შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (20)


16-11-2016, 04:08
ავტორი annabelle
ნანახია 2 463

ბოლომდე წაიკითხეთ! <3
888
დილით ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა.კვირა იყო და მეგონა ძილს შევძლებდი.საერთოდ შრეკის გარდა არავინ მწერს ხოლმე.ის კი ძლიერად მიჭერდა ხელს და მკერდზე მიხუტებდა იმ მომენტში.რაც შემეძლო ბრთხილად,ისე რომ არ გამეღვიძებინა ტელეფონი ავიღე და უცხო ნომრიდან შემოსული შეტყობინება გავხსენი:
,,გამარჯობა საყვარელო! ვიცი არ უნდა გწერდე მაგრამ როგორც წესი,ჩემს ზარებს არ პასუხობ. შენი ნახვა მინდა.გთხოვ ძვირფასო! ძალიან გთხოვ... მიყვარხარ გესმის? გახსოვდეს ეს!“
რამდენიმე წამი სუნთქვა შევიკავე. თავი შრეკის კისერში ჩავმალე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. იმ წამს ერთადერთი იყო ვინც არ მეზიზღებოდა...
რაც წავიდა მას შემდეგ იშვიათად ვხედავდი! გამუდმებით მირეკავდა,მაგრამ მისი ხმის გაგონებაც არ მინდოდა.ვიცი,რომ რთულია გაუძლო დედაჩემს მაგრამ იქნებ ჩემს გამო მაინც გადაეფიქრებინა ჩვენი მიტოვება. კარგი! ვიცი რომ ეგოისტი ვარ მაგრამ გული მატკინა,როცა დედაჩემის კლანჭებში დამტოვა!
მისი შეტყობინების მიღების შემდეგ მაინც გადავწყვიტე მენახა და მასთან მივედი.ვერ ვიტყვი,რომ კარგად ვიგრძენი თავი,როცა ახალი,ბედნიერი ცოლ-შვილი გამაცნო.ისინი ლამაზ,პატარა სახლში ცხოვრობენ.მისაღებში ჩემი საყვარელი სარწეველა სკამი უდგათ ბუხრის წინ! შესანიშნავია!
888
-მამაშენთან შეხვედრამ,როგორ ჩაიარა?-მკითხა შრეკმა და ჰამბურგერი მადიანად ჩაკბიჩა.
-საშინლად! სულელური სენტიმენტალური საღამო იყო-უემოციო გამომეტყველებით ავიჩეჩე მხრები.ყავა მოვსვი და შოკოლადის ნამცხვარი გავსინჯე.
-მგონი მამაჩემთან შეხვედრაზე უკეთესი უნდა ყოფილიყო-ჩაიხითხითა მწვანე თმიანმა.
-რა სულელი ხარ-მეც გამეცინა.მეგონა მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი წინა საღამოს გამო.
-დედაჩემს ველაპარაკე აგარაკის შესახებ! ამ დღეებში შეძლებ გათავისუფლებას?-ყურებამდე აეწელე ტუჩები.ლოყებზე ჩემი საყვარელი ფოსოები გამოუჩნდა.საოცრად გამოიყურებდა.ვხედავდი,როგორ უყურებდნენ სხვა მაგიდაზე მსხდომი გოგონები.
-ო ღმერთო,ო ღმერთო!-ხელები პირზე ავიფარე კივილის შესაკავებლად-სერიოზულად მეუბნები?
-როდის ვარ არასერიოზული?-ჩვეულად გამიცინა და ,,კოლა“ მოსვა.
-ჯანდაბა! ისეთი აღბრთოვანებული ვარ, მემგონი იმასაც დაგიდასტურებ,რომ ყველაზე დალაგებული და გაწონასწორებული ადამიანი ხარ!-ჩავიხითხითე.
888
-იქ ვინმე ცხოვრობს?-ვკითხე მწვანე თმიანს. მისი აგარაკისკენ მივდიოდით.დედაჩემისთვის არ დამირეკავს.მხოლოდ პატარა შეტყობინება დავუტოვე მაცივარზე,იმ შემთხვევაში თუ ჩემს დაბრუნებამდე ჩამოვიდოდა.
-არავინ.მხოლოდ დამლაგებელი ქალი შეივლის ხოლმე,დასალაგებლად.
-კარგია,გამოდის დალაგება არ მომიწევს-ფანჯარაში გავიხედე.ისე სწრაფად მივქროდით ფერები ერთმანეთში ითქვიფეფოდა.
-თორემ,ისე ხომ ცოცხს ვერ გამოგგლეჯდი ხელიდან, რას ამბობ.
-დიახაც!-ენა გამოვუყავი-შრეკი კი არა მგონი მწვანე კალია უფრო ხარ!
-ჯანდაბა! მეორედ ახსენებ და კატაპულტირებას მოვახდენ და ცაში აგტყორცნი!-მის სისულელეზე ორივე ავხარხარდით.
-ღმერთო ჩემო! რა სულელი ხარ!-ჩავიხითხითე და ღრმად ამოვისუნთქე დასამშვიდებლად.თავს უცნაურად ვგრძნობდი.დაახლოებით ასეთი წარმომედგინა ,,კაიფი“.
-სულელი თავი გაბია!
-ახლა გამებუტები?
888
-რა სჯობს ამ სიცივეში აუზთან წოლას! გენიოსი ხარ გეუბნები!-თვალები გადავატრიალე მისი საყვარელი გამომეტყველების დანახვისას.პლედი მჭიდროდ მოვიფარე ქარს რომ არ დავეხვრიტე და უამრავ ნაწილად დაშლილი ჯანდაბაში არ გადავეხვეწე.
-ვიცი,რომ ვარ!-თავი ზემოთ ასწია,ხელი თმაზე გადაისვა და კრიშტიანუ რონალდუს მზერა (რომელიღაც შამპუნის რეკლამიდან) მესროლა.
-კიდევ ერთხელ გთხოოვ-ხმამაღალი სიცილი წამსკდა,როცა ისევ გაიმეორა.
-ბანაობაც არ იქნებოდა ურიგო?-თვალები აუთამაშდა.მე კი კურდღლის ინსტიქტი ავამოქმედე.რატომღაც ვგრძნობდი რაღაც სისულელე ჰქონდა ჩაფიქრებული.
-მშვიდათ,იჯექი! გაფრთხილებ!-თვალებ დაწვრილებულმა ეჭვით ამოვიხავლე.
-მწყურია!
-გეფიცები,შემეხები და მაგ მშვენიერი მწვანე თმის ერთ ღერსაც არ დაგიტოვებ თავზე.-დავემუქრე-გადაგპარსავ და მერე სანთელს გადაგატარებ,სამუდამოდ მელოტი,რომ დარჩე!
-ოუ,ოუ! ჯანდაბა! მგონი სასტიკ ბოროტმოქმედთან უნდა ვიცხოვრო რამდენიმე დღე! 112-ში დავრეკო თუ ჩემით გაგისწორდე?-ჩაიხითხითა.ჩემს შეზლონგ მოეჭიდა და მისკენ მიიზიდა.კივილიც ვერ მოვასწარი,უკვე აუზის ფსკერისკენ ვეშვებოდი.თვალებ გახელილს თავი სიკვდილის პირას მეგონა.წამით გვირაბიც კი წარმოვიდგინე.უკვე წარსულის გახსენებას ვიწყებდი,როცა შრეკმა ხელი შემომხვია და ზემოთ ამათრია.
-რატომ არ ამოცურე?-წარბები შეეკრა,სახეც გაფითრებოდა მაგრამ მაინც ეტყობოდა ტუჩჩის კუთხეში მხიარული ღიმილი.
-ცურვა არ ვიცი იდიოტო!-პირი გავაღე თუ არა,ხახაში დაგროვილი წყალი პირდაპირ სახეში შევასხი-ღმერთო ჩემო! არ მინდოდა გეფიცები!-სიცილი წამსკდა.საოცარი გამომეტყველება ჰქონდა.ღიმილი სახეზე მიეყინა.მე,კი თითქოს ,,მეორედ ჩავხედე სიკვდილს თვალებში“.სული შემეხუთა სიცილისგან.მწვანე თმიანმა კი,ისე გამომხედა,ლამის ცურვა ვისწავლე.
-მადლობა! გემრიელი იყო!-სასაცილოდ წარმოთქვა.
-ფუ, ჯანდაბა! მართლა არ ვაპირებდი! მართლა!-ტუჩს ვიკვნეტდი ხარხარი,რომ არ დამეწყო.მხოლოდ ახლა შევამჩნიე,როგორი ცივი იყო წყალი.
-დამელოდე-ხელი შემიშვა და ჩაყვინთა სახის მოსაბანათ.მე კი ისევ პანიკაში ჩავვარდი.ისევ ფსკერზე აღმოჩენის შიშით საწყლად ფართხალი დავიწყე-დამშვიდდი,კაი,ჰო!-ჩაიხითხითა შრეკმა და ცივ მკერდზე მიმიკრა.
-მოგკლავ! კი, ნამდვილად!
-მშვიდად პატარავ! ჯერ კიდევ წყალში ვართ!-გაიცინა და ცხვირზე მაკოცა.
888
-ფილტვის კიბო ხელში მაქვს!-ამოვიოხრე და ბუხარს მივაფიცხე ხელები.
-რა იყო, ერთმა პატარა კიბომ უნდა შეგაშინოს ამხელა ქალი?-პლედი მოიფარა,ჩემ წინ დაფენილ ლეიბზე ოთხად მოკეცილმა.
-სულ უნდა იცანცარო?-ენა გამოვუყავი.ჯერ კიდევ ვერ გავმთბარიყავი.
-მოდი,დაწექი თორემ, ახლა გული გამეყინება!-ძალით აცახცახდა.
-ღირსი იქნები!
-მერე ვიღას ეყვარები?-საყვარლად დამემანჭა.ტუჩზე ვიკბინი ღიმილის შესაკავებლად.ვოცოდი,იმ წყეული წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო,მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი სიტყვები.
-კატას ვიყიდი და იმას! ჯერ შენ გულს ვაჭმევ,მერე თვალებს...
-ღმერთო! რა ბოროტი ხარ!-ჩაიხითხითა-მგონი ტყუილად არ მოხვედრილხარ მორგში!
-ჰაჰ! რა იუმორი გაქვს!-თვალები გადავატრიალე.
-,,იუმორინაში“ წავიდე?
-რა სულელი ხარ!-ხმამაღლა გავიცინე.გვერდით მივუწექი.ხელები წელზე შემომხვია და სხეულზე ამიკრა.ვიგრძენი,როგორ გააჟრჟოლა სითბოსგან.
-ცენტრალური გათბობა ხარ!-გაიცინა და ცხვირი ჩემს კისერში ჩამალა.
-დაიძინე,სანამ ყინულად ვქცეულვარ-ვუთხარი და თვალები დავხუჭე.არაფერი უთქვამს,ცხელი კოცნა დამიტოვა კანზე და გაჩუმდა.
888
თვალები,რომ გავახილე მზე უკვე ჩადიოდა.ამდენი როგორ მეძინამეთქი გავიფიქრე და ძვლივსძვლივობით წამოვდექი.მხოლოდ ახლა გავიაზრე,რომ ტანსაცმელი მეცვა და საერთოდაც არ მძინებია ბუხრის წინ,რბილ ლეიბზე.წარბები უნებურად შევკარი.მახსოვს,როგორ დავიძინე შრეკთან ერთად,დიდ პიჟამაში გამოწყობილმა.ირგვლივ მიმოვიხედე.მწვანე თმიანი არსად ჩანდა.მთელი სახლი,რომ შემოვიარე და ვერსად ვიპოვე ნერვიულობა დავიწყე.
-ჯანდაბა!-აღმომხდა,როცა საპირფარეშოში შევიხედე.დეჟავუ მქონდა.ზუსტად იგივე დავინახე რაც ღამის კლუბის,მამაკაცების ტუალეტში-ჯანდაბა! ჯანდაბა!-შრეკისკენ გავიქეცი.უნიტაზთან იწვა.წამით გავშეშდი,როცა მის ტუჩებზე თითრი ქაფი დავინახე.მაჯაზე ლურჯი ქამარი ძლიერად გადაეჭირა.ნემსი და წამლის ცარიელი შუშის ფლაკონიც იქვე ეგდო.
შიშისგან აცახცახებულმა პულსი გავუსინჯე.მეგონა პანიკაში ჩავვარდებოდი,როცა ვერაფერი ვიგრძენი.არ სუნთქავდა! ჩემი მწვანე კულულიანი არ სუნთქავდა! თავი საპნის ოპერის გმირი მეგონა. ვერც ვიგრძენი ისე გადმოლახა ცრემლებმა ბარიერი და ლოყებზე ჩამომიცურდა.ვიცოდი,ერთხელაც მომიწევდა ამასთან შეგუება მაგრამ მაინც ვერ მოვემზადე ისე,რომ გავმკლავებოდი!
-ღმერთო ჩემო!-ხელები სახეზე ავიფარე.მამაჩემის წასვლის შემდეგ ერთხელაც არ მიტირია.ახლა,პატარა ბავშვივით ვბღაოდი.ძვლივს წამოვწიე და მკერდზე მივიხუტე.მინდოდა ბოლოჯერ მოვხვეოდი,ისე როგორც მხოლოდ მას სჩვეოდა.ჩემს საყვარელ მწვანე თმას მოვეფერე.უკანასკნელად შევისუნთქე მისი სურნელი. არ მახსოვს,როგორ გამოვიძახე სასწრაფო.ვხედავდი,როგორ აფარებდნენ თეთრ ზეწარს.მორგში გადასაყვანად ამზადებდნენ.ჩემთან მოჰყავდათ!..
-შემომხედე!-თითქოს ელექტრო შოკით მაფხიზლებდნენო,მთელ სხეულზე ბიძგი ვიგრძენი. ჩემი შრეკი! ჩემი მწვანე თმიანი...
-გაიღვიძე პატარავ! მე აქ ვარ კარგი? შემომხედე!-გაოგნებულმა გავახილე თვალები.როგროც კი მისი მწვანე კულულები დავინახე ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-ჯანდაბა! გაგიჟდი მგონი?-თავი გაიქნია.-რა გაცინებს,ნორმალური ხარ?
-ცოცხალი ხარ!-ავადმყოფურად,ხმამაღლა ვხარხარებდი.
-შენს ჯინზე,კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ! სისინავ!-ენა გამომიყო და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.-იცი რომელი საათია საერთოდ?
-არ მაინტერესებს-ჩავიხითხითე.წამით მეგონა მართლა გავგიჟდი,სიცილს ვერ ვიკავებდი.
-რატომ დაგაინტერესებს,გამოიძინე! მე კიდევ,შენს ხტუნვაში და ბოდვაში თვალიც ვერ მოვხუჭე!
-ნუ წუწუნებ!-ენა გამოვუყავი.
-კაი,არგინდა ამდენი ბოდიში,არაუშავს!-გამიცინა და ისევ წელზე მომხვია ხელები.
-აუტანელი ხარ!-გავიცინე,ამჯერად დამშვიდებულმა და მკერდზე მივეხუტე.მხოლოდ ახლა მივხვდი,რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ეს ნარკომანი,სულელი ბიჭი,რომელიც ,,მოქმედი ბომბი“ იყო! პირდაპირი მნიშვნელობით.შეეძლო აფეთქებულიყო და მთელი ჩემი ცხოვრება გაენადგურებინა!..
-მიყვარხარა მე შენ, დოქტორო ბოროტებავ!-გავიგე მისი ჩურჩული.თავი ჩემს კისერში ჩარგო და ყელზე მომაწება ტუჩები.კანზე შეხებით ვიგრძენი ჩემსავით იღიმოდა.საერთოდაც არ მანაღვლებდა გულწრფელი იყო თუ არა იმ დროს! ისიც მაბედნიერებდა,რომ ჩემს გვერდით იყო!...
========================================================
თქვენი აზრი დააფიქსირეთ.



№1 სტუმარი Guest nita

kidev kai sizmari iko. guli gamicherda lamis.

 


№2 სტუმარი Guest კოკი

ნაწყენივარრ მე შენზეეეეე ...... ისტორია მომეწონა და ისიც რომმ სიყვარულში გამოუტყდაააა შრეკიიი... იმედია მალეე დადებბბ შემდეგგ თავსსსს

 


№3  offline წევრი შამხათი

ისტორია ძალიან მომწონს, განსხვავებული და კარგია.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოხ როგორ გამახარე შენ აზრზე არ ხარ.ამ ისტორიაზე მაბოდებს.როგორ გამიხეთქე გული,მეგონა ჩემი შრეკი მართლა მოკვდა.არ დააგვიანო რა ესე

ოხ როგორ გამახარე შენ აზრზე არ ხარ.ამ ისტორიაზე მაბოდებს.როგორ გამიხეთქე გული,მეგონა ჩემი შრეკი მართლა მოკვდა.არ დააგვიანო რა ესე
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი Eleniko13

მეოცე თავია და კარგად მიდიხარ.
შეცდომები არის, მაგრამ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent