შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები (ნაწილი 2) -1-


7-01-2016, 13:01
ავტორი Firefly
ნანახია 3 222

ფეხმძიმობა ძალიან პრეტენზიულს მხდის.პირველი ორი თვე ვერც კი ვიძინებ და ღამ-ღამობით სეირნობა მჩემდება.ლელას ხშირად ვესაუბრები სკაიპში,ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურად მიდის,თუმცა ვერავინ წარმოიდგენს რა ხდება ჩემში,როგორ მტანჯავს სინდისი.


ექიმთან ვიზიტის გამო დილით ადრე მიწევს ადგომა,სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრგებ.სარკეში ვიხედები და ვამჩნევ როგორ გამეზარდა თმები,ისინი უკვე წელამდე მწვდება და ვფიქრობ შევიჭრა თუმცა,მახსენდება როგორ უყვარდა ჩემს თმებზე თამაში ზურას.მეუბნებოდა შენი სურნელი მაგიჟებსო.ნეტავ თუ ვახსოვარ?ვეკითხები ჩემს თავს და გამობურცულ მუცელზე ვისვამ ხელებს.
-დედიკოს ყველაზე მეტად უყვახარ დე-ვეუბნებიი ჯერ კიდევ ჩემში მცხოვრებ პატრას და სააბაზანოდან გამოვდივარ.საათი 9:16 წუთს აჩვენებს,დროა მოვემზადო თორემ დავაგვიანებ.გარეთ საკმაოდ ცივა ამიტომ თბილათ ვიცვამ, ახლა ხომ ორი ვარ და ჩემს შვილზე უნდა ვიზრუნო.
-რა გემრიელი სუნია!-სიცილით ვკითხები სამზარეულოში მოფუსფუსე მარგარიტას.
-ჩემს გაბერილ გოგოს საუზმე მოვუზადე-მაცდურად მიფახულებს წარბებს მარგარიტა და ბოსტნეულის სალათით სავსე თეფშს მიდგამს წინ.
-უგემრიელესია მარგარეტ!-ვუქებ ნამუშევარს და პომიდვრის მომცრო ნაჭერს ვასობ ჩანგალს.
-მეც გამოგყვები ექიმთან თუ შეიძლება...
-რათქმაუნდა თუ არ გეზარება-ვპასუხობ ღიმილით და ფორთოხლის წვენს ვსვამ. -გემრიელია!-კმაყოფილი ვაწლაპუნებ ტუჩებს.
-ახლა დავწურე-იცინის მარგარიტა და მაგიდას ალაგებს.
-პალტოს მოვიცვამ და წავიდეთ-ვამბობ და ფეხზე ვდგები.

***
საავადმყოფოში ადრიანად გვიწევს მისვლა,ამიტომ უმარავი ხალხი გვხვდება.მარგარეტი რიგს ამოწმებს და გვერდით მიჯდება.გული მეწურება როცა ვხედავ როგორ დაჰფოფინებენ ქმრები ცოლებს თავზე და ვგრძნობ როგორ მევსება თვალები ცრემლებით...^^ჩვენ მარტო არ ვართ,ჩვენ არ ვართ მარტო^^ ვეჩურჩულები პატარას და ექიმთან შევდივართ.
-ნაყოფი კარგად ვითარდება,ყველაფერი მწყობრში გაქვთ-ამბობს ექიმი და წამლების რეცეპტს მივსებს.
-გოგოა თუ ბიჭი?-ცქმუტავს მარგარეტი.
-დედას არ სურს გაგება-ორაზროვნად იცინის ჩაპუტკუნებული მეტდა და ჩაცმაში მეხმარება.
-მთავარია ჯანმრთელი იყოს-ვჩურჩულებ ქართულად და ფეხზე ვდგები.
-მომავალ თვეში გელოდებით-მეუბნება ექიმი კაბინეტიდან გასვლისას.


***
-მე სამსახურში უნდა გავიდე-ამბობს მარგარეტი და მანქანას ჩვენს კორპურსთან მიჩერებს.
-კარგი,გმადლობ მარგარეტ ყველაფრისთვის-გულწრფელად ვუღიმი ქალს და ღვედისგან ვთავისუფლდები.
-მე იმიტომ არ გიდგავარ გვერდში მართა რომ შემდეგში მადლობები მიხადო!-წარბებს კრავს მარგარეტი.
- Pardon-ვეკიჭები და მანქანიდან გადმოვდივარ.
-დამირეკე რამე თუ დაგჭირდა-მაფრთხილებს და მანქანას ქოქავს.დასტურის ნიშნად თავს ვუქნევ და სადარბაზოში შევდივარ.
მარგარეტი,ხუთი თვის წინ გავიცანი კონსერვატორიაში ისიც ჩემსავით სწავლობს მაგრამ ემიგრანტი არ არის.ერთმანეთს მალე დავუახოვდით და როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ გაიგო მასთან გადასვლა შემთავაზა,რადგან რთული იყო საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ორსული ქალისთვის.მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ და მშვენიერი მეგობრებიც გავხდით.
სახლში დაღლილი შევდივარ,ტანსაცმელს ვიცვლი და სამზარეულოში გავდივარ.ჩემს გოჭუნიას შია,მაცივარს ვაღებ ერთხანს ვათვალიერებ ყველანაირი პროდუქტით სავსე მაცივარს და ისევ ვხურავ.^აღარ გვინდა^ ვიმართლებ თავს და ჩემს ოთახში გავდივარ.-ლელა დეიდას დავურეკოთ-ვეუბნები პატრას ლეპტოპს ვრთავ,და მონატრებულ დაქალს ვურეკავ.
-სწავლა როგორ მიდის?-მეკითხება ლელა.
-მშვენივრად,ცნობილი მუსიკოსები გვიტარებენ ლექციას...ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად მიდის-ვპასუხობ ღიმლით.
-მიხარია,როდის გიწევს ჩამოსვლა?
-თვე ნახევარში...შენ რაშვრები,ისევ იმ ბარში მღერი?-ვეკითხები ინტესით.
-არა წამოვედი,ბავშვთა სახლში დავიწყე მუშაობა-თვალები გაუბრწყინდა ლელას.
-კარგია რომ წამოხვედი,ნამდვილად არ შეგეფერებოდა ის ადგილი...
-ჰო ამიტომ წამოვედი. უბედნიერესი გამხადა პატრებთან კონტაქტმა.
-მიხარია შენი ბედნიერება ლელა.ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე.-
ლელას მალე ვემშვიდობები რადგან სამსახურში უწევს წასვლა,მოწყენილი ვხურავ ლეპტოპს და საწოლზე ვწვები.ათასი იდეა მიტრიალებს გონებაში,უამრავი დრო მაქვს და მინდა რამენაირად დავხარჯო თორემ მოწყენილობისგან ვკვდები.ინტერნეტში დავძვრები და სასარგებლო რჩევებს ვეძებ ფეხმძიმე ქალებზე.აღმოვაჩინე რომ კარგია ცურვა,ვარჯიში და იოგა.საკონტაქტო ნომრებს ვიწერ და ჩემს ექიმსაც ვურეკავ და ვეკითხები რჩევას.მისის ჰესი მიქებს გადაწყვეტილებას და მეუბნება რომ ბავშვისთვის აუცილებელიც კია მსგავსი აქტივობა.მეც გახარებული ერთ ადგილას ვცქმუტავ და ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე როდის დადგება.


***
დილით ადრე ვდგები,მარგარეტს ჯერაც სძინავს ამიტომ საუზმის მზადებას ვიწყებ.ბლინებს ვწვავ და ჩაის ვაყენებ.
-მარგარეტ საუზმე მზადაა-ვუკაკუნებ კარებზე და ბლინები თეფშზე გადმომაქვს.^თაფლი თუ მარწყვის ჯემი?^ ვეკითხები ჩემს თავს.
-მარწყვის ჯემი!-კისკისებს მარგარეტი და სკმზე ხმაურით ჯდება.
-ჰო მარწყვი-ვამბობ ღიმილით და მაგიდასთან ვჯდები.
-უგემრიელესია-ტუჩებს ილოკავს მარგარეტი. -ოქროს ხელები გაქვს!
-გმადლობ.იცი დღეს საცურაოდ მივდივარ-ვამბობ აღტაცებით.
-მართლა?ძალიან კარგია.დღეს მთელი დღე თავისუფალი ვარ და მეც გავალ სადმე.
-იქნებ შენც წამოხვიდე?-წარბების ფახულით ვეკითხები და წვენს ვწრუპავ.
-კარგი წავიდეთ მერე კინოშიც შევიაროთ,კვირაა და დრო გვაქვს.
-მშვენიერია!-ვამბობ ღიმილით და ჩემს ოთახში გავდივარ.


დღე არაჩვეულებრივად გადის,მუცელიც არანაირ დისკომფორტს არ მიქმნს ცურვისას.წყლიდან მარგარეტის დაჟინებული თხვნის გამო ამოვდივარ,მაფრთხილებს რომ ძალიანაც არ ღირს ჩემი გადაღლა.ცურვის შემდეგ კინოში მივდივართ და ანიმაციურ ფილმს ვუყურებთ.


სახლში ღამით ვბრუნდებით,დაღლილი დივანზე ვეშვები და ხელებს მუცელზე ვიწყობ.ორგანიზმი საკვებს მთხოვს,მარგარეტი სააბაზანოშია და კარგა ხანს არ გამობრძანდება.ძლივს ვდგები ფეხზე და სამზარეულოში გავდივარ რომ ვივახშმო.მაცივრიდან საჭირო მასალა გამომაქვს და სპაგეტს ვამზადებ,ბოლო დროს ხშირად ვამზადებ და ამოვიჩემე ასე ვთქვათ...
ვახშამს მარტო მივირთმევ და ერთ ბოკალ წითელ ღვინოს ვაყოლებ.ექიმმა მითხრა რომ დოზირებულად შეიძლება მისი დალევა და ბავშვსაც არგებს.
ღვინის ბოკალს ხელში ვათაშებ და თვალწინ მიდგება ზურასთან გატარებული წუთები.ყველაფრის მიუხედავად ვგრძნობ რომ ისევ ჩემშია,უწინდელზე მედატაც კი მიყვარს თუმცა ვიცი რომ არ უნდა მინდოდეს მასთან...ნამდვილი არაკაცივით მომექცა,მაგრამ მხოლოდ მან არ დააშავა,მეც ვარ დამნაშავე ახლა კი ვიმკი საზღაურს.
თვენახევარში ალბათ საქართველოში მომიწევს ჩასვლა,საშობაო არდადეგები მეწყება კონსერვატორიაში და მამაჩემის საფლავს მოვინახულებ...მადლობელი ვარ ლელასი მან უხელმძღვანელა ამ საქმეს როცა მე წამოვედი.
ვფიქრობ,და ვხვდები რომ შეიძლება ზურასაც დაველაპარაკო...მაგრამ რაღაც მბოჭავს,მეშინია მისი რეაქციის როცა ბავშვზე გაიგებს.მოულოდნელი იქნება ეს მისთვის,იქნებ არც უნდა შვილი ჩემგან,მას ხომ ცოლი ჰყავს?მაინც არანაირი იმედი არ მაქვს,შეიძლება არც ვუთხრა მაგრამ ეს ხომ დანაშაულია?ჩემს შვილს მამა სჭირდება,და აქვს უფლება მის აღზრდაში მამაც შეიტანოს წვლილი.
მტანჯველ აზრებს თავიდან ვიშორებ და სამზარეულოდან გავდივარ,დროა დავიძინოთ ეს დღე ნამდვილად დამღლელი იყო ჩვენთვის.



პ.ს სალამი ყველას! იმედია არ დაგვიწყებიათ ჩემი მოთხრობა... love მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე გავაგრძელო და შემოგთავაზოთ მეორე ნაწილი რადგან უკმარისობის გრძნობა მომგვარა დასასრულმა...
იმედია მოგეწონებათ,გამიზიარეთ თქვენი აზრი.



№1 სტუმარი stumari

გამეხარდა, გაგრძელება რომ ვნახე. ველოდები მოვლენების განვითარებას, კარგია

 


№2  offline წევრი გაიღიმე

ძალიან გამახარე <3 კარგია ! <3 მალე დადე შემდეგი

 


№3  offline წევრი BUBU_2426

Rogoorr gamaxareee *_* dzalian miyvarxar velodebodi vicodi rom dadebdiii <333 mixarixaar :***^^^^

 


№4  offline მოდერი sopiko

სიმართლე გითხრა მე არ გამხარებია რადგან გული მიგრძნობს ზურას დაუბრუნდება. ზურას ცოლი ჰყავს! სხვისი უბედურების ხარჯზე კი ეს გოგო ბედნიერი ვერ იქნება! როგორც ყოველთვის კარგად წერ... ველი მოვლენების განვითარებას.

 


№5  offline წევრი Firefly

BUBU_2426
Rogoorr gamaxareee *_* dzalian miyvarxar velodebodi vicodi rom dadebdiii <333 mixarixaar :***^^^^

გმადლობ love

sopiko
სიმართლე გითხრა მე არ გამხარებია რადგან გული მიგრძნობს ზურას დაუბრუნდება. ზურას ცოლი ჰყავს! სხვისი უბედურების ხარჯზე კი ეს გოგო ბედნიერი ვერ იქნება! როგორც ყოველთვის კარგად წერ... ველი მოვლენების განვითარებას.

გმადლობ,სხვისი უბედურებით მართლა ვერ იქნება ბედნიერი გეთანხმები love

stumari
გამეხარდა, გაგრძელება რომ ვნახე. ველოდები მოვლენების განვითარებას, კარგია

გმადლობ,მიხარია თუ მოგწონს♥

გაიღიმე
ძალიან გამახარე <3 კარგია ! <3 მალე დადე შემდეგი

ვეცდები love
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent