შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (7)


17-11-2016, 12:28
ავტორი სატი
ნანახია 2 904

-საერთოდ მართვის მოწმობა გაქვს? მოტოციკლეტის ტარებას სწავლა უნდა ნინიკო.
-მეორეჯერ ნინიკო აღარ მიწოდო. რა მნიშვნელობა აქვს ციხეში მერის შვილს არავინ ჩასვამს და არც ჯარიმას არ გამოუწერს.
-ნინა, წამო სახლში დაგაბრუნებ გვიანია.
-ეხლა ვინ არის მოსაწყენი? მე ჩემი წვეულებიდან გამოვიქეცი მოტოციკლეტით ესეთი ნინა არ გახსოვს შენ?
-და ამაზე ნამდვილად არ ინანებ?-გამომწვევად შეხედა დაჩიმ.
-არა, წინ მე ვჯდები.
-არც იოცნებო. ქალი საჭესთან... თან პრავაც არ გაქ.
-კარგი, მოიგე. ჯანდაბას-ნინა და დაჩი დაჯდნენ მოტოციკლეტზე და მთელი ქალაქი შემოიარეს. ბოლოს ერთ პარკში გაჩერდნენ და საქანელაზე დაჯდნენ.
-ანუ მაპატიე?-კითხა დაჩიმ.
-არ ვიცი, ალბათ. მომიყევი შენზე. შენ ყველაფერი იცი ჩემზე და მე არაფერი შენზე.
-მყავს მარტო დედა. მამა დიდიხნის გაშორებულია დედასთან და კვირაში 3ჯერ მნახულობს, არც ისე ახლო ურთიერთობა გვაქვს. მყავს პატარა და ბელა. მეტი რა გითხრა?
-არ ვიცი... დედაშენს რა პროფესია აქვს?
-მინისტრია.
-რათქმაუნდა... სხვა?
-სხვა? გულისხმობ შეყვარებული მყავს თუ არა. რათქმაუნდა მყავს. შენც გეყოლება მალე იმისათვის რომ მშობლებს რეპუტაცია გაულამაზო-თან ლაპარაკობდნენ და თან ქანაობდნენ საქანელებზე.
-რა?-გაუკვირდა ნინას და ცოტა სიბრაზეც დაეტყო სახეზე.
-არ იცი? აქ აგირჩევენ მამაშენის მრჩეველები ვინმე ტიპს და ეგ არი.
-რატომ?
-იმისათვის რომ უფრო კარგად გამოჩნდე ხალხის თვალში. ალბათ ჩადი იქნება შენი შეყვარებული.
-არა, მე უარს ვეტყვი.
-და ჯორჯს აწყენინებ?
-ჯორჯი მაგას არც მომთხოვს. პირიქით.
-როგორც იტყვი. გვიანია მემგონი დროა სახლში წაგიყვანო-დაჩიმ ნინას ტელეფონზე მიუთითა რომელზეც ჯორჯი ურეკავდა.
-ხო ჯორჯ?
-რა ხო ჯორჯ ნინა! მოვკვდი ნერვიულობით სად ხარ?
-მოვდივარ, 5წუთში სახლში ვიქნები-ნინამ მაშინვე გაუთიშა.
-ნინა ხომ იცი რომ 5წუთში სახლში ვერ იქნები?
-ვიცი, ამიტომ მოგვიწევს ვიჩქაროთ, თან სასტიკად.
ნინა და დაჩი ისევ მოტოციკლეტზე დაჯდნენ და მთელი სისწრაფით გაეშურნენ ნინას სახლისკენ. ნინამ ცოტა მოშორებით გააჩერებინა მოტოციკლეტი დაჩის რომ ვერავის ვერაფერი დაენახა.
-მადლობა დაჩი ახლა მეთითონ წავალ, თორე შენც რომდ დაგინახონ დაგერხევა.
-გვიანია ნინა, უკან გაიხედე-გაეცინა დაჩის.
ნინას უკან ჯორჯი და დაცვა იდგა.
-ახალგაზრდავ შემოდი შიგნით და შენი მეგობარიც გამოიყოლე-უთხრა ჯორჯმა მკაცრი ხმით. ყველა შიგნით შევიდნენ. დაჩი და ნინა დასჯილი ბავშვებივით იჯდნენ სკამზე სამზარეულოში.
-დაჩი მე უკვე დავურეკე დედაშენს ის 5წუთში იქნება აქ-შემოვიდა ოთახში ანა.
-შენ კი ქალბატონო სერიოზული პრობლემები გაქვს-ამოიოხრა ჯორჯმა.
-მე არაფერი არ დამიშავებია უბრალოდ გავედი ქალაქში!
-ღამის 12საათზე? ჩვენი გაფრთხილების გარეშე? თან მოტოციკლეტით?
-ნუ შეილება ცოტა გადავაჭარბე...-ცოტა ხმადაბლა თქვა ნინამ.
-ცოტა? ნინა შენ საქართველოშიც 12საათზე მოტოციკლეტით დარბოდი ქუჩებში?-ირონიით აღსავსე ხმით კითხა ჯორჯმა.
-ბოდიშით, გავიგე დამნაშავე ვარ. აღარ მოვიქცევი ესე.
-რათქმაუნდა აღარ მოიქცევი. დაჩი წამოდი გაგაცილებ-გაიყვანა ოთახიდან დაჩი ჯორჯმა.
ანა ნინას პირდაპირ დაჯდა.
-ნინა, შენ იცი?
-ვიცი და საშინლად გაბრაზებული ვარ შენზე.
-ნინა მე უბრალოდ მინდოდა სიმართლე რომ გცოდნოდა. მე ვთხოვე შენ მშობლებს რომ 13წლის შემდეგ შენთვის ყველაფერი მოეყოლათ, წერილებს გწერდი მაგრამ როგორც ჩანს შენ მათ არ გაძლევდნენ. ნინა მე ყველანაირად ვცადე შენთან კავშირი და ბოლოს რო არ გამომივიდა დაჩი გამოვგზავნე-თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ანას.
-და რა ეხლა მეც უნდა ავტირდე? ჩემთან დაკავშირება თუ ვერ ცადე შენთითონ უნდა ჩამოსულიყავი.
-შენი მშობლები არ მომიშვებდნენ შენთან.
-არ ვიცი.. უნდა ვიფიქრო. ესე მალე ვერ გაპატიებ.
-კარგი.. მესმის შენი.
-მეტჯერ აღარ მომატყუო.
-კარგი
-ნინა-ჯორჯი შემოვიდა ოთახში-შემდეგზე გარეთ ისე არ გახვალ მე რომ არ მითხრა და მითუმეტეს მოტოციკლეტით. დაჩიც არ მომეწონა არ გიდნა მასთან ყოფნა.
-ჯორჯ, დაჩის დიდიხანია ვიცნობ. ის ნინასთვის კარგი მეგობარი იქნება.
-ანა, ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ. წადი დაიძინე.
***
მეორე დღეს ნინას ადრე გაეღვიძა. ადგა და ხალათი შემოიცვა, მერე ფანჯარასთან მივიდა. ეზოში ანა იდგა მანქანასთან და პატარა ბავშვი ყავდა ხელში. ქერათმიანი გოგონა, რომელიც ძალიან გავდა ნინას. ნინა მაშინვე ჩავიდა ქვემოთ.
-დედ... ანა ეს ვინ არის?
-ნინა, შენ მთხოვე აღარ მომატყუოო, ეს ჰეილია, ჩემი შვილი.
-შენი შვილი? ჯორჯისგან?
-კი, ჩემი და ჯორჯის შვილი.
-მოიცა რა? რამდენი წლის არის?
-4ის.
-თქვენ რა...
-5წლის უკან მე და ჯორჯი ერთმანეთს შევხვდით, ძველი დრო გაგვახსენდა და მერე... ჯორჯმა იცის ბავშვზე უბრალოდ ვმალავდით ესტერისგან. ახლა მოვიყვანთ და ვიტყვით რომ შენი და არის საქართველოდან.
-მოიცა... მე რატო დამიმალეთ?
-სულ 3დღეა რაც ჩამოხვედი თან ჰეილი აქ არ იყო, დედაჩემმა მომიყვანა ახლა. ჰეილი გაიცანი ეს შენი დაიკო ნინააა.
-გამაჯობა ნინა-პატარა ხელები ჰეილიმ ნინასკენ გაიშვირა.
ნინამ ჰეილი ხელში აიყვანა.
-აღარანაირი ტყუილები. დავიღალე-მკაცრი ხმით თქვა ნინამ-ამდენი რამ 3დღეში რთულად გადასატანია-თქვა ნინამ და ჰეილის გახედა.
-პივეტ-ისევ საყვარლად წარმოთქვა ჰეილიმ.
-პი რაო?-გაუკვირდა ნინას.
-პრივეტო ნინა, დედაჩემი რაღაც რუსულ სიტყვებს ასწავლის ხოლმე. არ ვიცი რატომ. 3ენაზე კარგად ვერ ილაპარაკებს.
-მოიცა ქართული კარგად იცის?
-აბა რა, ეს ხომ მისი მშობლიური ენაა. ყოველდღე ვასწავლი-თქვა ანამ.
-წამო ვისაუზმოთ.
-ნინა, ჯერ 9საათია, 2საათი საუზმე არ იქნება-უთხრა ანამ.
-მერე რა, ჩვენთვითონ გავაკეთოთ.
-ურააა! ნუტელა-წამოიყვირა ჰეილიმ.
-ჰეილს! შშშ დე მამა გაიღვიძებს-გააჩუმა ანამ ჰეილი.
-გავაკეთოთ?
-კარგი, კარგი. წამოდი შიგნით შევიდეთ თორემ გაცივდები შენც და ჰეილიც-ნინა, ანა და ჰეილი შიგნით შევიდნენ. სამზარეულოში გავიდნენ და ალადების კეთება დაიწყეს.
-ჰეილი, ესე მოურიე ნახე-ერთად ურევდნენ ინგრიდიენტებს ნინა და ჰეილი.
-როგორ გავხართ ერთმანეთს-ღიმილით უყურებდა ჰეილის და ნინას ანა.
-მემგონი მზად არის. ეხა ტაფა გავაცხელოთ, დე... ანა გააცხელებ?-ისევ შეეშალა ნინას.
-ხო.. რათქმაუნდა-ანა გასქურასთან მივიდა.
ამასობაში ესტერი შემოვიდა.
-რას აკეთებთ! ვინ არის ეს ბავშვი?-ესტერის სახის შეეშინდა ჰეილის და ტირილი დაიწყო.
-ნუ ტირი ჰეილს, ეს ქალი მონსტრი კი არა მამას ნაცნობია-აუხსნა ბავშვს ანამ.
-ეს ჩემი სახლია თუ არ დაგავიწყდათ. ადით ზემოთ!11საათამდე საუზმე არ იქნება. ქალბატონო ანა რატომღაც ბევრის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს-გაბრაზდა ესტერი.
-დიახ, დიახ. ბოდიშს გიხდით, ეს ბავშვი ნინას და არის, საქართველოდან ჩამოვიდა.
-ესეც ჯორჯის ბავშვია??!!
-არა, ხომ აგიხსნათ. ჩემი და არის საქართველოდან.
-საქათველო-წამოიძახა ჰეილიმ.
-არა მგონია აქ ოთახი იყოს რომ ჰეილი დავაწვინოთ-ცხვირი აიბზუა ესტერმა და თვალი აარიდა მოთხუპნულ ჰეილის.
-არის, რომც არ იყოს ჰეილი ჩემ ოთახში დაიძინებს-შეეწინააღმდეგა ნინა.
-ნინა, დღეს მე და შენ ვხვდებით შენი სკოლის დირექტორს. მამაშენს არ ცალია და მე მთხოვა.
-თქვენთან ერთად? ანა რატომ არა.
-ნუ მე უკეთესად არ ვიზამ ამას?
-არა, მადლობა ესტერ. ანა წამოხვალ?
-რათქმაუნდა. დიდი სიამოვნებით.
-რომ დავბრუნდები ქვემოთ ყველაფერი დალაგებული უნდა დამხვდეს-ესტერი გავიდა ოთახიდან.
-რომ დავბრუნდები ქვემოთ ყოლიფერი დამხვდეს ალაგებული-გააჯავრა ნინამ ესტერი.
-დედა ეს ვინ არის?-იკითხა ჰეილიმ.
-დებილი ქალი-უპასუხა ნინამ.
-ნინა! ეს მამიკოს მეგობარია ჰეილს.
ამ ხმაურზე ჯორჯი ჩამოვიდა. ამჯერად ის შარვალ-კოსტუმში არ იყო გამოწყობილი. მას ჩვეულებრივი სახლის ტანსაცმელი ეცვა. ჯორჯი ღიმილით შევიდა სამზარეულოში და ჰეილი ხელში აიყვანა.
-უნდა გეთქვა ჰეილიზე-ნაწყენი ხმით უპასუხა ნინამ.
-ვიცი, მაგრამ ახალი ჩამოსული იყავი ამდენს ერთდროულად ვერ გადაიტანდი. აბა რას აკეთებთ?
-აღარაფერს, ესტერი გვეჩხუბა-დაიწრიპინა ჰეილიმ.
-არა მაა, როგორ არა. ესტერი უბრალოდ ნაწყენია რომ მასაც არ დაუძახეთ. ალადებს აკეთებთ?
-ხო. შემოგვიერთდები?
-რათქმაუნდა
და ასე დაიხატა სურათი რომელზეც ბედნიერი ოჯახი და ბოროტი დედინაცვალი იყო გამოსახული, მაგრამ ამ ოჯახმა კიდე არ იცოდა რა ელოდა. ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო რაღა მოიფიქრე ახლა? :( .კარგია მომეწონა ეს თავი და რატო ყავს ამ კაცს ესტერი ვერ ვხვდები ვა როცა ანა უყვარს
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი სატი

La-Na
ოო რაღა მოიფიქრე ახლა? :( .კარგია მომეწონა ეს თავი და რატო ყავს ამ კაცს ესტერი ვერ ვხვდები ვა როცა ანა უყვარს

ესტერის ოჯახი დიდ როლს თამაშობს პოლიტიკაში. როგორც დაჩიმ ახსენა მანდ მშობლები ურჩევენ ბავშვებს დროებით შეყვარებულს. ჯორჯის შემთხვევაში კი ცოლს, მაგრამ ჯორჯს თავისუფლად შეულია ესტერი მიატოვოს.
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline მოდერი Eleniko13

მეტად ვერ გააბანალურე? :დდდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline მოდერი სატი

Eleniko13
მეტად ვერ გააბანალურე? :დდდ

აუ გააჩუმე ენა რა, როცა უემოციოდ დავწერე რომ ბანალური არ ყოფილიყო ყველამ თავზე დამამმხო და ემოციოები რომ მოვუმატო ბანალურიაო სანამ ისეთი რამე გითხარი რაზეც მერე დაიბოღმები და სულ ცუდ კომენტარებს დაწერ იქამდე გააჩუმე ენა. laughing
--------------------
a.m&m.i

 


№5  offline მოდერი Eleniko13

სატი, ნერვებს გაუფრთხილდი :დდდდ ოდნავადაც არ მაინტერესებს, რა გითხრეს. შენ მე ისეთს ვერაფერს მეტყვი, რომ დავიბოღმო :დდდ მითუმეტეს, რომ გეტყობა როგორ დადიხარ ხალხის ჭკუაზე და იმას აკეთებ, რაც მათ უნდათ :დდდდ სოუ, მშვიდად, პატარავ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი სატი

Eleniko13
სატი, ნერვებს გაუფრთხილდი :დდდდ ოდნავადაც არ მაინტერესებს, რა გითხრეს. შენ მე ისეთს ვერაფერს მეტყვი, რომ დავიბოღმო :დდდ მითუმეტეს, რომ გეტყობა როგორ დადიხარ ხალხის ჭკუაზე და იმას აკეთებ, რაც მათ უნდათ :დდდდ სოუ, მშვიდად, პატარავ.

პატარაოო joy joy შენი ასაკი კარგად გაიხსენე თუ შეილება heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye

სატი
Eleniko13
სატი, ნერვებს გაუფრთხილდი :დდდდ ოდნავადაც არ მაინტერესებს, რა გითხრეს. შენ მე ისეთს ვერაფერს მეტყვი, რომ დავიბოღმო :დდდ მითუმეტეს, რომ გეტყობა როგორ დადიხარ ხალხის ჭკუაზე და იმას აკეთებ, რაც მათ უნდათ :დდდდ სოუ, მშვიდად, პატარავ.

პატარაოო joy joy შენი ასაკი კარგად გაიხსენე თუ შეილება heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye

რა ძერსკები ვართ სოუუუ kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 


№7 სტუმარი niii

კაი რატო არ გკიდია რას წერენ? იასნად რომ დაბოღმილია,დაანებე თავი და ამ სულელების კომენტარების კითხვას ახალი თავი წერე. ბავშვია ვიღაც საცოდავი დაანებე რა. მალე გააგრძელე მომწონს!!! იმედია ჩადი და ნინა ერთად არ იქნებიან heart_eyes heart_eyes

 


№8  offline მოდერი სატი

niii
კაი რატო არ გკიდია რას წერენ? იასნად რომ დაბოღმილია,დაანებე თავი და ამ სულელების კომენტარების კითხვას ახალი თავი წერე. ბავშვია ვიღაც საცოდავი დაანებე რა. მალე გააგრძელე მომწონს!!! იმედია ჩადი და ნინა ერთად არ იქნებიან heart_eyes heart_eyes

joy სამწუხაროდ ამ შაბათ-კვირას ერთ თავს დავდებ, რადგან ეხლა სხვა რამეზე ვმუშაობ. ორშაბათიდან ჩვეულებრივად გავაგრძელებ. kissing_closed_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№9  offline წევრი Mziako...

Bolos ise daamtavre es tavi ROM mgoni shemdeg tavshi kargi ram ar gvelis :Ddd :-*

 


№10  offline მოდერი სატი

Mziako...
Bolos ise daamtavre es tavi ROM mgoni shemdeg tavshi kargi ram ar gvelis :Ddd :-*

heart_eyes joy
--------------------
a.m&m.i

 


№11  offline მოდერი სატი

kata-nia
Vaimeee vaimee
Souo adamianma da dzerskobao
Rac ar unda patara iyos shenze eleniko ......
Azri ar aqvs axsnas
Erti tavshi avardnili gogo xar,roomelsac kritika ar uyvars
Ar ugvars roca afaseben
Ar uyvars roca rames urcheven
Shen rsto unda iyo moderi ?
Ai rato unda idge elenikos safexurze ?
Ai ubralod ar mesmis :))

ერთი წუთით მე და ელენემ მოვაგვარეთ ერთმანეთში ყველაფერი და რომც ვერ მოგვეგვარებინა შენი საქმე არ არის. შეურაწყოფისგან თავი შეიკავე და ეგრე სხვას ელაპარაკე, მე შენთვის შეურაცხოფა არ მომიყენებია და არ მილანძღიხარ, მე მივიღე ელენეს კრიტიკა და შენ თუ შეილება გაჩუმდი.
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent