შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (19)


6-11-2016, 03:10
ავტორი annabelle
ნანახია 2 564

-გშია?-მკითხა,როცა კარი გააღო და ქურთუკი შემოსასვლელში დაბალ კარადაზე მიაგდო.
-არა.ახალა არ ვივახშმეთ?-მისი ქურთუკი ჩემთან ერთად საკიდზე ჩამოვკიდე და უკან გავყევი.
-რავიცი,მე მშია.
-მოსიარულე მაცივარი ხარ!-თავი გავიქნიე და თმა ზემოთ ავიწიე.ფეხსაცმელებიც გავიხადე და კარებთან დავაწყვე.
-ამას ვინ ამბობს? კარადასავით ხარ!-სცადა სიცილი შეეკავებინა მაგრამ ვერ შეძლო.
-რა საზიზღარი ხარ! ასე მსუქანიც არვარ! ჯანდაბა! კარადაც ხარ და უნიტაზიც!-ენა გამოვუყავი რაზეც უფრო ხმამაღლა გაიცინა.
-რა სულელი ხარ!-ჩაიხითხითა.მაცივრიდან კარაქი გამოიღოდა ბუტერბროტის კეთება დაიწყო.
-გამოდი.მე გაგიკეთებ!-ხელი მკერდზე მივადე,რომ გაწეულიყო და დანა გამოვართვი.თვითონ მაგიდასთან დაჯდა და მომაჩერდა.
-ნუ მიყურებ თორემ პილპილს შევურევ და პირს დაგწვავ-სიცილით გავაბრთხილე.
-ღმერთო,რა სასტიკი ხარ!
-კიდევ არ იცი,რამდენად სასტიკი ვარ!-წარბები სასაცილოდ ავათამაშე-ფუ რას ვაკეთებ!-ჩემს თავზე გამეცინა.მანაც ჩაიხითხითა.პურები ერთმანეთზე დავადე და შრეკს მივაწოდე.
-მადლობა!-გამიღიმა.მიბრუნებას ვაპირებდი,როცა მაჯაზე მომხვია თითები და მისკენ მიმიზიდა.უნერციით მის მუხლებზე დავვჯექი.ხელით კისერზე მოვეჭიდე რომ არ ავყირავებულიყავი.
-გაგიჟდი? თავი თუ გინდა მომტეხო მითხარი! უფრო ადვილი ხერხი მოვიფიქროთ-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე.ლოყებზე ფოსოები უჩანდა.საოცრად იცინოდა და თავს აქნევდა.
-რა შტერი ხაარ!
-ზუსტად იგივეს თქმას ვაპირებდი,შენთვის!-მინდოდა მუშტი მიმერტყა მხარზე მაგრამ თითები კეფაზე შემიცურა,მისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დააცხრა.წამით სუნთქვა შემეკრა,მუჭი მკერდზე მივადე და ვცადე მომეცილებინა მაგრამ დავნებდი.ხელი მის მწვანე კულულებში ავხლართე და მეც კოცნით ვუპასუხე.თვალები დავხუჭე.ვცდილობდი მისი გემო სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში.
-შენ რაღაც ხარ დოქტორო ბოროტებავ!-სუნთქვა გახშირებულმა ძვლივს ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებში.-რაღაც,რაც მაიძულებს ვიყო ისეთი,როგორიც ახლა ვარ! არ მინდა შენგან შორს ყოფნა!-ცხვირი ცხვირზე მომადო და საყვარლად გამიხახუნა.
-ნუ იქნები-მეც ჩუმად ვუჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე. ცალი ხელით ჩემს ხელს მოეჭიდა,მეორეთ კი ბუტერბროტი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა!
-საბოლოოდ გადავწყვიტე ტატუს გაკეთება!-ამოვიბუტბუტე მის მკერდზე მისვენებულმა.თვალები მეხუჭებოდა და აზროვნება მიჭირდა.
-ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია!
-რომელი შემოთავაზება?-წარბები შევკარი,გახსენება ვცადე მაგრამ ძილის გარდა ვერაფერზე ვახერხებდი კონცენტრირებას.
-მე გაგიკეთებ.თუ მენდობი და გინდა -ჩაიხითხითა.ტუჩზე ვიკბინე მღელვარების დასაფარად.რათქმაუნდა მინდოდა.სამუდამოდ შემრჩებოდა ტატუ,რომელიც ყოველთვის გამახსენებდა,ამ საოცარ,მწვანეთმიან უცხოპლანეტელს.არსებას,რომელსაც შეუძლია სრულიად გადაგიყირაოს საათებად დაწყობილი, რუტინული ცხოვრება.
-ხვალ შეძლებ?-ვცადე უემოციოდ მეთქვა.გავიცინე,როცა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩემი თმით თამაში დაიწყო.
-რა სულელი ხარ-მასაც გაეცინა.
-სულელი შენ ხარ!-სახე სასაცილოდ დავმანჭე და გადავიხარხარე-ჯანდაბა! ჯობია დავიძინო! რანაირად ვიქცევი?!
-თხასავით!
-შენ კიდევ, მ...სირაქლემასავით!-ენა გამოვუყავი.ვიგრძენი,სახე როგორ ამიწითლდა,როცა შრეკს თვალები გაუფართოვდა და წამის შემდეგ ლოყები საყვარლად გაბუშტა სიცილის შესაკავებლად-ო,ღმერთო! გეფიცები პირდაპირი მნიშვნელობით ვთქვი! ჯანდაბა! ღმერთს გეფიცები,გადატანით მნიშვნელობით არ მიგულისხმია!
-ღმერთო! რა სულელი ხაარ-თავი ჩემს კისერში ჩამალა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
888
-თუ ეჭვი გეპარება ჩემს ნიჭიერებაში,გავიგებ და ახლავე გეგას დავუძახებ.-სიცილით მითხრა,ქვემოდან მოცქირალმა.ჩემთან ახლოს იჯდა,მუხლზე ჩემი ფეხი ედო და კალმით ტატუს ნიმუშს ხაზავდა.საოცარი სურათი იყო...
-გენდობი!-გავუღიმე.ტკივილის არ მეშინოდა მაგრამ მაინც ვნერვიულობდი- თუ რამე საშინელებას გამიკეთებ,კისერს მოგტეხავ.ეს ისე მაინც,გაგაბრთხილე!
-რა ბოროტი ხარ!-ჩაიხითხითა.თვალები დავხუჭე,როცა აპარატი ,,აზუზუნდა“.არ მინდოდა მენახა,როგორ აკეთებდა.
-შეგიძლია მელაპარაკო,ყურადღების გადასატანად!ცოტა გეტკინება...
-სიმშვიდე მომენატრა! სადმე მინდა წავიდე,რამდენიმე დღით! ის...ოუ! ჯანდაბა! ისეთი გრძნობაა თითქოს ძვალს გიჩუქურთმებენ-ტუჩზე ვიკბინე ყვირილის შესაკავებლად.
-,,გიჩუქურთმებენ“-გაიცინა და კანის კაწვრა განაგრძო,დროდადრო ნაზი ქსოვილით მწმენდდა სისხლს-განაგრძე,თუ შეგიძლია.-ტკივილისგან სახე მომეღრიცა
-ეიი! მეტკინა! გინდა ისე ვიბღავლო,ირგვლივ ხალხის მყუდროების დარღვევისთვის გვიჩივლონ და საერთოდ დახურონ ეს სალონი?
-ჰო,ჰო ბოდიში! ჰოდა ძალიანაც კარგი.შეგიძლია რამდენიმე დღით გაეთავისუფლო.
-არ ვიცი! არც ვიცი სად წავიდე-მძიმედ ამოვიოხრე.
-აგარაკზე.დედაჩემს ვეტყვი რამდენიმე დღით მათხოვოს-წამით ამომხედა და ისევ თავისი საქმე განაგრძო.-კიდევ ისე ძალიან გტკივა?
-ჩემთან ერთად გინდა აგარაკზე დასვენება?-აღბრთოვანება ვერ დავფარე.ტუჩს კბილებს ძლიერად ვუჭერდი ღიმილის შესაკავებლად.
-დიახ! მეც ვფიქრობ,რომ დასვენება მჭირდება-მხრები აიჩეჩა.
-ნეტავ რას აკეთებ ისეთს,რომ დაიღალე?
-შენთვის არ მითქვამს... ალბომზე მუშაობა დავასრულეთ.ალბათ რამდენიმე დღეში დავიწყებთ ჩაწერას-თვალებ გაბრწყინებულმა წამოიწყო.-აი რას ვაკეთებ!
-ოუ,მაგარია! ჯანდაბა! მართლა-გულწრფელად გავუღიმე-გილოცავ!
-ჰო, მადლობა!
-არ ვიცოდი სტუდია თუ გქონდათ...
-მამაჩემის დამსახურებაა-ალმაცერად გაიღიმა და თხელი ქსოვილი გადამისვა კანზე-მგონი დავასრულე.თუ არ მოგეწონება შეგიძლია მოიშორო როცა მოშუშდება.მართლა...
-შეიძლება ვნახო?-მოუთმენლად წამოვიწიე.ფეხი სულ ოდნავ მეწვოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი.მგონი დიდად არც მანაღვლებდა ისე მაინტერესებდა,როგორ გამოიყურებოდა ჩემი პირველი ტატუ,რომელიც შრეკისგან მერგო საჩუქრად.
-ჰო,რათქმაუნდა-თავი დამიქნია.გავვოცდი,როცა დაიხარა,ნაზი,სულის შემხუთავი კოცნა დამიტოვა ცეცხლმოკიდებულ ადგილზე და წამოდგა-შეაფასე!
-ოუ-სწრაფად დავხედე ჩემს მოხატულ წვივს.ენა ძვლივს მოვაბრუნე პირში,სულელივით ვიღიმოდი და ვცდილობდი იმ სიხარულის გამომხატველი სიტყვა მომეფიქრებინა,რასაც იმ წამს ვგრძნობდი.
-არ მოგწონს ხომ?-წარბი შეეკრა და ხელები ჯიბეებში ჩამალა.
-ჯანდაბა! არა! ძალიან მომწონს! მადლობაა!-თავს ძვლივს ვთოკავდი ღიმილისგან ტუჩები შუბლზე რომ არ ამსვლოდა.მწვანე თმიანი ეჭვით მიყურებდა-ნუ ხარ კოალასავიით! მართლა მომწონს.მომწონს კიარა უკვე მიყვარს!-აღბრთოვანებას ვერ ვფარავდი.ფეხზე მოწითლებულ ადგილს მივშტერებოდი.
888
ორ კვირაზე მეტია მწვანე თმიანზე არაფერი მსმენია. მინდოდა დამერეკა,მაგრამ ყოველთვის,როცა ტელეფონზე ნომერს ვკრეფდი მახსენდებოდა,რომ შეისაძლოა მას საერთოდ აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა.დაძინებამდე,მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი თავს,რომ ალბომის ჩაწერის გამო არ ეცალა.
-ძვირფასო! სახლში ხარ?-კარის დახურვის შემდეგ ნინას ხმაც გაისმა.არაფერი მიპასუხია ტელევიზორის ყურება განვაგრძე-როგორ ჩაიარა დღემ?
-კარგად!
-შეიძლება ერთხელ მაინც იყო თბილი ჩემს მიმართ?-ხმამაღლა ამოიოხრა.ხელჩანთა დივანზე მიაგდო და ჩემს პირდაპირ,სავარძელში ჩაესვენა.
-რა უცნაური ხარ ნინა-უნებურად წამსკდა სიმწრის სიცილი.დედაჩემის გაბრაზებულ სახეზე უფრო ცუდათ გავხდი-ასე აღარ იხუმრო,შეიძლება გავიგუდო!
-საშინლად მექცევი შვილო!
-რამე გინდა? ტელევიზორს ვუყურებ...-სწრაფად დავსერიოზულდი.
-მივლინებაში მივდივარ! ერთი კვირით.
-კარგი-მხრები ავიჩეჩე,ჩემი ბუტერბროტი ავიღე და ჩემს ოთახში გავედი.
ოთახში შესულს ჭამის სურვილიც დამეკარგა.ლოგინზე მივესვენე და ჭერს მივაშტერდი.მინდოდა ჩამძინებოდა და არაფერზე მეფიქრა,მაგრამ უცნაურმა,თითქოს ნაცნობმა ხმამ არ მომცა საშუალება.
-ჯანდაბა!-ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.სწრაფად წამოვდექი და აივანის კარები ბრთხილად გამოვაღე, კენჭი რომ არ მომხვედროდა.-გაგიჟდი?
-წავიდე?-უაზროდ იღიმოდა.თმა,უკან,რომ გადაევარცხნა ლამპიონის შუქზე უპრიალებდა.
-არაა! რა სულელი ხარ-გამეცინა-ამოდი!
-მერე არ მითხრა შემომეჭერიო! თვითონ მეხვეწები!-მომესმა მისი ხითხითი.რამდენიმე წამში კი ჩემს წინ გაჩნდა-მართლა მომწონს ეს აივანი!
-შემოდი,ცივა აქ-დავემანჭე და ოთახში შევედი.
-შეიძლება ვჭამო?-საწოლზე ჩამოჯდა,ბუტერბროტს ჩაავლო ხელი და გემრიელად ჩაკბიჩა.
-ჰო,რავიცი ჭამე-სიცილით ავიჩეჩე მხრები.მშიერი ჩანდა.
-უგემრიელესია! გეფიცები!-ქვემოდან ამომხედა.მხოლოდ მისი ჩაწითლებული თვალების დანახვისას მივხვდი, წამლის გამო იყო ასეთი უცნაური.
-ჭამე...
-ალბომის ჩაწერა დავასრულეთ!-ბოლო ლუკმა გადაყლაპა.ბალიშს მიეყრდნო მომღიმარმა.
-რომ არ ვნებდეს,მომეწონებოდა კიდეც ნარკოტიკი,ისეთ ხასიათზე ხარ!-წარბები შევკარი,გულნატკენმა.ვიცოდი,ერთხელაც მართლა მომიწევდა იმ ფაქტთან შეგუება,რომ მისი გაკვეთა მომიწევდა გადამეტებული დოზით გამოწვეული სიკვდილის გამო.
-არ ვიცი რაზე ლაპარაკობ!- ხელები ზემოთ ასწია.ჩაიცინა და მანიშნა მასთან მივსულიყავი-დოქტორო ბოროტებავ! ამქვეყნად ყველაზე სასტიკი და მშვენიერი პათანატომი ხარ! თუ ეგ უკვე გითხარი?-ჩაიხითხითა.
-ღმერთო ჩემო! რა იდიოტი ხარ!
-ვიცი!-ენა გამომიყო.მე კი მის გვერდით კომფორტულად მოვკლათდი.
-ჩემს ლოგინზე ფეხსაცმელებით წევხარ, ბუტერბროტი შემიჭამე,ნერვებს მიშლი.ხელს ხომარ გიშლი?-თვალები გადავატრიალე
-არა,მშვიდად იწექი.
-ნამდვილად? მადლობა-სისულელის მიუხედავად მაინც გამეცინა.
-კი,კი!- მანაც ჩაიცინა.ფეხების ორი მოძრაობით გაიხადა დიდი ბოტები,ჩემსკენ გამოცოცდა და თავი ჩემს კისერში ჩამალა.გავიგე,როგორ ჩაისუნთქაა.დიდი ძალდატანების მიუხედავად პულსაციის ცვლა მაინც ვერ გავაკონტროლე-ფუ ამის..! იმაზე მეტად მომნატრებია ეს სურნელი ვიდრე წარმოვიდგენდი...-თვალები დავხუჭე მისი სიტყვების ბოლომდე გასააზრებლად.ვიცოდი,შეიძლება ეს წამლების ბრალი ყოფილიყო მაგრამ მაინც მომწონდა ეს შეგრძნება.
-ვცდილობდი არ დამერეკა,წარმოიდგინე! მთელი ორიკვირა-კანზე ტუჩის მოძრაობით მივხვდი გაეღიმა-მაგრამ,როგორც ყოველთვის წრეზე ვბრუნავთ.ყველაფერი ისევ მის ადგილს უბრუნდება,და ჩვენ ბოლოს მაინც ერთად ვწევართ ერთ საწოლში!
-რატომ აკეთებ ყოველთვის ამას?-საყვედურივით გაისმა.ჩემი ხმა,ხავილს უფრო გავდა.
-იმიტომ,რომ არ მინდა იმაზე მეტი ვიყოთ ერთმანეთისთვის რაც ახლა ვართ! მე დამპალი ნარკომანი ვარ! აი კიდევ ერთი მიზეზი!-ჩაიხითხითა და ცხვირი კანზე გამიხახუნა.კისერზე წამწამების შეხებას ვგრძნობდი-შეიძლება დავრჩე?
-ჰო...-თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე-დარჩი!
-მაშინ რამე მაჭამე! მხეცივით მშია.
-ვით? რატომ ,,მხეცი ვარ და მშია“ არა?-ენა გამოვუყავი და სიცილით წამოვდექი სანამ ბალიშს დამარტყამდა.
-ნამდვილი დოქტორი ბოროტება ხარ!
-ილოცე,უარესი სისასტიკე არ გამოვავლინო-გავუღიმე და ოთახიდან გავედი.მალევე მოვამზადე ყველის ბუტერბროტები და ჩემს ოთახში დავბრუნდი.ნინას ეძინა,რისთვისაც მადლობას ვუხდიდი ღმერთს.შრეკის ხმა,რომ გაეგო ვიცი წივილს დაიწყებდა... მაშინვე ნიკუშა ონიანს დამაყენებდა თავზე,პირდაპირ ამერიკიდან!
-ტატუ როგორ გაქვს?-მკითხა,როცა თეფში გავუწოდე-მადლობა!
-მგონი კარგად.მალამოებს ვისვამ.აღარ მტკივა!-გვერდით მივუჯექი და ჭამა დავიწყე.
-კარგია.მალე მოშუშდება!-პირგამოტენილმა ამოიბუტბუტა.
-ჯანდაბა! რა საზიზღარი ხარ-ჩავიხითხითე-ჭამის სურვილი დამეკარგა!
-ასე ჭამა გაღიზიანებს?-რაც შეეძლო დიდი ლუკმა ჩაკბიჩა და ხმაურიანად დაღეჭა,
-ღმერთო! გაჩერდი!
-რატომ?-კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე.
-გეყოფა!
-მორჩა-ხელები ზემოთ ასწია იმ საზიზღრობის შეწყვეტის ნიშნად.პირი სალფეთქით მოიწმინდა,ჩემკენ გადმოიხარა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
-აუტანელი ხარ!-თვალები გადავატრიალე.
-და საყვარელიც?-წარბები ზემოთ აზიდა. მიუხედავად ყველაფრისა,რათქმაუნდა საყვარელი იყო!
-საუბედუროდ!
888
დილით ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა.კვირა იყო და მეგონა ძილს შევძლებდი.საერთოდ შრეკის გარდა არავინ მწერს ხოლმე.ის კი ძლიერად მიჭერდა ხელს და მკერდზე მიხუტებდა იმ მომენტში.რაც შემეძლო ბრთხილად,ისე რომ არ გამეღვიძებინა ტელეფონი ავიღე და უცხო ნომრიდან შემოსული შეტყობინება გავხსენი:
,,გამარჯობა საყვარელო! ვიცი არ უნდა გწერდე მაგრამ როგორც წესი,ჩემს ზარებს არ პასუხობ. შენი ნახვა მინდა.გთხოვ ძვირფასო! ძალიან გთხოვ... მიყვარხარ გესმის? გახსოვდეს ეს!“
რამდენიმე წამი სუნთქვა შევიკავე. თავი შრეკის კისერში ჩავმალე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. იმ წამს ერთადერთი იყო ვინც არ მეზიზღებოდა...
===========================================
ბოდიშიი დაგვიანებისათვის. მაგრამ საპატიო მიზეზი მაქვს :( დაწერეთ თქვენი აზრი და მალე დავდებ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ გამიხარდა ეს ისტორია რომ დავინახე,შენ ხომ აზრზე არ ხარ.ძალიან კარგი თავი იყო.აუ შრეკი გამოაჯანმრთელე რა.აღარ გაიკეთოს რა წამალი

ერთად მინდა იყვნენ
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი შამხათი

მომწონს, კარგი ისტორიაა, არა ბანალური.

 


№3  offline წევრი ბლუ

ძაააანნნნ მაგარია ყველა თავი ერთად წავიკითხეე ძააანნნ მომეწონა აუუუ გთხოვ რაა შრეკის და დოქტორის ფოტოებიი დადდეეე:)))))))))
--------------------
დ.ხუჯაძე

 


№4  offline წევრი გლორია

ნუ აგვიანებ რაა.. ძაან საინტერესოა, არ მეყო, დიდები დადე :დ იცი რას ვფიქრობ? ეს ორი დაქორწინდებიან და ერთმანედის სახელებს ქორწილში გაიგებენ :დდდ წარმატებები და მალე დადე დიდი თავი :დ

 


№5 სტუმარი Guest კოკი

აუუუ რ მაგარიაა ურაააა ... ტროგორ გამიხარდა ახალი თვის დანახვა მაგრამ ნაწყენივარ შენზეეეე თუმცა კაი არაუშავს შეიძლება პრობლემები გაქ და ვერ მოახერხე თუმცაა მაინცცცც ... იმდენი ხანია გელოდებოდიი უკვე დამავიწყდა კიდეცც ბოლო თავში რა მოხდა :/ :/ მარა გავიხსენებ ახლა იმედია კი წვედი წავიკითხავ ახლააა წაკითხვაც არ მჭირდება ისე შეგაფასებბ რომმ მაგარი ხარრ ^_^

 


№6 სტუმარი mtvaro svani

au ase agar malodino raa.zalian momcons da velodebi xolme.

 


№7 სტუმარი ემი

მიყვარს მე, ამათი ხითხითი blush

 


№8 სტუმარი Guest nita

megona agar agrzelebdi.gamixarda dzalian.male dade ra shemdegi tavi

 


№9 სტუმარი hipo

rogor velodeebodi su su vamowmebdi au shemsegi gvinda male

 


№10 სტუმარი Guest ...

Sad xar...momenatra mwvanetmiani

 


№11  offline წევრი annabelle

დავამატე მეოცე თავი და დადებენ ალბათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent