოლობა.
მასზე ინსტიქტურად დავიწყე ფიქრი ,მინდოდა რამე გამეხსენებინა,მისი სახე მაინც მცოდნოდა მაგრამ მხოლოდ სახელი ვიცოდი , ის რომ ახლახან დარუნდა ამერიკიდან და მორჩა .. სხვა არაფერი ვიცოდი მომავალ ქმარზე.
ყველაფერი უცებ მოხდა, იმაზე სწრაფად და გაუაზრებლად ვიდრე მეგონა.
ისევე უკუღმა მიდიოდა ყველაფერი როგორც მტელი ცემი ცხოვრება, ბავშვობა არ მქონია, არასდროს ვყოფილვარ მშვიდი და ლარი, თინეიჯერობა არ მიგვრძნია, არასდროს მივლია მეგობრებთან ერთად,ს აერტოდ არ მყოლია მეგობარი, მეშინოდა რომ ისიც დაზარალდებოდა თუ ჩემ გვერდით იქნებოდა. არასდროს მყოლია შეყვარებული, ბიჭებს ვერ აღვიქვამდი საერთოდ სად შემეძლო ასეთ ამბებზე დროის ხარჯვა მე ხომ მთელი ოჯახისტვის უნდა მომევლო, ყველაზე მეზრუნა და ყველაფერი მომესწრო. ახლა კი ქორწილი, ქორწილიც ისე მიდიოდა როგორც არავისთან. საქმროს არ ვიცნობდი, არც მინახავს, მისი ქვრივი დედა მოვიდა , ქალი რომელსაც ვეზიზღები შემამოწმა, უამრავი ოქრო დამიტოვა მკვლელი მზერა არ მოუშორებია მთელი საატის განმავლობასი, დაგეგმა ქორწილი და წავიდა.
ისე გავიდა ერთი კვირა ბიჭებს არ მოვსორებივარ, გამიჭირდა მათთვის ამეხსნა რაც ხდებოდა, ვერაფრით ვარწმუნებდი რომ ასე იყო საჭირო,რომ დადესქელიანს უნდა გავყოლოდი. ნიკოლოზი რომელსაც არასდროს წინააღმდეგობა არ გაუწევია იდგა და ყვიროდა, მეუბნებოდა რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ავდექი დავტოვე სამივე და წავედი ,თავად მომაკითხეს,ჩუმად დამიწვნენ გვერდით და მას მერე შვიდი დღე გვერდიდან არ მშორდებოდნენ.
ქორწილის დღე, უემოციოდ დაიწყო. უნდა მენერვიულა, უნდა მეტირა სიხარულისგან, დედა უნდა ყოფილიყო ჩემთან, საყვარელ კაცზე უნდა მეფირა, მოვეწონებოდი თუ არა. მე კი უბრალოდ ვიჯექი და ველოდი როდის დაასრულებდნენ ჩემს მორთვას .
დასრულდა! სარკის წინ ვდგავარ . არაფერს ვნანობ არც კი ვფიქრობ უკან დახევაზე, ჩემი მოვალეობა ეს იყო მე იმისთვის ვვარსებობ რომ ჩემი ძები დავიცვა ახლა კი უკანასკნელ ნაბიჯს გადავდგამ , რაც ამ თამაშს წლების წინ დაწყებულ თამაშს დაასრულებს.
დადეშქელიანები ჩემჩან სახლში არ მოდიან. მომავალ ქმარს ტაძარში ვნახავ პირველად, დავინახავ და რამდენიმე წუთში ცოლობაზე თანხმობას განვუცხადებ . ..
ისევ ეს დრო, წამები და ათასი ფიქრი შემდეგ ვეღარც ფიქრობ ყველაფერი ცერდება მიაბიჯებ ღვთის სახლში , ოდესღაც ოჯახისწევრების მფარველობას ვთხოვდი უფალს ახლა კი ის ისე სევდივარ როგორც პატარძალი. ყველა მე მიყურებს, ორ მხარეს დგას ორი დაპირისპირებული მხარე, უკლებლივ ყველა მე კი ველზე მგონია თავი სადაც ყველაფერი სეიძლება მოხდეს, იარაღი ჩემს ხელშია ან სამუდამოდ მოვისვრი უფსკრულში ან ახლავე ვესვრი მათ და ბრძოლას გავაცაღებ, ეს მაინც დასასრულის დღე იქნება სისხლით ან უსისხლოდ .
ტაძარში შევდივარ, პირველივე ნაბიჯზე გულისცემა მიჩერდება .წამით ვყონდები, ისევ ვიკრებ ძალას და ისევ ისე მყარი ნაბიჯებით მივემართები დადეშქელიანისკენ. ვერავის ვხედავ მის გარდა, მხოლოდ ის , მე და ის ვართ . მანძილი მცირდება, თვალს წამით არ მაშორებს, უნდა შემოაღწიოს ფატის მიღმა და ჩემი სახე უკეთ დაინახოს მე კი ვაკვირდები და ყველაფერი მარტივი ხდება .უბრალოდ მისი თვალები იმდენად ღრმა და მეტყველია დანარჩენი უმნიშვნელოა .
ცერემონია იწყება, არც მამაოს სიტყვები მესმის, მხოლდო ჩემი და მისი გულისცემა . მხოლოდ მისი თიტებისგან წამოსული მუხტი რომელიც მთელს სხეულს ედება და ყველა უჯრედს იპყრობს.
ის უკვე ჩემი ქმარია, მე კი მარიამი ვარ, მარიამ დადეშქელიანი ანდრეას ცოლი......
ფატას ფრთხილად მაშორებს, მკრთალად იღიმის და შუბლზე მკოცნის. ჩემს გაყინულ მტევანს თავის დიდრონ ხელში იქცევს და მსუბუქად მიჭერს.
შეძახილები მესმის, ტაში , მილოცვები უამრავი სიტყვა და სახეზე აკრული ყალბი ღიმილი . მანქანის კარს მიღებს და დაჯდომაში მეხმარება. სწრაფად თავსდდება ჩემს გვერდით და მანქანას იძვრება. ერთდროულად ამოვისუნთქეთ , გაეღიმა და გამომხედა
-დაიგვაინე...
-მაგრამ მოვედი! - მისმა ბოხმა ხმამ და მკაცრმა ტონმა ბრაზით ამავსო. გავხედე და სრულიად მშვიდად მივუგე, გაეღიმა
-ჯაჭვლიანების ურჩი ქალიშვილი...-თავისთვის ჩაილაპარაკა და თვალი გამისწორა- ხელისმოწერაღა დარჩა ...სულ რამდენიმე წუთი და დავასრულებთ მარიამ !-იმდენად გამამხნევებლად ჟღერდა მისი სიტყვები თიტქოს ჩემს სულის სიღრმეში ამოიკითხა შიში და მამშვიდებდა.
მართალი იყო ანდრეა... ყველაფერი დასრულდა. ასე მარტივად ვერავინ შეეწინააღმდეგა ანდრეა დადესქელიანს ,რომელმაც თავად თქვა უარი „სიყვარულის“ გამო შურისძიებაზე . თიტქოს ყველასთვის სანარელი მშიდობა, მოვიდა და ჩვენც კარი გავუღეთ. ფართოდ გავუღეთ და იმედია არც არასდროს გავუშვებთ...
-დასრულდა როგორც იქნა... - ისე გაიცინა მეც ისტიქტურად გამეღიმა - აბა ჩემო მეუღლევ გილოცავ - ჩემი ხელი აიღო და მაკოცა - ქალბატონო მარიამ გილოცავთ თქვენ საოცრება გააკეთეთ
-ასე მარტივად ნუ უყურებ ყველაფერს.. ჯერ კიდე არაფერი დასრულებულა
-ნუ ვიქნებით პესიმისტები ... ნუ მე ჩემ ხალხზე პასუხს ვაგებ ისევ თქვენიანმა თუ არ დაარღვია სიტყვა
-ჯაჭვლიანები მხოლოდ მაშინ იღებენ იარაღს როცა საჭიროა!
-მაგ საჭიროების გამო მოკვდა ლამის მთელი გვარი მარიამ! კამათი არ გვინდა... შენი არ ვიცი და მე ამ საოცარ დღეს გართობას ვაპირებ- მანქანიდან გადავიდა და კარი გამიღო -იმედია გვერდს ბოლომდე დამიმშვენებ მშვენიერო- ხელი წელზე მომხვია და ისე შევაბიჯეთ რესტორანში.-დამშვიდდი და მოდუნდი პატარა ქალბატონო
-მაგ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცი დადეშქელიანო- გულწრფელად ვუთხარი და გამიკვირდა, კიდევ ერთხელ გავვოცდი როცა საფეთქელზე მომაწება ტუჩები და გამიღიმა
-მე გასწავლი... - რატომ ვარ ასე , რატომ არ ვღელავ მასზე, მხოლოდ სხვებზე რატომ ვფიქრობ.
ვენდობი? არ ვიცი რატომ ,მაგრამ მშვიდად ვარ. სულ რამდენიმე საათი გავიდა, არც გვისაუბრია ფაქტობრივად მაგრამ მაინც ვგრძნობ ,ცხოვრებაში პირველად რომ ჩემზე ძლიერი გამოჩნდა, ადამიანი რომელიც მომცემს მეორე პლანზე ყოფნის საშუალებას და სადავეებს თავად აიღებს ხელში. არ ვიცი იმდენ რამეს ვგრძნობ, აქამდე მხოლოდ შიში, დაუცველობის გრძნობდა და ღელვა იყო ჩემს არსებაში გამეფებული. დღეს რაღაც შეიცვალა, ბოლომდე ვერაფერს ვაცნობიერებ ...
-რაზე ჩაფიქრდი დედოფალო? - ყურში ჩამჩურჩულა ანდრეამ და სულ გავითიშე მისი ცხელი სუნთქვა რომ მომეფრქვია ჟრუანტელმა დამიარა
-განა ცოტა რამ არის დასაფიქრებელი?
-ნუ გეშინია დღეს სისხლი არ დაიღვრება ! ნუ მხოლოდ შენი
-რა...- დაბნეულმა გავხედე რა ვიცოდი ხუმრობის ხასიათზე თუ იყო ამხელა კაცი ასე თუ დაიწყებდა ღლიცინს, საერთოდ იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ ხალხთან შეხება არ მქონია და სულ გამოვშტერდი მისი სიტყვების და გამომეტყველების შემყურე
-განსაკუთრებული არაფერი ერთი ორი წვეთი ... ყველა პატარძალის ხვედრია
-შენ... შენ
-მე ხო აბა სხვას ვერ შემოვუშვებ... საჭიროება არაა დამერწმუნე- ღვინოს სვამდა და ძლივს იკავებდა სიცილს. სახეზე სულ ავხურდი , ესეც პირველად . აქამდე არასდროს არაფრის მრცხვენოდა .მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ... საერტოდ იმდენი რამ არ ვიცი რეალური ჩვეულებრივი ცხოვრების შესახებ ...
-ისევ ჩაფიქრდი მარიამ... იმედია ახლა მაგ სისხლისღვრის პროცეზე გადაერთვე
-მეგონა სერიოზულ კაცს გავყევი ცოლად, თურმე მასხარა შემომაპარეს
-მეგონა ბავში შევირთე ცოლად, ცოტად გავეხუმრებითქო და თურმე რა ენამწარე ყოფილა
შემდეგ რა მოხდა? ისევ ისე სერიოზული გამომეტყველებით მოძრაობდა, როცა ვინმეს ესაუბრებოდა აი მე რომ მომიახლოვდებოდა სრულლ მეტამორფოზას განიცდიდა. ჩემი მახვილი მზერა ყველაფერს აღიქვამდა, ამას კი ნამდვილად შეჩვეული ვიყავი ყოველთვის ყველაფერს მარტივად,ერთი თვალის მოვლებით ვაკონტროლებდი.
ქორწილმა მართლა მშვიდად ჩაიარა, ბატონი ანდრეა თურმე ყველაფერს აკონტროლებდა, ყური მოვკარი როგორ ესაუბრებოდა მეგობრებს .
ღამის პირველი საათი იყო , სტუმრები ნელ-ნელა მიდიოდნენ. ჩემს ძმებთან ვიდექი ,ლუკა მეჭირა ხელში ჩემზე მიხუტებულს ჩაეძინა და ვეფერებოდი. სიმღერის ხმა გაისმა, ყველამ დატოვა საცეკვაო მოედანი ანდრეა ჩემკენ წამოვიდა, ლუკა მამამ გამომართვა . მეუღლემ ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა, ვცეკვავდით მხოლოდ მე და ის ,ყველაფერი ჩაბნელდა, მისი გულისცემა მესმოდა, მშვიდი და რიტმული მე კი ისე ცქარა მიფეტქავდა გული როგორც არასდროს
-ულამაზესი ხარ მარიამ ...-ჩურჩულით მითხრა და ტუჩებზე დამეკონა. მკოცნიდა ძალიან ნაზად, მიკოცნიდა ტუჩებს მონაცვლეობით დახელოვნებური ბატონი ანდრეა მგონი არასდროს გამიშვებდა .დარბაზი ქუხდა, ყველა ტაშს გვიკრავდა, ახალგაზრდების შეძახილები ისმოდა . როცა მომშორდა მაშინ აღვიქვი რა საოცარ გრძნობას განვიცდიდი .ხელი წელზე მომხვია და ხმამაღლა განაცხადა- აბა მეგობრებო ტორტის გაჭრის დროაა
ასე გათიშული მივედით უზარმაზარ ტორტთან ,ზურგიდან ამეკრო ორივემ ერთად მოვკიდეტ დანას ხელი და ასე გავჭერით ტორტი-გემრიელი ჩანს ,მაგრამ მეეჭვება სენზე გემრიელი რამე დავაგემოვნო მარიამ - ყურში მიჩურჩულა და იქვე დამიტოვა კოცნის კვალი.
არაფერი მესმოდა , სრულიად არაფერი. ქაოსია ,როგორ სეიძლება ასე მექცეოდეს, მეთამაშება? პირველად მნახა დრეს და რა თამაშს თამაშობს, ჩემტან რაში სჭირდება მე მაინც ხომ ვიცი რომ გრძNობა არ ყოფილა ჩვენს შორის .
ასე გაურკვევლობაში ყოფნა მაგიჟებდა, თაიგულის სროლაზე ისე იხალისა ლამის მეც დავიწყე სიცილი , რამდენჯერაც დავაპირე სროლა იმდენჯერ გამაჩერა ხელიდან მართმევდა თაიგულს შემდეგ ისევ დამიბრუნებდა ,მოკლედ ძალიან ხალისობდა თან თავდაჭერილიც იყო არ ვიცი როგორ აგიხსნათ ტან პატარა ბიჭს გავდა თან სერიოზულიც იყო , ვერც იმას იტყოდი გიჟიაო და ვერც იმას სერიოზულიაო . ალბათ სწორად იქცეოდა , ასე ქმნიდა საქორწინო განწყობას. თაიგული ვიღაც ბიჭმა დაიჭირა და გვერდით მდგომ გოგონას აჩუქა მაშინვე, მგონი შეყვარებულები იყვნენ . არ დამცალდა გარკვევა, ისევ ჩაბნელდა დარბაზი წელზე მარწუხივით მომეხვია დადეშქელიანის მკლავი და სიბნელეში გავუჩინარდით. მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ მივდიოდით ,როცა მანქანის კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა. მძღოლის ადგილი თავად დაიკავა
-საფინალო სვლა ...- ბაბთა მოიშორა და ღილებიც შეიხსნა , პერანგი მკლავებზე აიკეცა და მხოლოდ შემდეგ გამომხედა- შეიკარი ღვედი მეუღლევ... პირველ რიგში უსაფრთხოება - ჩემკენ გადმოიწია სანამ ხელს ავამოძრავებდი და თავად შემიკრა ღვედი. შემდეგ საჭეზე აათამაშა თითები და მანქანა დაძრა. ისე სწრაფად მოსწყდა ადგილს ლამის მივეყინე ადგილზე თავი რბოლაზე მეგონა. -შენ მაინც არაფერს ამბობ და ალბათ გაინტერესებს სად ვიცხოვრებთ, სამწუხაროდ რამდენიმე თვე სანამ ჩემი სახლი დასრულდება დედაჩემთან მოგვიწევს ცხოვრება ,მშობლიურ სახლში შემდეგ გადავალთ ცალკე
-გადავალთ ?
-ახლა არ მითხრა ,რომ დედაჩემთან ცხოვრების სურვილით იწვი- მითხრა და გაიცინა- მე ამ ღამის სხვაგან გატარებას ვგეგმავდი მაგრამ მოითხოვეს ისე რომ იცოდე- ჩუმად მითხრა და მანქან ეზოში შეიყვანა.
-არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის უკვე აღარაფერს,... მთავარია სიტყვა შეასრულო და მშვიდობამ დაისადგუროს ორ გვარს შორის
-18 კი არა 88 ხარ შენ ! შემომატყუეს შენი თავი ჯაჭვლიანებმა - სერიოზული გამომეტყველებით მითხრა და ხელი გამომიწოდა. გავბრაზდი და საერთოდ არ ვაპირებდი გახედვას, ხელი რომ არ შევაგებე ისე უცებ აღმოვჩნდი მანქანის გარეთ და თან ჰაერში რომ მსუბუქად წამოვიკივლე-დამშვიდდი მეუღლევ, ხელში აყვანილმა რომ არ შეგიყვანო სახლში იდეალური ქორწილის დღე ჩამეშლება
-შენ რა შენს ოცნებას ისრულებ?
-რავი ყველას ასე წარმოუდგენია ქორწილი და შენ არა? ხელი მომხვიე ტორე კაბა იმხელაა დამივარდები- მშვიდად მითხრა და უკვე სახლის კარი გააღო . წინაარმდეგობას არ და ვერ ვუწევდი, რა აზრი ჰქონდა . ახლა მისი მორჩილი უნდა ვყოფილიყავი, ვალი იყო ჩემი . მორჩილი? არა შეუძლებელია , დროებით მხოლოდ დროებით შემდეგ მოვიკრებ ზალას და ჩემს ადგილს დავიკავებ.
ფიქრებში ჩაძირულმა ისევ ვერ გავიგე ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა. უკვე მეორე სართულზე ვიყავით, საძინებლის კარიც გაიღო და დამსვა. გულისცემა გამიხშირდა ,ასე მარტივი ხომ არ არის სრულიად უცხოა,მის მიმართ არაერს ვგრძნობ უბრალოდ მისი არ მეშინია და ვიცი არაფერს დამიშავებს . ახლა ისე მიყურებს ,მგონია რომ ცეცხლს მიკიდებს .თანდათან იმატებს სიცივე ორგანიზმში, სულ მთლად ვიყინები ,მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვევა სახეზე, ძალიან ახლოსაა. მიყურებს, თვალს არ მასორებს, თითები სახისკენ მოაქვს ,ფრთხილად მეფერება შემდეგ ყელზე გადადის უფრო ახლოს იწევა და მკოცნის. ამჯერად ყველა დეტალს აღვიქვამ, მისი ტუჩების გემოს, რომელიც ნაცნობია , ჟრუანტელი რომელიც უფრო ძლიერდება მუცელში ლავა მეღვრება და სუნთქვა აღარ შემიძლია .არ ვიცი ცუდად ვარ თუ კარგად. იქნებ მომწონს და იმიტომ ვარ ასე , არა ნამდვილად არ მძულს, ნამდვილად არ მაწუხებს ...
-მშვიდი ძილი პატარა ქალბატონო - მაშინვე თქვა როგორც კი ჩემს ბაგეებს მოსწყდა და უკან დაიხია. მისმა მშვიდმა და ტკბილმა ხმამ იმწამსვე დამამშვიდა . ანდრეა ოთახიდან გავიდა ...
რამდენიმე წამი გახევებული ვიდექი, დადეშქელიანების უხეშობაზე და ველურობაზე ლეგენდები დადიოდა ის კი რას აკეთებდა. მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა თავი კარგად მეგრძნო, ახლაც კი ჩემს შინაგან ღელვას და სურვილს ითვალისწინებს.
უნებლიედ გამეღიმა, აივანზე მდგომს გავხედე , მისკენ დავიძარი და მალევე აღმოვჩნდი აივანზე. მოაჯირს იყო დაყრდნობილი და სივრცეს გაჰყურებდა, ჩემი მიახლოება იგრძნო ოდნავ მოაბრუნა თავი და გაკვირვებულმა სემომხედა
-რა ...
-შეგიძლია კაბის გახდაში დამეხმარო? მარტო ნამდვილად ვერ შევძლებ- ქვემოდან ავხედე და საწყლად ამოვთქვი .მეშინოდა რამე უხამსია რ ეთქვა ისევ . გაეცინა , მარტივი მოძრაობით დამატრიალა და ჩემ უკან თავად დადგა, თითები მხრებზე გადამატარა ნელა დაუყვა კაბის სათავისკენ და თასმების გახსნას შეუდგა,ისე ნელა აკეთებდა ამ ყველაფერს წკუიდან გადავყავდი - ასე ხდი ყველას თუ მე ვარ გამონაკლისი- ენას კბილს რომ ვერ დააჭერს მეტის ღირსი ხარ
-დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ გახდაში გინდა დაგეხმარო პატარავ?
-ანდრეა!
-რატომ გაქ ბილწი აზროვნება? ვიფიქრე იმდენად პატარააა დაბანასიც დავეხმარები, სააბაზანოში შევყვები და გავუქაფავ ზესექსუალურ სხეულსთქო ...თუ არ გინდა კარგი რა გაეწყობა. შესაკრავი გახსნილია ,მისია შესრულებულია
-გმადლობ- უცებ ვუთხარი და დავტოვე. სააბაზანოში სწრაფად შევაბიჯე, პენუარი და საცვლები შევიტანე. ყველაფერი ადგილზე იყო. კაბა იატაკზე დავუშვი და ერთიანად გავთავისუფლდი. დუშის ქვეშ რომ დავდექი ერთიანად მომეხსნა დაღლილობა, წყლის ჭავლი დამეხმარა, კედელს მივეყრდენი და თვალებდახუჭული ვიდექი... არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი იქ . თითებმა დანაოჭება რომ დაიწყეს მივხვდი რომ უნდა გავსულიყავი.
სწრაფად ჩავიცვი , კაბა ავიღე და ისე გავედი. ანდრეა ისევ აივანზე იყო ამჯერად ეწეოდა, ფარდას ქარი არხევდა და ნაწილობრივ ფარავდა მის სილუეტს. სადედოფლო კაბა სავარძელზე მივაფინე და საწოლისკენ დავიძარი. მაშინ ვიგრძენი რომ მიყურებდა, ისევ გავიხედე და მის მზერას წავაწყდი . ალბათ წამოვწითლდი ,მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია მშვიდად დავწექი საწოლში და მოვეწყვე.
ანდრეა მალევე შემოვიდა ,გარდერობის ოთახში შევიდა რომ გამოვიდა ხელში ლეიბი ეჭირა ის საწოლის წინ ხალიჩაზე დადო , ბალიში და საბანი აიღო .მერე სააბაზანოში შევიდა...
მე კი ისევ გავვოცდი . ამდენ დათმობას დადესქელიანისგან არ მოველოდი. ეს ბიჭი ნამდვილად ის შემთხვევაა როცა ჩემი გაოცება არ უჭირს, უჭირს კი არა ყოველ წამს მაოცებს. ამოუცნობია და იმედია მაინც შევძლებ მის შეცნობას, თუმცა დრო თავზესაყრელად მაქვს, მთელი ცხოვრება...
თვალები დავხუჭე , მალევე დამეძინა. ასე მშვიდად ცხოვრებაში პირველად ვიყავი ,მჯეროდა , მწამდა რომ ჩემს ძმებს და ოჯახს არაფერი ემუქრებოდა.
შუაღამით მაინც გამეღვიძა, მიჩვევის გამო, თუმცა ჩემი ძმები მეზობელ ოთახში აღარ იყვნენ, სამაგოეროდ ქმარი იყო რომელსაც იატაკზე მშვიდად ეძინა, თუმცა მოუხერხებლად. გამეღიმა ,რომ დავაკვირდი მის გამომეტყველებას. მგონი ძალიან დიდხანს ვუყურებდი, შემდეგ მისი ნაკვთების შესწავლაზე გადავედი და იმდენად შევიჭერი „საქმიანობაში“ რომ გათენდა კიდეც. საწოლში ყოფნა ვეღარ შევძელი და ავდექი. საწოლი გავასწორე და სააბაზანოში რომ უნდა შევსულიყავი მაშინ ჭყიტა ანდრომ თვალები
-დილამშვიდობის მარიამ
-დილამშვიდობის
-იმედია ტკბილად გეძინა
-ისე როგორც არასდროს
-მაგ სიტყვებს ძალიან ბევრჯერ იტყვი დაიმახსოვრე ...ათვლა დაიწყე მარიამ-წამოდგა და „საწოლი „ აალაგა. - მოვემზადები და ქვემოთ ჩავიდეთ
ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გავიგეთ- ანდრეააა
-ჯანდაბა კაი რა დედა-თვალებში ცეცხლი აუკიაფდა, ძარღვები დაებერა ასე თუ გაბრაზდებოდა არ მეგონა- ოხ როგორ ვერ ვიტან აქაურობას.... დედა მოგვიანებით მობრძანდი
წოლისკენ წავიდა ჩემი ალაგებული ლოგინი აანგრია გადასაფარებელი ძირს დააგდო ზეწარი დაჭმუჭნა ბალიშებიც ასევე ერთი ძირს ისროლა მერე ჩემსკენ შემობრუნდა და საწოლისკენ გამიძღვა მერე ზედა და შარვალი გაიძრო და მეც მომიბრუნდა , წამში შემათვალიერა და სააბაზანოში გავიდა
-დაწექი ...
-ვერ გავიგე რა გინდა
-გაიხადე და დაწექი და ისე მოიქეცი თითქოს გძინავს და ძალიან დაღლილი ხარ ხო ხვდები რა რას მალაპარაკებ
-სპექტაკლს დგამ დადეშქელიანო? კარგი ვითამაშებ მთავარ როლს- აღარ იყო სიტყვები საჭირო. მერე კი საერთოდ გავვოცდი მისი საქციელის გამო როცა ხელი გაიჭრა და ზეწარზე სისხლი დააწვეთა მერე ხელი მოკუმა და ლოგინში დაწვა მე შიშველი ვიყავი მართალია საწოლში გავიხადე მაგრამ მაინც შემრცხვა მერე კარი გაიღო მე ანდრეასკენ ვიყავი შეტრიალებული როცა დედამისი შემოვიდა ანდრეა ჩემსკენ მოიწია და ვიგრძენი როგორ შემეხო შიშველი სხეულით .
-დედა რა ხდება რა გინდა ამ დილა ადრიან
-საუზმე შემოგიტანეთ მაგრამ თუ გძინავთ გავალ და შემდეგ თქვენ ჩამოდით
-არ შეგვაწუხო რა სანამ ჩვენ არ ჩამოვალთ- ანდრეას ხელი შიშველ მხარზე შემეხო და ვიგრძენი როგორ გამაჟრჟოლა.
დედამისი გავიდა მე კიდევ დახუჭული მქონდა თვალები .ანდრეამ ხელი მხარზე გადამისვა
-მარიამ „გაიღვიძე“ დადგმა დასრულდა შენი როლი... მე გავალ და ჩაიცვი . ნუ წითლდები არ დამინახიხარ
ჩაიცინა ანდრეამ და ოთახიდან გავიდა.მე კი სასწრაფოდ ჩავიცვი თმა დავივარცხნე და როგორც ყოველთვის ჩავიწენი. ანდრეა ოთახიდან ჩაცმული გამოვიდა მაგრამ ხელიდან სისხლი მოდიოდა
-დაჯექი საწოლზე და მითხარი სადაა სპირტი და ბამბა
-სააბაზანოშია
ჭრილობა დავუმუშავე შემდეგ გულმოდგინედ შევუხვიე და გვერდით მივუჯექი-მადლობა .. -რისთვის... დედაჩემი რომ ავადმყოფურად იქცევა? ისევ მეოცე საუკუნეში რომ ვართ? არა უფრო გვიან სულელური წესჩვეულებების გამო რომ დაინგრა ბევრი ადამიანის ცხოვრება და სხვებისაც რომ არ დანგრეულიყო მსხვერპლად შეეწირე? მადლობას მე უნდა გიხდიდე 18 წლის ბავშვი რომ ხარ აქ და ამ საშინელებაში იღებ მონაწილეობას... მაპატიე რა მაპატიე ყველაფრისთვის რისი გადატანაც აქ ყოფნისას მოგიწევს.... გეფიცები რომ გადავალთ ყველაფერი შეიცვლება. სულ ცოტაც მოითმინე კარგი- იმდენად იყო გაღზიანებული სიტყვა ვერ ვთქვი რამდენიმე წამი
-ჩემთვის გასაოცარი შენი ქცევაა და არა დედაშენის ან სხვა დანარჩენის ... მე აქ გავიზარდე , ამ გარემოში და ეს ქცევაა ჩემთვის ბუნებრივი, მიუღებელი მაგრამ მაინც ბუნებრივი რადგან ვიცი რომ მათ სხვანაირად არ წარმოუდგენიათ -ზეწარი საწოლიდან მოვაშორე-შენგან განსხვავებით მე მიჩვეული ვარ ყველაფრის ამ წესებისამებრ გაკეთებას და არასდროს ვცრუობ, მითუმეტეს არ ვაყალბებ საქმეს- ახალი ზეწარი გამოვიღე საწოლი გავასწორე და ანდრეას გავხედე, რომელიც სკამზე იჯდა და მიყურებდა
-როგორ უძლებდი ... ამდენ ხანს როგორ უძლებდი ასეთი პატარა ხარ
-მგონი მე ბედნიერებას ვერ გავუძლებ ანდრეა ... ტკივილი და გაუსაძლისი მდგომარეობა ჩემთვის ჩვეული მდგომარეობაა. ტყუილად მეძახი პატარას, სულ ტყუილად ახსენებ ჩემ ასაკს იმაზე ბევრი რამ მაქვს ნანახი ვიდრე შენ წარმოგიდგენია
-რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება მე დავუდგებოდი ბაბუაშენს წინ და იმ იარაღს გადავუმტვრევდი ამ კოშმარის შექმნის უფლებას არ მივცემდი... მაგრამა რ შემიძლია. სამაგიეროდ შემიძლია თავიდან დავიწყო ყველაფერი ჩემ ლამაზ ცოლთან ერთად
-ასეთი პოზიტიური ხარ სულ?
-ეგ არავის უთხრა... მე ყველას ცუდი ბიჭი ვგონივარ. მარტო შენ მევასები - ტუჩზე მიიდო საჩვენებელი თითი და გაიცინა
-კარგი არავის ვეტყვი= მეც გავუცინე და წარბები ავზიდე- აბა აღარ გავიდეთ ამ ოთახიდან? სახლი მაჩვენე ხომ უნდა ვიცოდე სად ვცხოვრობ
-დიასახლისობა მოგინდა ქალბატონო?
-რაღა დაგიმალო და სახლის განკვარგვას კი ვარ შეჩვეული... მხოლოდ მე ვიყავი ქალი ამდენ კაცებში და როცა მართვას ხარ შეჩვეული ძნელია უკანა პლანზე გადასვლა
-ჰა ვუთხრა დედაჩემს გამოდი სამზარეულოდან დღეიდან რძალი იწყებს მზადებასთქო?
-მინდა უსაქმურობა ვისწავლო და არ დამეხმარები?
-ჰმ უსაქმური ჩემი ცოლი? შანსი არაა . ვერ ვიტან ზარმაც უცოდინარ ხალხს . ჩემმა ცოლმა ყველაფერი უნდა იცოდეს
-შენ იცი?
-დიახ! - გაიჯგიმა და მერე უცებ მომხვია ხელი - პატარავ რომ გამიცნობ კარგად მიხვდები ყველაფერს
მასთან საუბარი რამდენად სასიამოვნოც იყო დედამისის ნახვა იმდენჯერ სატანჯველი აღმოჩნდა. ქალი მკვლელი თვალებით მიცქერდა, მართალია მე მიჩვეული ვიყავი მაგრამ შუა საუზმობის დროს ისე დაკრა ანდრეამ მაგიდას მუშტი ქალმა წამოიკივლა
-დედა აღარ მორჩები? ამის დ.. შე.. რა გახდა მშვიდად ყოფნა,რატო ვერ ისვენებ რა არ გასვენებს? რამდენჯერ დაგელაპარაკო ,რა გავაკეთო რომ შეგასმინო როგორ მოიქცე?
-რა გინდა ანდრეა?
-ნუ უყურებ მარიამს ასე... ეს ის ქალია რომელიც ჩემი ცოლია ,უბრალოდ ქალი კი არ არის ჩემი ცოლია და გეფიცები დროზე ადრე წავალ სახლიდან ...
- არც კი ვაპირებ საუბარს ამაზე...მე და შენ უკვე გავარკვიეთ დამოკიდებულება ! - შეუვალი ჩანდა ქალბატონი ლალი . მშვიდად განაგრძო საუზმობა სამაგიეროდ ანდრეა არ იყო მშვიდად და ორივეს გვიცქერდა მორიგეობით
-ასე ერთნაირებს სად გადაგეყარეთ ეს ემოციური კაცი ... მეგონა ცოლი მაინც მომყავდა ბავშვური და ლაღი თუქმრე სად ხარ, ორი ველური ავაზის წინ ჯდომა -გამეღიმა და გავხედე მასაც გაეცინა და თითები მაგიდაზე აათამაშა-თუ დაასრულე წავიდეთ
-სად მიდიხართ?
-საძინებელში დედა მიხტება და მგონი ლოგიკურია ამ სახლს რომ გავეცალო
-ისე ნუ ლაპარაკობ თიტქოს ამის სიყვარულით იწვოდე ანდრეა! გეყოს ეს ცინიზმი სულ და ყოველთვის როგორ ხუმრობ
-ვხუმრობ ? ისე მომიწყვეთ საქმე ხო სულ სახუმაროდ მაქ საქმე დედაჩემო - წამოდგა ხელი ჩამკიდა და მეც მაიძულა ადგომა. უკან გავყევი რა თქმა უნდა
-სად მივდივართ?
-უნდა შეგჭამო შოკოლადო ...- ისე მითხრა ენა ჩამივარდა- დავფიქრდი და მივხვდი რომ ამ სახლში დასარჩენად ზედმეტად ცოდოები ვართ ორივენი... გიხსნი ცოტა ხნით დედამთილის კლანჭებიდან , თუმცა შენ ისე მშვიდად ხარ სულ არ გეშინია ქალბატონი ლალის
-დედაშენის უნდა მეშინოდეს ? - გამეცინა ის კი კარს არებს და მატარებს- ბარგი ჩავალაგო თუ მხოლოდ დღისით გავალთ
-ჩაალაგე რამდენიმე დღე დავრჩებით .-ისიც შემომყვა გარდერობში და ჩანთა გამოიღო ,თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო,ისე სწრაფად და კარგად ალაგებდა გამეცინა.ჩემ ძმებს ვერაფრით ვასწავლე თავიანთი ნივთების სწორად დალაგება მაინც ვერ პოულობენ ვერაფერს -რა გაცინებთ ქალბატონო მარიამ?
-არაფერი ...უბრალოდ ნელ-ნელა ვრწმუნდები რომ ტიპური დადეშქელიანი არ ხარ
-საოცარი წყვილი გამოვდივართ ხო?
-კარგი რა ...
მეც სწრაფად ჩავალაგე ყველაფერი და ჩანთა მისი ჩანთის გვერდით დავდე. თავად სააბაზანოში ბრძანდებოდა და მალევე გამოვიდა.
-წავედით ხო?
-წავედით
მანქანაში ჩავჯექი, ქალბატონი ლელას მზერა მაცილებდა და მეეჭვება რამე კარგი ესურვებინოს. გზა საკმაოდ გაიწელა , წყნეთში მივდიოდით მაგრამ ასე შორს სად იყო მათი სახლი ეგ კი ვერ გავიგე. სადღაც ტყეში შემიყვანა და პატარა სახლთან გააჩერა ,ულამაზესი ადგიილი იყო .
სახლი პატარა და მყუდრო იყო .მხოლოდ ერთი საძინებელი ,მისაღები სამზარეულო და სააბაზანო იყო. ყველაფერი დავათვალიერე და შემდეგ შევედი საძინებელში. ბატონს უკვე მოესწრო ამოლაგება და ჩემი ნივთებიც თავისი ნივთების გვერდით დაეწყო
-ახლა არ მითხრა რამე... ამ ელემენტარულ ამბავზე ნუ ვისაუბრებთ აქ იმიტო წამოგიყვანე რო ერთმანეთი გავიცნოთ მინიმუმ ხო უნდა ვიცნობდე მაინც ცოლს. წამო სამზარეულოში პროდუქტებიც ამოვალაგოთ და მერე გავისეირნოთ
-არაა ყველაფრის გაკეთება საჭირო ტავადაც მივხედავ
-შეირგე დასვენება სანამ სახლში ვარ თორე რამდენიმე დღეში გავდივარ სამსახურში და მერე საწოლში თუ დამინახავ თორე დილიდან ღამემდე საქმეები მაქ
-ანუ საწოლში გადმოსვლას აპირებ- რა ჯანდაბა მემართება ამიყოლია მეც,როდის გავხდი ასე ლაღი მოსაუბრე. უცებ გამომხედა და წარბი მაღლა აზიდა
-ვსწავლობთ ნელ-ნელა საუბარს ცოლო?
-ვცდილობ ქმარს არ ჩამოვრჩე,მეორენახევარი ვარ სხვა თუ არაფერი
-ოჰ ჯაჭვლიანის ქალო რა საოცარი ვინმე ხაროო
მეორე დღეა უკვე მასთან ვარ და ღიმილი არ მომშორებია სახიდან. ჩემებს ვესაუბრე ბიჭები ყველაფერს მიყვებოდნენ და უამრავ კითხვას მისვამდნენ. მამას არაფერი უთქვამს ,საერთოდ არაფერი ვიცი თავს დამნაშავედ გრძნობდა .
ტყეში გავისეირნეთ შემდეგ სახლთან ახლოს ჰამაკში ჩავჯექი და ვირწეოდი ბატონი ანდრეა რომ მობრძანდა და გვერდით დამისკუპდა. დისტანციის დაცვა ვერ მოვახერხე,ბოლოს ხელი მომხვია წელზე და მუხლებზე დამისვა
-იმდენს ხვანცალებ აშკარად უფრო ახლოს გინდა ხო ყოფნა
-ანდრეა...
-ზუსტად მივხვდი ხო?- გადაწვა და მეც თან გამიყოლა .ფეხები მიწაზე დაკრა და უფრო მაღლა ავიწიეთ - დამშვიდდი ,მიეჩვიე ნელ-ნელა ჩემთან სიახლოვეს - ტუჩები თავზე მომაწება და თითები თმაში შემიცურა- პატარა ფიფქია ხარ, ყორნისფერი თმით, ღამისფერი თვალებით და თოვლივით თეთრი კანით , სისხლისფერი ტუჩები რომელთაც რაღაც ეგზოტიკური გემო აქვთ - თმიდან სახეზე გადავიდა ,თითებს კანზე დაატარებდა და შემდეგ ტუჩებზე გადამისვა საჩვენებელი თითის ბალიში .ტუჩები ინსტიქტურად გამეხსნა და ღრმად ამოვისუნთქე ,რას მშვება ეს კაცი .თავი ზემოთ ავწიე და ანთებულ თვალებს გავუსწორე მზერა, მისი მწვანე სფეროები ისე ელავდნენ რაღაც საოცარ ნათებას ქმნიდნენ - წითელი ტუჩები რომლებიც ჩემს კოცნას ელიან - ახლოს მოიწია , ჩემი სურვილი უფრო ადრე გამოიცნო ვიდრე მე .მეგონა მაკოცებდა, სუნთქვა შემეკრა, კანი დამეხორკლა თვალები დამეხუჭა ის კი არადა არ მკოცნიდა, მისი სუნთქვა ქვედა ტუჩზე მომეფრქვია ,ინსტიქურად მოვიქციე კბილებს შორის ბაგე და თავი საბოლოოდ გავყიდე. -ჯაჭვლიანების ჯიუტი ქალიც კი დანებდა სურვილს...-უკვე ყურთან მიჩურჩულა და ლოყა ლოყაზე მომადო ,მთელი სხეულით ჩემკენ იყო გადმოწეული და მშვიდად სუნთქავდა, შესასურად მშვიდი იყო ჩემგან განსხვავებით . მოულოდნელად მომშორდა, ჩვეულ პოზას დაუბრუნდა და გამიღიმა-გინდა ვითამაშოთ მარიამ? სურვილებზე ოღონდ იმ სურვილებზე რომელიც იმ წამს ნამდვილად გექნება .
-ამჯერად რა მოიფიქრე ...სულ არ თამაშობ?
-ახლა შენც მიიღებ მოქმედებაში მონაწილეობას -არხენად თქვა და მომანათა მწვანე თვალები-მოკლედ დაგისვამ კითხვას მიპასუხებ სიმართლეს და თანვე მასთან დაკავშირებულ სურვილს მეტყვი. ამის საშალებით ისე გაგიცნობ ვეავინ მაჯობებს
-სულ შენ თავზე ფიქრობ და მე..
-შენ ჭკვიანი გოგო ხარ და მალევე მიხვდები როგორი მეუღლე გყავს - მოულოდნელად მთელი სხეულით მოიწია სხეულზე ამიკრო და ისე დამაცხრა ტუჩებზე. წამის წინ არსებული სურვილი აასრულა და ჩემი ქვედა ტუჩი ლამის ერთიორად გაადიდა იმდენ ხანს მოიქცია ტუჩებს შორის .უცებ მომშორდა და ღრმად ამოისუნთქა. გამოფხიზლებას არ მაცლის ,ყველაფერს მოულოდნელად და სწრაფად აკეთებს- საიდან იწყება შენი მახსოვრობა...
-იმ დღიდან როცა ნიკუშა დაიბადა ..სამი წლის ვიყავი მახსოვს დედა ფეხმძიმე და შემდეგ ნიკუშა ,პატარა და საყვარელი .
-ახლა ნიკოლოზზე მიამბე მასთან დაკავშირებულ ემოციებზე
-ამომასუნთქო იქნებ..
-არაა ასე უფრო ზუსტად მიპასუხებ არავიტარი ფიქრი!
-ნიკოლოზი ჩემი პირველი სიხარულია... ის რომ დაიბადა იმ დღიდან გამიჩნდა საზრუნავი . როცა რაღაც ცუდი ხდებოდა ნიკუშა მყავდა და მასზე გადამქონდა ყურადღება. მაინც პატარა ვიყავი და ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ, ისიც ჩემსავით მშვიდი, დინჯი არა უფრო მდუმარე და ჭკვიანია. არასდროს მახვევს თავს თავის ტკვივილს და პრობლემებს არასდროს მიქმნის . ჩემი საამაყო ბიჭია 15 წლისაა და ჯერ მასზე საყვედური არავის უთქვამს , არავისთან ჰქონია პრობლემა და მეამაყება ასეთი რომ გავზარდე ,მთელი არსებით მეამაყება ჩემი ნიკუშა.- მისი გახსენებისას გამეღიმა,ერთიანად მოვდუნდი და გავთავისუფლდი. რაღაც კარგი იყო ეს საუბარი მომეწონა,მისი მზერაც უფრო მამშვიდებდა და სრულ იდილეას მიქმნიდა- როგორი ბავშვობა გქონდა ?- რადგან თავიდან ვიწყებდით მინდოდა მასაც იგივე გაეხსენებინა
-უფერული ... -ასე ერთი სიტყვით მიპასუხა და შემდეგ განაგრძო- სულ მინდოდა ეზოში მშვიდად თამაში შემძლებოდა , დედა არსად მიშვებდა .მამა არასდროს იყო სახლში მხოლოდ მულტფილმებშ ვხედავდი ბედნიერ ოჯახს. მამა და დედა სულ კამათობდნენ , დედა ყოველთვის რაღაცას საყვედურობდა რა თქმა უნდა დადეშქელიანიც არ იხევდა უკან და ნამდვილი ომი იწყებოდა. მერე მამა საერთოდ აღარ მოდიოდა სახლში დედა კი უფრო გიჟდებოდა . არ მახსოვს თბილიმშვიდი დღე როცა უბრალოდ ჩემთან იყო მომეფერებოდა, ზღაპარს მომიყვებოდა და ასე მაინც მაცხოვრებდა ფერად გარემოში. ჩემი ყველა დღე შავი იყო და ფერადი წერტილები მხოლოდ ჩემი შექმნილი იყო. ვიზრდებოდი და ამ წერტილებს მიუხედავად იმ შავი ფონისა მაინც ვზრდიდი , სხვადასხვა საშუალებით და სხვადასხვა გეგმით... ბავშობამ მხოლოდ ის მასწავლა რომ უნდა მებრძოლა პირადი ბედნიერებისთვის სიამოვნებისთვის და სიმშვიდისთვის - მეგონა მხოლოდ ჩემი ბავშობა იყო საშინელი მაგრამ შევცდი ,მე დედა და მამა ჩემს ძმებთან ერთად სრულ იდილეას ვქმნიდით იმ რამდენიმე საათში როცა მტრებზე ფიქრი არ შეგვეძლო ერთმანეთტან ყოფნით ვტკბებოდით . ანდრეამ მომდევნო თემა წამოჭრა- სკოლის პირველი დღე ... რადგან ბავშობიდან ვიწყებთ არაფერს გამოვტოვებ
-5 შემიყვანეს ...მიხაროდა მაგრამ არ გამოვხატავდი. უზარმაზარი ჩანთით პატარა გოგონა მივაბიჯებდი ისევ ისეთი ნაბიჯებით როგორც ახლა ვიცი ხოლმე, თავაწეული დინჯად და ამაყად . -გამეცინა როცა გამახსენდა როგორი ვიყავი სკოლაში წასვლის დღეს- რა თქმა უნდა დაცვა უკან მომყვებოდა, დედა ჩემ გვერდიტ იყო, მამამ ვერ მოახერხა წამოსვლა სახლიდან სანამ გავიდოდა მანამ მომილოცა პირველი დღე და წავიდა. ერთ მხარეს დედა მედგა მეორე მხარეს ნიკუშა რომელიც ყველაფერს აკვირდებოდა და გაუგებრად ბურტყუნებდა . ვინაიდან უკვე ვიცოდი წერა -კითხვა .თუმცა წერა მიჭირდა და კითხვაც ყველა მასწავლებელს მოვეწონე და მიხაროდა. თავდაჯერებული ვიყავი . როგორც დავიწყე ისე დავასრულე, უბრალოდ ხშირად ვერ დავდიოდი ათასი პრობლემის გამო, მაგრამ ნიშნები კარგი მყავდა, საკუთარ თავს არ ვაძლევდი უფლებას ცუდად მესწავლა, თუმცა არც მეზარებოდა მაინტერესებდა და მიყვარდა ყველა საგანი გარდა ფიზიკისა და მათემატიკისა . ცუდი რაც იყო ისაა რომ მთავარი მეგობრები და სიხალისე მაკლდა. მაკლდა და თავს არ ვაძლევდი უფლებას ამ დანაკკლისის შევსების. მეშინოდა რაც უფრო მეტი საყვარელია დამიანი მეყოლებოდა მით უფრო გამიჭირდებოდა ცხოვრება... ყველას ვიცნობდი ,მაგრამ არავისთან მქონდა ახლო ურთიერთობა.როგორც ყოველთვის ნეიტრალობას ვინარჩუნებდი.... შენ რას მეტყვი სკოლასთან დაკავშირებით?
-ოოო შენგან სრულიად განსხვავებული ბავშვი ვიყავი . არც ვსწავლობდი , არც ხშირად დავდიოდი, მივდიოდი მაგრამ ბიჭებთან ერთად დავეხეტებოდი . ვჩხუბობდი, ვყალთაბანდობდი , მხოლოდ იმას ვსწავლობდი რაც შემდეგ უნდა გამომეყენებინა და უბრალოდ წიგნებს ვკითხულობდი. არასდროს მომიყოლია გაკვეთილი და არ დამიწერია დავალება. გამოცდებს ვაბარებდი, არ ჩავრჩენილვარ არასდროს მაგრამ ყველა მასწავლებელს ეშინოდა ჩემი დანახვა .თუ შევდიოდი გაკვეთილზე ე. ი რაღაც საოცრებას ჩავატარებდი.ეს საოცრება ასკის ზრდასთან ერთად რთულდებოდა დავიწყე გოგონების თმების შეჭრით, პასტიდან ქაღალდის ბურთების სროლით , შემდეგ რვეულებში ჭიანჭველებიანი მიწის მოფრქვევით, მასწავლებლის სკამზე წებოს დასხმით ჭიკარტები და მტკივნეული მახეები არ მიყვარდა, თან მააგს ყველა დებილი აკეთებდა უფრო სასაცილო სანახავი იყო როგორ დგებოდა მასწავლებელი სკამიდან ან ვერ დგებოდა ან უცებ ხვდებოდა რომ შარვლის ნაწილი სკამზე დატოვა. გააჩნია როგორი მატერია ეცვა. ბოტანიკის მასწავლებელს კაბა შემოაჭრეს ტანზე რომ მოეშორებინათ სკამიდან . აი ქიმიის მასწავლებელს კი ყველაზე მაგარი რამ გავუკეთე ყველა ხსნარი შევუცვალე იმ დღეს როცა ჩემთვის გამოცდა უნდა ჩაეტარებინა მომაწოდა პრეპარატები და მეც მისი მითიტებისამებრ ჩავყარე.თან ვეკითხები პატივცემულო ვფიქრობ ასე სწორი არ არის და იქნებ სხვა რამ უნდა დავამატოთ . ის კი გაგიჟდა როგორ მიბედავ მე მასწავლი რა როგორ უნდა გავაკეთოო . მეც რა მექნა ჩავასხი ხსნარები ერთმანეთში დავდგი სინჯარა და რამდენიმე წამში მთელი ოთახი კვამლში იყო გახვეული. ქიმიის მასწავლებელი გააგდეს მე კი გამოცდა ჩავაბარე . შემთხვევით გავიგე რომ ჩემი ძმაკაცის ჩაწრას აპირებდა ფიზიკის მასწავლებელი , ქალი სახელად მზევინარი რომელსაც ეშინოდა ქათმების . შუა ვაკეში ქათამი როგორ გავჩითე სკოლაში მაგას ვერ გეტყვი მაგრამ ოცი თუ ოცდაათი ლამაზი საყვარელი ვარია რომ შეკაკანდა ფიზიკისკაბინეტში, კარი კი შემთხვევით ჩამეკეტა გარედან და მტელს სკოლას ესმოდა მზევინარის კივილი ქათმების კრიახთან ერთად არასდროს დამავიწყდება. ნუ სკოლიდან გამომაგდეს და საერთოდაც სხვაგან გადაყვანას მიპირებდა დედაჩემი,მაგრამ მამაჩემთან მოვაგვარე მან დირექტორთან მოაგვარა და ერთ თვიანი დასვენების შემდეგ უკან დავბრუნდი. მზევინარმა რომ დამინახა თავად დატოვა სკოლა. მაშინ მეცხრეში ვიყავი კარგი დრო იყო - ორივეს სიცილისგან ცრემლები გვდიოდა. ამდენი არასდროს მიცინია, საერთოდ არ მიცინია ხმით , ამ ამბებს რომ ვუსმენდი და წარმოვიდგენდი ისე ავხარხარდი ჩემი თავის გამიკვირდა.
-ვაიმეე ცუდად ვარ... ვეღარ ვსუნთქავ შეუძლებელია ასეთი ბავში ყოფილიყავი
-აუ ხო გითხარი ვიფერადებდი ცხოვრებასთქო . ჩემზე გავლენის მოხდენა არ ვადროვე შექმნილ ვითარებას, არასდროს შემეძლო მეცხოვრა სხვების მიერ შექმნილ სიტუაციასი.ჩემი დღე მე უნდა შემექმნა . ჯერ ადრე მოიწყინე მადროვე მოგიყვე უჰ
-კიდე? მეტი რაღა ჩაიდინე
-კაი რა მეცხრეში ჯერ ბავშვი ვიყავი , შენ თინეიჯერობისას უნდა გენახე ვაფშე ავიჭერი , უბრალოდ უკონტროლო გავხდი ნამდვილი ველური აჯანყებულ ჰორმონებზე მეტად ავჯანყდი . თან მაშინ ზოგადად ქვეყანასი იყო არეულობა, არა მარტო ჩვენს გვარში და საერთოდ გავფრინდი გალაქტიკიდან. სიგარეტის ნაცვლად სპორტის მასწავლებელს გავუხვიე და რამდენიმე ნაპასის შემდეგ სიყვარული რომ აუხსნა ქართულის ახლად მოსულ მასწავლებელს ეგ იყო მოვლენა. ქალი ლამის გაგიჟდა , სირცხვილისგან დაიწვა მათ სიყვარულზე რომ აღარადდა . თან მერე იცინოდა ვაიმე მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობდა . ვერავინ გაიგო რა მოხდა მხოლოდ მე და ბიჭებმა ვიცოდით. ნუ ჩემი ბიჭები უბრალოდ ხალისობდნენ, არასდროს არცერთი გამირევია საქმეში .მაგარი ბავშვები იყვნენ , ჩაშვება არ იცოდნენ რომ გაეტყავებინათ მაინც და ამიტო მევასებოდა ყველა. არც ვაკლებდი იმ ჩაბნელებულ სკოლაში გართობას. კი გგონია ახლა რო გადარეული , უპასუხისმგებლო ვიყავი ცდები. ასე არ ვიდექი და არ ვიღრიჯებოდი ყველაფერზე
-სადაც საჭირო იყო სერიოზული იყავი , მეტიც ალბათ ძალიან მკაცრიც .ქორწილში ისე უყურებდი ყველას ასკარაა ბუნჩულა ბიჭი არ ხარ...-შევაწყვეტინე ,გაეღიმა
-არც ტიპიური ქუჩის ბიჭი ვყოფილვარ ..გარჩევებით ,მუდამ გზასი ყურყუტით და ერთ სიტყვაზე ათი კაცის დაჭრით. როცა საჭირო იყო ვჩხუბობდი კიდეც, როცა გამოსავალი იყო სიტყვით ვაგვარებდი. თუმცა ძირითადად სხვა რამით ვირთობდი თავს როცა სკოლაში“გამოსვლები“ არ მქონდა. დედაჩემი ცეკვაზე სიარულს მაძალებდა თავიდან ვიარე,მერე მომბეზრდება და სევესვებითქო, მაგრამ იმდენად შემიყვარდა დავდიოდი შენ წარმოიდგინე. წიგნებთან ჯდომის ნაცვლად სხვადასხვა სპორტზე დავდიოდი, მოკლედ ენერგიას ვხარჯავდი და ასე უბრალოდ არ გამიტარებია თინეიჯერობის ხანა. ..გავილექსე ძაან აბა შემდეგ ჩემო მარტოსულო ქალბატონო მიამბეთ ტქვენს მშობლებზე.. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან
-მე და დედა საოცრად ვგავდით ერთმანეთს, სულ ესმოდა ჩემი და მისი ერთი ღიმილიც კი მახარებდა. ის რომ დღეს ჩემთან იყოს ყველაფერი მარტივი იქნებოდა . მაგრამ ლუკა მყავს იცი მისი თვალები აქვს ჩემს ლუკას . სხვები ყველანი ჩემსავით შავთვალებები არიან,ლუკას ცისფერი თვალები აქვს ,რომ ვუყურებ ხოლმე მგონია ისევ დედას ვხედავ . მამა ,მამა უბრალოდ კაცია რომელზეც ვგიჟდები მთელი ცხოვრებაა..ის ჩემი იდეალური კაცია ყველა ასპექტში თავისი შეცდომებით მიყვარს. მას და დედას ერთად რომ ვხედავდი მხოლოდ მაშინ იყო ფერადი ჩემი სამყარო,ისეთი ფერადი როგორც არასდროს, ორივე ისე ანათებდნენ შინაგანად ვბედნიერდებოდი. დედა რაც გარდაიცვალა მამას მზერაც კი შეეცვალა იცი? მინდა .. არ ვიცი რა მინდა რომ სეიცვალოს ვერ ვიტყვირ ომ დედა დაბრუნდეს, ოცნება არასდროს მიყვარდა. უბრალოდ მინდა მამა სიბერეში მაინც იყოს მშვიდად და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. კარგი მგონი მსობლებზე საუბარი დიდად არ გინდა მოკლედ მითხარი მათზე და მერე თემა შევცვალოთ
-რა გითხრა მათ ერთმანეთია რ უყვარდათ,მხოლოდ იმიტომ გავჩნდი რომ ბიჭი სჭირდებოდათ ,გვარის გამგრძელებელი.კიდევ კარგი გაუმართლათ პირველივე მცდელობაზე თორემ გოგონები რომ ჰყოლოდათ ალბათ ორივე შეიშლებოდა. მამას მთელი ცხოვრება საყვარელი ჰყავდა, არა ერთი და მას მერე მეზიზღება მოღალატე კაცი ზოგადად ყველა გარეწარი კაცი, თუმცა ბოლომდეც ვერ ვადანაშაულებ როცა სახლში ცოლი კი არა მეომარი გხვდება ძნელია რამე დადებითზე იფიქრო . როცა დამირეკეს და მითხრეს რომ აღარ იყო მეტკინა იცი? საშინლად მეტკინა ხომ არასდროს გვქონია კარგი ურთიერთობა ნამდვილი მამა-შვილური მაგრამ ვიცოდი რომ ძალიან ვუყვარდი და ამაყობდა. გასვენების დღეს საშინლად ვიყავი ,მტკიოდა და მინდოდა ისევ ცოცხალი ყოფილიყო,შორს მაგრამ კარგად. ..მართალია აშკარად სჯობს თემის შეცვლა .-თვალები დახუჭა და ისევ გაიღიმა ,ჭინკები უხტოდნენ მწვანე სფეროებში -რადგან უკვე დიდობის ხანას მივაღწიეთ შევცვალოთ წესები
-რა მოიფქრე ახლა
-მხოლოდ მიპასუხებ კითხვაზე და თუ სათქმელი არაფერი გექნება ჩემს სურვილს ავასრულებ ამწამინდელს და არა ზოგადად
-უიმე რეებს იგონებ
-არც გაბედო ... აქ დარჩი- ხელი ჩამკიდა და უკან დამაბრუნა - პირველ შეყვარებულზე მიამბე
-სურვილს ველოდები - პირდაპირ ვეუბნები და გამომეტყველება ეცვლება
-მოიცა რა არაფერს მეტყვი? ეგრე არ გამოვა
-სათქმელი არაფერია ხომ თქვი სურვილს გეტყვიო ხოდა გისმენ
-როგორ არაფერი გავბრაზდები ახლა მარიამ მაინტერესებს ვინ იყო ასეთი ის შენი შეყვარებული.ძალიან გაგაბრაზა? ჰა ვიპოვო და გავუერტიანო თავ ყბა?
-ვერ იპოვი
-რატო მოკვდა?
-არ არსებულა გენიოსო ... მორჩი ზედმეტ საუბარს,ძალიან შეიწერი როლებში
-სეყვარებული თუ არ გყოლია ანუ მართლა მე მოგპარე პირველი კოცნა პატარავ? - თვალები უბრწყვიალობს და ჩემკენ იწევს, ნიკაპქვეშ ორ თითს მდებს და მკოცნის- ასეთი წმინდანიც ვერ იქნები ... ალბათ ცალმხრივად გიყვარდა
-მეორე კითხვას რატომ მისვამ?- არაფერს ვეუბნები და წარბებს მაღლა ვზიდავ . წარბები შეკრა და მომშორდა-რაიმე ისეთი ჩაგიდენია რაც ძალიან გინანია?
-არა ! არასდროს არაფერს ვნანობ წარსულს მაინც ვერაფერი დააბრუნებს უკან . თემას ვერ შემიცვლი ! ვინ ააძგერა შენი გული ყველაზე დიდი სიჩქარით და ტემპით
-შენ
-აუ მარიამ გეფიცები მოგცხებ ახლა. ასე რო მიყურებ და მეთამაშები ჩემივე თამაშში თავს უსუსრუად ვგრძნობ . ასე არ შეიძლება ცუდი გოგო ხარ ! - პატარა ბავშვივით ბუზღუნებს მე კი სერიოზულ გამომეტყველებას ვიშორებ და სიცილს ვიწყებ- ახლა დამციის კიდეც, მეტის ღირსი ხარ დადეშქელიანო , რაღა დღეს მოგინდა ეს გულახდილი საუბრები ვითომ ისე არ იცი ახლა როგორია
-პირველად როდის მნახე- უცებ ვეკითხები და ვსერიოზულდები . ისიც მიყურებს და დუმს-თუ არ მიპასუხებ საშინელებას გაგაგკეთებინებ იცოდე
-სამი წლის წინ...დედაშენის დაკრძალვაზე
-იქ რა გინდოდა
-მენდობი?
-მიპასუხე
-ჩემი კითხვის ჯერი იყო და მიპასუხე
-ანდრეა...
-მენდობი?
-მე ... ჯანდაბა კი კი და ვერ ვიგებ რატო . რა გინდოდა იმ დღეს იქ შენ ხომ ..იმ როს ამერიკაში უნდა ყოფილიყავი
-მამამ მთხოვა ჩამოსვლა..მერე გავიგე ეგ ამბავი და არ ვიცი რატომ მოვედი .იმ დღეს გადავწყვიტე რომ უნდა სევრიგებულიყავით, ზედმეტად ბევრი უდანაშაულო ადამიან იღუპებოდა...
-დავასრულოთ რა... აღარ მინდა ლაპარაკი- თავი მკერდზე დავადე და გავიტრუნე
-ძალიან გენატრება?
-ძალიან... მენატრება და მაკლია - ჩუმად ვუთხარი .ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა
-სისულელეა ორი დღის შემდეგ ვითხოვდე რამეს ..მაგრამ ვიცი, ვგრძNობ რომ ჩემი არ გეშინია, არც ღელავ და გჯერა ,გჯერა რომ კარგად იქნები
არაფერი მითქვამს,თვალები დავხუჭე და მშვიდად ყოფნის საშუალება მივეცი საკუთარ ტავს. კარგი შეგრძნება იყო, არაჩვეულებრივი როცა არ გეშინოდა ყოველი გასული წამის. უბრალოდ გიხაროდა რომ დრო გადიოდა მასთან ერთად. ასე უბრალოდ და მარტივად ...


რამდენიმე კვირა ჩვეულებრივად მიდიოდა. ანდრეა ნამდდვილად არ იყო ტრადიციების მიმდევარი სვანი ის ყოველთვის სიმართლის მხარეს იყო და სისხლის ღვრას ერიდებოდა ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მგავდა ყველა საკითხზე ჩემსავით ფიქრობდა , ამიტომ ერთმანეთს კარგად ვუგებდით და დავმეგობრდით მოკლედ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცოდით და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი ცხოვებაა ვიცნობ. ბევრჯერ გავათენე საუბარში, სიცილი მასწავლა, მეც გავმხიარულდი და პასუხებს ვუგებდი თავის გიჟურ სიტყვებზე . მერე უცებ მომვარდებოდა და მკოცნიდა, „ასე მსჯის“ მე კი ისევ სიცილს ვიწყებდი .
-დღეს სამსახურში გავდივარ მგონი დროა დავასრულოთ თაფლობის თვე - დილას გაღვიძებისას მახარა , მეწყინა. უკვე ორი დღეა დედამთილთან ვარ და მასთან მარტო დარჩენა სულაც არ მინდა. ივლისი რომ არ იყოს უნივერსიტეტშ წავიდოდი და დავისვენებდი ახლა კი სად გავექცე.
-კაი გაგიმზადებ საუზმეს ...- წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში სევედი. მოვემზადე და ისე ცავედი ქვემოთ მისთვის აღარ შემიხედავს.
სამზარეულოში შევედი და მისი საყვერელი ბუტერბროდი გავაკეთე, ყავა მოვადუღე და ნამცხვარი მოვუჭერი .მერე კი საძინებლისკენ წავედი იქ კი დედამისი იყო რაღაცაზე ეკამათებოდა მე უკან გაბრუნებას ვაპირებდი როცა გავიგონე
-იცოდე თუ ის გოგო შენი ცოლი არ გახდება და ისე არ შეასრულებს ცოლის მოვალეობას როგორც საჭიროა ყველაფერს ვიტყვი და თავიდან დაიწყება დაპირისპირება თან ჩვენს სასარგებლოდ შენი აზრით შვილი თუ არ გაგიჩნდათ ჩვენი ნათესავები დაღვრილ სისხლს შეარჩენენ ჯაჭვლიანებს?
-დედა გაჩუმდი აღარ მინდა მეტის მოსმენა ვთქვი და დავასრულე მგონი. მამას გარდაცვალების შემდეგ უფროსი მამაკაცი მე ვარ ოჯახში და ვერაფერს მიბრძანებ და არ დავუშვებ რო სისხლი დაიიღვაროს,მორჩა ჩვენს შორის მტრობა გაიგე ერთხელ და სამუდამოდ !
-ანდრეა სისულელეს ჩადიხარ იცოდე ვინაა ის გოგო მისმა მამამ და ბიძებმა მამშენი მოკლეს ხო არ გავიწყდება ვის გამო ხარ აქ ,ვის გამოა მამაშენი საფლავში ისინი კი თავისუფლებით უნდა დატკბნენ?
-დედა გეყოფა მარიამი არაა დამნაშავე იმაში რო მამაჩემი მოკლეს .ისიც ისეთი უდანაშაულოა როგორც მე და აღარ მინდა მეტის მოსმენა სამსახურში მივდივარ თორე ვერაფერს აკეთებენ ისე
ანდრეა კარისკენ წამოვიდა მეც სასწრაფოდ უკან დავიხიე და კიბეებზე ჩავედი მერე დავუძახე
-ანდრეა ჩამოდი მზადაა ყველაფერი გაცივდა ყავა უკვე
-მოვდივარ -ანდრეამ შუბლზე მაკოცა ხელი გადამხვია და სამზარეულოში შემიყვანა მე კიდე დედამისის სიტყვებზე ვფიქრობდი და ხელი არაფრისთვის მიხლია.
-რატო არ ჭამ ? ცუდად ხო არ ხარ?
-რავი არ მშია შენ ჭამე და არ დააგვიანო
-კაი წავედი მე თორე ათი საათია უკვე
- კაი ანდრუშ გაგაცილებ
-ნუ მეძახი ეგრე რა ვერ ვიტან რა ანდრუშ
-კაი ანდრუშ რა დაგემართა-გავმხიარულდი და გავეკრიჭე
-მარიტუშკა არაფერი არ დამმართია- საზიზრარი რა მოიგონა ახლა
-კაი ანდრეა გაგაცილებ თირე დაგაგვიანდა უკვეე
მე როგორც მზრუნველ ცოლს შეეფერება გავაცილე ქმარი მერე ეზოში გავჩერდი დაველოდე როდის გავიდოდა და ოთახში ასვლას ვაპირებდი როცა ჩემი დედამთილი დამხვდა წინ
-მარიამ უნდა დაგელაპარაკო
-გისმენთ
-მოკლედ ვიცი რო ჯერ კიდე არ გქონია ურთიერთობა ანდრეასთან. ამას ვერ შევეგუები არ მაინტერესებს როგორ მაგრამ ცოლის მოვალეობა უნდა შეასრულო და ჩემს ვაჟს ბევრ ბიჭი აჩუქო რომ გვარი გაძლიერდეს
-მე არ ვაპირებ თქვენი მითითებების შესრულებას მხოლოდ ანდრეასთან ვარ ვალდებული- ეს რომ ვთქვი იმ ალქაჯმა სილა გამაწნა .არ ვიცი როგორ შევიკავე თავი ,უბრალოდ ზურგი ვაქციე და საძნებელში შევედი
„-იცოდე შენს ძმებს ამოვაწყვეტიებ თუ ჩემს ნათქვამს არ შეასრულებ“-ხომ არაფეირ მაგრამ მაინც შემასინა მისმა სიტყვებმა, ლალი არც ისე უბრალო ქალია, დიდი გავლენა აქვს ...
ოთახში საწოლზე ვიწექი . საშინლად ვიყავი არ ვიცი რა უნდა გამეკეთებია როცა ანდრეას შეხება ვიგრძენი შიშველ მკლავზე
-რა გჭირს ჩემო ლამაზო რატო წევხარ ხო კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ ნუ ღელავ . ახლავე ავდგები... ივახშმებ ხო?
-მარიამ ნუ მატყუებ კარგად რომ იყო ასეთი ხმა არ გექნებოდა მითხარი რა გჭირს -ანდრეამ თავისკენ გადამაბრუნა და დაინახა გახეთქილი ტუჩი, როცა დედამისმა დამარტყა ტუჩზე ბეჭედი მომხვდა და სისხლი წამომივიდა
-ეს რა არის რა დაგემართა
-არაფერი
-რას ნიშნავს არაფერი ნუ მატყუებ მითხარი ვინ დაგარტყა
-არავინ დამშვიდდი და წამოდი
ანდრეა ოთახიდან გავარდა მეც გავყევი მერე დედამისის ოთახში შევარდა მე არ შევყოლივარ მხოლოდ ანდრეას ხმა მესმოდა
-მითხარი რა უფლება გაქ ჩემს ცოლს შეეხო ის მხოლოდ ჩემია და მასზე ხელის დაკარების უფლება შენც არ გაქ არ გაბედო ..
-აა მოგახსენა ქალბატონმა ყველაფერი? იმდენად არ უნდა თავისი მოვალეობის შესრულება ენაც მოგიტანა ხო
-რაა? რა ჯანდაბა უთხარი არ გამაგიჟო ხო გითხარი შენ შენთვის გაჩერდითქო შენ კიდე რას აკეთებ
-ანდრეა მოთმინებიდან ნუ გამოგყავარ იმ ლაწირაკის გამო მეჩხუბები? ჩემი ცოლია რო იძახი როგორაა შენი ცოლი თითიც არ დაგიკარებია მისთვის
-დედა მე მოვრჩი შენთან ლაპარაკს იმას გააკეთე რაც გითხარი და არ გამაგონო მაგ თემაზე საუბარი თორე იმ ერთადერთ შვილსაც ვეღარ ნახავ?
ანდრამ ოთახი დატოვა და მერე ხელი ჩამკიდა
-სად მივდივართ რას აკეთებ
-დასასვენებლად პატარა , დროა დაგასვენო
-კი მაგრამ ანდრეა გაჩერდი ერთი წუთი მე ჩავალაგებ
-რა გინდა გისმენ ჩემო ჭკვიანო გოგონა
-რა სისულელეს აკეთებ არ იყო საჭირო დედაშენთან ჩხუბი ჩემს გამო მე მთელი ცხოვრებაა ვიღაცა მჩაგრავს და რაღაცას მიბრძანებ რაც სიარული დავიწყე მას მერე და არ ღირს ჩემს გამო ჩხუბი და დავიდარაბა ნებისმიერ რამეს გავაკეთებ ჩემი ძმებისთვის ხო იცი დედაშენი მართლა შეასრულებს სიტყავას ხო იცი რო ვერ გვიტანს და მოვკვდები რამე რო მოუვიდეთ
-მარიამ დამშვიდდი სანამ ცოცხალი ვარ შენი ძმები კარგად იქნებიან მიდი ეხლა ჩაალაგე ბარგი დასასვენებლად მივდივართ ამ ზაფხულში რა მინდა სახლში
-კაი როგორც იტყვი -ბარგის ჩალაგება დავიწყე ჩემთვისაც და ანდრეასთვისაც .ის კი საწოლზე გაწვა და ტვალები დახუჭა- სამსახურსი დღეს გახვედი და ასე მალე მოაგვარე ყველაფერი?
-მოვრჩი საქმეებს მე ... ნუ იდარდებ შენ
-კაი წავედით
ანდრეამ ჩანთები აიღო და მანქანაში ჩააწყო მეც მოვკალათდდი ჩემ ადგილას და ღვედი ამშინვე შევიკარი. ვიცი უკვე როგორც ატარებს და სულაც არ მინდა ახლა ამ სიმსვიდის ჟამს გამაფრთხობინოს სული
-შენი ძმების მომვლელს დაურეკე და გააფრთხილე რო ტანსაცმელი გაუმზადოს სამივეს -როგორც კი ჩაჯდა მანქანაში მაშინვე მითხრა
-რაა ?
-ხო შენი ძმები ორი კვირაა არ გინახია ამიტო ერთად წავიდეთ ყაზბეგში მგონი ძალიან გიყვართ ყაზბეგი
-მართლაა? ყველაზე კარგი ხარ . შენ რო არ იყო რა მეშველებოდა- უცებ წამოვიზახე და მოვეხვიე
-ასე თუ გაგახარებდი აქამდე მოგიყვანდი შენს ძმებს - გაიცინა და ლოყაზე მაკოცა
მშობლიური სახლი...
ეზოში რომ შევედი ერთიანად მომაწვა ნოსტალგია. ვიდექი და შორიდან ვუყურებდი ყველაფერს. ანდრეა ჩემ გვერდით იდგა, მგონი იგრძნო ჩემი ტკივილი. ხელი მომხვია და საფეთქელზე მაკოცა . უსიტყვოდ შევედით სახლში ,დიდი მოვლენა იყო დადეშქელიანი ჯაჭვლიანების სახლში.
მოსამსახურემ რომ დამინახა გაოცებისგან წამოიკივლა. უცებ გავარდნენ და მამას დაუძახეს. მალევე გამოჩნდა მისაღებში ბატონი მინდია . მის სახეზე ყველა ემოცია ერთად ამოვიკითხე, ალბათ რამე საშინელებას ელოდა . მისკენ გავიქეცი და მოვეხვიე
-მაა ... მომენატრე
-ჩემო გოგონა ...
-ნუ ღელავ ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ ბიჭები მინდა წავიყვანო ყაზბეგში ... მხოლოდ მე და ანდრეა ვიქნებით ხომ გამოუშვებ?
მამა რა თქმა უნდა დამთანხმდა. ბარგი მალე გავამზადე ბავშვები სახლში არ იყვნენ სადღაც ყავდა ძიძას ისინიც მალე მოვიდნენ როცა დამინახეს ჩემსკენ გამოიქცნენ ჯერ დემე მერე ნიკუშა და ლუკა ჩამეხუტნენ ბევრი ვაკოცე მონატრებულ ძმებს მერე კი ვუთხარი რო მოვდიოდით და სიხარულით წამოვიდნენ.
საღამოს ყაზბეგში ვიყავით საკმაოდ ციოდა.ანდრეას დიდი და ლამაზი სახლი ჰქონდა მერე ვახშამი მოვამზადე და ერთად ვივახშმეთ ბავშვები ოთახებში დავაბინავე ჩვენი ოთახიც მოვამზადე სიცივე იყო მიუხედავად იმისა რომ ზაფხული იყო სახლში გათბობა ჩავრთე. უეცრად გაწვიმდა ბავშვებს ეშინოდათ ამიტომ ჭექა ქუხილის ხმის გაგონებისას ლუკა შემოვიდა და საწოლში შემოგვიწვა
-მარი მეშინია და დავწვები რა თქვენთან
-რა პრობლემაა ცოლისძმა - ანდრეამ გაუცინა და ჩაეხუტა
-მოდი ჩემთან- ვუთხარი და ჩავეხუტე. დაძახებას მერე როცა დაძინებას ვაპირებდი დემე და ნიკაც შემოვიდნენ და ასე ერთად დავიძინეთ ანდრეას ხმა არ გაუღია ბავშვებს ჩაეხუტა და მათთან ერთად დაიძინა. დილით ვის სად ედო თავი ვერ გაგებდით მე ლუკა მეწვა ზემოდან ხოლო დემე და ნიკა ერთად იწვნენ ანდრეა კი კიდეზე იწვა, მაგრამ მაინც ეძინა. ფრთხილად წამოვდექი და ლუკა საწოლში ჩავაწვინე . ფანჯარას მივუახლოვდი ჯერ კიდევ ადრე იყო ჩემს წინ მწვერვალი მოჩანდა ულამაზესი იყო მზის სხივები ენათებოდა და მთლიანად ბრწყინავდა .პეიზაჟით ვტკბებოდი და თვალს არ ვაშორებდი უმშვენიერეს მიდამოს. უცებ მუცელზე ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი ადნრეა იყო ჩემს უკან იდგა და მეხვეოდა მერე თავი კისერზე დამადო ,არაფერ უთქვამს უბრალოდ პეიზაჟით ტკბებოდა შემდეგ ლუკა მოვიდა და ჩამეხუტა
-დე მეც გამაქედე რა- მეც გავუღიმე ჩემს ლამაზ ბიჭს და ხელში დავიჭირე .ანდრეა ისევ მეხუტებოდა მერე ჩემს ძმას წითელ ლოყებზე აკოცა
-ჩემო პატარა ეზოში გავალ ჩაიცვი და შენც გამოდი ბავშვებთან ერთად ანდრეამ ჯინსი და მაისური ჩაიცვა კეტები და ჟაკეტი მოირგო და გარეთ გავიდა მე კი ბავშვები სააბაზანოში შევუშვი ხელ პირი დავბანე , ჩავაცვი მეც მოვწესრიგდი და ეზოში გავედი
-ნახეთ რა ლამაზია მითხრა ანდრეამ და ჩვენს წინ გადაშლილ ხედზე მიგვითითა ეზოში ძალიან დიდი და ლამაზი მინდორი იყო ასევე მაგიდა სკამები და ჰამაკი ბავშვები საქანელაზე და ჰამაკზე დაჯდნენ მე კი საუზმის მოსამზადებლად წავედი ბავშვებს კუბდარი და გუფთა გავუკეთე შემდეგ ეზოში გავედი ანდრეა ბავშვებს ეთამაშებოდა მე გაკვირვბული ვუყურებდი ვერ ვიჯერებდი ანდრეა თუ იყო მერე სავახშმოდ ვუხმე ისინიც ჩემსკენ წამოვიდნენ მე კი დამტვერილი ტალახში დასვრილი ბავშვები ოთახში შევიყვანე დავბანე გამოვუცვალე და სასადილოდ დავსვი ანდრეასაც გამოცვლილი ჰქონდა მერე ავალაგე და ანდრეა გავაფრთხილე ბავშვებისთვის ყურედრბა მიექცია ისინი ტელევიზრთნან დაჯდნენ მე კი თეფშები დავრეცხე და ოთახში გავედი.
-დაამთავრე?
-კი
-მაშინ ჩააცვი ამათ ცოტა თბილად და მონასტერში წავიდეთ
მეც ჩავაცვი ბავშვებს მოსაცმელები და ეზოში გავედი
ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი მონასტერში ფეხით ავედით დიდი გზა იყო ანდრეას ლუკა ხელით მოყავდა მერე ვილოცეთ და სახლში გვია დავბრუნდით ანდრეასთან ბავშვები კარგად ერთობოდნენ. ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი იყო ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემს ძმებთან და ანდრეასთან ერთად ძალიან გამიმართლა რომ ის ჩემს გვერდითაა მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ ვიცი რომ არასდროს დამტოვებს მარტო .
-წამოდი ტყეში პიკნიკი მოვაწყოთ
-აუ რა მაგარია მარიამ წავიდეთ რა გთხოვ დაიკო
დემეს სხვებიც აყვნენ. მეც უძლური ვიყავი ამიტომ მოვემზადე და წავედით. ანდრეამ ლამაზი ადგილი აარჩია მერე გადასაფარებლის გაშლაში მომეხმარა ბავშვები ზედ დავსვით მეც დაჯდომას ვაპირებდი როცა ანდრეამ ხელი მომკიდა
-შენთან საქმე მაქ წამოდი. ნიკა ბავშვებს მიხედე ჩვენც მალე მოვალთ- ჩემს დინჯ ძამიკოს გაუღიმა და ხელი ჩამკიდა
-სად მივდივართ?
-სიურპრიზია პატარა
-კი მაგრამ ბავშვებს ვერ მიავტოვებ არ დაიკარგნონ
-ნუ გეშინია მალე მივალთ -ანდრეამ ტყეში შემიყვანა მერე გაჩერდა და წელისკენ წაიღო ხელი მერე იარაღი ამოიღო და გამომიწოდა
-რას აკეთებ
-ნუ მიყურებ ეგრე ხო თქვი კარგად ვისვრიო ჰოდა შევეჯიბროთ- აი გამაგიჟებს ეს . სად გაიხსენა ახლა როდის ვუთხარი ეგ . გიჟია ნამდვილი გადარეული
-მიფრთხილდი- სიცილით ვუთხარი და მოვემზადე
თვითონაც ამოიღო იარაღი ორივეს მარყუჟი გავუკეთეთ და ბოთლები დავალაგეთ ხეებს შორის. მე ყველას თავსახურში გავარტყი ანდრეამ კი ერთს ააცდინა
-პატარა ყოჩაღ რას მოითხოვ საჩუქრად?
-არაფერს! განგებ გააკეთე
-საიდან მოიტანე... აუ ნუ მიყურებ ეგრე რა ტიპი ხარ გამარჯვებაც არ გიხარია... რამე არ გინდა ჩემგან? სულ არაფერი? კაი მე მინდა- ხელი მომხვია და როგორც იცის რომ წამოუვლის და მკიცნის ისე დამაცხრა ახლაც . ამჯერად მეც ავყევი, გაეღიმა და უფრო გაცხარებით აგრძელებდა ჩემი ტუჩების დაგემოვნებას-ჩემი გოგოო - ძლივს ამოთქვა და ხელი მომხვია.
როცა მივედით ბავშვები ჩვენსკენ გამოიქცნენ და ორივეს ჩაგვეხუტნენ მერე გვშიაო და სუფრა გავშალე . ანდრეამ მწვადი შეწვა, ბავშვებს ძალიან უყვართ ამიტომ საკმაოდ კარგად მიირთვეს ისედაც არ უჩივიან მადას.
საღამოს სახლში დავბრუნდით, ბუხარი დავანთეთ ბავშვები დავაწვინე მე კი ბუხართან ხალიჩაზე მოვკალათდი და ცეცხლს ვუყურებდი უამრავ რამეზე ვფიქრობდი მერე დამცხა და მოსაცმელი გავიხადე მხოლოდ სარაფანი მეცვა
-აქ რას აკეთებ არ იძინებ?
-ვერ ვიძინებ წადი შენ და მერე მეც მოვალ
-არც მე მეძინება- ანდრეა ჩემს გვერდით დაჯდა და შემომხედა ისე მიყურებდა მის თვალებში ვიძირებოდი რომელიც ცეცხლის შუქზე განსხვავებულად ანათებდა .
ვილაპარაკეთ მე მის მუხლებზე დავდე თავი ის კი თმაზე ნაზად მისმევდა ხელს/ ასე მშიდად და ბედნიერად თავს არავის გვერდით ვგრძნობდი, როგორც მასთან მის გვერდით ყველაფერი მავიწყდებოდა და მხოლოდ იმ წუთებით ვცხოვრობდი.ქუთუთოები დამიმძიმდა, ანდრეამ შიშველ მხარზე ნაზად მაკოცა ხელში ამიყვანა და საწოლში დამაწვინა როცა საბანი გადამაფარა ღრმად დამეძინა.
დილით ბავშვებმა და ანდრეამ ლანგრით საჭმელი შეომიტანეს
-ეს რა არის ?
-დღეს გადავწყვიტეთ ჩვენს ქალბატონს ჩვენ მოვემსახუროთ პაკეტში სამჯერადი კვება შედის
-ვაა რა მაგარია ჩემი ბიჭები მანებივრებენ მოდით ჩემს გვერდით დაჯექით ვთქვი საწოლზე წამოვჯექი და ჩემს გვერდით ადგილზე მივუთითე
ისინიც მოკალათდნენ და ჩემტან ერთად მიირთვეს მე კი ძალიან ბედნიერი ვიყავი ბავშვები ბევრს იცინოდნენ ერთმანეთს ახტებოდნენ და წელზე უხაჭუნებდნენ მერე ბევრს იცინოდნენ ანდრეა კი მე გადმომწვდა
-შენ რო ზიხარ და იცინი ეგრე შეიძლება?
-აბა რა ვქნა
-რა და ანდრეა გადმომწვდა საწოლზე დამაწვინა და ბავშვებს მიბაძა მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი ამდენი არასდროს მიცინია
-ანდრეა გეყოფა ვეღარ ვსუნთქავ ანდრეა
-კაი რა მოეშვვი და ერთ დღეს მაინც მოიქეცი ბავშვივით
-კაი ქალბატონო თუ ასე გინდა?- ამჯერად მე გავაკეთე იგივე მერე ბალიში მოხვდა და ასე დავიწყეთ მთელს სახლში ბალიშებით ჩხუბი ბოლოს ბევრი რო ვიცინეთ და ძალა გამოგვეცალა მდივანზე ერთად დავჯექით ბავშვები კიდე დარბოდნენ მერე მივხვდი ანდრეას მზერა რო შევნიშნე პერანგით რო დავრბოდი ამდენი ხანი როცა დავიხედე სხეულზე ნახევრად შიშველი ვიყავი არ ვიცოდი სად დავმალულიყავი
-კაი რა ნუ წითლდები ..პირველად გხედავ ეგრე?
საძინებლისკენ წავედი ჩავიცვი და გამოვედი მისაღებში მერე ბავშვები მწკრივში ჩავაყენე
-აბა ყველანი ერთად დგებით და სახლს ალაგებთ ბატონო ლუკა შენც მივმართე ჩემს 4 წლის მომღიმარ ბავშვს რომელსაც ეგონა მუშაობას გადავურჩიო
-აუ პატარა დამინდე რა
-არავითარ შემთხვევაში
-დე პატარას რატო გეძახის სიძე?
-ლუკა იმიტო რო პატარაა
-გაჩუმდი !ლუკა პატარა არ ვარ უბრალოდ ანდრეა ასე მეძახის მხოლოდ ის და სხვა არავინ
-მე მამამ მითხრა რო მე მალე ბიძა გავხდები და ბევრს ვეთამაშები შენს შვილს და როდის მოიყვანთ ბაავშვს?
-იცი ლუკა ბავშვი
-ბავშვი გზაშია და მოვა ცოტა ხანში
-რას ბოდავ ანდრეა? -დავუბღვირე ქმარს თვალები
-აბა რა ვუთხრა 3 წლის ბავშვს ცოლს არ მივკარებივარ და ბავშვს სხვა ხო ვერ ჩასახავსთქო ? გაიცინა ანდრეამ როცა ჩემი სახე დაინახა
- ზოგადად ნერვებს არ მიშლი და ახლა რა გჭირს?
-კაი ვჩუმდები ლამაზო, ვსიო გავჩუმდი უკვე ნუღარ მიყურებ ეგეთი თვალებით და ნუ ხარ წითელი არ გიხდება
სახლი უცებ დაალაგეს მერე სასეირნოდ წავედით ძაან მაგარი ადგილია სიმშვიდე სიწყნარე და დაუვიწყარი დრო გავატარე. ორი კვირა ვიყავით ყაზბეგში, შემდეგ კი უკან დავბრუნდით ..
ყოველი დღე მის გვერდით საოცრებაა ... რაღაც ახალია , მასწავლის ცხოვრებას ახლა ვეცნობი ყველაფერს და ვიგებ რა კარგია იყო თავისუფალი. ვიყავი მშვიდი ,ბედნიერი ,ლაღი, თავისუფალი, ბავშვური და ჭირვეული ,მხიარული ,ისე როგორც არასდროს.
უკვე ექვსი თვეა დავქორწინდით ....
მგონია რომ ეს ექვსი თვე უბრალოდ შეყვარებულთან ვიცხოვრე. თავიდან დავიწყეთ ურთიერთობა, გავიცანით ერთმანეთი, ბოლომდე შევიცანით ერთმანეთის ხასიათი .გვქონდა პაემნები , დავდიოდით უამრავ ადგილას და ვატარებდით არაჩვეულებრივ დროს. ხშირად მივდიოდი სახლში, ბიჭებს ძალიან ვენატრებოდი მეც ვღელავდი მათზე. მამა კი უბრალოდ ელოდა მოვლენების განვითარებას, ვგრძნობდი რომ მაინც ეშინოდა. მე კი ვენდობოდი ანდრეას და ვიცოდი ის ყველაფერს მოაგვარებდა. მის სილაღეშიც კი ჩანდა როგორი ძლიერი იყო. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ კაცის ისე მჯერა და მწამს როგორც არავისი ამქვეყნად. ისაა ადამიანი რომელმაც შეძლო და ფერადი გახადა ჩემი ცხოვრება...
დეკემბერია, ზამთრის პირველი თვე და დრო რომელიც ყველაზე მეტად მეჯავრება. ზამთრის სუსხი თიტქოს სულსაც მიყინავს... საშინლად მაშინებს მისი ბნელი ღამე , ცივი და მოკლე დღე. ყოველთვის რაღაც ცუდი ხდებოდა ამ დროს ჩემ ცხოვრებაში ,თითქოს ყველა ზამთრის სუსხს ელოდა ბოროტების ჩასადენად...
მეორე კურსი საოცრად დავიწყე. მეცადინეობასთან ერთად ყველაფერს ვასწრებდი. ანდრეა სამსახურში დიდ დროს ატარებდა, ზოგჯერ შუაღამით მოდიოდა , რამდენიმე დღე მივლინებაშიც იყო და ეს დრო ტანჯვად მექცა.იმდენად მენატრებოდა,მის გარეშე დაწყებული დღე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
მაქსიმალურად ვცდილობდი მომეთმინა ,ქალბატონი ლალის სიტყვები დამეიგნორებინა. ვახერხებდი რა თქმა უნდა, ანდრეა სახლის მსენებლობის დაცქარებას ცდილობდა, მაგრამ რაღაც პრობლემები შეიქმნა, მე არ მაჩვენებს მინდა სიურპრიზი იყოსო, არ ვიცი ამდენი დრო რას სჭირდება, მაგრამ ფაქტია რაღაც საოცრებას ამზადებს დადეშქელიანი. მითხრა როცა ყელა დეტალი დასრულდება და მხოლოდ მცხოვრებლების შესვლა იქნება დარჩენილი მხოლოდ მაშინ გაცვენებო და მეც ველოდები.
მთავარი პრობლემა მაინც ის რჩება რომ შვილი არ გვყავს, ჯერ კიდევ არ ვარ ფეხმძმედ და ეს ნამდვილად საჭორაო თემა გახდა ორივე გვარში ,ნამდვილად არ იტყუებოდა ქალბატონი ლალი ,მისი წინასწარმეტყველება გამართლდდა. თუმცა ანდრეას ეს ამბავი დიდად არ ადარდებს, ის მაინც არ ჩქარობს და არ მაჩქარებს. მართალია ხშირად მაწითლებს ისეთ რეპლიკებს აკეთებს, მაგრამ მისგან ზედმეტი ქმედება , სიტყვა არასდროს მიმიღია. არც კი მიყურებს დიდხანს, კომპლექსი არც მაქვს . უკვე შემებრალა იატაკზე წოლისთვის და საწოლში გადმოვაბარგე. თავიდან დისტანციას იცავდა, ახლა კი რამდენიმე კვირაა მასთან ჩახუტების გარეშე ვეღარ ვიძნებ. ისე ვიქცევი თითქოს მთელი ცხოვრება ტკბილ ძილში მაქვს გატარებული, სრულიად შემეცვალა ხასიათი .
ანდრეა ბიჭებს დაჰპირდა ახალ სახლსი რომ გადავალთ მე და მარიამი ხშირად წაგიყვანთ ჩვენთანო, ძალიან გამახარა მისმა სიტყვებმა. ისიც ამბედნიერებს რომ მას და ბიჭებს კარგი ურთიერტობა აქვთ, უამრავ რამეს ასწავლის ბავშვებს როცა ერთად ვართ ეთამაშება და გიჟოს მათთან ერთად. ნიკოლოზს იმდენი ესაუბრა კალათბურთზე, დაიჟინა უნდა ვიაროო . ორი თვეა კალათბურთზე დადის და შემჭამა როდის მოიცლის ანდრო რომ ვეთამაშოო . ისიც კი აალაპარაკა და ყველაზე მეტად ეგ მახარებს. აი ლუკასთან უბრალოდ ბავშვი ხდება , ჯდება და ზღაპრებს უყვება, ეთამაშება მოკლედ არ ვიცი ოთხივეს ერთად რომ ვხედავ იმ დროს ყველაზე ამაყი და ბედნიეირ ვარ...
ბედნიერი ვარ... დიახ , ბედნიერი ვარ !
.....
საძინებელში ვიყავით , მე გამოცდებისთვის ვემზადებოდი ანდრეა კი სამსახურიდან ახალი მოსული იყო და დაქანცული იწვა საწოლზე .
-ამდენს როგორ კითხულობ ტო... არ იღლები
-ჩემი საქმე ეგ არის ... შენ მუშაობ მე ვმეცადინეობ რომ შემდეგ ჩემი საყვარელი საქმე გავაკეთო
-ჩემი ჭკვიანი გოგო... ყველაზე მაღალი ქულები გექნება დარწმუნებული ვარ
-მეეჭვება ...
-ვნახოთ!
კარზე დააკაკუნეს, მოსამსახურე გოგონა იყო
-ბატონო ანდრეა ..
-რა ხდება ?
-თქვენთან სტუმარია, ქალბატონმა ლალიმ დამავალა გადმომეცა რომ ბატონი მიშა მოვიდა .
მისი სახელის გაგონებაზეც კი უსიამოვნოდ გამცრა. ანდრეა სწრაფად წამოდგა საწოლიდან ,მე კი გავქვავდი. მიშა დადეშქელიანი ანდრეას ბიძაა, ნამდვილი ტირანი კაცი რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მძულს. ბავშობის მოგონებამ თვალწინ კადრებად ჩამიარა, მანქანაში ვართ მე და ბიძია, ჩვენს გვერდით მანქანა ჩერდება იქედან მიშა გადმოდის იარაღით ხელში და სანამ რეაგირებას მოვასწრებთ ცეცხლს გვიხსნის. ჩემი კივილის ხმა ისევ მესმის, ისევ ვხედავ სისხლს, ბიძაჩემის სისხლს და თვალებს . ისევ ვიკეცები და სუნთქვა მეკვრის ,მაშინ ხომ მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი ,ბავშვი რომელსაც 20 წლის საყვარელი ბიძა თვალწინ მოუკლეს.
-მარიამ კარგად ხარ?მარიამ- გონს ანდრეას ხმამ მომიყვანა, მხრებსი ჩამფრენდოა და მანჯღრევდა-მარიამ გამოფხიზლდი ისუნთქე მარიამ
-რა უნდა? ანდრეა აქ რატომ მოვიდა? მან... იქნებ ისევ უნდა ბრძოლის გაგრძელება ის ... მე
-ნუ გეშინია ის ვერაფერს დაგიშავებს გეფიცები. დამშვიდდი, შენ ხო ჩემი ძლიერი ცოლი ხარ .თავი მაღლა ასწიე და ამაყად დადექი მის წინ- მითხრა და მომეხვია .ძალას მაძლევს, ერთო-ორად მაძლიერებს მისი ჩახუტება ,თითქოს ენერგიით მმუხტავს.
-მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე .
დავმშვიდდი ..
ანდრეამ წელზე ხელი მომხვია და მისაღებში შევედით
-საღამო მშვიდობის ბიძია როგორ ხარ?
-კარგად ანდრეა შენ როგორ ხარ? - მისი საშინელი ხმა, ამაზრზენი მზერა და უსიამოვნო ჟრუანტელი .თავს ვერაფერს ვუხერხებ,შინაგანი ტკივილი , მანადგურებს.
-ბიძია რამ შეგაწუხა ,ვიცი ტყუილად არ მოხვიდოდი-ანდრეა ხვდება რომ ცუდად ვარ და მალევე გადადის საქმეზე.
-მართალია ტყუილად არ მოვსულვარ .ჩვენს გვარში მითქმა მოთქმაა და კვლავ სურთ სისხლის ღვრა ასე ამბობენ მართალია ცოლად ანდრეამ ჯაჭვლიანი შეირთო მაგრამ ბიჭს კვლავ არ ელოდებიან და ეგეთი კავშირი სუსტია . მეც ამბავი გადმოგეცი იცოდე მიუხედავად იმისა რომ ბრძოლას ვერ იტან შესაძლოა კვლავ განახლდეს .
ამ სიტყვებმა სულიერად გამანადგურა , ვიცდი რომ სხვა არაფერი სურდა სისხლის ღვრის გარდა ის ხომ ნამდვილი ცხოვრელია,სისხლისმსმელი ცხოველი
ანდრეა ბიძამისს ყურედღებით უსმენდა, შემდეგ ძალიან მშვდიად აუღელვებლად დაიწყო საუბარი
-მიშა , მადლობა რომ ეს ამბავი შემატყობინე, მაგრამ უნდა გითხრა რომ ცდები. მე ყველა ჩვენს ნათესავს ვესაუბრე და ისინი სისხლის ღვრის წინააღმდეგ არიან და არ მესმის შენ სხვის აზრს მაცნობ თუ საკუთარს
-ანდრეა გეყოფა თავხედობა არ მაინტერესებს რომ ჩემი ძმის შვილი ხარ მე მოკლედ გეტყვი ჩემი შვილის სისხლს არავის შევარჩენ და გავისტუმრე კიდეც ბევრი მის გამო ჯოჯოხეთში არ ვაპირებ გავჩერდე და მოვისვენო სანამ მთიანად არ გაწყდება ყველა მამკაცი ჯაჭვლიანებში
-ბიძია გეყოფა ! გეფიცები გაგანადგურებ თუ კვლავ განაახლებ ამ დაპირისპირებას
-რაა მემუქრები? საკუთარ ბიძას ემუქრები შენი მტრების დასაცავად?
-მშვიდობის დასაცავად და არა ჯაჭვლიანების შენი აზრით ჩვენგან არავინ დაიღუპება ?
-როგორ ბედავ ამის თქმას და ყვირილს მე ჩემს აზრზე ვრჩები და სიტყვას შევასრულებ ,ფრთხილად იყავი შენც არ მოექცე ჩემი მტრების სიაში!-თქვა და გაცეცხლებულმა დატოვა სახლი.
-ანდრეა... მეშინია- ჩავეხუტე და საწყლად ამოვიკნავლე მის მკლავებშ მოქცეულმა.
-დამშვიდდი , უბრალოდ არ გატყდე და მენდე -მაკოცა და შემდეგ მობილური აიღო სადღაც დარეკა-სასწრაფოდ შეატყობინე ყველას რომ ხვალ კრებას ვმართავ !
ეს იყო და ეს,შემდეგ ხელი მომხვია და საძნებლისკენ წამიყვანა .მეც მთვარეულივით გავყევი.
საწოლში დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინებდი ,არც ანდრეას ეძინა . ხელები მომხვია და ჩამეხუტა, მის მკლავებში ყოველთვის ვპოუობდი სიმშვიდეს და ყველაფერს ვივიწყებდი.

ანდრეამ მეორე დღეს თვისი გვარის მამაკაცები შეკრიბა ისინი წინააღმდეგი იყვნენ ბრძოლის დაწყების მხოლოდ ანდრეას ბიძა იყო სისხლის ღვრის მომხრე. ანდრეა მამაჩემთან ერთად ჯაჭვლიანებსაც შეხვდა ჩემი მეგვარეები პირობის დარღვევას არ აპირებდა.
ყველა დღე ერთმანეთს გავდა ერთი თვე მშვიდად გავიდა ვსწავლობდი ანდრეა სამსახურში დადიოდა და გვიან ბრუნდებოდა როცა შეგვეძლო სასეირნოდ დავდიოდით .გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა. ჩემს ძმებს დაცვა გავუძლიერეთ , ერთი თვის განმავლობაში ანდრეას ბიძა არ გამოჩენილა.
ერთ საღამოს მე და ანდრეა ბარში წავედით ანდრეას ნაყიდი კაბა ჩავიცვი მანტო მოვიცვი თმა გავიშალე და ქვემოთ ჩავედი. ანდრეა უკვე მზად იყო
-ვაა მარიამ? რა ლამაზი ხარ?
-მადლობა ,ანდრეა არ წავიდეთ?
-მადროვე ჯერ გიყურო ცქერით მაინც დავტკბე
-ანდრეა...
-გთხოვთ ქალბატონო- ხელი გამომიწოდა და მეც ღიმილით შევაგებე ჩემი მარვენა.
მანქანამდე მიმიყვანა, კარი გამიღო და შემდეგ თავად დაიკავა ადგილი ჩემ გვერდით.
სწრაფად მიდიოდა როგორც ყოველთვის, შიგადასიგ მზერას ჩემკენ აპარებდა და იღიმოდა . როცა მანქანა გააჩერა გადმოვიდა და კარი გამიღო . მისი ღიმილი უკვე იმდენად მიყვარს მეც ინსტიქტურად მეხსნება ბაგე . ხელი წელზე მომხვია და ისე შევედით შენობაში. რამდენჯერმე ვიყავით ამ ადგილას ,შესაბამისად ნაცნობი სიტუაცია იყო. ანდროს მეგოობრები გველოდნენ და როგორც კი შევნიშნეთ მათი მაგიდა იქეთ წავედით. ყველას ვიცნობ , მივესალმე და ანდროს გვერდით დავჯექი.
საუბარში გავერთე, ვიცეკვეთ კიდეც.შემდეგ ისევ დავსხედით და ღიმილი სახეზე შემეყინა ვიღაც ადარანჭული გოგო რომ მოვიდა ჩვენ მაგიდასთან. პირდაპირ ანდროსთან მივიდა გვერდით დაუსკუპდა,ყელზე ჩამოეკიდა და კოცნა დააპირა. მაშინვე მოიშორა, ფეხზე წამოდგა და მასაც თხოვა წასვლა, თან ისე უყურებდა მე შემეშინდა იმ გოგოს ნაცვლად.
-ანდრიი გთხოვ რა ... არ გინდა გავიმეოროთ წინა ღამე ?- ეს რომ თქვა მანდ უკვე სისხლი ამიდუღდა. არ მესიამოვნა, გავბრაზდი. ხომ ვიცოდი რომ ექვსი თქვე ჩემს მოლოდინში არ იქნებოდა, ჩვენ ხომ არ გვქონდა მსგავსი ურთიერთობა ,მაგრამ ამ ქალის აქ გამოჩენა,სადაც მე ვარ შეურაცხმყოფელი იყო და ჩემს თავმოყვარეობასაც ლახავდა. არ ვიცი ანდრო რას ეუბნებოდა ხელი რომ ჩაავლო მკლავში დავინახე
-საოცარია , საერთოდ არ გაგაჩნიათ თავმოყვარეობა. კი გასაგებია თქვენთან მხოლოდ გასართობად რომ მოვიდეს კაცი, მაგრამ მგონი ზედმეტია თავი მოაწყინოთ. ჯობს წაბრძანდეთ და სხვა იპოვოთ ძალიან ბევრი კაცია ვისაც თქვენნაირი ქალები ხიბლავთ?
-უკაცრავად ვერ გავიგე
-მგონი გასაგებად ვთქვი . ნუთუ ყველაფერთან ერთად ყრუც ხართ თუ ინფორმაციის გაგება არ შეგიძლიათ- გოგოს ისე დამცინავი ტონით ვესაუბრებოდი ჭკუიდან გადავიდა. ანდრეა კი მიყურებდა და ჩუმად იღიმებოდა.
-მივდივარ მაგრამ არ დაგივიწყებ იცოდე საყვარელო
-კაი რა ანდრეა სულ შენი საყვარლები როგორ უნდა იყვნენ ყველგან გავგიჟდი რა ჯერ რა დონეა საიდან არიან საერთოდ უცხოპნალეტელები არიან?
-ოჰო ხო არ ეჭვიანობ?
-ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის
-კაი როგორც იტყვი . -წამით გაჩერდა და მერე მომეხვია - მაპატიე ხო? - სერიოზული გამომეტყველებით მიყურებდა და მეც მოვიშორე ცინიკური ღიმილი.
ძალიან დავიძაბე, ყველაფერი მაფიქრებდა ერთროულად, ვბრაზობდი, ვეჭვიანობდი და თავს რომ ვერ ვერეოდი დავლიე ...
საპირფარეშოსკენ წავედი , ბანცალით არ მივდიოდი მაგრამ ყველაფერმა ერთად იმოქმედა, ორი ჭიქაც კი ზედმეტი იყო ჩემთვის . თავბრუსხვევას ვგრძნობდი,გზად დერეფანი იყო გასავლელი . ვიღაც მომყვებოდა ,სწრაფად ქალების საპირფარეშოში შევედი და ონკანი მოვუშვი. გრილმა წყალმა გამომაფხიზლა ,გარეთ გამოსვლის დროს ვიღაც მთვრალი კაცი დამხვდა კართან
-საით ლამაზო?
-გამატარეთ
-რომ არ გაგიშვა რას მიზამ ლამაზო?
-გამატარე თორე ინანებ იცოდე გაფრთხილებ
-ნუ მაშინებ რა
მეტი ვეღარ მოვუთმინე და დავარტყი ისედაც ძლივს იდგა და დარტყმამ შეაქანა პირდაპირ იატაკზე დავარდა მე კი გვერდი ავუარე და ჩემს ქმართან მივედი . ესღა მაკლდა ისედაც გაბრაზებული ვიყავი
-ამდენი ხანი სად იყავი?
-არსად, რაღაც პატარა შეფერხება მოხდა არაფერი ისეთი წამო ვიცეკვოთ თუ იმ გოგოს უნდა ეცეკვო
-აუ პატარავ ძალიან ხო არ მკბენ?
-გკბენ? არ მეგნა მსგავსი მოჩვენებები თუ გაწუხებდა
-ოჰ გველი გამიზრდია უბეში -გაიცინა და ხელი მომხვია, საცეკვაო მოედნისკენ წამიყვანა. მასთან ახლოს ყოფნამ მგონი თავიდან დამათრო, არა უფრო ძლიერ მოქმედებდა ვიდრე სასმელი. ზურგიდან მეკვროდა ,თავი მხარზე მივადე მან კი ყელში მაკოცა -გინდა წავიდეთ?
-სულ ჩემს აზრებს როგორ კითხულობ დადეშქელიანო?-მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე
-სულ ვერა,მაგრამ ახლა ფაქტია რომ დაიღალა ჩემი დედოფალა- ლოყაზე მაკოცა და გაიცინა.
მეგობრებს დავემშვიდობეთ და წამოვედით.
მანქანა შესასვლელიდან მოშორებით ეყენა ,მისი მიმართულებით მივდიოდით რამდენიმე ბიჭი რომ დაგვიდგა წინ,მათგან ერთ-ერთი ის მთვრალი კაცი იყო დერეფანში რომ დავტოვე გათიშული.
-ანდრეა წავედით დროზე -ჩუმად ვუთხარი ,რადგან სულ არ მინდოდა ჩემ გამო შარში გახვეულიყო
-ლამაზო გეგონა გამექცეოდი?-სანამ ანდრორ ამეს მეტყოდა ,მანამ გავიგე მისი ხმა
-რას ბდავს ეს ს.. -უცებ აენთო თვალები და დაებერა ძარღვები.ისედაც შეკრული წარბები სულ შეკრა და სისხლი გამეყინა
-ვიღაც იდიოტია საპირფარეშოსთან დამხვდა მაგრამ ხომ ხედავ თვალზე კვალი დარჩა ეტყობა ვერ აიტანა-უცებ ვუთხარი სიმართლე და ხელი ჩავკიდე
-შენ გაგიჟდი? რატომ არ მითხარი ! მაგაზე მერე დაგელაპარაკები . იცოდე ნაბიჯი არ გადმოდგა !-ასეთი გაბრაზებული არასსდროს მინახავს, ცეცხლს ისროდა თვალებიდან .
თვალის დახამხამებაში უკვე ერთი ძირს ეგდო ,ბატონი დადეშქელიანი იმდენად მოხერხებულად ჩხუბობდა,სულ გადამინდა ჩარევა . საოცარი სანახავი იყო ნუ იმ სიტყვებს თუ არ ჩავთვლით რის გაგონებასაც ანდრეას მხრიდან ვერასდროს წარმოვიდგენდი . არადა რა მშვიდია ჩემთან . შორს ვიდექი , ვერ მოვახერხე დამენახა და გამეფრთხილებინა ანდრეა როცა ერთ-ერთმა დანა ამოიღო დავინახე როგორ ჩაიკეცა ანდრო. მისმა ტკივილნარევმა ხმამ გონება დამიბინდა, უკვე ვინ ვიყავი არ მახსოვდა მარტო ერთი მინდოდა ისევ ძველი მარიამი გავმხდარიყავი და იმათთვის საკადრისი მეზღო . წამში მის წინ აღმოვჩნდი, როცა მეორედ დარტყმას აპირებდა ხელი დავუკავე დანა ძირს გადავაგდე და ისიც უკან მივაყოლე. მოულოდნელი იყო ჩემი ეს ქმედება და მარტივადაც გამომივიდა . ანდრეა უკვე ფეხზე იდგა და გაფართოებული თვალებით მიყურებდა , ხელი ჩავკიდე და მანქანისკენ წავიყვანე
-რა სულელი ხარ რა რა გული გიწუხდა მარტო რო დაუწყე ჩხუბი -სანამ მეტყოდა რამეს მანამ შევუტიე
-შენ გოგო ვინ გგონივარ ჩემი ცოლი ხარ და შენი აზრით შენს შეურაცხყოფას ვინმეს ვაპატიებ? ვერავინ შეგეხება და არც კი იფიქრებს ამაზე
-კაი გაჩერდი და აქეთ დაჯექი-საჭესთან გადავჯექი და მანქანა დავძარი. აფთიაქთან გავაჩერე ბინტი ,ბამბა, სპირტი და საჭირო მედიკამენტბი ვიყიდე ჭრილობის დასამუშავებლად
მერე მშვიდ ადგილას გავაჩერე და ანდრეასკენ შევბრუნდი
-გაიხადე ზედა ჭრილობას დაგიმუშავებ
ანდრეამ ზედა გაიხადა მისი დაკუნთული სხეული ღამის განათებაზე შესანიშნავად ჩანდა. ბამბა სპირტში დავასველე და ჭრილობაზე მივადე
-კაი რა მკლაავ? მეწვის
-ოჰ ამის გეშინია ჩემო გმირო? -გავუცინე და ჭრილობაზე შევუბერე მერე სისხლი რო მოვწმინდე წყალბადის ზეჟანგით დავამუშავე , მალამო წავუსვი რათა ინფექცია არ შეჭროდა და შევუხვიე მერე მაისური გადავაცვი და მანქანა დავძარი
-მოკლედ ისეთი ხელი გაქ წამალი არაა საჭირო ტკივილი ისედაც მივლის
-ოჰ კომპლიმენტები არ გელევა ამ საღამოს. ნუ გეშინია არ დაგსჯი ღალატის გამო
-კაი რა, რას ეჭვიანობ აბა ბერად ხო არ აღვიკვეცები
- არ გეუბნები არაფერს რაც გინდა ის ქენი, მაგრამ მომავალში შეეცადე ისე იჩხუბო არ დაგჭრან
-რისთვის გასწავლი სამედიცინოზე ვერ გავიგე არ უნდა გამომადგეს?
-მოკლედ არ შეარჩენ რა ადამიანს არაფერს - მივედით, მე ანდრეას მივეხმარე გადმოსვლაში. მართალია არ იყო ღრმა ჭრილობა, მაგრამ მაინც შეაწუხებდა ამიტო დამეყრდნო და ისე შევიყანე საძინებელში. მერე კარადიდან ახალი მაისური და შარვალი გამოვიღე და ანდრეას მივაწოდე , როცა ვეხებოდი ვგრძნობდი როგორ თრთოდა ჩემი თბილი თითების შეხებისას და თვალს არ მაშრებდა მეღიმებოდა
-მე სააბაზანოში შევალ თუ რამე გინდა მითხარი, არ ადგე თორე სისხლი წამოგივა
-როგორც მიბრძანებთ
სააბადანოდან გასვლის შემდეგ მეც დავწექი და კომფორტულად მოვეწყვე.
დილით ანდრეას მხარზე მედო თავი და ისე მეძინა რო გავიღვიძე ანდრეას ეღვიძა და მიყურებდა
-დილამშვიდობის, როგორ ხარ ,გტკივა ჭრილობა?
-არა, კარგად ვარ
მე ადნრეას მხარეს დავჯექი საწოლზე საბანი გადავწიე და წამოვაჯინე მაისური გადავაძვრე და ჭრილობა თავიდან დავუმუშავე. ოდნავი ნაკაწი იყო
-დღეს უნდა იწვეთ ბატონო ანდრეა რა ვქნათ
-გემორჩილები ბოლომდე
მოვწესრიგდი და შემდეგ ისევ მასთან გავედი
- წავალ საუზმეს მოგიტან
მერე საუზმე ლანგრით მივუტანე გვერდით დავჯექი და ჩემი ხელით ვაჭამე
-დღეს სრული აბონიმენტით ვსარგებლობ?
-დიახ
-მადლობა მარიამ- მითხრა და ხელზე მაკოცა
ორშაბათს უკვე კარგად იყო ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა მე რატომღაც ძალიან ცუდად ვიყავი ,რაღაც გული ცუდს მიგრძნობდა ჩემს ძმებს რამდენჯერმე დავურეკე/ კარგად იყვნენ ანდრეა დამცინოდა. საღამოს სამჯერ დავურეკე და არ მიპასუხეს მერე სახლში დავრეკე მამამ მიპასუხა და მითხრა რო სასეირნოდ გავიდნენ და მალე დაბრუნებდნენ
-გთხოვ რა დამირეკე რო მოვლენ
-კი ნიკას დავარეკინებ
ვერ ვისვენებდი და ცუდად ვიყავი აშკარად რაღაც ცუდს ველოდი . როგორც ქნა ნიკამ დამირეკა
-ნიკა სად ხართ ამდენი ხანი არ უნდა დამირეკო? ვკვდები ნერვიულობით
-მარიამ როგორ ხარ?--სედაც ვღელავდი,მაგრამ მისას ხმა რომ გავიგე გული გამიჩერდა
-შენ რა გინდა ჩემს ძმასთან მითხარი სად არიან ბავშვები
-ჩემთან და ანდრეას არაფერი გააგებინო თუ გინდა რომ გადარჩნენ ჩემს მითითებას დაემორჩილე
-გისმენ რა გინდა
-გარეთ გამოდი და ჩემს ხალხს დაელოდე ანდრეას არაფერი უთხრა თორე შენს ძმებს ასაკის მიხედვით გამოვასალმებ სიცოცხლეს
- ბავშვები დამალაპარაკე
-დეე წამიყვანე გთხოვ ... მარიამ - ერთად გავიგონე სამივეს ხმა
-მოვდივარ ბავშვებო და მალე მანდ ვიქნები არ შეგეშინდეთ კაი?
ჩავიცვი და ანდრეა გავაღვიძე.გაუაზრებლად ვმოქმედებდი,მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა ,ჩემი ძმები
-ანდროო
-რა მოხდა კარგად ხარ?- წარმოთქვა შეშინებულმა
-კი ნუ ღელავ უბრალოდ უნდა წავიდე
-სად უნდა წახვიდე ნახე რა დროა
-ნუ იქცევი ეჭვიანი ქმარივით რა
-აბა რა ვქნა ღამის პირველ საათზე მეუბნები მივდივარო
-ჩემი მეგობარია ცუდად და მასთან უნდა წავიდე
-ვინ მეგობარი
-არ იცნობ კურსელია რაღაც პრობლემა აქვს და მასთან მივდივარ წავედი
-კაი წაგიყვან
-არ მინდა ახლოს ცხოვრობს ამაღამ დავრჩები
-კაი რა რა დარჩები
-გაჩუმდი რა და ნუ ჭედავ -ისეთ სახეს ვიღებდი რომ არაფერი შეემჩნია სინამდვილეში გული არ მიცემდა მერე ჩავეხუტე ლოყაზე ვაკოცე და გამოვედი. ანდრეა ალბათ გაკვირვებული დავტოვე . იმედია მაპატიებს და არ შემიძულებს მისი სურნელის შეგრძნება მინდოდა მისი სახის ნაკვთები გამოსვლის წინ გულმოდგინედ შევათვალიერე და გონებაში ჩავიბეჭდე. შესაძლო იყო ვეღარასოდეს მენახა და მინდოდა ბოლომდე ჩემს თვალწინ ყოფილიყო მისი სახე.
მოვატყუე... ყველაზე მძიმე მომენტში მარტო ქმედება ვარჩიე .ეგოისტურად მეშინია მისი დაკარგვის, ვერ დავუშვებ ყველა ჩემ საყვარელ ადამიანს საფრთხე დაემუქროს, ვიცი ჩემ გამო საფრთხეში ჩაიგდებს თავს და მოვკვდები მას რომ რამე დაემართოს. ბიჭები დამიჯერებენ და ყველაფერი კარგად იქნება. ისინი იქედან საღ-სალამათები დაბრუნდებიან. მე კი ბედნიერი წავალ რადგან ყველაფერი გამოვცადე ცხოვრებაში, მძულდა, მეშინოდა, მტკიოდა და ყველაზე ძლიერ მიყვარს .არაამქვეყნიურად მიყვარს ანდრეა დადეშქელიანი ...
ორმა კაცმა მანქანაში ჩამსვა,თვალები ამიხვია და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა. ყველაფერზე ვფიქრობდი, გეგმებს ვსახავდი წარმოვიდგენდი ყველაზე ცუდ სიტუაციას და ყველაფრისთვის მზად ვიყავი ,მხოლოდ ჩემი ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ კარგად. არც კი შევყოკებულვარ, ვემორცილებოდი, და წინააღმდეგობას არ ვუწევდი. მშვიდად ჩავედით სვანეთში , რა საჭირო იყო თვალების ახვევა ,თითქოს ვერ ვიცნობდი დადეშქელიანბის მიტოვებულ კოშკს ,ადგილს სადაც პირველი მკვლელობა მოხდა.
თოვლზე გავიარე და ნაკვალევი დავტოვე, იქნებ იქედან გამოსვლა ვერც კი მოვახერხო. ისევ ზამთარი, ისევ თოვლი და საშინელი აღსასრულის მოლოდინი.
სახლში შევდივარ... მიშა არ ჩანს .უკვე მოთმინება მეწურება
-ბავშვები სად არიან?
-რძალიც მოსულა,ჩემო საყვარელო რძალო როგორ გიკითხოთ? მოატყუეთ ხომ თქვენი გულუბრტყვილო მეუღლე არ გაგიჭირდებოდათ,ის სულელი ძალიან გენდობათ -ისიც გამოჩნდა , ძარღვები დამებერა,როგორ მინდოდა ის იარაღი გამომერთმია და შუბლში დამეხალებინა ტყვია,ისე მოვკლავდი ხელიც არ ამიკანკალდებოდა. მეც ხომ მათნაირი ვარ, მკვლელად დავიბადე და აღმზარდეს. პირველი და უკანასკნელი მიშა დადეშქელიანი უნდა იყოს ვის სისხლშიც ჩემი ხელები შეიღებება.
-ბავშვები მაჩვენე!
-რა თქმა უნდა აი ისინიც- ოთახის კარი გამიღო და დავინახე ხელ-ფეხშეკრული ჩემი ძმები . გული გამეყინა მატი დანახვისას. ლუკა ტიროდა, ნიკუშა მკვლელი მზერით იხედებოდა, დემეტრე კი საწყად მიყურებდა და თვალებით მთხოვდა შველას
-დეეე... დედიკოოო -ლუკამ მაშინვე დამიძახა და ცისფერი თვალებიდან ცრემლების ნიაღვარი გადმოუშვა
-შენთან ვარ ჩემო ბიჭო.. არ შეგეშინდეს გესმის? ყველაფერი კარგად იქნება - შევეცადე მშვიდად მეთქვა, არც მეშინოდა უკვე ზიზღი მალაპარაკებდა და ბრაზი რომელიც მახრჩობდა. მისკენ შევბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე-პირდაპირ მითხარი რა გინდა
-მამაშენს დაურეკავ და ეტყვი რომ მოვიდეს... თუმცა არა შენ უბრალოდ დაურეკავ შენი ნომრიდან
მობილური მომაწოდა,რომელიც დაჯდომისას წამართვეს და მეც შევასრულე მისი ნება რომ ვუთხარი“მამა“ მაშინვე გამომართვა მობილური და ისე ესაუბრა ალბათ მინდია გაგიჟდა
-უკვე შენი საამაყო ქალიშვილიც ჩემთანაა... ყველაზე ძალიან რომ გააწამე და ყველაზე მეტად რომ გასწირე მინდია ბატონო. ერთხელ მაინც დაიცავი ის და არ დაუშვა რომ ისევ ყველაფერი მან აიღოს საკუთარ თავზე. იცი ახლა შენი ბიჭების კი არა ყველაზე მეტად მისი მოკვლა მინდა, ჩემი საბრალო ძმისშვილი რომ გავათავისუფლო შენი გველი შვილისგან ...გელოდები მინდია...მოუთმენლად გელოდები
ხელები ისევ შემიკრეს, ოთახში ბავშვებტან ერთად ჩამკეტეს და მეც ამით ვისარგებლე. ბავშვები დავამშვიდე, ნიკოლოზის დახმარებით ხელები გავიხსენი და ისინიც გავათავისუფლე
-ახლა რას აპირებ... ანდრეამ იცის?
-არა ნიკუ.. ანდრეამ არაფერი იცის და არც უნდა გაიგოს სანამ აქედან არ გავაღწევთ
-როგორ მოახერხებ მაგას.. მეც დაგეხმარები
-არა..შენ ბავშვებს გაიყვან .მე კი ამათ მივხედავ ბევრნი არ არიან
-დეე მეჩინია- ლუკა ისევ ტიროდა ჩავეხუტე და ვაკოცე
-ყველაფერი კარგადაა..გახსოვს რომ ვთამაშობდით ხოლმე? ისე მოიქეცი როგორც თამაშის დროს შენი ძმები გაიქცევიან მათ ხელი ჩაკიდე და შენც გაიქეცი შემდეგ მანქანაში ჩაჯდებით და დაიმალებით
-კაქი ... ჩენ ქო მოქალ?
-მიყვარხართ ,ძალიან მიყვარხართ - სამივეს ჩავეხუტე და კარის უკან დავდექი- აქ ხართ? დილიდან გზაში ვართ და გამიყვანეთ საპირფარეშოში თორემ ვეღარ ვითმენ გესმიიით ? ჰეიიი - დავიყვირე და მალე ნაბიჯების ხმაც გავიგე ,კარი გაიღო და მაშინვე ყელსი ვწვდი ერთ-ერთ აყლაყს. თავი კედელზე მივარტყმევინე და სწრაფად შევუკარი ხელები. შემდეგ კივილი დავიწყე უბრალოდ ვყვიროდი და მეორეც შემოვიდა.მას იარაღი ჩავარტყი თავში და მივუწვინე მეგობარს გვერდით. ნიკუშამ ბავშვები წაიყვანა მეც უკან გავყევი, მიშა არსად ჩანდა.უკვე ეზოში ვიყავით დავინახე როგორ ჩასხდნენ ბავშვები მანქანაში,ნიკუშა საჭესთან დაჯდებოდა თუ რამე მოხდებოდა ,ვიცოდი რომ თავს გაართმევდა. ეზოში არავინ ჩანდა სევბრუნდი რომ დავმჯდარიყავი და ანდროს ხმაც გაავიგე რაღაც დაიყვირა ,სემდეგ გასროლის ხმა ... ანდრო თოვლზე ეცემა წითლად იფერება თეთრი თოვლი . მიშას ვესვრი მანამ სანამ მთელი მწიდი არ დაიცლება და ცრემლები სახეს მიღარავს
-ანდრო ...ანდრო აქ რა გინდოდა არ უნდა მსოულიყავი ანდრო ანდრო ხმა გამეცი გთხოვ გევედრები ანდრო - არც კი ვიცი რას ვაკეთებდი პანიკაში ცავარდნილი, მხოლოდ სუსტ პულსს ვგრძნობდი, ტუჩები ერთმანეთს დააშორა და მკრტალად გამიღიმა
-ხომ კარგად ხარ პატარავ
-ანდრო ..არ გაბედო გესმის?გონება არ დაკარგო ჩემთან დარჩი .ჩემზე იფიქრე და არ წახვიდე თორემ გეფიცები იქაც მოვალ და სამაგიეროს გადაგიხდი - მანქანისკენ მივათრევდი. ნიკუშა დამეხმარა და მანქანაში ჩავსვი . მცირე მანძილი გავიარე ვერტმფრენი რომ დავინახე, ანდრეას ხალხი ვიცანი და მაშინვე გავაჩერე.
ზუსტად არაფერი მახსოვს,მხოლოდ ის რომ გული გაუჩერდა, ხელოვნურ სუნთქვას ვუკეთებდი,გულის მასაჟს.სემდეგ მუჭსაც ვურტყამდი და ბოლოს ისევ აღდგა გულისცემა. შემდეგ კლინიკაში შევედით,დერეფანში მიჰყავდათ, მეც გვერდით მივყვებოდი სანამ შეიყვანდნენ თვალები გაახილა,სულ რამდენიმე წამით ‘მიყვარხარ“ მითხრა და დერეფანში დამტოვა. სისხლში ამოსვრილი, იქვე ჩავიკექცე და ავქვითინდი.
ბიჭები რომ მომეხვივნენ მაშინ მოვედი გონს. ნიკოლოზს ვყავდი ჩახუტებული და ხელებს მაგრად მხვევდა
-კარგად იქნება ... ძლიერია ხომ იცი
-ნიკუუ მეშინია.. ძალიან მეშინია..ისე როგორც არასდროს ნიკუშა
-დეე ანდლო კაქათ იქნება იქ ნემცც გაუკეთებენ და გამოვა- ტიროდა და ფეხზე მეხვეოდა. დემეტრე კი უბრალოდ აწყლიანებულ თვალებით გვიყურებდა .
დრო გაიწელა...წამები სუაკუნეს ჰგავდა. უკვე სუნტქვა მეკვროდა, გონება დამებინდა ვერავის და ვერაფერს აღვიქვამდი. მხოლოდ საოოპერაციოს კარს ვუყურებდი და ველოდი ექიმის გამოსვლას.
განვლილმა ექვსმა თვემ თვალწინ ჩამირბინა. ყველა დეტალი გავიხსენე და მივხვდი რომ მის გარეშე ვერ ვიარსებებდი,იქედან ცოცხალი რომ ვერ გამოეყვანათ ვიცოდი ყველაფერს დავთმობდი და მასთან წავიდოდი.
ექიმი გამოვიდა...
მაშინვე მასთან მივვარდი ,რომ გამიღიმა თითქოს ფრთები მომცა და ფრენა შემაძლებინა.მხოლოდ ერთი სიტყვა“გადარჩა“ და ესეც საკმარისი იყო, სხვა არაფერი მადარდებდა .
პალატაში გადაიყვანეს,ჯერ კიდევ არ მისვებდნენ მასთან. საღამომდე უგონოდ იყო . ფანჯრიდან ვუყურებდი და გული მეკუმშებოდა. მამა სახლსი წასვლას მთხოვდა. ლალი ხმას არ ირებდა უბრალოდ იჯდა და ტიროდა, საშინლად შემებრალა მის გვერდით დავჯექი და მოვეხვიე,მანაც თავი მხარზე დამადო და უფრო ძლიერ აქვითინდა.
ექიმმა შესვლის ნება დამრთო, მოვემზადე და პალატის კარი შევაღე. რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა მისგან, ვერ მივდიოდი,ადგილზე გავქვავდი სანამ არ გამომხედა და გამიღიმა.. შემდეგ წამებში დავფარე მანძილი და ჩავეხუტე.
-არასდროს გაპატიებ... ჩემ შეშინებას არასდროს გაპატიებ იცოდე. მთელი ცხოვრება გამოსყიდვა მოგიწევს ანდრეა დადეშქელიანო !
-ჩემი მარიამი ტირის?
-იცი როგორ შემაშინე? ღმერთო ვერც კი წარმოიდგენ რა ძლიერ მიყვარხარ - თვალებში ვუყურებდი და ისევ ცრემლები მდიოდა . წამის წინ ჩამქრალი მზერა შეეცვალა, თვალებში სხივი უკრთოდა , მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-გაღმერთებ ჩემო მარიამ...
შემდეგ რთული პერიოდი იყო, მაგრამ მარტივად გადავლახე. მარტივი ჩემთვის არაფეირ იყო და ეს პრობლემა არ შემაშინებდა. გამოჯანმრთელების პერიოდი დიდხანს გაგრძელდა, საავადმყოფოში რომ დაიწყო წუწუნი სახლში განაგრძო.მეც არ ვეშვებოდი სულ ერთი და იგივე „შამე, წამალი დალიე, ნემსის გაკეთების დროა. ადგომა არ შეიძლება,სიარული გეკრძალება“ ის კი წარბებს შეკრავდა და მიბღვერდა . სანამ არ ვაკოცებდი არ მირიგდებოდა და ვიყავით ასე . თითქმის ერთი თვე დასჭირდა გამოჯანმრთელების პროცესს... ახალ წელს სახლში ვიყავით. დედამთილი არარ მიბღვერდა, იმ დღის შემდეგ ურთიერტობა დაგვითბა.
-ანდრო...-გაღვიძებულს საწოლში რომ არ დამხვდა გიჟივით წამოვვარდი .სააბაზანოს კარი რომ გაიხსნა და გამოვიდა გულზე მომეშვა
-დილამშვიდობის ლამაზო- მოვიდა და მაკოცა- შეგახსენებ რომ უკვე ჭრილობა შეხორცებულია, კარგად ვარ და ექიმმა ყველაფრის ნება დამრთო. დღეს 31 დეკემბერია და ჩვენი სახლი ჯერ კიდევ არ არის საახალწლოს მორთული - უცებ მიაყარა თან მეფერებოდა - ახლა ერთად წავალთ და დავიწყებთ საახალწლო სამზადისს
-როგორც მიბრძნაბეთ ბატონო ანდრეა- დამტკბარმა დავუკოცნე ტუჩები და ჩავეხუტე -იცოდე არ გადაიღლები...მაინც საში..
-გეყოს!
-კარგი ხო ... ხუთ წუთში მზად ვიქნები და დავიწყოთ- უცებ წამოვხტი საწოლიდან და სააბაზანოში შევვარდი.
მთელი დღე ჩემთან იყო, ნაძვისხე მოვრთეთ, სახლი გავალამაზეთ. შემდეგ დედამთილთან ერთად შევუდექი კერძების მზადებას ისიც იჯდა დახლთან შემოსკუპული და ლაზღანდარობდა. იმდენჯერ ამაწითლა მისი მოგუდვა მომინდა. ლალი ჩუმად იცინოდა და უფრო ვბრაზდებოდი.
-დადეშქელიანო გახვალ ახლა თუ მე გაგიყვანო
-კარგი ჩემო მარიამ ნუ ბრაზდები ... მარწყვი მინდა
-არ მაქ მარწყვი...
-დარწმუნებული ხარ?-ისეტი ტონით მითხრა ლამის ჩავვარდი საცივში . კოვზი დავდე და ქვემოდან ავხედე ქვედა ტუჩზე კბილები დაესო და ისე მიყურებდა
-ანდრეა... გადი აქედან
-მომეცი მარწყვი და გავალ
-გაგიჟდი შენ?
-მარწყვი მინდა მარიამ...
-მიდი მერე და აიღე შვილო- ლალიმ უთხრა და გაჩნდა კიდეც ჩემთან.
-მართალია დედაჩემი თავად ავიღებ და წავალ - ხელი წელზე მომხვია ,სხეულზე ამიკრა და ისე მაკოცა ვერც გასვლა გავიგე, ვიდექი გაშეშებული ბოლოს ლალის სიცილის ხმამ მომიყვანა გონს და დარცხვენილი გავვარდი ოთახიდან. ანდრო დივანზე იწვა და ტელევიზორს უყურებდა . ჩხუბის დაწყებას ვაპირებდი ხელი რომ დამავლო და მეც დივანზე აღმოვჩნდი- მოხვედი ხო? გინდა კიდე მომცე მარწყვი? თან ჩემტან დარჩი დაისვენე ცოტა
-ანდრეა. შენ როგორ იქცევი? პატარა ბიჭი ხომ არ ხარ რა წესია
-ჩემი სერიოზული გოგო ვინ არისო ვინოოო - ლოყებზე მიჩქმიტა და მერე ცხვირზე მომიჭირა თითები
-ანდრეააა
-ანდრეაააა რა იყოოო - გამაჯავრა და უფრო ამიკრა სხეულზე-როგორ ხვანცალებ გადავარდები
-გამიშვი ხელი !
-ხვალ მოთოვს იცი? ახალი წლის ღამეს რამდენი ხანია თოვლი არ ყოფილა თბილისში . სადღაც უნდა წაგიყვანო
-სად...
-რომ მივალთ გაიგებ ...ახლა წადი დაასრულე მზადება
საღამომდე სულ გადამავიწყდა მისი ნათქვამი. 12 საათზე სახლის კარი რომ გაიღო და ჩემი სამი გიჟი შემოვიდა ,მათ უკანკი მამა მოდიოდა სიხარულისგან ცას ვეწიე. ახალ წელს ყველა ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად შევხვდი. იმედით რომ მომდევნო წლები ულევ სიხარულს მომცემდა.
როცა ჩემები წავიდნენ, ლალიმ შვილი იხმო და რაღაც უთხრა. შემდეგ დამემშვიდობა და დასაძინებლად წავიდა. უკვე ყველაფერი დააგებული მქონდა ,მეც საძინებელში ასვლა მინდოდა ხელი რომ ჩამავლო და მანტო მომაცვა
-სად მივდივართ?
-დაგავიწყდა რომ გითხარი?
-ხო მაგრამ ახლა? კარგი რა ხვალო არ თქვი?
-მერე პირველი იანვარია უკვე ...
-ოოდვაიღალე რა გთხოვ
-მარიამ...
-კარგი წავიდეთ..- გავყევი უკან სხვა რა გზა მქონდა. მანქანას ნელა მართავდა, თოვდა და საოცარი სანახავი იყო . ეზოში რომ შევიდა ,სადაც უზარმაზარი სახლი იდგა ,გალავნით შემოსაზღვრული და თოვლით დაფარული მიდამო ...
-რა ლამაზია...
-მოგწონს? ზაფხულში ყვავილების ბაღი გვექნება ....თოვლის ნაცვლად მწვანე მინდორი - ხელი მომხვია და სახლისკენ წამიყვანა . კარი გააღო და თვალები ამიბრჭყვიალდა. ყველაფერი ულამაზესი იყო - კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში - ყურთან მიჩურჩულა და ზურგიდან ამეკრო- მოგწონს?
-ეს...ჩვენი სახლია?
-დიახ ჩვენი სახლია... ვეცადე მალე დამესრულებინა. ერთი თვით ადრე უნდა ყოფილიყო მზად ,მაგრამ მგონი ცდად ღირდა
ვერაფერი ვუთხარი დავდიოდი ,ვუყურებდი ყველაფერს მერე მისკენ შევბრუნდი და ყელზე მოვეხვიე. პირველი კოცნა იყო გამოწვევა. მეორე კოცნა უკვე პასუხი ამ გამოწვევაზე. მესამე იყო გრძნობით სავსე ,მეოთხე ,მეხუთე და მეექვსე თითების მიერ გატავისუფლებულ სხეულს მიუყვებოდა . ყველა დანარჩენი საოცარ სინთეზს ქმნიდა და მაგიჟებდა ისე როგორც არასდროს. ნაზი იყო, ფრთხილი და საოცრად მოქმედებდა.მისი მზერა ,შეხება,სიტყვები,კოცნა სიგიჟემდე მიყვარს ეს კაცი. შეუკავებელი ბგერები,მოუთოკავი ემოცია და სამუდამოდ მისი ხდები, ერთიანად ივსები მისით .....
წლის პირველი დღე ისე დავიწყე როგორც არასდროს...
პირველი დღე ახალ სახლში...
ახალი ურთიერთობა... ახალი გრძნობა , ახალი განწყობა და ულევი სიხარული.
მაქსიმალურად ვიყენებთ დასვენების დღეებს და ერთად ყოფნით ვტკბებით.
ისევ იწყება სწავლა. ანდრო ისევ სამსახურშია . რამდენიმე დღე კატასტროფულად იწელება, მის გარეშე ვეღარ ვძლებ.ხსირად მირეკავს ,მგარამ სახლში გვიან მოდის.
სამსახურში მივდივარ მასთან, კაბინეტში ზის საბუთებში ჩამძვრალი და როცა ვუახლოვდები მდივანი ვგონივარ,ყავას მთხოვს და თავის ტკივილის წამალის მოტანას მევედრება. სავარზელს ხელს ვკიდებ ჩემკენ ვაბრუნებ და მუხლებზე ვუჯდები, სანამ გონს მოვა ვკოცნი .ჯერ გაშეშებულია,შემდეგ იღიმის და ვნებიანად მიკოცნის ბაგეებს
-მომენატრე...
-გავიგე თავი გტკიოდა და ვიფიქრე წამალს მივუტანთქო- ვუღიმი და ისევ ვკოცნი - წამალი თავისუფალია და შეუძლია თელი დარჩენილი დრო შენთან დარჩეს
-ასე რომ ვერ ვიფიქრებ საქმეზე და მხოლოდ პროექტი დარჩება ? სხვათაშორის პროექტის აგება კაბინეტში არასდროს გვიცდია- ეშმაკურად მიღიმის და ზედის ქვეშ ხელს მიცურებს, მისი მხურვალე ხელისგული კანს მიწვავს, სუნთქვა მიხშირდება
-არც იფიქრო...ვინმე შემოვა
-ჩემ კაბინეტში? დაუკაკუნებლად? გამორიცხულია - მეჩურჩულება და ის ისაა მაგიდაზე უნდა შემომსვას მობილურზე ურეკავენ -ჯანდაბა...შეხვედრა მაქვს
-ერთი მაკოცე და წადი- ვჩურჩულებ გონებაარეული და კიდევ ერთ კოცნას ვიღებ.
ვინაიდან დიდი ხანი უწერია შეხვედრის გაგრძელებას, თავისუფალ დროს ჩემი ბიჭების მოსანახულებლად ვიყენებ. მათთან სკოლაში მივდივარ და ველოდები. ერტად გამოდიან , ლუკაც გამოუყვანიათ ბაღიდან და მოაბიჯებენ . სიხარულისგან ვიბადრები და მანქანიდან გადავდივარ და სათიტაოდ სამივეს ვეხვევი.
-მარ აქ საიდან გაჩნდი?
-მომენატრეთ... გავისეირნოთ სადმე ერთად
-მაგარიააა - ლუკა ხტუნავს და ისევ მეხვევა.
ვინაიდან ლუკაა უფროსი, ზოოპარკში მივდივართ. ნიკუშა არ აპროტესტებს ,ჩემ გვერდით მოდის და ლუკას უყურებს რომელიც ყველაგალიასთან ჩერდება და აკვირდება ყველაფერს. დემეტრე მას დაჰყვება
-როგორ ხარ? სიძე ხო არ ურევს?- შვიდად მეუბნება და იღიმის
-არ ურევს - სიცილს ვერ ვიკავებ და თავს მხარზე ვადებ-შენ რას შვები?
-რავი არაფერს... ისევ ისე ვსწავლობ და ვთამასობ
-ანდრომ მითხრა ვეთამაშე და მომიგოო
-ხო ...
-რამე ხდება ახალი? - ვჩერდები და ანდროს მოწოდებულ ინფორმაციას ვამოწმებ. წარბს მაღლა სწევს ნიკოლოზი და ტუჩებს აწკლაპუნებს
-რა გითხრა იმ ჭორიკანამ
-ვინ ჭორიკანამ
-ანდრეამ
-რას კადრებ ცემ მეუღლეს..უბრალოდ მითხრა ვიღაც გოგო მოვიდა ვარჯიშის დროს და შენი დასტოინი ძმა დაფერფლაო
-რა სისულელეა... უბრალოდ უხეშად ხო არ დაველაპარაკებოდი,ველური ხომ არ ვარ
-რაოო ჩემი პატარა ბიჭი შეყვარებულიაოო?
-აუ მარიამ... იცი რა საყვარელია? რომ იცინის გეფიცები რაღაც მემართება- უცებ დატკბა და აღიარა
-რა ჰქვია? როგორია მომიყევი ახლა რას ელოდები
-ნუ გიხარია ტყუილად ...უკვე მოვასწარი ჩხუბი და მე ხო იღბალი არ მაქვს მაინცადამაინც მის ხისთავიან მეგობარს ვეჩხუბე .
-კაი რა შენ იჩხუბე?
-ხო რა ძალიან ცუდად იქცეოდა, ნატა გამოვარდა საიდანღაც და მოქნეული მუჭი ლამსი იმას მოვარტყი ის გადამეფარა წინ.ისე გამომლანძრა ყბა ჩამომივარდა ,დაავლო ბიჭს ხელი და გავარდა. რა გაცინებს
-სარძლო მომწონს და მიხარია
ბიჭებთან ერთად ვიყავი საღამომდე, შემდეგ სახლში მივიყვანე და მეც წავედი სახლში.
ვახშმის მომზადებას შევუდექი , რაღაც შეუძლოდ ვიგრძენი თავი და უცებ მოვედი გონს. ყველაფერი დავტოვე და აფთიაქში წავედი.
პირველი წუთები ისე გაიწელა ლამის გავგიჟდი.
ორი წითელი ხაზი და ბედიერებისგან წამოსული ცრემლები.
პირველი შეგრძნება და ანდროს თვალები. რომელიც თავზე მადგა და გაშტერებული უყურებდა იატაკზე დაყრილ რამდენიმე ტესტს . ჰაერში ვარ, მატრიალებს და მკოცნის. ყვირის და თან იცინის.
პირველად გაგონილი გულისცემა...
პირველი გამოსახულება...
პირველი დარტყმა ...
პირველი ტირილი და ემოცია რომელიც არ მტოვებს, თანდათან უფრო ძლიერდება .
პირველი გოგონა გვყავს , ალექსანდრა. ჩვენი ნებიერა ალექსანდრა ...
წლები გადის, სიმშვიდეში , სიხარულში და ულევ , მზარდ სიყვარულში.
ნიკუშამ ნატა შეირთო უკვე ძმისშვილი მყავს.
ლუკა უკვე დიდი ბიჭია 15 წლისაა და ყველასგან განსხვავებული თინეიჯერია . ნიკა და დემე სულ სხვანაირები იყვნენ მის ასაკში . ის საოცრებაა უბრალოდ ...
დემეს შეყვარებული ,ზედმეტად ჯიუტი გოგონაა. მიწამებს ბიჭს .ამოუვიდა ყელში ჩემ გადარეულ ბიჭს და ერთი წლის მოიტაცა...
სვანეთში ვართ, ყველანი ერთად . ეზოში ვხედავ ჩემ საყვარელ ბიჭებს ანდრო პატარებს ეთამაშება დათი, გაბრიელი და ალექსანდრე ცდილობენ მამიკო დაამარცხონ. ნიკუშას თავისი პატარა ლილე უჭირავს ხელში და მათ თამაშს ადევნებს თვალს. ალექსანდრა ,ლუკა და დემეტრე აუზში არიან . ჩემ ქალბატონს ცურვას ასწავლიან და ისმის იქედან კისკისის ხმა.
მე ,ნატალია და სოფო დივანზე ვსხედვართ,ჩრდილში და ვადევნებთ თვალს . სამივეს ცხვირწინ გვაქვს მუცლები . მე შვიდი თვის ვარ , ისევ გოგონაა . ნატა ექვსი თვისაა მაგრამ ტყუპებს ელოდება , ნიკოლოზმა გაგვაგიჯა ამ ამბით ,ამიტომ დიდი მუცელი აქვს . ჩვენი სოფო პირველს ელოდება ისიც შვიდი თვისაა და ისე არის გასუქებული დემეტრეს მეტი რა უნდა აბრაზებს სულ და არიან კატა-თაგვივით.
მე მარიამ ჯაჭვლიანი ვარ ! ანდრეა დადეშქელიანის ცოლი და ხუთი საოცარი ბავშვის დედა.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ვერ გავძელი ვეძებე ვეძებე და ვიპოვე ჩემი ძველი სიტორია , ცოტა შევასწორე დრო რაზეც მეყო და დავდე. ვიცი კარგი არაა მაგრამ ასეთი არ დამიწერია აქამდე . სასინლად მომენატრეთ ... ველი შეფასებებს heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№2  offline მოდერი bibo

შენ ხარ ჩემი სასწაული საოცრება ვგიჟDები მე |შენზე ვაფრენ სიტყვები რა უნდა გეყოს რასაც მე შენ მიმართ ვგრძნობ აი იცი როგორ ვიყავი ოდესმე გიგრძვნია სულს რო რაგაც აკლია გულს რო მეორე ნახევარი აკლია ეგრე ვიყავი მე უშენოდ აიი საიტზე გული ისე ვერ იყო როგორც ეხა ვარ heart_eyes kissing_heart შენ ჩემი პაწაწო ხარ ჩემი მარტო იცოდე მე იმდენად გორი და იმდენად ეჭვიანი ვარ ვერ გაგიყოპ ვერავისთან იცოდე პაწაწო ვგიჟDები შენზე შენი პაწაწაო ხელით დაწერილ ისტორიაზეც რომელიც სულს და გულს მიერთიანებს მიფორიაქებს გულს მიკოკლოზინებს გჰაერში ვარ შენი ისტორის წაკითხვის შემდეგ დედამიწას ვერ ვგრძნობ ჩემნაირი მეორე არ დაიარება პაწაწო ეხა ამჟამად იმდენად ვარ ემოციურად აღგზნებული შეილება გული გამისკდეს ატმის ჯემო და ვაშლის კომფოტოოო heart_eyes kissing_heart აი ვაფრენ შენზე ჩემმო დოხრუკულო კარტიოშკავ დობრაწულო ქათამ ვაიმე გული მაქ ცუდად პირი ჩაკოკლოზინებული მაქ და სულს და გულს ვერ ვგრძნნობბბ პაწაწუნა ვგიჟდები მე შენზეეე უხ კიდე ემოციაში ვარ კიდე ვერ გამვხატავ ჩემო შოკო მოკო კოკო გულს დაგა დუგი დაქა დუქი და რაგაც გაქ პაქტია აი აი კიდ ევერ ვარ დედამიწაზე შენ მიპერადებ სამყაროს დედამიწას მიბრუნებ თუ მ,ე მაბრუნებ მის გარშემო ვერ ვხდები ჩემ ჩოკოლადო დაგაყარე ლავები და ქისები გყვარობ პაწაწოოო heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart ჩემი აღმოჩენა ხარო შEნოოოო heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart მეჩემებიი დაგაყარე ლავები და ქისები მე შენა ჩემო სასწაულო heart_eyes kissing_heart

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
შენ ხარ ჩემი სასწაული საოცრება ვგიჟDები მე |შენზე ვაფრენ სიტყვები რა უნდა გეყოს რასაც მე შენ მიმართ ვგრძნობ აი იცი როგორ ვიყავი ოდესმე გიგრძვნია სულს რო რაგაც აკლია გულს რო მეორე ნახევარი აკლია ეგრე ვიყავი მე უშენოდ აიი საიტზე გული ისე ვერ იყო როგორც ეხა ვარ heart_eyes kissing_heart შენ ჩემი პაწაწო ხარ ჩემი მარტო იცოდე მე იმდენად გორი და იმდენად ეჭვიანი ვარ ვერ გაგიყოპ ვერავისთან იცოდე პაწაწო ვგიჟDები შენზე შენი პაწაწაო ხელით დაწერილ ისტორიაზეც რომელიც სულს და გულს მიერთიანებს მიფორიაქებს გულს მიკოკლოზინებს გჰაერში ვარ შენი ისტორის წაკითხვის შემდეგ დედამიწას ვერ ვგრძნობ ჩემნაირი მეორე არ დაიარება პაწაწო ეხა ამჟამად იმდენად ვარ ემოციურად აღგზნებული შეილება გული გამისკდეს ატმის ჯემო და ვაშლის კომფოტოოო heart_eyes kissing_heart აი ვაფრენ შენზე ჩემმო დოხრუკულო კარტიოშკავ დობრაწულო ქათამ ვაიმე გული მაქ ცუდად პირი ჩაკოკლოზინებული მაქ და სულს და გულს ვერ ვგრძნნობბბ პაწაწუნა ვგიჟდები მე შენზეეე უხ კიდე ემოციაში ვარ კიდე ვერ გამვხატავ ჩემო შოკო მოკო კოკო გულს დაგა დუგი დაქა დუქი და რაგაც გაქ პაქტია აი აი კიდ ევერ ვარ დედამიწაზე შენ მიპერადებ სამყაროს დედამიწას მიბრუნებ თუ მ,ე მაბრუნებ მის გარშემო ვერ ვხდები ჩემ ჩოკოლადო დაგაყარე ლავები და ქისები გყვარობ პაწაწოოო heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart ჩემი აღმოჩენა ხარო შEნოოოო heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart მეჩემებიი დაგაყარე ლავები და ქისები მე შენა ჩემო სასწაულო heart_eyes kissing_heart

არავისი ვარ და ვიქნები შენი არ ვარ წინააღმდეგი ...არც იეწვიანებს არავინ ასე რო მშვიდად იყავი.შენ გარდა ნეტა თუ ვახარებ ვინეს smile smile
მიყვარხარ მე შენ

 


№4  offline მოდერი bibo

sameone crazy girl
bibo
შენ ხარ ჩემი სასწაული საოცრება ვგიჟDები მე |შენზე ვაფრენ სიტყვები რა უნდა გეყოს რასაც მე შენ მიმართ ვგრძნობ აი იცი როგორ ვიყავი ოდესმე გიგრძვნია სულს რო რაგაც აკლია გულს რო მეორე ნახევარი აკლია ეგრე ვიყავი მე უშენოდ აიი საიტზე გული ისე ვერ იყო როგორც ეხა ვარ heart_eyes kissing_heart შენ ჩემი პაწაწო ხარ ჩემი მარტო იცოდე მე იმდენად გორი და იმდენად ეჭვიანი ვარ ვერ გაგიყოპ ვერავისთან იცოდე პაწაწო ვგიჟDები შენზე შენი პაწაწაო ხელით დაწერილ ისტორიაზეც რომელიც სულს და გულს მიერთიანებს მიფორიაქებს გულს მიკოკლოზინებს გჰაერში ვარ შენი ისტორის წაკითხვის შემდეგ დედამიწას ვერ ვგრძნობ ჩემნაირი მეორე არ დაიარება პაწაწო ეხა ამჟამად იმდენად ვარ ემოციურად აღგზნებული შეილება გული გამისკდეს ატმის ჯემო და ვაშლის კომფოტოოო heart_eyes kissing_heart აი ვაფრენ შენზე ჩემმო დოხრუკულო კარტიოშკავ დობრაწულო ქათამ ვაიმე გული მაქ ცუდად პირი ჩაკოკლოზინებული მაქ და სულს და გულს ვერ ვგრძნნობბბ პაწაწუნა ვგიჟდები მე შენზეეე უხ კიდე ემოციაში ვარ კიდე ვერ გამვხატავ ჩემო შოკო მოკო კოკო გულს დაგა დუგი დაქა დუქი და რაგაც გაქ პაქტია აი აი კიდ ევერ ვარ დედამიწაზე შენ მიპერადებ სამყაროს დედამიწას მიბრუნებ თუ მ,ე მაბრუნებ მის გარშემო ვერ ვხდები ჩემ ჩოკოლადო დაგაყარე ლავები და ქისები გყვარობ პაწაწოოო heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart ჩემი აღმოჩენა ხარო შEნოოოო heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart მეჩემებიი დაგაყარე ლავები და ქისები მე შენა ჩემო სასწაულო heart_eyes kissing_heart

არავისი ვარ და ვიქნები შენი არ ვარ წინააღმდეგი ...არც იეწვიანებს არავინ ასე რო მშვიდად იყავი.შენ გარდა ნეტა თუ ვახარებ ვინეს smile smile
მიყვარხარ მე შენ

მე შენ იმდენად მახარებ და იმდენად მიტაცებ ცაში ჰაერში ვარ ხოლმე ას ეყოფა ას ადამიანს ეს სიხარული და ეს ბედნიერება შენ ხარ სასწაული და საოცრება რომელიც ჩემია მარტო და არვისი სხვისი შენ ჩემი ფერადი ბუშტი ხარ რომელიც სულს ათბობს და გულს ავსებსსს kissing_heart heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest Tako13

Sauketeso xaar,Ar gagvawamo da koveldge dade xolmee raa

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Tako13
Sauketeso xaar,Ar gagvawamo da koveldge dade xolmee raa

ეს ისტორია სრულადაა

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე როგორ გამახარე შენ ვერც წარმოიდგენ... ისე მომენატრა შენი ისტორიები. საოცრად ემოციური, გემრიელი, პოზიტიური... ძალიან ვისიამოვნე. თითოეულ მოვლენას მეც განვიცდიდი ზალიან მაგარი იყო...
პ.ს. დღის კითხვა: "ისინი"-ს არ აგრძელებ? ხომ შეგვპირდი? ოღონდ არ თქვა არაო... სიტყვას შესრულება უნდა და შენ შეგვპირდი უკვე ასე რომ..........

 


№8 სტუმარი Guest Eka

Es iyo saswauli :-* madlobaa :-*

 


№9  offline წევრი chemibichi

შემოვდივარ და ვხედავ ამ სასწაულს უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა მართალია არ წამიკითხავს ჯერ

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

უცნობი ქ
ვაიმე როგორ გამახარე შენ ვერც წარმოიდგენ... ისე მომენატრა შენი ისტორიები. საოცრად ემოციური, გემრიელი, პოზიტიური... ძალიან ვისიამოვნე. თითოეულ მოვლენას მეც განვიცდიდი ზალიან მაგარი იყო...
პ.ს. დღის კითხვა: "ისინი"-ს არ აგრძელებ? ხომ შეგვპირდი? ოღონდ არ თქვა არაო... სიტყვას შესრულება უნდა და შენ შეგვპირდი უკვე ასე რომ..........

მადლობაა... smile smile
სიტყვას შევასრულებ უბრალოდ ჯერ ვერა

Guest Eka
Es iyo saswauli :-* madlobaa :-*

Guest Eka
Es iyo saswauli :-* madlobaa :-*

მადლობა smile

 


№11 სტუმარი გვანცა))

შენი თითქმის ყველა ისტორიამაქვს წაკითხული და ყველაზე თანდათან ვვოცდები....
ეს ისტორია იყო საოცრება....
ძაან მაგარი გოგო ხარ
ძან მიყვარს შენი ისტორიები <3
შოკოლადო ველოდები ახალ ისტორიას<3<3

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

გვანცა))
შენი თითქმის ყველა ისტორიამაქვს წაკითხული და ყველაზე თანდათან ვვოცდები....
ეს ისტორია იყო საოცრება....
ძაან მაგარი გოგო ხარ
ძან მიყვარს შენი ისტორიები <3
შოკოლადო ველოდები ახალ ისტორიას<3<3

მადლობაა smile

 


№13 სტუმარი Shore shore

vaime ra kargi iko gemrieli casakitxi yochagi gogo xar

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

Shore shore
vaime ra kargi iko gemrieli casakitxi yochagi gogo xar

მადლობაა smile

 


№15  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეეე ეს რაიყოოო.. მეგონა ახალიზ დაიწყო რამეთქო დავიწყე და კიდავამთავრე ამწამს :დდ მარიამ!! სასწაული გოგო ხარ აიი შენს ფანტაზიას საზღვარი არაქვს. ნამდვილი სვანური ისტორია იყო❤ იცი რომ შენ შემაყვარე სვანები? :დდ მოკლედ ვგიჟდები შენს ისტორიებზე და რათქმაუნდა შენზეც❤

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

M^d G1rl
ვაიმეეე ეს რაიყოოო.. მეგონა ახალიზ დაიწყო რამეთქო დავიწყე და კიდავამთავრე ამწამს :დდ მარიამ!! სასწაული გოგო ხარ აიი შენს ფანტაზიას საზღვარი არაქვს. ნამდვილი სვანური ისტორია იყო❤ იცი რომ შენ შემაყვარე სვანები? :დდ მოკლედ ვგიჟდები შენს ისტორიებზე და რათქმაუნდა შენზეც❤

მიხარია ძალიან ასე თუ იმოქმედა smile მადლობა დიდი

 


№17 სტუმარი Mako

Saocreba xar mariam,kargi iyo.madloba rom gvanebivreb lamazi istoriebit

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

Mako
Saocreba xar mariam,kargi iyo.madloba rom gvanebivreb lamazi istoriebit

მადლობა შენ შეფასებისთვის

 


№19  offline წევრი natia-natia

აი ესიყოო უფფფფფ ❤❤❤❤❤❤

 


№20 სტუმარი მიკა

Tavidan satauri ro vnaxe, ar momewona magram sheni nikis naxvis mere wakitxva gadavwyvitee... daa ar meyoooo sashinlad..... dzalian magari iyo,arachveulebrivii.... ushvelebeli tavi ro vnaxe da tan srulado ar ewera, tavebad dadebdi megona daa maadaze momiyvana msuye tavebma,magram nuras ukacravad, damtavrda :-D :-D :-D :-D arachveulebrivi xar getyvi isev da isev

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

მიკა
Tavidan satauri ro vnaxe, ar momewona magram sheni nikis naxvis mere wakitxva gadavwyvitee... daa ar meyoooo sashinlad..... dzalian magari iyo,arachveulebrivii.... ushvelebeli tavi ro vnaxe da tan srulado ar ewera, tavebad dadebdi megona daa maadaze momiyvana msuye tavebma,magram nuras ukacravad, damtavrda :-D :-D :-D :-D arachveulebrivi xar getyvi isev da isev

მადლობაა... ეს ისტორია ძველთაძველია და ნამდვილად არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდათ

natia-natia
აი ესიყოო უფფფფფ ❤❤❤❤❤❤

smile smile heart_eyes kissing_heart მადლობ

 


№22  offline წევრი taia21

რაოო ცუდიაო? რასაა გო შენ რო ამბობ? ძალიან მაგარი იყო ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე. <3 <3

 


№23 სტუმარი NBAVote Zaza Pachulia

ჩემსა და შენს შორის რაღაც უხილავი ჯაჭვია ან მე ვარ ექსტრასენსი. ვფიქრობდი, მარომ რამე ხო არ ატვირთა ნიკებს დავაკვირდებითქო, ჩამოვსქროლე და ვიპოვე. აი სულ სხვა ხარ რა, ყოველთვის ზუსტად ვიცი რომ რაც არ უნდა გეწეროს შუაში არ გავწყვეტ, აბსოლუტურად დადებითი დამოკიდებულება მაქვს ყველა შენი ზღაპრის მიმართ

 


№24  offline წევრი Diosa Dela Tristeza

როგორი ტკბილი ისტორიაა იყო ვაიმეე გავგიჟდი ❤❤❤❤❤❤
ანდრო რა თბილი რა მხიარული პოზიტიური ძლიერი და ვაიმე შოკი ბიჭი იყო❤❤❤❤
ასეთ ცხოვრებას ვინატრებდი ასეთი სიყვარული თუ მექნებოდა :დ
მართლაც ძაან მაგარი ისტორია იყო❤❤კიდევ კარგი რომ ეძებე და იპოვე ნამდვილად ღირდა❤❤❤
გული სიყვარულით ამივსე როგორც ყოველთვის ❤დღეს ისედაც სიყვარულის ხასიათზე ვიყავი და...
ნუ შენი სასწაული ისტორიებიდან ერთ-ერთი სასწაულია❤❤❤❤❤
მიყვარს უკვე ეს ისტორიაც❤
მარიამი ხო მართლა მაგარი გოგოა, მაგრამ ანდროს ხასიათმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა :დ
მგონი შემიყვარდა :( დავუნგრევ ოჯახს :დდ ნუ რა ბოროტი ვარ ხანდახან :დდ
არა მარიამი მართლა ქალის იდეალია❤აი ის სამი საყვარელი ბიჭი ხო მართლაც საოცნებოა ეგეთი ძმები❤
სევდიანი თან რაღაცნაირად მხიარული და ემოციურად ძლიერი მოთხრობა იყო❤
არ მინდოდა დასრულებულიყო ❤

 


№25  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეე როგორ მომნატრებია შენი ისტორიები , სუპერ გოგო ხარ. ახალ ისტორიას როდის შემოგვთავაზებ? ძალიან ველოდები.

 


№26  offline წევრი თათული(TN)

Yvelaze magari da nichieri gogo xar shen. Vgijdebi yvela shens istoriaze. Dzalian momewona da shemiyvarda es istoriac

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას ... მიყვარხართ ძალიან. შევეცდები კიდე დავდო ისტორია ასე სრულად ახლა ვერაფერს დავწერ არც დრო მაქვს და არც მუზა .ძველ დაწერილს თუ მოგაწოდებთ თორე არდადეგებამდე მეეჭვება რამე ახალი დავწერო

 


№28  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი ტკბილი გოგო დაგვიბრუნდა უმაგრესი ისტორიით.რაო რა თქვი კარგი არ იყოო ხო?ალბათ გაგვეხუმრე ხო.ისევე როგორც შენი სხვა ისტორია ესეც უმაგრესი იყო.ანდრე შეუდარებელი მამაკაცია.ისე აღწერე და გადმოეცი ამ ისტორიაში ჩვენი სვანების ტრადიცია ცუდი ტრადიცია სისხლის აღებასთან დაკავშირებით,ნუ არ ვიცი რა ვთქვა,აქ კი ანდრიას პოზიცია ძალიან მომეწონა.მიყვარხარ და გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი
--------------------
ლანა

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ჩემი ტკბილი გოგო დაგვიბრუნდა უმაგრესი ისტორიით.რაო რა თქვი კარგი არ იყოო ხო?ალბათ გაგვეხუმრე ხო.ისევე როგორც შენი სხვა ისტორია ესეც უმაგრესი იყო.ანდრე შეუდარებელი მამაკაცია.ისე აღწერე და გადმოეცი ამ ისტორიაში ჩვენი სვანების ტრადიცია ცუდი ტრადიცია სისხლის აღებასთან დაკავშირებით,ნუ არ ვიცი რა ვთქვა,აქ კი ანდრიას პოზიცია ძალიან მომეწონა.მიყვარხარ და გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი

ლანაა მადლობა ... შენი დამსახურებით ვიპოვე ეს ისტორია

 


№30 სტუმარი Salo. Salo

Vaimee mariam vgijdebi me shenze ummmagresi gogo xar miyvarxaaar auu isini gaagrdzele maleee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent