სამუდამოდ სიცოცხლეში (მეათე თავი)
არ იცის ეს რაა. თვალები ებინდება, ყველაფერი ერთად ატკივდა საფეთქელი, შუბლი, თვალები, თითოეული კუნთი, ყველაფერი რისი ტკივილიც შეიძლება, გული ატკივდა სული ატკივდა. თითოეული ძარღვი ფეთქავდა სხეულში. მშვენიერი დილა გათენდა. თითქოს საცეკვაოდ გამზადებული ფრინველთა გუნდი კაშკაშა ლურჯ ზეცას აკვროდა ზედ, რომელთაც მზის სხივები თბილ და საალერსო ფონს უქმნიდნენ. ალისიამ ფარდები გადასწია. მზეს საშუალება მისცა ალიონისგან დაცვარულ ფანჯრებში ოქროსფერი სხივებით გაენებივრებინა ახალ დაქორწინებული და ბედნიერი წყვილის ერთად თანაცხოვრების პირველი დღე. ფანჯარაში შემოსული მზე მხრებზე დაწოლოდა. ნახევრად შიშველი სხეული ეს ისეთი მოულოდნელი და ლამაზი სურათი იყო. მზის სხივები კვლავ ჯიღად დაადგა თავზე. საწოლიდან ახლახანს წამომდგარი ანდრეი ზურგიდან მიუახლოვდა ალისიას და ხელები შემოხვია. -დილა მშვიდობისა მშვენიერო. -ცალი ხელი მუცელზე მოხვია, მეორეთ თმები გადაუწია გვერდზე და გოგონას ოდნავ გადახრილ კისერზე აკოცა. -დილა მშვიდობისა. -დაფარული სევდით უპასუხა მან და თავი ოდნავ მოაბრუნა. თავდახრილი იდგა და მისგან თვალებში შეხედვას გაურბოდა. -ჰეი საყვარელო, მომისმინე. -სახით მისკენ შემოაბრუნა გოგონა, ორივე ხელი მოკიდა სახეზე და თვალებში ჩახედა. -ნუ მორცხვობ, ჩემთვის მთავარია, რომ შენ ჩემს გვერდით ჩემს მკლავზე გეძინა. მიხარია რომ შემიძლია დილას შენს თვალებში ჩავიხედო და ეს ყველაფერია ჩემთვის. დაივიწყე გუშინდელი ღამე. არა, ის არ დაივიწყო ჩვენი ულამაზესი ქორწილი, ჩვენი შეხვედრიდან ერთად გატარებული თითოეული წამი. ყველაფერი ულამაზესი იყო. ლამაზი იყო ის რომ შენთან ჩახუტებულმა დავიძინე და შენთან ერთად გავიღვიძე, თავს ნუ იდანაშაულებ. -შუბლზე აკოცა და მაგრად მოეხვია. როცა ტუჩებზე კოცნა დააპირა ანდრეიმ ალისიამ შეაჩერა: -უპს. -გაღიმებულმა საჩვენებელი თითი პირზე ააფარა. -დრო არ გვაქვს, უნდა მოვემზადოთ. -ლოყაზე აკოცა და სააბაზანოში გაიქცა. ანდრეი ჩაცმას შეუდგა. შავი ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი მოირგო დაკუნთულ სხეულზე და შავი თეთრ ზოლიანი კედები ჩაიცვა. ხელზე საათი გაიკეთა და ბედნიერი გამომეტყველებით ერთი ნაჭერი პიცა აიღო მაგიდიდან. -აბა როგორია? -ღიმილიანი სახით გამოვიდა სააბაზანოდან გოგონა და ხელგაშლილი დატრიალდა. მას ტანს მოტმასნილი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი და შავი გრძელმკლავიანი მაისური ეცვა. ფეხს შავი დაბალძირიანი და დაბალყელიანი შავი უგები ეცვა. -აბა ვნახოთ. -ხელი მოკიდა ანდრეიმ და კიდევ ერთხელ დაატრიალა. -მგონი ასე აჯობებს. -თბილი ნაცრისფერი ნაქსოვი ქუდი გადმოიღო კარადიდან, მას ხელთ კაშნეც გამოაყოლა. გაშლილი ქერა თმები წინ მკერდზე დაიყარა და ქუდი დაიხურა, ცალი ხელით თმები დაიჭირა კაშნე გაიკეთა და თმები კვლავ საწყის მდგომარებას დაუბრუნა. -ახლა? -გაეკეკლუცა გოგონა. -ნუ შეიძლება. -ცალი წარბი ასწია ზემოთ და ეჭვის თვალით აათვალიერა. -მოიცადე.-ახლა ანდრეიმ გახსნა კარადა, შავი წელში გამოყვანილი, თეძომდე სიგრძის მანტო გადმოიღო, ალისისას ჩაცმაში დაეხმარა და სარკეში ჩაახედა. -ახლა კი შეუდარებელი ხარ. თბილად უნდა იყო ხომ იცი იქ ძალიან ცივა. მე კი შეგპირდი რომ ცივ ნიავს არ მოგაკარებდი. -მეტი რომ არაფერი წამომიღია, მხოლოდ ეს მაქვს რაც მაცვია. -ტანთ დაიხედა ალისიამ. -ეგ არ ინერვიულო, არც მე მომაქვს არაფერი. რაც დაგვჭირდება ყველაფერს იქ ვიყიდით. -საწოლთან გადაიხარა, ქურთუკი აიღო და ჩაიცვა. -მაშინ წავედით. -მოიცა. -კიდევ ერთი ნაჭერი პიცა აიღო ალისიამ და შეაჭამა. -ძალიან გემრიელია. -სალფეთქით მოიწმინდა პირი და მადლიერებით აღსავსე გულზე მიეკრო ქმარს. -თბილად ჩაიცვი. -ქურთუკი შეუბნია ალისიამ. -წავედით. -კარები გააღო. -მოიცადე ბილეთები ხომ გაქვს, გავიგე ბილეთები რომ არ დარჩეს ჯიბეზე უნდა მიაკეროვო. -ვეჭვობ არც ისე მცირე ინფორმაციით შეუმოსიხარ ბრაიანს. -თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ალისიასთან ხელჩაკიდებულმა სასტუმრო დატოვა. ახალდაქორწინებული წყვილი შუადღეზე გავიდნენ სასტუმროდან. ამინდი ისევ ისეთი მზიანი არის და როგორც დილას თბილი და ნოტიო ნიავი ჰქრის. ფანჯარასთან ახლოს მჯდარი ალისია ქმარს მიუბრუნდა: -ანდრეი ფრენის მეშინია. -წარბშეჭმუხნული და შეშინებული იყო. -სერიოზულად' მეც მეშინია. -თანაგრძნობის ნიშნად თავზე აკოცა და გაეცინა. თვითმფრინავი ბორტიდან აფრინდა. შეშინებულ წყვილს მალე ჩაეძინათ. ალისიას თავი ანდრეის ბეჭზე ჩამოედო, ანდრეის კი მისი თავი ალისიასაზე მიედო და მასთან ხელჩაკიდებულმა იმგზავრა. ალისიას გამცილებლის სიტყვებზე "მოვემზადოთ, რამდენიმე წუთში დავეშვებით" გამოეღვიძა. ჯერ კიდევ ძილბურსნში მყოფმა აქეთ-იქით დაიწყო ცქერა. ამ დროს თვითმფრინავი თავის ადგილზე შედგა და მგზავრებმაც იწყეს ჩასვლა. -ანდრეი გაიღვიძე. -ფრთხილად შეახო ხელი მკლავზე. -ჩამოვედით? -თვალების ფშვნეტით წამოიწა სკამზე. -კი. -ასე მალე? -გულწრფელად გაუკვირდა ანდრეის. -ასე მალე. კიდევ კარგი გვეძინა და მგზავრობა არ გაგვიგია თორემ ფხიზელი ამ დრომდე ჰაერში. -დაუსტვინა ანდრეიმ. -კარგი წამოდი ჩავიდეთ. -სავარძლიდან წამოდგა ანდრეი, ქურთუკი რომელიც ხელში ეჭირა ჩაიცვა და ალისიაზე ხელჩაკიდებულმა დატოვა თვითმფრინავი. -როგორ ცივა -ბოლო საფეხურიც დატოვა და ქურთუკის შეკვრას მორჩა. ანდრეი და ალისია შვეიცარიის მთებს თითქმის ყბაჩამოვარდნილი გასცქეროდნენ. ამ სილამაზეში ჩაკარგულნი გაოგნებულნი შეჰყურებდნენ თოვლში ჩაფლულ მთებსა და ქუჩებს. -გცივა? -ბეჭებში თავ-ჩარგული მიუბრუნდა ალისიას. -ცოტათი. -თქვა მან თუმცა ძალზედ აქუფრული იდგა. ტაქსი გავაჩეროთ და სასტუმროში წავიდეთ თორემ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. -მიეხუტა ანდრეის. -მოდი ჩემთან. -ალისია ხელში აიტაცა და ტაქსამდე მივიდა. -დამსვი ანდრეი უხერხულია. -რატომ? შენ ჩემი ცოლი ხარ. არაფერს ვაშავებთ. -ტაქსში ჩასვა ალისია და თავად გვერდით დაუჯდა. მანქანაში მსხდარ ქალაქის სილამაზით აღფრთოვანებულ წყვილს თვალი არ დაუხამხამებიათ რამე მნიშვნელოვანი არ გამოგვრჩესო. ცა და დედამიწა თეთრი იყო. შვეიცარია მართლაც უმშვენიერესი იყო. ბერნში შენობის აღმოსავლეთ ფასადს მე-16 საუკუნის ცნობილი საათი ამშვენებდა რომელიც არამარტო დროს, არამედ კვირის დღეს, თვეს, ზოდიაქოს ნიშანსა და მთვარის ფაზას უჩვენებს. ყოველ საათს მამალი ყივის და ეწყობა დათვებისა და ზღაპრული არსებების ფიგურების ჩვენება. თოვლით დაფარულ მთებში ჩაფლული ქალაქი. საახალწლო განწყობა. ფერადი ნათურებით მორთული ნაძვები, სახლები და მაღაზიები. ქალაქი სადაც მისი ყოველი მონახულებისას ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობებისა და ლამაზი ადგილების ხილვა შეგიძლიათ. პატარა ბავშვების მიერ დადგმული ზოგან უზარმაზარი, ზოგან პატარა თოვლის ბაბუა, რომელსაც თვალებისა და წარბების ნაცვლად შავი ნახშირი და ცხვირის ნაცვლად სტაფილოს იყენებდნენ. მიმავალი მანქანის ფანჯრიდან შესანიშნავად სჩანს პატარა ბავშვები, რომლებსაც ძალიან თბილი ძაფისგან მოქსოვილი პაწაწინა ხელთათმანები ჩამოუცვამთ პაწაწინა ხელებზე და დიდსა თუ პატარა თოვლის გუნდას მოაგორებენ. მერე თავიანთი პატარა ხელებით ძლივს ეზიდებიან ერთს, რომ მეორე დაადგან და თავისი შედევრით კმაყოფილნი მშობლებთან ერთად ჟრიამულში ჩაებან. ამ სურათმა ღიმილი მოჰგვარა ალისიას სახეზე. ის რომ დღეს მან ცივ ზამთარში დიდი სითბოთი და სიხარულით გამთბარი გულები იხილა პატარა ბავშვების სახით, ეს საკმარისი იყო ბედნიერებისთვის. ის ხომ თანახმა იყო' სულ ზამთარი იყოს ოღონდ სულ თოვდეს. ერთი დღე არ უნდა ზამთარი თოვლის გარეშე. სასტუმრო უზარმაზარი იყო. საახალწლოდ მორთული და თოვლში ჩაფლული შენობა საოცარი სანახავი იყო. სასტუმროს ირგვლივ თოვლში ჩაფლული მთებით იყო გარშემორტყმული. ქუჩებში პატარა გაკაშკაშებული ბუნებრივი ნაძვის ხეები არის მოთავსებული. სასტუმროსა და მის ირგვლის სახლებზე ჩამოწოლილი ყინულის ლოლოები. სასტუმროს წინ ძალიან დიდი ნაძვის ხე, ათასობით ფერადი ნათურით იწონებს თავს. მასზე დიდი წითელი ბანტები იყო შებნეული. მზის სხივები ელამუნებიან თოვლსა და ბრწყინვალებას სძენდნენ მას. პატარა და ლამაზი სახლების წინ ციგები და თხილამურები ჩაუმწკრივებიათ და შეძახილებით კლიენტებს იძენენ. ზოგს მხოლოდ წარწერა გაუკეთებიათ და ხმას არ იღებენ. "die ski" "der schlietten" der schliettschuh" ich vermiete die ski" "ich vermiete denschlietten und schliettschuh" "ich vermiete die wohnung" "ich vemiete ein doppelzimmer" უმეტესად კი კლიენტები ბავშვები არიან რომლებიც დაახრიგინებენ ციგებსა და თხილამურებს. უკვე საღამოს კი ყველა განათება საოცარ ელფერს სძენს საოცარ' თეთრ ქათქათა შვეიცარიას. ალისისა და ანდრეი სასტუმროს წინ საღამოს განათების ფონზე იდგნენ. -მოიცა საყვარელო. -შეაჩერა ანდრეიმ. -შენ ფეხებზე გცივა. -და კვლავ ხელში აიყვანა. -მაინც მერიდება. -დაიმორცხვა გოგონამ. -მე თაფლობისთვე მაქვს და ჩემი საყვარელი მეუღლე ხელში აყვანილი შემყავს ოთახში, აი ისე როგორც ზღაპრებშია. შენ კი ზღაპრებიდან გადმოსული ჩემი პრინცესა ხარ. -შენ რა პრინცობა მოგინდა? პრინცესობა ყველა გოგონას ოცნებაა. -რატომაც არა. -გაიბადრა ანდრეი. -იმისთვის რომ პრინცესა იყო არ არის საჭირო სასახლეში დაიბადო. ყველა გოგონა თავისი ცხოვრების პრინცესაა. სასტუმროს შესასვლელში პორტიე თავაზიანად იღიმის და კეთილი სურვილებით ბედნიერე დასვენებას უსურვებს სასტუმროს მობინადრეებს. სასტუმროში შესვლამდე მისტერ და მისის ლუჩენკოებმა ფეხსაცმელს მიკრული თოვლი იქვე ჩამოფერთხე და თავაზიანობისთვის და დახმარებისთვის რამდენიმე ევრო ჩაუდო ჯიბეში. ბერნში შვეიცარული ფული არის' თუმცა ევროებსაც იღებენ. -სასტუმროში შესვლისთანავე თვალში ულამაზესი შოკოლადისფერი კიბეები მოგხვდება რომელსაც სპილოსძვლისფერი მოაჯირები ჰქონდა და სახელურები მთლიანად მწვანე წიწვებით იყო ორთული უფერული განათების ფონზე. შესასვლელში დიდი ქვიშნისფერი ყვავილებიანი მაქმანებით მორთული ხალიჩა ეფინა. ნაძვი როგორც ყველგან აქაც საჭიროა, მალე ხომ შობა თენდება. ნაძვის ხის ირგვლივ უამრავი სასაჩუქრე ყუთი მოგროვილიყო. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მეორე სართულზე წყვილს თაფლობისთვის გასატარებელი ულამაზესად მორთული ოთხი ელოდებათ. ნოტიო და თბილ ფერებში შეხამებული უამრავი ბუშტებითა და ნათურებით მორთული. საოცარი სილამაზის მქონე ბუხარი, რომელიც ბუნებრივი იყო გათბობასთან ერთად შესანიშნავ სითბოს ინარჩუნებდა. ბუხარი და მის ზემოთ სხვადასხვა ქვით მოპირკეთებული კედელი წიწვებითა და ნათურებით იყო მორთული. გვერდით ჭერის სიმაღლემდე ნაძვის ხე, ზუსტად ისეთივე შეხამებით როგორც ბუხარი იყო გაფორმებული. ბუხრის ორივე მხარეს ფარდის გარეშე დიდი ფანჯრები იყო, საიდანაც შესანიშნავად სჩანდა უკვე შვიდ საათს შესრულებული ბერნის შეუდარებელი ქუჩები. ბუხართან თეთრი ნაცრისფერ ფერებში მორთული ხალიჩა იყო დაფენილი. მოპირდაპირე კედლის მხარეს კი ფუმფულა, დიდი და ლამაზი საწოლი იდგა ახალი წლის შესაფერისი გადასაფარებლით. არ უნდა გამოგვრჩეს პატარა მაგიდა, რომელსაც ქვიშნისფერი პატარა გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული და უფერული პატარა სანთლების ჭიქებს ძირს უმაგრებს. რომანტიკული სანთლები ნაზად იწვებოდნენ და სასიამოვნო სურნელ აფრქვევდნენ. მაგიდაზე ყინულში ჩადგმული შამპანიური იდგა ორი ნახევრად სავსე ჭიქის პირდაპირ. მაგიდას პატარა უფერული ლარნაკი ამშვენებდა ფერადი ვარდებით ჩალაგებული. ანდრეიმ კარები დაკეტა, ალისია საწოლზე დასვა. აღფრთოვანებული და მეტად ნასიამოვნები ალისია ემოციებით დატვირთული იჯდა და ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. -ხომ არ გვესადილა? ძალიან მშია. -გვერდით დაუჯდა ანდრეი და ქურთუკის შეხსნა დაიწყო.-რესტორანში ჩავიდეთ, თან დავათვალიერებთ აქურობას. -შესანიშნავი ადამიანი ხარ. საოცარია აქ ყოფნა შენს გვერდით. -ლოყაზე აკოცა ალისიამ და წამოდგა. -მე გამოვიცვლი თორემ თბილად გვაცვია. აქ კი ძალიან ცხელა, თუმცა. -მოულოდნელად მოიწყინა. -მე რომ არაფერი წამომიღია. -აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს -ღიმილიანი სახით წამოდგა ანდრეი და სპილოსძვლისფერი, სარკიანი კარადის კარები გამოაღო. -აქ ყველაფერია რაც გვჭირდება, მერე კი შეგვიძლია რაც გვინდა ის ვიყიდოთ. კარადა სავსე იყო უამრავი ტანსაცმლით, ფეხსაცმელებითა და ქურთუკებით. -ანდრეი. -თბილი ღიმილით გაუღიმა ალისიამ და ჩაეხუტა. მერე კარადას მიუახლოვდა, ანდრეისთან ერთად აარჩია ტანსაცმელი და ორივენი ხალისით შეუდგნენ მორთვა მოკაზმვას. ანდრეიმ შავ შარვალსა და მუქი ლურჯი და თეთრი შეხამების ფერებთან გრძელმკლავიან მაისურში მოერგო. ფეხთ მუქი ლურჯი კედები ჩაიცვა, საათი გაიკეთა, თმები დაივარცხნა, სუნამო დაისხა და აწ უკვე გამზადებული ალისიას მიუბრუნდა რომელმაც ეს ესაა ჩაცმა დაასრულა, მანაც ქმრის მსგავსად შავი ტანს მოტმასნილი შარვალი ჩაიცვა, ფეხზე შავი ტყავის დაბალძირიანი შუზები. მაისური საახალწლო განწყობის შესაბამისი, თეთრი ნაქსოვი, შავი ირმებითა და ლურჯი ფიფქებით მოქარგული. თმები დაივარცხა და ზღვის ტალღასავით ძირს დაუშვა. -მომწონს შენი გემოვნება. ტანსაცმლით ნასიამოვნებმა კმაყოფილება გამოხატა -წავედით საყვარელო. -ანდრეის ხელი ჩაკიდა და კარებში გავიდნენ. წყვილი სასტუმროს პირველ სართულზე ხელ-კავით ჩავიდნენ სადაც დიდი, ულამაზესი სადად გაწყობილი რესტორანი იყო. -ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. -თვალი მოავლო ალისიამ და მისი აღფრთოვანება დიდი მწვანე ნაძვის გვერდით კედელზე დაკიდებულმა სურათებმა გამოიწვია, რომელსაც თეთრი ლამაზი განათება ამშვენებდა. კედელზე კი ბენისა და ემილის სურათებიც შენიშნა. -ეს რა არის? -ეს ადგილია სადაც იმ ცნობილი ადამიანების სურათები იკიდება, რომლებიც ამ რესტორანს სტუმრობენ. -უპასუხა ანდრეიმ და მაგიდასთნ მისულმა სკამი გამოსწია. -ესეიგი ჩვენიც -პირველად რა თქმა უნდა ჯერ ალისია დასვა, შემდეგ კი თავადაც მოთავსდა მაგიდის პირდაპირ. -აქ გაატარეს ბრაიანმა და ემილიმ თაფლობის თვე. ალისია ერთი იდეა მაქვს. -მაგიდისაკენ მიიწია ანდრეი, სადაც პატარა ლარნაკი იდგა შიგნით კი ბუნებრივი ლურჯი და ყვითელი ვარდები ელაგა. წინასწარ გამზადებულ ორ თეფშზე ოქროსფერი ბანტები იდო პატარა რამდენიმე სანტიმეტრიანი ნაძვის ხე და ოქროსფრად შეღებილი გირჩი. -აქედან რომ დავბრუნდებით საქართველოში წავიდეთ. -მართლა ანდრეი? არ მეხუმრები? -ხელი ჩაკიდა ალისიამ. -მართლა ალისია, მართლა. მეც რომ ვიყავი ჩამოსული ბევრი ვერაფერი ვნახე. თანაც იქ ხომ შენი სახლია, შენი სამშობლო, ვიცი რომ გენატრება საქართველო. როცა შენ იტყვი მაშინ წავიდეთ. საუბარში გართულ წყვილს მიმტანი მიუახლოვდა, ხელზე სალფეთქ გადაკიდებულმა ოქროსფერ ბანტიან ორ ჭიქაში შამპანიურის ჩამოსხმა დაიწყო და მენიუ შესთავაზა. -რას მიირთმევთ? -მენიუ გაუწოდა ანდრეის. -ერთიც თუ შეიძლება. -ითხოვა ანდრეიმ და თავისი ალისიას გაუწოდა. -რას მიირთმევ? -ყველაფერს, ისე მშია ყველაფერს შევჭამ. -ზუსტად. -ანდრეი მიმტანს მიუბრუნდა. -საფირმო კერძი გვინდა, ქათმის ხორცი თაფლით და წითელი ღვინო. დანარჩენს შემდეგ გეტყვით. -შეკვეთა დაასრულა მან და ორივე მენიუ გაუწოდა. -ბედნიერ დასვენებას გისურვებთ. კერძი კი 5 წთ-ში იქნება. -თავი დაუკრა მან და მაგიდას გაშორდა. ირგვლივ ყველგან დაკავებული იყო მაგიდები. იქვე თავი ჟურნალისტებს მოეყარათ, რომლებიც თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდნენ და დრო და დრო ახალდაქორწინებული წყვილის მაგიდას ათვალიერებდნენ. -ის ხომ ანდრეი ლუჩენკოა? -იკითხა ერთ-ერთმა მათგანმა რომელსაც სათვალე ეკეთა.. -აუცილებლად უნდა მივიდეთ. -დაამატა მეორემ, რომელსაც ხელში ფოტო აპარატი უჭირავს და კოლეგებთან ერთად სკამიდან წამოდგა. -გამარჯობა ანდრეი, როგორ ხარ? -გილოცავთ გაბედნიერებას, ძალიან მიხარია შენი ამბავი. -მიულოცა სათვალიანმა. -მადლობთ კარგად ვართ. თქვენ? -თავაზიანად მოიკითხა ისინი ანდრეიმ და ფეხზე წამოდგომა დააპირა. -არა არ შეწუხდეთ, ისხედით. -ხელი დაადო ფოტო აპარატიანმა მხარზე და საშუალება არ მისცა წამომდგარიყო. -როგორ ისვენებთ? მოგწონს აქ ყოფნა? -ძალიან. -თაფლობისთვის გასატარებლად აქ არ გელოდით, ვიფიქრებდით რომ სადმე ზღვაზე წახვიდოდით. -არ ეშვებოდა სათვალიანი. -გაიცანით ეს ჩემი მეუღლეა ალისია ჯაფარიძე. -გოგონასკენ მიუთითა მათ და გაეცინა როცა მისი გვარის წამოთქმისას თითქმის ენა რომ მოიტეხა. -ძალიან ლამაზი ბრძანდებით. -ხელზე ეამბორა სათვალიანი. -ღირდა თქვენთვის ლოდინად -ახლა ანდრეის მიუბრუნდა იგი. -გეთანხმებით რომ მშვენიერია. -გაუღიმა ანდრეიმ და მეუღლეს ხელი ჩაკიდა. -ბოლოსთვის კი თუ შეიძლება სურათს გადაგიღებთ ჟურნალისთვის და აი იმ კედლისთვის. -რა თქმა უნდა. -ფეხზე წამოდგა ანდრეი, ალისიასკენ გააჩოჩა სკამი, წელზე ხელი მოხვია და ობიექტივს გაუღიმა. -მშვენიერია. -გაიღიმა სათვალიანმა, ბოდიშის მოხდით და ხელის ჩამორთმევით დაემშვოიდობნენ ჟურნალისტები და რესტორანი დატოვეს. -ყველა ჟურნალისტი ასეთი თავაზიანი რომ იყოს კარგი იქნებოდა. -თავის ადგილს დაუბრუნდა ანდრეი და შამპანიური მოსვა. -მეც მსმენია უტაქტო ჟურნალისტებზე, -გაეცინა სათვალიანს. მათ საუბარში გართულებს თავს მიმტანი წამოადგათ, მოკრძალებით მოიბოდიშა და ანდრეის მიერ შეკვეთილი კერძი მოიტანა წითელ ღვინოსთან ერთად. -რა კარგი სურნელი აქვს. -თაფლიანი ქათმის ხორცი არასოდეს მიჭამია. -გაკვირვებულმა გოგონამ გემრიელად შეიყნოსა ქათმის მიერ დაყენებული სურნელი. -ძალიან გემრიელია, გასინჯე. -ჩანგალზე წამოცმული ერთი ლუკმა შეაჭამა თავისი ხელით. -მართლაც რომ გემრიელია. -სალფეთქით მოიწმინდა ტუჩები. ანდრეიმ ჭიქა ასწია და თვალები გაუსწორა გოგონას. -სიყვარული მინდა დავლოცო, ის სიყვარული რაც შენთან მაკავშირებს. ვხვდები რომ ის გრძნობა რასაც განვიცდი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში და არასოდეს მიგრძვნია მსგავსი რამ. სრულიად მოულოდნელად მეწვია ეს და მთლიანად ჩემს სხეულს დაეპატრონა. ცოტა დაბნეულიც კი ვიყავი, შენ ძალიან, ძალიან დიდი სიყვარული მასწავლე. მინდა რომ მთელი ცხოვრება ჩემთან იყო. იმ სიყვარულს გაუმარჯოს რასაც ბედნიერება ჰქვია. უშენოდ მოვკვდები ალისია. -ხელი ჩაკიდა ანდეიმ. -სიყვარულს გაუმარჯოს შენსა და ჩემს სახელს რომ აერთიანებს. -ჭიქა მიუჭახუნდა ალისიას და ღვინო მოსვა. -მეც მიყვარხარ ანდრეი. -ცალი ხელით თმები გადაიწია უკან და ღვინოს მოსვა. -იცი ანდრეი? პირველი რა მახსენდება როცა შენზე ვფიქრობ? შენი გაღიმებული და მომხიბვლავი პირი სახე. ერთიანად მივლის ტანში ჟრუანტელი. მუხლები მიკანკალებს როცა გხედავ. თვალებში გიყურებ და მგონია უსასრულო მწვანედ აბიბინებულ მინდორს ვხედავ სადაც განავარდება სწადია ჩემს გულს. მახსენდება ჩვენი პირველი საუბარი რის შემდეგაც მოსვენება დავკარგე, რის შემდეგაც ყველგან შენს თვალებს ვხედავდი და შენი ხმა მესმოდა. ვცდილობდი არ შემყვარებოდი მაგრმ გული უკვე მოღალატესავით აჩქარებული მქონდა. თითოეულ წამს, მის მეასედ დროშიც კი შენზე ვფიქრობდი და შენს ნახვას ვნატრობდი. ფილმის დასრულებამდე მე კვე ძალიან მიყვარდი. სიყვარულმა ხომ არ იცის დრო, არ იცის მანძილი, ასაკი. ვიცოდი ამ გრძნობას მხოლოდ ის გამიგებდა ვისაც ნამდვილად და მთელი გულით ჰყვარებია. მე კი ასე ძლიერ მიყვარდი. -ეს ცხოვრება სიზმარია ალისია. თუმცა ჩვენ ის რეალურად ვაქციეთ. -ალისიასთან საუბარში ხელი შეუმჩნევლად წაიღო მაგიდის ქვეშ -თეთრი ვარდი -მაგიდის ქვემოდან ჩუმად გამოაძვრინა ერთი ცალი ვარდი -ბედნიერებისგან ცაში დავფრინავ. შენი ერთგული ვიქნები მთელი ცხოვრება. ვარდისფერი ვარდი -ახლა მეორე გამოაძვრინა და გაბრწყინებულ და ცოტათი გაკვირვებულ ალისიას წინას მსგავსად ხელში მიაწოდა -ყველაზე ტკბილი და უნაზესი გრძნობა ხარ. ნარინჯისფერი ვარდი -მესამე -ამაყი ვარ შენს გვერდით. ლურჯი ვარდი. -მეოთხე ვარდიც ისე გაუწოდა როგორც წინა დანარჩენი სამი. -შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ. სიცოცხლის ბოლომდე. ყვითელი ვარდი - მთელი ცხოვრება ვიზრუნებ შენზე. (ამბობენ იმასაც რომ ყვითელი ვარდი ეჭვიანობის გამომხატველიაო, მაგრამ ჩვენც ის დავიჯეროთ რისიც ანდრეის სჯერა) წითელი ვარდი -ნელა გაუწოდა და მასთან ერთად მოჰკიდა ხელი ისე რომ ალისიას თითებს ეხებოდა. -მე შენ მიყვარხარ. დამელოდე. -სკამი უკან გასწია და ფეხზე წამოდგა. ბართან მიიჭრა, ბარმენს რაღაც უჩურჩულა, მანაც არ დააყოვნა და სხვადასხვა ფერის ვარდებით შეკრული თაიგული გადმოაწოდა. ანდრეიმ ერთი შეიკუნტრუშა და თავდაჯერებული, მედიდური ნაბიჯებით გაემართა ალისიასკენ რომელიც აღფრთოვანებას და გაოგნებას ერთად აეტანა, ისიც ვერ მოიფიქრა სკამიდან წამომდგარიყო და ფეხზე მდგარი შეგებებოდა ქმარს. -მე ბედნიერი ვარ შენი სიყვარულით. -მერე თაიგული გადასცა, მისკენ დაიხარა, ლოყაზე აკოცა და შუბლი შუბლზე მიადო. -ყოველთვის გაიღიმე. კარგი? გოგონამ სიტყვებს თავი ვერ მოაბა და გაუგებრად მადლობისმაგვარი ჩაიბურტყუნა. შემდეგ კი საყვარელ მეუღლეს ყელზე თბილად მოეხვია. ღვინოს სვამდნენ-თქო ვერ ვიტყვი, უფრო წრუპავდნენ და ერთმანეთს დიდი სიყვარულით შესციცინებდნენ თვალებში. ორივეს დადებითი მუხტი ერთმანეთს ავსებდა და ორი ადამიანის სულის ამოძახილი საერთოდ აჯაჭვებდა ერთი მეორეს. წასვლა გადაწყვიტეს. ალისიამ ჩანთა მაგიდაზე დადო. ანდრეი ოდნავ გადაიხარა და ჯიბიდან საფულე ამოიღო, ის ის იყო გახსნა დააპირა რომ მათკენ ჩქარი ნაბიჯებით მომავალი ქალი შენიშნა. ქალს მუქი ჯინსის მუხლს ქვემოთ გაშლილი შარვალი და კოჭამდე სიგრძის წინ შეხსნილი შავი მანტო ეცვა ყელზე ბეწვ მოდებული.სიმართლე გითხრათ ოციანი წლების ქალს მოგაგონებდათ ჩაცმულობით, ხოლო სახე 21-ე საუკუნის კუშტი და მკაცრი' ამასთანავე ძალიან ცივი შესახედაობის 29 წლის ქალს აწეული წაბლისფერი თმები უფრო მრისხანე გამომეტყველებას სძენდა. -ანდრეი როგორ ხარ? მაგიდის წინ გაჩერდა უცნობი. -კარგად დინარა, შენ? -უსიამოვნოდ შეიშმუშნა ანდრეი. დინარა კომაროვი მსახიობი არის. მათ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ამასთანავე ანდრეის ყოფილ შეყვარებულთა სიაში უკანასკნელ ადგილს იკავებდა ადგილს. რამდენიმე კვირის დაშორეულებს შორის უხერხულობა ჩამოვარდა. დინარას ძალიან უყვარდა მაგრამ ბიჭის გულში სიყვარულის ნაპერწკალი ვერც დაანთო და ვერც გააღვივ. იგი უბრალოდ იყო სიმპატიურ ქალთან რომელიც არანაირ მოთხოვნებს არ უყენებდა მას. მაგრამ ბოლოს როცა ანდრეი მიხვდა რომ არ უნდოდა მასთან ყოფნა გაგებით მოეკიდა დინარს და როგორც ცივილიზებულ ხალხს შეეფერება ისე დაშორდნენ ერთმანეთს. თუმცა აქ იბადება "თუმცა" რამდენიმე დღეში დინარა მიხვდა რომ არ უნდოდა ანდრეისთან დაშორება და კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ანდრეის დაბრუნების ინიციატივით. მისმა ხვეწნამ და მუდარამ არ გაჭრა, რადგან დინარამ თავიდანვე იცოდა ანდრეის გრნობების შესახებ რომ მას არ უყვარდა იგი, თუმცა ქალი თავს იიმედებდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა. მას შემდეგ დღემდე არ გამოჩენილა იგი. -გავიგე ცოლი მოგიყვანია, ეს ბავშვი? -დამცინავმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე. -არ გინდა დინარა ნუ იკბინები. -დაძაბულობამ იმატა. -თუ გაინტერესებს ჰო ეს ჩემი მეუღლეა და ძალიან მიყვარს. -ხელი ჩაკიდა გოგონას ანდრეიმ გული ეტკინა დინარას როცა მათი შეხება დაიჭირა მზერით, სიმრით ენაზე იკბინა და გესლიანად მიახალა -მეც მიყვარხარ. -მოუჭრა დინარამ. დინარას აშკარად ეტყობოდა ნასვამი იყო' რამაც ანდრეის მიმართ ჹრძნობებმა განახლება იწყო.მის კვლავ ხილვამ თავბრუ დააახვია, გრძნობამ მასში მოულოდნელად იფეთქა და მიტოვებული ქალის ამოძახილმა დაატყვევა. აშკარად ეტყობოდა ნახშირივით შავი თმები ჰქონდა და ჩალისფერი საღებავი ზემოდან წაეტყიპნა. ზოგს შეიძლება ლამაზიც მოსჩვენებოდა მისი ეს შეხამება, მაგრამ რაღაც არაბუნებრივად და ბრიყვულად გამოიყურებოდა. -ანდრეი რას ამბობს ეს ქალი? -გაოცებულმა გახედა ქალს და ვერაფრისგან გამოერკვა. -არაფერს საყვარელო. ნასვამია და თვითონაც არ იცის რას როშავს -ნაძალადევად გაიღიმა ანდრეიმ,. იგი თავს იკავებდა და ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა. თანაც არ იცოდა როგორ დაეღწია ამ გაუგებრობიდან თავი. ხვდებოდა თუ როგორ სტკიოდა ამ წამს ალისიას როც მის თვალებში ჩამდგარი წყალი დაინახა. -კარგად ვიცი რასაც ვამბობ. მისმინე ლაწირაკო. -შეუბღვირა ალისიას -ეს კაცი ჩემი საყვარელი იყო, მექალთანეა და გიღალატებს, იცოდე არ ენდო. შენ კი ანდრეი არასოდეს გაპატიებ ეს ბავშვი რომ მარჩიე. -მე ყველაფერი ვიცი ანდრეის შესახებ. ვიცი რომ არასოდეს მომატყუებს, მან ყველაფერი მომიყვა წარსულის შესახებ, ამიტომ ვერავინ ვერ ამიცრუებს გულს მასზე. -დიდ გულზე ჩანდა ცოლი. -დინარა გეყოს, მიყვარს ჩემი ცოლი და უფლებას არ მოგცემ მას შეურაწყოფა მიაყენო. -თქვა და სკამიდან წამოდგა ანდრეი. -წადი აქედან.რთავმოყვარეობა გამოიჩინე და თავს ნუ იმცირებ. -ხელი ჩაავლო მკლავში და მაგიდას მოაშორა. -გამიშვი ხელი ანდრეი. -აქეთ-იქით იქნევდა იგი ხელებს. -არ გაპატიებ იმას რომ არ გიყვარდი, განანებ ადრეი ლუჩენკო. შურს ვიძიებ. არ გაპატიებ ამ ბავშვს რომ მარჩიე. დაიმახსოვრე შურს ვიძიებ. -სიტყვის დასასრულს უკვე რესტორნის კარებთან აღმოჩნდა. ყოფილმა საყვარელმა მკლავიდან ანდრეის ხელი უხეშად მოიცილა,, მიუბრუნდა და უთხრა. -დაიმახსოვრე ანდრეი, არ გაპატიებ დატკბი შენი დღევანდელი ვითომდა ბედნიერებით. -ეს ისეთი სულისშემძვრელი ზიზღით თქვა ქალმა წამით შიშმა გაიელვა ანდრეის თვალებში, მაგრამ უმალ გაფანტა აზრები და უკან მოუხედავად გაბრუნდა ალისიასთან რომელიც ფეხზე მდგარი ელოდებოდა ქმარს. -მაპატიე ალისია გთხოვ. -მასთან მისულმა საფულედან ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო. მინდოდა ეს დღე ძალიან ლამაზი გამოსულიყო. -ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. ერთი გადარეული ქალი ბედნიერებაში ხელს ვერ შეგვიშლის. მე მჯერა შენი და ვიცი რომ ბედნიერები ვიქნებით ერთად. მე ვარ შენი მომავალი და შენ წარსულს არ ვეხები. არ მეშინია მისი მუქარის. ის წარსულია და მორჩა. -თაიგულს ხელი დაავლო და მაგიდას მოშორდა. -ძვირფასო ცოლო. -ალისიას ჩანთა აიღო მაგიდიდან, წელზე მოხვია ხელი და მასთან ჩახუტებულმა დატოვა რესტორანი. სასტუმროს ნომერში ასულები დაღლილები ჩანდნენ. ანდრეის დინარას საუბარი თავში დაუტრიალდა, დავიწყებას შეეცადა, თუმცა მის სიტყვებში რაღაც აშინებდა. აბაზანაშ შევიდა, წყალი გადაივლო უკან გამოსულს მხოლოდ საცვალი ეცვა, რომელზეც თეთრი პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. საწოლთან მივიდა პირსახოცი მოიძრო, სკამზე გადაჰკიდა და საწოლში ჩაწვა. ალისია მას შემდეგ შევიდა სააბაზანოში, უკან გამოსულს ანდრეი უკვე დაძინებული დახვდა, მაგრამ მის გამოსვლაზე გაეღვიძა. -მოდი ჩემთან ჩემი მოდელი. -საწოლზე წამოიწა ანდრეი, ალისიას წელზე ხელი მოხვია და გვერდით მიიწვინა. ორივეს ტკბილად ჩაეძინათ. ფანჯრის გასწვრივ, თოვლის მიერ დაფარული ხშირი ნაძვის ხეები ჩამწკრივებულა. ოთახში დილის ბრჭყვიალა მზის სინათლე ძლივს აღწევდა. აგერ იატაკზეც მოსჩანს თითო ოროლა მზის მოციმციმე ათინათი. ქუჩიდან წამდაუწუმ მოისმის ქარის ნაზი შრიალი. გაღვიძებული, საწოლზე ჩამომჯდარი ანდრეი ფრთხილად ეხებოდა ალისიას შიშველ მკლავზე და გაღვიძებას ცდილობდა. -ლამაზო გაიღვიძე. -რომელი საათია? ჯერ ადრეა. -თვალდახუჭულმა უპასუხა ალისიამ. -ადექი სუფთა ჰაერი ჩვყლაპოთ, ნახე გარეთ როგორი მზე და სუსტი სიოა.-ფანჯარას გახედა ანდრეიმ. -მერე თხილამურებით ვისრიალოთ. -უკვე ჩაგიცვამს -თვალები გაახილა მან და საწოლზე წამოჯდა. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელს გაეცინა. -აბა რა. შენ ქმარმა ყველაფერზე იზრუნა, რესტორანში ვახშამი შევუკვეთე, მხოლოდ ჩვენს ჩასვლას ელოდებიან. შენი ტანსაცმელი გამზადებული და შენს ჩაცმას ელოდება, ნუ თუ რა თქმა უნდა ჩემს გემოვნებას ენდობი. ალისია წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. ვარდისფერი, შავ ფერებში გაწყობილი კომბინიზონი ამოიცვა. ვარდისფერი თბილი დუტის ქურთუკი მოიცვა. შავი ქუდი, კაშნე და ხელთათმანები გაიკეთა და კომბინიზონში ჩაცმულ ანდრეისთან ერთად გარეთ გავიდა. -ანდრეი რესტორანში არ ჩავიდეთ რა. -მუდარით სავსე თვალებით გახედა ალისიამ. გარეთ ვიყიდოთ ცხელი ყავა და ის დავლიოთ გზაში. -კარგი ძვირფასო. -ანდრეიმ ქუჩა გადაკვეთა, იქვე მდგარ ჯიხურში 2 ცხელი ყავა იყიდა და ალისიასთან დაბრუნდა, რომელიც ქუჩის კუთხეში ელოდებოდა. მათ ფეხით გავლა გადაწყვიტეს, ცხელ ყავას სვამდნენ და საუბრობნდნენ. ირგვლივ თვალისმომჭრელი სითეთრე დამდგარიყო. მზის სხივები ოქროსფრად აბრჭყვიალებდა გარემოს. ბარდნის. ციდან წამოსული ფიფქები ჰაერში ტრიალებდა და თოვლისგან დაპეტკნილ გზაზე ცვივიოდა. იდგა ქალაქისთვის ზამთარში სრულიად ჩვეულებრივი თოვლისა და მზის სუნი. ჰაერში მოფარფატე თოვლის ფიფქები ალისიას სახეს შეეხო. -ანდრეი ლუკასი რომ ჩამოვა რაიმე სიურპრიზი მოვუმზადოთ. ძალიან გაეხარდება. -შესთვაზა ალისიამ და ხელთათმანიანი ხელით, სახეზე ფიფქის მიერ დატოვებული ცივი ნამი მოიწმინდა. -რა თქმა უნდა. -თქვა ანდრეიმ და ზამთრის სუფთა ჰაერი ხარბად შეისუნთქა. -ხომ არ გცივა? -არა, არ მცივა. -ცხელ ყავას მოხვია ორივე ხელი და მოსვა. შემდეგ იქვე მდგარ ჯიხურთან მივიდნენ. თხილამურების ქირაობა გადაწყვიტეს. -Guten tag. (გამარჯობა) -GuTen tag.(გამარჯობა) -Was kostet die ski? (რა ღირს თხილამურები?) -Eine tunde kostet 50 euro. (ერთი საათი 50 ევრო) -Wir nehmen 5 stunden. Geben mir zwei. (ჩვენ ავიებთ 5 საათი. მომეცით მე 2.) -Welche größe brauchen Sie? (რომელი ზომა გჭირდებათ თქვენ?) ანდრეიმ თავისი და ალისიას ფეხის ზომები უპასუხა. -Nehmen sie bitte. (აიღეთ გეთაყვა) -Die schuhe sind nicht meine große, sie passen mir nicht, die schuhe drücken mir. (ფეხსაცმელი არ არის ჩემი ზომა, არ მრგებს, ეს არ მახსოვს ) -Diese? (ეს?) -Diese sind meine grose. vielen danke. bis bald. ( ეს ჩემი ზომაა. დიდი მადლობა. შეხვედამდე) ანდრეიმ ფული გადაიხადა, პირადობა ჩააბარა და რამდენიმე საათით დაემშვიდობა გამქირავებელს. -ყოჩაღ ძვირფასო ქმარო. შესანიშნავად ფლობ გემანულ ენას. რამდენიმე მეტრი გაუკვალავ თოვლში კვლავ ფეხით ისეირნეს. თოვლში გორავდნენ და იცინოდნენ. გუნდაობდნენ და ციგით სრიალებდნენ. ანდრეიმ ალისია ხელში აიყვანა და ფაფუკ თოვლში ჩააწვინა, თავადაც მის გვერდით მოწყვეტით დაეცა. ალისია ახლოს მიიჩოჩა, მათი ტუჩები ისე ახლოს მოხვდნენ ერთმანეთთან ალისიამ მომენტალურად თვალები დახუჭა, იგძნო როგორ შეეხო ცივ ტუჩებს ანდრეის ცხელი ტუჩები. მთელს ტანზე ბუსუსები აყრიდა. სციოდა და სწორედ ამიტომ. რამდენიმე წამში სათხილამურო მოედანზე აღმოჩნდნენ. ერთი წყვილი თხილამური ალისიას გაუწოდა, ერთიც ხელში დაიჭირა. -იცი თხილამურებზე დგომა? -ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა ანდრეი და თხილამურის ფეხსაცმლის ჩაცმას შეუდგა. -არა. -ტუჩებ გაბუსული და მოწყენილი გვერდით დაუჯდა ანდრეის. -კარგი არ მოიწყინო, დაგეხმარები ჩაცმაში და მე გასწავლი -შეაგულიანა მან. როცა უკვე ორივეს ჰქონდა მორგებული თხილამურები, მაშინ ნდრეიმ გოგონას სწავლება დაუწყო. -ნახე ერთი ფეხი გადადგი. -დაიხარა ანდრეი და ხელით გადაადგმევინა ფეხი ალისიას, რომელიც მის ზურგზე იყრდენდა თავს. -მეშინია ანდრეი. -ცოტათი შეშინდა იგი. თუმცა ცოტათი არა, იგი ყოველთვის შიშობდა რაღაც ახალის დაწყებისას და ფრთხილობდა ხოლმე. -ნუ გეშინია, ხელს მოგკიდებ. -არ გამიშვა. -არ გაგიგშვებ. -გაიღიმა მან. -შეხედე გაჩერება რომ მოგინდება მუხლები ერთმანეთისკენ დახარე მეტი დამაჯერებლობისთვის აჩვენა ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. -მოიცადე, იცოდე თუ წავიქცევი და რამეს მოვიტეხ შენი მოსავლელი ვიქნები, აიღებ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას? -ნორჩად გაუღიმა ალისიამ. -არა ბარში წავალ და ვიწუწუნებ ჩემი ცოლი იმდენად სულელია, თხილამურებზე დგომა ვერ ისწავლა და ახლა ფეხმოტეხილი წევს საწოლში-თქო. -ანდრეი. -ბეჭი ჰკრა ალისიამ. ალისია ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა. ადვილად აითვისა თხილამურებზე დგომა. -გინდა შევეჯიბროთ? თვალი ჩაუკრა ალისიამ. -უკვე? -გაკვირვებულ ანდრეის თვალები შუბლზე მოექცა.არ შეიმჩნია მაფრამ იდეა არ მოეწონა. რამდენიმე საათიანი სწავლების შემდეგ შეჯიბრის მოწყობა სისულელე იყო. -მასწავლებელს გინდა შეეჯიბრო? ნახეთ ერთი ამ ეშმაკუნას. -თითი დაუქნია ანდრეიმ. -არ მგონია კარგი იდეა იყოს. -ხელის ჩაქნევით უპასუხა. -კარგი რა. -წარბები შეკრა გოგონამ. -აჰა, თუმცა მივხვდი გეშინია რომ მოგიგებ და ამიტომ არ მეჯიბრები. -ალისია ძვირფასო ვერ მომიგებ და მე იმაზე ვზრუნავ, წაგებულად რომ არ იგრძნო თავი. -ვცადოთ რაა. -ფეხები დააბაკუნა. -კარგი, 3 დათვლაში დავიწყოთ. -დასთანხმდა ანდრეი და მოემზადა. -1... 2 ... -თვლა ალისიამ დაიწყო. -3 ... -დაასრულა ანდრეიმ და წინ გაიჭრა. -ყოჩაღ შენ კარგად გისწავლია. -გვერდით ჩაუქროლა გოგონას. -აბა დამაცადე. ჭკუას გასწავლი. -ხელი ჰკრა ალისიამ. -ეშმაკობები არ იყოს. -ვაიმე ფეხი. -წამოიყვირა მან და სახე ტკივილისგან დაემანჭა. -ჰაჰაჰაა -გამოაჯავა ანდრეიმ. -რა გაცინებს, მოდი აქ მომეხმარე წამოდგომაში. -სადაც წაიქცა იქვე ჩამოჯდა ალისია და თხილამურებს დაუწყო შეხსნა. -მოვდივარ. -სვლას უკლო ანდრეიმ და პირდაპირ ალისიას ფეხებთან შეჩერდა. მის ფეხებთან ჩაჯდა იგი, თხილამურები გახადა და ფეხსაცმელები თავისივე ხელით ჩააცვა. თავადაც მის გვერდით მოთავსდა და მანაც ჩაიცვა ფეხსაცმელები. თოვლის ფიფქების ფონზე, თოვლით დატკეპნილ მოედანზე სხედან და ადგომას არ ჩქარობენ. -ხომ არ შეგცივდა? -ხელები პირთან მიიტანა ანდრეიმ და ორთქლის მეშვეობით გაითბო. -ცოტა -უთხრა კბილების კაწკაწით. -მიყვარხარ ჩემო ძვირფასო ქმარო-ხელი ჩაკიდა და მაგრად მიეკრო ანდრეის. -საყვარელო. -ხელი მოხვია საყვარელ მეუღლეს. -წამოდი წავიდეთ. -წამოდგა ალისია და ანდრეისაც დაეხმარა წამოდგომაში. -აჰ. - ფეხი დაუცურდა და შეჰკივლა მან როცა გაწვდილი ხელით ანდრეის წამოყენებას ცდილობდა. -მგონი ფეხი ვიღრძე, ძირს რომ დავდგი ძალიან მეტკინა. -მოდი მე წაგიყვან. -უკვე ფეხზე იდგა ანდრეი. ალისია ზურგზე შეისვა და სასტუმროსკენ გაუდგნენ გზას. -როდის იყო მოსწავლე მასწავლებელს სჯობნიდა? -რას ამბობ, ფეხი რომ არ მტკენოდა აუცილებლად მოგიგებდი. -ვერა. -კი. -ვერაა. შენზე უკეთ ლუკასიც კი დადის. -ხოდა მეც ლუკასს შევეჯიბრები. -გაეცინა ალისიას და ანდრეის ზურგზე უჩქმიტა. -ძალიან თბილად ვარ ჩაცმული და ეგ საერთოდ ვერ გავიგე. -გვერდზე შეაბრუნა თავი. -გინდა გაიგო? -კარგი არა. -ანდეის კვლავ გაეცინა და დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია. -ფრთხილად ჩამოვვარდები. ანდრეი? -უჰუ -იყო ქვემოდან პასუხი. -ძალიან გავერთე ძვირფასო, მადლობა დღევანდელი დღისთვის. -მაგრად მოეხვია ალისია რომელიც კვლავ ზურგზე ჰყავდა ანდრეის შესმული. -ყოველი ჩვენი დღე განსაკუთრებული იქნება, გპირდები. -მპირდები? -გპირდები. -ხომ არ დაიღალე? ჩამოვალ და შევეცდები ჩემი ფეხით წამოვიდე. -რა მზრუნველი ხარ -წაკბინა ბიჭმა მაგრამ ბოლოს მაინც მოლბა - სულ რომ მთელი დღე მომიწიოს შენი ზურგით ტარება როგორ დავიწუწუნებ. ისე -ჩაიფხუკუნა ანდრრიმ -სეთი მძიმე ხარ მგონია კარტოფილით სავსე ტომარა მქონდეს ზუგზე აკიდებული. -საზიზღარო. სასტუმრომდე ძლივს მიაღწია ანდრეიმ. ალისიას რა ენაღვლებოდა ქმარმა ოთახშიც ზურგზე მოკიდებული აიყვანა. დერეფანში მომღიმარი სტუმრები ესალმებოდნენ. ცოლი საწოლზე დასვა და ცოტათი დაღლილი გვერდით დაუჯდა. წყვილს სითბო ძალიან ესიამოვნა. -ვაიმე წელი. -თავი მოისაწყლა ანდრეიმ და წელზე მოიკიდა ხელი. -გატკინე? მაჩვენე. -კარგი. არა. -მოტყუებაც ვერ შეძლო ანდრრიმ და გაეცინა.. -მოდი საჭმელი შევუკვეთოთ და ვისადილოთ. სათხილამურო მოედნიდან დაბრუნებულებმა სასტუმროსთან ახლომდებარე კლუბში შესვლა გადაწყვიტეს. -კარგი იდეაა. მე გამოვიცვლი, შენ კი შეუკვეთე. -სააბაზანოში შევიდა ალისია. კარზე ზარია. -ალისია გააღე საყვარელო გთხოვ. კურიერი იქნება, ვახშამს მოიტანდა. -სამზარეულოდან გამოსძახა ანდრეიმ. ალისიამ კარები გააღო. -ეს თქვენ. -კარებში გაუწოდა კურიერმა. -მეე? -გაოცებული ღიმილით იკითხა და გუშინდელ თაიგულს გახედა ლარნაკში. -ღმერთო რა ლამაზია. ვისგან არის? -მე მხოლოდ ის მითხრეს რომ ალისია ჯაფარიძე-ლუჩენკოსთვის გადმომეცა. ეს თქვენ ხართ ხომ? -გაუღიმა კურიერმა და ვახშამი შემოიტანა ოთახში. ალისიამ ჩანთიდან შვეიცარული ფრანკი ამოიღო და კურიერს გაუწოდა. -გემრიელად ვახშმობას გისურვებთ . -დაემშვიდობა იგი. -ანდრეი სად ხარ? გამოდი შეხედე. -ისევ გასძახა ალისიამ, რომელსაც ხელში სხვა და სხვა ფერის ვარდებისგან შეკრული თიგული ეჭირა. ალბათ იმის დაწერა რომ თაიგული ძალიან ლამაზია ზედმეტია. კურიერმა იგი ვახშამთან ერთად მოიტანა. ალისიას სახე აღარ სჩანდა იმდენად დიდი იყო თაიგული. თაიგული საწოლზე დადო, მასში ლამაზი გულის ფორმის ვარდისფერი ბარათი შენიშნა, რომელშიც მეტად ამაღელვებელი სიტყვები ეწერა: "ყველაზე ლამაზ გოგონას ვინც კი ოდესმე სადმე შემხვდა, ყველაზე ლამაზ თვალებს თუკი როდესმე ვინმესთვის ჩამიხედავს, ყველაზე ლამაზ ტუჩებს, რომელსაც კი ოდესმე წარმოუთქვამს ჩემი სახელი, ყველაზე ლამაზ ცხვირს რომელიც ჩემთვის სუნთქავს, ყველაზე ლამაზ ქვეყანას საქართველოს სადაც ულამაზესი გოგონა აღზარდა, ყველაზე ლამაზ ცოლს რომლის ქმრობა დამაკისრა უფალმა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველაზე კეთილ "კუპიდონს" რომელმაც ყველაზე ლამაზი და დიდი საჩუქარი გამიკეთა და სიყვარულით გაჟღენთილი ისარი გამიყარა გულში, სრულიად დამჭრა და მომნუსხა შენი სულიერი და გარეგნული სილამაზით. ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირს, რომ შენ არსებობ, შენ ხარ ჩემს გვერდით. შენ გქვია ჩემი მეუღლე. შემიძლია ყოველ დილით შენს მწვანე თვალებს ვუყურო და ვუთხრა "დილა მშვიდობისა მშვენიერო". მართლაც რომ მშვენიერია ყოველი დილა როცა შენ ხარ ჩემს გვერდით. მინდა რომ მიიღო ეს მოკრძალებული საჩუქარი ჩემგან, ვიცი რომ გიყვარს ვარდები, თანაც ფერადი ვარდები. მე კიდევ შევეცადე შენთვის ყველა ფერის ვარდები შემეკრიბა ერთად, მათ შორის ვარდები რომლებსაც ყოველი ფურცელი სხვადასხვე ფერის არის, შემეკრიბა ყველანი ერთად და შენი ფაქიზი და პატარა გული გამეხარებინა. აქ 140 ცალი ვარდია. 14 ხომ ჩვენი ქორწინების დღეა. დაუვუწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობა რომ არსებობ ძვირფასო ალისია. შენზე უზომოდ შეყვარებული ანდრეი. ბარათის კითხვა დაასრულა, თვალებში ჩამდგარი ცრემლი ლოყაზე ჩამოგორდა და ტუჩები დაუნამა. ანდრეი სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული, თავდახრილი პირსახოცით თმების გამშრალებას განაგრძობდა. -ალისია მოიტანეს ვახშამი? -იკითხა და თმების მშრალებას მორჩა. თავი მაღლა ასწია და ალისიას ცრემლიანი თვალები შენიშნა. -ანდრეი როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ უყვარდე? -მასთნ მივიდა ალისია ახლოს და შიშველ სხეულზე ჩაეხუტა. -რა იცოდი რომ ვარდები ძალიან მიყვარს? და თან ფერადი ვარდები. -ჩემი ჩიტი ყველგან დაფრინავს. -მართლა? -ალისიამ გაიცინა და კეკლუცად გადახედა ჯერ თიგულს შემდეგ კი ანდრეის. -შენ ჩემი ყველაზე ლამაზი ყვავილი და ძვირფასი ცოლი ხარ. საღამოს ცხრა საათი იყო. ცოლ-ქმარი ხელ-კავით შევიდა კლუბში. წყვილი კიბეების თავზე იდგნენ და ოდნავ ჩაბნელებული, პროჟექტორებით განათებულ დარბაზს დაჰყურებდნენ ზემოდან. ყველას ყურადღება მიიქცია წყვილმა რომელიც სულ ახლახანს დაეშვნენ კიბეებზე. მათი ინტერესის სფერო სიმპატიური ანდრეი და მისი ლამაზი მეუღლე იყო. ალისია უხეხულად შეიშმუშნა. ანდრეიმ ხელზე ხელი დაადო და კიბეებზე ჩასვლა განაგრძეს. ყველგან ასე ხდება. ფიზიკური სილამაზე პირველი ხვდება ადამიანს თვალში და თუ სილამაზის აღქმა შეგიძლია უნდა დაინახო კიდეც იგი და მონუსხული მას მიაჩერდე. ალისიას სადა ლამაზი მუქი ლურჯი მხრებზე მოშიშვლებული მოკლე გიპიური კაბა ეცვა რომელიც თვავილ მომჭრელს და შესანიშნავს ხდიდა ალისიას მოხდენილ ფიგურას. გარედან შეხსნილი მალაკოსფერი მუხლამდე სიგრძის მანტო აქვს მოცმული და რამდენიმე სანტიმეტრიანი ქუსლის ფეხსაცმელი ამშვენებს თან. გრძელი ქერა თმები ჩაებწნა და გულმკერდზე ჰქონდა დაშვებული. გულწრფელი თბილი ღიმილით კი გარშემომყოფებს ესალმებოდა. ანდრეის შავი ქურთუკი, თეთრი პერანგი და შავი წვივზე ოდნავ მოშვებული შარვალი აცვია. ისიც იღიმოდა და თაყვანისმცემლებს ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა. ანდრეიმ ხელი ჩაკიდა ალისიას და ბოლო კიბედან ჩამოსვლაში დაეხმარა. ერთ-ერთ თავისუფალ დაბალ მაგიდასთან მივიდნენ და რბილ პატარა სავარძლებზე ჩამოსხდნენ. აქ არავინ უკრავდა გიჟურ სიმღერებს. ისეთი სიმშვიდე იყო წასვლა არასოდეს მპგინდებოდა. არ გავდა ადგილს რასაც კლუბო ჰქვია და მაიმც კლუბში ჯერ კიდევ ისმოდა კარგად ნაცნობი ტანგოს საცეკვაო მელოდია. ირგვლივ ყველანი ცეკვავდნენ. ანდრეიმ კოქტეილი მოატანია თუმცა დაულევლად დადგა მაგიდაზე და ალისიას ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია. ისიც ანდრეის ნებას დაჰყვა და იგი ქმართან ერთად დასრიალებდა სცენაზე. ანდრეი თვალებში უყურებდა ალისიას. კრინტიც არ დაუძრავს არაფერზე. უყურებდა გრძნობებში ჩაძირული და მასთან ერთად ცეკვავდა. მუსიკა დადუმდა და მასთან ერთად ცეკვაც გათავდა. ყველანი თავის ადგილს დაუბრუნდნენ. ერთ-ერთმა კლუბში მყოფმა გიტარა აიღო და ლამაზი მელოდია ააწყო. ირგვლივ მყოფებისგან მოწონება და ტაშის კვრა დაიმსახურა. -აბა მომაწოდე. -ბიჭისკენ გადაიხარა ანდრე და გიტარა გამოართვა. გერმანული ენა მათთვის ბარიერს არ წარმოადგენდა. არც ისეთი ცივი ხალხი არიან გერმანელები როგორც ამას საქართველოში აღნიშნავენ. -რას აკეთებ? -ყურში უჩურჩულა ალისიამ. -უნდა ვიმღერო. -უცნაური სიკეკლუცით გადახედა, გიტარის სიმები მოჭიმა და საკმაოდ ტკბილი ხმით წამოიწყო ინგლისური სიმღერა. აქ დავწერ რომელი. აღფრთოვენებული ხალხი ტაშს უკრავდა, ზოგიც კიდევ სურათებსა და ვიდეოს იღებდა. ანდრეიმ სიმღერის დასასრულს მადლობა მოიხადა და ყურადღება ითხოვა. -მინდა, ჩემმა მეუღლემაც შეასრულოს რომელიმე სიმღერა. -რას ამბობ? ხომ არ გაგიჟდი? -ხმადაბლა შეიცხადა ალისიამ. -არა ალისია. -ანდრეის ისიც თამარისგან გაეგო რომ ალისია შესანიშნავი მომღერალი იყო და კიდევ უფრშო შესანიშნავად გიტარაზე უკრავდა. ახლა ყველანი ერთად ჩააცივდნენ გოგონას. "Bitte, bitte"(გეთაყვა) -ო გაიძახოდნენ გერმანელები. ალისიას მოერიდა ხალხს რომ ახვეწნინებდა და ანრეის გიტარა გამოართვა. იქვე შესავალი გააკეთა. -"ich komme aus georgien" (მე ვარ საქართველოდან) შეიძლება ეს ქვეყანა თქვენთვის ყველასთვის უცნობი არის და არ ფლობთ ინფორმაციას რადგან იგი ძალიან პატარა ქვეყანაა, სულ რაღაც 3,5 მილიონი ადამიანით, მაგრამ ძალიან ლამაზი. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მეამაყება მისი. ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე რომ შესაბამისად მინდა ვიმღერო ერთი ლამაზი ქართული ლექსი. მაგრამ თქვენთვისაც გასაგები რომ იყოს შევეცდები შიგადაშიგ გადავთარგმნო იგი. გეტყვით იმასაც რომ ეს ლექსი არის ქართველი ძალიან ნიჭიერი პოეტის დაწერილი გალაქტიონ ტაბიძის ლექსი. მინდა ეს სიმღერა მივუძღვნა ჩემს სამშობლოს საქართველოს, ჩემს ერთადერთ სიყვარულს ანდრეის და თქვენ რომელიც ასეთი კარგები ხართ. -მიარაპატა გერმანულად. ყველანი განაბულნი ისხდნენ. ალისიას სიტყვების დამთვრებისას ისევ ტაში შემოჰკრეს. ალისია იქვე კარგად მოთავსდა, ფეხი ფეხზე შემოიდო, თავი გიტარისკენ დახარა და ფრთხილად ჩამოჰკრა სიმებს. მერე დაიმღერა ულამაზესი ლექსი "მზეო თიბათვისა" ... მღეროდა მთელი სულით და გულით. "მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები, იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით ფრთებით დაიფარე ამას გევედრები. და შემდეგ ალისიამ ისევ განაგრძო. ტანჯვა განსაცდელში თვალნი მიურიდენ სული მოუვლინე ისევ შენმიერი დილა გაუთენე ისევ ციურიდან სული უმანკოთა მიეც მშვენიერი. ანდრეი უცებ აღელდა, ალისიას წკრიალა ხმამ გული აუჩქროლა. რაღაც უცნაურობა დაემართა. კიდევ ცოტაც და აღრიალდება. ალისია კი ისევ განაგრძობდა. ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება. უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება მზეო თიბათვისა ამას გევედრები." რა ბედნიერია ახლა ანდრეი, ასე ბედნიერი არასოდეს ყოფილა იგი. როგორ უნდა აკოცოს ალისიას, აკოცოს თავზე, ხელებზე, ლოყაზე, აკოცოს მთრთოლვარე ტუჩებზე. ბედნიერია ანდრეი რომ ალისია ცოლია მისი. მისკენ დაიხარა და თავზე აკოცა. ვის შეუძლია ასე იმღეროს იგი ხომ ჭკვიანია, ლამაზი და საყვარელი. ლუჩენკოს ვერ წარმოედგინა რომ ცალმხრივი სიყვარული არსებობს, რომ ასეთი დიდი სიყვარული მხოლოდ ერთს შეუძლია და ამ გრძნობით შეიძლება დაიტანჯოს ვინმე. სიყვარული ბედნიერებაა რომელიც ყოველთვის ჰპოვებს ადგილს სხვის გულში, სწორედ მის გულში ვისთანაც მოკალათება ასე გინდა. როცა ალისიამ სიმღერა დაასრულა, ხალხმა სთხოვა -შეიძლება კიდევ ერთხელ იმღეროთ? აქ უკვე ალისია აღარ განაბებულა, მაშინვე დაიწყო. "მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს გევედრები იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით ფრეთებით დაიფარე ამას გევედრები. " ალისია ცოტა ხნით დადუმდა, შემდეგ კი ისევ ქართული სიტყვებით განაგრძო, მეტად აღელვებულმა და თვალცრემლიანმა წარმოთქვა უკანასკნელი ფრაზები. "იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით ფრთებით დაიფარე ამას გევედრები." ხალხს უნდოდა მესამედაც ეთხოვა მისთვის იმღერეო მაგრამ მოერიდათ. თითქოს ანგელოზს ჰგავდა როცა მღეროდა. მისი ქართულად წარმოთქმული სიტყვები. თითქოს ხალხში ქართული ენის ცოდნამ დაიდო ბუდე, ეს ისეთი ამაღელვებელი და შესანიშნავი იყო. მეტად მოხიბლულნი დარჩნენ ალისიათი სტუმრები და ამით ანდრეი კიდევ უფრო ამაყი იყო. მხიარულება გაგრძელდა. ანდრეიმ რამდენიმე ჭიქა ტეკილა დალია, შემდეგ კი ალისია ისევ საცეკვაოდ გაიწვია. -გაიგონე? ყველა ფიქრობს რომ შესანიშნავები ვართ. ჩემით უნდა იამაყო. -თავხედო. მთვრალი ხარ? - გადაიკისკისა გოგონამ, რომელსაც ალკოჰოლის სუნმა ცხვიში შეუღიტინა და ისიც საცეკვაო გაჰყვა. ჰო თქვენ ხომ იცოდით ალისიას სასმელი არ უყვარდა, სძაგდა იგი.რატომღაც ანდრეის სიმთვრალეს არ გაუღიზიანებია იგი. ოქნებ იმიტომ რომ იცოდა მის სიმთვრალეს შარი და აყალმაყალი არ მოჰყვრბოდა. ან და საიდან იცოდა? მსგავს სიტუაციაში ყოფილა ანდრეისთან? ყოფილა ნასვამი ანდრეის გვერდით და ჰქონდა გარანტია რომ ალკოჰოლი თავის სახეს არ გამოაჩენდა როგორც ამას მამაკაცების 90%-ში აკეთებს? ე.ი უნდა გაერისკა ალისიას. რა შარიც რომ მოედო და ვინმესთან ჩხუბი დაეწყო ალისიამ ფეხი უნდა დაკრას და სახლში გამოიქცეს? კი მაგრამ მას ხომ უყვარს ანდრეი. სასმელი შეძლებს ამას? ნუთუ მას შეუძლია დაანგრიოს სიყვარულით შექმნილი ოჯახი. მოუწევს ალისიას არჩევნის გაკეთება სასმელსა და ანდრეის შორის? ამის გაკეთება ხომ ისედაც უწევს 90% ქალს. აქედან კი სასოწარკვეთილი ქალები კვლავ ქმარს ირჩევენ თუმცა სასმელთან ერთად. მუსიკა ხმამაღლა უკრავდა, ყველა ფეხზე იდგა და ცეკვავდა. -არა დაღლილი ვარ და მთვრალს ვგავარ. -გაეცინა ანდრეის, რომელიც მთვრალიც ისეთივე საყვარელი იყო როგორც ფხიზელი და შესანიშნავად ცეკვავდა ვალსს. ყველა ძალიან გამხიარულდა. უკვე გვიანი იყო. საათი კარგა ხანს გადასცდა თორმეტს. ალისიამ ქურთუკში მკლავები გააყრევინა ანდრეის, შემდეგ თავადაც ჩაიცვა. ახალ გაცნობილ ხალხს დაემშვიდობა და კიბეებზე ავიდნენ. სასტუმრო ახლოს იყო ამიტომ ფეხით გავლა გადაწყვიტეს. ალისიამ ხელ-კავი გაუკეთა და მის საუბარს უსმენდა. გარეთ უჩვეულოდ თბილი ქარი უბერავდა, ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე ჰაერში უამრავი მოცეკვავე ფიფქი დაფარფატებდა. მთვარით განათებულ ქათქათა თოვლში ყოველ ნაბიჯზე თოვლის ხრაშუნის ხმა ისმოდა. ერთმანეთში არეული დიდი ზომის ფიფქები თმებზე ეცემოდა წყვილს და ლამაზ ზამთრის პეიზაჟს ხატავდა გარშემო. -ალისია მიყვარხარ -უთხრა დამტვრეული ქართულით -არა, არა -თან თითს აქნევდა უარის ნიშნად და მასთან ერთად გულიანად იცინოდა -გაკოცე. -თქვა ისევ ქართულად. -ერთი სიმღერა გამახსენდა რომელიც გერმანულად მაქვს მონასმენი. მისი ინგლისური ვერსიაც არის მაგრამ ვერ ვიხსენებ ინგლისურად რომელია. meine Augen hab ich zu, und ich denk an dich in, meinem Herzen die Zeit steht still, ich denk an Dich mein Schatz, ich vermisse Dich, und ich will ietzt bei dir zein. შემდეგ ალისიას გასაკვირად ანდრეიმ განაგრძო: ich brauche dich, bleib bitte hier bei mir. ich will nur dich. und keinen anderen sonst. ich brauche dich. so sehr. -რატომ ხარ ყოველთვის ჩუმად? -ჰკითხა ისე რომ ალისიასკენ არ გაუხედავს. კვლავ დინჯი ნაბიჯებით განაგრძობდნენ სასტუმროსკენ გზას. -ადამიანებს არ უყვართ ერთმანეთის მოსმენა ამიტომ სიჩუმეს ვამჯობინებ. ჩუმი ადამიანისგან უფრო მეტს გაიგებ მის ხასიათზე. თვალები სულის სარკეაო მართალია. სიჩუმე უფრო მეტია, უბრალოდ მოსმენა უნდა შეგეძლოს. რა საჭიროა სიტყვები მაშინ როცა თვალებს უკეთესი საუბარი შეუძლიათ. მეც როდესაც ვინმეს ვუსმენ(ზოგადად მოსმენა ძალიან მიყვარს) და მისი შეცნობა მინდა თვალებში ვუყურებ და ვხვდები ცრუობს თუ სიმართლეს ამბობს, ფიქრობს თუ არა იმაზე რაზეც მესაუბრება, გულწრფელია თუ არა მისი საუბარი, ღიმილი (ღიმილის უკან ხომ ტკივილი იმალება). ანდრეი შეჩერდა, ალისიას წინ დაუდგა, ორივე ხელი ჩაკიდა და მზერა გაუსწორა. არც ღიმილი, არც ირონია, მშრალი სახეებიით იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ახლა ანდრეი სთხოვდა ალისიას წაეკითხა მისი სახე. -გზა განვაგრძოთ -შეკითხვას თავი აარიდა და შებრუნება დააპირა ალისიამ, მაგრამ ბიჭმა ხელი ჩაავლო და შეაჩერა -სევდიანი თვალები გაქვს -თვალის კუთხეში ჩამოუსვა ცერა თითი -მაგრამ შენს თვალებში გაელვებული სხივი სიხარულს ასხივებს. -ეს იმიტომ რომ შენ მყავხარ -მორცხვად დახარა თავი. -შენი გამობურცული ტუჩები ყოველთვის გაბუტულივით გამოიყურება მაგრამ სულ იღიმის. მართალი ხარ, ყოველი ღიმილის უკან ტკივილი იმალება -ანდრეიმ ალისიას სახეზე გაკვირვება ამოიკითხა ამას საიდან მიხვდიო მან უპასუხა -როცა გიყვარს მის გულს გრძნობ, აი აქ -ალისიას ხელი გულზე დაიდო -გრძნობ? ალისია გრძობდა როგორ უცემდა გული. -მოუსმინე მას, სიჩუმე არ უყვარს და განუწყვეტლივ შენს სახელს იმეორებს "ალისია, ...ალისია" -ეს უკანასკნელი მეტად თბილად და ფიქრიანად წარმოთქვა. -არა მხოლოდ თვალებს, გულსაც ისე შეუძლია გესაუბროს როგორც ჩუმად მყოფს. საუბარში გართულები მალე სასტუმროს მიუახლოვდნენ. კარებში შესვლამდე მხრებიდან თოვლი ჩამოიფერთხეს და ამის შემდეგ ავიდნენ ოთახში. ალისიამ მანტო გაიხადა და სავარძელზე გადაკიდა. მერე ანდრეისაც დაეხმარა ქურთუკის გახდაში -აბა მოდი ახლა აბაზანა მივიღოთ, ცოტას გამოფხიზლდები. ტანსაცმელებიანად სააბაზანოში შეიყვანა იგი და ცივი წყლის ქვეშ დააყენა. -ვაიმე ცივია. -სახეზე ხელს ისმევდა და წყლის გადაშორებას ცდილობდა. -არაუშავს შეეჩვევი. -უთხრა ალისიამ და კვლავ ცივი წყლის ქვეშ შეაბრუნა. -მხოლოდ შენთან ერთად. -ხელი მოხვია წელზე გოგონას და ისიც წყლის ქვეშ მოაქცია. -ახლა კი დათბა, ძალიან დათმა. -ესიამოვნა ანდრეის და გოგონას თბილ ხელებს უსმევდა სახეზე რომელზეც წყლის წვეთებს დაედო ბინა. -მოიცადე. -მხოლოდ ამის თქმაღა მოასწრო და უკვე ანდრეისთან ერთად წყლის ქვეშ აღმოჩნდა. -გიჟი ხარ, ანდრეი ლუჩენკო გავიყინე. -ფრთხილად გამოუძვრა მკლავებიდან. -მე გაგათბობ ჩემო სიცოცხლე. -უკანვე შეაბრუნა და მაგრად მიეკრო ანდრეი ალისიას სხეულს. ორივე სველდებოდა, გაწუწულები იდგნენ გაყინული წყლის ქვეშ და მათი გულები ათბობდა ერთმანეთს. ანდრეის პერანგი ტანზე მიეკრო, როგორი განიერი მხრები აქვს. -ფიქრობდა ალისია. -მისი ძლიერი მკლავები ახლა უფრო შესანიშნავი გამოჩნდა. ალისიას თმები მოშიშვლებულ მხრებზე ჩამოჰყროდა და ჩანჩქერივით მოედინებოდა წყალი. ანდრეი სრულიად გამოფხიზლდა, ალისია წყლისკენ მიიზიდა და ტუჩებში აკოცა. -მიყვარხარ ალისია. -მეც მიყვარხარ ანდრეი. გეყოფა ცივი წყალი არ გაცივდე. ცოტა ხომ გამოფხიზლდი. -არა მე ისევ შენი სიყვარულით ვარ მთვრალი. -წაიღიღინა ანდრეიმ. -აუ ეს ისევ მთვრალია. -მოდი წყალს მოვუშვებ ისევ გადაივლე. -არა, არა ოღონდ ისევ ცივი წყალი არა, ფხიზელი ვარ ნახე? -ხელი გაუშვა ალისიას და წონასწორობა დაიკავა, მერე ეშმაკურად გადახედა და ოდნავ დაქანდა აქაოდა უკვე ფხიზელი ვარო. -ეს იატაკი მოძრაობს და იმიტომ შევბარბაცდი. -მოდი აქ მასხარა. -ხელი მოხვია ალისიამ და ოთახში შევიდნენ. მერე ორივემ გამოიცვალეს სველი ტანსაცმელი, ანდრეი საწოლში ჩაწვა, ალისიამ სველი ტანსაცმელი სააბაზანოში გაიტანა და გასაშრობად გადაფინა. -მოდი აქ საყვარელო -ლოგინზე დაადო ხელი ანდრეიმ. ალისია თმების მშრალებით შემოვიდა ოთახში, პირსახოცი სავარძელზე გადაკიდა და და საწოლში ჩაწვა. -რატომ არ გყავს ბევრი მეგობარი? -შენ ბევრი მეგობარი გყავს? -მეგობარი რომელსაც ოჯახის წევრებად ვთვლი ესენი გიგა და თამარი არიან. უნივერსიტეტშიც მყავს მეგობრები, მაგრამ არა ისეთივე როგორიც ისინი არიან. -ვიზრდებით, ვხედავთ და ვრწმუნდებით მეგობრობის სირთულეში. ყველაფერი ბავშვობაში რჩება, ნამდვილ მეგობრებს დრო გვიტოვებს. მეგობარი სულია, ცხოვრების აზრი და ცხოვრების სიმარტივე. მასთან ერთად სიცილი, ტირილი ეს ერთია. უნდა შეგეძლოს მისი მოსმენა, და სიამოვნებდეს მას შენი საუბარი. ნამდვილი მეგობარი რთულია მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრების სიმარტივეა. შეგრძნობა უნდა შეგეძლოს მისი სულის, სხეულის, ცრემლების ეს იქნება ტკივილის თუ სიხარულის. მის სახეზე შემკრთალი ნაკვთის გამოცნობაც უნდა შეგეძლოს, ჰოდა ამიტომ დრო გვიტოვებს ნამდვილ მეგობრებს. მარტივი არ არის იპოვო ნამდვილი მეგობარი, ის ვინც გულს დაგანახებს და ყოველთვის გვერდში დაგიდგება. მეგობრობა არ აიხსნება. ამას გრძნობ. გრძნობ როგორც შენიანს, შენს მეორე მეს. მეგობრობა რთულია. გყავდეს მეგობარი ეს იმას ნიშნავს რომ გქონდეს ორი გული. -ორი გული? -ორი გული. ერთი უნდა ხვდებოდეს მეორეს რა უნდა, უნდა იგრძნოს. მეგობარს დახმარება არ უნდა სთხოვო, მან ეს უნდა იგრძნოს. მგობარს არ უნდა სთხოვო ლხინში შენთან ყოფნა რადგან მან უნდა მიხვდეს როდის გილხინს.მეგობარი ეს ისეთივე ოჯახის წევრი უნდა იყო როგორც შენი ახლო ნათესავები. რთულია ცნობილმა ადამიანმა ნამდვილი მეგობარი იპოვოს. მეგობარმა იმედი არ უნდა გაგიცრუვოს. ბევრჯერ გამიცრუვდა იმედი თითქოს გემეგობრებიან არა და შენგან მხოლოდ რაღაც სარგებელი უნდათ, ზოგს წარმატება ბიზნესში, ზოგს მსახიობობა, ზოგს მოდელობა ეს კი შედარებით მარტივი მისაღწევია როცა მეგობრობ ცნობილ ადამიანთან. სამწუხაროდ ბავშვობის მეგობრებიც არ მყავს. ბავშვობაში ძალიან გვიჭირდა და ჩემთან მეგობრობა არავის უნდოდა. წარმოიდგინე ბავშვი რომელსაც ზოგჯერ გახვრეტილ ძირიანი ფეხსაცმელები ეცვა ასეთთან არავინ მეგობრობდა იმის მიუხედავად რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. სასაცილოა მაგრამ ყოფილმა კლასელებმა ახლა მომძებნეს. ბევრი საერთო გაიხსენეს ჩემთან რაც გასაკვირი არ არის და მე არ მახსენდებოდა. გულს მტკენდა ეს ყველაფერი როცა ვიღაცას სჭირდები, როცა გიყენებენ. მყავს ირგვლივ ადამიანები რომლებსაც შეიძლება მეგობარი უწოდო მაგრამ დასახმარებლად არასოდეს მივმართავ მათ რადგან მეშინია არ მიმტყუნონ და კიდევ ერთხელ არ გამიცრუვდეს იმედი. მე მყავს ოჯახი და ასევე ერთი უბრალო და გულღია ადამიანი ნეითი. მეგობარი რომელიც ჩემი ძმის რესტორანში მუშაობს. ასევე ჩემთან ყოველთვის არიან ჟურნალისტები, ყველაფერი იციან ჩემზე იმაზე მეტიც რაც მე არ ვიცი და ჯერ არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. მეგობრობას იცი რა არ უყვარს? დაცინვა, ქილიკი და ტყუილი. მაშინაც კი როცა სასაცილოს გააკეთებს საზოგადოებაში არ უნდა დასცინო მას, გულმა დამახსოვრება იცის და არ ავიწყდება.მეგობრობას მოვლა სჭიდება ისევე როგორც სიყვარულს, რაგდან მეგობრობა ეს ხომ თავად სიყვარულია. ხოლო ტყუილი ეს კლავს მას, სამუდამოდ ანადგურებს ერთი ტყუილი. შეიძლება აპატიო, არაფერი უთხრა მაგრამ შენს გულს ყოველის ახსოვდეს, ახსოვდეს და ამან უნდობლობა გააჩინოს შემდეგ ურთიერთობაში. -მომიყევი რამე შენს ბავშვობაზე. -ალისიამ ტანი აიზიდა და თავი ანდრეის მკერდზე დაადო, ანდრეიმ ხელი აიღო და თმებზე მოეფერა. -ჩემი ბავშვობა არ იყო მარტივი. ძალიან მძიმე და ტკივილიანი ბავშვობა მქონდა. ზოგს შეიძლება გაეღიმოს და ტრაგედიად არ ჩათვალოს ეს. შეიძლება ისიც თქვან ამხელა კაცი რა სენტიმენტებს აწყობსო, მაგრამ ეს დაწყებითი კლასების მოსწავლეს ვკითხოთ თუ რაოდენ მძიმეა გარიყულად ყოფნა.მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი ჩვეულებრივი ოცნებებით მაგრამ ჩვეულებრივზე ცოტა ფულით. ვფიქრობ შეუხედავიც ვიყავი რადგან როცა უფროს კლასელი გოგოები იდგნენ ეზოში ყოველთვის არჩევდნენ ბავშვებს ეს რა საყვარელიაო და ა.შ. მე არავინ მეძახდა საყვარელს, არც მეგობრები მყავდა და არც ჩემთან თამაში სურდათ. კარგად ვსწავლობდი და მათთვის ანდრეიკო მაშინ ვიყავი როცა საკონტროლო ჰქონდათ დასაწერი, ან რამე ვერ გაიგეს სკოლაში დანარჩენ შემთხვევაში მათთვის არ ვარსებობდი. ხშირად ვიყავი ავად და ჩემს მოსანახულებლად არავინ მოდიოდა. როცა გამომწერეს საავადმყოფოდან მას შემდეგ რამდენიმე დღეში ჩვენს კლასელმა ფეხი მოიტეხა და სწრაფად გაეშურნენ მის სანახავად. ცხოვრებაში პირველად გავბრაზდი მათზე და მათთან ერთად არ წავედი. დახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი ბებიას შეკერილი შარვალი რომ მეცვა. თბილი' სქელი ნაჭერი იყო, რაც მთავარია სიყვარულით შეკერილი. მერხზე გამომედო და მუხლს ზემოთ გამეხა, მაგრამ ალიონა ბებიამ ისე ლამაზად გაკერა მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა, მაგრამ აღმოჩნდა კლასში დაკვირვებულ თვალიანი გოგო და ამის გამო დამცინა. შემრცხვა და არ ვიცოდი სად წავსულიყო, ალბათ იმ წამს ვინატრე მიწა გასკდომოდა ფეხ ქვეშ და შიგ ჩავარდნილიყო. ამავე წელს იყო კლასელმა ფერადი ფურცლებით რომ დაასაჩუქრა ანდრეის კლასელები. ფურცლის ფერადმა სილამაზემ ანდრეისაც მოსჭრა თვალი და ძლივს თხოვა ერთი ცალი მისთვისაც მიეცა, ფურცლების მფლობელმა ხელები უკან წაიღო და მიახალა რომ მეტი არ ჰქონდა. ყოველთვის ოცნებობდა დამდგარიყო დრო როცა მხოლოდ გამოყენების მიზნით არავინ იმეგობრებდა მასთან, რომ დაემტკიცებინა მეგობრებისთვის მასასც შეეძლო რაღაც (თუმცა ამის დამტკიცება არასოდეს სჭირდებოდა მას. საუკეთესო მოსწავლე იყო კლასში და ცნობილს ხდიდა მასწავლებლებში. ბრაზიან და შურიან კლასელებს რა გამოლევს) და ამის დამტკიცება რამდენიმე წელში მოახეერხა. მეათე კლასში იყო როცა ჯონი ადამსი მის სკოლაში მივიდა. ფილმისთვის ეძებდა ბავშვებს. სკოლის დერეფანში მიმავალი თავდახილი ბავშვი დაინახა რომელსაც იმცროს ძმასთან მიეჩქარრბოდა. სწორედ მაშინ შენიშნა ადამსმა და გახდა ის ვინც დღეს არის. -სამწუხაროდ სკოლის გამოსაშვებ ბანკეტზე უკვე საუკეთესო კლასელი ვიყავი და გოგონები თავ-პირს იმტვრევდნენ როგორმე დამეპატიჟებინა ისინი წვეულებაზე. მე ამაზე მეცინებოდა, მაშინ ვისწავლე მომერგო მეორე ნიღაბი და პირდაპირი გაგებით იყო აფირისტი მხოლოდ მათთან. ბანკეტის გამოსაშვებ საღამოზე უკვე ღრმად მოხუცებული ალიონა ბებია წავიყვანე. მასზე უკეთესი ვინ გამიწევდა პარტნიორობას? შემდეგ ჩუმად იწვნენ საწოლზე ერთმანეთს ჩახუტებულები და არაფერს ამბობდნენ.მანამდე სანამ ანდრეიმ კითხვა არ დასვა -ბედნიერი ხარ? -ძალიან, თუმცა რაღაც მოუსვენრად ვარ -მოშიშვლებულ მკერდზე ეფერება ალისია. -მეც ანუ ძალიან ბედნიერი ვარ. შენს აღელვებასა და შიშს რაც შეეხება ნურაფრის გეშინია. მე შენს გვერდით ვარ. არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს. -იცი ანდრეი? მაშინებს ჩემი მოულოდნელი ბედნიერება, ძალიან მაშინებს. ეს თითქოს ზღაპარია, სიზმარი სადაც შემოიპარება ბოროტი ჯადოქარი, საშინელ ჯოხს ააფრიალებს და ჩემს გამოფხიზლებას შეეცდება. -ზუსტად რომ მხოლოდ შეეცდება. სადმე ალბათ ვიღაცას შურს ვიღაცის ბედნიერება. შენ კი ამ ზღაპარში ჩემთან ერთად დარჩები სიკვდილის ბოლომდე. -ანდრეი იცი? ახლა უცებ ძალიან შემეშინდა სიკვდილის. მე რომ მოვკვდე არ იტირო, არ განიცადო ანდრეი. -რას ამბობ ალისია? რა დროს სიკვდილია? შენ დიდხანს იცოცხლებ, ძალიან დიდხანს. -მაგრად მოეხვია იგი. -არასოდეს, შენ ჩემზე ადრე არ მოკვდები. ჯერ მე უნდა მოვკვდე. მე რომ შენი სიკვდილი ვნახო მოვკვდები. მეც მოვკვდები. არა ალისია. არა ვერ წარმომიდგენია შენ რომ ჩემს გვერდით არ იყო, ერთი წამიც კი ვერ გადავიტან უშენობას ჩემო სიცოცხლე. უბრალოდ ვერ გადავიტან ამას. რატომ მოგივიდა ეგ აზრი თავში, გაფანტე თავიდან და არც კი გაიფიქრო არასოდეს. —სიკვდილი ხომ გარდაუვალია? ახლა მომაგონდა შენ რომ ჩემზე ადრე მოკვდე სიცოცხლეც არ მინდა ერთი წამიც. -საერთოდ რატომ ვსაუბრობთ სიკვდილზე? სიკვდილი ძალიან შორს არის ჩვენგან, ისე შორს რომ ჩვენ ერთად დავბერდებით, ერთად გავზრდით ჩვენს შვილიშვილებსა და მათი სიყვარულით კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით. -ანდრეი იცი როგორ მიყვარს ვარდები? ძალიან მიყვარს. ვარდები ეს ყველაზე ლამაზი ყვავილია მათ შორის რაც კი ოდესმე მინახავს. მშვენიერია მისი სახე, მისი ჰაეროვანი ფურცლები, მისი შეთანხმებული წყობა ფურცლებისა. ვარდები, ფერადი ვარდები ულამაზესია მაგრამ ჩემი მშვენიერი ვარდი ფერადი ვარდია, რომელსაც ყოველი ფურცელი სხვადასხვა ფერის აქვს. ანდრეი რომ მოვკვდები ხომ მომიტან ვარდებს. ფერად ვარდებს. -რას ამბობ ალისია სიკვდილი არ ახსენო. -არა. ახლა არა საერთოდ, რომ მოვკვდები ხომ მომიტან ანდრეი ფერად ვარდებს? ხომ იცი რომ ძალიან მიყვარს იგი. ხშირად თუ არა იშვიათად მომიტანე ანდრეი, ზამთარშიც მომიტანე. ხომ მომიტან? მითხარი ანდრეი. ამ ქვეყნად ყველა ყვავილზე მეტად ვარდები მიყვარს. როცა შემეძლო ყოველთვის ვყიდულობდი. შენც ხომ მომიტან ფერად ვარდებს როცა შეძლებ ხომ მომიტან ანდრეი? -მოგიტან. -რომ ვერ გადააფიქრებინა მის მიერ აკვიატებული სულელური აზრი დასთანხმდა და თავზე აკოცა. -ლურჯი კესანეც მომიტანე, გვირილა და ასტერიც. რომ მოვკვდე ხომ იცოცხლებ, დიდხანს იცოცხლებ ანდრეი. ჩემი სიყვარულისთვის უნდა იცოცხლო. გესმის ანდრეი? -ალისია. -შეშფოთებული საწოლზე წამოჯდა იგი და ალისიას თვალებში ჩახედა -რა მოგივიდა ახლა ალისია? რა ბზიკმა გიკბინა? . -ანდრეი დამპირდი. -ჩაბჟირდა გოგო. -გპირდები. -მპირდები? -გპირდები ჩემო სიცოცხლე. ახლა კი აღარასდროს გესმის? არასოდეს ილაპარაკო სიკვდილზე. შენ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებ ჩემს გვერდით. -თავზე ძლიერად აკოცა და მოეხვია. ალისიას შიში და დაძაბულობა მოეხსნა. საძულველ სიკვდილზე წამით აკვიატებული ფიქრი უმალვე გაფანტა თავიდან. -თუ სხვა ქალი გამოჩნდება თმით ვითრევ მას, არა მოვკლავ. -ალისია გეყოს. უკვე მაშინებ. -კარგი ვხუმრობ. -რა კარგია შენს გვერდით ყოფნა. -ქმრისკენ გადაბრუნდა და მასთან ჩახუტებულს ტკბილად ჩაეძინა. *** -წადი ლუკას პატარა გაიქეცი შენს ოთახში. -ბავშვს, რომელიც ხელში ჰყავდა აყვანილი ბენს, პაწაწინა ხელები მაგრად დაუკოცნა და ოთახში გაუშვა. -თითქმის ღამის 2 საათია უკვე. -დაღლილობა იგრძნო ემილიმ და ფეხსაცემელები შესასვლელში გაიხადა, იქვე ლამაზად დადო და ბენთან ხელ-კავით და ფეხშველა ფეხით აუყვა კიბეებს საწოლი ოთახისკენ. -თამარისთვის და გიგასთვის ხომ არ დაგვერეკა რომ ჩამოსულიყვნენ? ეს უკანასკნელნი ქორწილის მეორე დღეს დაბრუნდნენ სახლი. -როგორი მხიარული და ჭკვიანი ახალგაზრდები არიან. -ოთახის კარები შეაღო ემილიმ. ბენმა შუქი აანთო და ქურთუკი კარადაში შეინახა. ისინი გვიანობამდე საქველმოქმედო საღამოზე იყვნენ რომელიც უპატრონო ბავშვების დასახმარებლად იმართებოდა. საქველმოქმედო საღამო კი ერთადერთია რომელიც წყვილს ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ყოველთვის ცდილობენ წავიდნენ იქ, დაეხმარნონ ყველას ვისაც კი სჭირდება დახმარება. დღესაც ამ ულამაზესმა წყვილმა ბავშვების დასახმარებლად 50 000 ამერიკული დოლარი გადარიცხეს, ასევე 50 000 ათასი ამერიკული დოლარი ანდრეის სახელით გადარიცხეს, რადგან იგი ყოველ თვე ეხმარებოდა მათ და სანახავადაც ხშირად დადიოდა მათთან. -ბენ როდის მიდიხარ შვეიცარიაში? -შავი მოკლე კაბა ქვემოთ ჩააცურა ემილიმ, მერე ხელში აიღო და საკიდზე ჩამოკიდებული კარადაში შეინახა. მისი უნაკლო სხეული ლუკასის გაჩენის შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურება. -ალბათ მალე. ბერნში მაქვს შეხვედრა. -მიხარია. -ბენის წელ ზემოთ შიშველ სხეულს ჩაეხუტა ემილი, წელზე ხელი მოხვია და ტუჩებზე დაეკონა. ბენს აღარაფერი უთქვამს, ვნების მორევში ჩაძირულმა სიამოვნებას მისცა თავი. *** ყინვაშიც კი საოცარ სიხალისეს და ბედნიერებას ანიჭებს ჰაერში მოფარფატე ფიფქრები. სციოდეს მაგრამ სულ თოვდეს მაინც. ყველა გარბი გამორბის, ის კი გიჟი თოვლზე შეყვარებული ერთი უბრალო გოგო დგას და გაკვირდებული უცქერს მათ, ნუთუ ამ სილამაზეს გაურბიან ისინი? სურს იაროს უსასრულოდ ყინვიან გზაზე. ისუნთქოს სუფთა ჰაერი, სურს შესცივდეს ზამთრის სუსხისგან და ბუნების ლამაზ გარემოსთან ერთად ანდრეის თბილი ხელები ათბობდეს. რა არის იმაზე მეტი ბედნიერება -ფიქრობდა ალისია - როცა ხარ სადღაც მთებში, იქ სადაც არავინაა ჩვენს გარდა. იქ სადაც მხოლოდ სითეთრე სჭარბობს ბუნებას, სადაც თოვლით დაფარული მთები და თოვლში ჩაფლული სახლები დგას სითბოთი და სიყვარული გაჟღენთილი. ბუხარი რომლის გვერდით ლამაზად მორთული ნაძვის ხე დგას, ხოლო ბუხართად კი მხოლოდ მე და ის. მის ძლიერ მკლავებთან ჩახუტებული, როცა მისი სხეულის სითბო მათბობს, მისი ძლიერი მკლაები მიცავს და მისი სუნთქვა მესმის. მთელი ცხოვრება მასთან ერთად. დღითი დღე უფრო მეტად იზრდებოდა მათი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ეცნობოდნენ ერთმანეთის დადებით და უარყოფით თვისებებს. ერთ-ერთ საღამოს თბილად ჩაცმული ცოლ-ქმარი ბერნის ქუჩაში სეირნობდა. ცა მოიქუფრა. ღრუბლები ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისე როგორც 90-იანებში შეჯგუფდებოდნენ ქუთაისში ტყავის ქურთუკებში ჩაცმული ახალგაზრდები და ყოველდღე სხვა და სხვა მიზეზით რომ ჰქონდათ გაწევ-გამოწევა და თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს. ასე აპირებდნენ ღრუბლები ერთმანეთში. იფიქრებდით ქუთაისელ ძველ ბიჭებს თავის შეკავებაში აჯობა თავსხმა წვიმამ და გადიაიარაო რომ ისეთი სიძლიერით გაანათა ელვამ საღამო დილას მოგაგონებდათ. მას კი მოჰყვა შემზარავი ჭექა-ქუხილი რომელმაც აშკარად შეაკრთო ალისია, ლამის გული გაუსკდა გოგოს, გველნაკბენივით შეხტა და ანდრეის მიეწება. შეშინებული თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და ანდრეის სხეულზე ეძებდა შვებას. ბიჭი მის მკერდზე იკრავდა გოგონას და თავზე ხელის გადასმით უყვავებდა. შუა ქუჩაში იდგნენ ასე ერთმანეთზე აწებებულნი, ანდრეი ნაბიჯის დაძვრასაც ვერ ახერხებდა. სასაცილოდ ჰყავდა აკრული სხეულზე ალისია, თანაც გოგონა კვლავ განათებისა და შემდეგ მოსალოდნელ ჭექა-ქუხილის მოლოდინში სახე დამანჭული და სუნთქვა შეკრული იცქირებოდა. ისე წვიმდა თითქოს ციდან გადმოაპირქვავეს წყალი და დედამიწის შეცოდებას არ აპირებდა, წალეკვას ლამობდა მისას. შესანიშნავი კაშკაშა დილა გათენდა, ისეთი საღამომდე რომ იქნებოდა და არ შეიცვლებოდა. ოდნავ სუსტი ნიავი ჰქროდა. უკვე 10 საათზე წუხანდელი ნათოვარი, რამდენიმე სანტიმეტრით მომატებული ქათქათა თოვლი იწონებდა თავს, რომელზეც მზის სხივები ათინათად ბრჭყვიალებდნენ გზაზე დატკეპნილი თოვლის ზედაპირზე. გაღვიძებული ანდრეი თვალდახუჭული ხელის მოძრაობით საწოლში ალისიას ეძებდა.იქ რომ არ დახვდა თვალები გაახილა. -ალისია სად ხარ? -აქ ვარ საყვარელო. -გამოსძახა სამზარეულოდან. -ასე ადრე რატომ ადექი? -თვალების ფშვნეტით წამოჯდა საწოლზე. -სიურპრიზს გიკეთებ, ხომ გშია? -ძალიან. -მაშინ ადექი. -რას აკეთებ? -ტრუსის ამარა საწოლიდან ჩამოდგა ფეხები ანდრეიმ, იქვე საწოლთან დადებულ ჩუსტებს გაუყარა ფეხი. -ეს საიდუმლოა. გპირდები უგემრიელესეა. ანდრეის ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს. იგი პირდაპირ სააბაზანოში შევიდა, რამდენიმე წუთში უკან გამოსულმა კი შავი ჯინსის შარვალი, თეთრი მოკლე მკლავიანი მაისური და შავი ფეხსაცემელები ჩაიცვა. მზად ყოფნაში მყოფნა საწოლის პირდაპირ ბუხართან პატარა მაგიდა მიაჩოჩა. ზედ თეფშები და ჭიქები დააწყო. ამ დროს ალისიაც გამოვიდა წინსაფარ აფარებული და ცხელი ჩაი შემოიტანა, ჭიქებში ჩამოასხა და ჩაი დააყენა. -შენ დაჯექი, მე ახლავე მოვალ. -ურჩია ანდრეის. -რა კარგი სუნია? -მადიგასთან მჯდარმა თვალი სამზარეულოსკენ გააპარა. - -ამას ხაჭაპური ჰქვია. -დიდი თეფშით დაჭრილი ხაჭაპური შემოიტანა გოგონამ რომელშიც იმდენი ჩაერთო გარეთ გადმოდიოდა და სასიამოვნო არომატს სტოვებდა. შეპუწკუნებული ხაჭაპურის თეფში მაგიდაზე დადგა ალისიამ და თავადაც მიუჯდა ანდრეისთან ერთად. -ეს ქართული კერძია, სხვაგან არ აკეთებენ. ამას მხოლოდ საქართველშო ამზადებენ. მისი სახელი არ ითრგმნება არცერთ ენაზე. ასე ჰქვია ხაჭაპური. -განუმარტა ალისიამ და ერთი ნაჭერი გადაუღო ქმარს. -ხაჩაფური? -გაიმეორა ანდრეიმ. -ჰო ხაჭაპური. -ტუჩზე ღიმილი აუკიაფდა. -რატომ იცინი? -მოჩვენებითი წყენით ჰკითხა ანდრეიმ. -არ დაგცინი. უბრალოდ უცხოელის ნათქვამი ხაჭაპური ცოტა სასაცილოდ ჟღერს. ყველა უცხოელი ასე ამბობს. არ გეწყინოს -ისევ გადაიკისკისა ალისიამ. -ხაჩაფური. ხაჩაფური -იმეორებდა განუწყვეტლივ, თან ერთი ნაჭერი კიდევ გადაიღო, ჩაისთან ერთად დააგემოვნა და მეტად ნასიამოვნები დარჩა. -რა გემრიელია. რისგან მზადდება? -დაინტერესდა იგი. -ყველისგან და ცომისგან. ცომში უნდა ჩაურთო ყველი და შემდეგ ღუმელში უნდა გამოაცხო. -ძალიან მომწონს ხაჩაფური, შეგიძლია ხშირად გააკეთო? -რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ამას არ დაგაჯერებ, უამრავ ქართულ კერძს შემოგთავაზებ. -რამდენი ვჭამე. -მეხუთე ნაჭრის ჭამა დაასრულა მან და ჩაის მოსვა. -შეგერგოს, მიხარია რომ მოგეწონა. -არ გინდა მასწავლო როგორ მზადდება? -სთხოვა ანდრეიმ. -მართლა გაქვს სურვილი? -თანაც ძალიან, მოდი დღეს საღამოს მოვამზადოთ. -თვალებში მუდარა ეხატებოდა. -კარგი.-ჩაის მოსვა ალისიამ და ჭიქის ზემოდან გამოხედა ანდრეის მხიარული ღიმილით. ბუხრიდან შეშის ტკაცუნის საამო ხმა ისმოდა. საუზმობას მორჩნენ. ანდრეიმ გადაწყვიტა ალისიას დახმარებოდა და მაგიდა ერთად აელაგებინათ მაგრამ მან არ დაანება, ტელევიზორთან დასვა, თავად კი საქმიანობას შეუდგა. -ალისია დღეს სად წავიდეთ? -მისკენ შებრუნდა ანდრეი. -შენთან ერთად ყველგან კარგია. თუ გინდა დღეს არსად გავიდეთ. რაიმე კარგი ფილმი ვიპოვოთ და მას ვუყუროთ. -საწოლზე მიწვა იგი. -ბედნიერი ვარ. -მეც -სავარძლიდან წამოდგა და ალისიას მიუწვა გვერდით. -რა კარგია შენს გვერდით ყოფნა. -ოდნავ აიწია მაღლა გოგო და ანდრეის გულზე დაადო თავი. მერე მაღლა ახედა და თითები სახეზე დაუსვა. -ჩემო სიცოცხლე. -ალისიასკენ დაიხარა იგი და ცოლს შუბლზე ეამბორს. მერე ორივე ხელი მოხვია და მასთან ერთად მილულა თვალები. მალე ორივეს ჩაეძინათ. -ალისია გძინავს? -რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ, ახლად გამოფხიზლებულმა ანდრეიმ ფრთხილად შეახო ალისიას ხელი მკლავზე და მისი გაღვიძება სცადა. -აღარ -თვალების ფშვნეტით გადაბრუნდა ანდრეისკენ -რა არის? -ადექი ხაჩაფური უნდა გამოვაცხოთ. -ანდრეი. -გაეღიმა ალისიას. -მართლა გაქვს ამის სურვილი? -როგორ არა, მე ავდგები და შენც ადექი მალე. -ანდრეი საწოლიდან წამოდგა. სამზარეულოში გასულმა წითელ და თეთრ ფერებში მორთული წინსაფარი გაიკეთა და იევ ოთახში დაბრუნდა. ალისია მომღიმარი სახით ისევ საწოლში ნებივრობდა. -რატომ იცინი? -გაეცინა მასაც. -ძალიან გიხდება. -უთხრა და საწოლიდან წამოდგა. -შენ კი ღიმილი გიხდება საოცრად, თანაც დიახ მე ხომ ყველაფერი მიხდება. -შეიფერა მან. ორივენი სამზარეულოში გავიდნენ, ალისიამაც გაიკეთა წინსაფარი და თმები მაღლა აიწია. შემდეგ სამზარეულოს კარადიდან ფქვილი გადმოიღო, თბილ წყალთან და ყველთან ერთად დადგა მაგიდაზე. ანდრეის მიერ მიწოდებულ ჯამში პურის ფქვილი ჩაყარა. -მოიცადე მე გავაკეთებ. -ხელები გაინთავისუფლა ანდრეიმ. -შენ კი მასწავლე როგორ გავაკეთო ეს. -თბილი წყლით ხელები გადაიბანა და მაგიდასთან ალისიას გვერდით დაიკავა ადგილი. -კარგი მე ცოტ-ცოტა თბილ წყალს ჩამოგისხამ ფქვილიან ჯამში. დარწმუნებული ხარ რომ გინდა ამის გაკეთება? -სრულებით. -კარგი. ნელ-ნელა მოზილე ცომი, მაგრამ მანამდე ცოტა საფუარი და მარილი დავამატოთ. -ალისია ასეც მოიქცა. ანდრეიმ ყველაფერი ერთად აურია და ნელ-ნელა წყალთან ერთად მოზილა. -ამას როგორ ერევით გოგონები. -ძლიერად ზელდა. -თანდათან დარბილდება. -მოდი ჩაგეხუტო. -ცომიანი ხელები გაშალა ანდრეიმ და ალისიასკენ გაიწია. -ნწ. -თითი დაუქნია გოგონამ. -ბოლოს ცომს ტილო გადააფარეს. -ეგ რა საჭიროა? -ხაჭაპური გემრიელი რომ იყოს და ცომი არ დარჩეს ეს უნდა ამოვიდეს. ცომის ამოსვლამდე ანდრეიმ სველი ხელები გაიმშრალა და ყველის გახეხვას შეუდგა. ამოსული ცომისგან რამდენიმე გუნდა გააკეთა, წინასწარ გამზადებული ყველი ჩაურთო შიგ და მის გაბრტყელებას შეუდგა. შემდეგ იგი ჟარონაზ გადაიტანა, ცოტათი იქაც გააბრტყელა და დენის ღუმელში მოათავსა. -ესეც ასე. -თქვა ანდრეიმ და ხელის დაფერთხვით ფქვილი ალისიას შეაყარა. -მოდი ჩემთან. -ალისიასკენ დაიხარა და ჩაეხუტა. -როგორ მოგწონს? ახლა ორივენი გაფქვილულები ვართ. ორივენი იცინოდნენ. ანდრეი სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო. ამ დროს ერთი ხაჭაპური გამოიცხო. მეორეს გამოცხობის პროცესში ალისიამ მოასწრო სააბაზანოში შესვლა და წყლის გადავლება. მათ უკვე 4 ხაჭაპური გამოაცხვეს. საღამოს 7 საათი იყო. სპორტულად ჩაცმული ცოლ-ქმარი სავახშმოდ გაემზადმნენ. ალისიამ ოთახში მდგარ მაგიდაზე ლამაზი თეთრი თეფშით ხაჭაპურის რამდენიმე ნაჭერი დადო და ჩაის ჭიქით ხელში სკამზე ჩამოჯდა. -ხვალაც გამოვაცხოთ? -მაგიდასთან დაჯდა ანდრეიც და ხაჭაპურის ერთ ნაჭერი გადმოღო. -შეგვიძლია გავაცხელოთ. ისევ ისეთი კარგი იქნება. ვაღიარებ როდესაც მე გამოვაცხვე პირველად ასეთი გემრიელი არ იყო. -ბოლო ლუკმაც შეჭმა ალისიამ და ხაჭაპურის გემოთ ნასიამოვნებმა გემრიელად ჩაიტლიკა ტუჩები. -ხვალ ბენსაც ვაჭამოთ, აღარ იტყვის მხოლოდ ჭამა იციო. არ გეძინება უკვე? მე დავიღალე. -საზურგეს მიაწვა ანდრეი. -კი მაგრამ ჯერ მაგიდას ავალაგებ. -კარგი მოგეხმარები. მაგიდა სწრაფად მიალაგეს. ტანსაცმელი გამოიცვალეს და საწოლში ერთმანეთთან ჩახუტებულებს ტკბილად დაეძინათ. დილის რვა საათი იქნებოდა. მზე ადრიანად ამოსულიყო და უკვე გათენებისას ფანჯრებს გადაშორდა. ოთახი ხმაურიანი და შემზარავი სიბნელით აივსო. ჭექა-ქუხილი და მისი გამაყრუებელი ხმა შემზარავ სურათს ხატავდა. ფანჯრებში შემოსული შემაძრწუნებელი ელვის ნათება დასწოლოდა საწოლ ოთახს, ეს ისეთი მოულოდნელი და შემზარავი სურათი იყო აუცილებლად შეაკრთობდა ყველაზე უშიშარ და ძლიერ ადამიანს. გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი და წვიმის წვეთებში გარეული თოვლის ფიფქები კვლავ ჯიღად აგრძელებნენ თითქოს სპეციალურად მოწყობილ დრამას, დრამას სადაც მაყურენელნი მოსაწვევის გარეშე იყვნენ დამსწენი და ძალდატანებით სახლი ფანჯრებს ამოფარებულნი შესცქეროდნენ შემზარავ სურათს. აღფრთოვანება არსაიდან იყო, მხოლოდ შიში, შიში და ძრწოლვა იყო გამეფებული. თითქოს და სადღაც მსხვერპლი უცილობლად მოჰყვებოდა. დრამის ყურების მსურველნი არავინ იყო მაგრამ მათდაუნებურად მაინც მაყურებელთა რიგებში იკავებდნენ ადგილს. ჯერ კიდევ ბედნიერება აქვთ იმათ ვინც ტკბილად განაგრძობენ ძილს თბილ საწოლსა და საყვარელი ადამიანის გვერდით. აღარ იყო დილის ნათება და მზის სხივებით გაკაშკშებული ცა, ოთახი სადაც ფანჯრებში აღწევდა სხივებიდა საწოლის წინ ეცემოდა იატაკზე. აღარც ჩიტების ჟღურტული ისმოდა და არც ქარის სუსტი ქრქროლვა. ქარი ისე ჰქროდა როგორც გამძვინვარებული კინგ-კონგი, თითქოს ძირიანად მოაგლეჯდა ხეებს. აღარ იყო ჟრუანტელი სასიამოვნო დროის გატარებისა ზამთრის თოვლიან ბუნებაში. კიდვ ერთი მძვინვარე და გამაყრუებელი ჭექა-ქუხილის ხმა და ანდრეის გაეღვიძა. საათი უკვე 9-ს უახლოვდება. მზერა დილისათვის შეუფერებელ სიბნელეზე შეაჩერა, სადაც შთაბეჭდილება ისეთი იყო თითქოს საღამოვდებოდა უკვე. ცუდი ამინდის გამო უღიმღამოდ მოექუფრა სახე, ძილბურანში მყოფმა თავზე ხელი გადაისვა და მყისვე ალისიასკენ შეაბრუნა თავი ჭექა-ქუხილის ხომ არ შეეშინდაო, მაგრამ ალისია საწოლში არ დახვდა. -ალისია -გასძახა საბაზანოსკენ და საწოლზე წამოჯდა. -ხმა არსაიდან იყო. "სად არის ნეტა?" გაიფიქრა და საწოლის გვერდით მდგარ კომოდზე გადასწია ხელი სადაც მაგიდის საათს დახედა. 09:15 წუთია. საათი იქვე ჩამოდო და ახლახანს აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. -ალისია? -........... -აჰ ბრაიან შენ ხარ? - ნამძინარევი ხმით უპასუხა, იმედგაცრუებულმა თვალები დახუჭა და სახეზე ხელი აისვა. -........... -დიახ, ახლა გავიღვიძე, ის კი საწოლში არ დამხვდა. კარგი გელოდები. -ანდრეიმ ტელეფონი საწყის მდგომარეობას დაუბრუნა. იგი დაფიქრდა თუ სად უნდა წასულიყო ასე ადრიანად ალისია და მოაგონდა რომ ლუკასის საჩუქრისთვის გავიდოდა. ფიქრებში გართულმა საწოლიდან ერთდროულად ჩამოდგა ორივე ფეხი, მერე ჩუსტებში გაუყარა და პირველ რიგში საწოლი გაასწორა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა, უკან გამოსვლისას უკვე 10 საათი ხდებოდა. ბნელი ნათება გადაშორდა ცას და ძლიერმა წვიმამ განაგრძო ხეტიალი. სააბაზანოდან გამოსული გაკვირვებული აცეცებდა თვალებს. გაუკვირდა ალისია ჯერ კიდევ რომ არ დახვდა მოსული. ჩაცმას შეუდგა. შავი შარვალი და მუქი ლურჯი მაისური ჩაიცვა. ფეხზე ზოლიანი თეთრი კედები. მაჯის საათი აიღო და ხელზე მოირგო. -ეს რა არის? -ლარნაკში, რომელშიც რამდენიმე ცალი ვარდი იდო, მის წინ ორად გაკეცილი ფურცელი შენიშნა, გაკვირვებულმა ხელში აიღო, გაშალა და კითხვა დაიწყო. მგპნი სახეზე გაფითრა. "ანდრეი მაპატიე, მე შენგან წავედი. მოდი პირდაპირ გეტყვი აღარ მიყვარხარ." -გული აუფრიალდა, მუხლები და ხელები აუკანკალდა და გაოგნებისგან გონება დაებინდა. გარეთ კვლავ კოკისპირულად წვიმდა. საკუთარ თავში ძალა მოძებნა, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა და კითხვა განაგრძო. "-ვხედავდი როგორ გიყვარდი და მეცოდებოდი ამ სიყვარულის გამო." -კვლავ გაისმა გულისწამღები გრუხუნი განსხვავებით იმისა რომ გაორმაგებული ძალით უტევდა დედამიწას. ახლა ანდრეის გულშიც იგივე ხდებოდა. საოცარი ქარიშხალი და ქარბუქი დატრიალდა ერთად, მასში შთაინთქა ანდრეის შინაგანი ორგანოები და ერთი მეორეს მიყოლებით ინაცვლებდა წარსულის მოგონებები მის თავში და ერთმანეთის შეჯახებით თავში ძლიერ ტკივილებს იწვევდა და განიცდიდა"-შენ ჩემი ტვირთი ხარ. არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ ვიცი სხვისგან გაიგებ, შემიყვარდა ჩემი ასაკის ბიჭი შენგან განსხვავებით ის ნამდვილად არის ამერიკელი. ამ წერილს რომ წაიკითხავ მე უკვე მასთან ერთად შორს ვიქნები. არ მომძებნო, მაინც ვერ მიპოვი. მაპატიე მაგრამ არ მიყვარხარ და შენთან ცხოვრებაც მომბეზრდა. " ალისია" უცებ მის სულში ალისიას გარეშე ცხოვრების შიშმა იფეთქა. თვალებს ცრემლები მოადგა. ძალა გამოცლილს მაგრად ჩაებღუჯა წერილი ხელში და დაბინდული თვალები მისთვის არ მოუშორებია ის დაეშვა ძირს ჩაიმუხლული. ცრემლები სახეზე ჩამოსდის. ტირის ყველაზე ძლიერი სულის ადამიანი. არ იცის ეს რაა. თვალები ებინდება, ყველაფერი ერთად ატკივდა საფეთქელი, შუბლი, თვალები, თითოეული კუნთი, ყველაფერი რისი ტკივილიც შეიძლება, გული ატკივდა სული ატკივდა. თითოეული ძარღვი ფეთქავდა სხეულში. მისი ხელი ცივი იყო როგორც ლოდი. საფეთქელთან სისხლის დენა შეუჩერდა, სული შეეგუბა, სისხლი გაეყინა ძარღვებში. დანისლული თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა, ცრემლი ტკივილის, რომელიც ბავშვობის შემდეგ არ უგრძვნია. მერე ცოტა აუშვა, სისხლიც ამოძრავდა და აფორიაქებული მზერით თვალები წერილს მოაშორა. თავი ნერვიულად, მაგრამ ღონივრად დაიჭირა და ახლა სურათზე გამოსახულ ეიფელის კოშკს გაუსწორა თვალი. ლამაზი თვალები შიშისგან გაუფართოვდა, ხელები გველნაკბენივით გაეშვა წერილისთვის. გული აემღვტა, თვალზე ბინდი გადაეფარა. ტყვიასავით ჩაესმოდა ყურში "არ მიყვარხარ" "ტვირთი ხარ" და ვერ ხვდებოდა რას შეიძლება გულისხმობდეს სიტყვებში. აჩრდილივით დაესია ფიქრები. -ალისია ხუმრობს. -ძლიერი ნებისყოფა მოიხმო და თავშეკავებით ფეხზე წამოდგა. კომოდიდან ტელეფონი აიღო და დაურეკა. გამორთული ჰქონდა. "როდემდე გადაწყვეტ ჩემს გამასხარავებას" "დაგელოდები სადამდეც გინდა, დაგელოდები ალისია. " |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.