შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 10


14-11-2016, 13:48
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 743

მთელი ღამის განმავლობაში, ნათურის შუქით სუსტად განათებულ ოთახში, კედელზე მიყრდნობილი ვიჯექი, თავი მუხლებში მქონდა ჩარგული და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ მეთქვა ახვლედიანისთვის, ვინ იყო დამნაშავე მის მოჩვენებით სიგიჟეში და რატომ მოხდა ეს ყველაფერი.
გონებაში ამოტივტივებული წინადადებები, წარმოსახვით თეთრ ქაღალდზე იწერებოდა და საბოლოო ტექსტის არმოწონების შემთხვევაში აგრეთვე წარმოსახვით სანაგვე ყუთში იყრებოდა. ასე მეორდებოდა საათების განმავლობაში. მცდელობას მცდელობა მოსდევდა, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანდა. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ლეოს ამ ამბავს ჯერჯერობით ვერ ვეტყოდი და ვცადე მთელი ეს გაბნეული ფიქრები თვალების მაგრად დახუჭვით ერთიანად მომეშორებინა თავიდან. გამომივიდა . . .
გონება სხვა რამეზე გადაერთო და მხოლოდ ახლა გავხედე საძინებლის მარჯვენა კედელზე ამოჭრილ ფანჯარას. ცის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით უკვე კარგა ხნის გათენებული უნდა ყოფილიყო.
ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და ლეოს საწოლს მივუახლოვდი. კვლავ იმავე პოზაში ეძინა, როგორც თავდაპირველად. გვერდიც კი არ უცვლია. ალბათ გუშინ საკმარისზე მეტი დალია. ჩემი ვარაუდით კიდევ დიდხანს ვერ მოფხიზლდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სახლში წასვლას არ ვაპირებდი. მასთან დალაპარაკება მინდოდა, თუმცა არ ვიცოდი რა იქნებოდა სასაუბრო თემა. ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მინდოდა ყველაფერი ამწუთასვე ამეხსნა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. ჩემ ქვეცნობიერს ეშინოდა, რომ იგი პატიებას ვერ შეძლებდა და საშინელ ადამიანად მოვეჩვენებოდი. ყველაზე მეტად კი ის არ მინდოდა, გაბრაზებულზე ხელი ეკრა და თავისი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოვეშალე. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ეს უკანასკნელი საკმაოზე მეტად მთრგუნავდა, ამიტომ ყველანაიარად ვეცდებოდი მსგავსი რამ არ მომხდარიყო.
სანამ ლეოს ეძინა ოთახიდან ფრთხილად გამოვედი და გეზი პირდაპირ მისაღები ოთახისკენ ავიღე. მინდოდა მის გამოფხიზლებამდე იქაურობა ცოტათი მაინც მომეწესრიგებინა. ამისთვის საკუჭნაოდან პატარა მუყაოს ყუთი ამოვიტანე და ნამხვრევების შიგ ჩაყრა დავიწყე. საკმაოდ დიდხანს მოვუნდი. ალბათ იმიტომ, რომ ახვლედიანს ოთახში გაუტეხავი ფაქტიურად არაფერი დარჩენია. ამის გაცნობიერებამ კიდევ ერთხელ მაგრძნობინა თავი საშინელ ადამიანად. რატომ? იმიტომ, რომ მე უდანაშაულო ადამიანი დავსაჯე, ცხოვრება ავურიე და საბოლოო განადგურების პირას მივიყვანე. დღეიდან ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი . . .

როგორც კი დალაგებას მოვრჩი ჩემი მობილური მოვძებნე, სანდროს ნომერი ავკრიბე და გაბმული ზარის მოსმენის პარალელურად წინ და უკან დავიწყე სიარული. დაახლოებით ოცი წამის შემდეგ მიპასუხა. საკმაოდ დაღლილი ხმა ჰქონდა, რომელშიც მოუთმენლობაც ბლომად იკითხებოდა.
-სანდრო სად ხარ? -ამ კითხვით დავიწყე საუბარი და პასუხის მოლოდინში გავირინდე
-მეგობართან რა მოხდა?
-სალაპარაკო მაქვს, შეგიძლია მაგ მეგობარს ცოტა ხნით მოშორდე და სხვა ოთახში გახვიდე? -მაშინვე მივხვდი, რომ გოგოსთან იყო და წინასწარ თადარიგი დავიჭირე, რომ მას ჩვენი საუბარი არ გაეგონა
-კარგი ახლავე
მერე რაღაც ბგერები შემომესმა, მათგან უკანასკნელი კარის გაჯახუნებას გავდა აქედან ორ წამში კი სანდროს ხმაც გავიგე.
-მარტო ვარ რა ხდება?
-ლეოს უნდა შეეშვა, იგი უდანაშაულოა -ჩუმად წარმოვთქვი ეს სიტყვები და თვალი ახვლედიანის ოთახისკენ გვაპარე. გადავამოწმე, რომ ნამდვილად არავინ მისმენდა და კვლავ განვაგრძე -წუხელ ღამით ჩემი ძველი მეგობარი ვნახე, ყველაფერში გამარკვია. დანარჩენს სახლში მოგიყვები
-მიხარია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვედი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენში ჩასახლებული დემონი თანდათან გარეთ გამოდის -კმაყოფილება შევნიშნე მის ტონში
-ოდესმე მაინც მომიწევს ლეოსთვის ყველაფრის თქმა და სიმართლე გითხრა მეშინია მისი რეაქციის. სანდრო რა გავაკეთო?
-ჯერჯერობით ნურაფერს იზამ. მოდი ეს ღამე მთლიანად ჩვენ გამოსამშვიდობებელ წვეულებას მივუძღვნათ
-გამოსამშვიდობებელ წვეულებას?
-ჰო, ბაბი. შენ მითხარი, რომ ამ საქმეს შევეშვა. დრო დადგა ჩვენი გზებიც გაიყაროს. მოკლედ ცხრა საათისთვის ბარში დაგელოდები, მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი. ეცადე არ დააგვიანო კარგი? ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია
-არ დავაგვიანებ -თვალზე ცრემლი მომადგა და ყურმილი დავკიდე. საშინლად მწყდებოდა გული იმაზე, რომ მეტრეველს მალე ვეღარასოდეს ვნახავდი, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ისტორია ზუსტად აქ უნდა დასრულებულიყო . . .

8 8 8
ლეოს დაახლოებით ორი საათისთვის გამოეღვიძა. ამ დროს მე დივანში მოკალათებული, დროის გაყვანის მიზნით რაღაც ფილმს ვუყურებდი, მაგრამ როგორც კი ნაბიჯების ხმა გავიგე ტელევიზორი მაშინვე გამოვრთე და ფეხზე წამოვდექი.
-უკვე გღვიძავს? -მისკენ წავედი, თუმცა იმწამსვე გავჩერდი, რაწამსაც ხელის აწევით მანიშნა ახლოს არ მოხვიდეო
-კიდევ აქ რატომ ხარ? -სრულიად უემოციო იყო მისი ტონი
-ლეო ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებდი
-ოთახი შენ მიალაგე? -მზერა ირგვლივ მიმოატარა, შემდეგ კი ისევ მე გამომხედა
-ჰო რაღაცეები მოვაწესრიგე სანამ შენ გეძინა
-გმადლობ, ახლა კი წადი -თქვა მან და მაცივრისკენ გაემართა
-გთხოვ ამას ნუ ამბობ
მიუხედავად იმისა, რომ ზურგით იდგა და ჭიქაში ფორთოხლის წვენს ასხამდა მაინც შევნიშნე როგორ აუცახცახდა მხრები ნერვიულობიგან, ამიტომ გადავწყვიტე მასთან უფრო ახლოს მივსულიყავი.
შემობრუნდა და თვალებში ჩამაშტერდა. ვხვდებოდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დაბნეულობისგან სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
-მინდა დგეხმარო და არ მიგატოვებ -მისი დუმილით ვისარგებლე და კვლავ მე ავლაპარაკდი -დღეიდან ასეთი რამეები აღარ დაგემართება, ამის გარანტიას გაძლევ
-გარანტიას მაძლევ? -სიცილი აუტყდა -ბაბი ნუ ხარ ასეთი ოპტიმისტი. გუშინ ნანახი საკმარისი არ აღმოჩნდა რათა დარწმუნებულიყავი, რომ ნამდვილი გიჟი ვარ? იმის ნახევარიც კი არ იცი რაც ჩემს თავს ხდება, მაგრამ არაუშავს ყველაფერს ახლავე გეტყვი -ამ სიტყვებით სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო, ხელები გულზე დაიკფრიფა მზერა კი, კვლავ ჩემი თვალებისკენ მიმართა-მოკლედ ღამით ჩემს სახლში ნამდვილი საშინელებათა ფილმის სპექტაკლი იდგმება, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ. მესმის ხმები, რომელიც მხოლოდ მე მესმის და სხვას არავის, მირეკავს იდუმალი პიროვნება და მემუქრება, სარკეზე, ფანჯრებზე, ყველგან რაზეც რამის დაწერა შეიძლება მუქარის შემცველი "შეტყობინებები" მხვდება, რომელიც რამდენიმე წუთში თავისით ქრება. რამდენიმე დღის წინ ოფისში მომუშავე ჩემ ნაცნობს დავუკავშირდი, ვთხოვე გაერკვია ვინ იმალებოდა იმ ანონიმური პიროვნების უკან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ზარი ჩემს ნომერზე საერთოდ არ განხორციელებულა. ხვდები ეს რას ნიშნავს? -თქვა და მანამ განაგრძო, სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი -ეს იმას ნიშნავს, რომ ჭკუიდან ვიშლები, შენ კი ერთადერთი ხარ ვინც ამ ცხოვრებაში გამაჩნია. სწორედ ამიტომ არ მინდა კვლავ ერთად ვიყოთ. ჩემგან თავი შორს უნდა გეჭიროს ბაბი, გთხოვ გააკეთე ეს და მეც მშვიდად ვიქნები.
-ახლა მე მომისმინე -მარჯვენა ხელზე ხელი მოვკიდე და მასთან უფრო ახლოს მივედი -არ მკითხო რატომ და რა მიზეზით, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შენ დღეიდან ასეთი რამეები აღარ შეგაწუხებს. მენდე ლეო, თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდა მე თვითონ წავალ შენი ცხოვრებიდან, მაგრამ ახლა გული მიგრძნობს, რომ ეს გამორიცხულია
-უცნაურად მეჩვენება, რომ შენ . . .
-არა, გთხოვ არაფერი თქვა. უბრალოდ ნება მომეცი შენთან ვიყო -ამ სიტყვებით მასთან მივედი და მოვეხვიე. თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი და მინდოდა ლეო რაღაცით მაინც მენუგეშებინა. გადაწყვეტილი მქონდა ყველაფრის დავიწყებაში დავხმარებოდი და მისთვის ისევ ძველი, მშვიდი ცხოვრება დამებრუნებინა. ამისთვის ყველფერს გავაკეთებდი, აბსოლუტურად ყველაფერს.
-საოცარი ადამიანი ხარ -ფიქრები ახვლედიანის ჩურჩულით ნათქვამმა ფრაზამ გამაწყვეტინა და მაშინვე სახეში შევხედე. ამჯერად იღიმოდა, მაგრამ მისი თვალები მაინც სევდით გაჟღენთილიყო
-არ ვარ საოცარი, მე . . . -კინაღამ წამომცდა მე ვარ ყველაფერის მიზეზი, რის გამოც ამ დღეში ჩავარდი მეთქი, მაგრამ ენას კბილი დროულად დავაჭირე
-მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე მთელი სიმართლე იცი, მაინც არ გინდა მიმატოვო -სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა -იცი რას საშინლად მინდა ახლა შენი კოცნა? მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის უფლება არ მაქვს. შენ ჩემზე ბევრად უკეთესს იმსახურებ
-პირიქით შენ იმსახურებ ჩემზე ბევრად უკეთესს -ამ სიტყვებით ცერებზე ოდნავ ავიწიე და მის ტუჩებს წავეტანე. თვითონაც ამყვა, მკლავებში მაგრად მომიმწყვდია და ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია სამზარეულოს მაგიდაზე შემომსვა. პირველად იყო ისეთი შემთხვევა, როცა ახვლედიანის მოფერება მართლა მსიამოვნებდა, პირველად მომწონდა მისი ტუჩების გემო, მისი სხეულის სიმხურვალე და მისი თავბრუდამხვევი სურნელი.
კოცნა ლეომ შეწყვიტა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს ჩემგან გაქცევას ცდილობსო.
-რამე მოხდა? -გვერდულად გავხედე
-მინდა რაღაც გთხოვო
-გისმენ -მაგიდიდან ჩამოვხტი და მის წინ დავდექი
-თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდა დამშორდები და აღარასოდეს მომძებნი კარგი?
-არ განმეორდება, აი ნახავ -ჩავეხუტე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე -შენ ყველაფერი კარგად გექნება ლეო
-მიყვარხარ ბაბი, ეს არასოდეს დაივიწყო. რაც არ უნდა მოხდეს
-არ დავივიწყებ -ვთქვი და მკლავები უფრო მაგრად მოვხვიე. წამით მომეჩვენა, რომ მთელი ცხოვრება შემეძლო ასე ყოფნა.
მგონი გავგიჟდი . . .

8 8 8
დარდი, მწუხარება, გულისტკივილი-ეს სამი გრძნობა თითქოს ერთმანეთში აირია და ჩემს გულს გარს შემოეხვია, როდესაც ბარის ნახევრად სავსე დარბაზში შევაბიჯე და დახლთან მჯდომი სანდრო დავინახე. მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ მას დღეს უკანასკნელად ვხედავდი . . .

ნელა, შეუმჩნევლად მივუახლოვდი და ადგილი მის გვერდითა სკამზე დავიკავე. არ გამოუხედავს, მხოლოდ ის დავინახე როგორ გაკრთა მის სახეზე ღიმილი და მივხვდი, რომ შემამჩნია.
-სამუდამოდ მიდიხარ? -ვკითხე რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ და მზერა წინ მივმართე
-ჰო
-სად?
-არაფერს შეუკვეთავ? -მაშინვე სხვა თემაზე გადამიტანა -ამჯერად მე ვიხდი
-ორმაგი ვისკი თუ შეიძლება -ვუთხარი დახლთან მდგომ ბაფთაში გამოწყობილილ ოფიციანტს და კვლავ მეტრეველს მივუბრუნდი -იცი? არ მჯერა, რომ ამას ვამბობ მაგრამ . . . მომენატრები . . .
სანდროს სახეზე კვლავ ღიმილი გაუკრთა და ამდენი ხნის მანძილზე თვალებში პირველად ჩამხედა.
-შენ თუ იცი აქ რატომ დაგიბარე?
-თუ მეტყვი მეცოდინება -გავუღიმე
-ჯანდაბა ეს რა დღეა -სანდრო დახლს მკლავებით დაეყრდნო და გვერდულად გამომხედა -მოკლედ მინდოდა მეთქვა, რომ მსიამოვნებდა შენთან ურთიერთობა. მართალია ძალიან მოსაწყენი ადამიანი ხარ და შენთან მხიარულების მუდმივი დეფიციტია, მაგრამ არის რაღაც ისეთი რასაც ვერ დავივიწყებ. არც მე ვიცი ეს რა არის. იქნებ შენ იცი?
-ჰო ვიცი. ეს ურთიერთგაგებაა. ჩვენ ერთმანეთის ყველაზე კარგად გვესმოდა და ეს არის ის, რაც ორივეს ძალიან დაგვაკლდება
-ალბათ -თქვა და სასმელი გამოცალა. მეც მას მივბაძე და დამატებითი დოზაც მოვითხოვე -ლეოსთან რა ხდება ბაბი? უკვე აძლევ თავს უფლებას გიყვარდეს?
-მიყვარდეს? -ნერწყვი კინაღამ გადამცდა
-ნუთუ ვერ ხვდები?
-რას უნდა ვხვდებოდე?
-შენ მისდამი გრძნობა გაქვს
-სისულელეა, უბრალოდ ძალიან მომხიბვლელია და . . .
-სისულელე ის არის, რასაც შენ ამბობ. ბაბი ეგ ბიჭი გიყვარს, უბრალოდ ამაში შენ თავს არ უტყდები. ყოველთვის გიყვარდა, რადგან გულის სიღრმეში ხვდებოდი, რომ ეს მისი ჩადენილი არ იყო
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თუ სიმართლეს ვეტყვი იგი ჩემი არასოდეს იქნება. ვიცი, რომ შემიძულებს
-ცდად მაინც ღირს. არ გეტყვი, რომ ყველაფერი დაუმალო, რათა მასთან იყო. ამის გულით ტარება საკმაოდ რთული იქნება
-ჰო, მართალი ხარ. რომც მინდოდეს ვერც შევძლებ -ჭიქა კვლავ ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე და საწყის ადგილას დავაბრუნე -იცი? მეორე მხრივ გააბა სასიყვარულო ურთიერთობა შენი გარდაცვლილი დის ყოფილთან ზედმეტად არასწორია
-მაგრამ შენ ეს უკვე გააკეთე -გევრდულად გამომხედა
-ის სულ სხვა სიტუაცია იყო სანდრო. მაშინ ვთამაშობდი და მშვენივრად იცი რატომაც
-მე მაგალითად ვერანაირ პროობლემას ვერ ვხედავ -მხრები აიჩეჩა -შენი და ცოცხალი აღარაა. შენ კი ჯერაც არსებობ და უფლება გაქვს ბედნიერი იყო. მგონი ბოლო დროს ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი დაგავიწყდა
-ფიქრობ ლეო მართლა მიყვარს? არ ვიცი სანდრო საშინლად არეული ვარ, მიზიდავს, საშინლად მიზიდავს და მინდა მასთან ვიყო, მაგრამ შეიძლება ამას სიყვარული უწოდო? არ ვიცი . . .
-ჯერ თავადაც ვერ აცნობიერებ, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები -თეატრალურად გამიღიმა, შემდეგ კი თავისი ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა
-შენ თუ ყოფილხარ შეყვარებული? -მთელი ტანით მისკენ მივბრუნდი და თვალებში ჩავაშტერდი
მეტრეველს ჩაეღიმა და თითები მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა. დიდხანს იჯდა ხმაამოუღებლად, შემდეგ როგორც იქნა თავი ჩემკენ მოაბრუნა და სერიოზული სახით შემომხედა.
-ვყოფილვარ ბაბი
-არ მეტყვი ვინ იყო ის ერთადერთი?
-მემგონი მას ძალიან კარგად იცნობ
-ვიცნობ? -სულ დავიბენი და გონებაში იმის გახსენება დავიწყე გვყავდა თუ არა მე და სანდროს საერთო ნაცნობი გოგო, თუმცა ასეთი არავინ მომაგონდა
-იმაზე კარგად ვიდრე შენ გგონია -განაგრძობდა გამოცანებით ლაპარაკს
-მგონი რაღაც გეშლება
-არაფერი მეშლება. ის ადამიანი ახლა ჩემს გვერდით ზის და დაბნეული სახით მიყურებს -კვლავ ჩაეღიმა
მოულოდნელად ყველაფერი ნათელი გახდა. მეტრეველი ჩემზე ლაპარაკობდა. ნუთუ რაც ცოტა ხნის წინ თქვა სიმართლე იყო? ეს ისე დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ გაოცებისგან პირსაც კი დავაღებდი რამდენიმე წამში კვლავ თვითონ რომ არ ალაპარაკებულიყო.
-არა ბაბი ნუ გეშინია. ყველაფერი ვიცი და მესმის. არანაირ შანსს და მსგავსს არაფერს არ გთხოვ. უბრალოდ ვიგრძენი და გითხარი. ალბათ იმიტომ, რომ არ მინდოდა აქედან ისე წავსულიყავი ეს არ მეთქვა.
უფლება არ მაქვს, რომ შენთვის ბრძოლა დავიწყო. იცი ვინც ვარ, მეც ვიცი და იმასაც ვხვდები, რომ ჩემნაირზე ბევრად უკეთესს იმსახურებ. შენ, რომ ძალიან გინდოდეს, თავად არ მოგცემ იმის უფლებას, რომ ჩემ გვერდით იყო. მე მხოლოდ ცხოვრებას დაგინგრევ, ეს კი არ მინდა. -თავი ასწია და მორიგი დოზა თვალდახუჭულმა გადაკრა -ყველაზე მეტად ეს არ მინდა. იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. ყველაფერზე მნიშვნელოვანი. -სანდრო გადმოიხარა და შუბლზე ტუჩები ფრთხილად შემახო. მე კი ერთ ადგილს ვიყავი მიყინული, ისე რომ განძრევასაც ვერ ვახერხებდი. მოსმენილმა შოკში ჩამაგდო, დამადუმა, მეტყველების უნარი წამართვა. მხოლოდ თვალებს ვახამხამებდი წუთში რამდენჯერმე და მეტრეველის სევდიან მზერას თვალს არ ვაშორებდი.
-კარგი ასე ნუ დაფრთხი -კვლავ მისმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან
-სანდრო მე . . . -აცრემლებულმა ავხედე და სკამიდან ძირს ჩამოვხტი. ისიც.
-არაფერი თქვა. უბრალოდ გახსოვდეს სანდრო მეტრეველი. არა ისე, როგორც კრიმინალი, არამედ როგორც შენთვის ახლობელი ადამიანი. ბოლოსდაბოლოს მე ხომ ამდეხანს გაგიძელი? -გაეცინა -ბაბი იცოდე, დედამიწის მეორე მხარესაც, რომ ვიყო, თუნდაც ქვეყნის დასალიერში მაინც ყოველთვის შენს გვერდით მიგულე. ადრეც მითქვამს და ახლაც გაგიმეორებ, რომ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ჩემთვის სულ ერთი არაა. მინდა ეს მუდამ გახსოვდეს. -კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ დავაცალე, კისერზე ხელები მაგრად მოვხვიე და ცრემლებს გასაქანი მივეცი. მეტრეველი გაუნძრევლად იდგა, მხოლოდ მარჯვენა ხელს მისვამდა თმაზე და თანაბრად სუნთქავდა.
-დროა წავიდე -თქვა ბოლოს და ჩემი თითები ნაზად მოაშორა თავის კისერს
-სახლში შემოვლას არ აპირებ? ბარგი ხომ უნდა ჩაალაგო?
-უკვე ჩავალაგე. ტაქსი გარეთ მელოდება -თავის ჩვეული ღიმილით გამიღიმა
-სანდრო, გიორგიმ რომ რამე დაგიშავოს?
-გიორგი საავადმყოფოშია. -თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ეს სიტყვები -მარტო მე არ დავჭრილვარ იმ ღამეს დანით.
-შენ რა? -სათქმელს თავი ვერ მოვაბი და გავჩუმდი. ვიცოდი სანდრო მაინც გაიგებდა ჩემი შეკითხვის არსს
-მომიწია. სხვანაირად ახლა შენს წინ არ ვიდგებოდი
-ჰო ალბათ მართალი ხარ
-მშვდობით ბაბი. წასვლის წინ მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი-დაივიწყე ყველაფერი და ბედნიერი იყავი. შენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებ
მეტრეველი წავიდა . . . სამუდამოდ . . . გულში კი სიცარიელე დამიტოვა. უცნაური სიცარიელე, რომლის ამოვსებას ალბათ უკვე ვეღარაფერი შეძლებდა...

იმ ღამეს სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი. როგორც ველოდი, მხოლოდ მარტოობა შემომეგება. შემოსასვლელში შუქი ანთებული იყო, ხოლო მისაღებიდან ახლაც მოისმოდა დაბალზე ჩაწეული ტელევიზორის ხმა.
ფეხსაცმელები იქვე მივყარე და დაღლილ-დაქანცული დივანზე წამოვგორდი. ამდენი ხნის ხეტიალმა და სასმელმა ალბათ თავისი ქნა, რადგან დაწოლიდან ზუსტად ათი წამის შემდეგ, უკვე მკვდარივით მეძინა . . .

8 8 8
როდესაც თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე, საკმაოდ დიდი ხნის გათენებული იყო. საათიც ადასტურებდა ჩემს ვარაუდს, ხოლო მობილური გაუჩერებლად ზუზუნებდა. ჯანდაბა ეს მაღვიძარა როდისღა დავაყენე? გავიფიქრე უკმაყოფილოდ და გათიშვის ღილაკს თითი გაბრაზებულმა დავაჭირე. მეგონა ძილს კიდევ გავაგრძელებდი, თუმცა შევცდი, ვერაფრით მოვახერხე მისი შებრუნება. დიდხანს ვიწრიალე, ადგილიც მოვინაცვლე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ უკვე ადგომის დრო იყო.
როგორც ყოველთვის დილა ახლაც ყავით დავიწყე და ცხელი სითხით სავსე ფინჯნით ხელში ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი.
საოცრად მზიანი და თბილი ამინდი იყო. ალბათ სწორედ ეს გახდა ჩემი კარგი განწყობის მიზეზიც.
საერთოდ ყოველთვის მიყვარდა ცაზე "კაშკაშა ბურთის" დანახვა და მისი სხივების სითბოს შეგრძნობა, თუმცა უკვე დიდი ხანია მსგავს წვრილმანებს აღარ დავკვირვებივარ. აქამდე ყოველი დღე ერთნაირად ნაცრისფერი და ცივი იყო. ნეტავ ახლა რა შეიცვალა? რა მოხდა ისეთი, რომ ყველაფრის სხვანაირად აღქმა დავიწყე? პასუხი ძალზედ მარტივი ჩანდა-ჩემს გულში წლების განმავლობაში ნაგროვები დარდი და მწუხარება ნელ-ნელა მტოვებდა და საშუალებას მაძლევდა სიცოცლე მეგრძნო . . .
* * *
ყავის ფინჯანი დაახლოებით ნახევრამდე მქონდა ჩაცლილი, როდესაც ჩემს მობილურზე ზარის ხმა გაისმა. ეკრანს დავხედე და გამეღიმა. ლეო მირეკავდა.



№1 სტუმარი gvanca

vgijdebi am istoriaze da agar malodino gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent