შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია! (10) დასასრული


16-11-2016, 00:31
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 559

დილით ადრიანად წავედით უშგულის ცენტრში სადაც ათობით ახალგაზრდას მოეყარათ თავი. ყველანი სპორტულად ვიყავით გამოწყობილები რადგან გზა დიდი იყო თანაც დამღლელი. გიდი მითითებებს გვაძლევდა თუ რა იყო დაუშვებელი და როგორ გავატარებდით 2 დღეს, ყველანი სათითაოდ გაგვჩხრიკეს რათა ალკოჰოლური სასმელები არ წაგვეღო ჩუმად. საბოლოოდ რომ მოვემზადეთ დიდ სამარშუტი ტაქსში მოვთავსდით და გზას გავუყევით. თავიდან მორცხვად ვიყავით მე და ლანა შემდეგ კი ყველანი გავიცანით და მოვშინაურდით. ლაშა როგორც ყოველთვის მთელი მონდომებით ცდილობდა რომელიმე ქერა და ტანადი გოგო შეება რომელთანაც ღამეს უქმად არ გაატარებდა, მეკი ერთ კარგ გოგოს ვეძებდი სარძლოდ. გზად მუსიკები ჩართეს და გართობაც დაიწყო. ლაშა პირველი წამოემართა ფეხზე და აცუნდრუკდა, მას უამრავი გოგო აჰყვა და საბოლოოდ მარშუტი საცეკვაო მოედნად იქცა. თავიდან მეც ავყევი ხალხს მაგრამ თავბრუსხვევა ვიგრძენი და დავჯექი. წინა ღამით არც მე და ვაჩეს დაგვიკარგავს უქმად დრო და ამიტომ ვიყავი ასე „ფინთად“. პირველად ჩვენთვის უკვე ცნობილ ლამარიის მონასტერში წავედით. კიდევ ერთხელ მოვილოცეთ იქაურობა და ეზოშიი დავდექით.
-აუ შემიყვარდა ეს ადგილი ტო.
-ხოდა შენც აქ დაიწერე ჯვარი.
-ჯერ გოგო უნდა მოვნახო.ხელები ერთმანეთზე გაახახუნა ლაშამ და გარემო შეათვალიერა.-ნახე ის კაი იქნება.ვიღაც გრძელფეხება გოგონაზე გვანიშნა რომელსაც უკვე შუბლზე ეწერა როგორი პატიოსანიც იყო.
-ადამიანო სულ ხორციელზე რატო ფიქრობ ეს მერე ცოლად გამოგადგება? ვერხედავ რა მზერა აქვს? წამებში გიღალატებს.გაბრაზებულმა დავარიგე.
-აბა ვინ ტო.
-მორჩი ეხლა ღადავს და სერიოზულად ეკლესიის ეზოში ხარ. გვარიანად დატუქსა ვაჩემ.
-უკაცრავად შემთხვევით აი ეს სამაჯური ხომ არ დაგინახავთ სადმე ხომ არ ეგდო ან ჩამოკიდებული ხომ არ იყო.ჩვენთან დაახლოებით 20-22 წლის შავთმიანი გოგონა მოვიდა რომელსაც თვალები სულ აწყლიანებული ჰქონდა თან პლანშეტით რაღაც სამაჯურის ფოტო გვანახა.
-სამწუხაროდ არა.
-კკარგით თუ სამე მოკრათ თვალი გთხოვთ მითხრათ.ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით მოიწმინდა და ახლა სხვისკენ წავიდა.
-რაჭირდა?.გაოცებული სახე მიიღო ლაშამ.-სამაჯურის გამო ტიროდა?.
-შეიძლება მისთვის ძვირფასმა ადამიანმა აჩუქა.
-მივეხმარები მოძებნაში.მისკენ წასვლა დააპირა.
-კარგი რა ლაშა ვერხედავ ეგეთი გოგო არ არის რო ეგრევე ამღამე ჩაგიხტეს, ჯერ იმას შეხედე როგორ აცვია აშკარად ეტყობა რომ მორწმუნე გოგოა და ეგეთ სულმდაბლობას ნუ გამოიჩენ.გოგონას მოკლე აღწერილობა მოახსენა ლანამ.
-არა ტო მაგას ვინ ამბობს ამას რა უნდა ვუთხრა ისეთია ვერხედავ? ანგელოზივითაა.გაოცებული სახით შესცქეროდა, სუსტ შავთმიან და მწვანეთვალება გოგონას რომელსაც შავი გრძელი კაბა და მხრებდაფარული მაისური ეცვა თავზე კი ლურჯი ფერის შარფი ეფარა. ლაშას თვალებში სულ სხვა რამ იყო, ახლა სულ სხვაფრად გაუბრწყინდა, ისე მოხიბლა გოგონას ასეთმა ლამაზმა სულმა რომ სხვა მრგვალფორმებიანი გოგოები სულ დაავიწყდა.მისი ეს გამომეტყველება იმის ნიშანი იყო რომ რაღაც სხვა ემოციებით შეხედა ულამაზეს ასულს. მისი სილამაზით კიარა სულიერებით მოიხიბლა. რამდენიმე წინადადებამ მოხიბლა აწყლიანებულმა თვალებმა დაატყვევა და თავგზა აურია. სწრაფად მივიდა იმ გოგონასთან და დახმარება შესთავაზა.
-მომესწრო ბიჭი.ვითომ ცრემლები წამომცვივდა ხუმრობით ჩავილაპარაკე და მათ გავხედე.
-ჩემი მეგობრები დაგეხმარებიან მოძებნაში ხომ დავეხმარებით?.თვალები უცებ გადმოგვიბრიალა.
-კი რათქმაუნდა.ყველამ თავი დავუქნიეთ.
-ბოლოს როდის ნახე?.დეტექტიური გონება გავააქტიურე და მჭერმეტყველუური თვალებით შევხეედე გოგონას.
-ბოლოს მახსოვს მარშუტში მეკეთა ჩამოსვლამდე აი მერე კი არმახსოვს კაბას ვიცმევდი და მაშინ დავკარგე ალბათ.დაბნეული საუბრობდა და გარემოს ათვალიერებდა.
-დაწყნარდი მოგეხმარებით მის პოვნაში, აბა კიდევ ერთხელ შემახედე როგორი სამაჯურია.მხრებზე ხელები მოკიდა ლაშამ.
-აი ესაა.ოქროს სამაჯური იყო ზედ კი პატარა გასაღები ეკიდა ზოლზე კი წარწერა დაჰყვებოდა თუმცა ვერ გავარჩიე რა ეწერა.
-მე წავალ მარშუტში მოვძებნი თქვენ მის შემოგარენში აი თქვენ კი ხალხს კითხეთ მონასტერშიც შევიდეთ.განკარგულება გავეცი და მარშუტისკენ ავიღე გეზი.
-15 წუთში გავდივართ.გაისმა გიდის ხმა.
-რომვერმოვასწროთ პოვნა.თავზე შემოიწყო საწყალმა გოგომ ხელები.
-სანამ მაგ სამაჯურს არ ვიპოვით არსადაც არ წავალთ თუნდაც მთელი დღე დაგვჭირდეს ძებნა.მხარზე ჩააფრინდა ლაშა.
-მართლა?.საყვალი თვალები მიაბყრო.
-მართლა.მანაც დარწმუნებით უთხრა და მე გამომყვა.-ისადა რათქვი რამქვიაო?.
-მარიამი მქვია.მკრთალად გაუღიმა.
-მე ლაშა, სასიამოვნოა.ხელი გაუწოდა ლაშამ მარიამს.
-ჩემთვისაც.
-მე ვიკა მქვია ამას ლანა აი იმას გიორგი და მას კი ვაჩე.ჩემებზე მივუთითე და მარშუტში შევძვერი.
-ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდი მადლობა რომ მეხმარებით.
-რა პრობლემაა.თვალი ჩავუკარი და დაბლა დავიხარე იატაკი რომ შემემოწმებინა.თავი ჩავხარე და სკამების ქვეშ შევიხედე, ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე წამოდექი და ლანასთან ერთად ძებნა განვაგრძე. თმაც გაშლილი მქონდა შესაბამისად ვიწრო ადგილას ვიდექი და სული შემეხუთა. მარშუტიდან სასწრაფოდ ჩამოვედი და კარებს მივეყრდენი. ღრმად ჩავისუნთქე და ისევ უკან შებრუნება ვცადე თუმცა წავბარბაცდი და კარის სახელურს მოვეჭიდე.
-ვიკუს რაგჭირს კარგად ხარ?.წამებში მოვიდა ლაშა ჩემთან და ხელში დამიჭირა.
-რავიცი თავბრუ დამეხვა იქ რომ დავიხარე და თან იისეთი სივიწროვე იყო.ღრმად სუნთქვა დავიწყე, ამასობაში მარიამიც მოვიდა და წყალი მომიტანა.-მადლობა მარიამ.ბოთლი გამოვართვი და მოვსვი.
-ეხლა როგორხარ ხოკარგადხარ? რამე ხოარ გინდა.
-კარგად ვარ.ხელით ცერა თითი ვანიშნე და ისევ მარშუტში ავბრუნდი. დიდიხანი ვეძებეთ მაგრამ ამაოდ, გიდმაც უკვე შეკრიბა ხალხი და წასვლისთვის მომზადება დაიწყო. უკვე ყველაფერი გადაქექილი გვქონდა არსად არიყო, ყველას ვკითხეთ თუმცა არავინ არიცოდა ადგილსამყოფელი. საბოლოოდ დავნებდით და მარშუტში ჩავსხედით. გასვლის დრო იყო მე ლანა და მარიამი ერთად ვისხედით გიო და ვაჩე კი ერთად, ლაშა არსად ჩანდა ყველა მას ველოდებოდით ბოლოს კი დავინახე ჩქარა მორბოდა, ბედნიერი სახით შემოვარდა მარშუტში და მარიამის წინ ჩაეკვეხა.
-ამას ხომ არ ეძებდი?.წინ ნაცნობი სამაჯური აუფრიალა და გაეცინა.
-ღმერთოჩემო იპოვე.მარიამიც შეძლებისდაგვარად წამოხტა ფეხზე და ხელები მოხვია. ლაშას სახე უნდა დაგენახათ. გაბადრული ეხუტებოდა მშვენიერ გოგონას და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. უეცრად მარშუტიც დაიძრა და ორივე წაბარბაცდა. უცებ ისე აღმოჩნდა რომ მარიამი ლაშას კალთაში ჩახტა და თავი უხერხულად იგრძნო.-მაპატიე არმინდოდა.უხერხულად შეიშმუშნა გოგონა.
-არა არაფერია კაცო კონფორტულად მოეწყე.ლაშაც უცებ დაიბნა და უაზრობა წამოაყრანტალა.“რაიყო ლაშუ?“ გულში გავიელვე და ლანას გადავხედე. ბოლოს როგორც იქნა ყველა მოთავსდა და გზაც გავაგრძელეთ, გზაში ძალიან კარგად გავიცანით მარიამი, ყველაფერი გამოვკითხეთ და ინფორმაცია პირდაპირ ლაშასკენ გადავგზავნეთ. ამჯერად ლაშქრობის დროც დადგა მარშუტში სპორტული ტანისამოსი მოვირგეთ და გზას გავუყევით, ბევრი ვიბოდიალეთ აღმართებზე ვიარეთ, გზადაგზა სულ ვისვენებდი რადგან მალე ვიღლებოდდი, ამასობაში შემოგვაღამდა კიდეც და გადავწყვიტეთ კოცონი დაგვენთო, შესაბამისად ბიჭებმა კარვებიც გაშალეს. ცეცხლი რომ აგიზგიზდა ირგვილ შემოვსხედით და გართობა დავიწყეთ, ყველანი ძალიან კარგები იყვნენ განსაკუთრებით კი მარიამი. ლაშაზე აღარ მავქვს ლაპარაკი სულელური ღიმილით უცქერდა გოგონას.
-კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ განსაკუთრებით შენ ლაშა.“ლაშას კიდევ ეს უნდოდა?“ სიცილით ჩავიდუდუნე ჩემთვის და მათ გავხედე.
-არაფრის რა მადლობა შენთვის ძვირფასი ნივთია ალბათ და რატომ უნდა დაგეკარგა.
-ხო დედამ მჩუქა როცა 14 წწლის ვიყავი, ეს ერთადერთი რამ არის რაც მის სამახსოვროდ დამრჩა.დედამისის ხსენებაზე თვალები აუწყლიანდა თუმცა თავაზიანობის გამო მაინც გაიღიმა.
-უი დედაშენი.. არუნდოდა ლანას უტაქტოდ გამოსვლოდა ამიტომ წინადადება ვერ დაასრულა.
-ხო ის დაიღუპა კიბო ჰქონდა და.
-ვწუხვარ.
-არაუშავს მე უკვე გავიზარდე და მივეჩვიე.
-აქ მარტო ხარ?.უცებ გადაიტანა გიორგიმ საუბარი.
-კი მარტო ჩამოვედი, ტურის შესახებ გავიგე და მეთქი რატომაც არა.უცებ გამხიარულდა.
-მეგობრები არ არიან აქეთ?.
-მეგობრები? სიმართლე გითხრათ მეგობრები საერთოდ არ მმყავს.
-უი ცუდია.
-ხო მაგრამ უკვე შევეჩვიე.
-მაშინ თუ თანახმა იქნები ჩვენ გაგიწევთ მეგობრობას.
-რასამბბობ რა წინააღმდეგი.თვალები გაუბრწყინდა.
-მაშინ ძალიანაც კარგი.ტაში შემოვკარი და ლაშას მხარი გავკარი.
-რათქვი რომელ უნივერსტეტში ვსწავლობო?.
-ილიაში.
-ეე ჩვენც. ერთხმად ვთქვით მე და ლანამ.
-რა ფაკულტეტზეე?.
-იურიდიულზე.
-მე ფსიქოლოგიას ვსწავლობ.
-აუ ეგ ძაან მაგარია.
-ხო იურიდიულიც ძაან მომწონს ხშირად დავდივარ ხოლმე სამართლის საჯარო ლექციებზე.
-ფსიქოლიგიის განხრით არის საჯარო ლექციები?.
-კი არი ხოლმე.
-ხოდა ძაანაც კაი ჩვეენც ვივლით.
-აქავართ როიცოდეთ.ჩაახველა გიორგიმ.
-აუ მეძინება. პირი მოვააღე და სახეზე ხელი ავიფარე.
-კაი გოგო ჯერ 11 საათია.
-აუ მეძინება და რავქნაა., ვაჩე ჩვენი კარავი რომელია?.
-აი იქ არის.
-აუ მეძინება.
-კაი წავიდეთ მაშინ, ბარტყები თქვენც წადით ახლა შენს გოგოსაც ეძინება.მხარზე დაკრა ვაჩემ ხელი გიორგის.
-წამო ცოლო წამო დავიძინოთ.ფეხზე წამოაყენა ლანა გიორგიმ.
-თქვენ ცოლქმარი ხართ?.გაოცებული თვალებით შეხედა გიორგის და ლანას.
-დიახ ცოლქმარი გახლავართ.თავი დაუკრა გიორგიმ.
-სხვათაშორის ჩვენც.გახარებულმა მეც წამოვიძახე.
-მე არამყავს ცოლი.ხელი აიწია ლაშამ და დებილივით გაიკრიჭა.
-ხოდა დაქორწინებულ ხალხს გვეძინება, წავედით ახლა ნანინანებში.თავით პირდაპირ კარავში შევძვვერი და გავწექი.
-მგონი კარგი წყვილი გამოვა.კოცონთან დარჩენილ ლაშას და მარიამს გახედა.
-აუ კი ძაან თან ლაშაც მოდგება.
-კარგი ახლა დავიძინოთ.ხელები ძლიერად შემომხვია წელზე და თავი კისერში ჩარგონ-მიყვარს შენი სურნელი.
-მე კი შენი.ტუჩებზე წამიერად წავეტანე და თვალები დავხუჭე.
-მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ).ყურთან საამური სიტყვები მიჩურჩულა.
-მი სი მალატ.მეც ვუჩურჩულე და სიზმრების მორევში გადავეშვი.
დილას ადრიანად გამეღვიძა. თვალები რომ გავახილე ვაჩეს ავხედე, მასაც ეღვიძა უბრალოდ იწვა და მიყურებდა.
-როგორი ლამაზიხარ როცა გძინავს.თბილად გამიღიმა და ბაგეები შუბლზე მომაკრო.
-დღეს მაშინ რო დავიძინებ ფოტო გადამიღე და ხვალე მანახე.ენა გამოვუყავი და წამოვჯექი.
-შემომეჭმევი ახლა შენ.ისიც წამოჯდა და ხელები ძლიერად მომხვია.
-უი მაგაზე გამახსენდა მშია.
-ლაშას აქვს საჭმელი.თმა შუაზე გადამიყო და კარავი გახსნა.მეც უცებ გადავხტი და ლაშას კარავში შევვხტი. „ჰოი საოცრებავ ეს რა ამბებია“. დავინახე ლაშა კუთხეში იყო მიბუზული და მარიამი გვერდით ეწვინა.
-უი ხელი შეგიშალეთ.ხმამაღლა წამომცდა და პირზე ხელი მივიფარე.
-ღმერთოჩემო სადვარ.თვალები გაახილა მარიამმა და ირგვლივ ყველაფერი მოათვალიერა.-აქ რამინდა?.ლაშას გახედა და სახეზე წამოწითლდა.
-კოცონთან ჩამოგეძინა, მეკი არვიცოდი რომელი იყო შენი კარავი ხოდა აქ წამოგიყვანე.თავი იმართლა ვაჟბატონმა.პირველად მოხვდა, ღამე გოგოსთან იყო და ხელი არ ახლო. ნუ ჩემი და ლანას გამოკლებით ასე პირველად მოიქცა.
-უი მაპატიე რომ შეგაწუხე.მორცხვად ჩახარა თავი და სახეზე ხელები აიფარა რომ არ გაწითლებულიყო.
-არა კაცო რა შემაწუხე რასამბობ.მხრებში გაიმართა და მე გადმომხედა.-შენ რაღა გინდა?.
-მშია.პირი დავაღე და კონტეინერებს გავხედე.
-აჰა აიღე და ცოტა მეც დამიტოვე.
-კაი ჰო. რამდენიმე ბურგერი ამივიღე და ვაჩესთან მივირბინე რომელიც გიორგისთან და ლანასთან ერთად იდგა.
-აუ მომე რა ერთი.ხელიდან გამომწიწკნა ლანამ.
-იქ იცით ვინ ვნახე?.კარავზე ვანიშნე.
-ვინ ის ქერა?.
-არა მარიამი, თურმე ჩასძინებია და ლაშამ არვიცოდი რომელი იყო შენი კარავიო.
-მოიცა უბრალოდ ეძინათ?.
-ხო უბრალოდ ეძინათ.ბურგერი ავიღე და მადიანად ჩავკბიჩე.-ფუ რა საშინელებაა. უეცრად გადმოვაფურთხე და წყალი მივაყოლე.
-მშვენიერია რასერჩი.
-ძველია.
-ძვენი არა ისა კიდე გიშინ გავაკეთე და ზაკაზად შევფუთე.
-ფუ ცუდადვარ.სწრაფად გავიქეცი როცა გულისრევის შეგრძნება მქონდა.
-კარგადხარ.უკან ამედევნა სუყველა.
-ვაჩე? თავბრუ მეხვევა.ყველას გაორებულად ვხედავდი, ტავი რომ ვერ შევიკავე ძირს დავარდი და გონება დავკარგე.
რომ გავიღვიძე საავადმყოფოში ამოვყავი თავი. თვალები ნელნელა დავაშორე რთმანეთს და ხელზე დაყენებულ კათეტერს დავხედე.შემდეგ გვერდით გავიხედე და ვეჩე დავინახე. ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოხტა და მე მეცა.
-კარგად ხარ ჩემო პატარა?.სახე ახლოს მომიტანა და შეშინებული თვალები სახეზე შემანათა.
-თავი მტკივა.წვეთოვანს რომ გავხედე უკვე უნდა მოეხსნათ, თან ძალიან მაწუხებდა ამიტომ ექთანი მოვითხოვე. მათაც წამებში მომხსნეს და ბავშვებიც შემოვიდნენ. მარიამიც მათთან ერთად იყო.
-ჩემი გოგო როგორ არისო?.თავზე დამაფრინდა ლაშა და შუბლზე მაკოცა.
-რა დამემართა?.თვალები ავატრიალე და ვაჩეს მოვეჭიდე.
-არვიცი ექიმმა ცოტახანში იქნება პასუხებიო.
-ალბათ დავისიცხე.დასკვნა გამოვიტანე.
-ხო აბა სხვა რა უნდა იყოს.
-იმედია რამე სერიოზული არ არის.თვალები ცრემლებით ამევსო.
-ნუტირი ჩემო ცხოვრება არაფერი არიქნება სერიოზული, მე შენს გვერდით ვარ.გვერდით მომიჯდა ჩემი ქმარი და თავზე ხელი გადამისვა. ამასობაში ექიმიც მოვიდა, ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა. სახეზე ვერაფერი ემოცია ვერ ამოვიცანი უბრალოდ მოვიდა და ჩემს წინ დადგა.
-ვიკა ჩემია ხომ?.სასიამოვნოდ გამიღიმა და გადმომხედა.
-დიახ.თავი დავუქნიე.
-თქვენ მისი ქმარი ხართ?.
-დიახ მისი ქმარი ვარ.
-ექიმო თუ რამე სერიოზულია პირდაპირ მითხარით არ შემომაპაროთ მზად ვარ.
-ანუ პირდაპირ გითხრათ?.
-დიახ.
-მაშინ თქვენ ორსულად ხართ. გახარებულმა ხელები გაშალა და ანკეტა საწოლზე დადო შემდეგ კი ტაში დაგვიკრა.
-მოიცადეთ სერიოზულად?.ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებულმა ვაჩემ გახედა ექიმს და ხელი ხელზე მომკიდა.
-არასერიოზულობის მეტყობა შვილო რამე? თქვენს მუცელში ახლა პატარა არსებაა.მუცელზე მიმანიშნა და თვალი ჩამიკრა.
-ვახჩემი ბიძა გავხდები ტო?.სიცილით თქვა ლაშამ.
-ანა ნათლია დებილო.შევუსწორე.
-მე და შენ მშობლები გავხდებით პატარავ.დაიხარა და ტუჩებზე მაკოცა.მთელი ძალით მოვხვიე ხელები და ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. დავინახე ვაჩესაც აევსო თვალები ცრემლებით. ბედნიერებისგან კინაღამ გული წამივიდა. თავი სრულყოფილ ქალად ვიგრძენი გული საგრძნობლად ამიჩქარდა და მთელმა ემოციებმა ერთად მოიყარა თავი.-გამარჯობა მე შენი მამიკოვარ პატარავ.მუცელთან დაიხარა და ხელი გადამისვა.-იცი ერთ ძალიან მაგარ ამბავს გეტყვი, შენ გყავს ყველაზე ლამაზი დედიკო და უბედნიერესი მამიკო რომელიც დედიკოს და შენს გამოა ასე გახარებული.
-მიყვარხარ.თავი თავზე მივადე და საფეთქელზე ვაკოცე.
-მეც მიყვარხართ უზომოდ მიყვარხართ შენც და ეს პატარა ან პრინცესა ან ვაჟკაცი.
ამ ამბით ყველანი გახარებულები ვიყავით. ბედნიერებისგან ზოგი ტიროდა ზოგიც კი იცინოდა. ჩემი და ვაჩეს რეაქციები ისეთი სასაცილო იყო ექიმიც ვერ იკავებდა თავს. მთელმა საავადმყოფომ გაიგო რომ სულ რაღაც 9თვეში კიდევ ერთი არღვლიანი მოევლინებოდა ქვეყანას, არქონდა მნიშვნელობა ეს ბიჭი იქნებოდა თუ გოგო. ორივეს გამო უბედნიერესი ვიქნებით მეც და ვაჩეც სწორედ მე და ის ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება ჩემს ნერვებზე თამაშობდა. რა გასაკვირია არა? ზოგჯერ ისეთი ადამიანი გიყვარდება რომელთანაც ცხოვრების სამუდამოდ გატარება წარმოუდგენელი გეჩვენებოდა. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე ჩემო კარგო ჩვენ კი უნდა დავჯდეთ და ველოდოთ როდის მოეპრიანება ჩვენს ბედიღბალს საოცნებო ადამიანის გასხივოსნება რომ შევამჩნიოთ და ჩვენს გულში სათანადო ადგილი მოვუძებნოთ.


ყ-უ-რ-ა-დ-ღ-ე-ბ-ა!

ესეიგი იმედია ამას წაიკითხავთ. რაღაც არმინდა მარიამის და ლაშას ურთიერთობა ასე დასრულდეს. მინდა რამდენიმე თავი შემოგთავაზოთ მათზე რომ უფრო კარგად გავიგოთ რა ბიჭია ეს ჩვენი ლაშუნა. როგორ შეუძლია სიყვარული და დათმობს თუარა თავის ბაბნიკურ ჩვევებს მარიამის გამო. მაინტერესებს ღირს კი მათი ამბის გაგრძელება?.








ესეიგი ჩემო მკითხველებო ყველას დიდ მადლობას გიხდით რომ კითხულობდით ამდენი სიყვარულით მავსებდით და მაკრიტიკებდით. იმედია მოგეწონებათ დასასრული ბოდიშს გიხდით რომ დავაგვიანე. არვიცი თქვენი როგორი მადლიერი ვარ, ვერ გამოვხატავ ისეთი ბედნიერი ვარ რომ მყავს ასეთი ერთგული და შესანიშნავვი მკითხველები და მეგობრები თქვენ მე იმდენი სითბო შემძინეთ რადენიც მთელი ეს ცხოვრება მაკლდა. მიყვარხართ ძალიანნ..



№2 სტუმარი Nini

Mec dzalian mainteresebs lashunas ambavi da gaagrdzele aucileblad,rac sheexeba amas dzalian kargi iyo,warmatebebi :-*

 


№3  offline წევრი ანაკო

კი კი ღირს მე ძაან მაინტერესებს

 


№4 სტუმარი Shore shore

gaagrzele zalian mainteresebs ra moxdeba

 


№5 სტუმარი Nia

Mainteresebs da gaagrdzele

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ღირს კი არა აუცილებლად უნდა გააგრძელო ძვირფასო.ნუ ეს ისტორია კი არაჩვეულებრივია
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

Axla movrchi yvela tavi kitxavs dzalian magariaa. Gaagrdzle lashas damariamis ambavii girsii aba ar giirs :dd

 


№8  offline წევრი სალი-სალი

მადლობა ჩემო საყვარლებო რომ წაიკითხეთ და ასე გამახარეთ თქვენი თბილი კომენტარებით, დღეს შევეცდები გავაგრძელო მარიამზე და ლაშაზე. მიყვარხართ ძალიან <3

 


№9  offline წევრი იასამანი

გაგრძელე ღირს ნამდვილად

 


№10 სტუმარი mtvaro svani

vaimeeee shen ar ici rogor gamaxare ase kargad ro daasrule magati istoria magram lasham ra daashava aaaa?gtxov gaagrzele ra.gelodebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent