შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლის საათი 5


15-11-2016, 00:02
ავტორი mi ra
ნანახია 2 325

-ლუკა შენი აზრით გამოგვივა რამე?-ვეკითხები და ვუყურებ მას
-რატომაც არა? მენამდვილად ვგრნობ შენს მიმართ სიმპატიებს,შენ თუ გრძნობ იმავეს ეგაა საქმე
-მეც იგივეს გეტყოდი,მაგრამ მეშინია რომ ტყუილი დროის ფლანგვა იქნება ეს-პირზე ხელს მაფარებს და მაჩუმებს ,დაღლილი მის სხეულს ვეწებები და ვხუჭავ თვალებს,ძლიერ მკლავებს მხვევს და მხურვალედ მკოცნის შუბლზე.მის ალერსში მეძინება..

დილით ოთახში შემოჭრილი მზის სხივები მჭრის თვალს,ხელებს ვშლი და გემრიელად ვიზმორები,ვახელ თვალებს ნელ-ნელა და ჩემს გვერდით ცარიელ ადგილს ვხედავ..სად წავიდა ლუკა? ვხტები საწოლიდან და შიშველი ფეხებით იატაკს ვეხები,ჯერ სააბაზანოში ვიჭყიტები მაგრამ იქ არ მხვდება,ვერც მის ტანსაცმელს ვამჩნევ სადმე..
სამაგიეროდ ტელეფონს ფნჯრის რაფაზე ვხედავ,მივდივარ და ვიღებ.შვიდი გამოტოვებული ზარი ? ვხსნი ტელეფონს ბლოკს,დარეკილებში შევდივარ მაგრამ ნომერს სახელი არ აწერია,ვფიქრობ დედამისი უნდა იყოს,ან ვინმე ნათესავი.ტელეფონზე ისევ იგივე ნომერი რეკავს,ჩემს თავს ნებას ვრთავ და მის ტელეფონს ვპასუხობ
-გისმენთ
-ალიო ლუკკ სად ხარ აქამდე?-გოგო იღებს ხმას,თვალები მიფართოვდება,ვინ შეიძლება იყოს ? არ ვიცი რატომ მაგრამ ეჭვიანობას აქვს ადგილი
-არ ვარ ლუკა,რომელი ხარ?
-სალო ვარ-უეცრად მიტივტივდება ყველაფერი გონებაში,მახსენდება წინა დღის საუბარი ”სალომეს გამო დავიწყე მუშაობა მანდ” ლუკას სიტყვები,ახლაღა მოვდივარ აზრზე და საშინლად ვღიზიანდები-შენ რომელი ხარ?-ახლა ფიქრს ვიწყებ იმაზე თუ რა უნდა ვუპასუხო? რომ
ვუთხრა ვინც ვარ,მთლიანი საკერვალო გაიგებს ამ ამბავს,მეკი არ მაწყობს ეს ამჟამად.
-ლიკა ვარ-ვპასუხობ და ვიტყუები
-ლიკა? ვინ ლიკა ხარ და ლუკა სად არის გოგონი?-გოგონი? უფრო ვღიზიანდები ამ სახელწოდებაზე ”გოგონა”
-ლუკა გასულია,სასტუმროში ვართ,რომ მოვა გადავცემ
რომ დაურეკა სალომემ-ტელეფონს მითიშავს,მის დარეკილებს კი იმ წამსვე ვშლი..
ლუკას ველოდები დიდ ხანს,არადა არ მოდის როგორც ჩანს წავიდა და არც გამაფრთხილა..ვიცვამ და ჩავდივარ,ფულს ვიღებ საფულიდან და მოლარეს ვაწვდი -ოთახი 338 -მოლარე კომპიუტერში ამოწმებს
-გადახდილია-მპასუხობს და ცივად ვიღებ ჩემს ფულს.ნუთუ ამდენი ლუკამ გადაიხადა?
ტაქსის ვიძახებ და პირველ
რიგში სახლში მივდივარ გამოსაცვლელად,შემდეგ კი სამსახურში.
უპირველესყოვლისა საწყობს ვსტუმრობ,ლუკას ტელეფონს მაგიდაზე ვტოვებ და ხედავს ამას,მიღიმის მაგრამ მე გაუცინრად ვეცლები ადგილს და სამსახურიდან ახლა აგარაკზე მივდივარ..
მანქანას ვაჩერებ და ექთანი
მეგებება მიმავალს
-ქალბატონო ნინა
-გამარჯობა საყვარელო,როგორ არის დედაჩემი?
-უკეთესად,თქვენ წარმოიდგინეთ და მელაპარაკება მე -გული ამოვარდნას მაქვს,ნუთუ დედამ ამდენ წლიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო?
მასთან მივდივარ და ვეგებები გაშეშებულს
-დედი-ცრემლები უნებურად
მომდის,ის ხმას არ მცემს
-შვილო ეს გოგო წავიდეს -ექთანს უყურებს და ეუბნება,გული
მეფლითება ნაწილებად..ვიცი
რომ არრგავიდე გაღიზიანდება და ცუდათ გახდება,ვდგები და ისე მივდივარ არც ვემშვიდობები ექთანს..არ ვიცი რატომ მაგრამ გაბრაზებული ვარ მასზე,ალბად იმიტომ რომ შვილს ჩემს ნაცვლად დედაჩემი მას ეძახის..
ტელეფონს ვიღებ და დუდუს ვურეკავ
-დუდუ ალიო სიხარულო
-ვაიმე ჩემო ლამაზო გოგო,მიშველე-აფორიაქებული მპასუხობს
-რა ხდება?სად ხარ?-ტირილის
ხმა მესმის და სიგიჟის პიკზე ვარ
-ბართან მოდი,ჩვენ რომ
გვიგვარს -ტელეფონი ითიშება,ვრეკავ მაგრამ ახლა საერთოს მიუწვდემოლს
ხდის..დაუყოვნებლივ ბართან ვჩმდები და ჩემი თვალები რა საზარელ სცენას ხედავს..
დუდუ კედელთან მიმწყვდეული ყავს ოთხ მთასავით ბიჭს,მისი ტელეფონი სადღაც შორს გადაუგდიათ .მივდივარ მისკენ და შუაში ვეტენები,ბიჭები მეც მამჩნევენ და ცოტა წყნარდებიან
-დუდუ რას გავხარ?-ტუჩგახეთქილი მიყურებს,დაუცველი და თვალებიდან ცრემლები მოსდის.ვუტრიალდები მამაკაცებს და ისე ვიბღინძები თითქოს დიდგულა მამალი ვიყო.ტელეფონს ვიღებ და პატრულში ვრეკავ ბიჭები კი იმ წამსვე იშლებიან..
მალევეემოდიზ საპატრულორაზმი
-ქალბატონო რა მოხდა?-დუდუსკენ აპარებენ მზერას.ვუყვები ყველაფერს რისი დანახვაც მოვასწარი,დანარჩენს კი დუდუ საპატრულო შენობაში აგრძელებს..დაღლილებს გვიან ღამით გვამთაცისუფლებენ,ამიტომ დუდუს სახლში მივდივართ და ჭრილობებს ვუმუშავებ.ვცდილობ არაფერი ვკითხო,ისედაც მძიმე დღე იყო მისთვის,ვდგები და მისგანაც მოვდივარ..

ნეორე დღეს სამსახურში კაბინეტის კარებს ლეგენდარული სალომე აღებს
-შეიძლება?-თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად
-რა იყო სალომე?
-რაღაც მინდა გთხოვო-როდის აქეთაა შენობით მუბედავს საუბარს? ვღიზიანდები
-გთხოვო კი არა გთხოვო-თ-ვაკონკრეტებ,ემჩნება სახეზე უხერხულობა
-გთხოვოთ,მინდა ხელფასი მომიმატოთ-სიცილი მიტყდება და გაოგნებული მაშტერდება
-არ გყოფნის 1000 ლარი თვეში?-ვფიქრობ რომ პატარა თანხა არ არის და გულწრფელად ვეკითხები ამის შესახევ
-მომიტანეთ თორემ წავალ,აქ კი ერთადერთი სტაჟიანი და საუკეთესო ვარ-თავის ჭკუაში მაშინებს
-წაბრძანდე შეგიძლია-თვალებს ადიდებს უთუოდ არ მოელოდა ასეთ პასუხს-აქ ზიხარ კიდევ?? წაბრძანდი თქო-ადგილიდამ არ იძვრის,პასუხი უკვე ცხადია,ჯერდება თავის ხელფასსაც.
მარტო დარჩენილი ფიქრებში ვეშვები:
დავიჯერო ლუკას და სალომეს კიდევ აქვთ ურთოერთობა?ამას ვერ დავიჯერებ,თუმცა ადვილი დასაჯერებელი კი არის.თავისი პირით თქვა ”მის გამოვო” ახლა კი თავს სულელად ქალად ვგრძნობ.მას მგონი კვლას ის ქალი უყვარს რომელიც აქამდე უყვარდა,რომელთანაც სარეცელი გაიყო,მე კი ვინ ვარ? ქალი რომელოც მისი უფროსია,მისი ბატონი ამით კაცობა ელახება მგონი ხო? თუ რაღაც ამდაგვარი..არ მესმის ჩემი თავის,როგორ გავბედე გუშინდელი ნაბიჯის გადადგმა?რთული არ ყოფილა,სამაგიეროდ დღეს მეძნელენა დარაღაც მხრივ სინანულს ვგრძნობ..
ხომ შეიძლებოდა რომ ვიდეო გადაეღო?ან თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ეს ფაკტი?
არა არა ეს ფიქრები გამაგიჟებს,მისი ნათქვამი და აღწერილი გრძნობები ჩემდამი რეალურს გავდა,ჩემი კი ვიცი რომ ნამდვილია..რომ გამომიყენოს?არა უბრალოდ დავფიქრდეთ წამით,რომ მიმაგდოს და დამამციროს? გავნადგურდები და დედამიწაზე ალბად ნომერ 339 ქალი ვიქნები,მდიდრების სიაში რომელიც კაცმა გააკოტრა..

კარები იღება და ნია შემოდის,მიჯდება წინ და თითებს მიწკაპუნებს ცხვირწინ,ვფხიზლდები და მისკენ გადამქვს ყურადღება
-რაზე ფიქრობ ნინა?-დაეჭვებული მეკითხება
-საფიქრალი ცოტა მაქვს?
-ლუკაზე?-მოკლედ მიჭრის,მუხლები თრთოლვას იწყებს და მეშინია სახეზე
სიწითლემ არ გამთქვას
-ლუკა რა შუაშია?
-სულელი გგონია ხალხი შენ? ყველამ გაიგო ერთ ღამეში თქვენზე
-რა ჩვენზე?
-სასტუმროში რომ იყავით,ჟურნლებში ნომერ პირველი წყვილი ხართ ”მათხოვარი და პრინცესა”-სიცილს იწყებს და გული შუაზე გაპობას იწყებს
-რას გულისხმობ ნიაკო ? სულაც არ არის მათხოვარი
-იცავ კიდეც?
-არა უბრალოდ რა შუაშია ეს? არ მიყვარს,არც მომწონს ერთი მუშა ბიჭია-არ ვიცი რატომ მაგრამ თავის მართლებას ვიწყებ
-ანუ ყველაფერი ტყუილია?-ცალ წარბს ზევით სწევს
-ხო გოგო მაგას დაგიმალავდი? -თავს ვიძვრენ და გულზე ეშვება ეტყობა,მაგრამ თვითონ რატომ აწუხებს ეს ფაკტი არ ვიცი.
ლაპარაკში გადის დრო და ნიაკოს წასვლის დრო მოდის,მემშვიდობება და თავაწეული გადის კაბინეტიდან..როგორც იქნა ამ
აბეზარასგან დავისვენებ,თვალებს ვხუჭავ და ვისვენებ..
შემდეგ ფეხზე ვდგები,პაკუნით კიბეებზე ჩავდივარ და სამკერვალო ოთახთან ვჩერდები.სალომე
ვიღაცას ეტიკტიკება ტელეფონზე,ვიცი კორეკტული არ არის მაგრამ ვაყურადებ და ვუსმენ მის სატელეფონო საუბარს
-ხო ლუკ....მესმის სიხარულო მეც დამღალა ამ აბეზარამ...-აშკარად ჩემზე აქვთ ლაპარაკი-ამ ნინას ვუჩვენებდი ადგილს სამსახური რომ არ მჭირდებოდეს....ვიცი და შენს გამო ვარ ჩუმად-მეტის
მოთმენა შეუძლებელია,შევდივარ შიგნით და ტელეფონს ვაცლი
-დაახვიე აქედან-ძირს ვაგდებ და პირს აღებს
-რას მეუბნები?
-თ ებით უნდა მელაპარაკო მე,ლუკა არ ვარ!!ახლავე დაახვიე სანამ თმებით გაგათრიე-ვუღიმი და ვიწვევ რიგნში
-ხელფასი?
-რომელ ხელფასზე მეუბნები?ან რით დაიმსახურე?ააა ჩემზე ჭპრაობით-ჯიბიდან ზუთ თეთრიანს ვიღებ და ძირს ვაგდებ-მიდი დაიკუზე აიღე,ამის ფასი ღირხარ,რომ შემოვიხედები აქ არ დამხვდე-მხრის გაკვრით გავდივარ,ის კი ჩუმად დგას..
თითქოს გული მოვიფხანე,ასე კარგახანია არ მისიამოვნია გესლის რღვევით.გაღიმებული სახით დავდივარ მთლიან შენობაში და ახლა ლუკას ჯერი
მოდის..საათს რომ დავუჯეროთ უკვე ყველა
წასული უნდა იყოს მის გარდა,ხოდა ძალიანაც კარგი დროა პირდაპირ ველაპარაკო.
-ბატონო ლუკა-ჩემკენ მოდის და საკოცნელადიწევს,თქვს ვწევ გვერდით-გაწიე ბინძირი სახე
-რეებს მეუბნები ნინა?
-რაც გესმის,ხვალ არ დამენახო აქ განთავისუფლებული ხარ შენს ძუკნასთან ერთად-ვიღიმი და სახეში მთელი ძალით ვარტყავ სილას.
-შენ გააფრინე გოგო?-ხელებზე მექაჩება
-ხო გავაფრინე-ვყვირი
ბოლო ხმაზე
-შენ ახლა რა მითხარი გაანალიზე ნინა?-თვალებში მიყურებს,მე კი სიმწრისგან რას ვამბობ ვეღარ ვხვდები
-ვაანალიზებ ლუკა!! არ ხარ აქ ყოფნის ღირსი,მატყუარა ხარ მძულხარ
-რა მოგატყუე?-ახლა ის იწყებს ყვირილს



№1  offline წევრი lamazmani

kaia male gaagrdzele

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

lamazmani
kaia male gaagrdzele


აუცილებლად ;*****

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო აქ ამბები დატიალდებაააა
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი mi ra

აუცილებლად გავზრდი თავს :*

 


№5 სტუმარი

აუ რა ინტრიგე შემოაგდე

იმედია მალე დადეებ

 


№6  offline აქტიური მკითხველი mi ra

აუ რა ინტრიგე შემოაგდე

იმედია მალე დადეებ


დავდებ თორმეტის მერე <3

 


№7 სტუმარი

აუ დღეს ხო დადეებ?^^

 


№8  offline აქტიური მკითხველი mi ra

აუ დღეს ხო დადეებ?^^

თორმეტის შემდეგ მაქვს უფლება რომ გამოვაქვეყნო ახალი თავი ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent