შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა თავისას მიიღებს (სრულად)


19-11-2016, 19:40
ავტორი სატი
ნანახია 7 808

***
ეს ისტორია არის ორ ადამიანზე რომლებსაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ანა 17წლის გოგოა, რომელსაც ცხოვრებაში მამის გარდა არავინ ყავდა სანამ გიორგის არ შეხვდა. მამამისი პოლიციის უფროსია. გიორგი კი ზუსტად ის ადამიანია ვისაც პოლიციელები ეზიზღება. ანას და გიორგის ისტორია მთელ თბილისში იყო ცნობილი. მოკლედ რომ ვთქვათ ამ ისტორიას ნამდვილად არ ჰქონდა ჰეპი ენდი. გიორგიმ ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება, ხოლო ანა ამის მერე ვერ გამოკეთდა.
-ანა ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება-კოცნიდა და თან ეხუტებოდა გიორგი ანას.
-არ იქნება კარგად! შენ ხომ ჩაგსვამენ-ტიროდა გოგონა და მთელი სიმწრით ურტყამდა გიორგის ხელებს.
-ანა, ნუ ტირი-ვერაფრით ვერ ანუგეშებდა გიორგი და ამით კიდე უფრო იტანჯებოდა. გიორგის ანაზე მეტად ტკიოდა რომ ვერაფერს გააკეთებდა.
2წლის უკან გიორგის და გაიტაცეს და ... ასე ვთქვათ ცუდად მოეპყრნენ, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. გიორგი ორი წელი ეძებდა ამაში დამნაშავეს და როცა იპოვა ერთი გასროლით მოკლა ის ადამიანი.ახლა გიორგის პოლიცია ეძებდა, გიორგი კი არსად არ მირბოდა რადგან არაფრის არ ეშინოდა. ამბობდა იგივეს გავაკეთებდი მეორე შანსი რო მქონოდაო, ისე რო ხელიც არ შემიტოკდებოდაო. გიორგი, ანა და გიორგის ძმაკაცები ეზოში იყვნენ და ელოდებოდნენ პოლიციას. გვამი ეზოში ეგდო, არავინ არ უყურებდა მას რადგან შემზარავი სანახაობა იყო. ბიჭებმა სახეზე ქურთუკი გადააფარეს. გიორგის იქვე დაეტოვებინა იარაღი, გვამის გვერდით. გამვლელები შოკში იყვნენ, ბევრს ეშინოდა და მირბოდა ამ შემზარავი სურათის დანახვის შემდეგ. ძმაკაცები და მშობლები ემშვიდობებოდნენ გიორგის. მხოლოდ ანას არ შეეძლო იმ ფაქტის გააზრება რომ გიორგის მალე ჩასვამდნენ და ვინ იცის 10-20წელი ვერც ნახავდა. სკამზე იჯდნენ, ანა გულმკერდზე ყავდა მიკრული და ხელს არ უშვებდა. არავინ არაფერს ამბობდა, მკვდარი სიჩუმე იყო. ეს სიჩუმე მხოლოდ პოლიციის სირენების ხმამ დაარღვია. ყველა მაშინ წამოიშალა, ყველა მაშინ მიაჯდა გიორგის, არავინ ხელს არ უშვებდა, ანას და გიოს დედის ტირილი ერთი იყო. უბრალოდ გიოს დედა ხმამაღლა ტიროდა და შვილს ექიჩავებოდა დაგმალავო. მამა უბრალოდ იდგა და ვერაფერს ამბობდა. ძმაკაცები აქეთ-იქით ირეოდნენ, ისინიც თხოვდნენ გიორგის ბოლო შანსი გაქ და გამოიყენე წამოდი, დაგმალავთ და ვერავინ გიპოვისო, მაგრამ გიორგი ისევ ისე იჯდა ანასთან ერთად და არ ირყეოდა. პოლიციაც მოვიდა, გიორგი წამოაყენეს და ბორკილები დაადეს. სანამ მანქანაში ჩასვამდნენ ანა მივარდა ბოლოჯერ ჩაეხუტა და აკოცა, შემდეგ კი გაუშა. როგორც კი მანქანამ ეზო დატოვა და გიოს მშობლები ზევით ავიდნენ ანა ჩაიკეცა. უკვე ბოლო ხმაზე ტიროდა, გიორგის მაისური(ადრე რომელიც აჩუქა გიორგიმ) გულში ჩაეკრა და არ უშვებდა ხელს. ბევრმა სცადა მისი წამოყენება, მაგრამ ანამ მხოლოდ უხეშად მოიშორა ყველა. ბოლოს გიორგის ერთ-ერთმა უახლოესმა ძმაკაცმა ანა ხელში აიყვანა და სკამზე დასვა. ისევ ისეთივე სიჩუმე იყო. გიორგის ორი ძმაკაცი აქეთ-იქით დარბოდნენ და ადვოკატებთან რეკავდნენ, რადგან გიორგის მშობლებს ეხლა არაფრის თავი არ ჰქონდათ. ანა იჯდა და ერთ წერტილს მიჩერებოდა, საბა კი მის ალაპარაკებას ცდილობდა.
-არ ინერვიულო, მალე გამოუშვებენ. თან მიზეზს რომ გაიგებენ მოლბებიან, მინიმალურს გადაახდევინებენ. ანა არ იტირო, ხო იცი გიო აქ რო იყოს გაბრაზდებოდა
ანამ მუხლებში ჩარგო თავი, არავის არ უსმენდა. შემდეგ სობრანიე ამოიღო ჯიბიდან, ეს ის სიგარეტი იყო რომელსაც გიორგი და ანა ერთად ეწეოდნენ ყოველთვის. მოუკიდა და მძლავრად მოქაჩა.
-რა ვქნათ?-როგორც იქნა ამოიღო ხმა.
-ადვოკატებს დაველაპარაკებით-მისი დაწყნარება სცადა საბამ.
-არაფერი გამოვა, გიორგი მოსამართლეს რომ ეტყვის მინდოდა და რომ დავბრუნდე წარსულში იგივეს გავიმეორებო არამგონია ვინმემ შეიცოდოს.
-არ იტყვის, იტყვის და დავბრიდავთ. ანა, ყველაფერს გავაკეთებთ რომ მინიმალური ვადით ჩასვან.
-და მე მის გარეშე რა ვქნა?-მიუტრიალდა ანა. საბას ენა ჩაუვარდა.
-იცი? ცოლ-ქმარნი ვართ, დღეს ეს რომ არ მომხდარიყო ყველას ვეუბნებოდით რომ გავიპარეთ. იცოდი? მე მისი ცოლი ვარ, მე კი არაფერი ვიცოდი იმის შესახებ რომ ადამიანის მოკვლა უნდოდა. ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო საბა?!
-ცოლ-ქმარი? როდის?
-1კვირაა. მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. სახლში წავალ.
-ესეთ მდგომარეობაში არსად არ წახვალ, თან დიღომში.
-აუ ნიკაა! გამიყვან სახლში?
-კი-ნიკა ანასთან მივიდა წამოდგომაში დაეხმარა და მანქანაში ჩასვა. მერე თვითონაც ჩაჯდა და ჩაკეტა კარები.
-ან, ხო იცი რო უყვარხარ და როცა გამოვა ერთად იქნებით.
-ნიკა, ეგ ვიცი, მაგრამ რამდენად კარგად იქნება იქიდან რომ გამოვა არ ვიცი.
-ნუ ნერვილობ.
-ადვილი სათქმელია, როცა მამაშენი დააკავებს შენ შეყვარებულს, მერე ვილაპარაკოთ.
-ხო, მაგაზე არ მიფიქრია ნუ მეჩხუბები. ჩვენ ყველა ვნერვიულობთ გიორგის გამო. ეხლა კიდე გეყო გიორგიზე ფიქრი.
-საბას ვუთხარი მე და ნიკა რო გავიპარეთ.
-რაო მერე?
-გაუკვირდა.
-ხო. მოვედით, რამე თუ მოგინდება ნებისმიერს დაგვირეკე ხო იცი რო შენ გვერდით ვიქნებით ყოველთვის.
-ვიცი-ანა გადავიდა მანქანიდან და სირბილით შევიდა სახლის ეზოში. მისი ძაღლი მაშინვე შეეგება და ხტუნვა ხტუნვით შეყვა სახლში.
-ბო, დამაცადე ორი წუთი-გაუბრაზდა ძაღლს ანა და მეორე სართულზე ავიდა.
-მა? მამა? სახლში ხარ?-მამამისის ძებნა დაიწყო ანამ, მაგრამ ამაოდ. სახლში მის და ბოს გარდა არავინ არ იყო. ანამ თითქოს შვებით ამოისუნთქა და ქვემოთ ჩავიდა. სამზარეულოში დაჯდა და ტელეფონში მისი და გიორგის სურათების თვალიერება დაიწყო. თვალებზე ისევ ცრემლები მოადგა, მაგრამ როცა კარის ჯახუნის ხმა გაიგო მასინვე მოიწმინდა და უკან გაიხედა.
-მოვედი-ფეხზე გაიხადა მამამისმა და სამზარეულოში შევიდა.
-გიხარია ალბათ? როგორც გინდოდა დააპატიმრე გიორგი.
-ანა, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს, მოდი ნუ ვიჩხუბებთ.
-შენ ცდები, მე გიორგი მყავდა და შენ მე ისიც წამართვი. ახლა შეგილია ჩათვალო რომ შენ აღარავინ გყავს, ისევე როგორც მე-გაბრაზებული ავიდა ანა ოთახში. მამამისმა კი მხოლოდ ამოიოხრა და მის ოთახში გავიდა.
***
-საბა, დარწმუნებული ხარ რომ შეგვიშვებენ?
-არ ვიცი, შეილება მხოლოდ ოჯახის წევრები შეუშვან.
-შენ შეგიშვებენ ხო მაგის ცოლი ხარ-გაეცინა კოტეს.
-რა? ვინ უთხრა? საბა მოგკლავ-გაუბრაზდა ანა.
-მე არ მითქვამს-ხელები აწია საბამ.
-ნიკა?-ეხლა ნიკას მიუბრუნდა ანა.
-გიორგიმ-დაამშვიდა კოტემ.
-ოჯახის წევრების გარდა სხვებს ვერ შეგიშვებთ, დილით კი იყვნენ მოსულები გიორგის მშობლები-გამოვიდა ანას მამის მეგობარი.
-მე მისი ცოლი ვარ.
-რა?? იცის მამაშენმა?-გაუკვირდა ოფიცერს.
-არა, შემიშვებთ?
-10წუთზე მეტს ვერ მოგცემთ-ოფიცერი წინ გაუძღვა ანას. ანა შევიდა ოთახში და სკამზე დაჯდა. ცოტახანში გიორგიც მოიყვანეს, მას სახეზე სინიაკი ჰქონდა.
-რა დაგემართა?-ცრემლები წამოუვიდა გიორგის დანახვაზე ანას.
-არაფერი, კარს მივარტყი.
-ძლიერი კარი ყოფილა...
-ანა, გეხვეწები ნუ ტირიხარ.
ანამ ცრემლები მოიწმინდა და გიორგის აკოცა.
-შეხების გარეშე-შემოიხედა ისევ ოფიცერმა.
-გასაგებია-უპასუხა ანამ.
-მალე გამომიშვებენ არ ინერვიულო.
-მალე ეს რამდენია 28ის რომ იქნები? გიო მთელი ცხოვრება წინ გქონდა...
-ანა, ერთადერთი ადამიანი ხარ ვისთანაც ახსნა არ მჭირდება თუ რატომ მოვიქეცი ესე.
-სასამართლო როდის იქნება?
-არ გეტყვი. ანა თუ გიყვარვარ შენ სასამართლოზე არ მოხვალ.
-გაგიჟდი? ისედაც ვერ გნახულობ-ანამ გიორგის ხელებს ჩაეჭიდა.
-შეხების გარეშე!-კიდევ შემოაღო კარი ოფიცერმა.
-გავიგე!!-დაიყვირა ანამ და ხელები უკან გაწია.
-ანა, ანა მისმინე, დაწყნარდი. ვიცი ეგოისტურად მოვიქეცი, ვიცი შენზე უნდა მეფიქრა, მაგრამ ეს ქრისტინასთვის აუცილებლად უნდა გამეკეთებინა.
-არ მოქცეულხარ ეგოისტურად, მესმის შენი. გიო,გთხოვ ისედაც ვერ გნახავ ხშირად, მოვალ სასამართლოზე.
-არა, შენ სასამართლოზე არ მოხვალ. გესმის? არ მოხვალ.
-კარგი, არ მოვალ.
-თქვენი 10წუთი ამოიწურა-შემოვიდა ისევ ოფიცერი.
-ბატონო თავს ვიკავებ რომ არ გხიოთ და ჩემ ქმართან ერთად ციხეში არ ჩაავჯდე, სულ ერთი წუთით დამტოვეთ რომ დავემშვიდობო.
ოფიცერი ისევ გავიდა.
-გიო, მიყვარხარ გეხვეწები სისულელე არ ჩაიდინო.
-არც შენ, მეც მიყვარხარ.
ანა გავიდა ოთახიდან.
-რაო? რა გითხრა?-ყველა ანას მივარდა.
-არაფერი ისეთი. ეტყობა რომ ვიღაცამ ცემა, თვალთან ახლოს სინიაკი აქვს. სახლში მეთითონ წავალ არცერთი არ გამომყვეს-ანა დაემშვიდობა ყველას და წავიდა. სახლამდე არც ისე დიდი მანძილი იყო. ნელ-ნელა ბნელდებოდა. ანას სახლთან ვიღაც ბიჭი დახვდა.
-გამარჯობა გოგონი, ანა ხო?-აგდებულად კითხა იმ ბიჭმა.
-ხო, ვინ ხარ?-ანა არ შეშინებულა.
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს, შენმა შეყვარებულმა ჩემი ძმაკაცი მოკლა, თენგო გახსოვს?
-და?
-რა და გოგო?! გააფრინე?!! ამისთვის პასუხს აგებს.
-მაგიტომ ზის ციხეში რა გინდა მეტი.
-მან მოკლა ჩემი ახლო მეგობარი, მე მის შეყვარებულს მოვკლავ, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს.
-თქვენ უკვე მოუკალით და ეს საკმარისი არ იყო?
ბიჭმა ანას გაარტყა სახეში, მერე ჩაიკუზა და დანა ამოიღო.
-სიხარულო, მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ მალე მოკვდე, არ ინერვიულო-დანა კისერზე მოუსვა.
-გადი! დამანებე თავი-უხეშად გააწევინე დანა რის შედეგადაც იმ ტიპმა ანას ხელი გაუჭრა. ანას ცრემლები წამოუვიდა სიმწრისგან, მაგრამ ტირილი არც უფიქრია.
შემდეგ იმ ტიპმა ანა მიწაზე გააგორა და მუცელში ჩაარტყა ფეხი.
-გოგოებს ცემ და მაგარი ხარ? ლაჩარო-ძლივს იკავებდა თავს რომ არ ატირებულიყო.
-შენი!-კიდევ ერთხელ დაარტყა. ამ დროს ვიღაცა გამოჩნდა ქუჩაზე და ის ბიჭი მაშინვე გაიქცა. ანას პირიდან და ცხვირიდან სისხლი მოდიოდა, ტკივილისგან ჩაკეცილი იყო და ვერ დგებოდა. უცებ ვიღაც ქალი მივარდა.
-შვილო დაგეხმარო? რა დაგემართა?-ქალი მის წინ ჩაიკუზა.
-მე...-ტკივილისგან სიტყვასაც ვერ ამბობდა.
-ნელა წამოდექი სად ცხოვრობ? გაგიყვან შვილო
-აქ-ძლივს მიანიშნა ანამ.
-მოიცადე, ჩემი ქმარი აქვეა ეხლავე შეგიყვანთ შიგნით. ლაშა! ლაშა მოდი აქ
მეორე ეზოდან კაცი მანქანიდან გადმოვიდა და ანასთან მიირბინა.
-შემაყვანანინე ბავშვი შიგნით ვიღაცამ ცემა მემგონი.
ლაშამ მაშინვე აიყვანა ანა ხელში და სახლში შეიყვანა. დივანზე დააწვინეს და ადიალა გადააფარეს.
-რაში დაგეხმაროთ კიდე?-კითხა ქალმა.
-არაფერ..ში მადლობა. ვინმეს დავურეკავ.
-დარწმუნებული ხართ?-საუბარში ლაშაც ჩაერთო.
-კი, მადლობა ყვ..ელაფრისთვის.
ცოლ-ქმარი დაემშვიდობა ანას და წავიდნენ. ანამ ნიკას და საბას დაურეკა, ისინი 10წუთში ანასთან იყვნენ. საბა ანას სახეზე ჭრილობას უმუშავებდა.
-არა მოვკლავ! ვინ იყო ის ს*** ამიღწერე!-ადგილზე ვერ ჩერდებოდა ნიკა.
-ნიკა დაანებე თავი, არ მახსოვს როგორი იყო.
-როგორ გაბედა!! იცოდეს მაინც ვისი შეყვარებული ხარ!!! გიორგი კერვალიშვილის ცოლს როგორ ახლო ხელი!!! ნაბ****ი ეს! მაგას მ****ავ დედის ტ****!
-ნიკა ცენზურა, ბოლოს და ბოლოს ანა არის ოთახში-გაბრაზდა საბა.
-ბოდიში ან. რამე გტკივა?-სკამზე ჩამოჯდა ნიკა.
-არა, ეს ამბავი გიორგის ყურამდე არ უნდა მივიდეს.
-რაა? გააფრინე გოგო?! რას ქვია არ მივიდეს-არ ცხრებოდა ნიკა.
-გთხოვ, ეს მაინც შემისრულე-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ანიმ ნიკას.
-კარგი
***
დრო გადიოდა, გიორგის სასამართლო მალე შედგა, რადგან გამოსაძიებელი აღარაფერი არ იყო. იცოდნენ რომ გიორგიმ მოკლა თენგო, მიზეზიც იცოდნენ რატომ და იარაღიც თან ჰქონდათ. გიორგის 5წელი მიუსაჯეს, ისიც შეიცოდეს. ანა მთელი დღეები სახლში იჯდა და ტიროდა, მამამისს ხმას არ ცემდა, ერთადერთი რის გამოც გადიოდა სახლიდან გიორგი იყო. კვირაში ერთხელ მიდიოდა მის სანახავად.
***
-ზოგჯერ ვნერვიულობ რომ ვიღაცას იპოვი და მე დამივიწყებ. ერთი კვირის განმალობაში ამ დედა მ****ლ კარებს რომ ვუყურებ უკვე მგონია რომ აღარ მოხვალ ხოლმე.
-საიდან მოგაქ ეგეთი სისულელეები, სახლიდან არსად გავდივარ თუ ვინმეზე უნდა იეჭვიანო ეს საწოლია, რადგან დროს დიდხანს ვატარებთ ერთად.
-ეგრეც არ მინდა გარეთ გადი ხოლმე, ან რას გიგავს თვალები ან, რამდენჯერ გთხოვო ჩემ გამო ნუ ტირიხარ თქო.
-რა ამპარტავანი ხარ იქნებ შენ გამო არ ვტირივარ.
-ესე იგი ვიეჭვიანო? წინა კვირას რატო არ მოხვედი.
-ცოტა ცუდად ვიყავი.
წინა კვირას იმ ტიპმა ანა ცემა და ისეთ მდგომარეობაში არ უნდოდა გიორგის ენახა.
-მატყუარა, სხვა რა ხდება?
-რავი არაფერი, ურეკავ ხოლმე ნიკას და საბას?
-ჯერ დედაჩემთან დავრეკე და ეხლა მეორეჯერ რომ მომცემენ უფლებას ალბათ საბას ან კოტეს დავურეკავ.
-გიო, ხო იცი როგორ მიყვარხარ. ყველაფერს ვფიცავარ 5წელი დაგელოდები, არაფერზე არ ინერვიულო.
-5წელი შენ ცოტა გგონია? ან, რო გადაგიყვარდე პირველი მე ვიქნები ვინც გთხოვს რომ მითხრა. არ მინდა რომ დამელოდო იმიტომ რომ ვალდებულებას გრძნობ, თუ დამელოდები მხოლოდ იმიტომ რომ გეყვარები. მე ვიცოდი რომ ჩამსვამდნენ და მაინც ეგოისტურად მოვიქეცი. ბოლოს ყველა თავისას მიიღებს, მე მოვკალი ადამიანი და ჩემ სასჯელს ვიხდი კიდეც.
-გიო, მე მიყვარხარ და ამ 5წელში არაფერი შეიცვლება, კაკრას დამთავრებული მექნება უნივერსიტეტი და უკვე შეგვეძლება წესიერად ცხოვრება.
-კი, მითუმეტეს იქიდან გამომდინარე რომ მე ნაციხარი ვარ და უსწავლელი.
-გიო, შენ ბევრს მიაღწევ, ან ბოლოს და ბოლოს არ აგიყვანენ სამსახურში და შუბლზე თოფს მიადებ დააშინებ და ეგ არის.
-ეგრე აღარ იხუმრო, სერიოზულად-გიოს ხმა გაუმკაცრდა-მე როგორც კი გამოვალ მინდა ეს წარსულში დავტოვო.
-კარგი, მემგონი ჩვენი დრო გავიდა. სანამ ეს იდიოტი ოფიცერი შემოვიდა მინდა დავასწრო და პირველი გავიდე.
-მიდი, ასწავლე მაგ იდიოტს ჭკუა.
-ხო კარგად იქცევი?
-კი, შენ?
-კი, მიყვარხარ.
-მეც.ჭკვიანად!-ანა ოთახიდან გავიდა.
***
დღეები გადიოდა და არაფერი არ იცვლებოდა. ანა ნახულობდა გიორგის ყოველკვირა, დადიოდა სკოლაში, ცდილობდა უფრო ხშირად ევლო გარეთ მეგობრებთან ერთად. მამამისთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
-ანა, ჩამოდი ივახშმე მა!
-არ მინდა!!-დაუყვირა ანამ.
-ანა, ოდესმე მოგვიწევს ლაპარაკი.
ანა ჩამოვიდა ქვემოთ.
-კარგი მაშინ მოდი ვილაპარაკოთ იმაზე რომ შენ ჩემი... ქმარი ჩასვი ციხეში?
-ქმარი? ანა რეებს ბოდავ-გაეცინა მამამისს.
-ზუსტადაც რომ არაფერს ვბოდავ, სანამ გიორგის ჩასვამდი იქამდე ჩვენ გავიპარეთ.
-რა ქენით?!!! ჩემი თანხმობის გარეშე ეს როგორ გააკეთე?!!!
-დიახ გავაკეთე, ისე როგორც შენ ჩასვი გიორგი ციხეში. კიდე გინდა ჩემთან ლაპარაკი?-ანა გაბრუნდა.
-არა! მოტრიალდი. დედაშენის სიკვდილის მერე ბევრის უფლებას გაძლევდი! ვიფიქრე ცოდოა დედა დაკარგა თქო და არაფერს გეუბნებოდი.ეხლა ძაან გაგივიდა თავს! დასჯილი ხარ! 1კვირა არსად წახვალ და აღარც გიორგის ნახავ ციხეში.
-შენ ამას ვერ დამიშლი!! მიუბრუნდი შენ საყვარელს და სამსახურს, შენ დედა რომ გყვარებოდა საყვარელი ეხლა არ გეყოლებოდა!!!
მამამისმა სახეში გაარტყა ანას.
-მიდი ხო! რაც გიორგი ჩასვეს იმის მერე არცერთ მამაკაცს არ ეშინია ჩემზე ხელის აწევა! მაგრამ ყველა თავისას მიიღებს!-ანა ზევით ავიდა ბარგი ჩაალგა და მის დაქალთან გადავიდა საცხოვრებლად.
***
-რა ქენი გოგო?
-რაც გაიგე, გიო მართლა აღარ შემეძლო. მან ჩემზე ხელი აწია.
-მამაშენმა?! დედა შ**** ჩამსვეს და ყველამ აიშვა. გამოვალ და გეფიცები ყველას ვაზღვევინებ რომ შენ ხელი გახლო, გეფიცები ჩემ სიცოცხლეს.
-არ გინდა, ეგღა მაკლია მეორეჯერ ჩაგსვან.
-ანა, აქედანაც მოვახერხებ ყველაფრის მოგვარებას, მე ვიცი იმ ტიპზე. ვის გამოც არ მოხვედი მაშინ.
-ჯანდაბა! არ უნდა გელაპარაკა საბასთან.
-საბა არა კოტე იყო.
-კოტემ საიდან იცოდა?
-იცოდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. 1თვეა რაც ჩამსვეს და შენ უკვე რაღაცეებს მიმალავ. ანა ძალადობას არ უნდა შეეგუო, ველაპარაკე ბიჭებს და მარტო აღარსად ივლი.
-არ მინდა დამცავი, მამაჩემი პოლიციელია.
-მაგარი პოლიციელია თავის შვილს ცემს.
-არ ვუცემივარ უბრალოდ სახეში გამარტყა.
-ანა ამაზე ლაპარაკი აღარ იყოს. მიდი დაასწარი ოფიცერს, მიყვარხარ-გიორგიმ აკოცა ანას მიუხედავად იმისა რომ მათ არ ჰქონდათ ამის უფლება.
***
ანა ფეხით მიდიოდა სახლში, უცებ ფეხი წამოკრა რაღაცას და დაეცა. ადგომის დროს შენიშნა რომ მათხოვრის ჭიქისთვის წამოედო ფეხი და ხურდები მთელ ტროტუარზე ეყარა.
-წინ იყურე გოგონა!!!-ჯოხი აიღო დედაბერმა და ანას ესროლა.
-ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ, მე ეხლავე...
-გადი!!! შე წყეულო ბავშვო! მდიდარი ხარ და რა ამით?
ხალხი გაოცებული აშტერდებოდა ანას, ის ყველას თვალში ბოროტ გოგონად ჩანდა რომელმაც დედაბერს ფული წაართვა.
-მე ეხლავე-ანამ ფული ჩაუგდო ჭიქაში დედაბერს და შემდეგ ხურდები აუკრიფა.
-შე წყეულო გოგონა!! გაგიხმეს ხელები!!! წინ იყურე!! შე უბედურო არსებავ!!!!-ბოლო ხმაზე ხაოდა დედაბერი. ანას ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან და დროზე გაეცალა იმ ადგილს.
***
ანა მიუხედავად ყველანაირი დამცირებისა ძლიერად იდგა ფეხზე. ყველანაირად ცდილობდა რომ ჩვეულებრივად ყოფილიყო. სკოლას ამთავრებდა და გამოცდებში იყო ჩაფლული. ნიკა და საბა ძალით დაათრევდნენ ხოლმე სხვადასხვა წვეულებებზე რომ სულ სახლში არ ყოფილიყო. ანას თან მუშაობა ჰქონდა დაწყებულ რადგან მალე უნდა გადასულიყო დაქალის ბინიდან და ბინა დაექირავებინა. ერთ დღეს ციხიდან გიორგის მშობლებს დაურეკეს. ვიღაცამ გიორგის მოკვლა სცადა და ის საავადმყოფოში გადაეყვანათ. ანას რათქმაუნდა მაშინვე შეატყობინეს და ის საავადმყოფოში გავარდა.
-გიო, გიო როგორ ხარ?-ვერ ცხრებოდა ანა.
-კარგად, უბრალოდ ჩემი დახრჩობა სცადდეს, არაფერი არ მტკივა, მოვიტყუე იმიტომ რომ საავადმყოფოში მოვხვედრილიყავი და შენ მენახე. ტვინის შერყევა მაქვს და 6დღე აქ ვიქნები.
-რა დებილი ხარ გული გამიხეთქე გიო!
-ვიცი, სამაგიეროდ ახლა შეგილია მაკოცო-გიორგი ანას მოეხვია და აკოცა, შემდეგ ღუტუნი დაუწყო და მის გვერდით დააწვინა.
ეს 6დღე ანას საერთოდ არ უვლია სკოლაში, სულ გიორგისთან ერთად იყო, მაგრამ ერთ დღეს როცა საავადმყოფოში მივიდა გიორგი იქ არ დახვდა. მაშინვე საბას დაურეკა.
-გიორგი სად არის?
-ჩვენთან ერთად, ნიკა ოფიცრებს ელაპარაკება რომ გადაატანინოს ყურადღება, საავადმყოფოსთან ვართ ახლოს, რაღაც საქმე უნდა მოვაგვაროთ.
-რა საქმე გააფრინე? გიორგი რო დაიჭირონ დაერხევა!!
-ნუ ყვირიხარ, შენც დაეხმარე ნიკას ოფიცრების ყურადღების გადატანაში.
-დავეხმარები, მალე მოიყვანე.
ცოტახანში გიორგიც მოვიდა და პალატაში შეიყვანეს ისე რომ ოფიცრებმა ვერაფერი შეამჩნიეს.
-ხელბორკილი როგორ მოიხსენი?-ჩააცივდა ანა.
-ციხეში ბევრ რამეს მასწავლიან, იქაურები.
-გააფრინე გიორგი? სად იყავი.
-მე ხომ გითხარი ყველა თავისას მიიღებს თქო, პირველი მზად არის. ის ტიპი რომელმაც შენი მოკვლა ცადა დასჯილია.
-რას გულისხმობ მოკალი?
-არა, რა მოვკალი. უბრალოდ კარგად მივბეგვე, ეხლა ეცოდინება როგორ უნდა მიეკაროს გიორგი კერვალიშვილის ცოლს.
-აუ კაი რა! ეხა პოლიციაში რო წავიდეს?-ანერვიულდა ანა.
-არ წავა.
-საიდან მოიტანე?
-ვინ დაუჯერებს, მე ტვინის შერყევა მაქვს და თან საწოლზე ვარ მიჯაჭვული, ოფიცრები კარებთან, არავინ დაუჯერებს და იფიქრებენ ფსიხიაო. ნუ ნერვიულობ ყველაფერზე ანა თორე მალე ნერვოზს დამმართებ მეც და შენ თავსაც, ზა ადნო ბიჭებსაც. ძალით დავათრევთ ყველგანო.
-ხო იმიტო რო გამოცდები მაქვს.
-და როდიდან გაინტერესებს სწავლა.
-იმ დროიდან, ეხლა გამოცდები მაქვს და მჭირდება მეცადინეობა.
-ჩემი ნერდი გოგო... ფუ კაი გთხოვ ნერდი არ გახდე.
-არ გავხდები.
-ძალიანაც კარგი, აუ დავიძინებ ეხლა მაგრა დავიღალე რა ან.
-კაი.
***
-ანა, რაც არ უნდა მოხდეს, ბეჭედი სულ გეკეთოს გესმის? არასდროს მოიხსნა.
-არასდროს მოვიხსნი, გპირდები.
-და რაც არ უნდა მოხდეს, რამდენადაც გაბრაზებული არ უნდა იყო ცხელ გულზე არაფერი გააკეთო.
-ნანობ რაც გააკეთე?
-ვნანობ ორი წლის უკან რომ არ ვიპოვე ის ა**** და მაშინვე არ მივაბრიდე.
-მაგარი მაგალითი ხარ.
-და კიდე რაც არ უნდა მოხდეს მე არ მომბაძო არაფერში, გესმის? ანა ეს მნიშვნელოვანია ნუ იცინი!-აჯანჯღარებდა გიორგი ანას-რამე რომ მოხდეს არავინ გყავს და უნდა იცოდე როგორ უნდა იცხოვრო-ძლიერად უჭერდა ხელს გიორგი ანას.
-გავიგე, გიო მეტკინა-ხელი გააშვებინა ანამ.
-არ ვხმურობ, გვერდით არავინ გრჩება. უნდა ისწავლო შენი თავის გატანა.
-გიო, თუ ს აპირებ პირდაპირ მითხარი.
-არა, მე მოვიხდი ამ იდიოტურ სასჯელს, გამოვალ და ვიცხოვრებ ისე როგორც მე მინდა.
-მაშინ ნუ მაშინებ.
-არ გაშინებ, მაპატიე.
-გაპატიე.
-კაი მიდი ეხა გვიანია, ხვალ დილით მოდი და მერე შუადღეს ოფიცრებს მივყავარ.
-მიყვარხარ-ანამ გიოს აკოცა და წავიდა.
***
მეორე დღეს დილით ანა სკოლაში წავიდა, პირველად ერთი კვირის განმალობაში. გაკვეთილზე ორი წუთით დააგვიანა და რომ შევიდა მასწავლებელი საშინლად გაუბრაზდა.
-ისედაც ერთი კვირა არ გივლია და ახლაც რომ მოხვედი დააგვიანე!! დღესვე გამოვუძახებ მამაშენს!!
-მე მამაჩემთან აღარ ვცხოვრობ. თვრამეტის ვხდები და ვერაფერს ვერ მიზამთ შემილია ჩემ თავს მეთითონ მივხედო.
-გინდათ სკოლიდან გაგაგდოთ? ვერ დაამთავრებთ სკოლას არ გექნებათ სამსახური, არ გექნებათ სამსახური დ თქვენი ბოლოც უკვე ვიცით.
-თქვენ არ გაქვთ ჩემთან ესეთი საუბარის უფლება.
-და თქვენ გაქვთ?
-დაჯექი შენ ადგილას! შენ მერე მოგხედავ-დაიყვირა მასწავლებელმა, ანა კი ნელი ნაბიჯებით მივიდა მერხთან, თითქოს ძალით უნდოდა მასწავლებლის ნერვების მოშლა.
გაკვეთილის დამთავრების შემდეგ.
-ანა! არ გახვიდე არსად!-შეაჩერა მასწავლებელმა.
-არ გავდივარ.
-მართლა აღარ ცხოვრობ მამაშენთან?-მასწავლებელი ქალი იყო და ამჯერად ანას ელაპარაკებოდა როგორც ქალი ქალს და არა როგორც მასწავლებელი მოსწავლეს.
-არა.
-აბა ეხლა სად ცხოვრობ?
-თან ვმუშაობ, თან ვსწავლობ. ბინას ვეძებ, მანამდე დაქალთან.
-როგორ ასწრებ მეცადინეობას?-გაკვირვებული უსმენდა მასწავლებელი ანას.
-ღამე რისთვისაა.
-ანა, ესე არ შეილება, გადაიწვები.
-სხვა არჩევანი მაქვს რომ?
-ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად.
-არა ნინო მას, ეს ზედმეტია.
-არ არის ზედმეტი, მე შვილი არასდროს მყოლია. მარტო ვცხოვრობ, გადმოდი ჩემთან თან რაღაცეებში დამეხმარები. ბევრ არაფერში შეგზღუდავ.
-მე შეყვარებული ციხეში მყავს. გინდათ ესეთი გოგო სახლში?
-შენ ხომ არ ხარ ციხეში, ის არის.
-მან ადამიანი მოკლა კიდე გინდათ ჩემი თქვენ სახლში გაჩერება?-მასწავლებელი გაჩუმდა-ესეც ვიცოდი-ანამ კარი გაიხურა და გიორგისთან წავიდა.გიორგის პალატაში მთელი მისი საძმაკაცო იყო. ანამ კარი ნელა გააღო, ყველას მიესალმა და გიოს გვერდით დაჯდა. ცოტახანი მათ ისტორიებს უსმენდა, მერე გიომ შეამჩნია რომ ანა ცუდ ხასიათზე იყო და ყველა გაყარა.
-ან, რა მოხდა?
ანამ სიგარეტი ამოიღო და ლაპარაკი დაიწყო.
-გიო იცი რაშია საქმე? ჩემი ცხოვრება ჯანდაბაში მიექანება. ამ ფულით მე ვერანაირ ბინას ვერ ვიყიდი გესმის? ვერანაირს. კარგი არაფერი დამადგება, გაცდენების გამო სკოლიდან მაგდებენ, დამერხა. დავრჩები ბომჟად.
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-რას მოაგვარებდი გიო?-ისევ სიგარეტი ჩაიდო პირში და მოწევა განაგრძო.
-ანა, დედაჩემს შვილივით უყვარხარ. გადადი მასთან საცხოვრებლად, ბოლოს და ბოლოს შენ ჩემი ცოლი ხარ და ისედაც მანდ უნდა იცხოვრო. ამ ინციდენტის მერე შეილება შემიმცირონ კიდეც სასჯელი.
-არა, ვერ ვიცხოვრებ შენი მშობლების კისერზე, არ არსებობს.
-არც არავინ გთხოვს მათ კისერზე იცხოვრეო, რაღაც წვრილმანებში დაეხმარები, პროდუქტებს ამოუტან, დაეხმარები სახლის დალაგებაში და ასე შემდეგ... მიდი რა, თან მეცოდინება რომ უსაფრთხოდ ხარ. მიდი გიბრძანებ.
-არ ვიცი, დედაშენს მე დაველაპარაკო?
-არა მე დაველაპარაკები და იცოდე ხვალვე გადაეთრიე თორე არ გაპატიებ.
-კაი, მიყვარხარ.
-მეც, მიდი როგორც ყოველთვის გაასწარი იმ იდიოტ ოფიცერს.
-კარგი.
***
-შვილო! როგორ მიხარია ჩვენთან რომ გადმოხვედი!-აქეთ-იქით დადიოდა გიორგის დედა და რაღაცეებს აკეთებდა,ამდენი ხნის მერე პირველად იღიმოდა.
-არ მინდოდა თქვენი შეწუხება. უბრალოდ წასასვლელი არსად მაქვს.
-რას ლაპარაკობ ანა! რა შეწუხება! შენ მე ბედნიერება დამიბრუნე! შენ რო გიყურებ სულ გიორგის ვიხსენებ! გიოს შენნაირი ცოლი რო ყავს წყნარად ვარ.
-მადლობა ნელი დეიდა.
-ეჰ, ანა. რა მოხდებოდა ეს რო არ ჩაედინა-ოდნავ თვალები აუცრემლიანდა.
-მისი დისთვის შური იძია.
-ვიცი, ვიცი. ჩემზეც ეფიქრა, ორივე შვილი დავკარგე. გული მიკვდება ანა, გამიგე-ქალი ატირდა, ანა მივიდა და ჩაეხუტა.
-მეც მენატრება.
ესე იდგნენ სანამ ანამ გიორგის დედა არ დააწყნარა.
-ანა, როგორ ფიქრობ მალე გამოვა?
-მე მარტო ის ვიცი რომ ყველა თავისას მიიღებს-თქვა ანამ და შემდეგ არცერთს აღარ ამოუღია ხმა.
***
ერთხელ როცა ანა ციხეში მივიდა გიორგის სანახავად ის არ შეუშვეს. ანა გაგიჟდა ეგონა რომ გიორგი მოკვდა და პანიკაში ჩავარდა, მცველებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გიორგის უთქვამს რომ ანას ნახვა არ მინდაო და ეგ რომ ეთქვათ ანა საერთოდ გააფრენდა. უბრალოდ შორიდან დაანახეს კარგად არის და წადითო. ანა ატირებული გავიდა ციხიდან, სახლში წასვლა არ უნდოდა. გიორგის და მის საყვარელ ადგილას წავიდა იქ ვიღაც ბიჭები იყვნენ, მათ ირგვლივ რაღაც შპრიცები ეგდო. ეტყობოდათ რომ დაბოლილები იყვნენ. ანამ გვერდი აუარა და იქიდან ორი ანასთან მივიდა.
-გოგონი, მოდი მაგარი ტავარი გვაქ.
-მოიცა, რატო მეცნობა ეს გოგო?
-აუ, ხო მეც მეცნობა.
-დამანებეთ თავი-ანამ გაწია ხელით და გასვლა ცადა მაგრამ იმათმა შეაჩერეს. ერთმა დანა ამოიღო.
-ეხლა რო დაიყვირო თავს მოგაჭრი!
-ე! ე! ე-ვიღაცის ყვირილი გაისმა და იმ ბიჭებიდან ერთი გამოვიდა-ბიჭო, გაგიჟდი? ეს ხო კერვალიშილის ცოლია ტო! თავს წაგვაცლიან! ხელი არ ახლოთ-გამოწია ძმაკაცები იმ ტიპმა.
-აუ, გვაპატიე ანა. არ ვიცოდით-ორივემ ბოდიშების მოხდა დაიწყეს.
-არაუშავს, გამატარეთ.
ანა კიდე არ გაატარეს, ბოდიშებს უხდიდნენ.
-ანა, არ უთხრა გიოს, დაბოლილები არიან და მაგიტო მოიქცნენ ეგრე, აპატიე რა.
-არ ვეტყვი-უხეშად უთხრა ანამ და წავიდა. გზაში კოტე შეხვა.
-ან, რა მოხდა? რა სახე გაქ?
-გიორგისთან არ შემიშვეს-ანამ მეორე მხარეს გაიხედა, კოტეს რომ მისი ნამტირალევი თვალები არ დაენახა.
-რას ქვია არ შეგიშვეს?
-არ ვიცი, არ შემიშვეს.
-ცოცხალია?
-კი, ცოცხალია.
-ან, შემომხედე რა გჭირს ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-არა, კოტე მეჩქარება. მარტო მინდა ყოფნა.
-აქ მეორეჯერ მარტო აღარ გამოხვიდე, ვიღაც ყ***ის ნარკოპრიტონი გახდა და რო მოვაგვარებთ ყველაფერს მერე გეტყვით.
-კაი, მადლობა კოტე წავალ-ანა დამემშვიდობა კოტეს და წავიდა. ლამის მთელი თბილის შემოიარა, ყველა უკაცრიელი ადგილი რაც არსებობდა უკვე გავლილი ჰქონდა, ცოტახანში მიხვდა რომ მთლიანი კოლოფი მოწია და მაღაზიაში ახალი იყიდა. ღამის 12ზე გიოს დედამ დაურეკა ანას.
-ანა? სად ხარ შვილო? სადა?
-დღეს მეგობართან ვრჩები ნელი დეიდა, არ ინერვიულოთ.
-კარგი, შვილო. აბა შენ იცი.
-ნახვამდის ნელი დეიდა-ანამ გათიშა და პარკში სკამზე დაჯდა.თან არაფერი არ ჰქონდა თავი რომ დაეცვა, უბრალდო სანთებელა, ტელეფონი, სიგარეტი, საფულე და ჩანთა.ვინმე რო მისულიყო ანასთან, ანა ვერ დაიცავდა თავს. ცოტახანში ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შევიდა და გაითიშ. ანამ გადარეკა ამ ნომერზე.
-ანა? მაპატიე რა.. დღეს პროსტა...
-გიო?
-მაპატიე რა, დღეს რო არ შემოგიშვეს... მე ვუთხარი.
-ყოჩაღ, თუ აღარ გიყვარვარ როცა გამოსული იყავი მაშინ გეთქვა.
-ანა, რეებს ბოდავ! მიყვარხარ ჩემ თავზე მეტად!! ხო არ გაგიჟდი? უბრალოდ... იყო მიზეზი რატომაც არ უნდა გენახე დღეს.
-რა მიზეზი იყო გიო? არ მეტყვი?
-არ გეტყვი, ინერვიულებ.
-გიო, რა ხმა გაქ? სერიოზულად მეშინია უკვე-ანას ხმა დაურბილდა და თვალები აუცრემლიანდა.
-არ გაბედო და არ იტირო, ძლიერი უნდა იყო ანა. გესმის? ძლიერი, მე რომ არ გეყოლები ტირილი არ გიშველის! გეხვეწები ანა, არ იტირო.
-არ ვიტირებ... მიზეზი რა იყო გიო? თუ გიყვარვარ რატო არ გინდოდა რომ მენახე?
-ანი, ვერ გეტყვი და მოდი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
-გიო, არ ვიცი რა ვიფიქრო. რავი ჩემი დანახვა არ გინდა?
-ანა, რეებს ბოდავ უკვე ნერვებს მიშლი! არა, მიყვარხარ ჩემ თავზე მეტად! შენს თავს ვფიცავარ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
-კაი.
-რა კაი... რას შვები
-არაფერს...
-რა არაფერს? სად ხარ ეხლა?
-პარკში.
-რა პარკში? ამ შუა ღამეს?!!! გააფრინე?!!!
-ხო, რა მოხდა?
-შენ სულ გაააფრინე?
-მოიცა ტელეფონი საიდან გაქ?
-თემა ნუ გადაგაქ!!-ყვირილი დაიწყო გიომ.
-გიორგი! ტელეფონი საიდან გაქ? გამოსულიხ ხარ?
-არა... არა, ერთს ჰქონდა აქ... მოკვდა და მე დამრჩა.
-მოკვდა?!!! მანდ ხალხი კვდება?-ანამ ვეღარ შეიკავა თავი და მართლა ტირილი დაიწყო.
-ანა, დრო არ მაქვს. კი ბევრი კვდება.. მომისმინე.. მე რო რამე მომივიდეს...
-გიორგი ნუ ლაპარაკობ ეგრე.
-დამაცადე, დროზე უნდა გითხრა. მე რო რამე მომივიდეს, ამ ნომერზე დარეკავ და იტყვი რომ გიორგი კერვალიშვილის გაგზავნილი ხარ და რაღაცას მოგცემენ, გასწავლიან მაგის ხმარებასაც. დამპირდი რომ რასაც მოგცემენ არ გადააგდებ, დამპირდები?
-გპირდები.
-ვიცი, შეილება ძაან ცუდ რამეს გიკეთებ მაგრამ უფრო წყნარად ვიქნები თუ მეცოდინება რომ, უსაფრთხოდ ხარ.
-გიო, რაღაც უნდა გითხრა.
-რა, დროზე მითხარი.
-გიო... მემგონი ფეხმძიმედ ვარ.
-რაა? მართლა?-გიო სიხარულისგან ყვიროდა.
-ხო...
-რანაირად ამბობ ხოს... ხო ჩემი ბავშია?
-აბა ვისი უნდა იყოს, შენია მაგრამ არ ვიცი შენ გარეშე როგორ ავღზრდი.
-როგორც კი დაიბადება აქაურობას ავაფეთქებ რო არ მანახონ ჩემი შვილი.
-ანუ გინდა რო დავიტოვო?
-მინდა? შენ არ გინდა?
-მინდა, მინდა.
-აუ ან შენ არ იცი როგორ გამახარე!
-ვიცი-ანა უკვე აღარ ტიროდა, არამედ პირიქით იცინოდა.
-კაი, ჩემო სიცოცხლე, წავედი მე. ბიჭებს დავურეკავ და წაგიყვანენ მაქედან.
***
ასე გრძელდებოდა ყველაფერი, ანამ ნელი დეიდას ფეხმძიმობის შესახებ რომ უთხრა ქალი გაგიჟდა ბედნიერებისგან. სულ ყველაფერში ეხმარებოდა ანას, ფაქტიურად მისი მეორე დედა გახდა. ყველაფერი ასე თუ ისე კარგად მიდიოდა. ანა და გიოს დედა სულ გიორგიზე ლაპარაკობდნენ, დედამისი მის პატარაობაზე ელაპარაკებოდა ანა კი მის ახლანდელ ქცევებზე. ორივემ კარგად გაუგო ერთმანეთს. ანას მუცელი ნელ-ნელა ეზრდებოდა, ქუჩებში სულ გიორგის ძმაკაცები ატარებდნენ. ანას მთელი თბილისი იცნობდა და რომ დაინახავდნენ გარეთ მარტო ყველას იქ მიყავდა სადაც ანის ჭირდებოდა. არცერთი ბიჭი აღარ ეკარებოდა, ყველამ იცოდა რომ გიორგი კერვალიშვილის ცოლი იყო და გიორგის დის მაგალითზე იცოდნენ რა მოუვიდოდა იმ ხალხს ვინც გიორგის გადაყრებოდა.
***
მალე დაიბადა გიორგის ვაჟი, იმდენი გააკეთა რომ ერთი დღით სამშობიაროში გაუშვეს, პოლიციელების თანხლებით რათქმაუნდა.ბავშვი ყველაფრით გიორგის გავდა, თვალის და სახის ნაკვთებით, თმის ფერით, ერთადერთი რაც ბავშვს ანასი ჰქონდა იყო თვალის ფერი.
-რა საყვარელია ან ნახე? მამას ცხოვრება. რას ვარქმევთ?-გადახედა ანას გიორგიმ. ანას ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა იმდენად დაღლილი იყო.
-რას ვარ..ქმევთ... შენ დაარქვი.
-უნდა გაიზარდოს ძლიერი, აი ძაან მაგარი ტიპი უნდა იყოს... რა დავარქვათ... თენგო ხო არა?-გაეცინა გიორგის. ანას ამ სახელის გაგონებაზე კი ჟრუანტელმა დაუარა.
-გიო? ხო იცი ბავშვმა რომ არ უნდა იცოდეს შენ თენგო რო მოკალი?
-მე ამის არ მრცხვენია.
-რას ქვია არ გრცხვენია? ბავშვმა არ უნდა იცოდეს ეს არასდროს.
-დაწყნარდი, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. ისედაც სუსტად ხარ ნუ იტკიებ თავს ზედმეტად.
-კარგი.
-თენგოს არ ვარქმევ ნუ ნერვიულობ... მაშინ... მოდი დავარქვათ... ირაკლი. ხო ირაკლი რაღაც მაგარი სახელია. სუ მევასებოდა სახელი ირაკლი.
-გავიგე, ირაკლი, ირაკლი, ირაკლი. ირაკლი გავიგეეე-გაეცინა ანას.
-კიდე დამცინის, ისედაც ცოტა გვაქ დრო და შენ დამცინი ხოო? უიი ანააა! დავაწვინო ბავშვი-გიორგიმ ირაკლი დააწვინა და ანას მივარდა. ხელი მოხვია და მაგრა მიიხუტა.
-მალე გამოვალ,3წელი და 6თვე დარჩა,გესმის? როცა ირაკლი 4ის იქნება მე მაშინ გამოსული ვიქნები, არაფერს გამოვტოვებ. ბაღშიც ერთად წავიყვანთ! მაგრამ არავითარ შემთხვევაში ირაკლი ციხეში არ მოიყვანო.
-რატომ?
-იმიტომ, არ მოიყვანო. არ მინდა ბავშვმა იქ მნახოს.
-არ მოვიყვან.. მაგრამ როდისღა გნახავს?
-მოვაგვარებთ მაგას.
-გიო, ამდენჯერ არ გამოგიშვებენ.
-სახელმწიფოს ან ვინმეს მივმართავ რომ შვილის დაბადების დღეზე გამომიშვან ხოლმე ან რამე ეგეთი, მე ირაკლის დაბადების დღეს არ გამოვტოვებ.
-კაი. ხო არ დაგავიწყდება?
-როგორ დამავიწყდება აი 18ნოემბერი! ეს რიცხვი არასდროს დამავიწყდება. რა ხდება უნივერსიტეტში?
-რავი ისეთი არაფერი, ეს 10დღე ვითხოვე რომ სახლში ვიყო და გამოვიძინო. საპატიოდ მეთვლება, ჩაწერენ რომ ბავშვი დამებადა პირველივე კურსზე-გაეცინა ანას.
-რა გაცინებს, არ ჩაწერენ და ციხიდან მივწვდები.
-ნუ ლაპარაკობ ეგრე, მოიქეცი ისე რომ კიდე უფრო შეგიმცირონ ვადა.
-მეტს აღარ შემიმცირებენ, ადამიანი მოვკალი, ბანკი კი არ გამიძარცვავს. მე ვიმსახურებ ამას და აი შენ და ირაკლი კი არა.
-შენ ისე ლაპარაკობ გეგონება ეს ციხე შეგიყვარდა.
-მე ციხეს არ შევეგუები, ნუ ნერვიულობ. ეცადე დაისვენო და გამოიძინო გაიგე? ბავშვს კარგად მიხედე და არასდროს არ დატოვო მარტო, ან ნელისთან ან შენთან ერთად. ამ ბავშვს ჩემი მტრების გადამკიდე კარგი მომავალი არ ელის გაიგე?
-არ დავტოვებ.
-ან მამაჩემთან დატოვე, მამაჩემი სულ დაგიცავთ. ჩემი ძმაკაცებიც სულ ჩემი სახლის ირგვლივ იქნებიან, რო რამე მაშინვე მოვლენ.
-გავიგე, მაგრამ დაანებე ამ შენ ძმაკაცებს თავი ბოლოს შევზიზღდები.
-არავისაც არ შეზიზღდები ნუ ბოდავ რაღაც სისულელეებს.
-კაი ხო.
***
ეს 6თვე გავიდა ანასთვის ისე როგორც 6დღე, ბავშვი წამოიზარდა. გიორგიმ მოახერხა კიდევ ერთხელ ირაკლის ნახვა. ანა გიორგის აჩვენებდა ხოლმე ირაკლის ვიდეოებს როგორ ხოხავდა, ჭამდა, აბსოლიტურად ყველაფერს, ხოლო ირაკლის კი მამამისის ფოტოებს და ვიდეოებს რომ ცოდნოდა ვინ იყო მამამისი.
***
ბოლოს დადგა დღე როცა გიორგი გამოვიდა ციხიდან. ანა, ნიკა, საბა, კოტე და მისი სხვა ძმაკაცები ყველა ციხის გარეთ ელოდებოდნენ. მანქანასთან იდგნენ ბუშტებით ხელში.
-მე თავისუფალი ვააარ!-დაიყვირა გიორგიმ, ის იყო ანასთან უნდა მისულიყო და ხელში აეყვანა რომ ვიღაცამ უკნიდან ესროლა და ტყვიამ კეფაში გაიარა. გიორგი უგონოდ დაეცა მიწაზე, რათქმაუნდა მოკვდა.
***
საყვარელო ანა,
მე გითხარი ყველა თავისას მიიღებს თქო... ასეც მოხდა. მე ყველაფერი ვიცი იმის შესახებ თუ რისი გადატანა მოგიწია ამ წლებში, მათხოვარზეც, მასწავლებელზეც, იმ ნარკომანებზეც, ყველაფერზე მიუხედავად იმისა რომ შენ დამიმალე. მე ვერც კი წარმომიდგენია რამხელა ტკივილი და დამცირება გაქვს გადატანილი. ყოველთვის ყველანაირად ვცდილობდი რომ შენთვის და ჩვენი შვილისთვის ღირსეული მომავალი შემექმნა. არ მინდა რომ ჩემ გამო ირაკლის მომავალში გადაემტერონ... მაგრამ ვიცი რომ ეგრე მოხდება. მე არ ვნერვიულობ იმიტომ რომ ვიცი, ჩემი ძმაკაცები და მათთან ერთად ჩემი ოჯახი დაგიცავს. მინდა რომ ირაკლის ახსოვდეს ვინ არის მამამისი, შენი არჩევანია ეტყვი მას თუ არა თენგოს შესახებ, მაგრამ თუ თენგოზე ეტყვი აუცილებლად მამიდამისზეც უთხარი. მე უნდა მეძია შური იმის გამო რაც მათ გაუკეთეს. მეორე წერილი ირაკლისთვის არის. ბევრი ვერაფერი დავუტოვე ჩემ შვილს რადგან არც მქონდა. ერთადერთი რომ გითხარი იმ ნომერზე აუცილებლად დარეკე. მანდ იარაღს მოგცემენ, სანამ ირაკლი 26 ის გახდება შენ გქონდეს. როგორც კი სრულწლოვანი გახდება და შეამჩნევ რომ ის საღ გონებაზეა და შეულია ეს იარაღი მხოლოდ და მხოლოდ ისეთ მდგომარეობაში გამოიყენოს როცა ნამდვილად დაჭირდება მაშინ მისცემ. მე თენგოს მოკვლით გადავიკიდე მისი ოჯახი. არ მინდა რომ ეს ყველაფერი ომში გადაიზარდოს. მისი წერილი მაშინ მიეცი როცა 16ის გახდება.
ანა, არ იტირო, ის ა****ი პასუხს აგებს ვინც ესეთ დღეში ჩაგვაგდო. გეფიცები რომ პასუხს აგებს მიუხედავად იმისა რომ მე ცოცხალი აღარ ვარ. მე ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, მაშინ როცა შენი ნახვა არ მინდოდა იცი რა მოხდა? მეორეჯერ სცადეს ჩემი მოკვლა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი და არ მინდოდა ესე გენახე. შემომთავაზეს სხვა ციხეში გადაგიყვანთო მაგრამ მე არ დავთანხმდი. ანა მიყვარხარ, ყველაფერზე მეტად. ირაკლის მიხედე, საკუთარ თავს გაუფრთხილდი და არასდროს არ გააკეთო ის რასაც ინანებ. საერთოდ ცუდი არ იქნებოდა თუ მოშორდებოდი მაქაურობას... არ ვიცი მართალი არის თუ არა რომ ზეციდან ადამიანებს ხედავენ მაგრამ მე იმედი მაქვს დავინახავ ისევ შენ ლამაზ თვალებს და ჩვენ შვილს.
მიყვარხარ.
-გიორგი.
***
ირაკლის გიორგისგან.
დიდი იმედი მაქვს დედაშენისთვის არ გაგირთულებია ცხოვრება, ვიცი რომ საუკეთესო მომავალი არ შემიქმნია შენთვის. არ ვიცი ახლა როგორ ცხოვრობ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შენ ვერავინ ვერაფერს დაგაკლებს. შენ ჩემი სიმტკიცე და გული გაქვს, ჩემნაირი ხასიათი. ზუსტად ამის გამო არ მეშინია რომ დედაშენს ოდესმე რამე მოუვა. მაპატიე თუ იმედები გაგიცრუე, იმედი მაქვს ოდნავ მაინც გახსოვარ. ვიცი ძალიან პატარა იყავი და აღარ გემახსოვრები. ამ წერილს რო ვწერ მეცინება, ამ წერილს მხოლდო 9წლის მერე მოგცემს დედაშენი და არც კი ვიცი მეტი რა გითხრა გარდა იმისა რო შენი იმედი მაქვს. დედაშენი უნდა დაიცვა, ყველანაირად, ცივი ნიავი არ მიაკარო. ანაზე ღირსეული ქალი დედამიწაზე არ დადის,რაც მან გადაიტანა... დედაშენი არის გმირი. არ გაიმეორო ჩემი შეცდომები... ამაზე ადრე თუ გვიან დედა მოგიყვება. მოკლედ მე ზემოდან გიყურებ და არ გამიცრუო იმედები, ეცადე რომ ღირსეული კაცი გახდე. ყოველთვის აგე პასუხი შენ შეცდომებზე, არასდროს გაიქცე რა პრობლემაც არ უნდა გქონდეს, მაგრამ არც ისე გაიხადო საქმე რომ გაქცევა დაგჭირდეს გესმის? ყველა თავისას მიიღებს და ეს არასდროს უნდა დაგავიწყდეს.
აბა შენ იცი.
***
შემიფასეთ :*



№1 სტუმარი niiii

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე heart_eyes ამეტირა, როგორ შემეცოდა ირაკლი, გიორგი, ანა.... sob sob საოცრება ხარ heart_eyes სიტყვები არ მყოფნის sob weary

 


№2  offline მოდერი სატი

niiii
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე heart_eyes ამეტირა, როგორ შემეცოდა ირაკლი, გიორგი, ანა.... sob sob საოცრება ხარ heart_eyes სიტყვები არ მყოფნის sob weary

მადლობა heart_eyes ყველანაირად ვეცადე რომ გადმომეცა ანას და გიორგის სატკივარი, დიდი იმედი მაქვს გამომივიდა. heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი Guest teka

კარგად გამოგივიდა ეს ისტორია sob ყველაფერს ვფიცავარ გიორგის წერილებზე ბოლო ხმაზე ვღრიალებდი! საღოლ! ძაან მაგარი გოგო ხარ scream sob

 


№4  offline მოდერი სატი

Guest teka
კარგად გამოგივიდა ეს ისტორია sob ყველაფერს ვფიცავარ გიორგის წერილებზე ბოლო ხმაზე ვღრიალებდი! საღოლ! ძაან მაგარი გოგო ხარ scream sob

მადლობა heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№5 სტუმარი Guest Liliko

ძალიან მომეწონა

 


№6  offline მოდერი სატი

Guest Liliko
ძალიან მომეწონა

მადლობა heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№7  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ბოლომდე ვერ შევძელი წაკითხვა
რისთვის წერ ? რა მიზნით ?
ხო და სერიოზულად რამდენი წლის ხარ ?
ისე ადმინისტრაციას ვეტყოდი ერთს )):
no_mouth no_mouth

 


№8  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

სატი
kata-nia
ბოლომდე ვერ შევძელი წაკითხვა
რისთვის წერ ? რა მიზნით ?
ხო და სერიოზულად რამდენი წლის ხარ ?
ისე ადმინისტრაციას ვეტყოდი ერთს )):
no_mouth no_mouth

14ის და რა პრობლემები გაქვს? რას ეტყოდი ადმინისტრაციას ერთი. მინდა და ვწერ კონკრეტულად მითხარი თუ შეილება რა გაწუხებს.

14 წლის ? გასაგებია .......
ადმინისტრაციას მე თვითონ გავცემ პასუხს )):

 


№9 სტუმარი Guest სატი

disappointed_relieved cry cry იცი რომ მწარედ ამატირე? აი ესაა მტკიცე და ძლიერი სიყვარული. sob ძალიან ემოციური წასაკითხი იყო.კომენტარებს გადავხედე და წავიკიხე,რომ 14 წლის ხარ.ვერ ვიჯერებ,რომ 14 წლის ბავშვი ასე წერ.ყოჩაღ kissing_heart

 


№10  offline მოდერი სატი

Guest სატი
disappointed_relieved cry cry იცი რომ მწარედ ამატირე? აი ესაა მტკიცე და ძლიერი სიყვარული. sob ძალიან ემოციური წასაკითხი იყო.კომენტარებს გადავხედე და წავიკიხე,რომ 14 წლის ხარ.ვერ ვიჯერებ,რომ 14 წლის ბავშვი ასე წერ.ყოჩაღ kissing_heart

მადლობა heart_eyes დიდი იმედი მქონდა რომ ბევრს მოეწონებოდა, რათქმაუნდა არის შეცდომები მაგრამ მალე გამოვასწორებ. heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№11  offline წევრი Mziako...

Ai bolos Giorgis werilebs ROM vkitxulobdi martla ametira . ise gaqvs es yvelaferi agwerili rom megona anas adgilas me viyavi martla magari iyo .:-*martalia happy end it ver dasrulda magram saerto jamshi magari gamovida.ise gqonda dawerili es istoria rom shen moitane es yvelaferi chemande magari gogo xar :-* :-*

 


№12  offline მოდერი სატი

Mziako...
Ai bolos Giorgis werilebs ROM vkitxulobdi martla ametira . ise gaqvs es yvelaferi agwerili rom megona anas adgilas me viyavi martla magari iyo .:-*martalia happy end it ver dasrulda magram saerto jamshi magari gamovida.ise gqonda dawerili es istoria rom shen moitane es yvelaferi chemande magari gogo xar :-* :-*

დიდი მადლობა <3 ძალიან მინდოდა რომ ყველას ეგრძნო ანას ტკივილი. მართლა ჩემი ერთგული მკითხველი ხარ და ასეთი ბევრი არ მყავს heart_eyes heart_eyes მიხარია რომ მოგეწონა
--------------------
a.m&m.i

 


№13  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

სატი
kata-nia
სატი
kata-nia
ბოლომდე ვერ შევძელი წაკითხვა
რისთვის წერ ? რა მიზნით ?
ხო და სერიოზულად რამდენი წლის ხარ ?
ისე ადმინისტრაციას ვეტყოდი ერთს )):
no_mouth no_mouth

14ის და რა პრობლემები გაქვს? რას ეტყოდი ადმინისტრაციას ერთი. მინდა და ვწერ კონკრეტულად მითხარი თუ შეილება რა გაწუხებს.

14 წლის ? გასაგებია .......
ადმინისტრაციას მე თვითონ გავცემ პასუხს )):

ოკ.

სატი
kata-nia
სატი
kata-nia
ბოლომდე ვერ შევძელი წაკითხვა
რისთვის წერ ? რა მიზნით ?
ხო და სერიოზულად რამდენი წლის ხარ ?
ისე ადმინისტრაციას ვეტყოდი ერთს )):
no_mouth no_mouth

14ის და რა პრობლემები გაქვს? რას ეტყოდი ადმინისტრაციას ერთი. მინდა და ვწერ კონკრეტულად მითხარი თუ შეილება რა გაწუხებს.

14 წლის ? გასაგებია .......
ადმინისტრაციას მე თვითონ გავცემ პასუხს )):

ოკ.

აუ რა ცოდო ხარ ეხლა ვნახე შენი ასაკი ჩემზე პატარა ხარ და კიდე რაღაცეებს მიწერ. ვაიიი joy joy მე კიდე მეთქი ვიღაც უფროსია თქო. joy

ვაიმეე შვილო,ვაიმეეე
დონე ხარ მაგარი ძალიან,რა მნიშვნელობა აქვს ვინმე უფროსი ? მითხველი ვარ ხო, დიახ,13 წლის და 14 წლის რომ ხარ უფრო ნაკლები შეცდომა უნდა გქონდეს, ამიტომ გკითხე შენი ასაკი, რაც შეეხება "ცოდოს" და "ოკს" ((: მართლა სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს და ხო ისე სრული უფლება მაქვს ჩემი აზრი დავაფიქსირო,ამიტომ ამ"ცოდოს" ჩავყლაპავ

 


№14  offline წევრი Mziako...

სატი
Mziako...
Ai bolos Giorgis werilebs ROM vkitxulobdi martla ametira . ise gaqvs es yvelaferi agwerili rom megona anas adgilas me viyavi martla magari iyo .:-*martalia happy end it ver dasrulda magram saerto jamshi magari gamovida.ise gqonda dawerili es istoria rom shen moitane es yvelaferi chemande magari gogo xar :-* :-*

დიდი მადლობა <3 ძალიან მინდოდა რომ ყველას ეგრძნო ანას ტკივილი. მართლა ჩემი ერთგული მკითხველი ხარ და ასეთი ბევრი არ მყავს heart_eyes heart_eyes მიხარია რომ მოგეწონა

:-* arafers.ratqmaunda momewoneboda aba ra. <3 <3 sheni dawerili titoeuli istoria ertmanetze uketesi iyo. Ase gaagrdzele <3 <3 <3 ... :-*

 


№15 სტუმარი Guest თეო

შენი ისტორიები არის შოკი!!! ბევრი ბოღმიანი გიკომენტარებს და დაიკიდე!
ბოლოში ავტირდი! ძაან მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes ისე კარგად გადმოეცი ეს ტკივილი რომ სიტყვები არ მყოფნის... sob kissing_heart გააგრძელე წერა

 


№16  offline მოდერი სატი

Guest თეო
შენი ისტორიები არის შოკი!!! ბევრი ბოღმიანი გიკომენტარებს და დაიკიდე!
ბოლოში ავტირდი! ძაან მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes ისე კარგად გადმოეცი ეს ტკივილი რომ სიტყვები არ მყოფნის... sob kissing_heart გააგრძელე წერა

მადლობა დიდი heart_eyes kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 


№17  offline აქტიური მკითხველი La-Na

რა ვთქვა არ ვიცი.ისეთი კარგი იყო ეს ისტორია და მართლაც დამაფიქრებელი.გეთანხმები ყველა თავისას მიიღებს მუდამ.შემეცოდა გიო სიკვდილისთვის.ნამდვილად დადებითი პიროვნება იყო.ყველაზე მეტად მომეწონა ის რომ არსად წავიდა და სასჯელი სამართლიანად მიიღო.ბევრს შეიძლება შური ეძია,მაგრამ დამალულიყო.ყოჩაღ მიზანი რაც გქონდა დასახული ჩვენამდე მოგეტანა შენი აზრი ამ ისტოორიით 10 შეასრულე.იმედია ბევრი წაიკითხავს და ცხოვრებაში მთავარ ფრაზად გაიხდიან ამ ისტორიის სათაურს ,,ყველა თავისას მიიღებს".უძალიანმაგრესი ხარ შენც და შენი ისტორიაც
--------------------
ლანა

 


№18  offline მოდერი სატი

La-Na
რა ვთქვა არ ვიცი.ისეთი კარგი იყო ეს ისტორია და მართლაც დამაფიქრებელი.გეთანხმები ყველა თავისას მიიღებს მუდამ.შემეცოდა გიო სიკვდილისთვის.ნამდვილად დადებითი პიროვნება იყო.ყველაზე მეტად მომეწონა ის რომ არსად წავიდა და სასჯელი სამართლიანად მიიღო.ბევრს შეიძლება შური ეძია,მაგრამ დამალულიყო.ყოჩაღ მიზანი რაც გქონდა დასახული ჩვენამდე მოგეტანა შენი აზრი ამ ისტოორიით 10 შეასრულე.იმედია ბევრი წაიკითხავს და ცხოვრებაში მთავარ ფრაზად გაიხდიან ამ ისტორიის სათაურს ,,ყველა თავისას მიიღებს".უძალიანმაგრესი ხარ შენც და შენი ისტორიაც

დიდი მადლობა <3 გუშინ შენ კომენტარს ველოდებოდი ყველაზე მეტად ვიცოდი რომ მოგეწონებოდა heart_eyes heart_eyes kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 


№19  offline მოდერი Eleniko13

საცოდავი ტიპი ხარ :დდდდ ვერ იტან, როცა ვიღაც საღ აზრს გამოთქვამს შენი საშინელი ნაწერის შესახებ :დდდდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№20 სტუმარი eke

ვაიმეეე ძაან მაგარი გოგო ხარ და ვერ ვიჯერებ რომ 14ის ხარ. ესეთი ისტორიის მოფიქრებას ტვინი ხო უნდა heart_eyes heart_eyes არ გაფლანგო ეს ნიჭი უაზროდ ჩემი გაკვირვება ბევრს არ გამოსდის ძაან ბევრი ვიტირე შენ ისტორიაზე heart_eyes ესე გააგრძელე

 


№21  offline მოდერი სატი

eke
ვაიმეეე ძაან მაგარი გოგო ხარ და ვერ ვიჯერებ რომ 14ის ხარ. ესეთი ისტორიის მოფიქრებას ტვინი ხო უნდა heart_eyes heart_eyes არ გაფლანგო ეს ნიჭი უაზროდ ჩემი გაკვირვება ბევრს არ გამოსდის ძაან ბევრი ვიტირე შენ ისტორიაზე heart_eyes ესე გააგრძელე

მადლობა დიდი <3 <3 <3
--------------------
a.m&m.i

 


№22  offline მოდერი Eleniko13

ის, რომ ბევრს მოსწონს, სულაც არ ნიშნავს იმას რომ კარგად წერ. პირიქით. უბრალოდ შენ ხალხის აზრი ყველაფერი სიმართლე გგონია. მე არ ვაპირებდი მეუხეშა, მაგრამ ისეთი ნარცისი და თვითკმაყოფილი ხარ, ძნელია შენთან ცინიზმის და ირონიის შეკავება :დდდდ და ერთი პატარა ფაქტი, რომელიც აუცილებლად გამოგადგება-ჭაობში ბევრი ბაყაყი ყიყინებს და იქ შემთხვევით გამოჩენილ თევზს არავინ უსმენს. ნუ, ვიცი რომ ვერ მიხვდები რა დავწერე, მაგრამ ეგ არაფერი.

თუ ოდესმე მოგინდება რომ ნამდვილად კარგად, განსხვავებულად და ლამაზად წერო, და თუ ოდესმე მიხვდები რომ ბევრის მოწონება არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაგარია, მომწერე და გეტყვი, რა უნდა ქნა. მაგრამ ეჭვი მეპარება, შენნაირმა გოგომ ეს მოახერხოს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№23  offline მოდერი 13.

შენ რა, კრიტიკას მხოლოდ იმ ადამიანისგან მიიღებ, რომელიც შენზე დიდია? რა სისულელეა? მერე რა, რომ შენზე პატარაა? ერთმა წელმა იმდენი როგორ გადაგიწყვიტა, რომ უცებ მასზე ზემოთ დადექი, როცა ამის მცდელობას კიარ ჰქონია მას?
შენ წერ, იმ დროს, როცა შეგილია სხვა ბევრად საინტერესო და "სასწავლო" წაიკითხო, შენ წერ. ის კდიევ კითხულობს და შენგან განსხვავებით მას მართლა შეუძლია ნაწერების გარჩევა.
მიიღე კრიტიკა და ნუ დგებინურავისზე ზემოთ.
ეცადე რომ ჩვენც გვასიამოვნო, ეს 3-4 ადამიანი, რომელსაც არ მოგვეწონა. და როცა გამოგივა, აი მაშინ იქნები ნამდვიალდ შესაქები. მაგრამ არც მერე არ უნდა დადგე ჩვენს ზემოთ.
მოთხრობის დასაწყისი და დასასრული, ეს ისეთი თემაა, რომელიც ფაქტიურად მთელ ნაწერს განუსაზღვრავს პლისსა და მინუსს. ჯერ ეგ დახვეწე, მერე დანარჩენს შენით მიხვდები.
წარმატებები.
--------------------
ნინი.

 


№24  offline მოდერი Eleniko13

წერილზე ვერ გპასუხობ, რადგან მეგობრებში არ გყავარ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№25 სტუმარი anka

ამეტირა :'( რა იცი ხოლმე ესე დამთავრება შენ sob შენი ყველა ისტორია მომწონს ესე გააგრძელე რათქმაუნდა არის შეცდომები მაგრამ... უმნიშვნელო. heart_eyes

 


№26  offline მოდერი სატი

anka
ამეტირა :'( რა იცი ხოლმე ესე დამთავრება შენ sob შენი ყველა ისტორია მომწონს ესე გააგრძელე რათქმაუნდა არის შეცდომები მაგრამ... უმნიშვნელო. heart_eyes

მადლობა დიდი heart_eyes შეცდომებს მალე გამოვასწორებ.
--------------------
a.m&m.i

 


№27  offline წევრი provokatori

Ar megona cxovrebis udzvirpases naxevar saats ase uazrod tu davkargavdi :( imedi makvs drotaganmavlobashi daixvecebi, carmatebebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent