ჯანდაბა! (10)
-ვიცეკვოთ?-მითხრა მოულოდნელად.მის სიტყვებზე საჭმელი კისერში გამეჩხირა და ხველება ამიტყდა. -ასეთ ფორმაში?-საწყლად ავხედე. -ჰოო.გთხოვ-წამოდგა და ზემოდან დამხედა.თვალები გადავატრიალე,ჩემი ხელი მის გამოწვდილ ხელს დავადე და მოცეკვავეებისკენ წავედი.მწვანე კულულიანი წელზე მომეხვია, მე კი უნებურად კისერზე შემოვაჭდე მკლავები. -თავი ფილმში მგონია-ჩაიხითითა.ნელა ვირხეოდით,მუსიკის რითმის შესაბამისად.შრეკის სუნთქვას კისერში ვგრძნობდი და სიამოვნებისგან ვდუმდი.მისი სურნელის კიდევ ერთხელ შეგრძნებისას თვალები დავხუჭე და ბოლომდე მივენდე... -იცი?-ყურში მიჩურჩულა. -რა?-ძვლივს წარმოვთქვი და მისი მწვანე კულული თითზე დავიხვიე... -მგონი შენთან ყოფნა მირჩევნია ახლა,რომელიმე ნარკოტიკს!-ჩაიხითხითა და ნიკაპი მხარზე ჩამომადო. -მატყუარა ხარ-გამეღიმა მის სიტყვებზე და მწვანე თმაზე თამაში გავაგრძელე. -ცოტათი. -მითხარი,მორგში,რომ არ მოეყვანეთ და მხოლოდ მეტროში შეგხვედროდი,მოგინდებოდა ჩემი გაცნობა-გავუცინე და დავტრიალდი.მანკი ხელზე გადამიწვინა,როგორც ფილმებში აკეთებენ ხოლმე. -მეტი სულელური ვერ მოიფიქრე ხომ?-მასაც გაეცინა.მე თავი გავიქნიე და კიდევ ერთხელ ავათვალიერე.საოცრება იყო პიჯაკში. -სხვათა შორის,გიხდება ეს სტილი-დავინახე როგორ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე ღიმილისგან -სხვათა შორის შენც გიხდება ეგ სტილი-პანდას კომბინიზონზე მიმითითა და გამიცინა.საპასუხოდ მხოლლოდ ხელი გავკარი მხარზე და ისევ მივეხუტე ცეკვის გასაგრძელებლად. 888 -ხვალ მოგაკითხო? ბიჭებს უნდოდა ჩვენთან გევახშმა-მითხრა როცა მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა. -ოუ,რათქმაუნდა-გამეღიმა-კარგი იქნება. -სალათის გარდა რას შეჭამდი სიამოვნებით? -კარტოფილს-გავუცინე და მანქანიდან გადავედი-კარგად შემწვარს-დავამატე და დავემშვიდობე.სახლში შესვლამდე ონიანს მოვკარი თვალი.სახლის კიბეზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.არ მივსალმებივარ.სახლში შევიმალე. 888 -უყვარხარ! თან უკვე დროა ოჯახი შექმნა.რას უნდა ელოდო?-დედაჩემის ნატქვამზე სისხლი ლოყებზე მომაწვა. -მითხარი რომ ბოდავ! -სულაც არ ვბოდავ! კარგი ბიჭია.კარგადაც ცხოვრობენ.თანაც ბავშვობიდან შენზე გიჟდება! -გეყოფა ნინა! აღარ გააგრძელო-გავაფრთხილე დედაჩემი და კბილები ისე ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს მეგონა ჩამომძვრებოდა. -არ მესმის რატომ არ გინდა.მისმინე საყვარელო.უკვე ქალი ხარ.მე ვბერდები, და შვილიშვილები მინდა.მოსიყვარულე მზერა მომაბყრო.თავი ძვლივს შევიკავე,რომარ გადამეხარხარა. -ოჰ,ნუ მაცინებ! ერთადერთი რაც შენ გინდა ეს,ფული და ჩემი გამწარებაა!-მივახალე და ჩემს ოთახში გავედი.ნერვები ისე მქონდა მოშლილი მეგონა ყველაფერს დავლეწავდი,მაგრამ როგორღც თავს მოვერიე,ლოგინზე მივესვენე და შრეკის ნომერი ავკრიბე. გამორთული ჰქონდა! -მშვენიერია!-ამოვიგმინე და ბალიში თავზე დავიფარე. დილით ისევ ადრე ავდექი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი.წამალი გავიკეთე და სამსახურში წავედი.მთელი დღე შეუჩერებლად ვმუშაობდი.მინდოდა დამევიწყებინა ყველაფერი რაც დედაჩემმა მითხრა.ვერ ვიჯერებ,რომ ასე დაეცა.7 საათი,რომ შესრულდა მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ მწვანე კულულიანი არსადჩანდა. -მითხრა მოგაკითხავო.-თვალები გადავატრიალე.მოვწესრიგდი და გადავწყვიტე მეთვითონ მივსულიყავი.რამდენჯერმე ტელეფონზეც დავურეკე მაგრამ ისევ გამორთული ჰქონდა. 888 -ჰეი დოქტორო ბოროტებავ! შემოდი-ყურებამდე გამიღიმა იასამნისფერ თმიანმა ბიჭმა და კარი გამიღო. -გამარჯობა!-უხერხული ღიმილით მივესალმე ბიჭებს და ხელი დავუქნიე.შრეკი არსად ჩანდა. -თქვენი მეგობარი ხომ არ იცით სად არის?-ვთქვი ღიმილით და ფერად დივანზე ჩამოვჯექი.მათ სახეებს დავაკვირდი.უცნაურად იღიმოდნენ. -აქ არის.თავის ოთახში.გვეგონა არ მოხვიდოდი.სამწუხაროდ არაფერი მოგვიმზადებია-მომიბოდიშა ერთერთმა -მან გითხრათ,რომ არ მოვიდოდი?-წყენა დამეტყო სახეზე.ალბათ ტელეფონიც მაგიტომ გამორთომეთქი გავიფიქრე. -არა,მან...ის...-ენა დაება ალმაცერად მომღიმარს. -რა ის?-მოუთმენლად ვკითხე და ფეხზე წამოვდექი -მის ოთახშია.ჯობი თვითონ მოაგვაროთ-მირჩია ბიჭმა და დერეფანში გამიძღვა. შავ კართან დამტოვა,რომელზეც წითლად ეწერა ,,უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია“.ყურადღება არ მიმიქცევია,უხეშად შევაღე და სწრაფად შევედი განათებულ,პოსტერებით საავსე ოთახში.კარის გაღების ხმაზე ლოგინიდან წამოიწია და ჩემს დანახვაზე თავლები გაუფართოვდა. -ო,ღმერთო თვალი!-ხელი პირზე მივიფარე მისი სახის დანახვაზე.მარჯვენა მხარე სულ ჩალურჯებოდა.წარბი გამსკდარი ჰქონდა და ტუჩებიც ჩასისხლიანებული-რა დაგემართა-ნელა მივუახლოვდი და უკითხავად ჩამოვჯექი საწოლის კიდეზე. -არაფერი ისეთი. -როგორ არაფერი ნახე სახე ქლიავივით გაქვს-გავიცინე.მანაც ცადა გაეღიმა მაგრამ ტკივილისგან დაემანჭა სახე. -იჩხუბე? -წავიქეცი-თავი გაიქნია. -ჰო,და ბუმბულს დაარტყი სახე ხომ?-ენა გამოვუყავი და თითი ჩალურჯებულ ადგილს შემოვატარე,ნელა,რომ არ ტკენოდა.თვალები დახუჭა. -ნუ მაცინებ.სახე მტკივა! -კარგი,ბოდიში-ჩავიხითხითე და ზურ ჩანთა გავხსენი.სახის მალამო ამოვიღე და ლოყაზე წავაცხე. -რას აკეთებ?-გაოცებულმა გაახილა თვალები. -ბალზამირებას გიკეთებ წინსწარ-თვალები გადავატრიალე-დახუჭე. გამწოვი გჭირდება.საშინლად გაქვს. -არაუშავს,უარესადაც ვყოფილვარ-თავი გაიქნია და შემომხედა.-ბოდიში,ამისგამო არ მინდოდა მოსულიყავი და ასეთი გენახე. -არაუშავს.ბოდიში მიღებულია-გავუღიმე და საღ ლოყაზე ვაკოცე. -ჩათვალე მეც ვიღიმი. -სულელო-მხარზე მივარტყი ხელი და ჩავიხითხითე.მან კი მოულოდნელად ხელი მაჯაზე მომხვია,მისკენ მიმიზიდა და უკვე მეორედ,მისი ტუჩები ჩემსას მოაწება.თმცა,სულაც არ გავდა ეს კოცნა პირველს.ვიგრძენი,როგორ შეიცვალა ორივეს გულის ცემა და მუცელში რაღაც თბილი ჩამეღვარა.დაუფიქრებლად შევუცურე თითები მწვანე კულულებში და ნელა დავქაჩე.გავიგე ყრუდ როგორ ამოიკვნესა ჩემს ტუჩებში. ნელა მომშორდა და როგორც შეეძლო ისე გამიღიმა.მე ვერ ვიღიმოდი.ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. -ჩვენ მეგობრები არ ვართ,ხომ მართალი ვარ?-ამოიბუტბუტა თითქოს თავისთვის.მე კი საპასუხოდ მხოლოდ თავი გავიქნიე.ჩვენ არ ვიყავით მეგობრები! -კარგია-მითხრა და ბალიშზე მიესვენა.მეც გვერდით მივუწექი,თავი მუცელზე დავადე და თვალები დავხუჭე-მომწონს როგორიც ვხდები შენს გვერდით!-აღიარა თუ არა ლოყები ამიხურდა-ვივიწყებ ყველაფერს და შემიძლია უბრალო რაღაცითაც გავბედნიერდე.თუნდაც შენი სიცილით ან შენი ნერვების მოშლით... -რაღაც აღსარებასავით ჟღერს-გახუმრება ვცადე.მაგრაამ არ გამღიმებია. -ხომ იცი,როგორი ,,ალალი“ ვარ- ძვლივს ჩაიხითხითა და მეც ვეღარ შევიკავე თავი. 888 სახლში მისულს ნიკუშა დამხვდა.სასტუმრო ოთაცში იჯდა დედაჩემთან ერთად,ყავას მიირთმევდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.როგორც კი შევედი მაშინვე გაჩუმდნენ. -გამარჯობა! -გამარჯობა საყვარელო-მომესალმა ნინა.ონიანმა მხოლოდ გამიღიმა.-მოდი ჩვენთან ჩამოჯექი ცოტახნით.მეც უხმოდ მივუახლოვდი და სავარზელში მოვკალათდი. -რაზე ლაპარაკობდით?-ვიკითხე ისე თითქოს ძალიან მაინტერესებდა და ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე. -ნიუ-იორკზე,ამერიკაზე.ვუყვებოდი სად ვმუმშაობდი-ნიკუშამ დაასწრო დედაჩემს და ყავა მოსვა.წარბები შევჭმუხნე ონიანის ხელების დანახვაზე.ძვლებთან კანი გადატყავებოდა და სისხლი ზედ შეშრობოდა. -იჩხუბე?-წამოვროშე ხმამაღლა,მიუხედავად იმისა,არმინდოდა.შევნიშნე,როგორ აენთო თვალები და როგორღაც დაპატარავდა.-მოიცა...ჯანდაბა! შენ სცემე არა?!-ტუჩზე ვიკბინე და გველნაკბენივით წამოვვარდი. -არამზადა ხარ!-პირში მივახალე,ჩემს ოთახში გავედი,საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩავყარე და ქურთუკი შემოვიცვი.ბრაზისგან მეგონა ყურებიდან ბოლს გამოვუშვებდი.-არ დამირეკო!-უემოციოდ ვუთხარი ნინას და გარეთ გავედი. უკვე ბნელოდა. ,,შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?“-მივწერე და პასუხს დაველოდე. ერთადერთი ვისთანაც შემეძლო წავსულიყავი შრეკი იყო.ვიბრაცია ვიგრძენი თუ აარა მაშინვე გადავუსვი ეკრანს თითი და სწრაფად ვუპასუხე. -კარგად ხარ? -ჰო. -სადხარ? მოგაკითხავ-მძინარე,ბოხი ხმა ჰქონდა. -მოვალ მეთვითონ...-გავთიშე და ტაქსი გავაჩერე. 888 -რაიყო სახლიდან გამოგაგდეს?-მითხრა ღიმილით მწვანე კულულიანმა და კარი გამიღო,რომ შევსულიყავი. -ვიცი ვინც დაგმართა ეგ სახეზე! -მერე მაგისთვის წამოხვედი?-ეცადა უფრო გაეღიმა მაგრამ ეტყობოდა ლოყა ისევ ტკიოდა. -სულარ მეცინება-ვიცრუე და ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.-ბიჭები სად არიან? -სახლში წავიდნენ.გშია?-სამზარეულოში გავიდა და მაცივარი გამოაღო. -არა.დაწოლა მინდა.მგონი დავიღალე-ხელი თვალებზე მოვისვი. -კარგი წამოდი.-მის ოთახში შევედით.კარი დაკეტა და სინათლე აანთო. -ორივემ ამ ლოგინში უნდა დავიძინოთ? ========================== დღეს დავდებ თუ დააკომენტარებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.