შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 5


18-11-2016, 21:24
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 644

იმ საღამოსვე ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი, ყურადღებას ამ წუთას ვერაფერზე ამახვილებდა, არაფერი აინტერესებდა მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ როგორმე ეს აზრები დაეწყო, როგორმე ეფიქრა და დასკვნა გამოეტანა, რა იგრძნო? ან ნუთუ საერთოდ იგრძნო რამე? ვერ ხვდებოდა, ერთი იცოდა ძალიან ძლიერმა მონატრებამ როგორ დაუწვა გული მაგრამ სულ რამდენი წამით, შემდეგ კი ისევ იმ სიცივემ დაისადგურა რაც ოდესღაც განიცადა, ვერ პატიობს , არ შეუძლია საკუთარ თავში ვერ პატიობს, გაიარა ბევრი ვარინატი, ამ ხნის მანძილზე ხომ გაიზარდა, ის რომ ახალგაზრდა იყო და შეცდომა დაუშვა, მხოლოდ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გიორგის გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ეს არ კმაროდა. ეს არ ეყოფოდა მის ორად გახლეჩილ გულს და გაუფერულებულ სულს, როგორც ადამიანს ალბათ აპატია, მაგრამ როგორც მამაკაცი, მამაკაცი რომელიც მისი საყვრდენი უნდა ყოფილიყო, მისი თანამგზავრი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ელენესა და მისი კიდევ რამოდენიმე შვილის მამა, ეს ადამიანი სამუდამოდ გაქრა მისი ცხოვრების გზიდან, ყველაფერზე გამკლავება მარტოს მოუწია, და ეხლა მხოლოდ ის დროა რომ ჩამოყალიბდეს, თუ ვერ პატიობს ანუ ვერც მასთან სიახლოვეზე იფიქრებს ეს გამორიცხა, მაგრამ მაშინ გაუშვას რატომ ებღაუჭება, თუ ეს უბრალოდ ქალური ეგოიზმია, მაგრამ დრო არ ჩერდება დრო მიდის, ჩვენ არ გვეკითხება არაფერს, ამიტომაც დრო არის გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების, გრძნობების სადავეების ხელში დაჭერის, და მხოლოდ ის რომ, იძახოს რომ უყვარს ან ენატრება, ეს არ და ვერ განუკურნავს მისი სულის ნაიარევს.
დილით ელენე დედასთან დატოვა და სამსახურის საქმეები მოიმიზეზა, მანქანაში ჩაჯდა და ყაზბეგის გზას დაადგა, კიდევ ერთი დამთხვევა, კიდევ ერთი გზა რომელსაც გიორგიმდე მიჰყავდა და თან აშორებდა, რატომ მაინც და მაინც ყაზბეგი, რატომ ის ადგილი საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ბედი აშკარად ხუმრობის ხასიათზეა, ჩაილაპარაკა ხმამაღლა და გზა განაგრძო.
ყაზბეგის ბუნება რომ მშვენიერია და იქ ადამიანი ნამდვილ სამოთხეში გრძნობს თავს ეს არავისთვისაა უცხო, თანაც ზამთარში, დეკემბერში აქ უკვე კარგი თოვლია, და ყველაფერი ერთიანად აქვს გადათეთრებული, სასტუმროს ნომერში შევიდა, მისი ოთახიდან შესანიშნავი პეიზაჟი იშლებოდა. ცოტა წითელი ღვინო, პლედი და აივანზე მყუდროდ მოკალათდა, გაჰყურებდა ყაზბეგის ულამაზეს პეიზაჟს, გერგეთის სამება შესანიშნავად მოსჩანდა მისი სასტუმროს აივნიდან, და უბრალოდ სიმშვიდით ტკბებოდა. ამ დროს ზარის ხმა გაისმა ტელეფონზე, სადაზღვეო კომპანია უკავშირდებოდა და გადმოსცა ინფორმაცია რომ დაზარალებულის მანქანა შეკეთებული იყო, ალექსანდრამ მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გაუთიშა. უცებ თავში ამოუტივტივდა ოფისში მიტანილი ყვავილების თაიგული და ბოდიშის წერილი.
ნეტა ვინ უნდა იყო? გაიფიქრა თავისთვის, ნუთუ ის უხეში... არა ის არ იქნებოდა, ის ისეთი უხეში და გაუთლელი ვიღაც იყო ამდენს ვერ მოიფიქრებდა. დიდხანს აღარ შეუწუხებია თავი ამაზე ფიქრით ისედაც უამრავი საზრუნავი ჰქონდა.
მეორე დილით ქალაქში დაბრუნდა, რადგან მარტო ყოფნის იდეამ დიდად ვერ მოხიბლა თანაც მოიწყინა, კვირა დღე იყო და გადაწყვიტა მთელი დღე ელენესთან ერთად გაეტარებინა, დედასთან შეიარა ლალი სამზარეულოში ფუსფუსებდა და ნამცხვარს აცხობდა ელენესათვის, რადგან პატარა ონავარი გიჟდებოდა ტკბილეულობაზე.
დე, ალექსანდრა ზურგიდან მიუახლოვდა ლალის და მაგრად ჩაეხუტა, დე ძალიან მიყვარხარ ხომ იცი, ამას ხშირად არ გეუბნები მაგრამ ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენ ჩემი საყრდენი ხარ.
მეც ჩემო საყვარელო ალექს რა გჭირს დაეჭვებით გახედა ლალიმ.
არაფერი დე უბრალოდ რაღაც კარგად ვარ, თავისუფლად ვგრძნობ თავს, არც ატყუებდა, ყაზბეგიდან უფრო დამშვიდებული ჩამოვიდა, თითქოს რაღაც სულიერი საზრდო მიიღოა, თვითონაც ვერ ხვდებოდა ეს რისი ბრალი იყო.
ჩემო გოგონა როგორ დამეტანჯე ჩემო საამაყო შვილო, მოსთქვამდა ლალი და გოგონას მხურვალედა იკრავდა გულში.
ელენე კუთხეში იყო ატუზული და გაკვირვებული უყურებდა ალექსანდრას და ლალის
რაო დე რატომ დგეხარ ესე შორს, გაუღიმა ალექსანდრამ, მოდი დე ჩვენთან, ბავშვი სიხარულით გაიქცა მათკენ და ორივეს მაგრად ჩაეხუტა, ჩემი ეჭვიანი და ეგოისტი გოგო ვინ არის? საყვარლად მოუწვრილა ალექსამ ხმა.
მეეეე... გაიცინა ელენემ.
იმ საღამოს ოჯახურ წრეში ივახშმეს, ბევრი იხუმრეს. ბევრიც კარგი ამბები გაიხსენეს, თითქოს არაფერი შეცვლილა, დრომ მათ და მის სიყვარულს ვერაფერი დააკლო, ალექსანდრას მამა ყოველთვის ამაყობდა მისი გოგოთი, ყოველთვის ისეთი შეგრძნებით უყურებდა თითქოს ყოველი წამი იმისთვის ცოცხლობდა რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი გაებედნიერებინა, და ყოველთვის გვერდში ედგა მას ყველანაირ გაჭირვებასა თუ ლხინში, ყველა გიჟურ იდეაში აჰყვებოდა ხოლმე.
ალექსანდრასთვის ოჯახური სითბო ნამდვილი შვება იყო, მიუხედავად იმისა რომ არც ისე შორს არ ცხოვრობდნენ ერთმანეთთან, დრო თითქმის საერთოდ არ ქონდა რომ ესე გაეტარებინათ საღამოები, მხოლოდ დღესასწაულებზე თუ შეეძლოთ ერთად შეკრება ამდენი ხნით, ის საღამოც მშობლების სახლში გაატარა, დილით კი საწოლში მიტანილ ყავის სურნელმა გამოაფხიზლა.
დე შენ ჩემი ანგელოზი ხარ, გაუცინა ჯერ კიდევ მძინარე ალექსანდრამ დედას.
ადექი შვილო არ დაგაგვიანდეთ.
რომელი საათია?
ჯერ შვიდი მაგრამ ხომ იცი დრო უცებ გადის.
მართალი ხარ დე ალექსანდრამ დედას ყავა გამოართვა ცოტა მოსვა და მზადებას შეუდგა.
ელენე სკოლაში დატოვა და ოფისისაკენ გაემართა, თიკოს არც ელოდა ესე ადრე, ლანა კი იცოდა რომ უკვე იქ დახვდებოდა, მისდა გასაკვირად ოფისში არავინ არ იყო, მარტო შევიდა გაიხედ გამოიხედა, ესეთი სიმშვიდე ეუცხოვა რადგან არასოდეს არ არის ხოლმე აქ ესეთი ცარიელი და მშვიდი გარემო.
თვალი მის მაგიდაზე დადებულ თაიგულს მოავლო და წერილს რომელსაც გარედან მხოლოდ სიტყვა (ბოდიში უცნობ ქალბატონს) ჰქონდა მიწერილი. კონვერტი გახსნა, (ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ალექსანდრა ხშირ შემთხვევაში ესეთი უტაქტო არ ვარ, და მართლაც ჩემი მანქანა ახალივით გამოიყურება, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.) ალექსანდრას ჩაეღიმა ეხლა უკვე იცოდა ვინ იყო ამ თაიგულის გამომგზავნი და მისი ბრაზიც სადღაც გაქრა, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა, მაშინვე ცემინება დააწყებინა, მიხვდა რომ უკვე იგრძნო ყვავილების სურნელი მისმა ორგანიზმმა, და ალერგიულმა ფონმა მაშინვე შეახსენა თავი, ყვავილებს ფრთხილად მოკიდა ხელი და სანაგვე ყუთში ჩააგდო, ძალიან არ უნდოდა ესეთი ლამაზი თაიგულის გადაგდება, მაგრამ თავს ხომ არ მოაკლევინებდა.
ამ დროს მისი ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, ალექსანდრამ დახედა და თვალებს არ უჯერებდა, ო ღმერთო ჩემო უპასუხო მის უახლოეს მეგობარს, ანა შენ თუ ცოცხალი ხარ და არაფერი გიჭირს მე აღარ დავეძებ, სად დადიხარ გოგო შენ, რატო არ შემეხმიანე ამდენი ხანი, სიტყვის ამოღება არ აცალა ალექსანდრამ.
აუ ალექს რა ვიცი მე ხან რომელ ქალაქში ვარ ხან რომელი ქალაქში, საბასაც კი ვერ ვნახულობ წესიერად, შესჩივლა დაქალმა.
ხო არ გამიკვირდა ეხლა შენ ყოველ მეორე სიტყვაში რომ არ ახსენო შენი სიყვარული და გულის სწორი საბუნა. ალექსანდრამ გაბრაზების მიზნით შეუცვალა სახელი
აუ ეგოისტო რა იყო ეხლა ეს? სხვათა შორი შეგიძლია უკვე საქმროც დაუძახო.
ვააა საქმრო, გაკვირვების და სიხარულის ხმა ერთად დაეტყო ალექსას ხმაზე.
კი ორი დღის წინ მთხოვა ხელი, და მალე ქორწილიც გვექნება მოკლედ ტელეფონში ხო არ აგიხსნი ეხლა ყველაფერს, ამ საღამოს შევიკრიბოთ და ვიჭორაოთ, გოგოებსაც უთხარი
კარგი ანუკა ჩემთნ ამოდით სახლში რა, ეხლა კაფეების და რესტორნების თავი არ მაქვს.
კარგი ჩემო საყვარელო აბა დროებით.
ამასობაში ოფისიც შეივსო, სულ რამდენიმე წუთით იყო სიმშვიდე და უცებ აზუზუნდა ერთიანად ყველაფერი.
ლანა და თიკო ერთად შემოვიდნენ, ჰოი საოცრება გაკვირვება გამოესახა ალექსანდრას სახეზე.
თიკოს ამ დროს ფეხზე რა უნდა ხომ ვერ მეტყვით?
არ დაელაპარაკო ალექს დეპრესიაშია, ჩაუჩურჩულა ლანამ.
რა გჭირს თიკო? გაკვირვებულმა იკითხა
დიტოს დავშორდი? თითქოს ოფიციალურად გამოაცხადა ნიშნობაო ისეთი ხმის ტემბრით თქვა.
გოგო მერე რა გიხარია, წამო ჩემთან კაბინეტში თან მელაპარაკე.
ორივე ალექსას კაბინეტისაკენ დაიძრნენ, გოგო ყვავილები სადაა? გაოცებულმა იკითხა თიკომ.
გადავაგდე
რატომ?
გადაობ ხო?
არა თიკო გადავაგდე, რადგან მაშინვე ცემინება დამაწყებინა, ალერგია რომ მაქვს ისიც კი აღარ გახსოვს, მოკლედ შენი ამბავი მომიყევი ეხლა ჩემს ალერგიაზე სალაპარაკოდ ხომ არ ხარ აქ.
გოგო დავშორდი ალექს სხვა რა გითხრა, ეხლა შენსავით ხომ იცი მე დრამებს ვერ მოვაწყობ, არ შემიძლია, დამღალა მისმა უაზრო ეჭვიანობებმა და გამოხტომებმა, იქ არ წახვიდე, ეს არ ჩაიცვა, ის არ გააკეთო და რავიცი მე მილიონი რამ. დავიღალე კატეგორიულად განვუცხადე გუშინ რომ მორჩა ყველაფერი მეთქი.
თუ მისი ჩამოტანილი სუნამოს სურნელი არ მოგეწონა, ლაპარაკში ლანა ჩაერთო რომელიც ამ წუთას შემოვიდა ოთახში.
რა შუაშია აქ სუნამო ეხლა, უბრალოდ მიზეზი მომეცა ჩხუბის.
მოკლედ შენ რა შეგცვლის ჩემო საოცრებავ, გაუცინა ალექსანდრამ.
მართლა შენ როგორ ხარ, მეგონა ერთი კვირით ვერ გნახავდით, დაუბრუნა კითხვა თიკომ
არა ერთი კვირა ბევრია, აქ თან უამრავი საქმეა, ხო მართლა დღეს დილით ანამ დამირეკა ეგ და საბა დანიშნულან და თქვენი ნახვა გვინდაო, და ჩემთან დავპატიჟე, გოგოებსაც უთხარიო და ხომ ამოხვალთ.
მე წამოვალ ვინ მყავს აწი დამშლელი დაეთანხმა თიკო მაშინვე შემოთავაზებას.
მე ვერა ალექს დღეს თაზოს სპორტში რაღაც ჩემპიონატია და იქ მივდივარ, რომ არ წავიდე მომკლავს, თუ ძალიან გვიანი არ იქნება მერე შემოგივლით, მაინტერესებს როგორ ბედნიერებას ასხივებს უკვე დანიშნული ანა, ლანამ ნიშნის მოგებით წარმოთქვა სიტყვები, რადგან არც ისე ცოტა ხნის წინ ანასთან კამათი მოუვიდა და მის მერე არც უნახავს, უბრალოდ შეურიგდებოდა არფერი სერიოზული, მაგრამ დღეს არ ჰქონდა მისი ნერვები. კარგი გოგოებო მე გავედი და შემოგიტან ალექს რაღაც საქაღალდეებს გადახედე შენც რა, არ დაგავიწყდეს ოცში თელავში რომ მივდივართ.
არა ლანა არ დამვიწყებია კარგი ხო შემოდი და მივხედოთ საქმეებს.
მეც მზად ვარ გოგოებო ეხლა სავსე ტვინი და ცარიელი გული მაქვს, გაიცინა თიკომ.
ბევრი საქმე იყო ოფისში როგორც მოსალოდნელი იყო ორშაბათ დღეს, გოგოები საკმაოდ დიდხანს მუშაობდნენ უამრავ პრობლემურ საკითხზე, ამ დროს ალექსანდრას ტელეფონმა დარეკა.
გოგო სად ხარ გაისმა ტელეფონში ხმა.
სამსახურში ანუკა, ბოდიში სულ გადამავიწყდა შენ რომ უნდა მენახე, მიდი რა გთხოვ ჩემთნ და მეც გამოვალ მალე, ოც წუთში სახლში ვიქნები საყვარელო, კარგი? შეწუხებული ხმა მიიღო ალექსანდრამ რადგან მართლა გადაავიწყდა უფრო სწორად კი დრო ისე გაეპარათ ვერც კი გაიგეს.
ხო რა მართლა გვეყოს ამდენი მუშაობა, თიკოს თითქოს მიზეზი მიეცაო ფეხზე წამოხტა.
კარგი ხო წავიდეთ თანაც სირცხვილია ანა და საბა გველოდება სახლში დიდხანს ხომ ვერ ვალოდინებთ.
გოგოებმა რამოდენიმე თემას გადახედეს და მალევე დაიშალნენ.
გზიდან ალექსანდრამ ანას გადაურეკა, აუ მიდი რა გთხოვ ნახე მაცივარში რა მაქვს, წამოვიღებ რამეს, კარგა ხანია სახლში საჭმელი არ გამიკეთებია და არც მახსოვს მაქვს თუ არა რამე, ან ნონას კითხე თუ არის რამე ეცოდინება, ალექსამ ელენეს ძიძაზე მიუთითა.
კარგი ხო ვნახავ ალექს მაგრამ არაფერი არ გინდა პიცა და რაღაცეები ჩვენც წამოვიღეთ, მოდი პირდაპირ.
კარგი ჩემო საყვარელო.
ეზოში შევიდა თუ არა მეზობლების შეკრებას მოკრა თვალი, მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს მხიარულად მიესალმა, ხომ არის მშვიდობა რატომ შეიკრიბეთ დაინტერესდა გოგო.
ვაიმე ალექსანდრა არა შვილო არ გვაქვს, აწუწუნდა ერთ ერთი ხნიერი მეზობელი, რომელიც სამეზობლოს ყველა წამოწყების თავი იყო, და ყველაფერს პატარასაც კი პრობლემად ქმნიდა. ამ შუა ქალაქში ვცხოვრობთ რომ გვკითხოს კაცმა, კარგი უბანია, და ლიფტი ყოველ მეორე დღეს გაფუჭებულია, ეხლა ველოდები შემკეთბელს ლივტის შახტაში უნდა ჩავკეტო, ქოთქოთებდა ქალი
კარგი რა ნონა დეიდა არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა თქვენთვის, ნაოჭები გაგიჩნდებათ, გაეხუმრა ალექსანდრა
ეჰ შვილო რაღა დროს ჩემი პრანჭვაა ჩაიცინა და გაიკეკლუცა ქალმა
ალექსანდრას ცოტა არ ესიამოვნა ლიფტის არ მუშაობის ამბავი მაგრამ რა ექნა, მოუწევდა მეექვსე სართულზე ფეხით ასვლა, თანაც თიკო ქალაქში დატოვა იმ პირობით რომ მალე შემოუერთდებოდა მათ.
როგორც იქნა მიაღწია სახლის კარამდე, და სახლში როგორც ყოველთვის ხმაურით შევიდა, ანუკააა აქ ხარ, ამ დროს ელენე შემოეგება კარებში დეეეეს ძახილით.
ხო დედი როგორ ხარ? ჩაეხუტა პატარას ალექსა.
ანამაც გამოიხედა შემოსასვლელში, სად ხარ გოგო ამდენი ხანი მოვკვდით შენი ცდით.
აუ ბოდიში საყვარელო, ძალიან დამაგვიანდა, ნონა შენც ბოდიში რა გთხოვ, შემდეგ ძიძას მიუბრუნდა, გვიან გიწევს სახლში წასვლა
არაუშავს ალექსანდრა სანდომიანი ღიმილით გაუღიმა ქალმა.
მისაღებში ღიმილით შევიდა იქ მომავალი სასიძო ეგულებოდა და სხვანაირად არც გამოდიო, მაგრამ ღიმილი სახეზე შეადნა როცა ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი რომელიც საბასთან ერთად იჯდა და რაღაცას მიუთითებდა ტელეფონში.
აქ რამე მეჩვენება, მე მეგონა ერთ კაცს მიყვებოდი ცოლად, გაეხუმრა ანა მეგობარს.
ხო მაპატიე არ მითქვამს ეს საბას მეგობარია დემეტრე კვიციანი, ცნობილი კარდიოლოგი, ყველაზე გამორჩეული ადამიანი ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, ყველაზე მეგობრული და თბილი, ანა მორჩა დემეტრეს ქება დიდებას.
და ყველაზე უტაქტო ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, ცივად გაიღიმა ალექსანდრამ.
ბატონო? გაოცებულმა შეხედა ანამ, რადგან ეგონა რომ რაღაც მოესმა, პირველი ის რომ ალექსანდრა არასოდეს არ ამბობდა ცუდს ადამიანებზე და მეორეც დემეტრე ესეთი არ იყო.
კითხე ბატონ დემეტრეს თუ როგორ გამომლანძღა სულ რაღაც ორი კვირის უკან, როცა მის მანქანას ოდნავ გავედე, ალექსანდრას ღიმილი სახიდან არ მოუცილებია, რადგან იმ ამბავს უკვე ჩავლილი ჰქონდა და მეორეც დიდხანს გაბრაზება არ შეეძლო, თანაც ყვავილების გამოგზავნამ რითაც ერთობ მამაკაცური ჟესტი იყო ოდნავ დაათბო მის მიმართ დამოკიდებულება.
დემეტრე კი იჯდა გაშეშებული, აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან ნანოდა მის სიტყვებს რაც მაშინ გოგონას უთხრა
კარგი ნუ დაიძაბე ისევ სიცილით უთხარა ალექსამ, მე ალექსანდრა ვარ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, და სხვათა შორის არც ისეთი მონადირე კაცებზე როგორიც შენ დამხატე, თანაც როდის იყო მსხვერპლი მონადირეს სახლში უვარდებოდა?
დემეტრე წამოდგა და ალექსანდრას ხელი ჩამოართვა მართლა არ ვიცოდი ალექსანდრა აქ შენ თუ ცხოვრობდი და გარდა მაგისა მთელი ცხოვრება არ მეყოფა ალბათ ბოდიშები გიხადო, ძალიან ვწუხვარ, მე მართლა არ ვარ ისეთი როგორიც იმ დღეს, უბრალოდ მიზეზი მქონდა, მაგრამ ეს არ მამართლებს.
კარგი არაუშავს დემეტრე უკვე გამიარა, ყვავილების თაიგულს სპეციალურად არ ახსენებდა გოგო.
საბა შენ სულ დამავიწყდი ამდენ ამბავში ღიმილით გახედა ბიჭს და მხურვალედ გადაეხვია, გილოცავ როგორც იქნა შეგაბა ჩემმა დაქალმა უღელი ხომ?
აბა ალექს ეს რა გამიკეთა ხომ ხედავ, ღიმილით უპასუხა ბიჭმა.
მოკლედ თქვენ იმაზე კარგად იცნობთ თურმე ერთმანეთს ვიდრე მე წარმომედგინა, განაგრძო ანამ, არ მოყვებით რა მოხდა თქვენს შორის? ინტერესით გახედა ჯერ ერთს შემდეგ მეორეს.
არც არაფერი უბრალოდ პატარა ავარია და ბევრი ჩხუბი, უკვე დავმეგობრდით ასე რომ პრობლემა მოხსნილია, ასე არ არის, გადახედა დემეტრეს ალექსანდრამ რომელიც ნამდვილად ცდილობდა უბრალოდ სიტუაციის განმუხტვას რადგან შეატყო რომ ბიჭი აშკარად უხერხულად გრძნობდა თვას.
ანა გადამრევ მე შენ ეს არის საჭმელი არისო, ჩიფსი და პიცა გგონია საჭმელი? ალექსანდრა სამზარეულოში გავიდა, რომ რამე გაემზადებინა ანაც მას გაჰყვა უკან.
ალექს ელენემ დაიძინა, ამ დროს სამზარეულოში ნონა შემოვიდა.
უღრმესი მადლობა ნონა და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს.
ნუ მებოდიშები ჩემო გოგო, შენგან იმდენი პატივისცემა მაქვს ნანახი ერთი საათი რა სალაპარაკოა, ეხლა მეც წავალ დრო არის უკვე.
ამ დროს მარშუტები მემგონი აღარც იქნება მოიცა მე გაგიყვან.
ალექსანდრა მისაღებ ოთახში გავიდა და მანქანის გასაღებს დაუწყო ძებნა
ალექს რას ეძებ დაინტერესდა საბა?
გასაღები მინდა საბა ნონა უნდა გავიყვანო სახლში გვიანია უკვე.
იცი თუ გინდა მე გავიყვან, შენ ისედაც დაღლილი სახე გაქვს შესთავაზა დემეტრემ, თანაც გამოვისყიდი დანაშაულს.
მართლა, გაეხარდა ალექსას რადგან ეხლა მანქანაში ჩაჯდომა და ისევ დაბრუნება სასჯელი იქნებოდა.
ხო ალექს გავალთ მე და დემეტრე საბაც წამოდგა, თანაც რამე დასალევსაც წამოვიღებთ ჩუმათ, თუ წინააღმდეგი არ იქნები შენმა დაქალმა არ გვაყიდია და ეხლა ჩუმათ ამოვიტანთ.
კარგი წადით ხო, ალექსანდრამ ორივეს გაუღიმა და სამზარეულოში დაბრუნდა რომ ანას დახმარებოდა
აბა მომიყევი ეხლა დეტალურად, ჩაეძია ანა და თვალი ალექსანდრასკენ გააპარა
გოგო რა მოგიყვე არაფერი რაც გითხარი სულ ნახევარი საათით მყავს ნანახი.
გოგო იცი რა მაგარი ტიპია დემეტრე, ოცდათხუტმეტი წლისაა, უცოლო, ცნობილი ექიმია, თავისი კლინიკა აქვს, მოკლედ ნახევარი ქალაქი მაგაზე გიჟდება ფიზიკურად კი ხედავ როგორიცაა მაღალი ლამაზი, სპორტული აღნაგობის. მოკლედ მაგარი წყვილი იქნებოდით, ანამ ისევ ჩუმათ გააპარა თვალი ალექსანდრასკენ, უფრო კი იმიტომ რომ შეეშინდა რამე არ მომხვდეს თავშიო, მაგრამ მისდა გასაკვირად ალექსანდრა იღიმებოდა და პასუხს არ სცემდა.
ბოლოს მიხვდა რომ ანკესზე წამოეგებოდა და ანასთან შეტევაზე გადავიდა, რა წყვილი ხომ არ გაგიჟდი უბრალოდ მეც ვფიქრობ რომ ნორმალური ადამიანია, თანაც ერთ ექიმს აუცილებელია რომ იცნობდე კიდეც. ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა გოგომ და საჭმლის მომზადებას გააგრძელა.
მაგიდაც გააწყვეს, ბიჭებმა სასმელი ამოიტანეს, ანას დიდი პროტესტის მიუხედავად ალექსანდრამ დაიცვა და უთხრა რომ ოჯახში პირველად იყვნენ და ეს ქართლი ტრადიციაა რომ უნდა დაილოცონ. თითქოს ყველა მხიარულად და ბედნიერად იყო, რაღაც არაფერი ზედმეტი, ერთი ჩვეულებრივი მეგობრული საღამო, პატარ პატარა ხუმრობებით და სადღეგრძელოებით.
ამ დროს სახლის კარებზე ზარის ხმა გაისმა, თიკომ ბოლოს და ბოლოს მოაგნო ჩემს სახლს ჩაიცინა ალექსანდრამ და კარების გასაღებად წამოდგა.
ადგილზე გაშეშდა, სიცილი სახეზე სევდამ შეცვალა, როდესაც კარი გამოაღო, ვერ წარმოედგინა რომ ეხლა ამ დროს ის შეიძლებოდა მოსულიყო და ყველაფერი აერია, თანაც ესე დაუგეგმავად, ესე უცებ ან საიდან გაიგო მისამართი ან რა მიზეზით მოვიდა, ან საქართველოში რატომ იყო ამ დროს. უამრავმა შეკითხვამ მოიყარა ერთ წუთში თავი. კარების მეორე მხარეს გაშეშებულ ალექსანდრას გიორგი უღიმოდა სწორედ ისეთი ღიმილით რომელსაც წლების განმავლობაში გულით დაატარებდა.
ყოველთვის ესეა ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება წარსულის კარი მაგრად ჩარაზო, ისე რომ ნიავმაც კი ვერ შემოაღწიოს შიგნით, მაგრამ ის მაინც სადღაც პოულობს გამოსასვლელს და წინ გვეღობება ხოლმე, ისე რომ არც კი გვეკითხება ჩვენ ეს გვინდა თუ არა, სრულიად დაუპატიჟებელი სტუმარი, სტუმარი წარსულიდან, რომელიც გართმევს ძალას მომავალში იარსებო.
P.S. ძალიან დიდი მადლობა ვინც ჩემს ისტორიას კითხულობს, სტიმულს მაძლევთ რომ ვწერო და არ მაფრთხობთ, მადლობა თქვენ ამისათვის.



№1 სტუმარი Ketis

Veli magar gagrdzelebas

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

რა დაფრთხობაზე საუბრობ,როცა კარგად წერ?
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Guest ნინია

მე მომწონს შენი ისტორია გააგრძელე ოღონდ ერთ რაღაცას გთხოვ დიალოგები ცოტა გამოყავი თორე მერევა ერთმანეთში და ზოგჯერ აზრი ვერ გამომაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent