შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო ლაშქრობა (სრულად)


18-11-2016, 22:17
ავტორი chica sol
ნანახია 18 332

______
-ლანა, შეიძლება ყველაფერზე უარს გვეუბნებოდე? რატომ იქცევი 19 წლის გოგო ისე, თითქოს 80-ის იყო?- ჩემი აკვნის დაქალები, მია და ნატა, ჩემს საწოლზე წინ ჩამომისკუპდნენ და როგორც ყოველთვის რაღაცაში მდებდნენ ბრალს.
-არ მომწონს ეს იდეა, მია და რა ვქნა?-დავებღვირე.
-და რომელი იდეა მოგწონს, ლანა? ბარში წასვლა შენ არ გინდა, კლუბი შენი არაა, ლაშქრობაში წასვლის თავი არ გაქვს,- ჩამოთვალა ჩემი ნათქვამი მიზეზები.- მეგობრებთან ყველანაირ გართობაზე უარს ამბობ და იქნებ აღარც გინდა ჩვენთან მეგობრობა? იქნებ ამ წიგნებთან გინდა მარტო დარჩენა მთელი ცხოვრება?-ხელით ჩემს ირგვლივ შემოწყობილ წიგნებზე მიმითითა.
-ვაიმე, მია, მართლა არ მაქვს ლაშქრობებში სიარულის თავი. ბათუმიდან ბეშუმში ფეხით რომ ავიდე, მოვკვდები.-ავწუწუნდი.
-რა მოგკლავს გოგო, ნუ გამაგიჟე! მარტო კი არ იქნები, მთელი 50 კაცი მივდივართ და ერთ დღეში კი არ უნდა აიარო იმხელა გზა, გზადაგზა გავჩერდებით. ღამე ბინებს ვიქირავებთ და იქ გავათევთ.-ახლა ნატა ჩაერთო.
-საერთოდ არ გიყვარვართ ხომ?-ცრემლების გადმონთხევა დაიწყო მიამ და მეც მაშინვე დავიხიე უკან.
-ხომ იცი რომ ასე არაა? ხომ იცით, თქვენ ჩემი ნაწილები ხართ. -ორივეს მოვეხვიე.
-ანუ წამოხვალ?-თავი სრუტუნით წამოსწია მიამ
-წამოვალ.- ჯანდაბა! მაინც დამითანხმეს.
-იეს!- წამოხტა ნატა.- ხომ იცი რომ მაინც დაგითანხმებთ და რომ არ გაჭედო ხოლმე არა?
-ახლა დამანებეთ თავი, უნდა წავიკითხო.-მია წამოვაგდე ჩემი საწოლიდან.
-რა უნდა წაიკითხო გოგო, ადექი ჩაალაგე ჩანთაში ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს 5 დღის განმავლობაში, ხვალ მივდივართ.- ნატამ შემომიბღვირა ისევ.
-ვერ გიტანთ.-წიგნი მოვისროლე და კარადასთან მივედი.
-ჩვენც გვიყვარხარ, ლან!- ენა გამომიყო მიამ და კარი გაიხურეს.



***
ვერასდროვ ვერ ვიტანდი ლაშქრობებს, წოწიალს, ვარჯიშზეც უარს ვამბობდი და ბავშვობიდან მხოლოდ ფისკულტურაში მყავდა დაბალი ქულა. ვერ ვიტან წუწაობა-გუნდაობებს და მსგავს მაიმუნობებს. ყველანაირ სპორტს ვერიდები. ალბათ იმიტომ, რომ აღნაგობით ბავშვობიდან სუსტი ვიყავი და მალე ვიღლებოდი. არც 19 წლის ასაკში შეცვლილა რამე.
ახლა კი ამ გიჟების გამო რას დავთანხმდი? მივდივარ ხუთ დღიან ლაშქრობაში, სადაც მთებში და ოღრო ჩოღრო გზებზე მომიწევს წოწიალი. იმედია, რამეს არ მოვიტეხ და საღსალამათი დავბრუნდები სახლში. თან მალე გამოცდებია უნივერსიტეტში და ეს მინდოდა ახლა?
ყველაფერი ჩავალაგე. მიამ შემომძახა საცურაო კოსტუმის ჩადება არ დაგავიწყდეს, ლაშქრობის დასაწყისში და ბოლოს ერთ-ერთი დღე ბათუმში გავჩერდებითო და ჩემს „პატარა“ ჩანთაში ისეც გაჭირვებით ჩავტენე. მოზრდილი თანთა ოთახიდან გავათრიე და კართან მივაგდე. გოგოები ტელევიზორს უყურებდნენ, ხმაურზე გამომხედეს და ჩანთა რომ დაინახეს, თვალები გაუფათოვდათ.
-რა მოგაქვს გოგო ამდენი?-ხელით ჩანთაზე მიმითითა ნატამ.
-ყველაფერი მჭირდება.- მხრები ავიჩეჩე.
-კი ბატონო.-ისევ ტელევიზორისკენ შებრუნდა და მერე “სხვათაშორის ტონით“ მომაძახა.-შენ თუ ხუთი დღე ამხელა ჩანთას ათრევ ზურგით...
-რა? რა ზურგით?-ავღშფოთდი. ჩემი თავი როგორ ამეტენა ბეშუმში იმას ვდარდობდი და ამხელა ჩანთას როგორ ვათრევდი?
-ვაიმე ლანა, ნუ გადამრევ. საჰარის უდაბნოში კი არ მივდივართ და აქლემებს კი არ ავკიდავთ ბარგს. ის წამოიღე რაც უეჭველი დაგჭირდება.-წამოენთო ნატა. მია კი ჩემი შემყურე სიცილით კვდებოდა.
-ვაიმე, გოგოებო, როგორ...
-ვერ გვიტან... ვიცით.- სიცილით გამაწყვეტინა მიამ.
ხელი ჩანთას დავავლე და ისევ ოთახში შევათრიე.დიდი წვალების შემდეგ გავანახევრე. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე. ვახშმის გარეშე დავწექი. ხვალინდელ დღეზე ფიქრმა მადაც დამაკარგვინა.

***
დილის 5 საათზე შემომიცვივდნენ გოგოები და თავზე დამახტნენ.
-გაიღვიზე ცუნცულ, -საფირმო მიმართვა დამატეხა მიამ ამ დილით და საბანი გადამაძრო.
-რა გინდათ?-თვალების გაუხელლად ამოვიბუტბუტე.
-ლაშქრობა, ლაშქრობა და ლაშქრობა... ბეშუმი გვიხმობს პატარავ.-ალაქლაქდა მია.
-ვერ გიტანთ.- საიდან აქვს დილით ამხელა ენერგია ამ გოგოს?
-ყავა გაგიკეთე ლანა, ადექი რა არ დავაგვიანოთ.-მოლბა ნატა და მეც თვალები გაჭირვებით გავახილე. საცვლებით გავფრატუნდი სამზარეულოში და სკამზე ჩამოვჯექი. ნატაც საცვლებით იყო. მხოლოდ მია იყო შორტით და ბადე მაიკით.
-ოჰ მომიწყეს გოგონებმა „ბიკინ_ფართი“. ასე თუ იზოზინებთ დავაგვიანებთ და უსიმპატიურესი წინამძღოლები დაგვსჯიან.- თვალები მინაბა მიამ.
-ვინ დაგვსჯის?-თვალები გამიფართოვდა. ისევ...
-ყველაფერს გზაში მოგიყვები. ჩავიცვათ და მალე წავიდეთ რა. დავაგვიანებთ მართლა. -ანერვიულდა უპუნქტუალურესი ნატა.
მოკლედ ნახევარ საათში გავიხურეთ კარი და ტაქსით წავედით დათქმულ ადგილას. მგონი ყველა ჩვენ გველოდა. შეჯგუფებულ ხალხს შევუერთდით.მალე ჯგუფს ხუთი ადამიანი გამოეყო და ჩვენს წინ დადგნენ. აქედან 4 ბიჭი და ერთი გოგო იყო.
მათგან ერთ-ერთმა ბიჭმა დაიწყო ლაპარაკი, რომელსაც გაოცებული შევცქეროდი დახვეწილ სახეზე.
-მოგესალმებით ყველას. მუ ლუკა მახარაზე ვარ. ამ ლაშქრობის ერთ ერთი ხელმძღვანელი. ლაშქრობას ჩემთან ერთად უხელმძრვანელებენ ქეთი, ლაშა, ერეკლე და ნიკა. -დანარჩენ ოთხზე მიგვითითა, რომლებიც გვერდით ედგნენ.- ვიცი აქ ძირითადად ერთმანეთისგან უცხო ადამიანები ხართ და ჩემი პირველი თხოვნა ის იქნება, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ, იმედი მაქვს არანაირ კომფლიქტებს არ ექნება ადგილი და ერთად ყოფნის 7 დღე კარგად ჩაივლის. მინდა რომ ერთმანეთს ყურადღება მივაქციოთ და რაც მთავარია ლაშქრობის დროს, გუნდს ნაბიჯითაც კი არ ჩამოვრჩეთ. ახლა კი ყველა სათითაოდ მიბრძანდით ქეთისთან და სახელი და გვარები ჩააწერინეთ. ასევე მობილურის ნომრები. იმედია, ყველა ძალიან ვისიამოვნებთ.- სიტყვა დაამთავრა ლუკამ და თვალი მოგვავლო ყველას.
პირდაღებული შევყურებდი. რა სახე ჰქონდა, რა ტანი... აშკარად მისდევდა სპორტს, ისეთი გამოყვანილი პრესი ემჩნეოდა მომდგარი შავი მაისურის ქვეშ, რომ... წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. სასწრაფოდ მოვაშორე თვალი და ჩვენს 50 კაციან ბრბოს მოვავლე თვალი. გოგონების უმეტესობა ჩემს მდგომარეობაში იყო. თვალებში გულებ ანთებულები შეჰყურებდნენ ხელმძღვანელებს. თავი ჩავხარე, რომ ჩემი ჩაცინება არავის შეემჩნია. მიამ ხელო მომკიდა და ქეთისკენ წამაძუნძულა.
-სახელი და გვალი ჩააწერინეთო ვერ გაიგე?- ჩამჩურჩულა.-იმედია ახლა მთელი ლაშქრობა ასე ხელჩაკიდებულმა არ უნდა გატარო.
-დავრჩებოდი სახლში და არც მოგიწევდა ჩემი თრევა.- მეც უკმაყოფილოდ გადავულაპარაკე.
-ვაიმე, ხალხო, ვინმემ შემახსენეთ რატომ ვმეგობრობ ამ უჟმურთან?- მოიქუფრა ნატა და თვალები მვედრებელივით ცას მიაბჟინა.
-ბავშვობის წლები.-მაშინვე “შეახსენა“ მიამ და ჩემს ჩაცინებას ყურადღება არ მიაქცია.
-რამე პრობლემაა?- არ ვიცი საიდან, მაგრამ ჩემს გვერდით გაჩნდა ლუკა. ახლოდან ისე გამოიყურება... უფ...
-არა. -რატომღაც უხეშად ვუპასუხე.
-დარწმუნებული ხარ?- წარბი ამიწია.
-აბსოლიტურად.-არა, ვიცოდე მაინც, რაც ვებღვირები ამ ღმერთკაცს?
-ეჭვი მეპარება, მაგრამ იყოს შენებურად.-ეჭვის თვალით ამათვალიერა ფეხებიდან სახემდე და ჩაიღიმა.
ბრაზი მომაწვა. ისე მათვალიერებს თითქოს გასაყიდი საქონელი ვიყო, იდიოტი. შევუბყვირე.
-დარწმუნებული ხარ, რომ გაუძლებ ამ შვიდ დღეს?-ირონიული ტონით მკითხა.
-სრულიად. -ბრაზი ყელში მომაწვა. ხელები ისე მოვმუშტე თითქოს რინგზე ვიყავი და მოწინააღმდეგეს დამარცხებას ვაპირებდი. ამას ვინ ეკითხება ნეტავ?
-ვნახოთ, ვნახოთ... -ისევ ამათვალიერა და ზურგი მაქცია. ორი ნაბიჯის შემდეგ შემობრუნდა ჩემსკენ.- სახელი და გვარი მითხარი.-სრულიად სერიოზულად მითხრა. აი, ხელმძღვანელმაც გაიღვიძა მასში...
-ლანა დოლიძე.- ვუპასუხე.
-ჭირვეული. -ჩუმად ჩაიბუტბუტა ზუსტად მაშინ, როცა მეც ჩუმად ჩავილაპარაკე ჩემთვის
-არამკითხე.
ორივემ გავიგეთ ერთმანეთის შემამკობელი სიტყვები და ისევ დაბღვერილები შევცქეროდით ერთმანეთს. მერე მზერა ავარიდე და ჩემს გოგონებს შევხედე. თვალები შუბლზე ჰქონდათ ასული ორივეს.
-რა?- ახლა მათ ვეცი.
-ეს... ეს რა იყო?-ენა დაბმულმა ამოილაპარაკა მიამ. ნატა კი ხმას ისევ ვერ იღებდა.
მათი ეს რეაქცია არ გამკვირვებია. რადგან მეც მიკვირდა ჩემი თავის. ასე არასდროს მოვქცეულვარ. ყოველთვის ზრდილობიანი ვიყავი და არასოდეს გამოვხატავდი აგრესიას მით უმეტეს უცხოების მომართ.
-მაღიზიანებს.-მხები ავიჩეჩე, ვითომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, ჩემი ასეთი ქცევა.
-ცუდად ხარ?- მეცა მია და შუბლზე ხელი მომადო, თითქოს სიცხეს მიმოწმებდა. მერე თვალის ქვედა ქუთუთო ქვემოთ ჩამომქაჩა.-არც სიცხე აქვს, თვალის გუგებიც ნორმაშია, რა სჭირს?- გამოცდილი ექიმივით ამოილაპარაკა და ნატას მიუბრუნდა.
-გარეკა.-დასკვნა დადო ნატამ. ამაზე კი სიცილი აუტყდა მიას. მე თავმობეზრებულმა გავიხედე გვერდზე. ლუკა ჩემგან ზურგით იდგა და დანარჩენ სამ ხელმძღვანელ ბიჭს ელაპარაკებოდა.
-გოგონებო, თქვენღა დარჩით.- მომესმა წკრიალა ხმა და მის პატრონს გავხედე. ჩვენი ხელმძღვანელი ქეთი გვეძახდა.
მასთან მივედით სამივე და ჩვენი სახელი, გვარები და საკონტაქტო ნომრები ჩავაწერინეთ.



თავი 2
თბილისიდან ბათუმში 2 მინი ავტობუსით წავედით. მია და ნატა ერთად დასხდნენ. მე მათ წინ დავჯექი, მძღოლის მხარეს, სადაც ფანჯრის გაღება შეიძლება. ვერ ვიტან მგზავრობას და ამიტომ ჰაერი აუცილებლად მჭირდება. ჩვენთან ორი ხელმძღვანელი ჩაჯდა, ერთი ერეკლე და ერთიც ჩემი ძვირფასი ლუკა. არ ვიცი რას ვერჩი, მაგრამ რატომღაც მაღიზიანებს ეს ბიჭი. როგორ მითხრა? დარწმუნებული ხარ, რომ გაუძლებ ერთ კვირასო ხომ? დავანახებ თუ ვერ გავუძლებ, იდიოტი.
-შეიძლება აქ დავჯდე?- თავზე წამომადგა ჩემი ფიქრების ობიექტი.
-როგორც გინდა.-ნორმალურად არც შემიხედავს ისე ვუთხარი.
-კარგი ბიჭი ვარ, არ ვიკბინები.-მითხრა დაცინვით.
-არც მიფიქრია.- სახე ამელეწა და ლამის ენაც გამოვუყავი პატარა ბავშვივით.
თავი მივაბრუნე და მინას მივადე. სავარძელში კარგად მოვკალათდი. როგორც სჩანს უახლოესი 5 საათი ასე მომიწევდა ჯდომა. კარგია რომ დილით საჭმელი არ ვჭამე და გულის რევის შეგრძნება, მხოლოდ შეგრძნებად დამრჩებოდა. თან 2 აბი წამალიც გადავყლაპე და შემეძლო მშვიდად მემგზავრა, ცუდად არ გავხდებოდი. თავი უნდა დამეჭირა როგორმე ერთი კვირის განმავლობაში. არანაირი თავბრუს ხვევები და სისუსტეები. არ ვათქმევინებ ამ არამკითხეს, რომ ვერ გავუძელი ერთ კვირას. ლუკა ჩემს გვერდით სავარძელში ჩაესვენა. მხრებით ერთმანეთს შევეხეთ, შევიშმუშნე და ჩემს ადგილად მივიკუნჭე. მისი შეხება მანერვიულებდა. ჩემს საქციელს მისი ჩუმი ჩაცინება მოყვა, მაგრამ თავი ისევ დავიჭირე თითქოს არ შემიმჩნევია. ვერ ვიტან მგზავრობის დროს ლაპარაკს და არც მასთან კინკლაობის თავი მქონდა.
უკვე გორს გავცდით, როცა ვიგრძენი რომ მეძინებოდა. რა თქმა უნდა ეს წამალმა დამმართა. მოვითენთე. თვალებს ძლივს ვახელდი. სავარძელში ავწრიალდი. მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. თვალები თავისით მეხუჭებოდა და ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა.


***
-ლანა გაიღვიძე.-ჩამჩურჩულა ხმამ, რომელიც თან მეცნობოდა, თან არა. თუმცა, მოიცა... როგორ არა, ეს ხომ იმ არამკითხეს ხმაა? რა უნდა? მინდოდა თვალები გამეხილა, მაგრამ არ შემეძლო. ძილს თავს ვერ ვართმევდი.
-ლანა ბათუმში ვართ უკვე. გაიღვიძე.-ისევ ჩამესმა ხმა.
-მმმ.-გაურკვეველი ბგერები ამოვიბლუკუნე, მაგრამ თვალები ვერ გავახილე.
-აუუ, ალბათ წამალი დალია. მგზავრობას ვერ უძლებს და ეს აბები სულ აძინებს ხოლმე.-ახლა ნატას ხმა ჩამესმა და ვიღაცამ სახეზე მომისვა თბილი ხელი.
-კარგი არა უშავს. მიდით თქვენ ოთახი მოაწესრიგეთ სადაც დღეს დარჩებით და ლანას მე ამოვიყვან.-მომესმა ლუკას ხმა.
ისევ ჩამეძინა ალბათ რადგან არავის ხმა აღარ მესმოდა. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ ვიგრძენი ვიღაცის ხელებში ვირწეოდი.
-ჭირვეულო...- ჩამჩურჩულა ლუკას ხმამ. ეს ცხადია? თუ მესიძმრება?

***
თავის ტკივილმა გამაღვიძა. შუვიშმუშნე.ამჯერად თავისუფლად გავახილე თვალები. ძალიან ცხელოდა ოთახში. მე კი საწოლში შორტითა და მაიკით ვიწექი. შორტი მაშინვე გავიხადე და საწოლზე მივაგდე. ტრუსით მივტანტალდი ფანჯარასთან და გამოვაღე. დახუთულ ჰაერზევე მივხვდი, რომ ბათუმში ვიყავი, მაგრამ ფანჯარაში რომ გავიხედე და წინ ზღვის ხედი გადამეშალა, დავრწმუნდი. ოთახს თვალი მოვავლე. მიას და ნატას ერთ საწოლში ეძინათ. საათი დილის 7 საათს მიჩვენებდა.
გოგონების საწოლთან მივედი და მია შევანჯღრიე.
-მია გაიღვიძე.-ჩავძახე ყურში.
-გაგიჟდი? გული გამიხეთქე... -მაშინვე ჭყიტა თვალები. -რა იყო? რომელი საათია?
-დილის შვიდია. რომელ საათზე ჩამოვედით?
-აუუ დამაძინე რა. მერე მოგიყვები.- თავი ბალიშში ჩარგო.-გუშინ კლუბში ვიყავით და მეძინება ძალიან.
-სად კლუბში? მოიცა, და მე?
-შენ ქალბატონო ვერ გაგაღვიძეთ.-ისე ამოიფრუტუნა ძლივს გავარჩიე სიტყვები.- რა წამალი დალიე, რომ ვერ გაგაღვიძეთ? იცი რამდენი საათი გეძინა?ან არ მოგშივდა ან ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა არ შეგაწუხა? გადამრევ რა ლანა.- ნელ-ნელა გამოფხიზლდა და აი არაკრაკდა.-ნახევარ საათში ისედაც უნდა ავმდგარიყავი, თორემ ვერ გადამირჩებოდი, რომ გამაღვიძე.

***
ცხრა საათზე ყველა სასტუმროს წინ ვიყავით და ხელმძღვანელებს ველოდებოდით. თავი მიკვდება, რომ ვფიქრობდი რა მელოდება წინ. 5დღიანი უაზრო წოწიალი მთებში. ნეტავ მთელი დავუბრუნდე ჩემს დედაქალაქს და აწი მიას ცრემლებმა რომც წამლეკოს, მაინც ვეღარ დამითანხმებს ასეთ სისულელეზე.
გოგონებს გავხედე. უცხო 3 გოგოს ელაპარაკებოდნენ. ნატამ ხელი დამიქნია და მეც ზლაზვნით წავედი მათკენ.
-გოგონებო, ეს ლანაა. -ჩემი თავი წარუდგინა სამეულს ნატამ და ახლა მე მომიბრუნდა.-ლანა ეს დეაა, ეს კი ლიკა და თეკლა.-წარმომიდგინა გოგონები, მაგრამ მე ვერ მივხვდი, ვინ რომელი სახელის მატარებელი იყო, ამიტომ მხოლოდ სასიამოვნოა მეთქი ამოვილაპარაკე და გვერდით გავიხედე.
აი, ხუთეულიც გამოჩნდა. მშვენივრად გამოიყურებიან. სპორტულად გამოწყობილან და ზურგჩანთებიც აეკიდათ.
ყველა ერთად შევჯგუფდით და ხუთეულს მივაჩერდით მითითებების მისაღებად.
-დილა მშვიდობის ახალგაზრდებო. -ისევ ლუკამ დაიწყო სიტყვით გამოსვლა.-დღეს ვიწყებთ ლაშქრობას და მინდა რამდენიმე მითითება მოგცეთ. არსებობს ერთი უმთავრესი წესი, რომელიც უკვე ავღნიშნე გუშინ და დღესაც შეგახსენებთ. მთავარია, რომ გუნდს არ ჩამორჩეს არავინ. მინდა რომ ერთმანეთს ყურადღება მივაქციოთ. განსაკუთრებით ბიჭებს მინდა გთხოვოთ, რომ დავეხმაროთ გოგონებს. გიდობას ძირითადად ქეთი გაგიწევთ. ასე რომ მინდა მასთან ყურადღებით იყოთ, რადგან ბევრ დარიგებას მიიღებთ მისგან,რაც აუციებლად დაგჭირდებათ. მინდა გაცნობოთ რომ ბათუმიდან ბეშუმამდე 121 კილომეტრია. არც ისე დიდი მანძილია, მაგრამ მთებზე მოგვიწევს სიარული და მინდა ამისთვის მზად იყოთ.
-დიდებულია. -უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე , როცა „ტრიბუნიდან ჩამოვიდა“ ლუკა.
როგორც იქნა ჩემი მეგობრები დავიბრუნე, თუმცა, ახლა სამის ნაცვლად ექვსნი ვიყავით. ახლად გაცნობილი გოგონებიც ჩვენთან ერთად მოდიოდნენ.
მათ საუბარს ვუსმენდი და ნელ-ნელა გავერკვიე რომელი რომელი იყო. წითელ თმიანი დეა იყო. ხვეული თმა ჰქონდა და საღეჭ რეზინს ხმაურით იღეჭებოდა. თეკლა ჩემსავით ჩუმად მოდიოდა და შიგადა შიგ დეას უაზრო ხუმრობებზე იცინოდა. ლიკა დაბალი და შავთმიანი გოგონა იყო. სათვალე კურნოსა ცხვირზე დაესვა და ყოველ 10 წამში ერთხელ ისწორებდა. ეს დეა მაღიზიანებს. ალბათ ბეშუმში რომ ვიყო, იქაც კი გავიგებ ხმას ისე იღეჭება.
უკვე შუადღე იყო და ძალიან ცხელოდა. მგონი ორი დღეა ნორმალურად არ მიჭამია და მუცელი ამიხმაურდა. გავჩერდი, ჩანთა მოვიხსენი და შიგ შოკოლადის ძებნა დავიწყე. კიდევ კარგი ხეები იყო და ჩრდილში დავდიოდით. თუმცა ჯერ მაინც ახლოს ვიყავით ქალაქთან და სიცხისგან ვიწვოდი. ქალაქში ნაყიდი ცივი წყალიც გათბა და ვეღარ ვსვამდი. სანამ ჩანთაში ვიქექებოდი, საკმაოდ ჩამოვრჩი ჯგუფს, მაგრამ ვხედავდი მათ და ამიტომ არ ვნერვიულობდი.როგორც ჩანს, ჩემი გოგონები ისე გაერთნენ ახალ დაქალებთან, რომ ვერც გაიგეს როგორ ჩამოვშორდი.
-გახსოვს უმთავრესი წესი რა არის?-ვერც კი გავიგე, როდის წამომადგა თავზე ლუკა.
-არ ჩამოვრჩე მთავარ ჯგუფს.-უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე.
-მერე?- არც მისი ხმა ჟღერდა სასიამოვნოდ.
როგორც იქნა ვიპოვე შოკოლადი. ამოვიღე, წელში გავსწორდი და ჩანთა გაჭირვებით ავიკიდე.
-ვგიჟდები წესების დარღვევაზე.- დავემანჭე.
-წამოდი, -თავით მიმითითა და გვერდით გამომყვა.- რომ იცოდე, ერთით-ნულია ჩემს სასარგებლოდ. -გადმომილაპარაკა.
-რა? -გავჩერდი.
-რა და შენ ვერ გაუძლებ შვიდ დღეს. უფრო სწორად ვერ უძლებ უკვე. და ნუ მეჯიბრები.-ნიშნისმოგებით გადმომხედა.
ამან რა იცის რომ ვეჯიბრები? როგორც მახსოვს სახალხოდ ომი არ გამომიცხადებია მისთვის.
-და ერთით-ნული რატომ?-წამოვენთე.
-შენ ვერ გაუძელი მგზავრობას და გუშინდელი დღე გეძინა, მაშინ, როცა დანარჩენები ერთობოდნენ ჯერ სანაპიროზე, შემდეგ კლუბში. ასე რომ, ერთით-ნული.- ირონიულად მომაძახა და ზურგი მაქცია.
სიბრაზისგან სისხლი ამიდუღდა და ამოსახეთქად გამზადებული თვალებში მომაწვა. სიამოვნებით გავუტეხავდი თავს.
-არამკითხე.-მივაძახე ხმამაღლა გაცეცხლებულმა.
-ჭირვეულო. -ირონია არ დააკლო ?მოგდებულ“ სიტყვას.
სანამ ჯგუფს დავეწეოდი, გზაში თავბედს ვიწყევლიდი. რა ჯანდაბა მინდოდა რომ წამოვედი? ერთი ამ ყველაფერს გადავურჩე და მიას და ნატას ვანახებ სეირს. ეს არამკითხე რაღას გადამეკიდა, რა უნდა? ნახავს თუ ვერ გავძლებ. ერთი სიტყვითაც კი არ დავიწუწუნებ, ისე გავათრევ დარჩენილ 6 დღეს.
-სად დაიკარგე გოგო, გამიხეთქე გული.-ჩემს დანახვაზე გაბადრული გამოქანდა ჩემსკენ მია. ნატაც უკან მოყვებოდა.
-გაგახსენდი?- ლუკაზე გაბრაზებული მას ვეცი.
-რა იყო, რას იღრინები?-ნატამ შემომიტია.
-არაფერი. დავიღალე.-ჯერ არ ვაპირებდი ჩემი და ლუკას „ომი“ გამესაჯაროვებინა.
-ქეთიმ თქვა მალე დავისვენებთო. წამოდი დავეწიოთ ბავშვებს.-მიამ ხელი ჩამკიდა ისე, როგორც ბავშვობაში და მოსიარულე ახალგაზრდებს შევუერთდით.


***
საღამოს, რესტორანში ვისხედით ყველა. მაგიდა ჯერ არ იყო ბოლომდე გაშლილი და მიმტანები ისევ დაფუსფუსებენ. ლუკა ყველას გამოეყო და ისევ სიტყვით მოგვმართა. არა, ერთი ტრიბუნა უნდა წამომეღო ამისთვის რა...
-დღეს საკმარისად ვიარეთ და მივაღწიეთ დანიშნულების პირველ ადგილს. ახლა ქედაში ვართ, სადაც ღამეს გავათევთ. სასტუმრო დაჯავშნილი გვაქვს და ვახშმის შემდეგ ოთახებში გადავნაწილდებით. ხვალ კი დილის 8 საათზე შევხვდებით სასტუმროს წინ.
-თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, ეს გოგონებს უფრო ეხებათ. -ჩაერთო მშვენიერი ქეთი.- კარგი იქნება ხვალ დახურული ტანისამოსით თუ წამოხვალთ, რადგან ხვალ უფრო რთული ადგილები გვექნება გასავლელი და სხეული რაც უფრო დაფარული გექნებათ, მით უკეთესი თქვენთვის.- დაამთავრა გამოსვლა ქეთიმ.
მაგიდა ბოლომდე გააწყეს თუ არა ყველა ხელების ფშვნეტით მივუჯექით სუფრას. ერთ მხარეს მია დამიჯდა მეორე მხარეს კი ერთ ერთი წინამძღოლი, თუ არ ვცდები, ნიკა.
-დაიღალე?-გამომელაპარაკა წინამძღოლი. ასე ძალიან მემჩნევა? -მე ნიკა ვარ. -ხელი გამომიწოდა ღიმილით. როგორც სჩანს სახელი სწორად მახსოვდა.
-ლანა. -მეც ჩავეჭიდე ძლიერ ხელს. -არც ისე.
-დამერწმნე ღირს დაღლად. ამას მაშინ მიხვდები, ადგილზე რომ მივალთ. -გამიცინა.
-იმედი მაქვს.-მეც გავუღიმე.
-რაც მალე ივახშმებთ, მით მალე ახვალთ ოთახში და დასასვენებლად მეტი დრო გექნებათ.-ჩემს პირდაპირ ლუკა მოთავსებულიყო. თითქოს ყველას ყვეუბნებოდა, მაგრამ ირონიით სავსე თვალებს არ მაშორებდა.
წამსვე გამოახლდა მისთვის თავის გატეხვია იდეა, თუმცა არ შევიმჩნიე. ირონიულად გავუღიმე და ვახშმობას შევუდექი.
-მგონი ქეთი და ერეკლე ერთად არიან.-გადმომჩურჩულა მიამ.
-შენ რა იცი?-ვიკითხრ და წვენი მოვსვი. თან თვალი ჩვენი წინამძღოლებისკენ გამექცა.
-ვერ ხედავ ერთმანეთს როგორ შესციცინებენ? თან დეამ მითხრა ერთად არიანო. -მხრები აიჩეჩა მიამ.
-დიდი ხანია დეას უგდებ ყურს?-წითურის ხსენებამ უფრო მომშხამა, ისედაც ცუდ გუნებაზე მყოფი.
-დღეს არ ღირს შენთან ლაპარაკი. ასე მგონია მალე ყელს გამომღადრავ.- გამიწყრა მია.
-მაპატიე. ხომ იცი ვერ ვიტან იმ სიტუაციაში ყოფნას, სადაც არ მინდა. -ვიცოდი მია მართალი იყო და ვცადე თავის მოთოკვა.

***
მეორე დილით, 8 საათზე ყველა სასტუმროს წინ ვიდექით. დილა მშვენიერი იყო და ივლისის ბოლოსთვის სუსხიანიც. კარგია რომ ქეთის დავუჯერე და ელასტიკები ჩავიცვი.
დიდებული ხუთეული მობრძანდა როგორც ყოველთვის ყველაზე ბოლოს და მისი ბრწყინვალებაც სიტყვით გამოვიდა.
-დღეს ცოტა ადრე მოგვიწევს გზაზე დადგომა, რადგან გუშინდელთან შედარებით უფრო დიდი გზა გვაქვს გასავლელი. საღამოს ხულოში უნდა ვიყოთ, სადაც გარწმუნებთ, რომ თვალისმომჭრელ ხედებს იხილავთ. ასე რომ დავიძრათ.
უკვე შუადღე იყო პირველად რომ შევისვენეთ. ქანცგაწყვეტილი ჩამოვჯექი მიწაზე და ჩემივე ჩანთას მივეყუდე. ფეხის კუნთები საშინლად მტკიოდა. ხელი გავისვი და დავიზილე. არა, ლაშქრობა ნამდვილად არაა ჩემი საქმე. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ არასდროს. მაგრამ ახლა უნდა გავძლო. იმ არამკითხეს არ მივცემ გამარჯვების უფლებას.
-დაღლილი ჩანხარ.- აი, ძაღლი ახსენეო... ლუკა მომიჯდა გვერდით.
-სულაც არა.- არც შემიხედავს ისე ვუპასუხე. ალბათ ნერვების მოსაშლელად მობრძანდა. ვერ მივართვი.
-ანუ კუნთები არ გტკივა? -სიცილის შეკავებას ცდილობდა.
მივბრუნდი გაცეცხლებული მის გამოსალანძღად, მაგრამ ამ დროს დეა მოიჭრა ჩვენთან და ლუკას გვერდით მიუსკუპდა.
-აუ, ლუკა დამეხმარე რა, ელვა გაიჭედა და ვერ ვხსნი. არადა დამცხა. -სპორტული ჟაკეტის ელვაზე მიანიშნა რომელიც მკერდამდე იყო გახსნილი და მრგვალი ფორმები მაცდურად იმზირებოდნენ.
-ახლავე, -მაშინვე გავარდა რაინდი გოგოს საშველად, მე კი პირზე შემაშრა მომზადებული სიტყვები.
გაღიზიანებული ფეხზე წამოვხტი, დგაფუნით წავედი ჩემი გოგონებისკენ და გვრიტები მარტო დავტოვე. თან გზაში ვილანძღებოდი.
გზა ნახევარ საათში გავაგრძელეთ და როგორც იქნა საღამოს ხულოშიც შევედით. ლუკამ ყველა შეგვაჯგუფა და მოგვმართა.
-მეგობრებო, დღეს იმაზე მეტად ვიყოჩაღეთ, ვიდრე ველოდი. რადგან დღეს ძალიან არ დავაგვიანეთ, მოვიწყოთ პატარა გასეირნება და გავიდეთ სოფერ თაგოში. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცოდეს ხულოში არსებული ბაგირის შესახებ, რითაც ვიმგზავრებთ 8 წუთის განმავლობაში და ახალ შეგრძნებებს გამოსცდით...
საბაგიროზე რომ მივედი და ხედებს გავხედე, ჩავიკარგე მის სილამაზეში. გაშლილი ხედები, მთები, მატყვევებდა.
-ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან 400-3007 მეტრზე, მთაგორიან ხულოში- მწვანეში ჩაფლული ისტორიული ძეგლები, ხიდები, ბაგირგზა, ეკლესია- მონასტრები, მეჩეთები, ტრადიციული კერძები... აქ ყველაფერ საუკეთესოს ნახავთ. ჩვენ ამ ბაგირით გავალთ თაგოში, რომელიც აი ამ მთის წვერზეა გაშენებული.- ხელით მიგვითითა სოფლისკენ. გულში შიში შემეპარა, როცა დავინახე სად უნდა გავსულიყავით.- ეს საბაგირო გზა 1985 წლიდან არსებობს და არ შეგეშინდეთ მგზავრობის დროს. შემოწმებას ხშირად ატარებენ და საშიში არაფერია.
ბაგირის ჩართვიდან 8 წუთში სოფელში ვიყავი უკვე. ვერ გეტყვით რამდენი ემოციით დავიტვირთე. საოცარი ხედები გადაიშალა ჩემს თვალწინ. თავიდან ძალიან შემეშინდა, მაგრამ ემოციები მოვთოკე. ლუკა ჩემთან ერთად იყო ვაგონში და არ მინდოდა ჩემი შიში დაენახა. სამაგიეროდ დეა ჩამოეკიდა კისერზე, ეშინოდა ქალბატონს... ზურგი ვაქციე, ფერი ფერსაო, ამათზეა ნათქვამი...
სოფელი საოცარი იყო. ისეთი სუფთა ჰაერი იყო, თითქოს მხოლოდ სასუნთქად კი არა, საჭმელადაც გამოდგებოდა. ფილტვები ავივსე და სუფთა ჰაერით და სუნთქვა შევიკავე. მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს შემეგრძნო ეს სისუფთავე.
ერთ ვაგონში მხოლოდ 12 ადამიანის შესვლა იყო შესაძლებელი , ამიტომ რამდენიმე რეისის გაკეთება გახდა საჭირო, რომ ყველა გამოვსულიყავით თაგოში. ხედები დავათვალიერეთ და შემდეგ საბაგიროზე დავბრუნდით. ორი ვაგონი გავუშვით და ახლა მესამეს ველოდით. ვაგონი მალე ჩამოდგა და ყველა შიგ შევეხვეტეთ.
მე და ლუკა ყველაზე ბოლოს შევედით და ბოლოს ვაგონის მორიგე-გამცილებელი დარჩა გარეთ.
-ძალიან ბევრნი ხართ ბაღნებო. გამოით ორი კაცი და ახალ რეისს გავაკეთებთ თქვენთვის.-გაგვიღიმა ბატონმა ოთარმა, რომელიც მგზავრობისას გავიცანით. რადგან კართან მე და ლუკა ვიდექით, ჩვენ გამოგვიძახეს გარეთ ბავშვებმა.
-მეც დავრჩები.- გაგონში აწრიალდა დეა, მაგრამ გამცილებელი შეხტა ვაგომში და კარი მოხურა, არაა საჭირო აღარ ხართ ბევრნიო.
სიცილი წამსკდა, დეას სახის შემყურეს. აშკარად არ უნდოდა ამ შანსის გაშვება. მშვენიერი იქნებოდა, დარჩებოდა საღამოს მარტო ბიჭთან ერთად, რომელიც მოსწონდა და დატკბებოდა უმშვენიერესი ხედებით. მისდა სამწუხაროდ ხახამშრალი დარჩა, მე კი ეს ფაქტი ძალიან მამხიარულებდა.
თუმცა რომ გავიაზრე, ლუკასთან მე დავრჩი, მაშინვე შევწყვიტე სიცილი და ლუკას გავხედე, რომელიც ბედნიერი სახით მომჩერებოდა. მისი მზერა არ შევიმჩნიე. მოშორებით გავედი და ჩამოვჯექი. რამდენიმე წუთში კი ლუკა წამომადგა თავზე.
-ლანა, ახლა არ გაგიჟდე იცოდე. სინათლე გაითიშა და სამწუხაროდ ბაგირს ვეღარ გვიგზავნიან. ამაღამ აქ მოგვიწევს დარჩენა.

თავი 3
რა? რა სისულელეა... აქ მთელი ღამე როგორ გავჩერდებით? შიში შემეპარა, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია.
-მეხუმრები ხომ? -ამის დიდი იმედი მქონდა.
-არა ლანა. ელექტრო ენერგიის გარეშე საბაგირო არ ირთვება, ასე რომ აქ მოგვიწევს ღამის გათევა.-სრულიად მშვიდად განმიცხადა.
-კი მაგრამ აქ... ქეთიმ გვითხრა, რომ სოფელში ტურები ჩამოდიან ღამე და შეიძლება მგლებიცო და ჩვენ ასე უნდა ვიყოთ?-გამახსენდა ქეთის მონათხრობი. ნერვიულობა უფრო მომემატა.
-ნუ გეშინია. მარტო ხომ არ ხარ? მეც აქ ვარ.-ვითომც აქ არაფერიო ისე ლაპარაკობდა. გარემოს მოავლო თვალი. მე კი მის სიმშვიდეზე ნერვები უარესად მეშლებოდა.
-ახლა არ მითხრა, რომ რობინ ჰუდად აპირებ გადაქცევას და ხეებისგან მშვილდ-ისარს გამოთლი, ტყის პრინცო. -თავი ვერ შევიკავე ირონიისგან. ფეხზე წამოვდექი.- კარგი არა უშავს, მოდი რამე სახლი მოვნახოთ, რომელიც ქირავდება და გავათიოთ ღამე.
-გასაქირავებელი სახლი?-გადაიხარხარა ლუკამ, მე კი მისი შემყურე, მუშტები შევკარი.-ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს ხომ არ ინებებთ ქალბატონი?-არც მან დამაკლო ირონია.-ვერ მიხვდი ჯერ სად ხარ? ეს მაღალმთიანი აჭარაა პატარავ, ამ სოფელში ბინები არ ქირავდება...
-რა უნდა ვქნათ?-როცა მივხვდი, რომ ღამის გათევა მართლა ღია ცის ქვეშ მოგვიწევდა და დიდი ალბათობა იყო მტაცებლების მსხვერპლნიც გავმხდარიყავით, თავი ვეღარ მოვთოკე. ისევ მიწაზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე ჩამოვდე სრუტუნით. დამავიწყდა, რომ თავი უნდ მოვთოკო, უკანა პლანზე გადაიწია ლუკასთან შეჯიბრმა, ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ თავზე ჭერი მქონდეს და ირგვლივ ოთხი კედელი. -რა ჯანდაბაა? სულ მე რატომ მემართელა ასეთი რაღაცეები?- წამოვიძახე სრუტუნით.
-მოიცა... არ იტირო რა,-ჩემთან ჩაიმუხლა და როცა თავი ავწიე, მითხრა.- ნუ გეშინია, ჩვენ იქ ვართ სადაც სტუმრები უყვართ და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ოჯახი გვიმასპინძლებს. გარეთ არ გავათევთ ღამეს.
-მართლა?-იმედი მომცა მისმა სიტყვებმა.
-მართლა.-გამიცინა. ადექი ახლა და ავბრუნდეთ სოფელში.-ხელი გამომიწოდა და მეც ჩავეჭიდე.
სოფლის ორღობეებს მივუყვებოდით უხმოდ.ნეტავ გოგონები რას აკეთებენ? ალბათ ნერვიულობენ ჩემზე. ან იმაზე მაინც, რომ თუ ამ ღამეს გადავურჩი, ორივეს მოვკლავდი. მათ რომ წამოსვლა არ დაეძალებინათ, ვიჯდებოდი ახლა ჩემთვის თბილისში და გამოცდებისთვის მოვემზადებოდი.
ნეტავ მე არ გამოვსულიყავი იმ ვაგონიდან. გამოსულიყო მაგალითად დეა.
თუმცა, არა! ძალიანაც კარგია რომ ასე მოხდა. თუ მაინცდამაინც ლუკა უნდა ყოფილიყო აქ, მერჩივნა მე გამეთია ღამე მასთან ერთად და დეას იქ ენერვიულა, ვიდრე პირიქით.
-მოდი აქ დავაკაკუნოთ.-პირველივე შემხვედრ სახლზე მიმითითა ლუკამ.
სახლი ორსართულიანი იყო. პირველი სართული ქვით იყო ნაშენი მეორე კი ხით. ვიწრო გრძელი ფანჯრები ჰქონდა და სახლის წინა ნაწილი ცისფრად იყო შეღებილი.
ლუკამ ხელი ჩამკიდა და სახლის კართან მიმიყვანა, მეორე ხელით კი დააკაკუნა. მეორე მცდელობაზე კარი სასიამოვნო აღნაგობის, საშვალო სიმაღლის, გამხდარმა, დაახლოებით 35 წლის ქალმა გაგვიღო.
-საღამო მშვიდობის...-კითხვა ნარევი ხმა ჰქონდა. ალბათ იმიტომ რომ ვერ გვიცნო.
-საღამო მშვიდობის ქალბატონო.-მიესალმა ლუკა, მე კი მხოლოდ თავი დავუკარი.- თუა სახლში ოჯახის უფროსი, შეიძლება ერთი წუთით ვთხოვოთ?-მოკრძალებულად გაუღიმა ლუკამ ქალს.
-რა თქმა უნდა, მობრძანდით-შეგვიპატიჟა
-აქ დაველოდებით თუ არაა პრობლემა.-თქვა თუ არა ლუკამ, ქალბატონის უკან მამაკაცი გამოჩნდა.
-გამარჯობა, ხომ მშვიდობა გაქვთ?-მე და ლუკას მოგვმართა კაცმა, რომელიც ასევე გამხდარი იყო. თმაში ჭაღარა გამორეოდა, მაგრამ თვალები ისევ ახალგაზრდულად უციმციმებდა, სახიდანაც არ შორდებოდათ ჩვენს მასპინძლებს ღიმილი.
-იცით, -მე დავიწყე ლაპარაკი ამჯერად.-ელექტრო ენერგია გაითიშა და ბაგირი აღარ მუშაობს. ჩვენი მეგობრები გავიდნენ უკვე ხულოში მაგრამ ჩვენ...
-მერე აქ რატომ დგახართ? შემოდით სახლში.-სიტყვა არ დამამთავებინა კაცმა, ისე გადგნენ გვერდზე არც კი დაფიქრებულად.
წამით ვიყოყმანე. ნუთუ ასე ადვილია სახლში შეუშვა ორი უცხო ადამიანი? სახლის ზღურბლზევე მოვიხიბლე მათი სტუმართმოყვარეობით და იმ წამიდანვე შემიყვარდნენ, როგორც კი სახლში შეგვატარეს.
ეს ქალი და კაცი ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ძალიან გამიკვირდა, როცა ვნახე რომ ეს სიფრიფანა ქალბატონი, თინა, 5 შვილის დედა აღმოჩნდა. ასევე ოჯახში იყო ქმრის, შალვას დედა, ნინო ბებო. ოჯახმა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა ჩვენს მიმართ. არ ვიცი როგორ მოახერხა თინამ, მაგრამ 10 წუთში დიდი სუფრა იყო გაშლილი. მე ნინო ბებოსთან ვიჯექი, რომელიც მალ-მალე ლოყებს მიკოცნიდა. ასეთი თბილი ბებია მე აქამდე არსად მინახავს. ლუკა და შალვა მოშორებით ისხდნენ დივანზე და საუბრობდნენ. თავი თითქოს ამ ოჯახის წევრი მეგონა.
-მობრძანდი გენაცვალე. -ლუკა მოიპატიჟა სუფრასთან თინამ.
ბატონი შალვა ფეხზე წამოდგა და ლუკაც წამოიყოლა მაგიდასთან. ეს უკანასკნელი კი ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამკიდა და სავარძლიდან წამომაყენა. თვალები დავუქაჩე რას აკეთებ მეთქი, მაგრამ არ შეიმჩნია.
მაგიდასთან ბევრი ვისაუბრეთ. ასეთი მხიარული ვახშამი ბოლოს როდის მქონდა არ მახსოვს. უფრო სწორად ის არ მახსოვს ნორმალურად, როდის ვივახშმე ჩემს ოჯახთან ერთად ბოლოს. ჩემი მშობლები საბეძნეთში იყვნენ და მუშაობდნენ. პატარა ვიყავი რომ წავიდნენ, მე კი 11 წლის ასაკში ბებოსთან დამტოვეს. უკვე ერთი წელი იყო რაც ბებო გარდაიცვალა და დავრჩი მარტო.
ჩემი მშობლები ბებოს დაკრძალვაზეც კი არ ჩამოვიდნენ. ვიცი შეიძლება ვიღაცამ უმადური მიწოდოს და მითხრას, რომ უცხო ქვეყანაში ჩემი მშობლები ჩემს გამო წავიდნენ, რომ მე კარგად მეცხოვრა, საჭმელ-სასმელი არ მომკლებოდა და ჩემთვის უკეთესი მომავალი შეექმნათ, მაგრამ ასე არაა... მამას საკუთარი საბურავების ბიზნესი ჰქონდა და საკმაოდ წარმატებულიც, დედა კი ბანკში მუშაობდა მოლარედ. მაგრამ ეს ყველაფერი მიატოვეს. მამამ გაყიდა თავისი ბიზნესი და წავიდნენ საბერძნეთში. მას შემდეგ თვალით არ მინახავს არც ერთი. მხოლოდ სკაიპის მეშვეობით ვხედავ. მართალია არაფერი მაკლია. სწავლის ფულსაც მიხდიან, და არაფერს მაკლებენ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, ჩემს გვერდით რომ ყოფილიყვნენ. მით უმეტეს ბებოს გარდაცვალების შემდეგ...
მაგიდაზე ძირითადად უცხო და ნოყიერი კერძები ელაგა. რამდენიმეს მომზადების წესიც კი მასწავლა თინამ. ყველაფერი უგემრიელესი იყო.
-შვილები არ გყავთ?- მკითხა მოულოდნელად შალვამ.
-არა, იცით... მე არ ვარ...
-არა, არ გვყავს.-გამაწყვეტინა სიტყვა ლუკამ და მხარზე ხელი მომხვია. გაოცებულმა დავქაჩე თვალები.
-მერე რას ელოდებით? არ უნდა გაუმრავლოთ საქართველოს შვილები?-გაგვიცინა შალვამ
დავიბენი ვის შვილებზე ლაპარაკობდნენ?
-ჯერ არ ვჩქარობთ ჩვენ. გავა ცოტა დრო და ვიყოლიებთ.-თქვა და მიმიხუტა ლუკამ.
არა, არა და არა... ნუთუ... ჯანდაბა! ახლა მართლა გავუტეხავ ლუკას თავს თუ ის სიმართლეა რაც ვიფიქრე. ნუთუ შალვას უთხრა, რომ ჩვენ დაქორწილებულები ვიყავით?
-რა ეჩქარებათ, შეხედე ბაღნები არიან ჯერ.- გადახედა შვილს ნინო ბებომ
სწორედ ასეა... ლუკამ თავი ჩემს ქმრად წარადგინა. მაცალე არამზადავ, განანებ. ისევ წინა პლანზე წამოვწიე ლუკასთან გაჯიბრების იდეა...
ვაჟბატონს რა ენაღვლება? ზის ჩემს გვერდზე, ხელზე ნაზად მისვამს ცერა თითს და ვხედავ, რომ ჩემი სახის შემყურე, სიცილს ძლივს იკავებს.
-აბა, ერთი შენი ჭიქა გადმომაწოდე ჩემო მეგობარო. -დასჭექა შალვას ხმამ და სანამ ლუკა ჭიქისკენ წაიღებდა ხელს და შალვას მიაწვდიდა, მე წამოვიყვირე.
-ლუკა არ სვამს. ის... წამლებს სვამს... უშვილობას მკურნალობს და...-რაც პირზე მომადგა, ის წამოვაყრანტალე.
ახლა სიტუაცია შეიცვალა. ლუკა ბრაზობდა მე კი ძლივს ვიკავებდი სიცილს.
-ექიმმა 2-3 წიქა არაფერიაო.-თვალების ბრიალით მანიშნა, რომ ხმა აღარ ამომეღო და ჭიქა გადააწოდა შალვას.
ვახშმის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ ძირითადად აჭარაზე, მაღალმთიანი აჭარის პრობლემებზე. მე უფრო მსმენელის როლს ვირგებდი და აქა-იქ თუ ჩავერთვებოდი საუბარში. შალვა სოფლის გამგებელი აღმოჩნდა, თინა კი სკოლის მასწავლებელი.
ბავშვები საოცრად თბილები იყვნენ. ყველაზე უფროსი, გოგონა 15 წლის იყო. ყველაზე პატარა კი 3 წლის. ეს პატარა არსება ჩემს კალთას არ შორდებოდა. მეც ისე შემიყვარდა, მალ-მალე ვუკოცნიდი დაბუშტულ ლოყებს. შეზარხოშებულმა შალვამ დასჭექა, შეხედე შენს ცოლს როგორ უხდება ბავშვი, მალე გამოჯანმრთელდი და გაამრავლე ერიო. ამაზე ლუკამ წარბშეკრულმა გადმომხედა, მე კი ქვედა ტუჩს ჩავავლე კბილები, რომ არ გამცინებოდა.
საღამოს 11 საათი იყო, როცა თინამ დამიძახა მეც პატარა ქალბატონი, რიმა, რომელსაც ჩემს კალთაში ჩაეძინა საწოლზე გადავაწვინე და მასთან მივედი.
-მიდი ჩემო გოგო, შენს ქმარს მოკიდე ხელი და მეორე სართულზე ავიდეთ. ოთახი იქ მოგიმზადეთ და დაისვენეთ.
თავი დავუქნიე და ლუკასკენ წავედი და თან სახეზე ათასმა ფერმა გადამკრა. მოამზადა ოთახი და არა ოთახები. ჯანდაბა! მათ ხომ ცოლ-ქმარი ვგონივართ. არა! ამ ბიჭს მართლა მოვკლავ... ვიღაცას იატაკზე მოუწევს ღამის გათევა და ეს მე არ ვიქნები...
-დასაძინებლად არ წავიდეთ?-შალვასა და ლუკას საუბარში ძლივს ჩავაკვეხე სიტყვა.შალვამ ღიმილით, ლუკამ კი გაოცებულმა ამომხედა. შევუბღვირე, იდიოტი! არ იცოდა რა მოჰყვებოდა მის ნათქვამს? მოუნდა ცოლი ვაჟბატონს.
-წავიდეთ.-გამიცინა. ფეხზე წამოდგა და ხელი წელზე მომხვია. შევიშმუშნე, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ.-ბატონო შალვა დაგტოვებთ.
-კი ბატონო. ძილი ნების ბავშვებო.-გაგვიცინა შალვამ და ჩვენც შემოვბრუნდით.
-აგიხსნი, არ გაგიჟდე.-ორი ნაბიჯი გადავდგით თუ არა, ჩემსკენ დახრილმა ლუკამ გადმომჩურჩულა და ყელზე მაკოცა. სავარაუდოდ შალვას დასანახად.
-ხელებს სიამოვნებით მოგატეხდი ქმარო, მაგრამ არ მინდა მასპილძლები შევაშნო.-მეც დაგავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. თავადაც შემეფაკლა ჩემს თამამ ქცევაზე ღაწვები.
ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, თან ვბრაზობდი, თან კი მომწონდა ეს თამაში.
-ჭირვეულო...- გადმომილაპარაკა და ხელი გაიმაგრა ჩემს წელზე, როცა გაცლა დავაპირე.

თინამ ოთახამდე აგვაცილა, მერე სააბაზანოც გვანახა და როცა მეც და ლუკაც უკვე ოთახში ვიყავით ცხელი და სასიამოვნო შხაპის შემდეგ, თინამ ძილი ნების გვისურვა და კარი გაიხურა. თან გვითხრა მოპირდაპირე ოთახში ვიქნებით მე და შალვა და რაიმე თუ დაგჭირდათ არ მოგერიდოთო.
აი, აქ უკვე უაზროდ დავიწყე თვალების ცეცება. ახლა რა უნდა გვექნა? ოთახში მხოლოდ ერთი ხის საწოლი იდგა, ერთ კაციანი. ორი ადამიანისთვის ვიწრო, მაგრამ ორი უცხო ადამიანისთვის საშინლად ვიწრო. არც დივანი არც სავარძელი და არაფერი ამის მსგავსი. ერთი საწოლი, კარადა პატარა ტუმბო, მაგიდა და ორი სკამი. კედელზე კი დიდი სარკე ეკიდა. ოთახი მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის.
-არა უშავს დავეტევით.- უდარდელად აიჩეჩა ლუკამ მხრები, როცა მიხვდა ჩემს ფიქრებს.
-მე საწოლში ვიძინებ.-განვაცხადე.
-რა დამთხვევაა, მეც.-გამიცინა.
-არ მეცინება, ლუკა. როგორც მოიტყუე, აგე ახლა პასუხი. მომინდონა აქ ოჯახი.- ხელი ავიქნიე და საწოლზე ჩამოვჯექი. ნერვიულად ავათამაშე ფეხები და ხელები გადავაჯვარედინე.
-სხვათაშორის ეს სათამაშოდ ან შენს გასაბრაზებლად არ გამიკეთებია. სხვანაირად შეიძლება შენზე ვინმეს რამე ცუდი ეფიქრა. და ტყუილზე გამახსენდა, უპრობლემოდ შემიძლია ერის გამრავლება.-ხმაში სიმკაცრე შეეპარა. მე კი ისედაც გახურებულ სახეზე, უარესად მომაწვა სისხლი ამის გაგონებაზე. ლუკა საწოლზე მომიჯდა გვერდით.
-ანუ იატაკზე წვები?- წამოვდექი სასწრაფოდ. ღმერთო ოღონდ ეს ღამე გამათევინე მშვდად...
-არა, საწოლში. -ისევ უდარდელი ტონით მითხრა.
-კარგი. მე დავწვები იატაკზე.-წამოვიძახე გაბრაზებულმა.
-დავეტევით საწოლზე ორივე.- ისე შეიცხადა ლუკამ თითქოს მხოლოდ სივიწროვე შემაწუხებდა მასთან ერთად რომ დავწოლილიყავი და მეტი არაფერი.
ხმა არ ამომიღია. მაშინვე კარადას ვეცი და რაიმე თბილი პლედის საძებრად შიგ შევყავი თავი. სიბრაზისგან ცეცხლებს ვწრიდი. თავხედი...
-აა... ყველაფერი გასაგებია. კომპლექსიანი გოგო ხარ და ესაა პრობლება.-დასკვნა გამოიტანა.
-არ მაწუხებს კომპლექსები.- ბრაზმა ამოხეთქა და შევუღრინე.
-გემჩნევა. ერთი პატარა კომპლექსიანი გოგო ხარ.-უდარდელად ლაპარაკობდა.-რამდენი წლის ხარ? 18-ის? 20-ის? ალბათ ჯერ ბიჭისთვისაც კი არ გიკოცნია.- ირონიას ურევდა ლუკა, მე კი უკვე ცოფებს ვყრიდი.
-გეყოფა.- მისკენ გადავდგი ორი ნაბიჟი და შევუტიე.
-ჰაჰ, მართლა ასეა? არავისთვის გიკოცნია არა?-სახეზე ღიმილი მოედო, როცა დასკვნა გამოიტანა. ჩემს გაბრაზებულ სახეს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა- რა იყო ვცდები? თუ ასეა დამიმტკიცე. მიდი დაამტკიცე...
-კარგი.-წამოვიძახე. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ მასთან შეჯიბრი უკვე საზღვრებს რომ გასცდა, ეს ჩემივე ქცევაში ჩანდა.
სწრაფად შევამცირე ჩემსა და ლუკას შორის მანძილი, ცერებზე წამოვიწიე, ცალი ხელი ლოყაზე მოვკიდე და ტუჩებზე წავეტანე. ცხოვრებაში პირველად...

თავი 4
მოუხერხებლად მივწვდი ტუჩებზე ლუკას. თან ვკოცნიდი და თან ვცდილობდი ზედმეტად არ შევხებოდი. მხოლოდ ხელით ვეხებოდი სახეზე და ტუჩებით ტუჩებზე. ჩემი თავის ვერ გამეგო, რაიმეს დამტკიცებას ვცდილობდი ლუკასთვის თუ სურვილს ვიკმაყოფილებდი?
რამდენიმე წამში მოვშორდი და ტერფებზე დავეშვი. ტუჩები მითრთოდა. გულმა რეჩხი მიყო როცა გავიაზრე რაც გავაკეთე. დავიძაბე, სახე გამიხურდა, მაგრამ ჯიბრით მაინც თვალებში შევცქეროდი ბიჭს, თითქოს რამეს ვამტკიცებდი ამით.
ლუკაც თვალებში მიყურებდა. სახეზე გაოცემა ეხატა და მე ეს მომწონდა. აშკარად არ ელოდა ჩემს ასეთ საქციელს. გულში ვამაყობდი, რომ მისი გაკვირვება შევძელი. უცებ სახე შეეცვალა, ტუჩის კუთხეში თავშეკავებული ღიმილი აუთამაშდა. უცებ ჩვენს შორის მანძილი მინიმალურამდე შეამცირა ერთი ხელი კეფაზე შეკრულ თმაზე წამავლო, მეორე წელზე მომხვია და ზედ ამიკრა.
მოულოდნეობისგან წამოკივლებაც ვერ მოვასწარი,ისე დამაცხრა ტუჩებზე. აი, ეს იყო კოცნა. ვაღიარებ ჩემი მცირედი გამოცდილებით, რომელიც რამდენიმე წამის წინ შევიძინე, რომ ეს შეუდარებელი, სასიამოვნო და სულის შემხუთველი იყო. აი ესაა კოცნა და არა ის რაც მე წავიცოდვილე წეღან. თითქოს სხვა სამყაროში გადავვარდი ლუკასთან ერთად. თმაზე ოდნავ დამქაჩა და თავი ზემოთ ამაწევინა. მე კი მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებს მივყვებოდი, რომელიც ლავად გადამექცა, ჯერ მუცელში ჩამეღვარა და ტალღებად დამიარა მთელ ორგანიზმში.
ჰაერის უკმარისობამ მომიყვანა გონს, და სულ შეხუთულმა თვალები გავახილე. ამ დროს მომშორდა ლუკაც და შუბლზე შუბლით მომეკრო. ორივე ღრმად ვსუნთქავდით და ერთმანეთის სუნთქვა სახეზე გვეფრქვეოდა. ვდუღდი... ვიწვოდი...
ჯერ კიდევ არ ვიყავი გონზე მოსული, რომ ლუკამ ისევ დამქაცა თმაზე. თავი ჩემდაუნებურად ამეწია ზემოთ. ისევ მომწვდა ტუჩებზე და მოწყვეტით და ნაზად მაკოცა.
-ისწავლე! აი, ესაა კოცნა.-მიჩურჩულა მას შემდეგ, რაც ჩემს ტუჩებს მოწყდა, თუმაცა მინიმალურადაც არ დამცილებია და ლაპარაკის დროს ჩვენი ტუჩები ისევ ეხებოდნენ ერთმანეთს.-შენ პრაქტიკა გაკლია, მაგრამ გამოვასწორებთ.- სადღაც შორიდან ჩამესმოდა მისი სიტყვები. კიდევ ერთხელ მაკოცა მოწყვეტით. ყველა სხვა შეგრძნება დამეკარგა. ვიყავით მხოლოდ მე და ლუკა.- ერთით-ერთია პატარავ.-ჩამჩურჩულა ყურში და ხელი გამიშვა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ დავცემულიყავი საყრდენგამოცლილი. გონზე მოსულმა ოთახი რომ შევათვალიერე, მარტო ვიყავი.

ოთახში ყველაფერი გადავქექე და პლედის მაგვარი ვერაფერი ვნახე. არადა მის გარეშე აქ ციოდა. შუა ზაფხულში შეიძლება ასე ციოდეს? გაგიჟდება კაცი. კოცნისგან მიღებული ემოციები მოსვენებას აღარ მაძლევს. ოთახში დავბოდიალობ, მოუსვენრად ვცქმუტავ, კედლებს ვეხლები და ზედ ავდივარ. ვიცი, ლუკა მალე შემოვა, მე კი ამ საწოლში მიწევს მასთან ერთად ღამის გატარება. გულს ვერ ვიოკებ, ლამის ამომივარდეს საგულედან, ისე მიცემს.
-ჯანდაბას შენი თავი, ლუკა!- ამოვიძახე და საწოლში შევძვევი. ხომ არ შემჭამს ბოლოს და ბოლოს? როგორმე გავათრევ ამ ღამეს.
საბანში გავეხვიე და გავიტრუნე. ქვედა ტუჩზე დავიწყე თითების უმისამართოდ სმა და დებილივით ვიღიმოდი, როცა ნაბიჯების ხმა მომესმა. სასწრაფოდ საწოლის კუთხეში მივწექი და თვალები დავხუჭე. ეს მიშველის ვითომ?
კარი გაიღო და ოთახში ლუკა შემოვიდა. ნაბიჯების და შრიელის ხმა მესმოდა. ალბათ ტანსაცმელი გაიხადა. საწოლს რომ მოუახლოვდა, და საბანი წამოსწია. თვალის ქუთუთოები ისე დავაჭირე ერთმანეთს, რომ ტკივილიც კი ვიგრძენი. წამიც და ლუკა უკვე ჩემს გვერდით იწვა.
ერთმანეთს მხრებით ვეხებოდით. მე მისგან ზურგით ვიწექი, ის კი მგონი წურგზე დაწვა. რამდენიმე წამი არ გავნძეულვართ. დაძაბულობისან ყველა კუნთი ამტკივდა. ვიგრძენი, როგორ გადმობრუნდა ლუკა და წელზე ხელ მომხვია. მუცელზე მომიჭირა და ზედ ამიკრა.
-ლანა, ასეთი დაძაბული თუ იქნები, ხვალ ფეხზე ვეღარ ადგები იცოდე, არადა ხვალ ყველაზე გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი.- ჩამჩურჩულა.
-ის რომ გაკოცე, ასეთი მოხუტებების უფლებას არ გაძლევს, ლუკა!-მკაცრად ამოვილაპარაკე.-თუ ჩემი დაძაბულობა არ მოგწონს, გადაწექი იატაკზე.
-გავცივდები.-უდარდელად ამოილაპარაკა და კისერში ჩამიყო ცხვირი.- მე სულაც არ მაწუხებს ეს სიტუაცია.
-გემჩნევა. -მხარი ავიქნიე მისი სახის მოსაშორებლად, მაგრამ გადმოიწია და ყელზე მომაკრო ტუჩები. იდაყვზე წამოვიწიე და მისცენ მოუხერხებლად მივაბრუნე თავი. -ლუკა, ტუჩები გააკონტროლე, თორემ გეფიცები ამ სახლიდან ახლავე წავალ, თუნდაც მგლებმა შემჭამონ.-შევუღრინე.
-კარგი ჭირვეულო... დაწექი წესიერად.-ხელები დანებების ნიშნად ასწია. მეც ისევ დავბრუნდი.-ლუკამ საბანი გადამახურა და ხელი ისევ წელზე მომხვია. დავაპირე თუ არა გაპროტესტება, მან დამასწრო.- სხვაგან ვერსად წავიღებ ხელს, ადგილი არაა.- მითხრა უცოდველი ხმით.-ნუ ხარ დაძაბული. მოდი რამეზე ვილაპარაკოთ და გაგივლის.
-რაზე? -ეს აზრი მომეწონა. იმედია შევძლებდი ყურადღების გადატანას სხვა რამეზე და მისი ჩემზე აკრული სხეულს, ცოტას მაინც მოვწყდებოდი.
-გავიცნოთ ერთმანეთი. სხვა თუ არაფერი ერთ საწოლში ვწევართ და გავცდეთ სახელებს. თან დღეს ჩემი ცოლი ხარ ხომ არ დაგავიწყდა? ხო და მინდა ჩემს ცოლს უკეთ ვიცნობდე.-გაიცინა ლუკამ და ხმის ჩასახშობად თავი ჩემს კისერში ჩარგო.
მეც გამეცინა. თან გულზე ისე თბილად და ტკბილად მომხვდა „ჩემი ცოლი ხარ“, რომ ჟრუაბტელმა დამიარა და გამაკანკალა. ამაზე ლუკამ უფრო მიმიხუტა.
-ჯერ მე ვსვამ კითხვებს.-წამოვიძახე ისე, თითქოს ველოდი რომ ამას ლუკა დამასწრებდა.
-აჰა... მიდი.-უკეთესად მოეწყო ლუკა და კითხვებს დაელოდა.
-კარგი...- ჩავფიქრდი. იმ მილიარდობით კითხვიდან ჯერ რომელი დამესვა, რომელიც ლუკას ირგვლივ მიტრიალებდა?-მოკლედ, ჯერ შენზე მომიყევი, ვინ ხარ, სად მუშაობ ან სწავლობ, რა გიყვარს, რა მოგწონს, რა ვიცი მომიყევი შენზე.-დაუწყობლად ამოვილაპარაკე.
-ლუკა მახარაძე ვარ. 26 წლის. ვცხოვრობ თბილისში. მყავს მშობლები, და პატარა და, რომელიც სულს მირჩევნია. აღარ ვსწავლობ, ვმუშაობ. ერთ ერთ კომპანიაში მთავარი არქიტექტორი ვარ. ლაშქრობებში სიარული ჩემი ჰობია.- დაამავრა. გული დამწყდა, რომ ასე მალე მორჩა. ჩემი გონება მასზე მეტ იმფორმაციას ითხოვდა.- ახლა შენ იგივე კითხვას გიბრუნებ.
-ლანა დოლიძე, 19 წლის. მყავს მშობლები, მაგრამ ისინი საბერძნეთში ცხოვრობენ. ვსწავლობ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ჯავახიშვილში. კითხვა მიყვარს. არანაირი ლაშქრობები და ხეტიალი არ მიყვარს.- შეძლებისდაგვარად გავაქნიე თავი.
-ხო?-აბა აქ რატომ ხარ?
-ოჰ... ნუ მახსენებ. ასეთ დღეში ჩემმა გოგონებმა ჩამაგდეს. მიამ და ნატამ დამითანხმეს. უკანასკნელად...-ამოვილაპარაკე გაბრაზებულმა.
-რატომ უკანასკნელად?-გაიკვირვა.
-რა რატომ? ვერ ხედავ რა დღეში ვარ? ჯერ ამხელა ჩანთის თრევა მიწევს, მერე ამ სოფელში დავრჩით გამომწყვდეულები, მთელი საღამო შენი ცოლის როლის მორგება მომიწია და ბოლოს აქ ვწევარ შენთან ერთად...-ერთი ამოსუნთქვით ამოვთქვი, რაც მაწუხებდა.
-მერე ეს ცუდია?-თითქოს მის ხმაში წყენამ გაჟღერა. ტუჩზე ვიკბინე. გული დამწყდა.მგონი დროა სანამ რაიმეს წამოვაყრანტალებ, ჯერ გავფილტრო ხოლმე.
-რაღაც მაინტერესებს და გკითხავ რა...- წამოვიძახე თემის შესაცვლელად.
-მიდი...-შემაგულიანა.
-ლაშქრობაში ისე წამოვედით, რომ არანაირი ფულადი თანხა არ გადაგვიხდია. არადა ყოველ დღე რესტორნებში ვართ. ღამეს სასტუმროებში ვათევთ, რა ხდება? რაიმე პროექტია თუ ვინმე „ბობოლა ბიძია“ გვაფინანსებს?
-ოო, ამას არ ველოდი... სათვალავიც კი ამერია, რამდენი ლაშქრობის ხელმძღვანელი ვიყავი და ასეთი კითხვა არავის დაუსვამს. გამაკვირვე... -გაიცინა და თავზე მაკოცა. დავაიგნორე, ისევ კამათი აღარ მინდოდა. -პროექტი არაა, უფრო „ბობოლა ბიძიასკენ“ გადავიხრები.
-და ვინაა ეს „ბობოლა ბიძია“? -გამიკვირდა, რატომ უნდა დააფინანსო ლაშქრობა?
-ეს პროფესიული საოდუმლოა. ვერ გავამხელ.- გადაჭრით მითხრა.
-ოო კარგი რა. კუბოში ჩავიტან საიდუმლოს. გეფიცები სამარე ვარ. -მართლა ამენთო ინტერესი თვალებში.
-შენი მჯერა. კარგი, მე ვაფინანსებ, მაგრამ ეს არავინ იცის წინამძღოლების გარდა.
-მართლა? კი მაგრამ ამას რატომ აკეთებ?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-არ ვიცი. მინდა, მსიამოვნებს. პატრიოტი ვარ და მინდა ყველა ახალგაზრდამ ნახოს საქართველოს სილამაზე. მინდა მათაც ისე უყვარდეთ საკუთარი ქვეყანა, როგორც მე.-მხრები უბრალოდ აიჩეჩა.
-ვაუ.- ჩემდაუნებურად წამომცდა.- გაოცებული ვარ.
-რატომ?- იდაყვზე წამოიწია და სახეზე დამხედა.
-„ბობოლა ბიძიას“ არ გავხარ. თან არქიტექტორის ხელფასით, ასეთი ლაშქრობები აფინანსო, რთულია.
-რთული არა, შეუძლებელია. კომპანია სადაც ვმუშაობ, ჩემი ოჯახისაა.
-აჰა. ახლა გასაგებია...
ორივე გავჩუმდით. მართალი აღმოჩნდა ლუკა. ლაპარაკმა მომადუნა და მთელი დღის დაღლილს ძილი მომერია. თვალები მეწვოდა და მეხუჭებოდა.
-ძილი ნების ჭირვეულო.- ჩამჩურჩულა ლუკამ და ყელში მაკოცა. ნახევრად გათიშულსაც კი ამეფაკლა ღაწვები.
-ძილი ნების არამკითხევ.-ამოვიკნავლე და გავითიშე.


***
დილით თვალები რომ გავახილე, საწოლში მარტო ვიყავი. ქვედა სართულიდან ხმაური აღწევდა. მეც წამოვდექი, მოვწესრიგდი, ოთახი მოვაწესრიგე და პირველი სართულის კიბეებს ჩავუყევი.
-დილა მშვიდობის.- თინა მომესალმა მისაღებში შესვლისთანავე.
-დილა მშვიდობის- ყველას გავუღიმე. ნინო ბებოსთან მივედი და ფუმფულა ლოყებზე ვაკოცე. სხვანაირად არც შემეძლო, ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა და გვერდით მივუჯექი.
-და მე კოცნა?-სავარძლიდან წამოდგა ლუკა და ჩემსკენ წამოვიდა.თვალები დავუქაჩე, მაგრამ ვითომც ვერ შეამჩნია. მომიახლოვდა, ჩემსკენ დაიხარა თუ არა ლოყა მივუშვირე. ჩუმად ჩაიცინა, სახეზე ხელი წამავლო, მისკენ მიმაბრუნა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე.
ყველა ბედნიერი თვალებით გვიყურებდა და მეც დამორცხვებულმა გავიღიმე. გულში კი ერთი სული მქონდა თვალები გამომეთხარა ლუკასთვის, ასეთ სიტუაციაშ რომ მაგდებდა.
როგორც ჩანს, ზავი დროებითი აღმოჩნდა. გაგამწარებ არამკითხევ, მაცალე...
ჯერ ძალიან ადრე იყო. ბაგირი ნახევარ საათში ჩაირთვებაო გვითხრა შალვამ და თინამ სასწრაფოდ მაგიდა გააწყო.
ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ჩვენი წასვლის დროც მოვიდა. მთელმა ოჯახმა გამოგვაცილა. ნინო ბებო ცრემლებს ჩუმად იმშრალებდა, მე კი მისი დამალვა არც მიცდია.
-ნეტავ თქვენი თავი კიდევ მანახა ღმერთმა ბებო და მეტი არაფერი მინდა.-ამოიტირა ქალმა.
-მოვალთ ნინო ბებო, აუცილებლად გინახულებთ. -გადაეხვია ლუკა.
-ჩემს ბაღანას მიხედე შვილო.
-მივხედავ ნინო ბებო.-დაჰპირდა ლუკა და მეც მიმიხუტა გულზე, რომელიც ცრემლების შემშრალებას ვერ ავუდიოდი. საოცრად შემაყვარა ამ ოჯახმა თავი. მათი დატოვება საშინლად მეძნელებოდა.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ბაგირზე ჩავედით. დილით მხოლოდ მე, ლუკა და გამცილებელი ვიყავით ვაგონში. ისეთ საშინელ ხასიათზე ვიყავი, ლუკაც ვერ ბედავდა ჩემთან გამოლაპარაკებას. უხმოდ მივედით სასტუმრომდე. მიმღებში ვიკითხე სად იყვნენ ჩემი გოგონები და ნომერში ავედი. ლუკამ უხმოდ მიმაცილა ნომრამდე და მერე თვითონაც გაბრუნდა.
გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ. მათმა დანახვამ შვება მომგვარა და გავიღიმე ისე საყვარლად ეძინათ. მიასთან ჩუმად მივიპარე და გვერდით მივუწექი. ჯერ ძალიან ადრე იყო და გასაღვიძებლად ვერფ გავიმეტე ვერც ერთი.თუმცა მიამ მაშინვე ჭყიტა თვალები.
-ლანა?- წამოჯდა მაშინვე მია. რა ფხიზელი ძილი აქვს ამ გოგოს, ვერ მიეპარები რა რომ გინდოდეს.- გოგო სად იყავით? სად გაათიეთ ღამე? ვაიმე, ისე ვინერვიულეთ...-მეცა და ჩამეხუტა.
-ყველაფერი კარგადაა. ღამე ერთ-ერთ ოჯახში გავათენეთ.იცი რა კარგი ხალხი იყო? ისე თბილად მიგვიღეს.- გავიღიმე მათ ხსენებაზე.
-მართლა? ლუკამ რაო?-აუუ, ახლა დამაყრიან კითხვებს... ლუკასთან განახლებულმა ომმა თავი შემახსენა.
-მაგას ნუ მიხსენებ. იდიოტი. იმ ოჯახში თავი ჩემს ქმრად წარადგინა და მოგვათავსეს კიდეც ერთ ოთახში.მთელი ღამე დაძაბული ვიყავი.- ამოვთქვი.
-მოიცა ეს რას ნიშნავს? შენ რა მასთან იწექი?-თავი წამოყო ნატამ. თურმე გაუღვიძია და გვისმენდა.
-პირდაპირი მნიშვნელობით კი.-თავი დავუქნიე.
-ლანა გაფრთხილებ, ახლა დადექი და ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევი, თორემ მაჰათმა განდის სულს გეფიცები, ცალ თვალს გამოგიღებ და ცალს დაგიტოვებ, რომ დაინახო ვინ დაგტოვა ცალთვალა.-დაიგრგვინა მიამ.
-ოჰო... -გამაკვირვა დილის მჭერმეტყველებამ.
-რა ოჰო გოგო, მიდი დაფქვი ახლა თორემ ავასრულე ფიცი. მე განდის სულს ვერ შევურაცყოფ. -წარბი შეკრა მიამ.
-მეც დავეხმარები.-დამაშინა ნატამ და მიას საწოლში გადმოძვრა.
-კარგით.- ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
-დაიწყე ცუნცულ.-სახე გაებადრა მიას.
ყველაფერი მოვყევი კოცნის გარდა. აქცენტი შალვას ოჯახზე გადავიტანე.არ შემეძლო ჯერ-ჯერობით იმის თქმა რომ ლუკას ვაკოცე.
-არაა... ეს გოგო დებილია.-აღმოხდა თვალებ გაფართოვებულ მიას.
-რატომ? -გამიკვირდა.
-გოგო, ღამე ლუკასნაირ ბიჭთან გაატარე და ამბობ რომ შალვას ოჯახზე აფანატებ? აბა, არ ხარ დებილი?-წამოიყვირა მიამ.
-დებილია, დებილი...-თავი დაუკრა ნატამ.
-ლუკა რა შუაშია?-შევიცხადე,
-რა რა შუაშია გოგო.თვალები სად გაქვს? ვერ ხედავ ყველა მაგას ეკიდება კისერზე, რომ როგორმე თავი მოაწონონ. ის კი შენზე ამბობს ჩემი ცოლიაო და ერთ საწოლში ატარებთ ღამეს. მერე დგახარ და ნინო ბებოზე მაბოდებსო. დებილი ხარ, აბა რა ხარ? -წამოიყვირა ნატამ.
-ვაიმე ლანა... ბიჭები არ მოგწონს? ლესბი თუ ხარ, იცოდე მე ბიჭები მომწონს, გაიგე?- კუთხეში მიიკუნჭა მია.
-აუუ, დამანებეთ რა თავი. ვერ გიტანთ!-წამოვვარდი და სააბაზანოში გაქცევით ვუშველე ჩემს თავს.

თავი 5
ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი არც კი ვიცი რამდენ ხანს, მაგრამ ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ დამძიმდა ჰაერი. სააბაზანო ორთქლით გაივსო და უწყლოდ დარჩენილი თევზივით პირდაღებულმა დავიწყე სუნთქვა. როგორც იქნა მოვიფიქრე გამწოვის ჩართვა და ისევ მივუბრუნდი ჩემს ფიქრებს.
ლუკა, ლუკა. ლუკა... ამის მეტი არაფერი მიტრიალებს თავში და ვის ვკითხო რა ჯანდაბა მჭირს თუ არა ჩემს თავს? ხოდა, ვეძებ ამაზე პასუხს და ვერ მიპოვნია...
ვითომ ისეთი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის მასთან გაჩაღებული და „არ აღიარებული ომი“, რომ ამაზე საათობით ვიფიქრო, თუ მომწონს?
არა! ეს იმის ბრალია რომ თვითონ მიშლის ნერვებს. მორჩა უკვე გოგონებთან ერთად ვარ, ისიც „შესანიშნავ ხუთეულს“ შეუერთდა და აღარ მომიწევს მასთან ისეთ სიახლოვეს ყოფნა, როგორც გუშინ. არადა, როგორ ვთქვა არ მესიამოვნა მასთან ერთად ყოფნა მეთქი?ტუჩზე მწარედ ვიკბინე. ვერც კი მივხვდი როდის მოვიქციე კბილებს შორის.
მორჩა! ამ საკითხზე აღარ უნდა ვიფიქრო. გოგოებთან კოცნაზე ხმას არ ამოვიღებ, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ლაშქრობა არ დამთავრდება. დღეიდან მოვერიდები ლუკას და ვეცდები თვალში დიდად აღარ მოვხვდე. არანაირი ომი და ჯიბრში ჩადგომა...


***
დილის 9 საათზე ყველა სასტუმროს წინ ვიყავით შეკრებილები და წინამძღოლებს ველოდით. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინიც გამოჩნდნენ.ყველა მათ მივაჩერდით. სულაც არ გამკვირვებია სიტყვით გამოსვლა ისევ ლუკამ რომ აიღო თავზე.
-დილა მშვიდობის მეგობრებო. როგორც იცით გუშინდელი საღამო თქვენგან არც თუ ისე შორს, მაგრამ არა თქვენთან ერთად გავატარე. იმედია, იმის გარდა რომ მე და ლანა დოლიძე ვერ მოვედით სასტუმრომდე, სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ გვქონია. დღეს კი დილიდან უნდა დავადგეთ ბეშუმის გზას. ხულოდან ბეშუმამდე 41 კილომეტრია. მინდა დღეს განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ როგორც საკუთარი თავის ასევე ერთმანეთის მიმართ, რადგან რთული გზა გვაქვს გასავლელი. გზაში ულამაზეს ხედებს ვნახავთ და რა თქმა უნდა დღესაც ქეთი გაგვიწევს გიდობას. თუ რამე კითხვა არ გაქვთ მაშინ დროა წავიდეთ.- რამდენიმე წამი გაჩუმდა და არც ერთმა ხმა რომ არ ამოვიღეთ წავიდეთო შემოსძახა და გზას დავადექით.
ქეთი შესანიშნავი გიდი იყო. ყველას კითხვებს დაუზარელად პასუხობდა და ჩემდა დასაკვირად აბსოლიტურად ყველა კითხვაზე ჰქონდა ამომწურავი პასუხი. ნეტავ მერამდენედ იყო აქ?
-ლანა როგორ ხარ?-წინამძღოლი ნიკა ამომიდგა გვერდით.
-დავიღალე.- დავიწუწუნე. გავჩერდი და მაღალ მთას დოინჯშემორტყმულმა ავხედე, რომელზეც უნდა ავსულიყავით. შორიდან უფრო პატარა ჩანდა ახლოს მისულმა რომ ავხედე ლამის გული გამისკდა. ფეხის კუნთებს ვეღარ ვგრძნობდი- როდის შევისვენებთ?
-შესვენება ჯერ ადრეა,- ღიმილით შემომანათა მწვანე თვალები. -აი ეს გამომართვი.-გამომიწოდა ხის მსხვილი ჯოხი, რომელიც მკერდამდე მწვდებოდა. -დაიხმარე და უფრო არვილად ივლი.
-აა... დიდი მადლობა.- გამოვართვი. მასთან ერთად გავაგრძელე გზა. გოგონებიც ჩვენს უკან მოდიოდნენ,
უკვე ოთხი იყო დაწყებული და ჯერ მხოლოდ ერთხელ დავისვენეთ ისიც იმიტომ, რომ გვეჭამა. ფეხზე ძლივს ვიდექი. თან ფეხი გადამიბრუნდა და საშინლად მტკიოდა. ლუკა მართალი იყო უკვე ვეღარ ვუძლებდი. ზურგჩანთამაც ცალკე ჩამაწყვიტა წელი მწველი მზეც ძალიან მაწუხებდა.
-ახლა რომ არ დავისვენო ცოტა, მოვკვდები.- წამოვიძახე, ჩანთა მოვიხსენი, დაბლა დავდექი და მიწაზე დავჯექი.
-რა მოხდა?-ჩამს უკან მომავალმა ნატამ დამიძახა.
-ვეღარ დავდივარ, დავიღალე.- გამოვაცხადე. მიაც გაჩერდა.
-მოდი მოგეხმარები ადექი. ამ მთაზეც ავიდეთ და მერე დავისვენოთ. -მითხრა ნიკამ.
-არ შემიძლია.- თავი გავაქნიე. -ფეხი მტკივა.
-კარგი მოიცა... -ნიკა გაბრუნდა და ლუკასკენ წავიდა მისი სახელის ძახილით. რომელიც დეასთან ერთად მიაბოტებდა ბილიკზე, თან ქალბატონს ხელს არ უშვებდა.
როგორც ჩანს დაავიწყდა გუშინ ჩემთან ერთად რომ ბრძანდებოდა ერთ საწოლში. იდიოტი არამკითხე.
რაღაცაზე საუბრობდნენ. ნიკა ჩემგან ზურგით იდგა არ ვიცი რას ეუბნებოდა, მაგრამ ლუკამ კოპები შეკრა. ნიკა დეასთან დატოვე და თვითონ ჩემსკენ წამოვიდა. მია და ნატაც თავზე წამომდგომოდნენ. ლუკას თვალი ავარიდე. ნერვები მომეშალა რას მოდის აქ რა უნდა ხომ შეიძლება უბრალოდ დასვენება გამოაცხადოს არა?
-ლანა, რა გჭირს?-ჩემთან ჩაიკუზა.
-დავიღალე.-სახეში მივაჩერდი უტიფრად.
-მართლა? ვიგულისხმე ფეხზე რა გჭირს მეთქი.-ტუჩები მომუწა რომ არ გასცინებოდა.
-გადამიბრუნდა.- მარცხენა ფეხზე მივუთითე.
-შემახედე .- ხელი მომკიდა საოცარი სიფრთხილით ფეხზე.-აქ გტკივა? -ხელით კიჭი მომისინჯა.
-არა.-თავი გავაქნიე.
-აქ? -ახლა მეორე მხარეს დამაჭირა ხელი.
-არც მანდ. -ისევ ვიუარე.
-გოგონებო თქვენ ჯგუფს არ ჩამორჩეთ წაყევით და ჩვენც მალე წამოვალთ.-მიას და ნატას ახედა ლუკამ.-თუ შეგიძლიათ ქეთის და ნიკას უთხარით ამ მთას როგორც კი გადავლენ გაჩერდნენ და დაისვენეთ ცოტა ხანს. ჩვენც გადმოვალთ მალე დაისვენოს ლანამ ცოტა და...
-კარგი.-წამოიძახა მიამ და თვალები გადამიბრიალა წესიერად მოიქეციო.
გაბრუნდნენ თუ არა გოგონები წამოვიჭიე ჩვენც წავიდეთ მეთქი მაგრამ ლუკამ ადგილზე დამაბრუნა.
-მოიცადე სად გარბიხარ? მითხარი, სად გტკივა ფეხი?-სერიოზული სახით მკითხა.
-აქ.-კუნთზე მივიდე ხელი. - მეშველება ექიმო?-თვალები ავატრიალე.
-საეჭვია.-არც მან დამაკლო ირონია.-ფეხთან დამიჯდა და მარცხენა ფეხი თავის მუხლზე დაიდო.
-რას აკეთებ?- გაწევა ვცადე მაგრამ დამიჭირა.
-დამაცადე, მასაჟს გაგიკეთებ, ცოტა მოგეშვება. კუნთი დაგეჭიმა.-მითხრა და პასუხს არც დალოდებია, მაშინვე დამიწყო მასაჟის გაკეთება.
ფრთხილად მიჭერდა და მიშვებდა ფეხიდან ხელს. წევიდან ქვევით ასრიალებდა. თან მტკიოდა თან მსიამოვნებდა.
-იცი შალვას მამას ვიცნობდი.-მითხრა უცებ.
-საიდან?-მაშინვე მივხვდი რომ თაგოში მცხოვრებ შალვას მამაზე მეუბნებოდა.
-პატარა ვიყავი პირველად მამამ რომ ამომიყვანა ხულოში. მაშინ ბაგირი დიდი რამდენიმე წლის გახსნილი იყო. მამაჩემი და მიშა ბაბუა იცნობდნენ ერთმანეთს. ბატონი მიშა პირველი ადამიანი იყო ვინც ბაგირში პირველი შევიდა.- აღფრთოვანებული ლაპარაკობდა.
-მართლა?-შალვას ოჯახის გახსენებამ სულ დამავიწყა ფეხის ტკივილი.
-მიშა ბაბუაც სოფლის თავკაცი იყო და ასევე სკოლის დირექტორი. მაშინ თაგოში მხოლოდ 4 კლასამდე იყო სკოლა. მერე ხულოში დადიოდნენ ბავშვები. სოფელში ამბავი გამოუტანეს, რომ სასწრაფოდ იბარებდნენ ხულოს გამხეობაში. ამ დროს მიშას შეტანილი ჰქონდა გამგეობაში საქმე სკოლის მშენებლობაზე და 4 კლასის მაგივრად 9 კლასამდე გაეზარდათ სწავლება. ამ დროს ბაგირი უკვე გამართული იყო, მაგრამ ადამიანებს არ აძლევდნენ ჯერ მგზავრობის უფლებას. ბაგირში ტვირთი შეჰქონდათ და მის გამართულობას ამოწმებდნენ. მიშა ბაბუამ დაახლოებით თავისი წინა ტვირთი გამოიტანა ბაგირიდან და თვითონ შევიდა. ხვდები რამხელა რისკზე წავიდა? ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი.
-რა მაგარია,-აქამდე ენა ჩავარდნილმა ყველაზე შეუფერებელი სიტყვები ამოვთქვი. აქამდე ხომ ამ ოჯახზე ვგიჟდებოდი, ახლა კი ვამაყობდი მათით.თვალებზე ცრემლები მომადგა.-იცოდი რომ შევდიოდით ვისი სახლიც იყო?
-რა თქმა უნდა ვიცოდი. რამდენი ღამე გამითევია ამ სახლში. მაგრამ ეს ბავშვობაში იყო. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ნინო ბებომაც ვეღარ მიცნო.ამიტომ აღარაფერი ვთქვი. მაგრამ შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად ვეტყვი.-ბოლო წინადადება უფრო თავის თავს უთხრა ვიდრე მე.- შეგიძლია ადგე?
-კი. -ახლა იმდენი ენერგია მომემატა, მეგონა ვიფრენდი, მაგრამ ფეხი დავდგი თუ არა მიწაზე და ძალა დავატანე, ისევ მეტკინა.
ლუკამ წელზე მომხვია ხელი და წამომაყენა. მერე დაიხარა და წამში უკვე მის ხელში ვიყავი მკერდზე აკრული.
-რას აკეთებ?-წამოვიკივლე. -დამსვი!
-მივიდეთ ბავშვებთან და დაგსვამ.-უდარდელად ამოილაპარაკა.
-ჩემით წამოვალ დამსვი.-გავფართხალდი.
-მოისვენე ჭირვეულო.თუ გინდა ნიკას გავუძახებ და ის წაგიყნავს ხელით.-მომახალა
-ნიკა რა შუაშია? ჩემით წამოვალ?- საიდან ჩააკვეხა ახლა ნიკა?
-რა ვიცი, კი ეკურკურებით ერთმანეთს მთელი დღეა და ვიფიქრე თუ მის მკლავებში ურჩევნი დავუძახებ-მეთქი.- თან ლაპარაკობდა და თან მკერდზე მიკრული ადიოდა მთაზე. რიტმულად სუნთქავდა და თითქოს დაღლილობაც არ აწუხებდა დიდად.
-მასე, შენ მთელი დღეა დეასთან ერთად ხარ და ის ატარე ხელით თუ გინდა. მე დამანებე თავი.-გავიჭაჭე.
-მე მიმყავს უკვე ის, ვინც მინდა და ვისაც სჭირდება. თუმცა...- წამოიძახა და სწრაფად დამაყენა ფეხზე. წონასწორობა ძლივს შევიკავე რომ არ დავცემულიყავი.
-რა მოხდა, ნელ...-სიტყვა ვერ დავამთავრე, რადგან ლუკა მოულოდნელად დამაცხრა ტუჩებზე და ხელებშებოჭილი მკერდზე ამიკრა მკერდით. თვალები ჯერ გაოცებისგან და მოულოდნელობისგან გამიფართოვდა და შემდეგ თავისით დამეხუჭა სიამოვნებისგან გატრუნულს. ხელებს ისე მიბოჭავდა ზურგს უკან, თითქოს შეწინააღმდეგების ელოდა. მე კი ამის არც სურვილი მქონდა და არც თავი.
-აი ასე. -ამოიჩურჩულა სუნთქვა არეულმა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს მოვშორდით და სუნთქვის დასარეგულირებლად და სულის მოსათქმელად ღრმად ვსუნთქავდით.
-რას აკეთებ?- ვცადე ხმაში ბრაზი და სიმკაცრე გამერია, თუმცა არ ვიცი რამდენად გამომივიდა.
-ხომ გითხარი გუშინ პრაქტიკა გაკლია მეთქი? ხო და მე გაგატარებ.-მითხრა უდარდელი ტონით. მე კი ისევ არეულ-დარეულ სუნთქვასა და დაბნეულ გონებას ვებრძოდი.
ისევ წამავლო ხელი და მკლავებში მომიქცია. ახლა უკვე უხმოდ ვირწეოდი მის მკერდზე აკრული და საკუთარ თავზე ვყრიდი ცეცხლებს ლოყებ აწითლებული. ესაა ხომ თავს ავარიდებ და თვალში დიდად არ მოვხვდები მეთქი?
ბავშვებთან დავბრუნდით თუ არა, გოგონებმა მაშინვე ჩემთან მოირბინეს და გამოკითხვა დამიწყეს. ჯერ არაფერს ვეუბნებოდი, დარჩენილიყავით და გაიგებდთ რაზეც ვისაუბრეთ მეთქი, მაგრამ მერე რომ მივხვდი არ მომეშვებოდნენ, დავდექი და მოვუყევი. რა თქმა უნდა კოცნა ისევ გამოვტოვე.
ნახევარი საათის მერე ისევ გავაგრძელეთ გზა. მთელი ეს დრო ნიკა გვერდიდან არ მომცილებია და სიარულშიც მეხმარებოდა. ფეხი ძალიან აღარ მტკიოდა, მაგრამ მაინც ვერიდებოდი რომ ძალა ძალიან არ დამეტანებინა. უკვე ბნელდებოდა რომ ავაღწიეთ ბეშუმამდე.
ხედები და სანახაობა მართლაც თვალის მომჭრელი იყო. ლუკამ ისევ ერთად მოგვყარა და სიტყვით გამოვიდა.
-მეგობრებო გილოცავთ, ჩვენ უკვე ბეშუმში ვართ. გამოვიარეთ 121 კილომეტრი და მოვედით დანიშნულების ადგილამდე. ვამაყობ თქვენით. ვიცი ახლა ძალიან დაღლილები ხართ და თავს არ მოგაწყენთ. რამდენიმე სახლი გვაქვს ნაქირავები სადაც ღამეს გავათევთ, მანამდე კი ერთი წინადადება მაქვს თქვენთვის და მინდა დღესვე განვიხილოთ. მოკლედ, დღეს აგვისტოს პირველი შაბათ-კვირაა და აქ აღინიშნება შუამთობის სახალხო დღესასწაული. გთავაზობთ რომ ეს ორი დღე აქ გავატაროთ და გავერთოთ, მერე კი ტრანსპირტით დავბრუნდეთ უკან. აბა რას იტყვით?- შემაღლებული „ტრიბუნიდან“გადმოგვხედა ყველას.
ბავშვებს გადავხედე. როგორც ჩანს ყველა აღფრთოვანებულია ამ იდეით. მეც რა თქმა უნდა. ამ შემოთავაზებას რომ არ დავთანხმებოდით, ბათუმში ფეხით მოგვიწევდა ჩასვლა, ამას კი სიკვდილი მერჩია.
აბსოლიტურად ყველა დავთანხმდით ამ შემოთავაზებას. მერე სახლებში დაგვანაწილეს. ისე ციოდა აქ კბილს კბილზე ვცემდი. წყალი გადავივლე და მიასთან შევძვერი საწოლში. ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა.

თავი 6
დილით მშვენიერ გუნებაზე გავიღვიძე. გოგონები უკვე ამდგარან. ვახ, როგორც სჩანს ბეშუმის ჰაერი კარგად მოქმედებს მიაზე. მან გაიღვიძა და მე არ გამაღვიძა? პირდაპირ საოცრების მომსწრე გავხდი.
საბანში კარგად გავეხვიე. ჯერ 9საათია და ამიტომ არსად მეჩქარება. ფეხის კუნთები საშინლად მტკიოდა. მორჩა, ბოლო ლაშქრობაა ჩემს ცხოვრებაში, აღარ მივქარავ მეტს. ცხვირის წვერი მომყინვია და ადგომა უფრო მესიკვდილება. რა უბედურებაა შუა ზაფხულში ასეთი სიცივე?
-პადიომ ცუნცუუულ...-ოთახის კარი შემოანგრია მიამ.- დაფეთებულმა წამოვწიე თავი. რაო, რა საოცრების მომსწრეო, რას ვამბობდი?
-რა გაყვირებს?-შევუტიე.
-აჰაა... როგორც ჩანს დილის აგრესიის საათი გაქვს. ანუ შეიძლება ითქვას დღე გეგმის მიხედვით დაიწყო.- დაკვირვების მერე განაცხადა.- ადგომას არ აპირებ?- საწოლზე მუხლებით შემოხტა.
-აუ, ჯერ ადრე არაა?- მესიკვდილებოდა ადგომა.
-ლან ადექი, იცი რა ლამაზია აქაურობა? გუშინ ბნელოდა და წესიერად ვერაფერი გავარჩიე. თან ნისლია გარეთ და... აუ, ადექი რა უნდა ნახო...-წამოხტა საბანი სწრაფად გადამაძრო და ხელზე დამექაჩა.
ვიცოდი, მეტი გზა არ მქონდა და წუწუნისა და ბურტყუნის გარეშე ავდექი. სასწრაფოდ ამოვიცვი ჯინსის შარვალი, ბოტასებში ჩავყავი ფეხები და მაისურზე სპორტული ჯაკეტი მოვიცვი. მაინც მცრიდა სიცივისგან, ხელები ერთმანეთზე მოვიხვიე და გულზე მივიკარი.
ერთ სართულიანი ხის სახლში ვიყავით, რომელსაც შესასვლელთან აივნის მსგავსი ფიცრული აკრავდა. კარიდან გამოსულმა ისეთ სილამაზეს მოვკარი თვალი, ენა დამება. ამწვანებულ მთებზე არც თუ ისე ვიწროდ ჩაწყობილი ხის სახლები შელაგებულან და მათ შორის მძიმედ დაწრწოდა სქელი ნისლი. სადაც ნისლის თხელი ფენა იყო და თვალის გატარებას შესძლებდა ადამიანი, დაინახავდა რომ მთებს იქით მოჩანდა ხშირი ტყე, რომელის მთაზე იყო შეფენილი. ასეთი სილამაზე ჩემს თვალწინ პირველად გადაიშალა და ჩემდაუნებურად სახე გამებადრა.
კოტეჯის სასადილოში შევიკრიბეთ ყველა 10 საათზე, როგორც ბატონმა ლუკამ დაგვიბარა გუშინ. მსუბუქად ვისაუზმე. არ ვიცი რატომ, მაგრამ საოცარ ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. ვიღას ახსოვდა კუნთების ტკივილი და სიცივე?
საუზმის შემდეგ გადავწყვიტეთ სანამ რამე ღონისძიებები დაიწყებოდა აქაურობა დაგვეთვალიერებინა. თან სახლების შორის დავდიოდით და ყველაფერს ვათვალიერებდით და თან ქეთი გვიწევდა გიდობას.
-ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან 1930 მეტრზე. გოდერძის უღელტეხილის მდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ავივსეთ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით, რადგან გზად გავიარეთ აჭარისწყლის, მაჭახელას, სხალთისა და სხვა ულამაზეს ხეობები. ბეშუმი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. კურორტის შემოგარენი წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს.
-სხვათაშორის ჩვენ სპეციალურად დავამთხვიეთ ეს დღეები შუამთობის დღესასწაულს. -ჩაერთო ლუკა.- აქ უამრავი გასართობი იქნება და მალე თქვენი თვალით იხილავთ ყველაფერს: გაიმართება ჭიდაობა, დოღი, ხარების ჭიდილი და ასევე მოწვეული მომღერლები ჩაატარებენ კონცერტს. საღამოს ინთება დიდი კოცონი და იქნება გართობა, იამახები... მოკლედ, წესით არ უნდა ინანოთ აქ გატარებული არც ერთი წუთი.
რაც მთავარია. რამდენიმე საათში აქ ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება და ერთმანეთს რომ არ ჩამოვრჩეთ დავიყოფით ჯგუფებად. იქნება ხუთი ათ-ათ კაციანი ჯგუფი, რომელსაც ეყოლება ერთი ხელმძღვანელი . მოკლედ ახლა გადანაწილდებით სიის მიხედვით ჯგუფებში.
მე არ ვიცი ეს სია ვინ შეადგინა, მაგრამ თითო ათ კაციან ჯგუფს მიუჩინა ლუკამ ერთი ხელმძღვანელი. მე, მია, ნატა, დეა, ლიკა, თეკლა და კიდევ ერთი გოგო და სამი ბიჭი რომლელთა სახელებიც არ ვიცოდი, ერთ ჯგუფში მოვხვდით და სულაც არ გამკვირვებია ჩვენს ხელმძღვანელად ლუკამ რომ დაინიშნა თავი. მერე კი გავიცანი „ჯგუფელები“. გოგოს მაია ჰქვია, ბიჭებს კი სანდრო, ბექა და ნოდარი.
უკვე შუადღე იყო ამიტომ კოტეჯის სასადილოში წავედით და ვისადილეთ. უგემურად ვილუკმებოდი და ვცდილობდი არ შემემჩნია ლუკა, რომელიც დეას გვერდით მოკალათებულიყო ჩემს წინ.. ნერვები ისე მქონდა უკვე, ცოტაც და ამდენი ხალხის წინ თმით ვათრევდი ამ ქაჯ გოგოს. ერთი სული მქონდა ლუკასაც როდის დავიმარტოხელებდი, რომ სათქმელი მიმეხალა პირში. არამკითხე იდიოტი.
მოიცადე განახებ როგორ უნდა ნერვების მოშლა... -კი ვბაქიბუქობ გულში, მაგრამ დილიდან ტვინს ვიჭ....ტ და ვერაფერი მომიფიქრებია ლუკას გასაბრაზებლად. არა, კი მიღიტინებს თავში ერთი მაცდური აზრი... თუმცა არა... ეს მეტისმეტია...
-აუ ლუკა...შეგიძლია ჩემს ოთახამდე გამომყვე მოგვიანებით? მინდა მაისური გამოვიცვალო და მარტო წასვლის მეშინია, რომ დავიკარგო?-ისე გაწელა ბოლო ორი სიტყვა, ნერვები სახეზე მომაწვა.
-რა თქმა უნდა შემიძლია.- გაუღიმა ტყის პრინცმა. ჩემი დაზაფრული მზერა არ გამოჰპარვია ლუკას. თუმცა მაინც დასთანხმდა.
რატომაც არა? სამი დღეა დეა მხოლოდ ლუკას საწოლში შეთრევაზე ფიქობს და ვერ მოუხერხებია. რატომ არ დასთანხმდება ლუკა? რას კარგავს ან რა აჩერებს? მე? რომელსაც ერთი ორჯერ მხოლოდ „კოცნის ფრაქტიკა გამატარა“ და მეტი არაფერი? კარგი ისე იყოს როგორც გენებოს ვაჟბატონო, მაგრამ მაინც მოგიშლი ნერვებს... ახლა სულად აღარ მეჩვენება ის აზრი ცუდად რომელიც წუთის წინ უარვყავი...
წამოვდექი მაგიდიდან და ნიკასკენ წავედი. ზურგიდან მივუახლოვდი და მხრებზე ჩამოვეყრდენი. მალულად გავხედე ლუკას, რომელიც წარბშეკრული მოგვჩერებოდა მე და ნიკას.
-აუ, ნიკა... -მეც დეას მსგავსად გავწელე სიტყვები.- შეიძლება მე შენს ჯგუფში გადმოვიდე? ვინმეს გავუცვლი რა ადგილს.- გავუღიმე ჩემსკენ მობრუნებულს.
-კი როგორ არ შეიძლება. ლუკას ახლავე ვეტყვი და...-მითხრა გაღიმებულმა. მეც ლუკას ჯიბრზე ვეცი და გადავეხვიე. არც ლოყაზე კოცნა დავიშურე და თეძოების რხევით გავედი სასადილოდან.
ესეც ასე. შეიძლება ბევრი ვერაფერი გავაკეთე და ლუკას სულაც არ აინტერესებს რომელ ჯგუფში ვიქნები, მაგრამ მე ხომ მაინც არ დავინახავ მათ სახეებს ერთად? არ ვიცი რატომ, მაგრამ ბრაზი მკლავს, როცა დეა ლუკას უახლოვდება.


***
ჩემს ოთახში შევედი და გადავწყვიტე ელასტიკი ჩამეცვა. უკვე შუადღე იყო, ამიტომ ძალიან აღარ ციოდა. ჯინსის შარვალი გავიხადე და ელასტიკი ამოვიცვი. ფეხზე ბოტასი მოვირგე და ისევ სასადილოსკენ ავიღე გეზი. სანამ სასადილოს მივუახლოვდებოდი, ჩემს წინ ლუკა შევნიშნე, რომელიც ჩემსკენ წამოვიდა ჩქარი ნაბიჟით. გავჩერდი. მოახლოვებულმა სწრაფად დამავლო მაჯაზე ხელი და სასადილოს უკანა მხარეს გამაქანა.
-რა იყო, რა გეტაკა?-თან ვუბღვერდი ლუკას და თან გულში ვზეიმობდი. როგორც ჩანს მოხვდა ვაჟბატონს გულზე ჩემი ნიკას ჯგუფში გადასვლის ამბავი.
ხმა არ ამოუღია. მეცა, ხელები მომხვია და ტუჩებზე დამაცხრა. რამ გადარია? ჯერ მისი მოშორება ვცადე, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, მის კისერზე მქონდა ხელები მოხვეული და მეც გამალებით ვუკოცნიდი ტუჩებს. რატომ ვერ ვაკონტროლებ მასთან თავს? ისევ მე მომიყვანა უჰაერობამ გონს და ლუკას მკერდზე მივაბჯინე ხელები. წამიც და მომშორდა.
-რატომ გინდა ჯგუფის შეცვლა?-მკითხა როცა სუნთქვა მწყობრში ჩაიყენა.
-შენი თავისუფლებისთვის. თავი რომ შეზღუდულად არ იგრძნო.- დაუფიქრებლად მივახალე. ჯერ ისევ სუნთქვა არეულმა.
-მართლა? და გზას ვისკენ მიხსნი?- სახეზე კმაყოფილება ეხატა.
ნერვები მომეშალა მის ღიმილზე, ცოტა წამაიმუნება გადავწყვიტე. თან იქნებ ერთი ქულა დავიწერო ჩემს სასარგებლოდ. მასთან ძალიან ახლოს მივიწიე. ცხვირი მის ყელში ჩავრგე და ყელზე გავუხახუნე. ყურის ძირში ვაკოცე, ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა. ესიამოვნა ისე როგორც მე... ცხვირის წვერი ლოყაზე ავუსვი და სახე მის სახეს გავუსწორე. მაცდურად გავუღიმე, ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადავისვი და ტუჩებით ოდნავ შევეხე მის ტუჩებს.
-დეასკენ გიხსნი გზას.-ვნება ნარევი ხმით ვუთხარი, გამოვბრუნდი და სწრაფი ნაბიჟით წამოვედი.
სანამ თვალს მოვეფარებოდი უკან გავიხედე. ინტერესი მკლავდა, რას აკეთებდა ნეტავ? არ შემეძლო არ დამენახა მისი რეაქცია. ლუკა გახევებული და თვალებ გაფარტოვებული იდგა და თვალს არ მაშორებდა...
-ახლა ერთით-ორია. -გავძახე სიცილით და გამოვბრუნდი.
სასადილოში შევვარდი. ისეთი კმაყოფილი ვიყავი ჩემი საქციელით, ლამის ცეკვა დავიწყე.
-აბა თვალებში შემომხედე ქალბატონო... მეჩვენება და რაღაც უცნაურად გიციმციმებს ეგ თვალები, თუ რა ხდება?-ჩემი გაბადრული სახის დანახვამ გააკვირვა მია.
-ოო, საიდან მოიტან ხოლმე ასეთ რაღაცეებს?- ვითომ მკაცრად მინდოდა მეთქვა, მაგრამ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი.
-ნატა. -შესძახა მიამ და თავით ჩემზე ანიშნა. მანაც ნიკაპზე მომავლო ხელი, თავი ამაწევინა და მოჭუტული თვალებით შემათვალიერა.
-ამოთქვი.- მიბრძანა ჩემი სახის შესწავლის შემდეგ ნატამ.
-ვაიმე, რა გჭირთ? -ხელი ნიკაპიდან გავაშვებინე ნატას. -გავიცინე, არ შეიძლება? თუ გირჩევნიათ დავიბღვირო?-მაშინვე ბრაზი მოვირგე სახეზე და გოგონებს დავუჭოჭე.
-არა რა უნდა დაიბღვირო...-წამოიძახა მიამ.-ასე გვირჩევნია ჩვენც. იმედია რამეს არ გვიმალად დოლიძევ, თორემ ხომ იცი, განდის სული მაქვს დაფიცებული და უკან არაფერზე დავიხევ.
-ვიცი, ვიცი.- ხელი ავიქნიე და გავიღიმე. არა ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი ხასიათს ვერაფერი გამიფუჭებდა.


ყველა ისევ ერთად მოვიყარეთ. ჯგუფებად დავიყავით და გავეშურეთ ახლად დაწყებულ კონცერტზე დასასწრებად. უამრავ ხალხს მოეყარა თავი. კონცერტი სამი საათი გრძელდებოდა. ბევრი ვიცეკვეთ და ვიმხიარულეთ. მე ნიკას ჯგუფში ვიყავი. ყველა გავიცანი, მაგრამ დროს მაინც ნიკასთან ერთად ვატარებდი. წამითაც კი არ მტოვებდა მარტო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. კარგია რომ ჯგუფი შევიცვალე, თორემ ასე ნამდვილად ვერ გავერთობოდი ლუკასა და დეას შემყურე. მართალია ჩემი გოგონები მაკლდნენ, მაგრამ მაინც...
უკვე მეორე ლუდის ჭიქას ვცლიდი. ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია. ამდენი კი არა, ლუდს მხოლოდ მეორედ ვსვამდი.
ბოლოს თითქმის ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და კოცონი ავანთეთ. კოტეჯის პატრონმა პლედები დაგვირიგა, რადგან უკვე ციოდა. მე მიწაზე ვიჯექი კოცონის წინ, მუხლები მკერდზე მივიკარი და თვალი კოცონს გავუშტერე.
ნიკა მომიახლოვდა ჩემთან ჩამოჯდა და თავისი პლედი მეც მომახურა ბეჭებზე.
-შეგცივდება.-მზრუნველი ტონით მითხრა და გამიღიმა.
-მადლობა. აქ საღამოს ძალიან ცივა.- ახლაღა ვიგრძენი სიცივე.
ჩემს პირდაპირ ლუკა და დეა ჩამოსხდნენ. აჰა, როგორც ჩანს დროს არ კარგავენ. ლუკამ თვალი ჩემსკენ და ნიკასკენ გამოაპარა.
-ახლოს მოიწიე.-მითხრა ნიკამ და თვითონ მოიწია ჩემსკენ. ხელი გადამხვია და პლედი უკეთესად მომახურა ბეჭებზე.
თვალი ისევ ლუკასკენ გამექცა. დავინახე როგორ მიყურებდა თავდახრილი, ქვემოდან. ჩემი მზერა რომ იგრძნო, დეასთან ახლოს მიჯდა და ხელი მოხვია.
იდიოტი. ახლა ვინ ვის ეჯიბრება? აჰა... ასე ხომ? კარგი...
ბრაზი ყელში მომაწვა.ლუკას ჯიბრზე თავი გადავხარე და და ნიკას ჩამოვადე მხარზე. მანაც კმაყოფილი სახით გადმომხედა და თავზე მაკოცა. სამაგიეროდ ლუკა არ ჩანდა კმაყოფილი.
აბა, იგემე არამზადავ? აი ასე...
ლუკამ უცებ ხელი მოავლო დეას და კალთაში ჩაისვა. გოგონამაც თავს უფლება მისცა და ხელები კისერზე მოხვია ლუკას და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
თვალი მოვარიდე. ამის ნახვა არ მინდოდა.მორჩა, ბოლო წვეთი იყო. სასწრაფოდ წამოვვარდი ფეხზე. ყელში ბოღმა მომაწვა.
-რა გჭირს?- ამომხედა ნიკამ და წამოდგომა დააპირა.
-საპირფარეშოში გავალ.-ამოვიბუტბუტე და უკანმოუხედავად გავვარდი.
აფერისტი!
არამზადა!
არამკითხე იდიოტო!
ჯანდაბა! აკოცა... აკოცა იმ ტუჩებით, რომლითაც რამდენიმე საათის წინ, მე მკოცნიდა...ეს ყველა საზღვრებს ცილდება. მორჩა! ხვალინდელი დღეც და დამთავრდება ყველაფერი, მანამდე კი მისი დანახვა აღარ მინდა.
გაცეცხლებული მივიკვლევ გზას სახლებს შორის და ვცდილობ გზა არ ამებნეს. როგორც იქნა მივაღწიე „ჩემს“ სახლამდე და ოთხი კიბე ავირბინე. ერთი სული მაქვს ოთახამდე მივაღწიო, რომ შეკავებულ ცრემლებს გზა გავუხსნა. კარი კი არ შევაღე შევანგრიე. ვიცოდი მია და ნატა სახლში არ იყვნენ ქეთის და ლაშას ჯგუფს გაჰყვნენ დიდ კოცოთან, სადაც გართობა ჯერ კიდევ გრძელდებოდა. სანამ კარს დავხურავდი, კარებში მამაკაცის სხეული დავლანდე, რომელიც ოთახში სწრაფად შემოვიდა, მიხურულ კარს თვალის დახამხამებაში ამაკრა და ტუჩებზე დამწვდა.



თავი 7
ჩაბნელებულ სახლში ვერ ვხედავდი ვინ იყო, მაგრამ მისი სურნელი, ტუჩები, სხეული, კოცნა, სუნთქვა მეცნო... ლუკა იყო ჩემს წინ. ჯერ წინააღმდეგობის გაწევა ვცდე, მე ხომ მასზე გაბრაზებული ვიყავი... ხელი ვკარი, მაგრამ ვერც სხეულს და ვერც ტუჩებს ვერ მოვწყვიტე. გახელებული უფრო ძლიერად მიკრავდა ტანზე.ერთი ხელით ორივე ხელს თავს ზემოთ მიკავებდა, მეორე ხელით კი ჩემს თმას ბღუჯავდა და თავის განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. თეძოებით ძლიერად მაწვებოდა, რომ კედელს არ მოვშორებოდი და გაქცევა არ მეცადა მისგან.
გონება მთელი ძალით მიკიოდა „თავიდან მოიშორე ლანა!“ მაგრამ სხეული გონების კივილს არ უსმენდა...გონება დამებინდა, მოვდუნდი, კოცნაში ავყევი, ვიგრძენი როგორ მოდუნდა ლუკაც, ხელები გამინთავისუფლა, რომელიც მაშინვე მის კისერზე მოვათავსე და ჩემსკენ უფრო მივიზიდე.
თმას ხელი შეუშვა, მხრებიდან ნელ-ნელა ქვევით ჩააცურა, ჯერ წელზე, შემდეგ უკანალზე და ძლიერად მომიჭირა. წამოკივლება ვერ მოვასწარი, რადგან ნიკაპზე გადასული მისი ტუჩები ისევ ჩემს ბაგეებს დასწვდა და ხმა ჩამიხშო.ვნებამორეული დავასრიალებდი მის თმაში ხელებს და სხეულზე ისე ვეკვროდი თითქოს მინდოდა მას შევრწყმოდი.
მალე მის შიშველ წელზე მქონდა ფეხები შემოხვეული. სიბნელეში მიიხვლევდა გზას, არც კი ვიცი საით... ხის მაგიდაზე შემომსვა და სპორთული ჟაკეტი თითქმის შემომახია ტანზე. მაიკაც წამში მომაშორა. გონება დაბინდულმ ვერც კი შევნიშნე როდის გამხადა ელასტიკი. ახლა მხოლოდ საცვლების ამარა, ნახევრად შიშველი ვიჯექი მაგიდაზე და კბილებს მთელი ძალით ვაჭერდი ტუჩებს, რომ კვნესა შემეკავებინა. ლუკა კი ჩემს ყელზე დათარეშობდა და გზას მკერდისკენ მიიკვლევდა. ჯერ ლავიწამდე გაიყვანა კოცნების ბილიკი და შემდეგ აიღო გეზი მკერდისკენ. ერთი ხელი ჩემს წელზე მოეთავსებინა და სასიამოვნოდ დაასრიალებდა, მეორეს კი ფეხზე ... მუცელში ყველა კუნთი დამეჭიმა, რაღაც ლავასავით მწვავდა... სხეული მიცახცახებდა, ვერ ვიოკებდი...
გონს მაშინ მოვედი, როცა ხელი ბიუსჰალტეერისკენ წაიღო. აი მაშინ ჩაირთო გონების ჩამრთველი და წითელი ღილაკიც აბრიალდა.
-საკმარისია.- ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და ხელზე ხელი მოვკიდე. მთელი სხეული მიკანკალებდა, ჩემს ხმას დამაჯერებლობა აშკარად აკლდა.
-არ ვაპირებ შორს წასვლას...-მითხრა თვითონაც შეცვლილი, ვნება გაჟღენთილი ხმით და ისევ ჩემს ტუჩებს დააკვდა. -სულ რამდენიმე გაკვეთილით ფანტასტიურად აითვისე კოცნის ხელოვნება!- ჩამჩურჩულა...
„გონება მოიკრიბე ლანა... „ ისევ აკივლდა ჩემი გონება... მთელი ჩემი არსებით გადავწყვიტე ლუკას მოშორება, სწორედ მაშინ თავად მომშორდა და ხელში ამიყვანა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან ადვილად მიაგნო ჩემს ოთახს და საწოლზე ჩემიანად გადაწვა.
-ლუკა!- გაპროტესტება დავაპირე.
-ცოტა ხანს დავრჩები და წავალ მერე.-მითხრა და მისი სხეულიდან გადამაწვინა საწოლზე. პლედი სხეულზე მომაფარა, ახლა შევამჩნიე რომ ვცახცახებდი. ნეტავ სიცივისგან? ხელები მჭიდროდ მომხვია და გულში ჩამიკრა. მეც თავი მკერდზე ჩამოვადე და მისი სურნელით ავივსე ფილტვები.
მინდოდა მეჩხუბა, მეყვირა, მაგრამ არ შემეძლო. ჩემი გონება ჩემში არსებულ სიბრაზის ნამცეცებს აგროვებდა, მაგრამ მალევე ეფანტებოდა... გულამდე ვერ მიეტანა...
ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მალე მორჩებოდა. მხოლოდ ერთი დღე და ისევ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი... ისევ წიგნები... გამოცდები... უნივერსიტეტი... ვფიქრობდი და გული მეწვოდა, სული მეხუთებოდა, თუმცა უძრავად მედო თავი ლუკას მკერდზე და ვცდილობდი მისი მხურვალე ხელისთვის ყუადღება არ მიმექცია, რომელიც ჩემს ხერხელამზე სასიამოვნოდ დაცურავდა.
არ მინდოდა საკუთარი თავის მომეტყუება. მიას და ნატას ვატყუებდი, ლუკას ვატყუებდი, მაგრამ საკუთარ თავს არა...
მომწონდა ლუკა! სიგიჟემდე! სულის შეხუთვამდე! თუმცა მოლოდინი იმისა, რომ მალე ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა, ხმის ამოღების საშვალებას არ მაძლევდა. ვიცოდი ლუკა წავიდოდა და ჩემი გრძნობებიც გაითელებოდა... თვითოეულ ჩემს განცდას და გრძნობას სატვირთო მატარებელი გადაუვლიდა, როცა ზურგს მაქცევდა და თვალს მოეფარებოდა... ვიცოდი რაც მელოდა და მაინც არ მინდოდა მისი მკერდიდან თავის აწევა, მისი მკლავებიდან თავის დაღწევა...
ვერც კი მივხვდი როდის ჩამომიგორდა ცრემლი და ლუკას მოშიშვლებულ მკერდზე დაიდო ბინა.
-ლანა...-მაშინვე წამოყო თავი ლუკამ.-ტირი?
-არა.- ხმაც გამბზარვია. ჩავახველე და ისევ გავიმეორე ამჯერად მტკიცე ხმით.-არა!
-შემომხედე.- მკაცრად მითხრა.
-დროა წახვიდე.- წამოვჯექი საწოლზე. ზურგი ვაქციე.
ეს უნდა დამთავრებულიყო. მიტოვებისთვის განწირული ვიყავი და რაც მალე დათავრდებოდა ყველაფერი, მით უკეთესი იქნებოდა ჩემთვის.
თავიდან თითქოს მეც ვერთობოდი, მაგრამ ახლა აღარ. ლუკამ ისეთი ემოციები და გრძნობები აღძრა ჩემში, რომელიც აქამდე არ განმეცადა. უკვე მტკიოდა განშორება. ვხედავდი ჩემს საწოლში და ვიცოდი რომ განშორების წამზომი ჩართული იყო...
ვიცოდი, რომ მასში მხოლოდ ვნებას ავღძრავდი და მეტი არაფერი. არ შემეძლო მისთვის სათამაშო ვყოფილიყავი... არ შემეძლო ლუკას ცხოვრებაში ვყოფილიყავი მორიგი გასართობი. წამების წინ დეა, ახლა მე... ეს უნდა დამთავრდეს...
-რა იყო?-გაოცდა.-რა მოგივიდა?
-არაფერი ლუკა, წადი და აღარ მომიახლოვდე. ხვალინდელი დღეც და დამთავრდება.-უკვე ძალიან მიჭირდა ხმის კონტროლი. ვერც კი ხვდება, დაუჯერებელია...
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა წავიდე?-მხრებზე მომხვია ხელი და ზურგზე ამეკრო.
-წადი ლუკა.-შევუღრინე. ნეტავ თუ ხვდებოდა რამდენად მტკიოდა საკუთარი სიტყვები? მისგან რამე სხვა რომ მეგრძნო ვნების გარდა, არასდროს გავუშვებდი...- დეა გელოდება, მასთან წადი. ჩემთან დამთავრდა გართობა,,,- დავგესლე... მივახვედრე რა მტკიოდა.
უხმოდ, სწრაფად წამოდგა. არ გავნძრეულვარ. მისგან ზურგით ვიჯექი და მთელი ძალით ვუჭერდი პლედს თითებს. სულ ცოტაც მოითმინე ლანა... ცოტაც და მერე შეგიძლია იტორო...
რამდენიმე წამი არც ლუკა იძვროდა ადგილიდან. მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა, მაგრამ ჟიუტად არ ვბრუნდებოდი მისკენ. შემდეგ ნაბიჯების ხმა და კარის გაჯახუნება... ბალიშზე დავემხე და ხმამაღლა ავტირდი.


___
გული რომ მოვიოხე და ცოტა გონს მოვედი, ვიგრძენი რომ ვკანკალებდი. საცვლების ამარა ვიწექი საწოლზე. წამოვდექი და იატაკზე მოფენილი ჩემი ტანსაცმელი შევაგროვე. აბაზანაში შევფრატუნდი და ცხელი ჭავლის ქვეშ დავდექი. წყალს ვატანდი დარჩენილ ცრემლებს... ასე რატომ მეტკინა მისი წასვლა? მე ხომ მხოლოდ 5 დღეა ვიცნობ? არ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი გამხდარიყო ჩემთვის ასე მცირე დროში. აბა რა მჭირდა?
როგორც იქნა გავლღვი. ხალათ ჩაცმული მივლასლასდი და ემოციებისგან დაცლილი და დაღლილი შევწექი საწოლში.
-აუ კიდევ უნდა დავრჩენილიყავით რა...-მომესმა მიას ხმა.
-ვაიმე დავიყინე გოგო... თან ხომ ვიცი ხვალ ადრე წამოგვყრიან და დასვენება მჭირდება. რობოტი კი არ ვარ.-ბუზღუნებდა ნატა.
შემოსასვლელიდან მესმოდა ოთახში გოგონების ხმა და უკვე ვლოცულობდი აქ არ შემოსულიყვნენ. არ მინდოდა რომელიმეს ასე ვენახე... ახლა ახსნა არ შემეძლო.
-გეცეკვა შენც და არ შეგცივდებოდა რომ დაეკვეხე იმ სკამზე.-ოთახის კარი შემოაღო მიამ და სინათლე აანთო.- ლან დაწექი უკვე?- ჩემს დანახვაზე წამოიკივლა და ჩემი საწოლისკენ გამოქანდა. წამში საწოლზე შემოხტა მუხლებით.
-ჩააქრე რა სინათლე.- ამოვილაპარაკე ძალა გამოცლილიმა.
-რა ხმა გაქვს?- ახლა ნატა წამოვიდა ჩემსკენ.-რა გჭირს?
-არაფერი-თავზე საბანი წავიმხე.
-გოგოო! ამოძვერი მაგ საფარიდან და ამოთქვი რა გჭირს.-საბანს დაეჯაჯგურა ნატა და თავიდან გადამაძრო.
-მომეშვი რა.- ნელ-ნელა ვნებდებოდი ტირილს.
-ლან! ტიროდი? რა გჭირს ჩემო ცუნცულა გოგო? -ახლა მია მომწვდა სახეზე და თავი ამაწევინა.
-არაფერი. -ჯიუტად ვიმეორებდი.
-ვინმემ გაწყენინა? რამე გტკივა? მითხარი გოგო, ნუ გადამრიე.- თავთან მომიჯდა ნატა და ხელი თმაზე გადამისვა.
ბოლო წვეთი იყო. ბალიშში ჩავრგე თავი და ტირილის ახალ ტალღას მივეცი თავი. მესმოდა გოგონების შეძახილები: „ლანა შემომხედე...“ „რამე გტკივა?“ „ვინმემ გაწყენინა?“...
ხმას ვერ ვიღებდი. მეც არ ვიცოდი რა მჭირდა. რატომ მტკიოდა ასე ძალიან...
ცრემლებისგან რომ დავიცალე, თავი წამოვწიე და დასიებული ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს.
- სახლში წასვლა მინდა. გთხოვთ...- ამოვიკვნესე.
-მითხარი ჩემო საყვარელო რა დაგემართა. ვინმემ გაწყენინა? მითხარი, ნუ გამაგიჟე.- თბილად მეუბნებოდა ნატა. თვალებიდან სიბრაზეს, დაძაბულობას და შიშს ასხივებდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმტკიცეს ინარჩუნებდა, მიასგან განსხვავებით, რომელსაც უკვე ეტირა ჩემთან ერთად, ხმა მაინც გაბზარული ჰქონდა.
ზუსტად ვიცოდი ასე რა აშფოთებდათ ორივეს. ჩემი ცრემლები. ბოლოს ბებიას გარდაცვალების გამო ვიტირე. მანამდე კი თვითონაც არ მახსოვს როდის. ცრემლი იმდენად იშვიათად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ხან მისი არსებობაც კი მავიწყდებოდა...
-ახლა არ შემიძლია. უბრალოდ, აქ დარჩენა არ მინდა... წასვლა მინდა. ნატა გთხოვ...-ისევ წამომცვივდა ცრემლები.
-წავალთ, წავალთ საყვარელო, აღარ იტირო, გთხოვ...- მია ჩამეხუტა.
-ჩემთან დაწვებით?-ახლა მარტო ყოფნა არ მინდოდა... არ შემეძლო...
-რომც გამაგდო არ წავალ.-აბანოში გავარდა ნატა.
რამდენიმე წუთში გამოვიდა და მერე მიაც შევიდა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. არც გოგონები იღებდნენ ხმას, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ორივეს ეღვიძა.


___
დილით ნატა ადრე ადგა. მიას ეძინა. ჩამჩურჩულა წავალ და ჩვენი წასვლის საქმეს მოვაგვარებო, შუბლზე მაკოცა და გავიდა ოთახიდან.
ნეტავ თუ ვნახავ ლუკას წასვლამდე? თუ მოისურვებდა ჩემს ნახვას? იქნებ ეთხოვა კიდეც დარჩენა? არა! არ მინდა რაღაც უაზრო იმედებს ჩავეჭიდო. შენ გასართობიი იყავი ლანა, მეტი არაფერი. ზედმეტი პრობლემები არავის სჭირდება.
ნახევარ საათში უკან მობრუნდა ნატა.
-შეგვიძლია წავიდეთ. თუ გინდა ცოტა მერე წავიდეთ, დაისვენე ჯერ. -შემომთავაზა.
-არა. რაც მალე წავალთ მით უკეთესი. -საწოლიდან წამოვიწიე და მია შევანჯღრიე. -მია გაიღვიძე, მივდივართ.
-სად?- ამოიფრუტუნა თვალებ დახუჟულმა.
-თბილისში. ადექი ჩაიცვი და შენი ნივთები შეაგროვე.- საბანი გადააძრო ნატამ.
-ვის ელაპარაკე ჩვენს წასვლაზე?-მაინც ვერ შევიკავე კითხვა.
-ლუკას. -მითხრა და თავისი ჩანთა გახსნა.
-მერე რაო?- გული ამიფრიალდა. ხელები ამიკანკალდა.
-თუ მნიშვნელოვანია, წადითო.- მხრები აიჩეჩა ნატამ.
აი, ასე.... მხოლოდ გასართობი იყავი ლანა, ახლა ძველი და უსარგებლო ნივთი ხარ, რომელსაც დაუფიქრებლად მოისვრიდა ნაგვის ურმაში. გულზე ხელი მივიჭირე. მეტკინა... ძალიან მეტკინა...


გაუაზრებლად ავიბარგე ამ ოთახიდან, რომელიც უკვე ინახავდა ჩემზე მოგონებებს. ვერც გავაცნობიერე, ისე მოვხვდი ბათუმის სამარშუტო ტაქსში და როგორ ამოვყავი თავი ბათუმში. რა თქმა უნდა მგზავრობის დროს ცუდად რომ არ გავმხდარიყავი მიამ წამალი დამალევინა და მთელი გზა მეძინა. იქიდან კი თბილისიში წამოვედით.
სახლში გაჭირვებით შევათრიე ჩანთა და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. გოგონებიც შემობარგდნენ. კარი მოვხურე თუ არა საკეტით გადავკეტე და საწოლზე მივწექი...
თავი 8
1 კვირის შემდეგ.
უნივერსიტეტიდან ძალაგამოცლილი წამოვედი. სახლის კარს გაჭირვებით მოვარგე გასაღები და კარი ჯახუნით მივხურე.
-მოხვედი ლანა?-სამზარეულოდან გამომძახა ნატამ. დაიწყო...
-ხო.-გავძახე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ვიცოდი ისევ დამოძღვრას დამიწყებდნენ და ახლა ამის თავი არ მქონდა.
ერთი კვირაა რაც ლაშქრობიდან დავბრუნდით და ერთი კვირაა ნორმალურად არ მისუნთქია. არც გოგონებთან მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეში რამდენჯერმე ცდილობენ ამ თემაზე საუბრის წამოწყებას. არადა ყველაფრის დავიწყება მინდა. მინდა ყველა და ყველაფერი დავივიწყო იმ საძულველ 6 დღეს რაც გამახსენებს, რა თქმა უნდა ჩემი გოგონების გარდა...
-აქ შემოდი ქალბატონო და ჩაუშვი მაგ უკვე გამხმარ კუჭში საჭმელი.-დამიღრინა ნატამ. შევბრუნდი. სამზარეულოდან თავი გამოეყო და მიბღვერდა.
-აუ, არ მშია. მე...-ტყუილის მოსაფიქრებლად წამიერად ჩავფიქრდი, მაგრამ ვინ მაცალა?
-ახლა თუ იტყვი, ბუფეტში ვიყავიო, მაშინვე ამოგწიწკნი მაგ ენას ტყუილისთვის.-თვალები დამიბრიალა ნატამ.- ხელები დაიბანე და შემოდი მალე.
ფრუტუნით შევედი ოთახში. ჩანთა საწოლზე მოვისროლე და აბაზანაში შევედი ხელების დასაბანად.
-აბა, როგორ ჩაიარა გამოცდამ?-დავჯექი თუ არა მაგიდასთან, მაშინვე მკითხა მიამ.
-რა ვიცი.- მხრები უინტერესოდ ავიჩეჩე. ვიცოდი, ახლა ჩემს დაკითხვას დაიწყებდნენ და ღაც შეიძლება მოკლე პასუხებით უნდა შემოვფარგლულიყავი.
-ვაიმე რა... ჯერ სულ რა ხასიათი ჰქონდა და ახლა ხომ საერთოდ...-ჯუჯღუნით გადახედა მიამ ნატას.-გოგო! ეს ის გამოცდა იყო, მთელი ერთი თვე დღეს და ღამეს რომ ასწორებდი მეცადინეობით და ახლა ამბობ რა ვიციო?
-აუ, რა გინდათ? -ხელში აღებული ჩანგალი ისევ მაგიდაზე დავდე ბრახუნით. ხმაც გამიმკაცრდა.
-რა უნდა გვინდოდეს? არ იცი? ადამიანს აღარ გავხარ ლანა! გამოფხიძლდი ბოლოს და ბოლოს.-არც ნატა ჩამომრჩა ხმის სიმკაცრით.-შენზე ვნერვიულობთ გოგო! შენ კი გაჩუმებული ხარ , შენს თავში ხარ ჩაკეტილი და საკუთარ თავს იჭამ. რა გავაკეთოთ ჩვენ? გიყუროთ ასე?
ხმა არ ამომიღია. თავი ხელებში ჩავრგე და ხელის გულები თვალებზე მივიჭირე. ტირილის შეკავებას მთელი ძალით ვცდილობდი.
-ლანა!-ხელზე ხელი მომკიდა მიამ და თვალებიდან ჩამომაღებინა.-მომისმინე, არ ვიცი რა მოხდა და ამიტომ ვერაფრით გეხმარები, ვერც მე და ვერც ნატა. რისთვის გყავართ მითხარი... უბრალოდ მითხარი რა შეიცვალა ჩვენს შორის? აღარ გვენდობი, რაღაც გტკივა და ჩვენ არ ვიცით... ამ საქციელის შემდეგ რა ვიფიქროთ, მითხარი...
-მია, არ შემიძლია... ახლა არა...-ღმერთო, რატომ ვერ ვიღებ ხმას? რატომ ვერ ვყვები? რატომ არ ვიღებ გულიდან?
-აჰა... -მხოლოდ ეს წამოიძახა ნატამ, თავის თეფშს დაავლო ხელი და ნიჟარაში ჩადო. მიამაც მაგიდის ზედაპირს გაუსწორა თვალი. ვიცოდი ახლა რომ ისევ უთქმელად გავსულიყავი სამზარეულოდან, მათაც ძალიან ვატკენდი... მეგობრებს ვერ დავკარგავდი.
რატომ მტკივა ასე? რატომ მიჭირს მისი სახელის ხსენება? რატომ მეფლითება გული ნაწილებად? რატომ ვიშლები? რატომ გახდა ყველაფერი ერთი ფერის და უმნიშვნელო?
-მე... ლუკა მიყვარს...-გაუბედავად წარმოვთქვი, მაშინ როცა ნატამ წყალი გათიშა და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. საკუთარ კითხვებს თავად გავეცი პასუხი და დიახ, მე ლუკა მიყვარდა, სიგიჟემდე, უსასრულობამდე...-სწორედ ეს იყო ჩემი დუმილის მიზეზი.საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი ამაში, რაც ახლა ხმამაღლა ვთქვი.
-არ არსებობს...-წამოიძახა მიამ.
-რა მოხდა იმ საღამოს? რამე დაგიშავა? რამე გითხრა?-ნატა მეცა.
-არა!-უკვე ცრემლები მომდიოდა.
-აბა რა მოხდა? რატომ გამოვიქეცით ასე თავპირის მტვრევით?
და მოვუყვი. ყველაფერი, საწყებული თაგოში გატარებული ღამიდან, დასრულებული ბეშუმის სახლში მომხდარამდე...ორივე გაოგნებული მისმენდა. აშკარად არ მოელოდნენ ამას. მე კი გამალებით ვიწმენდდი ცრემლებს.
-იდიოტია ეგ ლუკა. დამპალი...-გამოლანძღა მიამ და მომეხვია.
-ის ძუ*ნა დეა ნახე რა... თმით უნდა მეთრია როცა, ამის საშუალება იყო.-წამოენთო ნატა.
-მისი რა ბრალია? ძალიათ არავის ახტებოდა...-ამოვისლუკუნე და ჩემს აზუზუნებული ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან.
-ვინაა?-მკითხა ნატამ, როცა უპასუხოდ გავთიშე.
-ნიკა.-უკმაყოფილო სახე მივიღე.
-მაგას ხომ უთხარი აღარ დარეკოო და რას გაგიწყალა გული?-ახლა მია აიჭრა.
ცოტა ხანი სამივე გავჩუმდით. მე გაშტერებული ვიჯექი და ჩემს ნათქვამზე ვფიქრობდი. ნუთუ შეიძლება ასე მცირე დროში ადამიანის შეყვარება? ასე ტკივილამდე შეყვარება... იმიტომ კი არ ვიყავი ეს ერთი კვირა ჩუმად, რომ ჩემი საქციელის მრცხვენოდა, იმიტომ რომ ჩემს თავში გარკვევა მჭირდებოდა და იმიტომ რომ მტკიოდა გახსენება და მით უმეტეს ლაპარაკი... ლუკა მტკიოდა...

1 კვირის შემდეგ.
-არ მინდა წამოსვლა.-ისევ ნაცნობი დიალოგი. ისევ მე ვჭირვეულობდი.
-მე არ მიკითხავს, ტონს თუ დააკვირდი...-წარბი ამიწია ნატამ.
-ხომ გითხარით, რომ შენი ცხოვრებისკენ მობრუნების ოპერაცია დავგეგმეთ? შენ კი ის უნდა გააკეთო, რასაც გეტყვით.-მიაც ჩაგვერთო.
-ცხოვრებისკენ ბარებში სიარულით უნდა მომაბრუნოთ?-ძალაგამოცლილნა ამოვილაპარაკე. საწოლზე ვიწექი და გოგონების მზერას ბალიშში თავის ჩარგვით ვირიდებდი.
-ზუსტად.-უხეშად მითხრა ნატამ.
-ადამიანები არ ხართ? არ მინდა წამოსვლა.-ბოლოჯერ გავიბრძოლე.
-სრული სერიოზულობით გეუბნები ლანა, ახლა რომ არ ადგე, იცოდე ძალით წამოგაგდებ და ძალითვე წაგიყვან ბარში.-შემომიტია მიამ.
-შენში რაიმე ნაწილი სერიოზულია?-დავცინე და ავიხლართე საწოლიდან. როგორც ჩანს, არ მქონდა არჩევანი.
გოგონების მომზადებული შარვალი და მაიკა ჩავიცვი.
-ესეც წამოიღე, წვიმაა გამოცხადებული.-თბილი ჟაკეტი მომაწოდა მიამ.
-შუა აგვისტოში რა წვიმა გოგო, საიდან მოიტანე, იწვის ქალაქი. -გამეცინა.
-ვაიმე... მოკიდე ხელი რომ გეუბნები რა.-დამიბრიალა თვალები. რა სჭირს დღეს ამას? ნატას ხასიათი გადამდებია?
გასასვლელში ნატამ დიდი ხელჩანთა მოიკიდა.
-რათ გინდა ამხელა ხელჩანთა? სამი საწვიმარი და სამი ქოლგა ხომ არ გიდევს? -ირონიულად გადავხედე გოგონებს. მორჩა ხომ გაიტანეს თავისი და მიმათრევდნენ მაინც ბარში და მე მათ ნერვებზე ვითამაშებდი მთელი საღამო.
-აუ, შენი ჭირიმე რა, მოთოკე ირონია.- უკანმოუხედავად მომაძახა ნატამ. მოიცადე ქალბატონო ჯერ სად ხარ...

რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ბარში ვისხედით სამივე.
-დღეს ვსვამთ.-მიამ წამოიძახა მაგიდასთან დაჯდომისთანავე.- და ლან, შენი ხმა არ გავიგო. არანაირი წინააღმდეგობა.
-კარგი.- ხელები ზევით ავწიე, გნებდები მეთქი.
- ხოდა ძალიან კარგი.- ხელით მიმტანი მოიხმო და სასმელი შეუკვეთა.
-აუ ჩემთვის ერთი წვენიც რა.- ვუთხარი და საპირფარეშოში გავედი.


-მაგრად მეხვევა თავბრუ და მეძინება. წავიდეთ რა...- ამოვიკვნესე მაგიდაზე თავდადებულმა. რა მჭირდა? ბევრი არ დამილევია მხოლოდ რამდენიმე ყლუპი მოვსვი. პირი გამიშრა და წვენის ჭიქა ბოლომდე გამოვცალე.
-სად უნდა წავიდეთ? ხომ გითხარი დღეს ვთვრებით მეთქი და ჯერ ახლა დავიწყეთ ჩვენ.-მიამ გამიცინა.
-მაშინ მე წავალ. გეფიცებით ძალიან მეძინება.-თვალები მეხუჭებოდა.
-5 წუთიც და წავიდეთ. -ნატას უკმაყოფილო ხმა მომესმა.
მაგიდაზე ჩამოვდე თავი და თვალები დამეხუჭა. მერე კი აღარაფერი მახსოვს, დამეძინა.


_______________
ძილის სამყაროდან გამოსულმა, თვალებ გაუხელლად გავშალე ხელები. თავი საშინლად მტკიოდა. საბნიდან ამოვყავი თუ არა ხელები, სიცივე ვიგრძენი. მოიცა, მე რა ორი თვე მეძინა და უკვე ნოემბერი იყო? ცხვირიც გამყივნია. ოთახში ჰაერიც ცივი იყო. ..
თვალები გავახილე და ვინაიდან აღმა ვიწექი, ჭერს მივაპყარი მზერა, ჭერი თეთრი იყო. ჩემი ოთახის ჭერიც თეთრია, ასე რომ აქ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა თავი მარცხნივ რომ გადავაბრუნე და კედელი ღია ვარდისფრად შეღებილი დავინახე, აქ უკვე დამცხა ამ სიცივეში.
ოთახი მოვათვალერე, ერთი ერთკაციანი ხის საწოლი, რომელშიც მე ვიწექი, ერთი ტუმბო, კარადა, მაგიდა და ორი სკამი იდგა. კედელზე კი მოჩუქურთმებული დიდი სარკე იყო ჩამოკიდებული.
ოთახი მაშინვე მეცნო, მაგრამ რეალურად ვერ აღვიქვამდი. მით უმეტეს არარეალურად აღვიქვი ეს ყველაფერი მაშინ, როცა ერთ-ერთ სკამზე ლუკა დავინახე. ალბათ სიზმარია, მაშინვე გავიფიქრე.
ლუკა უდარდელი სახით მიყრდნობოდა სკამის საზურგეს, ხელები გულზე დაეკრიფა და ფეხი ფეხზე გადაედო. მგონი გამეღიმა კიდეც. საშინელი კმაყოფილება, შვება და სიხარული იგრძნო გულმა, როცა ლუკა დავინახე.
-დილა მშვიდობისა ცოლო.-გამიღიმა ლუკამ და ამ ღიმილმა მაიძულა მეც გამეღიმა.
-დილა მშვიდობის.- „ნეტავ არასდროს გამეღვიძოს“- გავიფიქრე და... მოიცა... ძილში ფიქრი შეგვიძლია? გონება დავძაბე. როგორ გამერკვია სიზმარში ვიყავი თუ რეალურად იჯდა ჩემს წინ ლუკა? უცებ გამახსენდა, რომ სიზმარში კითხვა არ შეუძლია ადამიანს და თვალებით რამე წიგნის მსგავსი მოვძებნე, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ დავინახე, ტელეფონს ვეცი და მაშინვე წერილებში შევედი. პირველივე წერილი გავხსენი და წავიკითხე:
„ლან! როგორ ხარ? ნიკა ვარ. უკვე რამდენი დღეა გირეკავ და შენ არ მპასუხობ. რამე გაწყენინე? შენთან მეგობრობა მინდა და რატომ მარიდებ თავს?მითხარი, რამე გაწყენინე? ამ წერილს რომ წაიკითხავ დამირეკე, გთხოვ“
წერილი ერთხელ რომ ჩავიკითხე, ახლა მეორედ მივუბრუნდი, მერე მესამედ... მივხვდი, რომ არანაირი სიზმარი არ არსებობდა, მაგრამ მექანიკურად ვაკეთებდი ერთი და იგივეს. მივხვდი, რომ ახლა მე და ლუკა ერთ სახლში, ერთ ოთახში ვიყავით... სახლში, რომელშიც ჩემი უსაყვარლესი ხალხი ცხოვრობდა. შალვა და თინა, ნინო ბებო და გოგონები... კიდევ ერთხელ დავაპირე წერილის წაკითხვა.
-რას აკეთებ?-ლუკა ინტერესით სავსე თვალებს არ მაშორებდა.
შევკრთი. ტელეფონი ბალიშის ქვეშ შევაცურე. თვალებსა და ყურებს არ ვუჯერებდი. რა მინდა აქ? როდის და როგორ მოვხვდი აქ? ნელ-ნელა ამიხურდა ლოყები, როგორც კი ვიწამე სიტუაციის რეალურობა. ახლა ლუკა ჩემს წინ იჯდა... ჯანდაბა!
-ლანა!-წარბები შეყარა ლუკამ. ამან ცოტა გონს მომიყვანა.
-მე... ჩვენ... აქ რა გვინდა?- ვიკითხე როცა ენასა და გონებას შორის გარკვეული კავშირი დავამყარე.
-დაპირებას ვასრულებთ.-უდარდელად აიჩეჩა მხრები.
გულის საშინლად სწრაფად მიცემდა და დიდი ხანია გასცდა დასაშვებ ზღვარს. ეს რა ხდებოდა ჩემს თავს?
-რომელ დაპირებას?- გაშტერებულმა ამოვილაპარაკე.
-ნინო ბებოს დავპირდით, რომ მოვიდოდით ისევ, არ გახსოვს?- გაიოცა.
-რა? რეებს ბოდავ? რა დაპირება გადაირიე? აქ ვინ მომიყვანა?- როგორც იქნა ნორმალურად გავიაზრე რაც ხდებოდა და ხმას ავუწიე. ისევ თაგოში ვიყავით მე და ლუკა და ისევ ცოლ-ქმრის როლი უნდა გვეთამაშა?
არა! ეს არ მოხდებოდა, მე ეს თამაში წავაგე და ხელახლა ჩაბმას არ ვაპირებდი.
-მე მოგიყვანე. -ისეთი ტონით მითხრა ვითომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა ისე გამაბრაზა მისმა უემოციო პასუხებმა სიამოვნებით მივახრჩობდი...
-და რა უფლებით? ვის ჰკითხე? ვინ მოგცა ამის უფლება?-კიდევ ერთი ოქტავით ავწიე ხმა და საწოლიდან წამოვხტი.
-არავისთვის მიკითხავს. რამდენიმე დღე დავრჩებით და წავალთ.
-მე დარჩენას არ ვაპირებ. დღესვე წავალ. თავხედო! არამკითხევ! არ იცი რომ ამას გატაცება ჰქვია?- ხმამაღლა ვლაპარაკობდი და ოთახში ბოლთას ვცემდი. პულსის დარეგულირებას ვერა და ვერ ვახერხებდი. ლუკას სიახლივე საშინლად მოქმედებდა ჩემზე. გული ორად მეპობოდა. შოშისგან და სიხარულისგან.
-ვერსად ვერ წახვალ და რომელ გატაცებაზე ლაპარაკობ? ჩენ ხომ აქ ჩემი ცოლი ხარ? -რაღაცნაირად შეცვლილი, თოთქოს ვნებიანი ხმით მითხრა.
ამ ხმამ მისკენ გახედვა მაიძულა. მე მიყურებდა მისი თვალები, სხეულს მითვალიერებდა... ნელა, ძალიან ნელა დავიხედე ტანზე და... არა! მხოლოდ მაისურისა და ტრუსის ამარა ვიდექი მის წინ. მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე.
-ჯანდაბა! -ამოვიკვნესე ჩუმად და ისევ ლუკას გავხედე.
ერთი ხელით ტუჩებს იფარავდა და სიცილის დამალვას ცდილობდა. თვალებში კი ცუდად დაფარული ვნება უკიაფებდა.
-ვერ გიტან, ლუკა!-წამოვიძახე და საწოლში შევხტი. სახე ამიხურდა.
-გეყოფა ახლა და ნუღარ კივიხარ. მთელი დილაა შენს გაღვიძებას ელოდებიან სახლში.-სკამიდან საქმიანი სახით წამოდგა ლუკა და თვალებში ჩამხედა.-ხომ იცი, აქ ჩვენზე რასაც ფიქრობენ. მე ვიცი რას ნიშნავს ეს ოჯახი შენთვის და დამიჯერე, იმაზე ბევრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე შენ ფიქრეობ. ასე რომ, დაფიქრდი რასაც იტყვი როცა ჩამოხვალ ქვემოთ. გულს ნურავის ვატკენთ.-მითხრა სრულიად სერიოზულად და კარისკენ წავიდა.
თვალი გავაყოლე და კართან დადებული ნატას დიდი ხელჩანთა დავინახე.
-ნატა და მიაც აქ არიან?- ერთდროულად გაოცებულმა და გახარებულმა წამოვიყვირე.
-არა, მარტო ჩვენ ვართ.- შემობრუნდა.
-აბა ნატას ჩანთას აქ რა უნდა?-დავიბენი.
-მანდ შენი ნივთები აწყვია და შეგიძლია გამოიცვალო. ძალიან მშია, მალე ჩამოდი ქვემოთ, თორემ მოგიკვდება ქმარი შიმშილით და ეგაა, დარჩები ქვრივი, ასეთ პატარა ასაკში- გამიცინა, ოთახიდან გავიდა და გაოცებისგან პირდაღებული დამტოვა საწოლში.




თავი 9
ოთახში მარტოდ დარჩენილს, იმდენი გრძნობა მომაწვა ერთდროულად, ცოტას თუ არ გავფილტრავდი,ნამდვილად გავსკდებოდი... ოხ, ნატა... ოხ, მია... ნეტავ რა ჰგონიათ მთელი ცხოვრება აქ დავრჩები და აღარ დავბრუნდები უკან? ორივეს მოვკლავ...
ასე როგორ მომექცნენ? ხომ იციან რასაც ვგრძნობ და ასე რატომ გამიმეტეს? ახლა ისევ გამიახლდება ყველა ტკივილი, ამეწვება შეუხორცებელი ჭრილობები... ტელეფონში ნატას ნომერი მოვძებნე და დავრეკე.
-სანამ ყვირილს დაიწყებ და მიწასთან გაგვასწორებ, გეტყვი რომ ასე იყო საჭირო.- მომესმა მიას ხმა.
-შენ ცალკე მოგივლი ქალბატონო. ტელეფონი პატრობს გადაეცი და მერე შენ მოგხედავ.- მუქარანარევი ხმით ჩავძახე ტელეფონსში. ნატა არ იყო, ლუკას მოკვლით რომ ემუქრებოდა? ახლა კი საკუთარი ხელით მომიმზადა ჩანთა და გამომისტუმრა აქ...
-აუუ... რა საშინელი ხასიათი აქვს ამ გოგოს, ვინ მოიყვანს ამას ცოლად. რას იღრინები გოგო? რა არ მოგწონს? ხომ თქვი, მიყვარს ლუკაო? ხოდა, კი ხარ მანდ მაგისი ცოლი...-კისკისებდა მია და მე კი მისი სიცილი ნერვებზე მირტყავდა.
-მია.-ხმას უფრო ავუწიე.
-რა მია, რა გინდა? მომისმინე, კოცნა ხომ დახვეწილი გაქვს უკვე და მაგაზე აღარ გჭირდება დარიგება. აბა დანაჩენი მეც არ ვიცი და შენ რა დაგარიგო. ნატაც მხრებს იჩეჩავს, არც მე მაქვს გამოცდილებაო და ვინმე სამგზის გათხოვილს არავის იცნობ? ჩაგიტაროს მასტერკლასები, არ შერცხვე ლუკასთან...
-გოგო!-ხმა კი მკაცრი მქონდა, მაგრამ მის სიტყვებზე მეც მეპარებოდა ღიმილი უკვე.
-ერთს დაგარიგებ რა.მომისმინე, მთავარია ლუკასთან შენი უჟმური ხასიათი არ გამოამჟღავნო, თორემ მოიხსნის ეგ ბიჭი შენი ქმრის სტატუსს და დარჩები შინაბერა. აბა სხვა ვინ იტყვის მაგის გარდა შენზე ჩემი ცოლიაო? არც არავინ. მარტო ლუკაა ასეთი გიჟი. მგონი არ უყვარს თავისი თავი, შენს ხახაში რომ ვარდება საკუთარი ნებით- ლაქლაქებდა მია გაუჩერებლად.
-მია მორჩი!-გავეცი ბრძანება, მაგრამ მისმენდა ვინმე?
-კარგი, წავედი ახლა და მიდი აბა, შენ იცი... არ შემარცხვინო გოგო! უი.მართლა, თავი ხომ არ გტკივა?-მკითხა მოულოდნელად.
-კი.- გაკვირვებულმა დავაღე პირი, ამან საიდან იცის მეთქი.
-შენ მე რა უნდა მომატყუო? სიეშმაკის ნატამალი არ გაქვს ამხელა გოგოს. ვიცოდი, სასმელს არ დალევდი და წვენში ჩაგიყარე წამალი.-კისკისებდა მია გაუჩერებლად.
-რა წამალი?-აღმომხდა განცვიფრებულს.
-ძილის წამალი. აუ, რა ხარ რა, გოგო, ეგეც ვერ მიხვდი? აბა არ გაგეღვიძებოდა ამდენი ხანი?-კისკისებდა მია და ნატას სიცილიც მესმოდა.
-ვაიმე გოგოებო, როგორ...
-ვერ გვიტან, ვიცით...-არ დამამავრებინა მიამ წინადადება.-წავედით ახლა ჩვენ და აბა შენ იცი. შენი ბედი შენს ხელთაა იცოდე. თავს მიხედე და ქმარს კიდევ.-ჩამძახა ყურში მიამ და გათიშა.
-მართლა ვერ გიტანთ.-ამოვიბუტბუტე გაოგნებულმა ხმამაღლა და ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე.


__________
როგორც იქნა მოვწესრიგდი და ოთახის მილაგებას რომ მოვრჩი, კიბეებზე დავეშვი პირველი სართულისკენ. კიბის ბოლოში რიმა შემომეგება.
-ლანამ გეიღვიძააა...-იკივლა პატარა მეტიჩარამ და ფეხზე შემომეხვია.
-როგორ ხარ თოჯინა? -მისკენ დავიხარე და ხელში ავიყვანე. ჩაფუტკუნებული ლოყები დავუკოცნე და მერე გავემართე იჯახის დანარჩენი წევრებისკენ.
-როგორ ხარ ჩემო გოგო?- ჩამეხუტა თინა და თბილად მაკოცა.-როგორ გამიხარდა რომ იცოდე თქვენი ნახვა.
-კარგად ვარ თინა, თქვენ როგორ ხართ?-თვალები ცრემლით ამევსო.სიხარულის ცრემლით.
საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ბოლო სამი კვირაა თავს ვეღარ ვაკონტროლებ. უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლოს ბებოს გარდაცვალების გამო ვიტირე, მაგრამ ბოლო სამი კვირაა გამუდმებით ჩამომდის სახეზე მლაშე სითხე.
ნინო ბებოს თბილი და მოსიყვარულე თვალებს რომ წავაწყდი აქ უკვე ხმით ავტირდი. ქალიც მთელი გულით მიკოცნიდა სახეს და დანაოჭებულ და ჯერ კიდევ ლამაზ, თეთრ სახეს უნამავდა ცრემლები.
-არ იტირო ბებო, ჩემო ლამაზო გოგო. როგორ გამახარეთ შვილებო, რომ იცოდეთ.-ჩვენთან მოახლოვებული ლუკაც ჩაიკრა ჩემთან ერთად გულში.
-დედა არ ინერვიულოთ რა, წნევამ არ აგიწიოთ.-თინა მოგვიახლოვდა და მზრუნველად უთხრა დედამთილს.
-რადგან ესენი ვნახე ჩემთან, რაღა მომკლავს დედა აწი.-გაიცინა ნინო ბებომ და ჩვენც აგვიტყდა სიცილი.
ლუკამ ხელი მომხვია და დივანზე ჩამომსვა. თვითონაც გვერდით მომიჯდა და მის მხარზე ჩამომადებინა თავი. არ ვეწინააღმდეგებოდი, ამის არც თავი მქონდა და არც სურვილი.
-ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.-თმაზე მზრუნველი ხელებით მეფერებოდა და მაწყნარებდა.
-რომელი გადაწყვეტილების?-თავ აუწევლად ვიკითხე. ტირილისგან ხმა შემცვლია.
-რომ აქ წამოვედით.-მითხრა წყნარად და თავზე მაკოცა.
ღმერთო! როგორ მაბნევს ეს ბიჭი. რატომ ვართ აქ? რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? რას ნიშნავს ეს სახლი და მასში მცხოვრები ოჯახი ლუკასთვის? ან საერთოდ, რას ვნიშნავ მე მისთვის? რატომ ვარ აქ მე და არა მაგალითად დეა ან ნებისმიერი სხვა გოგო? ლუკას ამ საქციელით შეიძლებოდა მეფიქრა, რომ რამეს გრძნობდა ჩემს მიმართ, მაგრამ ასე რომ იყოს ამ ორი კვირის განმავლობაში ერთხელ ხომ მაინც შემეხმიანებოდა? ჩემი ნომერი ხომ მაშინ ჩავაწერინე ქეთის, როცა ლაშქრობაში წავედით, ასე რომ ჩემთან დაკავშირება არ გაუჭირდებოდა. ან საერთოდ, მაშინ იღონებდა რამეს, როცა ბეშუმიდან წამოსვლა დავაპირე, ან უბრალოდ ხელს შეეშალა წამოსვლაში, ერთი სიტყვა მაინც ერთქვა, მაგრამ არა! ეს არ გააკეთა...
მაშ, რა ხდება ახლა?
ფიქრებში წასული, თინას ხმამ გამომარკვია. ხელები დაიბანეთ და სუფრსთან მობრძანდითო. როგორც ჩანს ლუკაც ჩაფიქრებული იჯდა. ხელები ორივემ დავიბანეთ და სუფრას მივუჯექით.
თვალი მოვავლე ყველას, შალვას, თინას, ნინო ბებოს და გოგონებს. ბოლოს ლუკას შევხედე. ოდნავ შეცვლილი მეჩვენა, თითქოს გადაღლილი, უპეებ ჩავარდნილი და... არ ვიცი, რაღაცნაირად შეცვლილი...
-როგორ გამხდარხარ შენ, ბებო-სწორედ ამ დროს მითხრა ნინო ბებომ და ხელზე ხელი მომკიდა.-არ მოგიარა ხომ არ ონავარმა?- ლუკასკენ მიმითითა.
-სწორედ ასე მეძახდით ბავშვობაში, ნინო ბებო, გახსოვთ?-გაიცინა ლუკამ.
-როგორ არ მახსოვს, ბებო. პირველად რომ მოგიყვანათ შენ და ბაბუაშენი მიშამ სახლში, ჰამან (მაშინვე) დეიწყე სირბილი სახლში.-გაიცინა ქალმა. როგორც ჩანს შეახსენა ლუკამ მიშა ბაბუასა და ბაბუამისის მეგობრობის ამბავი.
მერე გვიყვებოდა და გვიყვებოდა ნინო ბებო ლუკას ცელქობის ამბებს, როგორ დასდევდა კეტით ხელში საქონელს, მე უნდა წავიყვანო საძოვარზე, გინდათ თუ არაო, როგორ ეხმარებოდა ხილის კრეფაში და კარტოფილის მოსავლის აღებაში ოჯახს. როგორ მიყვებოდა მიშას და ნიკოლოზ ბაბუას მინდორში თივის მოსაცელად...
ვისმენდი და ახლა უკეთ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს ოჯახი ლუკასთვის. ეს მისი ბავშვობის, ბედნიერი წლების მოგონებები იყო... როგორც ჩანს უფრო მეტი დრო აქვს ამ სახლში გატარებული, ვიდრე მე მითხრა. შევხედე მას და იმდენად თბილი ღიმილით იღიმოდა, რომ ვერც მე შევიკავე თავი და ფართოდ გავიღიმე.
საუზმემ მხიარულად ჩაიარა. სუფრის ალაგებაში მეც ვეხმარებოდი თინას და გოგონებიც. პატარა რიმა უკან დამყვებოდა სირბილით, შენ ისევ წახვალო იძახდა და თვალს არ მაშორებდა.
-იმდენი იტირა დილით რომ მოგიკითხა და არ დახვდი, ძლივს დავაწყნარე. ძალიან მოენატრე...-იცინოდა თინა.
-მეც ძალიან მომენატრა და ყველა მომენატრეთ. არ მეგონა ასე ადვილად თუ შევძლებდი ვინმეს შეყვარებას.- ვუთხარი მთელი გულიდ და ჩავეხუტე.
-რაის მადლობას მიხდი ჩემო გოგო, არ გრცხვენია?-მითხრა აჭარული კილოთი და ლოყაზე ჩამომისვა ხელი.


__________
საღამოს ყველა სავახშმოდ ვისხედით. რა თქმა უნდა მე ლუკას გვერდით ვიჯექი, როგორც მისი ცოლი... ხელი ჩემს მხარზე გადაედო და ჩემს თვალების ბრიალსა და შეშმუშვნებს მთელი მონდომებით აიგნორებდა.
თინას მეც და ნინო ბებოც ვეხმარებოდით ვახშმის მომზადებაში. თავს საოცრად მშვიდად და თავისუფლად ვგრძნობდი ამ სახლში.ასე რომ სტუმრის სტატუსი მალე მოვიშორე და მეც დავიწყე საქმიანობა.
-ნინო ბებო ჩემმა ცოლმა რა მოამზადა?-ჰკითხა ლუკამ ბებოს.
-ლანამ ნამცხვარი გამოაცხო, კიდევ აი, ის სალათი გააკეთა.-ხელით სოკოს სალათზე მიუთითა.
-მართლა? სიამოვნებით დავაგემოვნებ.-ფართოდ გაიღიმა „ჩემმა ქმარმა“.
არც კი ვიცი საიდან, მაგრამ გამახსენდა, რომ სოკოს ლუკა ხშირად ჭამდა ლაშქრობის დროს. თურმე პატარა წვრილმანებიც კი დამმახსოვრებია, რაც კი ლუკას ეხებოდა... უცებ მავნებლური აზრი ამომიტივტივდა. შურს ცოტა მაინც ვიძიებ ჩემი მოტაკებისთვის მეთქი გავიფიქრე და სანამ ლუკა ხელს გაიწვდენდა სოკოს სალათისკენ, მანამდე წამოვიძახე.
-მხოლოდ ნამცხვარი გეჭმევა ძვირფასო, ჩემი გაკეთებული. სოკოზე ხომ ალერგია გაქვს, დაგავიწყდა?- ეშმაკურად გავუღიმე ლუკას.
-ააა...-აშკარად დაიბნა და მერე მუქარით მომუკა ტუჩები.- ხო მახსოვს-ამოილაპარაკა გაბრაზებულმა.
ესეც მოგიხდება, არამკითხევ... გულში სიცილით იატაკზე ვგორავდი, ისე კი ყველანაირად ვცდილობდი არაფერი შემემჩნია.
-ავალთ ჩვენ ოთახში, ქალბატონო.-გადმომილაპარაკა ლუკამ და მაშინვე მოვრჩი ფეიერვერკების სროლის ცერემონიალს და ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ როგორ დამეცვა თავი ლუკას შემოტევებისგან.
კაცებმა ცოტაც დალიეს. მე რათქმა უნდა ლუკას შევახსენე, მისთვის დალევა რომ არ შეიძლებოდა და ჩემს სიტყვებზე, მის რეაქციას რომ ვხედავდი, სიცილს ძლივს ვიკავებდი. უკვე საღამოს ათი საათი იქნებოდა, ლუკამ დავიძინოთო რომ მითხრა.
-მე ჯერ არ მეძინება, მიდი შენ დაწექი და მოვალ მეც მერე.-ვუთხარი ღიმილიანი სახით და თან სახეზე ათასმა ფერმა გადამიარა. რა მეშველება რომ დავრჩემი მასთან ერთად მარტო? იმდენჯერ მოვუშალე ამ საღამოს ნერვები, ალბათ დამახრჩობს.
-იყოს დაგელოდები. -მანაც გამიღიმა, მოულოდნელად დამწვდა ტუჩებზე და მოწყვეტით მაკოცა. -მაინც ვერ დამიძვრები ქალბატონო.- უცებ ჩამჩურჩულა და ასე აღელვებული დამტოვა ოთახში, თვითომ კი გარეთ გავიდა.
სადამდეც შემეძლო გაწელვა, იქამდე გავწელე ოთახში დასაძინებლად წასვლის დრო. არც ლუკა არ წვებოდა ჩემს ჯიბრზე, არადა ვხედავდი როგორ ეძინებოდა, თვალები ჩაწითლებოდა.
ღამის პირველი იყო დაწყებული, მასპინძლებსაც რომ მოერიათ ძილი და მეც დავნებდი. ბავშვებს უკვე დიდი ხანია ეძინათ და დიდები ვიყავით მარტო მისაღებში.
-წამოდი დავწვეთ.- მივუახლოვდი ლუკას და ხელი მხარზე დავადე. მინაბული თვალები მაშინვე გაახილა.
-კარგი.-კმაყოფილმა თქვა და ფეხზე წამოდგა.
ოთახამდე უხმოდ ავედით. ჯერ ლუკა გავისტუმრე სააბაზანოში და მერე მე წავედი, იქნებ ჩემს მოსვლამდე დაეძინოს მეთქი. დიდ ხანს ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ. როგორც იქნა მოვწყდი ამ სიამოვნებას და საღამურებ ჩაცმული შევიძურწე ოთახში. ცერებზე დავიპარებოდი ოთახში და დიდი იმედი მქონდა, რომ კედლის მხარეს გადაბრუნებული და მშვიდად მსუნთქავი ლუკა, ღრმა ძილში იყო.
საბანი გადავწიე და ჩუმად მივუწექი გვერდზე. საწოლის ყოველ გაჭრიალებაზე ვშეშდებოდი და მოძრაობას მინიმალურამდე ვანელებდი. როგორც იქნა დავწექი, თავი სამშვიდობოს დავიგულე, რადგან ლუკა ოდნავადაც არ შერხეულა და ის-ის იყო უკვე გონებაში შამპანიურის გახსნას ვაპირევდი, რომ გამარჯვება მეზეიმა, რომ ლუკა საწილიდან წამოვარდა და ზემოდან მომექცა.
მოულოდნელობისგან შეშინებულმა წამოკივლებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ხელი ტუჩებზე ამაფარა და ამაყი მზერა მომავლო.
-სახაბიელო სიტუაციაში არ იმყოფები ჭირვეულო. აბა, ახლა რას იზამ?-ირონიულად ჩაიცინა.
-მმმმ....- ვითომ რაღაც წამოვიყვირე, მაგრამ დახშული პირიდან მხოლოდ უაზრო ზმუილი ამომივიდა.
-ეს რა ხმებია?- წარბი შექრა ლუკამ.- შენც გესმის?
თავი გავაქნიე და მანაც მომაშორა ხელი ტუჩებიდან, თუმცა ისევ ჩემს ზემოდან იყო და მთელი სხეულით მეკრობოდა.
-ახლავე მომშორდი, ლუკა! -მკაცრად ამოვილაპარაკე.
-ნწ! ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს.-მხრები მოუხერხებლად აიჩეჩა და თან ხელებს მიკავებდა ერთი ხელით.
-სამაგიეროდ მე ვერ ვგრძნობ თავს მშვენივრად, ლუკა! მომშორდი. რა გინდა მითხარი, რას ნიშნავს ეს სპექტაკლი? რატომ ვართ აქ?- დავსვი კითხვა, რომელიც მთელი დღე ნერვიულ სისტემაზე მიკაკუნებდა კოდალასავით.
-ასე იყო საჭირო.- დასერიოზულდა.
-და ვისთვის იყო საჭირო? შენთვის?ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად არა. ვხედავ ეს ხალხი გიყვარს და მეც მიყვარს, არ მინდა მათი მოტყუება, ყოველი მათთვის ნათქვამი ტყუილი, ტკივილს მაყენებს. არ მინდა აქ დარჩენა, წასვლა მინდა.-უკვე ცრემლები მომდიოდა.
-არ შეიძლება, აქ უნდა ვიყოთ.-თავი გააქნია. გამოხედვა და ხმა სრულიად სერიოზული ჰქონდა.
-და რატომ? გასაგებია შენს შეთხვევაში რატომ, მაგრამ მაინტერესებს მე რატომ ვარ აქ? და საერთოდ, გადახვალ ჩემი სხეულიდან? გავიჭყლიტე, ვეღარ ვსუნთქავ უკვე.-გავკაპასდი.
მაშინვე გადავიდა საწოლის თავის ნახევარზე და მეც ამოვისუნთქე.
-ძილი ნების, ლანა.- მითხრა ყრუდ.
-და კითხვებზე არ მიპასუხებ?-დაბუჟებული მაჯები დავისრისე, რომ სისხლი ისევ ამოძრავებულიყო.
-ყველა კითხვაზე გექნება პასუხი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
-მშვენიერია, ამომწურავი პასუხია დიდი მადლობა, ახლა უკვე გარკვეული ვარ ყველაფერში.-ირონია არ დავიშურე.
-დაიძინე, ლანა.-მხოლოდ ეს მითხრა გაუნძრევლად მწოლიარემ.- გუშინ მთელი ღამე არ მძინებია და ძილი მჭირდება.
-რატომ?- ენაზე მომდგარი კითხვა ვერ შევიკავე და ჩემს თავზე ნერვები მომეშალა.
-საჭესთან ვიყავი, აქ მოვდიოდით, მერე კი შენ არ დამაძინე.- საყვედურიც მომარტყა.- ამაღამ ასე ნუ იწრიალებ თუ შეიძლება.
-ოჰ დიდი ბოდიში, ვინ გეხვეწებოდა ნეტავ ჩემს გვერდით დაწოლას?-მაშინვე ავვარდი.
-ლანა! დამაძინე...
მეც ფრუტუნით ვაქციე ზურგი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე უხერხულად აღარ ვგრძნობდი თავს მასთან ერთად ერთ საწოლში მწოლიარე, როგორც პირველად. არ ვიცი ეს უფრო სიხარულს და სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. მისი ყოველი შერხევა და შეხება უდიდეს ენერგიას და სასიამოვნო იმპულსებს მიგზავნის სხეულში.
ლუკამ ერთი ღრმად ამოისუნთქა, ჩემსკენ გადმობრუნდა, ხელი მუცელზე მომხვია, თავისკენ მიმწია და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-ლუკა...
-სხვანაირად ვერ მოვისვენებ და არც შენ დაგეძინება მთელი ღამე, მე თუ ვიწრიალებ, ასე რომ...-ვინ მაცალა გაპროტესტება? შეიძლება ადამიანს ყველაფერზე ჰქონდეს პასუხი მზად?
მეც აღარ გავნძრეულვარ. მის მკლავებში კომფორტულად მოვეწყვე და ძილის სამყაროში ჩავიკარგე. ძილბურანში ვგრძნობდი, ყელზე, კისერზე, თავზე, მხარზე კოცნას, მაგრამ ძილს თავს ვერ ვართმევდი.

__________

დილით სასიამოვნო ჟრუანტელმა გამაღვიძა, მაგრამ ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ვერ ვიგებდი რა მგვრიდა სიამოვნებას. არ გავნძრეულვარ, თვალებ დახუჭული გაუნძრევლად ვიწექი და ნელ-ნელა შევიგრძენი ჩემი ლოყისა და ხელის ქვეშ მოთავსებული ლუკას გულმკერდი. ცხვირის ნესტოები და ფილტვები მისი სურნელით მქონდა სავსე. ლუკას ცალი ხელი ჩემს მხრებზე მოეხვია და მეორე ხელით თმაზე მეფერებოდა.
ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ წუთას... თავს ოცნების საშუალებაც მივეცი და გადავფრინდი მასში. ლამაზი, არა ულამაზესი მომავალი, ნათელი საძინებელი, დიდი საწოლი, და ერთმანეთის მოალერსე მე და ლუკა. კარს იქით კი ჩვენი შვილების ხმა ისმის.
-დილა მშვიდობის, ჭირვეულო. -ოცნებებიდან რეალობაში ლუკას ხმამ გადმომიყვანა და თავზე მაკოცა.
-დილა მშვიდობის.- ოხვრა ამოვაყოლე სიტყვებს. არ მომწონდა ოცნებების ფონზე ასეთი რეალობა.
თავის აწევა არც მიცდია, არ მინდოდა მოვშორებოდი, თუმცა ეს ოდესმე უნდა დამთავრებულიყო. შიგნიდან ყველაფერი მენგრეოდა, როცა წარმოვიდგენდი რომ ისევ თავიდან უნდა გადამეტანა ყველა ტკივილი, რომელიც ასე თუ ისე, ცოტა მაინც მქონდა დაძლეული. ამის გააზრებისთანავე წამოვიწიე, თუმცა ლუკამ არ გამიშვა.
-რა იყო?- მკითხა წარბშეკრულმა.
-უნდა ავდგე, გამიშვი! -გავიბრძოლე, თუმცა მან ისევ თავის მკერდზე დამადებინა თავი.
-მოიცა რა, ცოტა ხანს ვიყოთ ასე, თან ჯერ ადრეა.- თავზე მაკოცა.
მტკიოდა მისი ყოველი შეხება, ყოველი კოცნა, ყოველი ჩახუტება, ყოველი შემოხედვა და სიტყვა. ვიცოდი რომ ეს დროებითი იყო და მალე ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლებოდა. ეს ფიქრები მძაბავდა და მოსვენებას არ მაძლევდა. თან ჩემი ერთი ნაწილი მომიწოდებდა რომ დავმტკბარიყავი დევანდელი დღით, მეორე კი იმ გადატანილ ტკივილს მახსენებდა რაც მალე ისევ თავს დამატყდებოდა.
-მორჩი ლუკა რა... აქ არც ნინო ბებოა და არც შალვა, რომ აჩვენო როგორ გიყვარს შენი ცოლი. ხელი გამიშვი.-მოვითხოვე. ყელი მეწვოდა, ცრემლების გადმოყრის სურვილით ვკვდებოდი, მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებდი, არ შემეძლო ჩემი სისუსტე ლუკასთვის დამენახებინა.
ცივად გამიშვა ხელი ხმა არ ამოუღია. წამოვდექი და შარვალს დავავლე ხელი, და ამოვიცვი, მოკლე პენუარზე სპორტული შემოვიცვი, ფეხზე ბოტასი ჩავიცვი და გარეთ გავვარდი.
ჯერ ძალიან ადრე იყო, ამიტომ ყველას ეძინა. პირველ სართულზე ფეხაკრეფით ჩავიფარე და გარეთ გავედი. აღმართს ავუყევიზუსტად არ ვიცი მაგრამ, მგონი იმ მინდვრისკენ მივდიოდი, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანდა. რამდენივე წუთში მივედი. მინდორიც სწრაფად გადავჟერი და შემაღლებული ნაწილისკენ დავიძარი. ოატარა ბორცვის თავზე მოვექეცი და ჩემს წინ ისეთი სილამაზე გადაიშალა, წამით ყველაფერი დამავიწყდა.
-ოჰოო... -ამომხდა მოჯადოვებულს.
შორს ,ორი მთის წვერიდან მზეს ამოეყო თავი და ჯერ კიდევ უძალო სხივებს ფანტავდა ორგვლივ, ცაზე აქა-იქ თეთრი, ფაფუკი ღრუბლის ნაგკეჯები იწონებდნენ თავს. ქვემოთ კი, ორ მთას შორის, იყო მოქცეული რამოდენიმე სოფელი . სახლები, მოვლილი და ლამაზად გაშენებული ბაღ-ბოსტანები იწონებდნენ თავს. ამ ორი მთიდან ერთ-ერთზე მე ვიდექი და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი და უსუფთავეს ჰაერს ვსუნთქავდი.
აქ მანამდე ვიყავი, სანამ მზემ არ შემაწუხა. თანაც თინასი მომერიდა, ვიცოდი, რომ საუზმის გაკეთება უკვე დაწყებული ექნებოდა და მიხმარება არ აწყენდა.ისედან ძალიან წუხდებიან და ამ მცირედით მაინც წავაშველებდი ხელს. სახლში მისული ჯერ ოთახში ავბრუნდი.
ოთახი ცარიელი იყო, საწოლი გასწორებული... ამან გამაკვირვა. სასწრაფოდ გავიხადე პენუარი და მაიკით ჩავანაცვლე.
ოთახიდან უკვე გამოსვლა დავაპირე, რომ ტელეფონის ხმა მომესმა. მაგიდაზე ლუკას მობილური იდო, როგორც ჩანს ელემენტი დაჯდა და სიგნალით ატყობინებდა პატრონს. სატენიც მაგიდაზე იდო, ამიტომ ტელეფონი ავიღე და კვების წყაროსთან მოვაერთე. ეკრანი განათდა და მასზე გამოსახულ სურათმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.
სურათი აშკარად ლაშქრობის დროს იყო გადაღებული და არა ახლო ხედიდან. სურათზე რამდენიმე ადამინია გამოსახული. აშკარად საბაგიროზეა გადაღებული, ვაგონს რომ ველოდებოდით ბავშვები. სურათზე ქეთი, ნატა ლევანი და მე ვართ გამოსახულები. თვითონ ლუკა კი არაა ფოტოზე.
არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. ტელეფონი ხელში შევათამაშე. საკუთარ თავს ვებრძოდი, ვიცოდი რომ საშინელი საქციელი იქნებოდა,რისი გაკეთების სურვილიც მკლავდა, მაგრამ მაინც შევევდი ფოტოებში და სრული შოკი მივიღე.
ფოტოზე ვარ გამოსახული მე. ჯერ კიდევ თბილისში, ჩვენი პირველი შეკრებისას, ნატას და მიას რაღაცაზე ვეკამათები, მეორე ფოტოზე ვარ მე, სამარშუტო ტაქსში მძინარე. მესამე- ლაშქრობის პირველი დღე, თავდახრილი ჩანთაში ვიქექები, შოკოლადისთვის. მეოხე-სურათი, რომელიც ეკრანზე ფონათ დგას, მეხუთე- ამ ოთახში საწოლში მძინავს. ერთი ხელი თავქვეშ ამომიდია და თმაც გამბურდვია, მეექვსე... მეშვიდე... მეათე...
-სხვის ტელეფონში დაუკითხავად ძრომიალი, არაა კარგი საქციელი.-გვერდიდან მომესმა ლუკას ხმა. შეშინებულს ლამის ხელიდან გამივარდა ტელეფონი. ლუკა კარებში იდგა და წარბშეკრული მიყურებდა.
-მე... მე არ...-ენა დამება. არ ვიცი შიშისგან თუ ნანახისგამ. თავი დავხარე და ეკრანს დავაკვირდი.მომდევნო სურათი იმ დღეს იყო გადაღებული, როცა ფამოცდიდან სახლში ვბრუნდებოდი, რომელ დღესაც მიას და ნატას ყველაფერი მოვუყევი.
ისედან აკანკალებლს, ახლა თითქოს ცხელი წყალი გადამასხეს. გავშეშდი და დაფეთებულმა გავხედე ლუკას. ეს სურათი საიდან ჰქონდა?
-ეს... ეს სურათი...-ენას ვერ ვიბრუნებდი რომ სათქმელი მეთქვა.
-რომელი?-წარბი გახსნა და ახლოს მოვიდა. ხელზე ხლი მომავლო, ტელეფონი მიიტრიალა თავისკენ და ეკრანს დახედა.-ეს ის დღეა გამოცდა რომ გქონდა.-მითხრა უდარდელად და მე უფრო დამაბნია.
-მანიაკი ხარ?-არც კი ვიცი საიდან მოვიტანე ეს სისულელე, მაგრამ რატომღაც ერთი ფილმი გამახსენდა სადაც ერთი მანიაკუ მსხვერპლი გოგონების ჯერ სურათებს აგროვებდა და მერე კლავდა.
ლუკამ უცებ სიცილი ატეხა ჩემს სიტყვებზე და მერე ხარხარში გადაუვიდა. მე კი ნირიც არ მიცვლია, გაოცებული შევყურებდი.
-იცი რა მაკვირვებს? შენისთანა მოაზროვნე გოგო, ასეთ სისულელეს როგორ ამბობს. ორი დღეა ვფიქრობ და ვერ გამიგია, მართლა ვერ ხვდები თუ თავს ისულელებ. ყველანაირად ცდილობ გვერდი აუარო მთავარ თემას. ამ წუთას იმის დამადასტურებელ ფაქტს უყურებ, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და ლაშქრობის შემდეგ შენი ჩრდილი გავხდი, მერე თვით მიასა და ნატას შევეჭიდე და ძლივს დავარწმუნე სახლიდან რომ გამოეყვანე და წამალი ჩაეყარათ შენთვის და მოგიტაცე. მოგიყვანე ორივესთვის საყვარელ ხალხთან და საყვარელ ადგილზე და ამ დროს მეკითხები მანიაკი ხომ არ ხარო. გადამრევ შენ მე...-თავი გააქნია და ხელის ჩაქნევით საწოლზე ჩამოჯდა.
ისევ ერთ ადგილას ვიყავი მიყინული, მეტყველებისა და აზროვნების უნარი დაკარგული მქონდა.მხოლოდ ერთი ჩამესმოდა ყურებში „სიგიჟემდე მიყვარხარ“ და ამ ორ სიტყვას გამალებით ვებღაუჭებოდი. მგონი მხედველობაც დამებინდა, რადგან ვერც კი დავინახე, როდის მომიახლოვდა ლუკა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ლანა, გაიგე რა გითხარი? მიყვარხარ ყველასა და ყველაფერზე მეტად. ვიცი გული გატკინე და არა ერთხელ. მაშინ გატკინე როცა შენს ბავშვურ თამაშში აგყევი და დეას უფლება მივეცი, ჩეთვის ეკოცნა, მაშინ გატკინე, როცა ოთახიდან გამომიშვი და არ შეგეწინააღმდეგე, არ გითხარი სიმართლე, მაშინაც, როცა წასვლა გადაწყვიტე და არ გაგაჩერე. მაგრამ დამიჯერე არანაკლებ მტკიოდა. ლამის გავგიჯდი სანამ უკან დავბრუნდებოდით თბილისში და მოგძებნიდი. არ მინდოდა უბრალოდ დამერეკა და ბანალური ბოდიშები მეხადა.
ერთი კვირის შემდეგ გიპოვე და სწორედ მაშინ გადაგიღე ეს სურათი რომ გნახე, როგორი შეცვლილი იყავი, როგორი გამხდარი და თვალებ ჩამქრალი, სევდიანი, მაშნვე მივხვდი რომ მე გატკინე ასე. მეორე დღიდან დავიწყე მიაზე და ნატაზე მუშაობა. -გაეცინა მათ ხსენებაზე.- ჯერ არაფერი შეიმჩნიეს რომ დამინახეს, მაგრამ გახსენე თუ არა ლამის თვალები დამთხარეს. ძლივს დავარწმუნე რომ მართლა მიყვარხარ. მიამ იმდენი მლანძღა, ლამის შენი დავიწყება გადავწყვიტე, ეგ თუ არ შეიცვლება, იცოდე რომ ოჯახი მალე დაგვენგრევა, მე მაგის ხასიათს ვერ გავუძლებ მთელი ცხოვრება. -ისევ გაიცინა საკუთარ ხუმრობაზე. თუმცა მოიცა რა ხუმრობა? ჩვენი ოჯახი ახსენა? საერთო? ჩემი და მისი? ღმერთო, ოღონდ ახლა ეს ყველაფერი სიმართლე იყოს და მერე თუნდაც საკუთარი ხელით გავითხრი საფლავს.-მეტყვი რამეს?-ლუკას სევდიანმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
„გეტყვი, გეტყვი კი არა ვიკივლებ, ვიყვირებ ყველას გასაგონად რომ მიყვარხარ, რომ ვგიჟდები შენზე... „ -ეს მხოლოდ გავიფიქრე, მინდოდა ხმამაღლა მეთქვა, მაგრამ მგონი ენა გადავყლაპე. გული ისე გამალებით მიცემდა, მგონი ცოტაც და კვედა სართულიდან ამოგვაკითხავდნენ რა ხმაურიაო.
-ლანა! -თვალისმომჭრელად, მაცდურად გამიღიმა ლუკამ- თქვი რამე.
მის ღიმილზე ენა უარესად დამება. რა უსამართლოა ეს ცხოვრება, ეს უნდა გავდეს ფოტომოდელს და მე არა?
ამ პატარა იმედგაცრუებამ გონს მომიყვანა და წამში ნორმალურად გავაანალიზე სიტუაცია. რაღაც უნდა მეთქვა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. და ვინაიდან ჩემი ენა ჯერ თავის კალაპოტს არ დაბრუნების რომ მიტყვა ნორმალურად მეთქვა, ცერებზე ავიციე და ლუკას ტუცემზე ნაზად ვაკოცე.



______________

მაგიდასთან სავახშმოდ ვისხედით. ლუკას ჩემს წელზე მოეთავსებინა მარცხენა ხელი და ცოცხალი თავით არ მიშვებდა.
-ხვალ რომ მიდიხართ, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტეთ მე რა შემიძლია?-სუფრასთან ლუკას განცხადების შემდეგ „ხვალ გადავწყვიტეთ წასვლა მე და ლანამო“-თქვა მიშამ.-მაგრამ ერთი ორი ჭიქა მაინც უნდა დავლიოთ და გზა დაგილოცოთ.
-დავლიოთ.-თქვა ლუკამ.
ამჯერად ხმა აღარ ამომიღია. რაღა დროს ნაყოფიერება და უნაყოფონა იყო? ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ წუთას თავი სამოთხეში მეგონა.
-მიდი ყმაწვილო სიყვარულის სადღეგრძელო წარმოთქვი. მთელი საღამოა შენს ლამაზ ცოლს რომ შესციცინებ თვალებში, დაგვილოცე ერთი მაგი ლამაზი ქალბატონი.-გაიცინა შალვამ.
ლუკამ ხელი წელიდან მომაშორა მაგრამ ხელზე ჩამკიდა. ზეხზე წამოდგა და მე დამაშტერდა.
-მოკლედ ვიტყვი, დღეს მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ. მეეჭვება ასეთი ბედნიერი ვინმე დადიოდეს დედამიწაზე. ჩემი ეს ბედნიერება კი მხოლოდ და მხოლოდ შენ გიკავშირდება ჩემო ფერიავ. მიყვარხარ მთელი არსებით და სამუდამოდ. შენ მე არა მხოლოდ სიყვარული არამედ საკუთარი თავი მაპოვნინე. მიყვარხარ.-დაასრულა ლუკამ მე კი უკვე ცრემლებად ვიღვრებოდი. კუკამ სასმელი გადაკრა და თავზე მაკოცა.
-ამ სადღეგრძელოს ცოლმა უნდა უპასუხოს-წამოიძახა თამადამ.
-ლექსად ვიტყვი თუ შეიძლება.-გადავხედე შალვას.
-ბატონი ბრძანდები.-თავი დამიკრა და მეც უყოყმანოდ დავიწყე-
სიყვარულია ის, რაც არ გვესმის ადამიანებს,
სიყვარულია ის, რაც გულს გვტკენს და თან გვიამებს,
სიყვარულია ტკივილი, ტანჯვა, დიდი სიავე,
სიყვარული ის, რაც გვიამებს ამ დიდ იარებს.
სიყვარულისთვის თავს გავწირავ, ასე მგონია...
სიყვარულისთვის ცაზე მთვარეც მოუგონიათ,
სიყვარულისთვის საწამლავი მოსვა რომეომ,
სიყვარულისთვის დეზდემონა მოკლა ოტელომ.
ეს ყოველივე სიყვარულისთვის არ იყო განა?
რომ ჯულიეტამ დაუნდობლად დაისო დანა,
სიყვარულისთვის ზოგიერთი ჩაება ომში,
ორში ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდნენ ორნი.
სიყვარულს ახლავს დიდი ტკივილი, განუყოფელი,
დიდი ტკივილი - უკურნებელი, დაუნდობელი,
იგი ძლიერად ბრჭყალებს ჩაგასობს დაფლეთილ გულში,
სასოწარკვეთოლს, უმალ ჩაგითრევს სევდის უფსკრულში...
სიყვარული და ტკივილი ერთად ვარდს მოგაგონებთ,
სურნელოვან ვარდს,რომელსაც დიდი ეკლები ფარავს,
მაგრამ ამ ეკლებს არავინ უფრთხის და არვინ მალავს,
რომ სიყვარული სამოთხეა, ომი კი არა...
ძალიან ცოტა მოვსვი და ადგილზე დავაბრუნე ჭიქა. მაგიდაზე მსხდომნი დადუმებულნი მიყურებდნენ. ნინო ბებო უხმოდ ტიროდა.
-უყურე შენ ამას. რძალო ეს რა ლექსები გცოდნია...-წარმოთქვა ღიმილით შალვამ.
-ერთი წუთით მაპატიეთ.- წამოიძახა ლუკამ. ხალი დამავლო, სლამიდან ამაყენა და გარეთ გამარბენინა.
-რა მოხდ...-სიტყვა ვერ დავასრულე ეზოში გასულმა, რომ ტუჩებზე დამაცხრა ლუკა.
-ახლა რომ არ მეკოცნა, ჩათვალე მკვდარი ვიყავი. მიყვარხარ. - შუბლი შუბლზე მომადო და ღრმად ჩაისუნთქა. მეც ხმას ვეღარ ვიღებდი სუნთქვა არეული ღრმად ვსუნთქავი თვალებ მინაბული.


ცხოვრება ერთი პატარა წუთია, რომელიც თვალის დახამხამებაში მთავრდება. ყველა ადამიანი დედამიწაზე რაიმე მისიის შესასრულებლადაა მოვლენილი.ლუკა ალბათ ჩემს გასაბედნიერებლად მოევლინა სამყაროს და დაკისრებული მისია ზედმიწევნით შეასრულა.
განგიმ თქვა, ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, უმნიშვნელოდ იქნება, მაგრამ მაინც უნდა გააკეთო, რადგან ამას შენს გარდა ვერავინ გააკეთებსო.
ასეა ზუსტად. შენი უმნიშვნელო ქმედება, რაღაც მნიშვნელოვანს იწვევს... ლანამ და ნატამ წამომიყვანეს ლაშქრობაზე და შეიძლება ეს უმნიშვნელოს მივაწეროთ, მაგრამ მე აქ ჩემს მნიშვნელოვანს-ლუკას შევხვდი. და მასაც მიეცა თავისი მისიის შესრულების შანსი...


დასასრული.



№1  offline წევრი kora

რომ იცოდე წუხელ წავიკითხე ეს ისტორია ისევ და ახლა რაღაცნაირად ისე მესიამოვნა სრულად ატვირთული, რომ ვფიქრო ამაღამაც ხომ არ გავიმეორო)) მიყვარს შენი ემოციური წერის სტილი. პ.ს. იმას ვუცდი მოუთმენლად
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი გვანცა))

ეს ისტორია ადრეც მაქ წაკითხული და ეხაც გადავიკითხე<3მიყვარს მე ეს ისტორიაა
თბილი მხიარული და რაღაცნაირია))
საერთოდ მიყვარს მე შენი ისტორიები მარიამმ❤
წარმატებები

 


№3  offline მოდერი chica sol

kora
რომ იცოდე წუხელ წავიკითხე ეს ისტორია ისევ და ახლა რაღაცნაირად ისე მესიამოვნა სრულად ატვირთული, რომ ვფიქრო ამაღამაც ხომ არ გავიმეორო)) მიყვარს შენი ემოციური წერის სტილი. პ.ს. იმას ვუცდი მოუთმენლად

ჩემო გოგოვ. ისე მაკლდით, ისე... დღეს რამე რომ არ ამეტვირთა ვერ მოვითმენდი ხოდა... მიყვარხარ. მიხარია რომ გაგახარე heart_eyes

გვანცა))
ეს ისტორია ადრეც მაქ წაკითხული და ეხაც გადავიკითხე<3მიყვარს მე ეს ისტორიაა
თბილი მხიარული და რაღაცნაირია))
საერთოდ მიყვარს მე შენი ისტორიები მარიამმ❤
წარმატებები

გვანცა, დიდი მადლობა ჩემო კარგო, მიხარია რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს kissing_heart

 


№4 სტუმარი ninia

auu dzalian kargu iyo ....

 


№5  offline მოდერი chica sol

ninia
auu dzalian kargu iyo ....

დიდი მადლობა

 


№6  offline წევრი TeddyBear

ძალიან მიყვარს ეს ისტორია, ადრე რამდენჯერმეც კი მაქვს გადაკითხული და ეხლა სრულად ატვირთული კიდევ ერთხელ წავიკითხე ^^
ძალიან სასიამოვნოდ აღწერ მოვლენებს ❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დამპალო, ეს როგორ გამომაპარეეე...
კიდევ ერთხელ ვისიამოვნე და ჩავტკბი.
მომნატრებია შენი ტკბილი ამბები.
ის, როდის იქნება ის?

 


№8  offline მოდერი Eleniko13

მესამედ წავიკითხე. აი, დიდი ხომ არაფერი, მაგრამ ზუსტადაც ყველაფერი. მომწონხარ მე შენ. როგორ და რანაირად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია-მომწონხარ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline მოდერი chica sol

TeddyBear
ძალიან მიყვარს ეს ისტორია, ადრე რამდენჯერმეც კი მაქვს გადაკითხული და ეხლა სრულად ატვირთული კიდევ ერთხელ წავიკითხე ^^
ძალიან სასიამოვნოდ აღწერ მოვლენებს ❤

მიხარია რომ გახსოვთ ეს უსტორია. ეს ყველაზე "მსუბუქია" რაც კი დამიწერია და მეც მიყვარს რაღაცნაირად...
მადლობა ,რომ გადახარე ❤

ლორელაი
დამპალო, ეს როგორ გამომაპარეეე...
კიდევ ერთხელ ვისიამოვნე და ჩავტკბი.
მომნატრებია შენი ტკბილი ამბები.
ის, როდის იქნება ის?

ამ.. ჯგუფში დავდე პოსტი :დდ
მიხარია, რომ გაგახარე ჩემო'ვ❤

Eleniko13
მესამედ წავიკითხე. აი, დიდი ხომ არაფერი, მაგრამ ზუსტადაც ყველაფერი. მომწონხარ მე შენ. როგორ და რანაირად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია-მომწონხარ.

ელენე, არ გელოდი და მიხარიხარ, შენი მოწონებაც მიხარია, რანაირიც არ უნდა იყოს :დ

 


№10 სტუმარი Guest Darina

Turme rogor mommatrebia sheni tkbili tbili da ugemrielesi istoriebi erti amosintqvit chavikitxe gavixsene chemi dzveli siyvarili uh rogor miyvarda luka sul gelodebi axali istoriiit imedia male dagvibrundebi shen xom ici chemi shendami damokidebuleba vgijdebi shenze

 


№11  offline მოდერი chica sol

Guest Darina
Turme rogor mommatrebia sheni tkbili tbili da ugemrielesi istoriebi erti amosintqvit chavikitxe gavixsene chemi dzveli siyvarili uh rogor miyvarda luka sul gelodebi axali istoriiit imedia male dagvibrundebi shen xom ici chemi shendami damokidebuleba vgijdebi shenze

დარი, ნიკი შეცვალე? კი, მახსივს ლუკაზე რა ამბები იყო :დ
ასე დიდი ხნით აღარ დავიჯარგები გპირდები❤❤

 


№12  offline ახალბედა მწერალი MariamG

ეს ის ისტორიაა, რომელიც არ მენატრება და იცი რატომ? ყოველთვის ვუბრუნდები. არ ვიცი ახლა მერამდენედ წავიკითხე, მაგრამ ყოველ ჯერზე ემოციების ტალღები მახრჩობს.
დიდი რაღაცები კი არა, წვრილმანები მედება გულზე და მათი სიყვარული მათბობს და მაგიჟებს.
ჩემი ლანა და ლუკა!
მიყვარს ეს ისტორია დაკიდევ უფრო მეტად შენ, იმისთვის რომ შენ ხარ ჩემი გული და რაღაც საბაგიროსავით გყავს გაყვანილი სიღრმეში და ისე წვდები ჩემს სამყაროს❤️
მიყვარს ჩემი მარიამი

 


№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი ტკბილი თბილი ჩასახუტებელი და შოკოლადკა ისტორიაა... როგორ ვგიჟდები და მსიამოვნებს ამ ისტორიის წაკითხვა ყველაზე მეტად კი ის მომწონს მთავარ პერსონაჟს ლანა რომ ქვია ჩემი გადარეული და ტკბილი დაიკოს სახელი...
პ.ს. მარიააააამმმ და "ვერ გხედავ, გგრძნობ" როდის უნდა წავიკითხო? შენს მუზებს იცოდე ავხანჯლავ მალე თუ არ დაგიბრუნდება (სვანი კი ვარ და ახანჯვლა არ გამიჭირდება)...

 


№14  offline წევრი milangirl

აუ როგორ მიყვარს ეს ისტორია. არც კი ვიცი მერამდენედ წავიკითხე. ახლა შენ სხვა იატორიებსაც გადავიკითხავ კიდევ ერთხელ და ვისიამუვნებ. მალე დაბრუნდო ახალი ოსტორიით

 


№15  offline მოდერი chica sol

MariamG
ეს ის ისტორიაა, რომელიც არ მენატრება და იცი რატომ? ყოველთვის ვუბრუნდები. არ ვიცი ახლა მერამდენედ წავიკითხე, მაგრამ ყოველ ჯერზე ემოციების ტალღები მახრჩობს.
დიდი რაღაცები კი არა, წვრილმანები მედება გულზე და მათი სიყვარული მათბობს და მაგიჟებს.
ჩემი ლანა და ლუკა!
მიყვარს ეს ისტორია დაკიდევ უფრო მეტად შენ, იმისთვის რომ შენ ხარ ჩემი გული და რაღაც საბაგიროსავით გყავს გაყვანილი სიღრმეში და ისე წვდები ჩემს სამყაროს❤️
მიყვარს ჩემი მარიამი

მარიამ, ჩემო პატარავ. ჩემი გული ხარ შენ, ჩემი სიტკბოება და სიხარული

უცნობი ქ
ჩემი ტკბილი თბილი ჩასახუტებელი და შოკოლადკა ისტორიაა... როგორ ვგიჟდები და მსიამოვნებს ამ ისტორიის წაკითხვა ყველაზე მეტად კი ის მომწონს მთავარ პერსონაჟს ლანა რომ ქვია ჩემი გადარეული და ტკბილი დაიკოს სახელი...
პ.ს. მარიააააამმმ და "ვერ გხედავ, გგრძნობ" როდის უნდა წავიკითხო? შენს მუზებს იცოდე ავხანჯლავ მალე თუ არ დაგიბრუნდება (სვანი კი ვარ და ახანჯვლა არ გამიჭირდება)...

ჩემო გოგოვ❤❤
ახანჯლე სალო, ახანჯლე ეგ უპასუხისმგებლო ეგ :(

milangirl
აუ როგორ მიყვარს ეს ისტორია. არც კი ვიცი მერამდენედ წავიკითხე. ახლა შენ სხვა იატორიებსაც გადავიკითხავ კიდევ ერთხელ და ვისიამუვნებ. მალე დაბრუნდო ახალი ოსტორიით

ახალი ისტორია იწერება ჩემო კარგო ( უფრო სწორად გრძელდება) მიხარია რომ გახსოვს ეს ისტორია და უფრო ის მიხარია რომ სხვებსაც გადახედავ❤

 


№16 სტუმარი Anna

როგორ მომეწონა <33

 


№17 სტუმარი Guest მარიამ ზაქარაშვილი

ჩემო ტკბილო მარიამო.როგორ მიყვარს ეს ისტორია და კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავიკითხე.

 


№18  offline წევრი mimimimo

ეს რა სიტკბო იყო.
ამდენი ემოცია
ამდენი სითბო
ამდენი სიყვარული
გავთბი
დავდნი.
როგორ მომეწონა.

 


№19  offline მოდერი chica sol

დიდი მადლობა ჩემო კარგებო, მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤

 


№20  offline მოდერი chica sol

რუსკა ტუსა
ვაიმეეე ძლიიივსს რას ხედაავს ამას ჩემი თვალეებიიი scream scream თითქმის ერთი თვეა სრულად ველოდები კარგ ისტორიას რომელიც სასიამოვნო წასაკითხია კარგადაც მთავრდება და ძალიან მაგარიცაა დააი ვიპოვეეე heart_eyes kissing_heart ძალიან ძალიან მაგარიაა აი ძალიაან heart_eyes ასეთი სასიამვნო ისტორიები იშვიათობაა,არც ბანალური იყო და არც ზედმეტად მოსაწყენი...მოკლედ ყველაფერი დადებითი შენს ისტორიაშიაა heart_eyes kissing_heart

რუსკა, დიდი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან გამახარე და მიხარია რომ ასეთი ნასიამოვნებო ხარ ამ ისტორიით❤❤

 


№21 სტუმარი mari

Aseti kargi istoria am bolos martla agar wamikitxia aq. Dzaan kargi iyo. Gimilit vkitxulobdi. Yochagggg.

 


№22  offline აქტიური მკითხველი lalita

მართალია წაკითხული მქონდა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე ხელახლა. სიტყვები არ მყოფნის უმაგრესი იყო.

 


№23  offline მოდერი chica sol

mari
Aseti kargi istoria am bolos martla agar wamikitxia aq. Dzaan kargi iyo. Gimilit vkitxulobdi. Yochagggg.

lalita
მართალია წაკითხული მქონდა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე ხელახლა. სიტყვები არ მყოფნის უმაგრესი იყო.

დიდი მადლობა გოგონებო. მახარებთ ძალიან❤❤

 


№24 სტუმარი მარიამ ნოდია

ძალიაან ძალიან ძალიან მომეწონა❤❤

 


№25  offline მოდერი chica sol

მარიამ ნოდია
ძალიაან ძალიან ძალიან მომეწონა❤❤

დიდი მადლობა, მიხარია ❤

 


№26  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

ძალიან ბევრი სითბო,
ძალიან ბევრი სიყვარული,
სიხარული და ულევი ბედნიერება.
აი, ეს იყო შენი ისტორია, ზუსტად!
ღამე, რომ დაწვები და შემოგეკითხება,ისეთი..
ადრე იდო მგონი ეს ისტორია. მე ეხლა ვნახე და ისე უცბად წავიკითხე, არ ვიცი..
გელოდებით შენ და შენს ისტორიებს..

 


№27  offline მოდერი chica sol

Nia☀️
ძალიან ბევრი სითბო,
ძალიან ბევრი სიყვარული,
სიხარული და ულევი ბედნიერება.
აი, ეს იყო შენი ისტორია, ზუსტად!
ღამე, რომ დაწვები და შემოგეკითხება,ისეთი..
ადრე იდო მგონი ეს ისტორია. მე ეხლა ვნახე და ისე უცბად წავიკითხე, არ ვიცი..
გელოდებით შენ და შენს ისტორიებს..

როგორ გამახარე...
კი იდო აქამდეც ეს ისტორია, თავებად. მიხარია რომ მოგეწონა და რომ ისიამოვნე.
ძალიან მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით ❤

 


№28  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კაი რამე იყო

 


№29  offline მოდერი chica sol

terooo
რა კაი რამე იყო

:დდ მიხარია ❤

 


№30  offline მოდერი chica sol

მედი
მარიამ♡♡♡ძალიან მომეწონა♡♡♡აი ისეთი იყო ლაშქრობას და სიყვარულს რომ მოგანდომებს:დდ♡♡♡♡♡

ვაიმე, ძალიან გამიხარდი... მიხარია რომ მოგეწონა❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent