შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 4


17-11-2016, 22:54
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 830

სამი წლის განმავლობაში ხელი ხელ ჩაკიდებული დადიოდნენ ყველგან, სკოლაში სკოლის გარეთ, გიორგისათვის ბოლო წელი იყო და აბიტურიენტობისათვის ემზადებოდა, მკაცრად იყო გადაწყვეტილი მისი პროფესიაც, რადგან მამის ბიზნესი უნდა გაეგრძელებინა და ერთ დღესაც სათავეში უნდა ჩადგომოდა, ასე რომ პროფესიის არჩევაზეც დიდად არ უფიქრია, არ გაუწევია ოჯახისთვის წინააღმდეგობა, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი ჰქონდა არჩეული, ერთადერთი დეტალი რაც იყო მხოლოდ ის რომ ალექსანდრასგან მოუწევდა ოდნავ შორს ყოფნა დღის პირევლ ნახევარში, მაგრამ სიშორესაც თავისებური ხიბლი ჰქონდა, მთლიანად გადართული იყო სწავლით და ალექსანდრათი, ოჯახის წევრებმა ყველამ იცოდა მათი სიყვარულის ამბავი, წინააღმდეგობაც არავის გაუწევია, უბრალოდ ოჯახის შექმნაზე აქცენტს არავინ აკეთებდა, რადგან ისინი ჯერ ბავშვები იყვნენ და სწავლა უნდა გაეგრძელებინათ, დაემათავრებინათ და შემდეგ შეექმნათ ოჯახი, მაგრამ მოხდა ისე რომ ბედნიერების მწვერვალზე მყოფმა გიორგიმ როცა გაიგო რომ სასურველ ფაქულტეტზე ჩაირიცხა აგვისტოში ხელი სთხოვა ალექსას. რაიმე სახის რომანტიულობისგან ცოტათი ყოველთვის შორს იყო უბრალოდ ზღვაზე ჩააკითხა რადგან არ ყავდა ბოლო ხუთი დღე ნანახი, მაგრად ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა არ გინდა გავიპაროთ?
ალექსანდრა თავიდან ვერც მიხვდა რას ეუბნებოდა, თითქოს რაღაც მომესმაო გაკვირვებულმა კითხა, რა ვქნათ?
ხო არ გინდა გავიპაროთ? არ გინდა ჩემი ცოლი გახდე? თუ აღარ გიყვარვარ? დაეჭვებულმა გახედა ბიჭმა, შენი არ ვიცი და მე მზად ვარ მთელი ცხოვრება შენ აგიტანო, ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა.
იცი გიო მემგონი ცოტა ადრეა, შეეჭვდა ალექსანდრა
მე ესე არ ვფიქრობ უკვე სტუდენტი ვარ დიდი ბიჭი დაუმარცვლა ბოლოს წარმოთქმული სიტყვები, თანაც ისედაც სულ ერთად ვართ რა მნიშვნელობა აქვს ღამეს სად გაათევ გიორგიმ ხმამაღლა გაიცინა და გულში ჩაიკრა გოგო.
მე შენ გენდობი მე შენი მჯერა მე შენ ყველგან გამოგყვები ყოველთვის მხოლოდ ეს გახსოვდეს მუდამ, მთელი სული და გული შენია წაიღე, ალექსანდრა მაგრად ჩაეხუტა, ძალიან მიყვახარ გიო, აი საკუთარ თავზე მეტადაც კი, გთხოვ დამპირდი რომ ბედნიერები ვიქნებით.
რა თქმა უნდა ჩემო სიყვარულო ისეთივე ბედნიერები როგორებიც დღეს ეხლა ამ წუთას ვართ მიყვარხარ.
ბევრი არც უფიქრიათ ალექსა მანქანაში ჩაჯდა რომელიც გიოს უყიდა მამამ უნივერსიტეტში ჩაბარების აღსანიშნავად, ხო მართლა და პასპორტი ხომ გაქვს ან პირადობა წამოღებული?
ეგ რად მინდა? გაოცებულმა კითხა ალექსანდრამ.
იცი თუ გაპარვა და თაფლობის თვეა თურქეთში დავისვენოთ ერთი კვირით თანაც ჩვენების ალიაქოთსაც ავირიდებთ თავიდან ეშმაკურად გადმოხედა ბიჭმა,
კარგი ხო მოკლედ ყველაფერზე რომ მითანხმებ უკვე ვბრაზდები გაიცინა ალექსმა დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
ჩემი გოგო ეხლა მხოლოდ მარტო ჩემი, გიორგი ვეღარ მალავდა მის უსაზღვრო ბედნიერებას.
მართლაც ოჯახში დიდი ალიქოთი ატყდა მიუხედავად იმისა ყველად იცოდა მათი სიყვარულის ამბავი და არც არავინ ეწინააღმდეგებოდა, ჯერ ყველსთვის ნაადრევი იყო მათი გადაწყვეტილება, ალექსანდრას მშობლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, მათ ისედაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ უკან დაბრუნება და მათი ერთადერთი ქალიშვილის გაბედნიერებამ უბრალოდ დააჩქარა მოვლენები.
ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდა მათი გაბედნიერება გიორგის მამა იყო, სახლში გიჟივით დარბოდა და გაიძახოდა მომესწრო ბიჭი, ახალგაზრდა ბაბუა ვიქნები, მარინა გამოიტანე ღვინო სტუმრები მოდიან გადასძახა ცოლს ზურაბმა.
მოკლედ ზურაბ შენ დალევის მიზეზი არ გელევა, გაუწყრა მარინა.
ეხლა სულ რომ მკვდარი ვიყო ქალო მაინც უნდა დავლიო ჩემმა საამაყო შვილმა ცოლი მოიყვანა თანაც ანგელოზივით გოგო რა არ უნდა მიხაროდეს?
რამოდენიმე დღეში ალექსანდრა და გიორგიც დაბრუნდნენ დაიწყო ქორწილისთვის სამზადისი, ალექსანდრა მხოლოდ 16 წლის იყო, და რაც არ უნდა დიდი შესახედაობა ჰქონოდა მის ასაკთან შედარებით მაინც ბავში, მაგრამ ძალიან ლამაზი პატარძალი იყო
ქორწილი ტრადიციების მიხედვით წარიმართა ჯვრისწერითა და გრძელი სადღეგრძელოებით, ამას მოჰყვა ქართულის ცეკვა და საბოლოოდ ერთმანეთზე გადამკვდარი და გადამწვარი სტუმრები. ათი თვის თავზე ელენე მოევლინა ამ ქვეყანას, ალექსანდრას რა თქმა უნდა ძალიან უჭირდა დიდი მუცლით სკოლაში სიარული და თან მეცადინეობა, მაგრამ გიორგი ყველაფერში ეხმარებოდა როგორც პატარა ბავშვს ისე ექცეოდა, ხოლო ელენეს დაბადების შემდეგ უკვე როგორც ორი შვილის მამა, როგორც დიდი კაცი მზრუნველობას და სითბოს არ აკლებდა ცოლ შვილს.
ორი წლის თავზე როცა ალექსანდრაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ ელენესთან ერთად, ბედნიერი ოჯახი, თითქოს არაფერი ცუდი, ყოველ ღამე მეგობრების შეკრება, ყოველ ღამე ერთმანეთის სიყვარულით ტკბობა, და ფიქრი იმაზე თუ რამდენად ბედნიერები იყვნენ ერთმანეთი რომ ჰყავდათ. რომ არა ის საბედისწრო დღე როდესაც უნივერსიტეტიდან მომავალმა გიორგიმ მარი გაიცნო, უბრალოდ შემთხვევითი გოგონა რომელიც მისი გამომწვევი მიხრა მოხრითა და ჩაცმულობით ყველას ყურადღებას იპყრობდა.
არსებობს ცოლ ქმრის პერიოდში კრიზისი ეს ძირითადად სამი წლის თავზე ხდება, ან შემდგომში, და მთავარია ამ კრიზისის დაძლევა ერთობლივი ძალიათ, ალექსანდრა უყვარდა როგორ არ უყვარდა სამყაროს ერჩივნა მაგრამ ერთფეროვანი ცხოვრებიდან ცოტა ხნით თავის დაღწევის მიზნით დაიწყო ფლირტაობა, ფლირტს შემდეგ უფრო სერიოზული სახე მიეცა და ფაქტობრივად აღმოჩნა საყვარლის ამპლუაში, საყვარლის რომელსაც ერთ მხარეს სიყვარულის თვალებით მომზირალი ცოლი ჰყავდა და მეორე მხარეს სექსუალურობის ზენიტში მყოფი მარი.
ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა გაორებული ცხოვრებით, არც არავინ იცის როდემდე გაგრძელდებოდა მისი ესეთი ცხოვრება, უბრალოდ საკუთარი თავი სძულდა, ეზიზღებოდა როცა ბედნიერ და მოსიყვარულე ალექსანდრას ხედავდა ყოველ ღამე თუ როგორ უვლიდა ელენეს და დაძინებისას ზღაპრებს უკითხავდა, მხოლოდ მაშინ ფიქრობდა ყველაზე მეტად რომ არაკაცი იყო და თვითონაც ვერ ხვდებოდა როდის და რა გზით მივიდა ამ ზღვრამდე.
დილით გადაწყვიტა მარისთან ელაპარაკა თანაც ელენე და ალექსანდრა ზღვაზე წავიდნენ, და შემდეგ ალექსანდრას ჩააკითხავდა დაუჩოქებდა და პატიებას ითხოვდა თუ საერთოდ იყო ეს შესაძლებელი იყო. მარის დაურეკა და მასთან სახლში მისვლა სთხოვა რადგან მანქანა ალექსმა წაიყვანა და ფეხით გასვლა შეეზარა.
მარიც აღფრთოვანებული შეხვდა ამ ამბავს რომ გიორგი სახლში ეპატიჟებოდა და რამოდენიმე წუთში მის სახლში იყო.
ხო ჩემო საყვარელო ძალიან ლამაზი სახლი გქონია, მყუდრო
მარი უნდა ვილაპარაკოთ, გიორგიმ არ დააცადა სახლის დათვალიერება, ეხლა ხანს მიხვდა რომ ცუდი იდეა იყო მარის აქ მოყვანა.
გისმენ გიო, მეც მაქვს რაღაც სათქმელი შენთვის
სათქმელი და რა? არა ჯერ შენ მითხარი გისმენ ეჭვის თვალით გადახედა მარიმ.
მოკლედ ჩვენ უნდა დავშორდეთ, ესე გაგრძელება აღარ შეიძლება მე ორივეს გაუბედურებთ, მე ნამდვილი არაკაცი ვარ.
არა გიო ეს გამორიცხულია მე უშენოდ მოვკვდები თანაც ამ დროს ასეთ დროს როგორ მტოვებ? გაცხარდა გოგო
და როგორ დროს? დაინტერესდა გიორგი
მე.. მე ორსულად ვარ აცრემლებული გახედა მარიმ.
ორსულად? შეშფოთებული იყო გიორგი, ეს ნამდვილად ის დროა როცა თავზე ყველაფერი დაემხო, აქეთ ალექსანდრა და ელენე, აქეთ კი მარი და მისი მომავალი შვილი, ღმერთო ჩემო ეს ნამდვილად არ ხდება ჩემს თავს და მესიზმმრება ალბათ, გიორგი გიჟივით დადიოდა ოთახიდან ოთახში, სამზარეულოდან არყის ბოთლი გამოიღო და ისე რომ ჭიქის ძებნა არ დაუწყია პირდაპირ ბოთლიდან დაიწყო სმა. ეს შეუძლებელია მარი იქნებ რამე გეშლება?
არა გიორგი რა მეშლება ჩვენ ექვსი თვეა რაც ვხვდებით რატომ არ ის შეუძლებელი მარის სახეზე დაეტყო გაბრაზება და სიმწარე. მოკლედ მე არ ვიცი შენ რას ფიქრობ მე ბავშვს ვაჩენ, ამ ბავშვს არ ეყოლება მამა ვეყოლები მხოლოდ მე და შენ კი დარჩი შენ ძვირფას მეუღლესთან მე მეტს არაფერს გეტყვი, მარი გაბრუნდა და კარებისკენ წავიდა
მარი მოიცადე, გიორგი მიხვდა რომ ასეთი ანერვიულებული გარეთ ვერ გააგდებდა, დამშვიდდი ცოტა გთხოვ, ერთად ვიპოვით გამოსავალს.
მარიმ ცრემლები ვერ შეიკავა და ისევ ხმამაღლა დაიწყო მოთქმა, გიორგისკენ წავიდა და მაგრად ჩაეხუტა
შემდეგ? შემდეგ მოხდა ის რაც ალექსანდრამ დაინახა დაინახა და მთელი მისი სიცოცხლე თავზე ჩამოენგრა, მისი საყვარლეი ქმარი მის საყვარელ სახლში სხვა ქალთან ერთად, ეს იყო მომენტი რომელიც არასოდეს უნდა ხდებოდეს ცხოვრებაში, მაგრამ სამწუხაროა რომ ცხოვრება არ გვანებივრებს ბევრი ბედნიერი წუთით და ყოველთვის გამოაჩენს ხოლმე თავის კლანჭებს.

ალექსანდრა ისევ ისე იდგა გაშეშებული სააბაზანოში და თავის ანარეკლს უყურებდა სარკეში ისე რომ თვალსაც კი არ ახამხამებდა, ხანდახან ისიც კი ავიწყდებოდა რომ უნდა ესუნთქა, საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა თავის თავზე გადაბიჯება, რაც იქნება იქნება გაიფიქრა და ნომერი აკრიბა, რამოდენიმე ზარის შემდეგ, ტელეფონის მეორე მხრიდან გაისმა მონოტონური, ძლიერი, მისთვის ესეთი ნაცნობი და მონატრებული ხმა
გისმენთ
ალექსანდრა ერთ ადგილზე გაიყინა ხმის ამოღება ვერც კი გაებედა.
გისმენთ მეთქი
გამარჯობა ბოლოს და ბოლოს გაბედა ხმა ამოეღო.
გიორგი მაშინვე მიხვდა ალექსანდრას ხმას
ალექს შენ ხარ? ეს შენ ხარ და არაფერი არ მეჩვენება ეხლა?
ხო მე ვარ გიორგი და შენი ნახვა მინდა მკაცრად და მოკლედ მოუჭრა გოგომ.
როცა გაგიხარდება, როდის შევხვდეთ ეხლავე მოგაკითხავ.
არა ეხლა არა, იუარა რადგან ზუსტად იცოდა რომ ჯერ ის უნდა გადაეხარშა მის თავში რომ სამი წლის შემდეგ პირველად გაიგონა მისი ხმა, ამდენ დარტყმას კი მისი ფსიქიკა ვეღარ გადაიტანდა. ხვალ შევხვდეთ, ჩვენს კაფე... სიტყვა ჩვენ ეუკადრისა მისთვის ჩვენ აღარ არსებობდა და მაშინვე გადააკეთა, აი უნივერსიტეის კუთხეში რომ პატარა კაფეა იქ, გახსოვს?
როგორ არ მახსოვს ალექს, ჩვენს კაფეში, გიორგიმ არც კი გაითავისა რომ ის კაფე სიტყვა ჩვენს აღარ მოიცავდა და ეს ასე დარჩებოდა მუდამ.
კარგი ორ საათზე
კარგი ალექსანდრა
ნახვამდის. ცივად მოუჭრა და ყურმილი დაუკიდა
გრძნობდა როგორ ეკვეცებოდა ფეხები, როგორ არ უნდოდა იქმადე მისვლა და თანაც როგორ უნდოდა, არეული ფიქრები ერთმანეთში იხლართებოდნენ და არ აძლევდნე იმის საშვალებას რომ გამოსავალი ეპოვნა. დათქმულ დროს დათქმული კაფის კარები შეაღო თუ არა მაშინვე მოკრა ნაცნობ სილუეტს თვალი, მხოლოდ ერთადერთი საზრუნავი ჰქონდა იქვე არ წაკცეულიყო და არ ეტირა, ეს ორი მთავარი რამ ჰქონდა გადასაწყვეტი, მაგიდამდე სანამ მივიდა მილიონმა აზრმა გაუელვა თავში, მილიონი ფერი გამოესახა სახეზე, სიყვარული, მონატრება, ზიზღი, ვნება, ყველაფერი ერთმანეთში იყო არაული, მაგრამ ნაცნობმა ღიმილმა და ბიჭის მოახლოებამ თითქოს ყველაფერი გაფანტა, შიში იმისა რომ ამ მდგომარეობას თავს ვეღარასოდეს დააღწევდა სადღაც გაქრა, უბრალოდ სიმსუბუქეს გრძნობდა თითქოს შეეძლო ეფრინა, მაგრამ ეფრინა სხეულს და არა გულს.
ალექსანდრე, ჩემო ალექსანდრე გიორგი სკამიდან ადგა როგორც კი კაფეშიი შემოსული ალექსანდრე დაინახა, მხოლოდ ერთი ჩახუტება ამ წუთას უკვდავების წყაროს დალევის ტოლფასი იყო, მაგრამ ქალის ცივმა თვალებმა მაშინვე გაყინეს ერთ ადგილას, ამ სამ წელს მისთვის დიდი დაღი დასუვამს, უფრო დაქელებულა, გალამაზებულა და დახვეწილა, მაგრამ თვალები? თვალები არა ის იმ ტკივილს ასხივებს რასაც მაშინ საავადმყოფოს ლოგინზე დაწოლილი გოგო.
გამარჯობა ცივად დაიწყო ალექსანდრამ და სკამზე ჩამოჯდა პირველ რიგში იმიტომ რომ ძალა აღარ ჰქონდა ფეხზე დამდგარიყო, მან ხომ მისი ცხოვრების მამაკაცი ამდენი წლის შემდეგ ნახა, ნახა და თან როგორი დავაჟკაცებული, უფრო გასიმპატიურებული, თმაში ოდნავ ჭაღარა შეჰპარვია რაც უფრო სიმპატიურს ხდიდა.
გამარჯობა ალექსანდრე როგორ ხარ? დაიწყო გიორგიმ და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
მადლობა კარგად, ისევ ცივ და მოკლე პასუხებით პასუხობდა გოგო
რას დალევ?
მადლობა არაფერს
უკაცრავად ორი ფორთხლის წვენი, თუ გაქვთ ახლად გამოწურული თუ შეიძლება, გიორგი დღემდე ახსოვდა მათი ჩვევა და ისიც რომ ალექსანდრას ახლად გამოწურული ფროთოხლის წვენი უყვარდა ორსულობის დროს გიორგი თავისი ხელით უწურავდა ხოლმე
ალექსანდრასაც გაახსენდა მისი წარსულის ეს ფრაგმენტი საერთოდაც არასოდეს დავიწყებია.
გისმენ ალექს?
ბატონო? ალექსანდრა დაიბბნა
ხო გისმენ შენ მე უმიზეზოდ არ დამირეკავდი, ალბათ რაღაც მოხდა და გისმენ მეთქი ეს ვიგულისხმე, როგორ უნდოდა გიორგის ეხლა მხოლოდ ერთი სიტყვის გაგონება, რომ ალექს ეთქვა რომ მოენატრა.
ალექსანდრა ამაზე არც დავიქრებულა, როგორ უნდა დაეწყო ან რა უნდა ეთქვა, იმას ხო არ ეტყოდა იცი მაინტერესებდა შენი დანახვის დროს რას ვიგრძნოდიო, ეს სიტყვა არც მოუმზადებია, ცოტა დაიბნა კიდეც, არაფერი გიორგი განსაკუთრებული, უბრალოდ მინდოდა მენახე, შენ ხომ ელენეს მამა ხარ.
ენაცვალოს მამა როგორი გაზრდილი დამხვდა, გუშინ რომ ვნახე ბედნიერებისგან არ ვიცოდი რა მექნა, სულ შენ გგავს ალექსანდრა მხოლოდ ჩემი თვალები აქვს.
ხო ალბათ ასეა არც შეპასუხებია გოგო, უბრალოდ აღარ მინდოდა ესე დავკარგულიყავით, ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ, შენ დაქორწინდები მე ჩემს საქმე მივხედავ და ელენე დაიჩაგრება, რატომ უნდა გაიზარდოს ისე თითქოს დედა და მამა გადაემტერნენ ერთმანეთს.
გიორგიმ ყურადგება გაამახვილა ალექსანდრას სიტყვებზე შენ დაქორწიუნდებიო, მაგრამ პასუხი შეგნებულად არ გასცა სხვა თუ არაფერი ხომ იცნობდა მის ცოლს შესანიშნავად და ისიც იცოდა რომ ეს სპეციალურად უთხრა რომ გაარკვიოს მისი ცხოვრება, მაგრამ თამაშში აყვა, ხო გეთანხმები ალექს ჩვენ არაფერი გვაქვს საჩხუბარი მხოლოდ შეგვიძლია ვიმეგობროთ ხომ? მაცდურად გახედა გიორგიმ
ხო რა თქმა უნდა შეგვიძლია, უხერხულად გაიღიმა ალექსანდრამ.
რამოდენიმე წუთი ილაპარაკეს, ცოტა ხანი უხერხული დუმილი ჩამოვარდა რომელსაც ისევ გიორგის ხმა მოჰყვებოდა და რამე უინტერესო შინაარსის კითხვას დაუსვამდა, და ამით დამთავრდა მათი პირველი შეხვედრა წლების შემდეგ.
გამოსვლის დროს გიორგიმ ხელი გამოუწოდა ანუ მეგობრები? კითხვა კიდევ გაუმეორა, დაალექსანდრას ხელი მის ხელში მოიმწყვდია, ტუჩებთან მიიტანა და მთელი ძალით აკოცა, თითქოს ამ კოცნაში გადმოიტანა მთელი მისი გული სიყვარული და მონატრება
ალექსისათვის ნაცნობი სითბოს მის კანზე შეხებამ ერთიანად დაუარა სხეულში და თითქოს პირველი კოცნის მსგავსად ერთიანად მოადუნა, მაგრამ როგორღაც ძალ ღონე მოიკრიბა და ისევ ისე გაბედულად დაემშვიდობა, კარგად გიორგი ჩემი ნომერი გაქვს თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, ელენესთან დაკავშირებით, ოდნავ გაუღიმა და ისე რომ უკან არც მოუხედავს კაფე დატოვა.
გიორგი იდგა ისევ ისე გაშეშებული და მისი ცოხვრების თანამგზავრს მის სიწმინდეს უყურებდა თუ როგორ მიდიოდა მარტო ქუჩაში და გრძნობდა მხოლოდ სიბრალულს საკუთარი თავის მიმართ რომ ის ასე გაიმეტა, ასე დატოვა და არც დაუტოვა მიზეზი რომ მან ცხოვრება შეძლოს, როგორ მეცოდები გიორგი გიგაურო, როგორ, ჩაილაპარაკა თანხა გადაიხადა და მანაც დატოვა იქაურობა.
მოყევიიი, თიკო თვალს არ ახამხამებდა ისე უყურებდა ალექსანდრას და სამმაგად ჰქონდა სმენაზე აქცენტი გადატანილი.
აუ ალექს მოყევი ეხლა თორემ შეიძლება ინფაქტი მივიღო ასეთივე ინტერესით იჯდა ლანაც.
სამივე დაქალები ალექსანდრასთან სახლში შეკრებილიყვნენ და ვერ გაეგო რა უნდა მოეყოლა გოგონებისთვის რადგან თვითონაც ვერაფერი გაეგო, ესეთი რამე დაგმართიათ, დაიწყო საბოლოოდ ლაპარაკი?
მადლობა ღმერთს ხელები მაღლა ასწია თიკომ.
გოგო აცადე გამოეკიდა ლანა, რა თუ დაგვამრთია?
აი ლაპარაკის სურივილი გაქვს, მაგრამ რა თქვა არ იცი, იმიტომ რომ სიტყვები არ იცი აი ის სიტყვები რომლითც უნდა გადმოსცე ეს ყველაფერი.
კი მე დამმართია გამოცდაზე, იმიტომ რომ ის საკითხი არ ვიცოდი რაც შემხვდა, უფრო მეტი სათაურიც ვერ გავიგე, ჩაიცინა თიკომ.
გოგო შენ ნორმალური ხარ? გამოეკიდა ლანა ეხლა მაგის დროა, აუ ალექს მოყევი რა მოხდა და ჩვენ დაგეხმარებით რომ აზრი გამოვიტანოთ.
ალექსანდრამ დაწვრილებით მოუყვა დაქალებს ყველა დეტალი, ამ ისტორიას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, ალექსანდრა და თიკო ერთდროულად მოთქვამდა უფრო კი თიკო, რადგან ერთიანად შეძრა დღევანდელმა ამბავმა
მოკლედ ძალიან მძიმე სიტუაციაა დაიწყო ბოლოს როცა ალექსანდრამ დაამთავრა ამბის მოყოლა, მე ვერაფერს გეტყვი ჩემო დაო, ესეთ მძიმე ურთიერთობებისგან შორს ვარ, ვერ ვხვდები ვერაფერს რავ ვქნა, აღნიშნა თიკომ
ვიცი თიკო რა უნდა მიხვდე როცა მე თვითონ ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ერთი ვიცი რამოდენიმე დღით სადმე უნდა განვმარტოვდე.
ოღონდ ეს არა, აყვირდა ლანა, ისევ თავიდან არ დაიწყო რა გთხოვ.
არა უბრალოდ წავალ დავფიქრდები და ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრებს. იმედია მოაყოლა ბოლოს ეს სიტყვა, და იმედი ნამდვილად არ ჰქონდა აღარაფრის.
გოგოების ლაპარაკი ალექსანდრას ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გააწყვეტინა, ორგანიზაციის თანამშრომელი აუწყებდა რომ მის სახელზე გამოგზავნილი იყო ყვავილები და ბოდიშის წერილი მაგრამ ადრესატი უცნობი იყო. გოგონებმა გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს ალექსანდრამ ზუსტად იცოდა რომ ეს გიორგი არ იქნებოდა რადგან მან იცოდა რომ ალექსანდრას ყვავილები არ უყვარდა და არც გიორგი იყო ასეთი რომანტიზმით გატაცებული ბიჭი.



№1 სტუმარი Mariami

Eg yvavilebi albat iman gamougzavna,visac quchashi daejaxa.tumca me mainc minda rom miuxedavad yvelafrisa giogistan ertad iyos da ara sxvastan.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰ ახალი გამოჩნდა ვიღაც,უფრო სწორად უეჭველი ავარიის ბიჭია :) კარგია
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Ketis

Xoda sheikvardeba am tipsac da aleksandrasac ertmanet dAan minda egre ro moxdes magis kopili kmari imsaxurebs!!! Male dade gtxov da didi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent