შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (6)


15-11-2016, 22:39
ავტორი სატი
ნანახია 2 194

ანა სანამ დაბრუნდებოდა ოთახში, ნინამ თავის ჩანთას დაავლო ხელი და გავარდა სალონიდან იქიდან კი პირდაპირ სახლში მივიდა, შესასსვლელში ჯორჯი დახვდა, ეტყობა სამსახურში მიდიოდა.
- აი ბარათი გაგიკეთე,აქ 500დოლარია ჩარიცხული გამოიყენე როგორც გინდა. ეცადე მაინც ეკონომია გააკეთო, მე ფული ბევრი მაქვს მაგრამ ეს შენთვისვე აჯობებდა.
-მადლობა, ჯორჯ შეილება ვილაპარაკოთ?
-რამე მნიშვნელოვანია? იმიტომ რომ მეჩქარება.
-არა, საღამოს გეტყვი.
-კარგი,აბა საღამომდე-ჯორჯმა შუბლზე აკოცა ნინას და წავიდა. ნინა ზემოთ ავიდა, ოთახში დიდი ყუთი დახვდა. ზემოდან ბარათი ედო
,,ნინა, ეს კაბა დედაჩემის იყო. გამიხარდება თუ წვეულებაზე ამას ჩაიცმევ’’-ჯორჯი.
ნინამ ყუთს ახადა თავსახური და ლამაზი კაბა დახვდა. თეთრი, დახვეწილი, გრძელი და სწორი. მათთან ერთად ყუთში ლამაზი ყელსაბამი და თეთრი ქუსლებიანი ფეხსაცმელი იდო. ნინა ჯერ საბანაოდ შევიდა. იქიდან რომ გამოვიდა თმები გაიშრო და გაისწორა, ფეხსაცმელები მოირგო, შემდეგ კაბა და ბოლოს ყელსაბამი. ნინამ სარკეში რო ჩაიხედა გაუკვირდა. სარკეში ნინას მაგივრად ულამაზესი ზრდასრული ქალი ჩანდა. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით.
ოთახში დაჩი შემოვიდა. მას შარვალ-კოსტუმი ეცვა.
-ლამაზად გამოიყურები, ნინა-დაჩიმ კარი მიიხურა და გაშტერებული აჩერდებოდა ნინას.
-აჰა, ადრე მოსულხარ. წვეულება ერთ საათში იქნება.
-წვეულებას რომ ეძახი თავი 50ათასი წლის მგონია.
-დაჩი, ვინმე ანას ხომ არ იცნობ?
-მე ბევრ ანას ვიცნობ სიხარულო, რა მაკავშირებდა მათთან ეგეც გაინტერესებს?-ისევ მიეკერა სახეზე ცინიკური ღიმილი.
-ფუ, გეყო. სხვა რამე ვიგულისხმე და ეგ შენც იცი.
-ბევრს მარა არ ვმეგობრობ. რაში დაგაინტერესა ეჭვიანობ?
-არა, დაჩი ჩადი ქვემოთ დამელოდე. არ შეილება რომ შენთან ერთად ჩამოვიდე კიბეებზე, ხალხი დამინახავს.
-და რა ჩემი გრცხვენია?-დაჩი უფრო ახლოს მივიდა ნინასთან, თმები გადაუწია სახიდან და წელზე ხელი შემოხვია.
-არა-ნინამ უხეშად მოაშორებინა ხელი და უკან დაიხია-დაჩი, არ მიყვარს თამაშები.
-ნინაა, რაც აქ ჩამოხვედი ზედმეტად მოსაწყენი გახდი. ნინა რომელსაც მე ვიცნობდი იყო სხვანაირი. სკოლის გაცდენაზე გიჟდებოდა, არ უყვარდა როცა რაღაცას უბრძანებდნენ. მოსაწყენი გახდი და ამას შენთითონაც ვერ ამჩნევ. მე არ გეთამაშები, შენ თამაშობ პრინცესობანას და ეს გვირგვინი ვირტუალურია. მოვა დრო და თამაში დამთავრდება მერე რას იზამ?
-თამაშებზე შენ არ უნდა ლაპარაკობდე. შენთითონ თამაშობ რაღაც თამაშს და მე მალე გავიგებ რასაც-ნინამ კარი გააღო და მიუთითა დაჩის გასასვლელზე. დაჩი გავიდა და კარი მიიხურა.
1საათში როდესაც ყველა სტუმარი მოსული იყო, ნინას ოთახში დედამისი და მამამისი შევიდნენ.
-ნინა, რა ლამაზი ხარ-ჯორჯმა დააბზრიალა შვილი.
-ნინა, რატომ წახვედი დღეს სალონიდან?-ეჭვისთვალით შეხედა ანამ ნინას.
-უბრალოდ დაჩიმ დამირეკა. უკვე უნდა ჩავიდეთ?-მაშინვე შეცვალა თემა ნინამ.
-ხო, ქვემოთ ბევრი ჟურნალისტია. ერთ-ორ კითხვას დაგისვამენ და მაშინვე გავცილდებით. ანა წადი ქვემოთ, მე ჩამოვიყვან ნინას.
ანა დაემორჩილა ჯორჯს და ქვევით წავიდა. ჯორჯმა ხელი ხელში გაუყარა ნინას და ქვემოთ ჩავიდნენ.
-ქალბატონო ნინა, ქალბატონო ნინა!-ისმოდა შეძახილები ყველა მხრიდან. ფოტოაპარატის ხმები არ წყდებოდა, ყველა მხრიდან ვიღაც კითხვებს უსვამდა. ნათებისგან ნინა კინაღამ დაბრმავდა, ცოტაც და ალბათ მალე დაგორდებოდა.
-როდის გაიგეთ რომ ჯორჯ როუზვუდი თქვენი მამა იყო?
-სულ ცოტახნის წინ-მოკლედ უპასუხა ნინამ.
-თქვენი მშობლები რას ამბობენ ამ ყველაფრის შესახებ?
-ჩემმა მშობლებმა მომცეს უფლება რომ აქ წამოვსულიყავი.
-რამდენი ხანი აპირებთ აქ დარჩენას?
-არ ვიცი, ალბათ ახალ წლამდე და არდადეგების შემდეგ ჩამოვალ.
-ჯორჯ, აპირებთ თუ არა ნინაზე მეურვეობის მოპოვებას?
-არ ვიცით ჯერ არაფერი-უხეშად უპასუხა ჯორჯმა.
-რას იტყვით თქვენ პირად ცხოვრებაზე?გყავთ თუ არა თაყვანისმცემლები?
-მორჩა, საკმარისია. გაწიეთ კამერები-შეაჩერა ჯორჯმა და კიბეებიდან ქვემოთ ჩავიდნენ.
-ჯორჯ! ულამაზესი ქალიშვილი გყავს-ორი კაცი მიუახლოვდა ნინას და ჯორჯს.
-ნინა, ეს უილია და მისი შვილი ჩადი. უილი ჩემი ბიზნეს პარტნიორია. მეტი არაფერი.
-სასიამოვნოა, ჩად, უილ-ხელი ჩამოართვა ნინამ და მაშინვე გაეცალა იმათ. ცოტახანში ნელი მუსიკა ჩაირთო, უცებ დაჩიმ ხელი შემოხვია ნინას და დააბზრიალა, შემდეგ გულზე მიიკრა და ცეკვა დაიწყეს.
-რეებს ეთამაშები დედაჩემს დროზე ამოღერღე. არ თქვა რომ არ იცი რაშია საქმე, დღეს სალონში ყურმილი მე ავიღე დედაჩემს რომ ურეკავდი.
-ნინა... მე დედაშენის თანამშრომლის შვილი ვარ, მისი ერთ-ერთი უახლოესი დაქალის. მე გაცვლითი პროგრამით უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში მან მთხოვა რომ როგორმე მეცნობინებინა შენთვის რომ ნაშვილები ხარ რადგან ძალიან უნდოდა შენი დაბრუნება, ცდილობდა რომ თვითონ არ დაგკავშირებოდა. მე სანამ რამეს გავაკეთებდი შენ უკვე ყველაფერი იცოდი, ალბათ ეს დამთხვევაა. გაცვლითი პროგრამიდან მაშინვე წამოვედი როგორც კი გავიგე შენი რეისის თარიღი. დედაშენს შევპირდი რომ ბოლომდე გამოგყვებოდი.
-ესე იგი შენ როგორც ყველა მატყუებდი. მე ლამის გენდე, დაჟე წვეულებაზე დაგპატიჟე ვიფიქრე იქნებ დავახლოვდეთ თქო და რა აღმოჩნდა?
-ნინ, რატო გაგიტყდა ესე ძაან?
-რატო გამიტყდა? მომატყუე და ის გამიტყდა. კუდში დამყვებოდი რამდენი ხანი და ბევრჯერ გკითხე მემგონი რატომ დამყვები თქო.
-ნინ, ამაში არაფერი გასატყდომი არაა. მე უბრალოდ ვასრულებდი დედაშენის თხოვნას.
-ეხლაც დედაჩემის მოთხოვნის გამო ხარ აქ ხომ?
-არა, თუ გახსოვს ტელეფონზე რა გითხარი, თამაშიდან გამოვდივარ თქო.
-არ ვიცი რისი მჯეროდეს.
-ნინა, რა დებილი გოგოსავით მიბრაზდები, თავი სერიალში ხო არ გგონია? ამაში არაფერი გასატყდომი არ არის თქო.
-აი მართალი ხარ მე დებილი ვარ და მიტყდება-სიმღერის დასრულებისთანავე გაშორდა დაჩის და ჩადთან დაბრუნდა.
-ჰეი, დარწმუნებული ვარ ზეგ ერთმანეთს შევხვდებით სკოლაში-ხელი შემოხვია ნინას და ახლა მასთან ერთად დაიწყო ცეკვა.
-როგორია აქაური სკოლა?
ჩადს გაეცინა.
-უცნაური აქცენტი გაქვს ბოდიში. ჩვეულებრივი, არ ვიცი როგორი გაქვთ საქართველოში.
-ბავშვები?
-ო, თუ კოლექტივში კარგად მოეწყვე ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი მერის შვილი ხარ არა მგონია ვინმეს ვერ აეწყო.
-მემგონი ვერ ავეწყობი რადგან მერის შვილი ვარ.
-შენ გგონია მარტო შენ ხარ ცნობილი ადამიანის შვილი? მანდ ბევრი ბავშვია რომლის მამიკო წარმატებული ბიზნესმენია, მაფიის რომელიღაცა წევრი, ან სულაც მინისტრის შვილი.
-ოჰო, ძალიან კარგი. მისმინე ეს სულელური წვეულება ოდესმე დამთავრდება?
-შენ უკვე დაჟე შეგილია წახვიდე, ერთ ორ კითხვას კიდე უპასუხებ ჟურნალისტებთან ოთახში ასვლამდე და მერე მორჩა, მაგრამ მერე შეგილია ჩამოხვიდე, აქ ბევრი ცნობილი ადამიანია. დღეს ბიონსე მოვა, მამაშენის ახლო მეგობარია.
-რა? მართლა?
-არა, მაგრამ მამაშენის ახლო მეგობარი ნამდვილად არის.
-კარგი, მადლობა ასე ვთქვათ ექსკურსიისთვის წავედი ჟურნალისტებთან.
-წარმატებები.
ნინა კიბეებზე ავიდა და ჟურნალისტებთან შეჩერდა.
-ქალბატონო ნინა, თქვენ ცნობილი ბიზნესმენი უილიამ ჰემსვორსის შვილთან ჩადთან და ვიღაც ბიჭთან იცეკვეთ. რა ქვია იმ უცნობს?
-დაჩი, დაჩი თაბუკაშვილი. დედაჩემის თანამშრომლის შვილია.
-რა სახის ურთიერთობა გაქვთ დაჩისთან?
-ის ჩემი მეგობარია.
-რას ფიქრობთ ქალბატონ ესტერზე რომელიც ასე ვთქვათ თავს თქვენ მესამე დედად უწოდებს?
-ესე არ უწოდებს თავს.
-შეილება არ უწოდებს მაგრამ ასე ითვლება. რას იტყვით მასზე? კარგი დედინაცვალია?
-არც ისე, მე კარგად არ ვიცნობ ესტერს მაგრამ ის ალბათ კარგი დედაა მისი შვილებისთვის.
-რამეს ხომ არ მოგვიყვებით თქვენ ქვეყანაზე ქალბატონო ნინა?
-საქართველო არც ისეთი დიდი ქვეყანაა როგორიც ამერიკა მაგრამ ბევრ ქვეყანას თავისი ისტორიით ჯობნის. საქართველოს უამრავი გამოჩენილი მწერალი ყავდა...
-თქვენ ცხოვრებაზე მოგვიყევით საქართველოში. გყავთ თუ არა შეყვარებული?
-ეს პირადულია.
-კარგით, კითხვები აღარ გვაქვს.
ნინამ კაბა აწია ოდნავ ზემოთ ფეხი რომ არ წამოედო და ოთახში ავიდა. დროზე გაიხადა კაბა და ფეხსაცმელები. მაკიაჟი მოიშორა სახიდან და თმაც გაიშალა. შემდეგ შავი ჯინსები და ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი მაიკა ჩაიცვა. შავი მაყალყელიანი კეტები ჩაიცვა და ქვემოთ მეორე გასასვლელთან ჩავიდა. იქიდან ეზოში გააღწია. ბაღში 2მოტოციკლეტი იდგა. ეს ორივე ჯორჯის საკუთრება იყო. ნინამ გასაღები აიღო და მოტოციკლეტს მოაჯდა. ქალაქში გავიდა და მთელი საღამო მოტოციკლეტით დადიოდა ქალაქში. ერთ სანაყინესთან გაჩერდა მოტოციკლეტი ორი წუთით დატოვა და რომ დაბრუნდა აღარ დახვდა. გიჟივით დაიწყო ქალაქში მისი ძებნა როცა ვიღაცამ მის წინ წამში მოტოციკლეტი გააჩერა.
-ყველგან შენ როგორ დამყვები დაჩი?



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომწონს მე ეს ბიჭი და რა გავაკეთო?
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Mziako...

Uhu magaria momwons es istoria..da dachic. .imedia ertad iqnebian dachi da nina :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent