შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოქტეილი 6


20-05-2016, 16:29
ავტორი teddy))
ნანახია 2 336

***
-დემე!-მაგიდასთან მდგომ დემესკენ მივდივარ.
-ხო!-ჩემკენ ბრუნდება და ჭიქიდან წყალი სულ მე მესხმევა.
-ეს რა გააკეთე?!-ვიძახი და თან მაისურზე ხელს ვისვამ. დემე კი დგას და იცინის.
-რა გაცინებს, დემე?-ვეკითხები მას.
-არაფერი!-მხრებს იჩეჩავს ის.
-ნუცასთან უნდა წავიდე, სადგურში უნდა დავხვდე და ახლა ვერც სახლში შევლას და გამოცვლას მოვასწრებ!-ვწუწუნებ მე.
-ჩემი მაისური ჩაიცვი!-ისევ აგრძელებს სიცილს დემე.
-შენი მაისური?-ვიკვირვებ მე.
-მართალია, ჩემზე მეტად ვერ მოგიხდება, მაგრამ...-მაგიდას ეყრდნობა დემე.
-ასე ვერ წავალ...-მაისურზე ვიყურები.-სად არის შენი მაისური?-ვნებდები მე.
-გასახდელშია ნახე!-იცინის და ბარში შემოსულ ბიჭს კოქტეილს უმზადებს. გასახდელში შევდივარ და დემეს მაისურს ვეძებ. ვპოულობ და ტანზე ვისვამ. სარკეში ვათვალიერებ ჩემ თავს და მეცინება. დემეს მობილურზე შეტყობინება მოსდის და ხელში ვიღებ, რომ გავუტანო. ეკრანზე თითი შემთხვევით მეჭირება და შეტყობინება იხსნება:
,,დემე, დღეს რვაზე ვხვდებით, ხო?“-თამთა.
შეტყობინების წაკითხვისას გაურკვევლობა დასტრიალებს ჩემ თავს და ეჭვიანობის გრძნობები ტივტივდება. გარეთ გამოვდივარ და მაგიდასთან მდგომ დემეს მობილურს ხმაურით ვუდებ მაგიდაზე და არც ვაფრთხილებ ისე გამოვდივარ. რა უნდა ამ თამთას რომ აღარ მასვენებს?!

***
სადგურში შევდივარ და ნუცას ვხედავ, რომელიც ხელს ღიმილით მიქნევს.
-ნუცა, როგორ მომენატრე!-მასთან მივდივარ და ვეხუტები.
-როგორ ხარ?-ღიმილით მეუბნება ის.-რა გჭირს?-მაკვირდება ის.
-რა უნდა მჭირდეს?-კითხვას ვუბრუნებ ნუცას.
-მოწყენილი ხარ და თვალებიც აცრემლებული გაქვს!-მატყობს ის.-ის თამთა?-ხვდება ის.
-ხო!-ვპასუხობ მას და ჩანთას ვართმევ. -ეს ტაქსის მძღოლი ჩვენი მეზობელია და ის მიგიყვანს სახლი, დაბინავდი და მერე ბარში მომაკითხე! წამოგყვებოდი, მაგრამ სამსახურში დამაგვიანდება!-ვეუბნები მას.
-ეს რა მაისური გაცვია?-მეუბნება ნუცა.
-დემესია!-მეღიმება მე.

***
-თათუ!-ბარში შესული იძახის დემე.
-რა იყო?-გაბრაზებული სახით ვუდგები წინ.
-კიდევ მე რა იყო?-ისიც გაბრაზებული ჩანს.
-აბა ჩემგან რა გინდა?-კითხვას კითხვითვე ვპასუხობ.
-წეღან რა იყო მობილური რომ მომიგდე და გაიქეცი?-ჭიქაში სასმლის დასხმას თავს ანებებს.
-მალე დაასხი სასმელი, თორემ რვა საათისთვის თამთასთან დაგაგვიანდება.-ირონიულად ვეუბნები დემეს.
-შენ ნუ იდარდებ, როგორმე მოვასწრებ!-ისიც ირონიულად მპასუხობს. გასახდელში შევდივარ და დემეს მაისურს ვიხდი. სამსახურის ფორმას ვიცვამ და უკან ვბრუნდები.
-თათუ!-ბარში შემოსული ნუცა ჩემკენ მოიწევს.
-მოხვედი უკვე?-ვუღიმი მას.
-შენ ის ხარ ხო?-დემესკენ ტრიალდება ის. ხელს ვკრავ რომ გაჩუმდეს, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს.-სხვათაშორის შენზე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ასეთი სიმპათიური თუ იქნებოდი არ მეგონა!-ამტავრებს ნუცა და ჩემ სახეს რომ ხედავს ჩუმდება.
-გიცანი, ნუცა!-იღიმის დემე.-მეც მსმენია შენზე ბევრი რამ!-აცნობს მას. დემეს მობილურზე ურეკავენ და პასუხობს:
-ხო, ანანო!
-....................
-არ ვიცი!-მოკლედ პასუხობს დემე.
-.....................
-არა, არც მითქვამს!
-...................
-კარგი!-თიშავს მობილურს.
-წამოდი მარიტას გაგაცნობ!-ხელს ვკიდებ ნუცას.
-მარიტა, გაიცანი ეს ნუცაა!-ვაცნობ ერთმანეთს.
-სასიამოვნოა!-ღიმილით პასუხობენ ერთმანეთს და მარიტა თავის საქმეს უბრუნდება.
დემე კოქტეილის კეთებას თავს ანებებს და ბარიდან გადის. საათს გავყურებ და რვას აკლია 20 წუთი. ალბათ, თამთასთან შესახვედრად მიდის!
-კარგი რა, რა იცი რის გამო ხვდებიან?-მეუბნება ნუცა.
-მაგალითად რის გამო?-ვეკითხები მას.
-რა ვიცი, ბევრი მიზეზის გამო!-მხრებს იჩეჩავს ის.

***
ცოტახანში დემე ბრუნდება და საქმის კეთებას იწყებს.
-ნუცა, წადი შენ, მე მაინც გვიან მოვალ და გაისეირნე!-ვეუბნები მას.
-კარგი წავალ, მაშინ!-მობილურს იღებს და ბარიდან გადის.
მე და დემე ერთმანეთს არც ვუყურებთ, თუ ჩვენი თვალები გადააწყდებიან ერთმანეთს, წამსვე მზერას ვაცილებთ. როგორც ყოველთვის მე და დემე ვრჩებით ღამე და ბარის დაკეტვის დროს გასახდელში შევდივარ. ფორმას ვიცვლი და ცისფერ კაბას ვიცვამ.
-კარები უნდა დაკეტო ხოლმე, თორემ ხო ხედავ როცა აქ ხარ სულ მე შემოვდივარ!-ეცინება დემეს.
-შენ უნდა მიხვდე რომ აქ ვიქნები!-ვამბობ მე.
-ვერ ვხვდები!-კარებს კეტავს ის.
-მე მივდივარ!-კარებისკენ მივიწევ.
-წადი!-გვერდზე იწევა დემე. კარების სახელურს ვკიდებ ხელს, მაგრამ კარები არ იღება.
- რა ჭირს?-ვკითხულობ მე.
-პროტესტი გამოგიცხადა ეჭვიანობის გამო!-ამბობს სერიოზულად დემე.
-და რა იცი რომ ვიეჭვიანე?-კითხვით ვბრუნდები დემესკენ.
-შენი თვალები პირდაპირ ეჭვიანობას ასხივებენ!-დაბეჯითებით ამბობს ის.
-როდესაც ვიღაც გოგოს მოსწონხარ და მასთან შესახვედრათ მიდიხარ, სხვა გზა არ დამიტოვე ვიეჭვიანე!-ვნებდები მე.
-ჩემთან დარჩა რაღაც და რა გამეკეთებინა?!-მკაცრად მეუბნება დემე.
-აი კიდევ! შენთან დარჩა რაღაც!-ჩემ ეჭვიანობას, კიდევ ფაქტი ემატება.
-ჩემი და ჩამოვიდა და მაგიტო იყო ჩემთან, მისი კლასელია!-ტონს არ არბილებს დემე.
-შენი და რომ ესპანეთიდან ჩამოვიდა, არც ეგ გითქვამს! ტყუილად არ მიეჭვიანია!-კარებს ვეყუდები მე.
-და დამაცადე რომ მეთქვა? გუშინ ღამე ჩამოვიდა, დღეს უნდა გამეცნო შენთვის, მაგრამ რას ვიზავთ იეჭვიანა გოგომ!-ამბობს დემე. აი, აქ კი ვჩუმდები! უმიზეზოდ ვიეჭვიანე! ჩემს დანაშაულს ვგრძნობ, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ვაღიარებ! დემე მობილურს იღებს ჯიბიდან და სადღაც რეკავს:
-ჯამბულ, ბარში ჩავიკეტეთ და მოდი რა!-ეუბენება და მობილურს თიშავს.-ჩვენს გვერდზე მუშაობს და მოვა ახლავე!-არც მიყურებს ისე მეუბნება.
-ნუ მაქცევ ყურადღებას, კარგი! შენც რომ იყო ასე მოიქცეოდი!-ვეუბნები და ისევ ურეაქციოდ მტოვებს.
-ბოდიშსაც კი მოგიხდი!-აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს.
-კოქტეილი გაბრაზდა!-ეღიმება დემეს. ჩხაკუნი გვესმის და ვხდებით, რომ ხელოსანი უკვე მოვიდა. რამდენიმე წუთში კარებს აღებს და გარეთ გამოვდივართ:
-გმადლობ!-უხდის მადლობას დემე.
-რისი მადლობა!-პასუხობს და გვემშვიდობება.
-კოქტეილო!-მეძახის დემე უკვე, კარების გასაღებად რომ ვარ მისული.
-გისმენ!-ვბრუნდები მისკენ.
-ჩემი და ჩამოვიდა გუშინ ესპანეთიდან და მინდა რომ გაგაცნო და ხო წამოხვალ? გუშინ ღამე ჩამოვიდა და დღეს თათუმ არ დამაცადა რომ მეთქვა! თათუ ხო იცი ვინცაა?-ღიმილით მიხსნის ის.
-ხუმრობის ხასიათზე ხარ?-ვეუბნები მას.
-ანუ კი! ძალიან კარგი, ხვალ სამ საათზე გამოგივლი და წავიდეთ! -მიცხადებს დემე და სულ მავიწყდება გაბრაზებაც, იმიტომ რომ ამის შემხედვარე ძნელია დიდხანს იყო გაბრაზებული.
კოქტეილი 6

------------------------------------------------------------
ვიგვიანებ და ვიგვიანებ და კიდევ გიხდით დიდ ბოდიშს! იმედია, თათუს ხათრით მაპატიებთ! დიდი მადლობა რომ მოგწონთ!



№1  offline წევრი isterichka123

ვაოუ გაგრდზელე

 


№2  offline წევრი teddy))

isterichka123
ვაოუ გაგრდზელე

aucileblad! Didi madloba rom mogwons :*

 


№3  offline წევრი kora

თათუს ხათრითაც და იმ დადებითი ემოციების ხათრითაც რასაც ეს ისტორია აფრქვევს და გადმომდებს love მიყვარს ძალიან და მიყვარხარ შენც love
დემეზე ვგიჟდები, თათუ უსაყვარლესი გოგოა. აი თამთას ვერ ვიტან და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა დემე რომ შეხვდა sad
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი teddy))

kora
თათუს ხათრითაც და იმ დადებითი ემოციების ხათრითაც რასაც ეს ისტორია აფრქვევს და გადმომდებს love მიყვარს ძალიან და მიყვარხარ შენც love
დემეზე ვგიჟდები, თათუ უსაყვარლესი გოგოა. აი თამთას ვერ ვიტან და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა დემე რომ შეხვდა sad

arc chven gvesiamovna arc tatus arc me, magram me gavuge :D :D didi madloba, chemo sayvarelo! :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ოოო... როგორ ძალიან მომეწოონააა

 


№6  offline წევრი teddy))

terooo
ოოო... როგორ ძალიან მომეწოონააა

ძალიან დიდი მადლობა! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent