შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხერხებელი გამომძიებელი 8


12-02-2016, 11:45
ავტორი teddy))
ნანახია 3 865

დილით თავის ტკივილი მაღვიძებს და ვდგები, მაგრამ კვლავ საბანში ვიფუთნები და აღარც სამსახური მახსოვს და აღარც... ლაშა ვთქვა? არა, არა! ეს ადამიანი ყოველთვის მახსოვს! თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავიძინო. თორმეტ საათზე, დედაჩემის ხმა მაღვიძებს:
-სოფია, დაგაგვიანდა!-მაღვიძებს მადონა.
-სად?-ვამბობ და უკან ვტრიალდები.
-რა სად? სამსახურში!-მეუბნება დედაჩემი.
-რაა, სამსახურში? რომელი საათია?-ვკითხულობ და ფეხზე ვდგები. დედაჩემის პასუხს არც ველოდები, ისე გავრბივარ აბაზანაში.
***
სოფია, სად ხარ აქამდე?-დიანა მეკითხება, სამსახურში შესვლისას.
-დამეძინა!-ვპასუხობ და ჩემს ადგილას ვჯდები.
-ბატონი ლაშა გიბარებს!-მეუბნება დიანა.
-ვინ?-მგონია, რომ მომესმა. ალბათ საყვედურებით ამავსებს, რატომ დაიგვიანეო!
-ვინ და ბატონი ლაშა!-მეუბნება ხმამაღლა.
-შევალ!-ხმადაბლა ვამბობ და ვდგები.
-წარმატებები!-მაძახებს დიანა. ნეტავ, ცოცხალი გამოვიდე და... კარებზე ვაკაკუნებ და ლაშას ხმა ისმის:
-მობრძანდით!-სახელურს ვწევ და შიგნით შევდივარ. კარებთან ვიტუზები და თავის მართლებას ვიწყებ:
-უკაცრავად, დამეძინა! მე...-ვცდილობ რაც შეიძლება, მეტი გასასამართლებელი რამ ვიპოვო.
-მაღვიძარა არსებობს!-უკმეხად იძახის ის.
-ვიცი!-ვბრაზდები მასზე.
-ხოდა თუ იცი, მითხარი დაბადების დღე, როდის გაქვს და გიყიდი!-გაბრაზებით ამბობს ბატონი ლაშა. კარგად იცის, რომ გუშინ ქორწილი იყო და დამეძინა. ვის არ მოსვლია?!
-დოსიეში ნახავთ, როდის მაქვს დაბადების დღე!-მეც გაბრაზებით ვპასუხობ. ლაშა ჯიბიდან მობილურს იღებს და რაღაცას აკეთებს. ჩემსკენ აბრუნებს და ჩემს ვიდეოს ვხედავ, სადაც ჩემი ცეკვის ,,ნიჭი" გამოვავლინე. ვწითლდები და აღარ ვიცი რა ვქნა. სასწრაფოდ უნდა გამოვართვა ეს ვიდეო და უნდა წავშალო! ლაშა დაჯდა და სიცილით უყურებს ვიდეოს. მისკენ მივდივარ და მობილურს ხელს ვტაცებ, მაგრამ უცებ ფეხი მიბრუნდება და მის კალთაში ვჩნდები.
-კარგი სავარძელია?!-ირონიით მეუბენბა ლაშა.
-ხელი გამიშვი!-ვფართხალებ მე.
-თავისუფალი ხარ!-იძახის ის. ახლაღა ვაკვირდები, მის ხელებს, რომელიც გაშლილია და ვხვდები, რომ ხელი გაშვებული ქონდა. ვდგები და კაბას ვისწორებ:
-იცოდე, ამ ვიდეოს წაშლი!-საჩვენებელ თითს მაღლა ვწევ.
-რომ არ წავშალო?!-მეუბნება და ისიც დგება.
-რომ არ წაშალო...-ვფიქრობ რა, მუქარა წავუყენო, მაგრამ ჩემი გონება, ხომ ბატონი ლაშა ამილახვრთან ყოფნისას, აღარ მუშაობს.
-ხო, ხო, რა აბა!-ირონიული სახით მიდგას წინ.
-მე...-თითებს ერთმანეთში ვხლართავ და ამასობაში ლაშა ჩემთან ახლოს ჩნდება და ისევ იგივეს იმეორებს რაც გუშინ, გუშინ წინ... მე კი ისევ გაათმაგებულად ვგრძნობ ტანში დავლილ ჟრუანტელს, სითბოს, სიამოვნებას... არ მინდა დამთავრდეს, მაგრამ მახსენდება, რომ მე მასზე გაბრაზებული ვარ!
-ხელი გამიშვი!-ვფართხალებ მე და როგორმე ვცდილობ თავი დავაღწიო.
-გაგახსენდა, რომ გაბრაზებული ხარ?-ირონიით მეუბნება ლაშა. ხომ შეიძლება, მის გამომეტყველებაზე სხვა რამ ვნახო, იროონიის გარეშე!
-დიახაც, გაბრაზებული ვარ!-ჩანთას ვიღებ და კარებისკენ მივდივარ.
-დღეს, რომ ადრე მოსულიყავი, გაიგებდი, რომ დღეს თათბირია, ამიტომ არ დაგავიწყდეს და დროულად გამოცხადდი!-მეუბნებდა და კარებს ვაღებ.
-ძალიან გეჩხუბა?-მეკითხება დიანა.
-თავხედია და მეტი არაფერი!-ვპასუხობ მე.
-უი, ხო დღეს თათბრია. -მაცნობს დიანა.
-ვიცი!-ვპასუხობ და კლიენტებს ვემსახურები.
***
თათბირზე შევდივართ და ლაშას ველოდებით. ცოტახანში ისიც შემოდის:
-ბოდიშს გიხდით, ლოდინისთვის!-თავის ადგილს იკავებს.-მინდა გაცნოტ, რომ თქვენი უფროსი შვებულებაშია და მის მაგივრადაც მე მივხედავ საქმეს!-გვეუბნება თანამშრომლებს.
-როგორ გაგვახარა!-დიანას ვუჩურჩულებ, უკმაყოფილოდ. თავს ვწევ და ყველა მე მიყურებს. სხვებმაც გაიგონეს?
-რამე პრობლემა გაქვთ, სოფია?-მეკითხება ლაშა.
-რა პრობლემა უნდა მქონდეს?-ვიცხადებ მე.
-მიზეზი თქვენც იცით, რატომ არის შვებულებაში და გუშინ სოფიას ცეკვამ ძალიან გვასიამოვნა.-ლაპარაკს განაგრძობს თანამშრომლებთან და ჩემს ხსენებაზე, სირცხვილისგან ვწითლდები. თანამშრომლები, ჩემი ცეკვის გახსენებისას იცინიან და თათბირს ვტოვებთ.
***
სამუშაო საათები მთავრდება და გარეთ გავდივარ. ლაშაზე ვფიქრობ და უცებ ძირს ვჩნდები. წავიქეცი და ფეხი ძალიან მტკივა. თვალებიდან ცრემლებს ვყრი და ჩემს ფეხს ხელს ვუსვამ. იმით, რომ ვიმართლებდი თავს ფეხი, არასდროს მომტეხა თქო, ახლა მომტყდა მგონი. ჩემსკენ მომავალ ლაშას ვხედავ და ცრემლები უფრო მატულობენ დენას. ხელში მიყვანს და თავის მანქანაში მსვავს.
-ძალაინ მტკივა! -ვტირი მე.
-დამშვიდდი!-მეუბნება ლაშა.
-მგონი ფეხი მოვიტეხე!-განვაგრძობდი ისევ.
-ექიმთან მიმყავხარ, დამშვიდდი!-მკაცრად მეუბნება ის.
საავადმყოფოს შენობასთან მანქანას აჩერებს და ხელში ავყავარ. ცოტახანში ექიმი მსინჯავს.
-ფეხი მომტყდა?-ვეკითხები და თან ლაშას ვუყურებ.
-საშიში არაფერია, დაჟეჟილობაა და მალამოებს გამოგიწერთ.-მეუბნება ექიმი.
-ანუ ფეხი არ მომტყდა?-სიხარულით ვამბობ მე.
-არა, დამშვიდდით!-მპასუხობს ექიმი. ლაშას კი ეცინება. რას ხედავს აქ სასაცილოს?
ლაშას გავყავარ და უკანა სავარძელზე მაწვენს.
-მალე მოვალ!-მეუბნება ის.
ჩავატარო გამოძიება მანქანაში? მაგრამ რა უნდა ვიპოვო ახალი?! რატომაც არა, გავიგებ რა სიმღერას უსმენს! იქნებ სხვა რამეც ვიპოვო! ფეხი მტკივა და ამიტომ ნელ-ნელა ტანს ვწევ. წინა სავარძლებისკენ ვიწევი და დისკებს ვიღებ. სახელებს ვკითხულობ: ,,1975," ,,DEPECHE MODE" ... კარგი გემოვნება გქონია, ლაშა ამილახვარო! ფანჯრაში ვიყურები და ლაშას ვხედავ, რომელიც კარებს აღებს. დისკები მეყრება და აღებასაც ვერ ვასწრებ. ლაშა წამლებს მაწვდის და ძირს იყურება.
-რამის ჩართვა მინდოდა!-თავს ვიმართლებ.
-ცოტახანიც მოგეცდია!-მეუბნებდა და სიმღერებს რთავს.
ფეხის ტკივილის მიუხედავად, ვგრძნობს სიამოვნებას, რომელიც ლაშას ყურადრებას მოაქვს.
-გმადლობ, ყველაფრისთვის!-ვეუბნები ლაშას.
-არაფრის!-მპასუხობს ის და ვაკვირდები.
ჩემი კორპუსისკენ შეუხვია და გამიკვირდა საიდან იცის. თუმცა, რა გასაკვირია! მაშნ, ნინიას და ლაშას საუბარს, რომ ვუგდებდი ყურს, შემამჩნია ალბათ.
-ამ სადარბაზოში ცხოვრობ?-მეკითხება ის.
-არა, მეორეში!-ვპასუხობ მე. მანქანის კარებს აღებს და სახლისკენ მივყავარ. ლიფტს იძახებს და შინგნით შევყავარ.
-ბოდიში შეწუხებითვის!-ვეუბნები ლაშას.
-არაფერია!-მეუბნება და თმაზე ხელს მისვამს. ლიპტის კარი იღება და ჩემი სახლისკენ ვიშვერ თითს. ზარს რეკავს და დედაჩემი აღებს კარებს:
-რა დაგემართა, სოფია?-მეკითხება და მერე ლაშას უყურებს.
-არაფერია, წავიქეცი! ეს ჩემი უფროსია, ლაშა!-ვაცნობ დედაჩემს.
-სასიამოვნოა!-ეუბნება ღიმილით, ლაშა.
-ჩემთვისაც!-პასუხობს შეშინებული დედაჩემი.-შემობრძანდით!
ლაშა შედის და თან მე შევყავარ.
-აი, აქ დასვით!-ხელს იშვერს დივნისკენ დედაჩემი.
-დარჩით ყავას დაგალევინებთ!-სთავაზობს დედაცემი.
-არა, არა უნდა წავიდე!-იძახის ლაშა.
-როგორ შეწუხდი და ყავაც აღარ შემოგთავაზოთ?!-ეუბნება დედაჩემი და სამზარეულოსკენ მიდის. აქ შექმნილ სიტუაციაზე მეცინება და ლაშას ვუყურებ.
-ფეხი გტკივა, შენ! -მეუბნება ის და სიცილს ვწყვეტ. დედაჩემი ყავით ხელში და ნამცხვრით შემოდის:
-მიირთვით!-სთავაზობს ლაშას.
-გმადლობთ!-ეუბნება ლაშა.
რა უცნაურია არა?! ჩემი უფროსი, რომელიც უფროსზე მეტია, ჩემთან სახლშია. არვიცი, თქვენთვის რამდენად უცნაურია, მაგრამ მე ესე მეჩვენება და ჩემტვის ის უფროსზე მეტია.
-------------------------------------------------------
ველი შეფასებას, ჩემო კარგებო!



№1  offline წევრი kiko

სკოლიდან მოსულს ამაზე მეტად ვერაფერი გამახარებდა :დდ მზად ვარ აბიტურებს გულისყურით ვუსმინო სულ ოღონდ სახლში მოსულს ეს დამხვდეს დადებული <3 :დდ ძაან მაგარია <3 ვაიმე ლაშაზე ვაფრენ :დდ ამაზე ნაკლები უფროსი არ მყავდეს თორე მოვკლავ :დდდ ლაშა ლაშა ლა შა ო ლაშაააააააა

პირველი ვაააააააარ :დდდ

 


№2  offline წევრი natia-natia

ძაან კარგია ველი შემდეგს

 


№3  offline მოდერი bibo

ჩემი ტედუნია მოსულაოოო love ჩემი ნაზუქი და მურაბა გოგოოოო love love აი ვგიჟდები ამ ბიჭზე რა მებისკვიწებ მესაყვარელბ მესიყვარულება am აუ ეს გოგო რა სულელი ვიგაცააა "დ :დ სუ რაგაც ემართება wink wink კისერს არ მოითეხავდეს და არ მინდა არაპერი wink wink აი ვგიჟდები შენზე ვაპრენ ჩემი ლეღვის მურაბა და თეთრო შოკოლადოვ love love მეშოკოლად მვაშლატამებ მენუტელები მეალუბლები მე შენ love

 


№4  offline წევრი teddy))

kiko
სკოლიდან მოსულს ამაზე მეტად ვერაფერი გამახარებდა :დდ მზად ვარ აბიტურებს გულისყურით ვუსმინო სულ ოღონდ სახლში მოსულს ეს დამხვდეს დადებული <3 :დდ ძაან მაგარია <3 ვაიმე ლაშაზე ვაფრენ :დდ ამაზე ნაკლები უფროსი არ მყავდეს თორე მოვკლავ :დდდ ლაშა ლაშა ლა შა ო ლაშაააააააა
dges skolashi ar wavsulvar da dagaxvedret :D shen ar ici me rogor gamexarda ase, rom elodebodi :* arc me minda amaze naklebi ufrosi :D gmadlob chemo sayvareloo! Dzalian gamexarda! :*
პირველი ვაააააააარ :დდდ


natia-natia
ძაან კარგია ველი შემდეგს

didi madloba, natia! :*

bibo
ჩემი ტედუნია მოსულაოოო love ჩემი ნაზუქი და მურაბა გოგოოოო love love აი ვგიჟდები ამ ბიჭზე რა მებისკვიწებ მესაყვარელბ მესიყვარულება am აუ ეს გოგო რა სულელი ვიგაცააა "დ :დ სუ რაგაც ემართება wink wink კისერს არ მოითეხავდეს და არ მინდა არაპერი wink wink აი ვგიჟდები შენზე ვაპრენ ჩემი ლეღვის მურაბა და თეთრო შოკოლადოვ love love მეშოკოლად მვაშლატამებ მენუტელები მეალუბლები მე შენ love

dzalian miyvars sheni tbili da mxiaruli komentarebi! Shen rac chamotvale aseti gemrieli tu var ,mashin dzalian mixaria :D dzalian tkbili da tbili gogo xar! Gmadloob chemo sayvareloo! :*

 


№5  offline წევრი kiko

აუ შემდეგ თავზე ლაშას ფოტო დადე რა გთხოვ love

 


№6  offline წევრი teddy))

kiko
აუ შემდეგ თავზე ლაშას ფოტო დადე რა გთხოვ love

simartle gitxra shercheuli ar myavs da arc ert nistyoriashi mqonia ase konkretulad warmodgena miyvars, magram shevecdebi vnaxo vinve romlic lashas emgvaneba da davdo :* bolos da bolos xom unda chamovyalibdet rogoria chveni lashikoo?! :D

 


№7  offline წევრი kiko

ხო აბა უნდა ვიცოდე როგორია ჩემი ერთერთი იდეალი უფროსი :დდ ლაშუკაააა

 


№8  offline წევრი teddy))

kiko
ხო აბა უნდა ვიცოდე როგორია ჩემი ერთერთი იდეალი უფროსი :დდ ლაშუკაააა

unda vicodet, magram mtlad ar shegviyvardes torem es istoria visac edgvneba mogvklavs :D

 


№9  offline მოდერი sopiko

ნუ მეცილებით ლაშაში! ეს ბიჭი ჩემთვის გააჩინა ჩემმა საყვარელმა გოგომ ♥ აი, ასე ფარულად რომ ეტრფიან ერთმანეთს და მეც არ მბეზრდება მათი თითოეული ჩხუბი და კამათი, შენი დამსახურებაა! შეცდომებიც მინიმუმამდე დაგიყვანია... მიყ-ვარ-ხარ!

 


№10  offline წევრი teddy))

sopiko
ნუ მეცილებით ლაშაში! ეს ბიჭი ჩემთვის გააჩინა ჩემმა საყვარელმა გოგომ ♥ აი, ასე ფარულად რომ ეტრფიან ერთმანეთს და მეც არ მბეზრდება მათი თითოეული ჩხუბი და კამათი, შენი დამსახურებაა! შეცდომებიც მინიმუმამდე დაგიყვანია... მიყ-ვარ-ხარ!

sopikosia es lashiko da veravin ver lebit, mec rom minodes :D me shen miyvarxar da dzalian didi madloba! Es sopikoa, romelic mouxerxebelia! :D

 


№11  offline წევრი mimimimo

დღეს წავიკითხე ყველა თავი.. "გული გული რამ ზამ ზამ" wink უკვე მეც ვღიღინებ ამას wink ძალიან კარგია და მომწონს ^_^
"თანამშრომლები, ჩემი ცეკვის გახსენებისას იცინიან" - ეს რომ წავიკითე მე მეგონა ახლა ატირდებოდა, მაგრამ არ ატირებულა belay ჩემნაირი გულჩვილი'ც არაა wink კარგი იყო ასე გააგრძელე feel წარმატებები feel

 


№12  offline წევრი teddy))

mimimimo
დღეს წავიკითხე ყველა თავი.. "გული გული რამ ზამ ზამ" wink უკვე მეც ვღიღინებ ამას wink ძალიან კარგია და მომწონს ^_^
"თანამშრომლები, ჩემი ცეკვის გახსენებისას იცინიან" - ეს რომ წავიკითე მე მეგონა ახლა ატირდებოდა, მაგრამ არ ატირებულა belay ჩემნაირი გულჩვილი'ც არაა wink კარგი იყო ასე გააგრძელე feel წარმატებები feel

ugrmesi madloba! :* dzalian gamaxare da mixaria, rom mogwons! :*

 


№13  offline წევრი kiko

არ დებ? აუ მალე დადე რა თორე გავგიჟდები

 


№14  offline წევრი teddy))

kiko
არ დებ? აუ მალე დადე რა თორე გავგიჟდები

dges davwer :D :* mixaria, rom elodebit :D :*

An xval :Dკომენტარი

 


№15  offline წევრი kiko

რა ხვალე გაგიჟდი? დღეს ღამე ველოდები თან დიდს! :დდ ამ დღეების დანაკლისი უნდა შეავსო!!!

 


№16  offline წევრი teddy))

kiko
რა ხვალე გაგიჟდი? დღეს ღამე ველოდები თან დიდს! :დდ ამ დღეების დანაკლისი უნდა შეავსო!!!

dges martla vapirebdi dadebas magram stumrebi momividnen magram sheidzleba davdo imedi gqondess :* :D bodishit ra

 


№17  offline წევრი kiko

გთხოვ დადე დღეს ძაან ძაან გთხოვ.ისეთი გადაღლილი ვარ ეს რო არ წავიკითხო თავს მოვიკლავ :დდ მართლა ოღონდ :დ მთელი დღეა სიმპატიურ ბიჭებს ვხედავ და ლამის მოვკვდე იმდენი მივამსგავსე ლაშას :დდდ

 


№18  offline წევრი teddy))

kiko
გთხოვ დადე დღეს ძაან ძაან გთხოვ.ისეთი გადაღლილი ვარ ეს რო არ წავიკითხო თავს მოვიკლავ :დდ მართლა ოღონდ :დ მთელი დღეა სიმპატიურ ბიჭებს ვხედავ და ლამის მოვკვდე იმდენი მივამსგავსე ლაშას :დდდ

kiko davwere ogond pataraa da lashas fotoc ver davde ucbad davamate da foto ert-erti davde amitom shemdegshi shemgtavazeb da imedia ar miwyent :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent