შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლის საათი 3


13-11-2016, 20:45
ავტორი mi ra
ნანახია 2 314

სასაცილოა მაგრამ ვერ ვძლებ მასთან ჩხუბის გარეშე,მისი სახის ყურების გარეშე..ამიტომ პატარა ბავშვივით მანქანაში ვზივარ და მის კარებს ვადევნებ თვალს როდის გაიღება,თუმცა უკვე იმედი მეწურება რომ
ოდესმე ისინი გარეთ გამოსვლას გადაწყვეტენ..
ველი სამ საათზე მეტ ხანს,ლოდინში კი თბილ სავარძლებში მეძინება და მინებზე კაკუნის ხმა მაღვიძებს.თავს უცბად ვწევ და ჯერ ლუკას სახლისკენ ვიყურები,შემდეგ მინაში ვიხედები და რას ვხედავ ? ეს არამზადა მიდგას და სიცილით სკდება.შერცხვენილი ვწევ მინას და სერიოზულ სახეს ვიღებ,იმის მიუხედავად რომ ჩემს თავზე მეც კი მეცინება
-შენ აქ რა გინდა ქალბატონო?-იცინის გაგუდვამდე,თუმცა როცა ამჩნევს რომ ისედაც მრცხვსნია ჩემი თავის ჩერდება და კარებზე ეყუდება.
-შენ თვითონ რა გინდა აქ?-არ ვიბნევი და აქეთ ვუბრუნებ კითხვას
-მე აქ ვცხოვრობ,შენ მოუტანე ნინიკოს საჭმელები?-კიდევ იწყებს სიცილს,ჯერ ვხვდები რაშია საქმე ან საერთოდ ვინაა ნინიკო
-ვინ ნინიკოს?დედაშენს ნინიკო ქვია?-თავს სააშკარაოზე ვათრევ და ენაზე მწარედ ვიჭერ კბილებს,კიდევ რამე რომ არ წამომცდეს
-ნინიკო დეიდა არ იცი?-სიცილით აგრძელებს-ჩემო მეზობელია ლამაზო,სანამ
კარებს გააღებდი იქამდე მე შევამოწმე ვინ იყო კარებთან-ახლა გული სასტიკად იწყებს ძგერას
-აჰაჰა გავიცინო ამ მომენტზე? -თავს ვწევ ზევით და არ ვიმჩნევ რომ ძალია. ძალიან მრცხვენია
-არა რატომ უნდა გაიცინო? შენ საერთოდ თუ იცი სიცილი რა არის ნინა? მაინტერესება რისთვის გააკეთე ეს
-დახმარება მინდოდა
-არ მჭირდება მე არავის დახმარება-მოკლედ
მიჭრის
-კაი კაი წავედი მე-მინებს ვწევ მაგრამ ხელებს აყოლებს
-მოიცადე ნინა-ვჩერდები მეც
-რა ჯანდაბა გინდა?
-თუ ჩემს სანახავად მოხვედი?რაიყო მოგენატრე?-თვალს მიკრავს,უნებურად მეღიმება
-ეგღა მაკლია შენ მომაონდე-ვიცილებ თავიდან და მანქანას ვძრავ..
რამდენიმე დღე გადის უაზრობაში,ეს მხოლოდ იმიტომ რომ ლუკა არ გამოსულა ეს დღეები.
ბოლოს კი როგორც იქნა მოდის ჟამი,ოფრთაძოლის გასაგრძელებლად.

კაბინეტში ვზივარ და ტელეფონის ზარს ვპასუხობ,დღეს რესტორანში იკრიბებიან გოგოები და მეც
მეძახიან,ნახევარი მხარე იქით მიმდის ნახევარი კი სამსახურში მრჩება,ფიქრს ვიქყებ საუბრის დროს სად ვიყო საბოლოოდ? შემდეგ კი ირკვევა რომ რესტორანში გვიან თორმეტ საათზე მივდივართ,ამ დროს კი ყველა მუშა გაშვებული მყავს სახლში..
სხვათაშორის,დღეს არც მინახავს ლუკა,ვცდილობ იმ დიალოგის შემდეგ არ გავეჩხირო თვალებში უფრო დაეჭვდება ვიცი,ამიტომ ღამე პირდაპირ დუდუს ვაშვებინებ ყველა მომუშავეს მე კი რესტორანში მივდივარ..
ყველა გოგო ვიკრიბებით,ვსხდებით და ვერთობით
-აბა რა შევუკვეთოთ? -იწყებს სალომე და იცინის ცხენივით.ვრიგდებით და ვეძახით ოფიციანტს,მე
ლაპარკში გართული ვარ და ნიას ვესაიბრები.უეცრად კი ყველა ჩუმდება,მეც ვჩუმდები მათ ფონზე და ნელა ვატრიამებ თავს..ან მელანდება ან ნამდვილად ლუკაა აქაც
-ლუკა?-იღიმის და მხრებს იჩეჩავს
-ხო ქალბატონო ნინა,რას შეუკვეთავ?-პირს აღებს ყველა,მე შემომყურებენ თავად კი არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში.ყველა მოდის აზრზე და შეკვეთას აძლევენ,ჩემს მაგივრად კი ნია იძლევა შსკვეთას.მე გაკვირვებული ვაყოლებ წასულ ლუკას და პირს აღლაღა ვკუმავ გაკვირვებისგან
-კაი ნიინ ღადაობ?-მარიამი შოკირებული პარჭყავს ხელებს
-მეც მინდა რომ ღადაობა იყოს ეს -თავს ვიქნევ და ხელებს ვკვანძავ ერთმანეთში
-აი ეს დღის შოკია,რა სიმპათიურია და როგორ გიყურებდა-იცინიან
გოგონები..
მთელი საღამო გვემსახურება ლუკა,ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო მას და ვსვამ გოგონებთან ერთად..ბოლოს კი კარგად ვთვრები..
ტელეფონზე ზარის გამო გავდივარ რესტორნიდან და ვპასუხობ
-ალიო
-ნინა როგორ ხარ?-ყურებში ნაცნობი არასასიამოვნო ხმა ჩამესმის,სიმთვრალეს ვაწერ ჯერ,შემდეგ ვზვდები რომ
ნმდვილად ჩამესმის
-პაატა?-აკანკალებული ხმით ვპასუხობ
-როგორ ხარ სიყვარულო?
-რავიცი პაატა,რისთვის მირეკავ?-ვიმედოვნებ რომ შეხვედრას არ მთხოვს
-უი როგორ მიხვდი? ოც წითში მოვალ სად ხარ?-ფეხს ვითრევ მაგრამ ბოლოს მაინც ვპასუხობ სადაც ვარ..ყურმილს ვკიდებ და გრძელ სკამზე ვჯდები,ჯერ კიდევ შოკში ვარ.
-რაო ლამაზო ვინ გაგაბრაზაა-ლუკა მიჯდება გვერდით
-შემეშვი ბიჭო
-არა რატომ?ვინ გაგაბრაზა მითხარი ვცემ შენთავს ვფიცავარ-მას კი ეღიმება მაგრამ ამმჯერად მე არ მეცინება
-კაი რა ლუკა არ მეცინება
-კაი ხო რა ხდება ნინა?
-ახლა პაატა მოვა
-პაატა ვინ არის?
-ჩემი ყოფილია -თავს ვხრი
-მერე არ გიხარია ლამაზო?
-არა არანაირად ლუკა,მან მიმატოვა მაშინ როდესაც მჭირდებოდა მე-ცრემლები მადგება თვალებზე
-შეიძლება გავიგო მიზეზი?
-ფეხმძიმედ ვიყავი,მან კი მაიძულა...-ვერ ვასრულებ სათქმელს,მიახლოვდება და უკვე ხვდება გაგრძელებას,გულში მიკრავს და შუბლზე მკოცნის..
მისი ალერსი ისე მსიამოვნებს რომ ამ ღამის დასრულება არ მინდა,მისი სურნელი..უეცრად თავს მაწევინებს და ტუჩებზე მეძგერება,ჯერ ვერ ვხვდები რას აკეთებს,შემდეგ კი აზრზე მოვდივარ და თვალებს ვხუჭავ,ნეტარებას მივყავარ და
მისი სითბოთი მთლიანად ვდნები..მანქანა მოდის ამ დროს,სინათლე მჭრის თვალს და ლუკასაც იმწამსცე ვცილდები
-ეს რა იყო ?-პირზე ვიდებ ხელს და სახეზე ემჩნევა რომ
მან ეს უნებურად გააკეთა
-გოგო მოდი-მანქანიდან პაატა მეძახის,ვემშვიდობები და მანქანისკენ მივდივარ.ვჯდები და პაატა საკოცნელად იწევს,თავს ვარიდებ და მეორე მხარეს ვიყურები
-რა იყო ?-ნიკაბზე მკიდებს ხელს და თავისკენ მატრიალებს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent