შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები


18-11-2016, 17:04
ავტორი ანტა
ნანახია 1 664

ტყეში
ბნელოდა,თუმცა კონტურების გარჩება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. ხეები ცამდე იყო აწვდენილი. ყველაფერი მწვანე იყო,არა ჭაობისფერი ან სალათისფერი,რაღაც სხვა რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყავი ეს თბილი ფერი აუცილებლად დაგამშვიდებდა.ფოთლებს ნიავი აშრიალებდა,ტოტები ნელა ირწეოდა,გრილოდა,მზე უკვე დიდი ხნის გადაწვერილი იყო,ნარინჯისფერი დაჰკრავდა ცას.თითქოს ტყე ერთიანად დადუმებულიყო,მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა მყუდროებას.
         ყველამ იცის ლეგენდები ამ ტყის შესახებ.ვისაც არ უნდა შეეკითხო ყველა სხვადასხვა რამეს გეტყვის:ზოგი ამბობს რომ ამ ადგილას  წარმოიშვა ყველა ზებუნებრივი არსება,და აქ დგას მათი სამეფო ტახტი...ზოგის თქმით აქ მაქციების ხროვა სახლობს,დიდი რუხი მგლები,რომლებსაც მხოლოდ ბუნიობაზე შეუძლიათ გარეთ გამოსვლა და ამ დროს ისინი სოფლებს თავს ესხმიან...ზოგიც ამბობს სულები ცხოვრობენ რომლებიც ყველას ხოცავენ ვინც ტყისთვის ან მისი მაცხოვრებლებისთვის რაიმე ზიანის მიყენებას ეცდება.
            დიდი ხნის სიარულისგან ფეხები მტკიოდა.შარვალი რამოდენიმე ადგილას გამოხეული და გამწვანებული იყო.არც მაისური იყო კარგ დღეში რამოდენიმე ადგილას გამორღვეული და დალაქავებული იყო.დილიდან აქ ვარ,ვბოდიალობდი და დავიკარგე.დაღლილი ვიყავი მაღალი  მუხის ძირას ჩამოვჯექი და ფიქრში მალევე ჩამეძინა.დამესიზმრა გამჭირვალე სფეროში ვიყავი გამოკეტილი ჩემს ირგვლივ ბავშვები თამაშობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.მე მესმოდა და ვხედავდი მათ მაგრამ ისინი ვერა.ვყვიროდი და სფეროს მუშტებს ვურტყამდი.უეცრად სფერო მაღლა  აფრინდა და გაჩერდა გაქრა მე კი დაბლა ვვარდებოდი.სახეზე ხელები ავიდარე და როდესაც მიწას უნდა დავცემოდი გამომეღვიძა.თვალები დავაჭყიტე,ისევ იგივე სიზმარი...ნელა წამოვდექი თვალები მოვიფშვნიტე და გარემო მოვათვარიელე.მზე ამოსულიყო და მისი სხივები სახეზე მეთამაშებოდნენ.ერთი ღრმად ჩავისუნთქე,წამოვდექი და გზა განვაგრძე.ერთ ხეს მეორე ცვლიდა მეორეს მესამე და ასე გრძელდებოდა.ყველაფერი ერთმანეთს გავდა. მხოლოდ დაკვირვებით მიხვდებოდი რომ იქ არ ხარ სადაც წუთის წინ იყავი.ტყეში ბევრი კენკრა იყო.იმაზე არ ვნერვიულობდი რომ შეიძლებოდა შხამიანო ყოფილიყო რადგან მცენარეებში კარგად ვეკვეოდი.ერთი მოვწყვიტე ტკბილი კენკრა სასიამოვნოდ ჩამადნა პირში.კიდევ რამოდენიმე მივაყოლე.მალე ბუჩქზე აღარაფერი იყო.წყალიც მჭირდებოდა.ტყიდან ერთი მდინარე მოედინება ასე რომ წყლის პოვნის იმედი ცოტა მაინც შემრჩენოდა.სადაც მდინარე იქნებიდა მის ირგვლივ მიწა შედარებით რბილი და ნესტიანი უნდა ყოფილიყო.არ ვჩქარობდი ნელა მივდიოდი.სმენა დაძაბული მქონდა და ოდნავ ფაჩინსაც ყურს ვუგდებდი.წყლის ჩხრიალი მომესმა,გავჩერდი და ყური დავუგდე.ხმას გავყევი და გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემს წინ უზარმაზარი ჩანჩქერი აღმართილიყო მისი წყალი ტბაში ჩაედინებოდა და მდინარე დაბლა მიუყვებოდა.მათ მაღლიდან მზე დაჰნათოდათ და ისეთი შთაბეჭდილება იამნებოდა თითქოს უამრავ პატარა ბრილიანტს მოეყარა ერთად თავი.ტბას მიუვახლოვდი და ჩავიცუცქე.იგი იმდენად სუფთა იყო ფსკერი მოჩანდა.ხელი ნელა ჩავყე,წყალი სასიამოვნოდ გრილი იყო.ფეხსაცმელი გავიხადე და ხელში დავიჭირე,ჯერ ერთი ფეხი ჩავყე წყალში, მერე მეორე.შარვლის ტოტები ავიწიე და წყალში რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი. შლამი ვიგრძენი.გავიღიმე და კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი.ტბა ღრმავდებოდა. მეორე მხარეს კვამლის წვრილი ზოლი შევნიშნე.ეს იმას ნიშნავდა რომ აქ ვიღაც იყო ვისაც ჩემი აქედან გაყვანა შეეძლო. ნაპირს გავუყევი და მეორე მხარეს გავედი.სველ ფეხებზე ამოიცვი სანდლები და კვამლისკენ ავიღე გეზი.მალე მივხვდი საიდან ამოდიოდა.ეს სახლი იყო. პატარა და საყვარელი.სახლიდან საჭმლის სუნი გამოდიოდა.მუცელმა ღრიალით შემახსენა თავი.სახლს მივუახლოვდი თან გარემოს ვათვარიელებდი.ეზოში ჰამაკი ეკიდა და ნელა ირწეოდა.შიგნით ვიდაც იწვა. ცალი ფეხი ჩამოშვებული ქონდა ხელები თავქვეშ ამოედო და მშვიდად ეძინა.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ბოლოს გადავწყვიტე ცოტა ახლოს მივსულიყავი.იმედი მქონდა ნაბიჯების ხმაზე გაიღვიძებდა.ბალახზე სველი ფეხები მისრიალებდა და ვცდილობდე ფრთხილად მევლო უკვე ჰამაკთან ვიდექი როდესაც უცნობი შეირხა შეშინებულმა გაქცევა დავაპირე სულ არ გამახსენდა სველი ფეხსაცმელი და ავსრიალდი, ჰამაკს ჩავეჭიდე,ამოტრიალდა და უცნობი ზედ დამეცა.თავი უკვე მკვდრად შევრაცხე და ვფიქრობდი ქვაზე რომელ ფოტოს დახატავდნენ.
   როგორც ჩანს უცნობი წამოდგიმას არ ჩქარობდა თავი ჩემს ყელში ჩაერგო და სავარაუდოდ ჩემზე ეძინა.გულს ისე მიცემდა ალბათ ამოხტებოდა ვიღაცას ჩემზე რომ არ სძინებოდა.ნესტოებს გრილი სურნელი მიწვაცდა რომელიც უცნობს ასდიოდა.გაოგნებული ვიყავი,მთელი სხეული დაჭიმული მქონდა.ადამიანებთან ასეთ სიახლოვეს მიუჩვეველი ვიყავი და არ გიცოდი რა გამეკეთებინა ძალა მოვიკრიბე და მხარზე ფრთხილად შევეხე.პასიხად მხოლოდ ზმუილი მივიღე
-შენი აზრით რას აკეთებ?-რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი
-როგორც ხედავ მძინავს-თავაუწევლად მითხრა
-მაგდენს ვხვდები დებილი არ ვარ.
-მაშინ რაღას მეკითხები?!
რადგან სიტყვით ვერაფერი გავაწყე მოქმედებაზე გადავედი.ხელები მხრებზე დავალაგე და შევეცადე გამეწია მაგრამ გინდ კლდეს ეჯაჯგურე გინდ ამას შედეგი მაინც იგივდა.
-იქნებ გაიწიოთ?-ზრდილობად დავდნი.
-ჭკვიანი გოგო ხარ შეგეძლო თავიდანვე ასე დაგეწყო...მაგრამ ადგომას არ ვაპირებ.
-ჰეი!!!ეს უკვე ზედმეტია ახლავე გაიწიეთ!
-კარგი პატარავ ნუ ბრაზდები.-ნელა წამოდგა შარვალი ჩამოიფერთხარ და ცელი გამომიწოდა.მხოლოდ ახლა დავაკვირდი იცნობს: შავი ოდნავ გრძელი თმები,მაღალი ყვირამსლები,ლამაზი ვარდისფერი ტუჩები და ღია კანი.თვალი მოვაცილე და გვერდით გავიხედე,თუმცა ხელი მაინც ჩავკიდე.



№1  offline აქტიური მკითხველი mi ra

სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება.
წერე მხოლოდ ერთ დროში,ან ახლანდელში ან წარსულში ნუ ურევ ორივეს ძალიან ულამაზო ხდება :)
სხვაგვარად იდეა მომეწონა-სავით და ვნახოთ რა გამოგივა,წარატებებს გისურვებ :*

 


№2 სტუმარი Guest ანტა

ეს ჩემი პირველია მადლობა mi ra აუცილებლად გავითვალისწინებ

 


№3  offline წევრი ანტა

mi ra
სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება.
წერე მხოლოდ ერთ დროში,ან ახლანდელში ან წარსულში ნუ ურევ ორივეს ძალიან ულამაზო ხდება :)
სხვაგვარად იდეა მომეწონა-სავით და ვნახოთ რა გამოგივა,წარატებებს გისურვებ :*


ამ მადლობა დიდი პირველად ვცადე რაიმის დაწერა, ვეცდები შემდეგი უკეთესი იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent