ჩ ვ ე ნ ი წილი ბედნიერება!(სრულიად)
ჩვენი წილი ბედნიერება(სრულიად) *** ანუ, ღმერთმა და ანგელოზმა შეთანხმება დადეს? -როგორც ჩანს,ასეა. ** -ჩამოვიდა? -გუშინ ღამე.. *** -არ არსებობს ტოო, დემე აქ არის? -ჩამოვიდა ლევუშ, ჩამოვიდა.. *** -ნინას გამო ჩამოვიდა? -არ ვიცი, რას გაუგებ მაგათ.. *** -რაო? არ ისმის. რა თქვი? ვინ ჩამოვიდა? დემე? რომელი, გამცემლიძე? გუშინ ღამით? არ არსებობს! *** -ის ბიჭი ჩამოსულა, გამცემლიძე. გახსოვს ნელიკო? ამბები რომ დაატრიალა ჩვენი ნინაჩკას გამო? მთელი უბანი ფეხზე ვიდექით, როგორ უყვარდათ მართლა ერთმანეთი.. -ეგეთი ახალგაზრდების მოძებნა ძნელია ამ დროში.. ამერიკიდან ჩამოვიდა? -როგორც კი ნინას ამბავი გაიგო,მაშინვე. *** -დემე, ღადაობ? -არა გოგო, გუშინ ღამე. ლალის დეიდაშვილი იყო აეროპორტში და მაგან მითხრა, მაგარ ვიდზეაო. -თავისუფალია ნეტა? -არ ვიცი,ნინას მერე, მგონი არავინ ყოლია. *** -ნინა! -ხო, ნანკა, -დემე ჩამოვიდა გუშინ ღამით.. *** ადამიანები ვარსკვლავებს ვგავართ. ზოგჯერ ვინთებით, ზოგჯერ ვქრებით.მთავარია არ ჩამოვვარდეთ და მიწაზე არ დავეშვათ, თორემ სხვა ყველაფერს ეშველება.. დემეტრე გამცემლიძეს ვიცნობ, ზუსტად მეორე კლასიდან. მაშინ ახალი გადასული ვიყავი 53-ე სკოლაში, ბარნოვზე. თითქმის სულ ისე იყო, ერთმანეთის დანახვაც კი გვაღიზიანებდა, ბავშვობიდან. თავში ავარდნილი, ამპარტავანი მამიკოს ბიჭი მეგონა, რომელიც სხვა ბიჭებისგან მხოლოდ გარეგნობით და ფულით გამოირჩეოდა. მაგრამ შევცდი. ყველას უყვარდა, ყველას მოსწონდა. გოგოები გიჟდებოდნენ მის დანახვაზე. უფროსები სულ აქებდნენ. დემე - ისეთი, დემე - ასეთი. მგონი, მარტო მე ვერ ვიტანდი ვერასდროს. ჩემი კლასელები ყველაფერს აკეთებდნენ იმის გულისთვის, რომ რამდენიმე წამით მაინც დაენახათ დერეფანში. ღონისძიებების ან სასკოლო შეკრებების დროს, „ჩორნი ხოდებით“ დავდიოდი მთელ დარბაზში, დემეტრე რომ არ დამენახა და ნერვები არ მომშლოდა. აი, ზუსტად ასე მეზიზღებოდა. მერე, მიყვარდა. ანუ, მართალი ყოფილა, სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო, თუ პირიქით. პირველად დემეს სასკოლო წვეულებაზე შევხვდი. როგორც ყოველთვის, არ დავდიოდი . მაგრამ სასწავლო ნაწილის დაჟინებულმა მოთხოვნამ:“არასდროს არსად არ დადიხარ ჩვენთან ერთად, და ერთხელ მაინც წამოდი“-მ, თავისი გააკეთა. დემე მაშინ მეათეში იყო, მე - მეშვიდეში. ისეთი მოსაწყენი იყო ყველაფერი, ვკვდებოდი. განსაკუთრებით გამცემლიძის დანახვა მაღიზიანებდა. ხან ვის ვეცეკვე, ხან ვის. დემეტრე ისეთი თვალებით მიყურებდა, სადაცაა აფეთქდებაო. მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ, ეხლა ვხვდები. ხოდა, რას ვამბობდი.. მაშინ პირველად ვეცეკვე. ჩემი ნებით კი -არა, ასეთი რამ არ მოხდებოდა, ზუსტად ვიცოდი. უბრალოდ, წვეულების მეფე და დედოფლად აგვირჩიეს, და ბავშვების ყვირილით, დირექტორის მომაბეზრებელი გამოთქმებით, და დემეს რევერანსით, მოხდა ზუსტად ყველაფერი.. თავიდან ერთი სული მქონდა, როდის გაიწეოდა და ვეღარ ვიგრძნობდი მის სუნამოს სურნელს.. მერე, ისე ჩამეხუტა, გეფიცებით.. იქვე გამიჩერდა დრო.. დრო კი არა, ყველაფერი, თითქოს დედამიწამაც შეწყვიტა ბრუნვაო.. პირველ წვეულებას მეორე მოყვა, მეორეს მესამე, და ყოველი წლის ბოლოს, კარნავალზე ერთგვარი „რიტუალი“ იყო ჩვენი ცეკვა. მერვე კლასში რომ დავბრუნდი, შემოდგომაზე. ისეთი შეცვლილი ვიყავი უკვე, სხვანაირი. მთელი სკოლა დამესია. განსაკუთრებით - ერთი. სულ ცდილობდა ჩემს ნახვას, საჩუქრებს მიგზავნიდა, ბარათებს მწერდა. მოკლედ, ცალკე ცივაძე ლაშა და სკოლა, ცალკე მე. მეგობარს ვწერდი, გვიანი იყო უკვე, ძალიან დამღალა და გამაღიზიანა-მეთქი. მე მოვაგვარებო, და მეორე დღეს თურმე გამცემლიძეს და მის ძმაკაცებს უცემით ის ბიჭი, მაგრად. ოღონდ ეგ მაშინვე კი არა, მეორე წელს გავიგე.(იცინის) მერე, ნასვამი იყო ძალიან! უფროსი იყო უკვე, მეთორმეტეში ის და - მეცხრეში მე. ძლივს დადიოდა, ბარბაცით. -ამდენი სად დალიეთ, გაფიცებთ? სიცილით ვუთხარი მე, და ჩემსკენ წამოსული მისი სხეული, ძლივს დავაბრუნე თავის ადგილას. -არა მარტო დავლიეთ, თავზე მაკოცა. -კაი ერთი, ძლივს დადიხარ. წამო დავჯდეთ იქით! ხელი გადავახვევინე და ძლივსძლივობით „შევიტანე“ კლასში. -ცუდად ხარ?! პულსი ამიჩქარდა, გაფითრებული სახე რომ დავინახე. აშკარად ვერ იყო კარგად. -არა შენთავსგეფიცები, პროსტა ცოტა ბევრი მომივიდა, ჩაბჟირდა. მეც გამეცინა. -შენ.. -რა მე? გაკვირვებულმა ვუპასუხე. -არაფერი დაიკიდე. თავი გაატრიალა და სიგარეტს მოუკიდა. *** -რატო ვერ მიტანდი,მაგრად მაინტერესებს.. ახალ წლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. სკოლას ვრთავდით, და დემეც იქ იყო. -რავი, ძაან „გატიპებული“ მეგონე ჩემს უტვინობაზე გამეცინა. -შენ? გულწრფელად ვკითხე. -ვინ გითხრა, რომ ვერ გიტანდი? ეშმაკური ღიმილით მიპასუხა. გავწითლდი. კინაღამ ორ მეტრიანი კიბიდან ჩამოვვარდი, და ის ნაძვის ხეც თავზე დამეცა.. არასდროს გვქონია „გაიასნებული“ ურთიერთობა. უბრალოდ ვგრძნობდით, რომ ყველაფერი ისე იყო,როგორც უნდა ყოფილიყო, და თან არც ისე, როგორც არის ხოლმე.. ანუ, ასახსნელად ძნელია, გასაგებად რთული. მაგრამ, როცა სკოლა დაამთავრა, მერე ყველაფერი აგვერია. აღარც მწერდა, აღარც მნახულობდა. სკოლაშიც ძალიან იშვიათად მოდიოდა. თუ მოვიდოდა, ისიც : „როგორ ხარ“ „სად დაიკარგე“ „რამდენი ხანია არ მინახიხარ“ და ასე.. *** -შენ მომიკვდე, მაგ ბიჭს თუ არ ეკეტებოდეს შენზე! წარბებშეკრული იჯდა დევდარიანი ნანკა, და ხან „იმედგაცრუებულ“ მე მიყურებდა, ხან ჩემს გვერდით მჯდომ ანის. -რა ეკეტება ნანკა, კაი რა! ორი თვეა არ მინახავს, და თუ ვნახე, ისიც ან გამარჯობას მეუბნება, ან კიდე გადამკოცნის და მორჩა!. არც მიწერა,არც დარეკვა, არც არაფერი. ეგეთი მოწონება, ახალია რამე? ცხელ ყავას ჯინაზე დიდ ყლუპებად ვსვამდი, რომ ენა დამწვოდა, და კარგა ხანს ვეღარ შემძლებოდა გამცემლიძეზე ლაპარაკი. -ეგ ეგეთი ტიპია ნინა, შენც იცი. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. ყველაფერს საქციელებში ამჟღავნებს. მე ვიყავი ის ბიჭი,ცივაძე რომ ცემა? თუ შენი გულისთვის მერვე კლასში მე დავამხე დირექტორს თავზე კაბინეტი?! აა, ისიც მე ხომ არ ვიყავი შემთხვევით, პაპკიაურს რო ტელეფონი თავზე გადაალეწა, სურათებს რომ გიღებდა ჩუმად? ერთი ამოსუნთქვით ძლივს საუბრობდა ნანკა, ანის კი სიცილისგან მიტკლისფერი ქონდა დადებული. -ეგ რა შუაშია, ვერ ვხვდები.. -შუაში კი არა, თავშია ნინა, თავში! *** მე ნანკა, ანი და დემე ერთი სკოლიდან მოვდივართ. მერე, ლევა და გიოც შემოგვიერთდნენ. მეცხრე კლასის შემდეგ უფრო დავახლოვდით, და ბოლოს შეიძლება ითქვას „სასტავად“ ჩამოვყალიბდით. ყოველთვის ყველამ იცოდა, და ყველა ხვდებოდა რომ მე და დემეს შორის იყო რაღაც, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. ან რა უნდა ეთქვათ? მეათე კლასი რომ დავამთავრე, ზუსტად იმ დროს იყო ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური. ყოველთვის მიყვარდა უცხო ენები, და მაშინ პირველად გადავწყვიტე დედაჩემის თხოვნით, მსგავს აქტივობაში ჩავრთულიყავი და ბედი მეცადა. ჩემდა გასაკვირად, ისე მოხდა, გავიმარჯვე. და 1 წლით ლონდონში გამგზავნეს სასწავლებლად. წასვლის წინა დღეს მთელმა სკოლამ სიურპრიზი მომიწყო. ერთად შევიკრიბეთ უფროსკლასელები. ჩემს გამარჯვებას ავღნიშნავდით, ხოლო წასვლას ვგლოვობდით. ჯიქია ანი, რომელიც გვარს ნამდვილად ამართლებდა, და რომელთანც ბავშობის საუკეთესო წლები მაკავშირებს,მთელი საღამო გვერდიდან არ მომშორებია, და პირდაპირი მნიშვნელობით „მგლოვობდა“ -იცოდე, ტელეფონზე ერთი გამოტოვებული ზარი, და ჩათვალე მთელ ლონდონს თავზე დაგამხობ! მარიგებდა დედაჩემივით. -კაი ანი, რა პრობლემაა, ჩამოგიტან ორ წყვილ ბენსიმონს და გაგივლის, სიცილით ვეუბნებოდი ხოლმე როგორც კი წუწუნს დაიწყებდა. ჯიქიას სახე ბრაზისგან ეღრიცებოდა, მე - სიცილისგან. უკვე სამი ხდებოდა რომ დავიშალეთ, ყველას თბილად დავემშვიდობე. რამდენიმემ, აეროპორტშიც გაგაცილებ ხვალ-ო, და მეც დავთანხმდი. უკვე კიბეებზე ავდიოდი, მანქანის საბურავის ჭრიალმა,რომ კინაღამ ყური გამიხვრიტა. გავიხედე და ვის ხედავს ჩემი თვალები! გამცემლიძე დემეტრე ზუსტად ჩემი სადარბაზოს წინ იდგა, და თავის შავ BMW-ს მიყუდებული, სიგარეტს აბოლებდა. გამეცინა. აი, გიჟი თუ არ იყო! ხომ შეეძლო, ადამიანივით დღისით მოსულიყო,ვენახე ,დამმშვიდობებოდა და წასულიყო. მაგრამ არა! ეს რის დემეტრე გამცემლიძეა, რომ თავისი გიჟი ხასიათი არ ჩაურთოს მოქმედებაში. და საერთოდ, ეხლა გავახსენდი? როგორც ყოველთვის შავი ლევისის ჯინსი, და ღია ფერის მაისური ეცვა. დაბალზე შეჭრილი თმა კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა მის გამოკვეთილ თვალ-წარბს. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და დემეს ავეკარი. -როგორ მომენატრა შენი სუნი! თავი ჩემს ყელში ჩარგო და მთელი ძალით მომეხუტა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექით. მერე, გამახსენდა რომ გაბრაზებული ვიყავი და სწრაფად მოვშორდი. -კი, გეტყობა, ირონიული სიცილით ვუთხარი და სახეზე დავაკვირდი. რაღაცნაირად შეცვლილი იყო. ორი თვე არ მენახა, და თითქოს სულ სხვა დემეს ვხედავდი. ხმა არ ამოუღია, მანქანაში ჩაჯექიო, კარისკენ მიმითითა და მეორე მხრიდან მოუარა. -გცალია ცოტახნით? საათს დავხედე, ოთხის წუთები იყო, უკვე. -მომკლავს გვანცა, ფანჯარას ავხედე. მე მოვაგვარებო მითხრა და მანქანა დაძრა. თითქმის ნახევარი გზა, ხმა არ ამოუღია, არც მე. მერე, ქალაქს რომ გავცდით, გადავწყვიტე დუმილი დამერღვია. -სად მივდივართ? გაკვირვებულმა ვკითხე. -მივალთ და ნახავ, არც შემოუხედავს ისე მითხრა. -რატომ მიდიხარ? მოულოდნელი კითხვა იყო,ჩემთვის. -ვერ გავიგე? სიცილი ძლივს შევიკავე. -არ წახვიდე, ყელში ბურთი გამეჩხირა. -უნდა წავიდე დემე, ვისწავლი და მალე ჩამოვალ! -ერთი წელი ძაან მალეა,კი ეტყობოდა, გაბრაზებული იყო, მაგრამ თავს იკავებდა. -შენ რა იცი, რამდენი ხნით მივდივარ? უკვე ვიძაბებოდი,ისეთი სახე ქონდა. -შენთან რომ არ ვარ ყოველ დღე,იმას არ ნიშნავს რომ არ მახსოვხარ,ნინა! ბოლო იყო, ლამის ტირილი დავიწყე. -ჩაიცვი, ცივა იქ! უკანა სავარძლიდან თავისი მოსაცმელი გადმოიღო და მომაწოდა. აღარაფერი მითქვამს, თავი ფანჯარას მივადე და დემეს სურნელით გაჟღენთილი, გავირინდე. *** -ალო,გესმით ჩემი? ალო, გესმით? ავარიაა ბარნოვზე, ხელოვნების გალერეასთან. ვერ გავიგე? რამდენ ხანში? გაგიჟდით? ავარიაა-მეთქი! მგონი ორნი არიან. არ ვიცი ქალბატონო, საშინელ მდგომარეობაშია მანქანა, ვერ ვარჩევ. მალე მოდით რა, *** იმ დღეს მე და დემე ყვარელში ავედით, ბიძამისის სასტუმროში. საერთოდ არავინ არ იყო, მხოლოდ მე და დემე. -გაგიჟდი ხო? სიცილით ვუთხარი როდესაც კარები გახსნა და სინათლე აანთო დარბაზში. -არ მოგწონს? გარემოს მოავლო თვალი და ფანჯრისკენ წავიდა, საიდანაც მთელი ტბა ჩანდა, ზემოთ ტყე. -ძალიან! მართლა ულამაზესია აქაურობა.. ღიმილით ვთქვი, -შენ უფრო ლამაზი ხარ, შუბლზე მაკოცა. ავწითლდი, პულსაცია ამივარდა 200-ზე. დემე მიხვდა და გაეცინა. თენდებოდა უკვე.. ბუხრის წინ ვიჯექით და ძველ დროს ვიხსენებდით. -აუ, ის გახსოვს? გიჟი კლასელი რო გყავდა,რა ერქვა? სალომე? თუ რაღაც..- კვდებოდა სიცილით დემე-მასწავლებელს თავზე წყალი რო გადაასხა, -გამახსენდა, სალომე ერქვა, ერთხელ ჩაიფსა კიდეც. ძლივს ვლაპარაკობდი მე. -აუუუ, ეგ მე რატო არ ვიცოდი? ჩაბჟირდა გამცემლიძე. -რატომ და დირექტორმა, თუ ვინმეს რამეს ეტყვით ამის შესახებ, მაგრად გაგედებათო, უკვე მუცელი ხელით მეჭირა. -მაგას ოღონდ ფული აეღო და სამშობლოს მოღალატესაც დააფარებდა ხელს. მხარს მიბავდა დემე. -ეგ კი არა, მეფე-დედოფლად რომ აგვირჩიეს, და ჩემთან ცეკვა რო არ გინდოდა, ეგ გახსოვს? თავი დავუქნიე. -პაპკიაურს რო ტელეფონი თავზე გადაალეწე? ხმა შემეცვალა და ვეცადე არ გამცინებოდა. თუმცა არ გამომივიდა. -ეხლა გეცინება, და ადრე მაგარი გამწარებული იყავი მაგაზე,რა! უცებ დაუსერიოზულდა ხმა დემესაც. -ხო, ცივაძე რომ ცემე მაშინაც მაგრად მეშინოდა, მაგრამ მეორე წელს გავიგე, -საცემი იყო და ვცემე, ტრამვატოლოგიურში რომ არ იწვა, და მიმღებით გამოვიდა მარტო,მადლობა მოიხადოს, სერიოზული ტონით ლაპარაკობდა გამცემლიძე. -და ჩემი შეყვარებულიაო რო უთხარი, ეგეც თუ გახსოვს? ჩავიხითხითე. -მორჩა ძველი ამბების გახსენება, მეძინება! ფეხზე წამოდგა დემე, და შევამჩნიე როგორ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში, ხელები ავწიე, დანებების ნიშნად და დასაძინებლად გავყევი. *** -აფრენს ეგ ბიჭი შენზე,ხო გითხარით, -კაი ნანკა, ნუ ჩაურთე შენებურები, უბრალოდ ვმეგობრობთ.. -ნინა, ნუ ხარ გამოშტერებული! რომელ მეგობარს მიყავს მეორე მეგობარი ცარიელ სასტუმროში, რომელი მეგობარი სცემს მეორე მეგობრის გამო ბიჭებს, და „ვაბშე“, რომელი მეგობრები არიან ეგრე, როგორც შენ და დემე.. -მართალია, ცხოვრებაში პირველად დაეთანხმა ჯიქიაც ნანკას, და გაშტერებული მზერით შემომხედა. იმ ღამეს მქონდა ფრენა. დემემ ვერ მოვალო, საქმე მაქვსო და რო ჩახვალ დაგირეკავო.. მეწყინა. კარგი-მეთქი, რა უნდა მექნა. მანქანიდან გადმოვედი, დაუმშვიდობებლად. არ არის ნორმაზე,ნაღდად. დედაჩემმა ამბავი დამაწია, მაგრამ რომ ვუთხარი, დემეს სასტუმროში ვიყავით-მეთქი, გაჩუმდა.აი, ხომ ავღნიშნე მაღლა, უფროსები გიჟდებოდნენ დემეზე-მეთქი. დედაჩემიც მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა. ცხრა მთას იქით გამიშვებდა, თუ იცოდა რომ მასთან ერთად ვიყავი. არ ვიცი რატომ ენდობოდა ასე, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ბავშვებმა გამაცილეს. ისე მომდიოდა ცრემლები, თითქოს ავღანეთის ომში მივდიოდი და ან შევძლებდი მათ ნახვას, ან - ვერა. აეროპორტის ზოგადი წესი: ან იტირე, ან სხვის ტირილს უყურე!-მ გაამართლა. მეც ვტიროდი,დ ა ჩემს გარშემო ვინც იდგა, ისინიც. ძლივძლივობით ავედი ექსკალატორზე და ცრემლები მოვიწმინდე. სხვა დანარჩენთან ერთად, დემეზეც მეფიქრებოდა. ხომ შეეძლო, ხუთი წუთით მაინც მოსულიყო, ბედნიერი ფრენა ესურვა და წასულიყო. ბევრს ვითხოვ, დავიჯერო?! როგორც კი თვითმფრინავი დაიძრა, ტელეფონი ფრენის რეჟიმზე დავაყენე და სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი. (ნუ, იქაური პირობების გათვალისწინებით კომფორტულად), სიზმარში დემე ვნახე, ისევ ყვარელში ვიყავით, ოღონდ ამჯერად სხვა ამპლუაში. (იცინის) *** -მარჯვენა ფეხის მოტეხილობა, პერიფერიული ვაზოსპაზმი და ტაქიკარდია, სავარაუდოდ შინაგანი სისხლდენა აქვს, ასევე აღენიშნება გულის რითმის დარღვევა არტერიული ჰიპოტენზიისა და კოლაფსის ფონზე; მარცხენა ფილტვი დაზიანებულია. სასწრაფოდ მოამზადეთ საოპერაციო! -კი მაგრამ ბატონო ვახო,ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი საოპერაციოა თავისუფალი, აქ კი ორი გადაუდებელი პაციენტი გვყავს. -რასაც გეუბნებით ის გააკეთეთ! ქალბატონს თავის ტვინის, მარჯვენა შუბლის წილის ჰემორაგიული დაჟეჟილობა აქვს. ისიც კი არ ვიცით, ოპერაციას გადაიტანს თუ არა. ყველაზე უკეთეს ვარიანტშიც, სუნთქვის აპარატით შეძლებს სიცოცხლეს. *** უცხო ქვეყანაში ყოფნა, ჩემთვის იმაზე რთული აღმოჩნდა,ვიდრე წარმომედგინა. ძალიან მიჭირდა მეგობრების და დედის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ვუკავშირდებოდი მათ. დედა და მამა რომ გაშორდნენ, ჯერ კიდევ 3 წლის ვიყავი. ორი წლის შემდეგ მამა გარდაიცვალა, ღვიძლი დაეშალა და სასმლის ამდენ ზემოქმედებას ვეღარ გაუძლო მისმა ორგანიზმმა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ვერ ვგრძნობდი დანაკლისს იმდენად, რამდენადაც ახლა. დედა გვერდში მედგა და ცდილობდა, უმამობა არ მეგრძნო. თუმცა მაინც, რამდენადაც არ უნდა დაგიდგეს გვერდში ერთი მშობელი, სამწუხაროდ მეორე მშობლისგან დატოვებულ სიცარიელეს ვერ შეავსებს. რამდენიმე თვე ძლივ-ძლივობით გადავაგორე. ვსწავლობდი, ვსწავლობდი და ვსწავლობდი. იმის დროც არ მქონდა, ქალაქი წესივრად დამეთვალიერებინა. როგორც კი სახლში მოვიდოდი, დაღლილი ვეღარ ვწევდი თავს ლოგინიდან. ზუსტად ექვსი თვე იყო გასული, ჩვენს ეზოში ახალი მეზობლები გადმოვიდნენ. საკმაოდ კარგი და-ძმა იყვნენ. მხიარულები და თბილები. მალევე დავმეგობრდით და ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ისედაც ძალიან მცირე თავისუფალ დროს, მათთან ერთად ვატარებდი. ერთ საღამოს, ანიმ დამირეკა სკაიპში. ყველა ერთად იყვნენ შეკრებილნი, და შენ გვაკლიხარო. ლამის ვიტირე. მერე, დემე გამოჩნდა ეკრანზე, და ძლივს შევიკავე თავი, კომპიუტერში რომ არ გადავმძვრალიყავი და მთელი სახე დამეკოცნა. გაბრაზებამ წამში გადამიარა. -მოდი დემეე, ნახე ვის ველაპარაკებით! ხელი დაუქნია ნანკამ გამცემლიძეს და გვერდითა სკამზე გაჩოჩდა. -ვაა, ნინა! როგორ ხარ? ისეთი რაღაცნაირი იყო, ისეთი შეცვლილი, უჩემოდ. -კარგად დემე, შენ? გამეღიმა. როგორ მენატრებოდა მისი ხმა. ექვსი თვის შემდეგ პირველად.. -არამიშავს. როგორ მიდის სწავლის საქმეები? -რა ვიცი, ვსწავლობ და ვარ რა, მგონი კარგად! დემეს გაეცინა. კვლავ ისეთი ღიმილი ქონდა, თავბრუდამხვევი. -ნანკა წამო რა, ლევანი გვეძახის, განსხვავებულით უნდა დაგალევინოთო, თვალი ჩამიკრა ჯიქიამ და ნანკას თვალებით ანიშნა, გამომყევიო. დემე დაიბნა. -არ ჩამოდიხარ, ნინა? ეტყობოდა ხმაში სევდა, -ექვს თვეში დემე, როგორც კი მოვრჩები.. ნაზად გავუღიმე. -მომენატრე, გულში სითბო ჩამეღვარა. მომატებულმა პულსაციამ, კიდევ უფრო მეტად იმატა. ამჯერად ჩემს მუცელში, პეპლები დაფრინავდნენ კი არა, მიწისძვრა იყო. -მეც დემე, მეც მომენატრე! *** მე და შენ არასდროს ვიცოდით რანი ვიყავით ერთმანეთისთვის, და ალბათ კარგიც იყო, რომ ასე მოხდა.. *** თვალებს ვახელ და ვგრძნობ საშინელ ტკივილსა და წვას მუცლის არეში. ჩემი გულის ცემა ყურებში მესმის და ბუნდოვნად ვხედავ. თითქოს სადღაც სხვაგან ვარ, სულ სხვაგან და არ ვიცი, როგორ დავბრუნდე უკან. ყველაფერი ცისფერია. ცაც, მიწაც. მგონი მეც კი გავცისფერდი. სულ ცისფერ ფერებში წარმოვიდგენდი ხოლმე სიკვდილს და მგონი.. მოვკვდი. ანუ, ახლა სამოთხეში ვარ? თუ გზის გასაყარზე ფრთხილად მივაბიჯებ მისკენ? არ მინდა, არ მინდა სიკვდილი, გთხოვთ! *** -პაციენტს ვკარგავთ, სასწრაფოდ რეანიმაცია, 150-ზე დამუხტეთ! ექიმს მკაცრი,თუმცა ამავდროულად შიშით და თანაგრძნობით მკაცრე ბარიტონი ჰქონდა. -განმუხტვა! 200-ზე დამუხტეთ.. მიდი გოგონა, მიდი! შენ ამას შეძლებ. განმუხტვა! ჯანდაბა.. მიდი,მიდი მიდი! მორჩა,გარდაცვალების დრო 17:32. *** ერთი წელი მალე შესრულდებოდა, რაც ლონდონში ვიყავი. ჩემ დაბადების დღემდე სამი დღე იყო დარჩენილი. ყველას ეგონა, რომ ორ თვეში დავბრუნდებოდი უკან. მე კი სამი დღით ადრე ავიღე ბილეთები და თბილისში დავბრუნდი. დევიდი და მერი ცდილობდნენ გადაეფიქრებინათ ჩემთვის მშობლიურ თბილისში დაბრუნება და დაბადების დღის გადახდას, თავიანთ თავზე იღებდნენ. უარი ვუთხარი. ოჯახი და მეგობრები მელოდებიან-მეთქი და დავბრუნდი. აი, ასე. გიჟურად, სპონტანურად მაგრამ მაინც, სასიამოვნოდ. არავინ იცოდა რომ ჩავდიოდი, ნუ, მე ასე მეგონა. *** ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს, ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია, დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე... მერე მიდი და, თითო ფურცელი ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად... შენს გამოხედვას თუ გავუძელი მწველი თვალების უხმო ჩვენებას დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია, (ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ) ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან თორმეტბალიან გულისცემაში.... ამინდი შენი ხასიათია, მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება შენი ბრალია, ყოველ განთიადს მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება. ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს, ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია, დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე... *** მერვე კლასში რომ ვიყავი, შავ-თეთრი ფოტოების გადაღება,ჰობად მექცა. დედაჩემს პროფესიონალური აპარატი ვაყიდინე და ვიღებდი ყველგან და ყველაფერს.. მერე, ცეკვა დავიწყე, და აი ასე, უბრალოდ დავივიწყე ჩემი ძველი ჰობი. ჯიქია მეღადავებოდა, ისედაც შავ ფერებშია ყველაფერი, შენი დამძიმებაღა გვაკლიაო. მაგრამ ჩემს ფოტოებს რომ ხედავდა, ჩუმდებოდა და ნამდვილი ნიჭი გაქვსო,ამბობდა. ლევა და გიოც ყოველთვის მაქებდნენ. ერთხელ მახსოვს, ყველანი ერთად ვიყავით კუს ტბაზე ასულები და ჩემი აპარატიც თან მქონდა. უამრავი სურათი გადავიღეთ, ერთად, ცალ-ცალკე. დემეს სურათებიც მაქვს შენახული. მაგიდასთან ჩუმად ზის და „რაღაცნაირი“ მზერით მიყურებს. ის სურათი ვერავის ვაჩვენე. ვერ გავიმეტე ვერავისთვის. მხოლოდ მე მინდოდა რომ მქონოდა. საღამოობით ჩუმად ვუყურებდი და ვტკბებოდი, ჩემთვის. მერე გოგოებმა შემთხვევით ნახეს და დემესაც ანახეს. გავგიჟდი! დემეც გავაგიჟე. იმის მერე სულ მეუბნებოდა, მეც მასწავლე ფოტოების გადაღებაო. დავდიოდით ერთად, ბაღებში,სკვერებში და ვიღებდით ფოტოებს. ვუღებდით ყველას და ყველაფერს, მოხუცებს, ბავშვებს, შეყვარებულ წყვილებს, მტრედებს და საერთოდ ყველას, სულიერს თუ უსულოს. *** ბავშვივით მიხაროდა ჩამოსვლა. აეროპორტიდან გამოვედი თუ არა, ჩემი ყველა ვარაუდი, რომ არავინ იცოდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი, წამში გაქარწყლდა. ყველა ერთად იყვნენ, ლევა,გიორგი, გოგოები და დედაჩემიც კი. დემეტრე არ ჩანდა, ვერც გავბედე მეკითხა, ისეთი ბედნიერი იყო ყველა, ისე უხაროდათ ჩემი ჩამოსვლის ამბავი, ვერ გავბედე მეკითხა.. -შენ კიდე გახდომა გინდოდა,გოგო? ხუთ წუთში ერთხელ მეკითხებდოდა შეშინებული დედაჩემი. -საიდან გაიგეთ რომ ჩამოვდიოდი? ვერ ვმალავდი გაკვირვებას, ნანკა თვალს მიკრავდა და თბილისი პატარა ქალაქიაო,მეუბნებოდა. -როგორ მომენატრეთ ყველანი! ვერ ვშორდებოდი მათ თბილ სხეულებს. არ მეგონა, თუ ასე მომენატრებოდნენ. იმ ღამეს არა, და მეორე ღამეს ანიმ აიტეხა ლევა ბარს ხურავს შენს გამო და აუცილებლად უნდა წავიდეთო. -კაი რა ანი,რა საჭიროა ამხელა ამბავი, მოწყენილმა ვუთხარი და ფეხზე გავიხადე. -ნუ მეკამათები! ადექი,ჩაიცვი და ხუთ წუთში დაბლა იყავი. თითის ქნევით მითხრა, და კარებში გაუჩინარდა. არ მინდოდა არაფერი, არც გართობა, არც სმა-ჭამა და საერთოდ, დემეს გარეშე არ მინდოდა არაფერი. ნუთუ, ვაღიარებდი ამას ჩემს თავთან? ისიც კარგად ვიცოდი, რომ დემეს არ ვუყვარდი, და ჩემთან უბრალოდ მეგობრობა აკავშირებდა, ვიცოდი?! *** ბარნოვზე ავედით, ხელოვნების გალერეაში. ანის ეშმაკური გამომეტყველება ქონდა და ნანკას თვალს უკრავდა ხოლმე. მე კი გაბუსხული ვიჯექი უკანა სავარძელზე და მეტირებოდა. მანქანიდან როგორც კი გადავედი,ლევა და გიო შემომეგებნენ, ერთი დღის უნახავზეც კი, იმდენი მკოცნეს, ლამის სული ამომხდა. -კაით ეხლა,გეყოთ, დავიჯერო, ესე მალე ვკვდები? სიცილით ვუთხარი ბიჭებს და მათი მკლავებისგან გათავისუფლება ვცადე. -ძაან მაგარ ვიდზე ხარ, ჩემ ოთხ შვილს გეფიცები, ღადაობის ხასიათზე იყო ლევა. ყველა იცინოდა, მათ შორის მეც. შიგნით რომ შევედი, თავბრუ დამეხვა. თითქოს ცა გაიხსნა და მიწა ზანზარს იწყებსო. ყველა მოგონება ერთდროულად ამომიტივტივდა თავში. მთელი ოთახი ჩემი შავ-თეთრი ფოტოებით იყო მოფენილი. საჭმელს ვჭამ -მე, ძაღლს ვასეირნებ -მე, ტაქსს ვაჩერებ - მე, ვიცინი -მე, ვცეკვავ- მე, სახლის კარს ვაღებ -მე, სიგარეტს ვეწევი - მე, დემეს ვეხუტები -მე.. იმდენი უცნობი ფოტო იყო ჩემი, არც კი ვიცოდი მათი არსებობის შესახებ. თავი ცნობილი ადამიანი მეგონა, რომელსაც უამრავი პაპარაცული ფოტოები ქონდა. და მაინც, ბოლო ყველაზე განსაკუთრებული იყო, მე და დემე, ჩვენი სხეულები, ერთად, ერთმანეთზე მიკრულნი.. და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ უკნიდან ნაცნობ სურნელს ვგრძნობდი. უკნიდან ნაცნობ სხეულს ვგრძნობდი, უკნიდან საყვარელი ხელების შეხებას ვგრძნობდი, მე დემეს ვგრძნობდი,მთელი არსებით! -შენი სურნელი მომენატრა ნინა, შენ მომენატრე! უკნიდან მეხუტებოდა გამცემლიძე და მეც მის მკლავებში მოქცეულს, აღარ მინდოდა ეს წუთები დასრულებულიყო. -დემე, ყველაზე კარგი საჩუქარი ხარ, ჩემს ცხოვრებაში! და მართლაც იყო, საუკეთესო სიურპრიზი ჩემთვის ეს საღამო, და საუკეთესო მოგონება ჩემს ცხოვრებაში, დემეტრე გამცემლიძე.. *** -ანუ, ერთად ხართ? დაცქვეტილი ყურებით იჯდა ჩემს გალერეაში ნანკა, და ყავას წრუპავდა. -არა, არ უთქვამს მიყვარხარო, აბა, როგორ ვართ ერთად? გაღიზიანებული ვიყავი, -ხო იცი, ეგეთი ტიპია, შენს გამო რეები გააკეთა, მაინც და მაინც უნდა გითხრას მიყვარხარო, რომ შეყვარებულები გერქვათ? ჯიქიაც მხარს უბავდა ნანკას. -ნუ გამაგიჟეთ! თუ არ მითხრა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან ყოფნა უნდა, დამესიზმრება? -ნინა,მგონი ლონდონში გაგაგიჟეს შენ, ხო კარგად ხარ?! *** ძალიან მაგრად ვიკამათეთ. სამი დღე არ იყო გამოჩენილი. არც შეტყობინება,არც ზარი. ისიც კი არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ არა. მეოთხე დღეს ღამე მოვიდა. ჩამოდიო მითხრა, და მეც გაბრაზებულმა გავაღე მანქანის კარი, -ნორმალური ხარ შენ? კარები ისე მოვაჯახუნე, ლამის ჩაიმტვრა. რა მოხდაო, ისეთი სახით მკითხა, ისტერიკა დამემართა. ერთი მაინც მოგეწერა, ცოცხალი ვარ-თქო და არ მინდოდა არაფერი-მეთქი, ან სად იყავი ამდენი ხანი, რა საქმე გქონდა ამისთანა-მეთქი, და ახსნა-განმარტება უნდა ჩაგაბაროო? მე ვერევი შენს საქმეშიო?, ნერვებმა მიმტყუნეს. -ბავშვობიდან გაურკვეველი ურთიერთობა გვაქვს. ისიც კი არასდროს გითქვამს ჩემთვის, მომწონხარ, და კარგად ვგრძნობ შენთან თავსო, სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი! სამაგიეროდ, სულ სხვანაირად მექცევი, ხან როგორ, ხან როგორ. მასხარა ვარ, დემე? ხან რომელ პაკლონიკს ვხედავ საავადმყოფოში,ხან რომელს. და კიდევ იძახი შენს საქმეში არ ვერევიო? ერთ დღეს მოდიხარ, მეხუტები,მკოცნი,მენატრებიო იძახი, მეორე დღიდან უჩინარდები მთელი 3 დღე, მერე მოდიხარ, და ვითომც არაფერი. შეიძლება გვერდით ისე ჩამიარო, გამარჯობა არ მითხრა. მაგრამ როცა მოგეპრიანება, ყველაფრის უფლება გაქვს? გაცეცხლებული ვყვიროდი ბოლო ხმაზე, დემეს ხელები სულ დაჭიმვოდა, -მაინც და მაინც უნდა გითხრა, რომ მიყვარხარ, ეს დედააფეთქებული, ისე ვერ ხვდები?! დაიღრიალა და ხელი მწარედ მიარტყა საჭეს. -ვერა დემე, ვ - ე - რ - ა! მე მჭირდება,რომ ეს სიტყვები შენგან გავიგო, თუ არ მეტყვი, მიყვარხარო, და შენთან ყოფნა მინდაო, ერთად ვერ ვიქნებით გესმის? ეს მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება, მთავარი საქციელებია, მაგრამ არც ეს გვაქვს შესაფერისი, ხვდები ? ადამიანებს, როცა ერთმანეთი მ ო ს წ ო ნ თ, უმეტეს შემთხვევაში ეუბნებიან იცი? დავუმარცვლე, -ჩვენ უმეტესი შემთხვევა არ ვართ ნინა, იმდენად მშვიდი ხმით მითხრა, შემეშინდა. გავჩუმდი. ხმა ვეღარ ამოვიღე, ან რა უნდა მეთქვა?! გადადიო, წადიო, და საერთოდ დამივიწყეო, თუ ამდენი ნერიულობის ფასად მიჯდებიო, მირჩევნია აღარ გნახოო, შენთვისაც უკეთესი იქნებაო. ტირილი დავიწყე. ნუ ტირიხარო, შუბლზე მაკოცა. ვერ ვუყურებო შენს ტირილსო, ვცადოთ-მეთქი, მაგრამ არაო, ყველაფერი იმ სიტყვებით დამთავრდაო. მიწა გამისკდა. არ ვიყავით ერთად, მაგრამ მივხვდი, რომ დავკარგე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. და ამას ჩვენ მაშინ ხვდებიან, როდესაც უკვე ძალიან გვიანია. მე დემე დავკარგე, დემემ მე, ჩვენ ერთმანეთი, დედამიწამ ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი,რომლებიც თავიანთმა საქციელებმა დაღუპეს. სულ ვფიქრობდი, რომ დამეცადა, დინებას მივყოლოდი.. მომეთმინა.. იქნებ, ყველაფერი გამოსწორებულიყო. ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ძნელია, იცით? როდესაც გაურკვევლობაში ხარ, როდესაც არ იცი - საყვარელი ადამიანის გულში, რა ადგილი გიკავია, და მისგან ამას რაღაც მხრივ გრძნობ, გინდა გაიგო, გინდა დააზუსტო, გინდა შენი იმედემი გამართლდეს. რომ მას უყვარხარ, რომ მას ენატრები, რომ მას ახსოვს შენთან ერთად გატარებული წამები. და მერე?, მერე - გახსენდება. ის წამები, ის წუთები, ყოველი კოცნა, ყოველი მოფერება, ყოველი ჩახუტება. ის რაც იყო, და ისიც კი, რაც არ ყოფილა. *** დემეტრე ამერიკაში წავიდა, მე თბილისში დავრჩი. გალერეა დამიტოვა, შენია და შენად დარჩებაო. გაგახსენდები, როცა იქ იქნებიო. გამახსენდება კი არა, არც დამვიწყებია, არასდროს! ყოველ დღე, თითქმის 24 საათი გალერეაში ვიყავი, იქ ვათენებდი და ვაღამებდი, იქ ვიღვიძებდი და ვიძინებდი, იქ ვცხოვრობდი, იქ ვსუნთქავდი, იქ ვცოცხლობდი, და იცით? სადღაც მაინც იყო დემეს სურნელი შემორჩენილი, ან არც იყო, უბრალოდ მეჩვენებოდა. *** -არ გინდა? გამოდი ცოტა ხნით, სუფთა ჰაერზე, თან იქ მარტო ჩვენ ვიქნებით,ნინა! -არა, თქვენ წადით, დღეს ძალიან დავიღალე, სხვა დროს იყოს. -ეგ სხვა დრო, იმ დროის მერე გაქრა, დემე რომ წავიდა ამერიკაში, ნინა! *** ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია. როგორც კი დემეტრე წავიდა, თაყვანისმცემლების რაოდენობამ კვლავ მოიმატა. მაგრამ არც ერთისკენ მიმიწევდა გული და არც მეორისკენ. ცხოვრებაში, რაც არ გამიკეთებია იმას ვაკეთებდი: მათ მიერ მოტანილ საჩუქრებს ან ვყრიდი, ან თვითონვე ვატანდი უკან, მეგობრებს აღარ ვნახულობდი. არავის თავი მქონდა, არც დედაჩემის. სიგარეტის მოწევა დავიწყე, არადა სულ ვფიქრობდი, რომ სიგარეტი გოგოს არ შეშვენის. ენ-რაოდენობით ალკოჰოლს ვიღებდი, ოღონდ როდესაც გალერეას დავკეტავდი ღამით,მაშინ.რომ არავის დავენახე, დილით ისევ ჩვეული ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებოდი. გოგოები ცდილობდნენ ჩემს გამხიარულებას, თითქმის ყოველ დღე მოდიოდნენ, ლევასთან და გიორგისთან ერთად, მაგრამ ან კარებს არ ვუღებდი, ან ძალიან იშვიათად დავჯდებოდით და ისიც, სულ ისინი საუბრობდნენ, თავის ახალ ამბებზე. დედაჩემი გიჟს გავდა. მაგრამ ჩემი სამეგობრო, გვერდიდან არ შორდებოდა. დეპრესია აქვს, გადაუვლის და ყველაფერი კარგად იქნებაო. კი არ გადამიარა - პირიქით, უარესი დამემართა. ყოველ ღამე მესიზმრებოდა გარდაცვლილი მამა, რომელიც სევდიანი იჯდა და თვალებით რაღაცას მეუბნებოდა. ვიღვიძებდი, და ყველაფერს გადამეტებულ ალკოჰოლს ვაბრალებდი. მგონი, გავლოთდი. *** მეცხრე კლასში რომ ვიყავი, დემემ აიტეხა გინდა თუ არა, შატალოზე უნდა წავიდეთო. არადა, იმის წინა დღეს იყვნენ ეგ და მაგისი კლასი და დირექტორმა საყვედური გამოუცხადა ყველას, პირად საქმეში შეუტანეს. თუ კიდევ განმეორდებოდა, გარიცხავდნენ. ისეთი ჯინიანი იყო,ბავშვობიდანვე, ვერაფერს დაუშლიდი. ხოდა, წავედით. მთაწმინდაზე ავედით და იმდენი ვიბოდიალეთ, ფეხები დაგვატყდა. -ნინაააა, მოდი აქ! ორი ნაყინით ხელში იდგა დემე, და მეძახდა. ერთი მე გამომიწოდა, მეორე თვითონ დაიტოვა. -რომ ყიდულობ ამ ნაყინებს, გავსუქდები და აღარ მოვეწონები არავის! ბუზღუნით ვჭამდი შოკოლადის ნაყინს, და თან როცა წარმოვიდგენდი,როგორი სახე მექნებოდა, მეცინებოდა. -გინდოდა გეთქვა, აღარ მოგეწონებიო, ხო? შემისწორა დემემ. გული გამითბა. ეს იყო პირველი ფარულად აღიარებული ნიშანი იმისა, რომ მოვწონდი. მერე აიჩემა, ტანგო უნდა გეცეკვო, მთაწმინდაზეო, ხელი დამავლო და მართლა მაცეკვა! ყველა ტაშს გვიკრავდა, ზოგი ვიდეოებს იღებდა, ზოგიც ხმაურიან შეძახილებს არ იშურებდა, ნუ, მოეწონათ. დემეს იმ დღეს, მეორე საყვადური გამოუცხადეს. ეგეც პირად საქმეში შეტანით. *** დედაჩემი უკვე მეასედ მოდის, და მეუბნება რომ სახლიდან უნდა გავიდე, რომ ყველაფერი დემეთი არ დაწყებულა და არც დამთავრება. ვცდილობ, დავთანხმდე, რადგან მართლა ძალიან მეცოდება, ჩემს გამო ასეთ დღეში რომაა ჩავარდნილი. დეიდაჩემთან წასვლას ვთანხმდები,ცოტახნით. გალერეას ვკეტავ და მანქანაში ვჯდებით. არ ვიცი რატომ, თუმცა ტაქსის მძღოლის ნაცვლად მამაჩემს ვხედავ. ვთვლი, რომ მეჩვენება, და უხმოდ ვაგრძელებთ გზას. *** მეგონა ვსწავლობდი თუ უნდა როგორ მეცხოვრა, მაგრამ მისწავლია თუ როგორ უნდა მოვმკვდარიყავი" -ლეონარდო და ვინჩი ძალიან დავიგვიანე. ამას მაშინ ვხვდები, როდესაც ჩემ გაყინულ სხეულს მძიმე საგანი ეხება. მკვეთრი ფერის შუქი, ძლიერი გამოსხივება და წამი, გარდამავლობისა. შემდეგ, ვდგები. ოღონდ მე კი არა, ვიღაც სხვა. ვიღაც უცხო, ჩემი გრძნობებით. მკერდი უფრო დიდად და თავმომწონედ მიყურებს პერანგიდან. აღარც მუცელია უწინდებურად გამობზეკილი. თმას აქა-იქ ოქროსფერი ჭაღარები შეპარვია. სარკეში ჩაუხედავადაც ვგრძნობ, რომ ჩემი თვალები ანათებენ, ბზინავენ.. ამაზე უკეთესი ჰაერი, თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემ ცხოვრებაში არ ჩამისუნთქავს. თითქოს გრძნობ, ყოველი ჰაერის მოლეკულა როგორ ჩადის შენ ორგანიზმში, რა გზებს გაივლის, როგორ იმოქმედებს შენზე. და დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი რომ მხედავდეს, ჩემით ნამდვილად იამაყებდა. ვგრძნობ როგორ მოძრაობს სიხლი ჩემს ძარღვებში. პირში მის გემოს ვგრძნობ! ამ ხუთ წუთში, მგონია, უკვე მთელი წელიწადი გავიდა. არავის ხმა მესმის..მხოლოდ მათ გაოცებულ და სევდიან სახეებს ვუმზერ. შემდეგ, მეღიმება. ყოველთვის წარმომედგინა ეს მომენტი, თუმცა ვერასდროს ვბედავდი მასზე გაშლილად საუბარს. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. ვერც - სინანულს, რომელიც ზუსტად მახსოვს, გუშინ ვიგრძენი, ხუთი წუთისა და ორმოცხდაცხრამეტი წამის წინ. ვერც სითბოს, რომელიც თითქოს არასდროს მიგრძვნია. და ვერც სიყვარულს, რომელიც ჩემში ცხოვრობდა, ახლა კი არ ვიცი, სად დავკარგე. ჩემს ფეხებს ვაკვირდები:იმაზე გაცილებით პრიალა და სუფთაა, ვიდრე ადრე. ჩემი თითები უფრო გალამაზებულა. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. უბრალოდ მახსოვს, თითქოს ყველაფერი, თუმცა რეალურად - არაფერი. შემდეგ, ნელა, აუჩქარებლად მივდივარ უახლოეს ადგილას მდგომ მანქანამდე. ფეხებში რაღაც ძალას ვგრძნობ. ფრთხილად ვიხედები თითქმის დაბურულ მინაში და ჩემ თავს უკვე მეათასედ ვაკვირდები. ვხვდები: ეს მე არ ვარ! ირგვლივ ვიხედები, სხვაგან ვარ. ხალხი სადღაც მიიჩქარის, მე ყურადღებას არავინ მაქცევს. ნიავი ფეხებთან მეცემა, ფაქიზად დამდის ტანზე. თითქოს აჩქარებული ტემპით მიწეწავს ოქროსფერ თმებს და მისი გაურკვეველი ქმედებით, რაღაცას მამცნობს. უკან ვიხედები. ვგრძნობ, მარტო არ ვარ! ამის მერე, ვხედავ, ოქროსფერ თმიან მამაკაცს, რომელსაც თვალები ზუსტად ჩემნაირად უნათებენ. მის გვერძე კი ქალი დგას, არ ვიცი ვინ არიან, საიდან მოხვდნენ აქ. ახლა იმასაც ვგრძნობ, რომ ჰაერი მარტო ჩემი აღარ არის. ახლა სამივეს გვიწეწავს, ისედაც აბურდულ თმებს. ისიც ფეხშველაა. მასაც თეთრი ფითქინა თითები აქვს. კანი უბზინავს, როგორც - მე. და გეფიცებით, ისიც ზუსტად ვიცი, რომ სისხლის გემოს გრძნობს. რომ, მის ვენებში ცხელი სისხლი ჩქებს, და ყველაფერს ხვდება. თვალებს ვხუჭავ. იმ იმედით, რომ სახლში დავბრუნდები. ისევ ვახელ, მაგრამ არაფერია შეცვლილი. მამაკაცი თბილად მიღიმის,ქალს სევდიანი სახე აქვს, მაგრამ კეთილი მზერა. საიდანღაც მეცნობიან-კიდეც. ვაკვირდები, მათ თითოეულ მოქმედებას, მათ მზერას. მერე, ბავშვობის მოგონებებიდან რაღაც ფრაგმენტები მახსენდება. მამაჩემი, რომელიც საავადმყოფოში წევს, და მეუბნება რომ ვუყვარვარ, რომ მას ყოველთვის ვეყვარები, და პატიებას მთხოვს. დედაჩემი, რომელიც ცდილობს, არაფერი მომაკლოს, ძილის წინ ზღაპრებს მიყვება და მამის ნაცვლადაც ის მასწავლის, როგორი ადამიანი უნდა ვიყო, რომ გავიზრდები. ვხვდები, ის მამაჩემია. ის, ოქსოფერთმიანი არსება! მის გვერდით ქალი კი, დედაჩემი. რაღაცას მეუბნება, რაღაცას ჩუმად ბუტბუტებს, თითქოს ლაპარაკი არ შეუძლია, და ცდილობს მითხრას, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში, ოღონდ ახლა სევდიანი სახე აღარ აქვს. იცინის. მგონი ვიგებ რას მეუბნება..მგონი მესმის.. ისინი ხომ სისხლნი და ხორცნი არიან. როგორ შეიძლება,მათი ვერ გავიგო. მეუბნება, რომ უნდა წავიდე, რომ მელოდებიან, რომ აქ ჩემი ადგილი არაა. მამაკაცი ჩემთან უფრო ახლოს მოდის, მეხუტება და შუბლზე ნაზად მკოცნის. -დაბრუნდი ნინა, აქ შენი ადგილი არაა, ჯერ წინაა ყველაფერი! უკვე ვნახე,უკვე გნახე. წინასწარ არ მინდა გითხრა რა გელოდება, რადგან ეს შენით უნდა გაიგო, შენ უნდა იგრძნო! როგორია დედობა, ცოლობა, და ადამიანად ყოფნა. უნდა წახვიდე, უნდა იცოცხლო, გაიღვიძე, ნინა, გაიღვიძე! ჩემს მაგივრად იცოცხლე! ვგრძნობ როგორ ქრება ირგვლივ ყველაფერი. თეთრის ნაცვლად, ახლა უკვე შავ ფერს ვხედავ. ოქროსფერ თმიანი მამაკაცისა და ქალის ნაცვლად, რომლებიც უკვე აღარ მახსოვს ვინები არიან, სუნს ვგრძნობ, ცუდ სუნს. *** -ცოცხალია? მითხარით, ცოცხალია? დედა მ***ან, მითხარით-მეთქი, ცოცხალია თუ არა? ვერ გაიგეთ? რას გაჩუმებულხართ, თქვენი დედას შ****ი, ამოიღეთ ხმა, ხალხი არ ხართ? ნინა ცოცხალია? -ჩამოდი დემე, ჩამოდი მალე, ტელეფონი დაკიდა. *** დემეს ვხედავ, ბუნდოვნად მაგრამ ვხედავ, მისი აჩრდილი გამომწვევად მიღიმის,თითქოს ნამდვილიაო. ხელს მიწვდის, თამამად ვაგებებ მის ხელს ჩემსას და ვეხუტები, ბოდიშს ვუხდი, ის კი მეუბნება რომ ვუყვარვარ.. *** წამწამებს ფრთხილად ვაშორებ ერთმანეთს და თვალებს ვახელ. არ ვიცი, სად ვარ, მაგრამ კედლები არ მეცნობა. საშინელი სუნი დგას. წამლების და სისხლის, მაგრამ მათ ნაზავს, ნაცნობი სუნამოს სურნელი ფანტავს. ირგვლივ ვიხედები. თავი დამძიმებული მაქვს, თითქოს მძიმე ლოდი მადევსო.. სკამზე ვიღაც ზის, ჩემი ხელი უჭირავს და თავი ჩემს ლოგინზე უდევს, ძინავს. მგონი მეჩვენება, ან - არა. მაგრამ დემეა, დემე ზის ჩემთან, დემეს უჭირავს ჩემი ხელი, დემეს სურნელს ვგრძნობ. გახშირებულ სუნთქვას ვიწყებ, აპარატის წრიპინი მესმის და ჩემს გვერდით მჯდომი გამცემლიძეც შეშინებული სწევს თავს, გაოგნებული მიყურებს, შემდეგ აპარატს უსმენს და ერთდროულად შეშინებული და დაფეთებული გარბის პალატიდან, ექიმების მოსაყვანად. მერე, ისევ წამლის სუნი, და ისევ შავი სამყარო, შედარებით ნათელ ფერებში. *** მეორედ გონს რომ მოვედი, შედარებით უკეთ ვიყავი. ამჯერად დემეს ნაცვლად, ნანკა და ანი მეჯდნენ გვერძე. კივილი ატეხეს, სიხარულისგან ლამის ტირილი დაიწყეს. მე - ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ გამიხარდა მეგობრების დანახვა. მინდოდა მეკითხა, დემე და დედაჩემი სად არიან-მეთქი, მაგრამ უეცრად ოთახში ექიმი შემოვიდა. საშუალო ასაკის იქნებოდა, თაფლისფერი თმა და თბილი მზერა ქონდა. -ნინა, ვიცი გაურკვევლობაში ხარ.. ფიქრობ, რა გინდა აქ, ან ვინ ვარ მე. მოკლედ გეტყვი, ავარიაში მოყევი, შენი სასიცოცხლო მაჩვენებელი იმდენად მცირე იყო, რომ ოპერაციის გაკეთებაზეც ვყოყმანობდით, მაგრამ ყველაფერმა სტაბილურად ჩაიარა. უკვე ოთხი თვეა კომაში ხარ, რამდენიმე დღის უკან ღმერთის წყალობით,გაიღვიძე, ახლა კი, როგორც ვხედავ საღ გონებაზე ხარ,რაც ძალიან მახარებს. პირველი შემთხვევა ხარ, ჩემს ისტორიაში, ვინც ასეთი მრავალი მოტეხილობებით და არასტაბილური მდგომარეობით,გადარჩა! ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ მაღლა ძალიან კარგი მფარველები გყავს. მთელი ამ დროის განმავლობაში ყურადღებით ვუსმენდი ექიმის საუბარს. იმდენად შოკისმომგვრელი იყო მისი თითოეული სიტყვა, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაანალიზებდი. -გარეთ ძალიან ბევრი მნახველი გყავს, მაგრამ ცოტა მოითმინე, ნელ-ნელა ყველას ნახავ! ღიმილით მითხრა ექიმმა და გასვლა დააპირა, როცა პირველად ამოვიღე ხმა. -დედაჩემი..დედა სად არის? ექიმი დაბნეული მოტრიალდა, გოგოებს გადახედა და თანადგომით აღსავსე მზერა მომაბყრო. -სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გონება მეორედ დავკარგე. *** დემეტრე მთელი რეაბილიტაციის დროს ჩემს გვერდით იდგა, და მამხნევებდა. სულ ვეუბნებოდი, არ არის საჭირო შენი აქ ყოფნა, და წადი-მეთქი, მაგრამ მიმეორებდა, ისედაც შეცდომა დავუშვი, რომ გაგიშვი და მარტო დაგტოვე, და აღარ ვაპირებ მსგავსი რამ გავიმეოროო.. ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, და არავის თავი არ მქონდა. არც ვჭამდი, არც ვსვამდი. ერთადერთი წამლებს ვსვამდი, ისიც გამცემლიძის დაჟინებული მოთხოვნით. მერე, მიხვდი რომ დაიღალა ჩემი მოვლით, და აღარ მიყვარხარ-მეთქი ვუთხარი, სხვა გზა არ მქონდა, უნდა წასულიყო ჩემგან. იცით რა მითხრა? სწორედ ის სიტყვები, რამაც მომავალი შემიცვალა. -ბავშვობაში, ანგელოზმა შენთან გამომგზავნა, მიხედე, დაიცავი და არაფერი მოაკლოო. მეც დავთანხმდი,მაგრამ ვერ დაგიცავი. ანგელოზი გაბრაზდა, წამართვა შენი თავი, მაგრამ მეორე შანსი მომცა. ამ შანსს, ხომ ყველა ვიმსახურებთ. მითხრა შეიყვარე, გააბედნიერე და სითბო მიეციო. მაგრამ გვიანი იყო. სანამ ანგელოზი გამომგზავნიდა შენთან,იქამდე მოვასწარი შენი შეყვარება! მაპატიე,მაგრამ ვშიშობ, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა. ეგ იყო და ეგ, რომც არ მყვარებოდა, თავიდან შემიყვარდებოდა. არადა, პირველი კლასიდანვე ვგიჟდებოდი მასზე, უბრალოდ აღიარება არ მინდოდა, ან ვერ ვხვდებოდი. იმ ღამეს დედაჩემი მესიზმრა. მითხრა, ბედნიერი ვარ, რომ შენი წილი ბედნიერება შეგხვდებაო. იმ დღის მერე დავრწმუნდი, რომ ღმერთმა დ ანგელოზმა შეთანხმება დადეს. ანგელოზმა დემე გამომიგზავნა, ღმერთმა კი მეორე სიცოცხლე მაჩუქა, რადგან მე და დემეს ჩვენი წილი ბედნიერება გვქონოდა. მე - ჩემი, დემეს - თავისი, ჩვენ - ორივესი ერთად. *** -ხო ანი, მძინარე ხმით ვპასუხობ ტელეფონს, -ხო ანი კი არა, გააღვიძე შენი სიმპაწიჩნი ქმარი და გამოდით მალე, მე და ლვოვა ვქორწინდებით! *** ეხლა ამათი ისტორიაც დაგვემატა, ხომ გითხარი, ჯერ ბევრი საქმეები მაქვს და ცოტა მერე ესროლე ეგ ისარი-მეთქი, თან პირდაპირ გულში რომ მოგიხვედრებია, ნორმალური ხარ შენ? დ ა ს ა ს რ უ ლ ი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.