წარსულის ლანდები თავი 6
გამარჯობა ალექს, ღიმილით მიესალმა გიორგი, თითქოს აქ უნდა ყოფილიყო და გასაკვირიც არაფერი იყო იმაში რომ ის მის სახლში ცდილობდა შესვლას, არ შემომიშვებ? ისევ გაოცებული იკითხა -გიორგი აქ რას აკეთებ? ბოლოს და ბოლოს აგონიიდან გამოვიდა. -საქმე მაქვს შენთან, ბოდიში რომ ესე დაგადექი თავზე, იცი დღეს ღამით მივფრინავ და აქვე ახლოს ვიყავი და შემოვიარე, ელენესთან მინდოდა დამშვიდობება. -რომ დაგერეკა გეტყოდი რომ ელენეს ამ დროს სძინავს, გარდა მაგისა შეგეძლო დაგერეკა და გეკითხა თუ შეიძლებოდა აქ მოსვლა, გაცხარდა ალექსანდრა. -ანუ არ შემომიშვებ? გაოცებული სახე მიიღო გიორგიმ. -ალექსანდრამ ეხლა ხანს იგრძნო ალკოჰოლის სუნი, რომელიც გიორგის სუნამოს სურნელში იყო გაჟღენთილი და ერთიანობაში ძალიან ნაცნობ და საყვარელ სურნელს ქმნიდა. ამ დროს შემოსასვლელში ანა გამოჩნდა რომელიც დაინტერესდა ვინ იყო სტუმარი, ან რატომ დააგვიანდა ალექს ამდენი ხანი უკან დაბრუნება, გიორგის დანახვაზე შიშისგან შეხტა, ალექსისგან განსხვავებით ანას არასოდეს შეეძლო ემოციის გაკონტოლება, გიორგი? გაკვირვებული ჰკითხა შენ აქ რას აკეთებ? -ვახ ანა ჩემო ძველო და დაკარგულო მეგობარო, გიორგიმ დაუკითხავად გადმოკვეთა სახლის ზღურბლი და ანას მოეხვია, სად დაიკარგე ამდენი წელი? ისინი რა თქმა უნდა შესანიშნავად იცნობდნენ ბავშვობიდან ერთმანეთს, ამიტომ მიუხედავად სხვა ტკივილებისა ერთმმანეთი მაინც ძალიან უყვარდათ. -მე სად დავიკარგე თუ შენ, გაუცინა გიორგის და ალექსანდრას თვალების ბრიალით გახედა, თითქოს ეკითხებოდა რა გავაკკეთოო. ალექსანდრამ მხრები აიჩეჩა უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა გიორგი სახლში იყო ხომ არ გააგდებდა. -შემოდი გიორგი, ჩვენც აქ ვზივართ ანა ნიშნობას ავღნიშნავთ, უთხრა ალექსანდრემ ისე რომ მისთვის არც შეუხედავს. - ანუკა დაინიშნე? გილოცავ და შენს მეუღლეს არ გამაცნობ? დაინტერესდა გიორგი -კი რა თქმა უნდა შემოდი გიო, ანამ სცადა სიტუაციის განმუხტვა და გიორგის მისაღებ ოთხში შეუძღვა. -გამარჯობა თქვა გიორგიმ ომახიანად, მის თვალს არ გამოჰპარვია სახლში ორი მამაკაცი და ორი ქალი რომელთაგანც ერთი მისი ცხოვრების სიყვარული იყო, ვხედავ დაგირღვიეთ რომანტიული საღამო, მე აშკარად ზედმეტი ვარ, ჩაიცინა გიორგიმ ირონიულად, მაგრამ რას ვიზამთ ჩემო კარგებო მე აქ ჩემი საკუთარი შვილის სანახავად მოვედი არაფერი ზედმეტი, სიტყვა საკუთარი მკვეთრად გამოხატა, მე გიორგი ვარ და ხელი გაუწოდა იქ მჯდომ დემეტრესა და საბას. ბიჭებმაც ჩამოართვეს ხელი და მაგიდასთან მიიპატიჟეს. -ხედავ ალექსანდრააა მისი სახელი ოდნავ სხვა ტონალობაში წარმოსთქვა, რა დღეს მოვესწარი საკუთარი ცოლის სახლში მეპატიჟებიან მაგიდასთან გიორგი ირონია კვლავ არ კარგავდა. -გიორგი ყოფილი ცოლის სახლში ეს არ დაგავიწყდეს, ალექსამ შეუსწორა. -არა მე ყველაფერი კარგად მახსოვს ჩემო ძვირფასო და ჯერ ჯერობით შენ ისევ ჩემი ცოლი ხარ, კანონიერადაც და ღმერთის წინაშეც, ეს მე არ დამვიწყებია, აი შენ კი მემგონი უკვე დაგავიწყდა, უფრო სწორად კარგა ხნის წინ დაგავიწყდა, გიორგიმ ჩაიცინა და ბიჭებს ბოდიში მოუხადა, ალექსანდრას მაჯაში ხელი სტაცა და შესასვლელისაკენ გაიყვანა. -გამიშვი მტკივა გიორგი რას აკეთებ, შენ ხომ არ გაგიჟდი, შენ ფიქრობ რომ შენ შეგიძლია ასე დამამცირო, ჩემი მეგობრები ესე გალანძღო და ამას აკეთბ ჩემს საკუთარ სახლში, შენი წარსული ხომ არ დაგავიწყდა შემთხვევით, ვეღარ მოითმინა ალექსანდრამ დაარღვია ყველა ეტიკეტი ნამდვილი თუ არა ნამდვილი ქალის და გაცხარებული ბოლო ხმაზე უყვიროდა. -არ მაინტერესებს ეს შენი ქალური ისტერიკები ეხლავე ჩააცვი ჩემს შვილს მე მიმყავს, ზიზღით გამოხედა გიორგიმ. -ბატონო? რას ქვია შენს შვილს, შვილი ეხლა გაგახსენდა? ან ეხლავე დატოვებ ჩემს სახლს ან პატრულს გამოვიძახებ, ეს რა ხდება ღმერთო ჩემს თავს გიჯივით ყვიროდა ალექსანდრა. -გოგო მე გეუბნები რომ ჩემი შვილი მიმყავს აქ შენ რომანტიული ვახშმები და ფლირტაობა გაქვს ატეხილი, და მეორე ოთახში ჩემს შვილს სძინავს, ნუ ვახშმის მერე არ ვიცი კიდევ რა მოხდება, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა, გიორგი მიხვდა რომ უკვე ზედმეტად ერეოდა ალექსანდრას პირად სივრცეში, მაგრამ აქ ორი მამაკაცის ნახვამ ერთიანად გადარია და მოშალა, გაანადგურა მთელი არსებით, მისი საყვარელი ქალი სხვა მამაკაცთან ერთად ეს წარმოუდგენელი იყო მისთვის, ეს არც არასოდეს დაუშვია საკუთარი თავისათვის რომ შეიძლებოდა ოდესმე ალექსანდრა ვინმესთან ყოფილიყო. -გიორგი ეხლავე დატოვე ჩემი სახლი, უკვე გთხოვ, და ან როგორცვ გინდა ისე მიიღე წადი მეთქი. -ანუ ესე ალექს, კარგი დღეს წავალ, მაგრამ აუცილებლად მოვალ და ჩემს შვილს წავიყვან, რადგან ვატყობ ხელს გიშლის შენი პირადი ცხოვრების დალაგებაში -ამას როგორ ამბობ, ნუთუ არც კი გრცხვენია, გაეთრიე აქედან, არასოდეს არ გაბედო ჩემთან ან ჩემს შვილთან მოახლოება, შენს ბოზებს მიხედე, ალექსანდრა უკვე ძალიან იყო მწყობრიდან გამოსული, პირველლი ეს იყო ის რომ გიორგიმ ეჭვი შეიტანა მასში, ხოლო მეორე მის დედობრივ გრძნობებს შეეხნენ, ფეხქვეშ გათელეს არაფერი დაუტოვეს. -გიორგის არასოდეს არ ჰყავდა ესე მწყობრიდან გამოსული ალექსანდრა ნანახი, არც მაშინ უნახავს იმ საბედისწერო დღეს ყოველთვის ყველაფერს გულში იხვევდა და ესეთი მისი აწ უკვე ყოფილი ცოლი არასდროს ენახა, სიტყვა აღარ დაუბრუნებია, უთქმელად გავიდა სახლიდან, და როგორც ყოველთვის დატოვა მთლიანად დაცარიელებული და განადგურებული ცოლი, ცოლი რომელიც მისი ფიქრით ამ დღის შემდეგ საბოლოოდ დაკარგა. *** განადგურებული გამოვიდა ალექსანდრას სახლიდან, გიჟივით დაჯდა მანქანაზე და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სიარული, ვერ გაეგო რა ქნას, ის რომ ალექსანდრა დაკარგა დღეს უკვე ძალიან მძაფრად იგრძნო, იგრძნო ისიც რომ ეს უზარმაზარი ტკივილია მისთვის, აქამდე საკუთარ თავშიც კი არასოდეს დაუშვია ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ალექსანდრას სხვა ვინმე შეყვარებოდა, ან ურთერთობა ჰქონოდა, შეიძლება ამეტებდა მაგრამ იქ სახლში ნანახმა ერთიანად შეძრა, ორი გოგო ორი ბიჭი, წყვილები ბედნიერად ვახშმობდნენ, მანქანა სახლთან დააყენა და სახლიში გიჟივით შევარდა, ზურაბს არ გამორჩენია შვილის ესეთი მდგომარეობა. -რა ხდება გიორგი? შეშინებული იკითხა კაცმა -მე ის დავკარგე მამა გესმის, მე ის დავკარგე ღრიალებდა ბოლო ხმაზე გიორგი -რაზე ლაპარაკობ ვერ გავიგე, ზურაბი გაკვირვებული ეკითხებოდა და თანაც შვილის ჩასისხლიანებულ თვალებს უყურებდა, ასეთ მდგომარეობაში ბოლოს ის მაშინ ნახა როცა ალექსანდრა საავადმყოფოში იწვა -ალექსანდრა დავკარგე მამა გესმის, მას სხვა უყვარს -დაწყნარდი შვილო, ზურაბი გიორგის დაწყნარებას ცდილობდა, წამოდი ცოტა ვისაუბროთ იქნებ ცოტა მდგომარეობიდან გამოხვიდე, შენ ის მაშინ დაკარგე როცა უღალატე,მესმის შენი ჩვენში დარჩეს და კაცურად გეტყვი, ცოლისთვის ვის არ უღალატია, მათ შორის მეც, მაგრამ საყვარლის გაჩენა და ამას დამატებული მისგან შვილის გაჩენა ეს უკვე მეტისმეტია შვილო, ეს უკვე ღალატზე მეტია, ამას არცერთი ქალი არ გაპატიებდა რა დონემდეც არ უნდა ყვარებოდი, განსაკუთრებით კი ალექსანდრა ის ისეთი ამაყია. -მამა მან არ იცის რომ მე მეორე შვილი მყავს, დაჩიც კი გავაფრთხილე მაკოსთვის არაფერი ეთქვა, რადგან ალექსანდრაც გაიგებდა და ყველანაირ მასთან მისასვლელ გზას მომიჭრიდა. -ეს კიდევ უარესი, კიდევ ატყუებ და კიდევ ცდილობ დაუმალო ყველაფერი, მიდი დაელაპარაკე ადამიანურად და არა გიჟივით მივარდე, ის გაგიგებს ვიცი როგორიცაა ჩემი რძალი, ზურაბს ძალიან უყვარდა ალექსანდრა და ყოველთვის ცდილობდა მას როგორც მამა ისე დადგომოდა გვერდში. -მამა გამორიცხულია ვერ გაიგებს, არ მაპატიებს, რა ვუთხრა იცი მე ალექს მეორე შვილი მყავს სწორედ იმ ქალისგან ვინც შენ ცხოვრება დაგინგრია, მას ზურა ჰქვია და ხუთი წლის არის მეთქი, და ამის შემდეგ როგორ ავუხსნა რომ მე დედამისთან იმ დღის შემდეგ არანაირი შეხება არ მაქვს, გამორიცხულია მამა ამას ვერ გაიგებს, და სულ რომ არაფერი მას სხვა უყვარს, გიორგიმ თავი დახარა და მწარედ წასკდა ცრემლები დაუკითხავად, მას ესე ძალიან უპირობოდ უყვარდა ალექსანდრა, მაგრამ საკუთარი განვლილი ცხოვრება ძალას ართმევდა რომ ოდნავ მაინც ებრძოლა მისი გულისათვის. *** ალექსანდრა გაყინული იდგა ისევ იმ ადგილას სადაც გიორგიმ დატოვა, ცრემლები შეიმშრალა გონს მოეგო და მისაღებში გავიდა, ძალიან დიდი ბოდიში ასეთი ოჯახური დრამის მომსწრე რომ გახდით,შეეცადა გაეღიმა მაგრამ სახეზე ეწერა რომ ეს შეუძლებელი იყო. -არა უშავას ალექს, ვიცი გიორგის ამბავი ყველაფერი სხვაგვარად იფიქრა სიტუაციის განმუხტვა სცადა ანამ. -ასეც რომ იყოს, რაც მან იფიქრა ესეც რომ ყოფილიყო, რა უფლება აქვს სახლში მომივარდეს და ისტერიკები ატეხოს, მას არაფითარი უფლება არ აქვს, ალექსანდრა მიხვდა რომ ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა ამ სიტყვების წარმოთმა, და ბოდიშის თვალებით გადახედა იქ მჯომებს. ამ დროს მისაღებში თიკო შემოვიდა მხიარული სახით, მოკლედ უჩემოდ მოიწყინეთ ხომ.? იკითხა ბედნიერმა -გოგო სად ხარ ამდენი ხანი, დაგაეხვია ანა, ალექსანდრას მიხედე ყურში ჩასჩურჩულა და ისევ გაუღიმა ვითომ არაფერი მომხდარა. -თიკომ მაშინვე ალექსანდრას მიუბრუნდა, ალექს რა გჭირს, ესეთი სახე რატომ გაქვს, ძალიან იყო დამწუხრებული თიკო დაქალის მდგომარეობით, ისე რომ იქ მჯომთათვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ეხლაღა შეამჩნია იქ მჯდომი საბა და უცხო მამაკაცი, ბოდიშით ისე ავღშფოთდი ვეღარ მოგესალმეთ, მე თიკო ვარ ალექსანდრას უახლოესი მეგობარი, და ხელი გაუწოდა დემეტრეს, საბას კი მოეხვია და გადაკოცნა. -მოკლედ ჩვენი წასვლის დროა, საბა ფეხზე წამოდგა -მეც ესე ვფიქრობ დემეტრეც აჰყვა მას. -მოიცადეთ ცოტა ხანი, შეწუხდა ალექსანდრა მაგრამ ეხლა მისთვის ხსნა იყო მარტო დარჩენა. -არა ალექს დასვენება გჭირდება მოუჭრა ანამ, თანაც თიკო რადგან მოვიდა აღარ ვინერვიულებ, მეც დავრჩებოდი მაგრამ ხვალ დილით ბათუმში მივდივარ და ტყუილად უნდა გაგაღვიძო -არა ჩემო საყვარელო რას ამბობ, ალექსანდრამ სტუმრები გააცილა, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში გადაუხადა და ოთახში დაბრუნდა, თითქოს მთელი ქვეყნის საქმე დღეს ამ ღამით გააკეთაო ისე დაეშვა სავარძელში დაღლილი. -არ მეტყვი რა მოხდა, თიკომ ინტერესით გახედა -აქ გიორგი იყო მოსული თიკო, გესმის შენ გიორგი, ალექსანდრამ დაწვრილებით მოუყვა იმ საღამოს მომხდარი ამბავი, და ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა, თიკო არ ვიცი რა ვიფიქრო უკვე იმ მდგომარეობამდე მივედი, საერთოდ წავალ ამ ქვეყნიდან ელენეს წავიყვან და წავალ, აფრიკაში თუნდაც სადაც ეს ვერ მომაგნებს, დავიღალე გესმის დავიღალე ფიქრით მასზე, დავიღალე ჩემი გრძნობების გარკვევით, ვერ გამიგია რა ვქნა, არც პატიება შემიძლია და არც დავიწყება, მიშველე რამე გთხოვ შენ ხომ ჩემი საუკეთესო დაქალი ხარ, რამე მირჩია. -თიკოც ალექსანდრასთან ერთად მოსთქვამდა, მიიწია მისკენ და მაგრამ ჩაიკრა გულში, შენ ჩემო გოგო როგორ დაიტანჯე, რომ შემეძლოს შეუძლებელსაც კი გავაკეთებდი შენთვის რომ მეშველა, როგორ მოვიქცეთ მითხარი და გავაკეთოთ, გინდა ერთად წავიდეთ სადმე დასასვენებლად იქნებ ცოტა გიშველოს, თიკოს მხოლოდ ამ ბედნიერმა იდეამ გაუელვა თავში. -არ ვიცი თიკუ, ამ დროს ეხლა სამსახურშიც ბევრი საქმე გვაქვს, როგორ ავდგეთ და მივატოვოთ ყველაფერი, დიდად ალექსანდრასაც არ გამოუხატავს უარყოფა, დასვენება მეგობართან ერთად ძალიან სჭირდებოდა, თანაც თიკო ყველაფერს გააკეთებდა რომ ის გაემხიარულებინა, მას ხომ პოზიტივის დაულეველი წყარო გააჩნდა. -მომისმინე მე ხვალ წავალ ტურ ოპერატორებთან, წავიდეთ ერთი კვირით ეგვიპტეში, ლანასაც ვუთხრათ შეიძლება ანამაც მოიცალოს, და ყველა ერთად წავიდეთ ერთი კვირა საქმეს არ გააფუჭებს, თანაც დღეს შვიდი დეკემბერია ოცამდე ჩამოვალთ, ვიცი რომ ოცში აუცილებლად უნდა წავიდეთ თელავში. -კარგი ვნახოთ გთხოვ ეს ღამე გადამატანინე რაც მთავარია ჯერ, ისე როგორ გღლი არა ამ ჩემი დრამებით, ალექსანდრამ საყვარლად ახედა თიკოს. -არა ჩემო საყვარელო ამას როგორ იძახი ნეტა თუ არ გრცხვენია. გახსოვს მე რომ ჩემი ძაღლი რიკი მომიკვდა რა ცუდად ვიყავი მაგრამ შენ სულ ჩემს გვერდით იყავი. -გოგო რა ამბავს იხსენებ ეგ მემგონი წინა საუკუნეში მოხდა. -რა მნიშვნელობა აქვს მთავარია მე ხომ მტკიოდა და ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო, შენ ზაფხულში არსად არ წადი სულ ჩემთან ერთად იყავი და გლოვობდი, მიუხედავად იმისა რომ ძაღლებს ვერ იტან, ესაა მეგობრობა ალექს ჩვენ ერთმანეთი უნდა გავიტანოთ. კიდევ ბევრ რამეზე ილაპარაკეს გოგოებმა ალექსანდრა ცოტა ხასიათზეც მოვიდა თიკომ გადაადო მისი პოზიტივი, და იქვე მდივანზე ჩაეძინა. თიკომ სახლი მიალაგა, ჭურჭელი დარეცხა და ელენეს მიუწვა საწოლ ოთახში. დილით ჯერ კიდევ ვერ გაერკვია რა მოხდა წინა ღამეს მის თავს, თვალიც კი არ ჰქონდა გახელილი, დაუნდობელმა რეალობა და მისმა ტვინმა ერთდროულად მისცეს სიგნალი რომ გაეხსენებინა გუშინდელი ღამე. ძალაუნებურად წამოდგა, საქმე არ იცდიდა, ტელეფონს დახედა რვის ნახევარი იყო უკვე, ელენეს საუზმე გაუმზადა და ოთახში შევიდა, ბედნიერად ეძინათ ელენეს და თიკოს ჩახუტებულებს, ელენეს დედა ეგონა ალბათ და ძილში ყოველთვის ესე ეხუტება ხოლმე, ორივე მშვიდად გააღვიძა. თიკო ადექი მიდი ყავა დავლიოთ, ელე დე გვაგვიანდება. დღევანდელი დილა თიკოს არ გაუპროტესტებია, რადგან უკვე გონებაში მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი ალექსანდრას დახმარებოდა და გაებედნიერებინა. -ხო მართლა ყავის დალევის დროს ალექსანდრას გუშინ ღამეს მომხდარი დეტალი გაახსენდა, იცი ჩემთან ის ბიჭი დემეტრე ვინ იყო? -ვინ? გაოცებულმა ჰკითხა თიკომ და გულში გაუხარდა რომ ალექსანდრამ დემეტრე ახსენა, რადგან შემოსვლის თანავე მიიპყრო ამ კაცი მამაკაცურობამ მისი ყურადღება. -აი ის კაცი მანქანით რომ დავეჯახე და ლამის გამლახა. -მართლა? გაოცებულმა იკითხა თიკომ -ხო საბას მეგობარია და სრულიად შემთხვევით მოხვდა გუშინ აქ. -აი ბედი თუ არ არის ეხლა ეს ყველაფერი მომაჭერი თავი, აღფრთოვანდა თიკო, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა როცა ალექსანდრას გადახედა და შეხედა თუ როგორ ანიშნებდა რომ მათთან ერთდ ელენეც იჯდა. თავი გააქნია და ჩუმათ ჩაიცინა. გოგოები სამსახურში ჩვეულებრივზე ადრე მივიდნენ, ლანაც მალევე მოვიდა, რა თქმა უნდა გუშინ ღამეს მომხდარი ამბები თიკომ მოუყვა რადგან არ უნდოდა ალექსანდრას კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ეს ყველაფერი. -უნამუსო, უზრდელი, დაიწყო ლანამ გიორგის ლანძღვა როგორც კი თიკო მორჩა ამბის მოყოლას,არა როგორ გაბედა ალექსასთან მისვლა, საერთოდ აღარ სცხვენია, მაგას ისიც ეყოფა რომ ყავს და ვითომ არ ამხელს. -გოგო გაჩერდი შენ ნორმალური ხარ რას იძახი, ჯერ ეს ერთი ის ბავშვია და მერე მეორე ეგ ალექსამ არ გაიგონოს შემთხვევით, შენ ხვდები რა მოხდება? -ვიცი და ცხოვრებაში არ ამოვიღებ ამ თემაზე ხმას, უბრალოდ შენ ის თუ იცი ალექსანდრამ რომ გაიგოს რომ ეს ჩვენ ვიცით და არ ვუთხარით რა მოხდება, გაოცებული სახე მიიღი ლანამ, არცერთს არ გვაპატიებს ვერ ხედავ რა პრიციპულია. -ვერ გაიგებს, საერთოდ შევეშვათ რა ამ თემას. მართლა იცი რა გადავწყვიტე გუშინ, ჩვენ სამივე ეგვიპტეში მივდივართ ერთი კვირით, განაჩენი გამოტანილია გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ჩაიცინა თიკომ. -კი მაგრამ რა დროს ეგვიპტეა საქმეს ვერ ავუდივართ, გაოცდა ლანა -საქმე მოიცდის ალექსანდრას ჯანმრთელობა არა, თანაც ანასაც ვეტყვი და თქვენც შეგარიგებთ. -არ ვიცი ლაშას უნდა ვუთხრა თუ შეძლებს უჩემოთ ჰაერის ჩასუნთქვას მაინც, ლანამ მის ქმარზე ანიშნა. -კარგი რა ტყუილა ნუ ლანძგავ ეხლა ლაშას, ანგელოზია ნამდვილი საამაყო სიძე. -კი ესე გეგონოს სახლში ნამდვილი ტირანია, ლანა რა თქმა უნდა ამეტებდა და ლაშა ნამდვილად ძალიან კარგი და კეთილი ბიჭი იყო, ყველაფერ სიკეთესთან ერთად შესანიშნავი ქმარი. -მოკლედ მე ეხლა მივდივარ ტურ ოპერატორთან, თანაც გზაში ანას დავურეკავ და იმასაც შევუთანხმებ, და ვყიდულობ საგზურებს, მორჩა თქვა თიკომ და კარებისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ისე რომ პასუხის დაბრუნებაც ვეღარ შეძლო ლანამ. *** შუა დღით ალექსანდრა ნინოს კაბინეტში იჯდა, და ფსიქოლოგს ისევ და ისევ მის გაჭირვებაზე ესაუბრებოდა. -ნინო რა გავაკეთო როგორ მოვიქცე შენ ყოველთვის ძალას მაძლევ ხოლმე მე, ხომ მირჩიე ნახეო, ვნახე და აი შედეგიც სახლში მომივარდა და ამაწიოკა, სტუმრებთან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. -ალექს შვილო აქ მთავარია რომ შენ ნახე, რაც არ უნდა ამტკიცო რომ ყველაფერი ისევ ისეა არეული დავიჯერო რომ ცოტა ნათელი წერტილი მაინც არ გამოჩნდა? -არ ვიცი ნინო, ვერ გავერკვიე ვერაფერში არც პატიება შემიძლია და არც დავიწყება. -და იცი რატომ? შენ გინდა რომ ორივე ერთად შეძლო, გინდა რომ დაივიწყო და აპატიო კიდევაც, მოდი ჯერ ერთი საქმე ამოირჩიე და ის გააკეთე, ან დავიწყებისკენ გადადგი ერთი ნაბიჯი ან პატიებისკენ, ეს არ გააკეთო არამც და არამც გიორგის გამო, ეს შენი თავის გამო უნდა გააკეთო, აი მაგალითად დღეს ავირჩიოთ ამ ოთახში რა გინდა პატიება თუ დავიწყება. ნინოს კითხვა დაუსვა და პასუხსაც მოუთმენლად ელოდა მისგან. -ალექსანდრა თითქოს გამოიჭირესო, უმარტივეს კითხვაზე ვერ სცემდა პასუხს, რადგან პატიება არ უნდოდა, დავიწყებისათვის კი არ ემეტებოდა, ესე გაეშვა მთელი მისი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ თუ პატიებას აირჩევდა ეს ავტომატურად იმას ნიშნავდა რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთად იცხოვრებდნენ და მაინც ვერ აპატიებდ,ა სულ გაახსენდებოდა, ეხლა მიხვდა მისი თავის ყველაზე დიდ შეცდომას, რაც იყო. მივხვდი ნინო შენ ნამდვილი სასწაული ხარ, შენ ყოველთვის მეხმარები იმაში რომ დავალაგო ჩემი აზრები, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.ჩემი პასუხი იქნება დავიწყება, მინდა ხო მინდა, ძალიან მინდა გიორგი გიგაური დავივიწყო, ბოლო ხმაზე იყვირა ალექსამ და ნინოს მოეხვია, მადლობა შენ რომ ესეთი კეთილი ხარ. -არა ეს შენ მადლობა რომ გამოცანებს არ მაკლებ ჩაიცინა ნინომ და ალექს შუბლზე აკოცა. *** ნინოს კაბინეტიდან გამოსულმა თითქოს შვება იგრძნოო, ეხლა ზუსტად იცის რა სჭირდება, შეეშვას ქალურ ეგოიზმს და დაივიწყოს გიორგი, ჯერ არ იცის როგორ, მაგრამ მთავარია მიაგნო ათვლის წერტილს საიდანაც უნდა დაიწყოს, ამ ფიქრებში იყო ვიღაცის შეხება რომ იგრძნო მაჯაზე. ალექსანდრა შენ აქ რა გინდა? გაოცებული სახე ჰქონდა დემეტრეს და თან უღიმოდა. -მეეე დაბნეული გახედა ალექსანდრამ, დემეტრეს ნახვას ამ კლინიკაში არ მოელოდა, მე ნაცნობის სანახავად შემოვირბინა, არ გაუმხელია რომ ფსიქოლოგთან დადის, ვაი თუ იფიქროს გიჟიაო, ისედაც უკვე ბევრი სანახაობა ნახა მის გარშემო. -იმედია შენი ახლობელი კარგადაა, დაინტერესდა დემეტრე -კი მადლობთ კარგადაა გაუღიმა ალექსანდრამ. -იცი ყავა ხომ არ დაგველია კაფეში შესთავაზე ბიჭმა, მხოლოდ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული. -ალექსანდრას ჩაეღიმა, რატომაც არა უპასუოხა და კლინიკის კაფისკენ წავიდნენ. -იცი დაიწყო დემეტრემ არ ვიცი ამას რატომ გეუბნები მაგრამ მაშინ როგორც მოგექეცი და რაც გაკადრე არასოდეს არავისთვის არ მითქვამ,ს თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობ, განსაკუთრებით მის შემდეგ რაც შენ გაგიცანი, ბოდიში კიდევ ერთხელ, არც ის გეგონოს რომ ამ სიტყვასაც ხსირად ვამბობ საკმაოდ ამაყი ვარ რომ ბოდიშები ესე ვისროლო ჰაერში, მაგრამ არის შემთხვევები როცა უნდა მოიბოდიშო. -მოდი შევთანხმდეთ კიდევ ერთხელ მომიხდი მაგ თემაზე ბოდიშს და უარეს კონცერტს ჩაგიტარებ გაუცინა ალექსანდრამ. -კარგი ხო მოვრჩი, უბრალოდ იმ დღეს საშინლად აღელვებული ვიყავი, პაციენტის სიცოცხლე ვერ გადავარჩინე, მიუხედავად იმის რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და მხოლოდ ხუთი პროცენტი ჰქონდა სიცოცლის გადარჩენის შანსი მაინც ვერ გადავარჩინე, ამ ჩემმა ხელებმა ეს ვერ შეძლეს დემეტრე დამწუხრებული დახედა მის ხელებს, და ამიტომაც ვიყავი ესე გამწარებული, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე. -ალექსანდრა დამწუხრებული უსმენდა, ღმერთო რა საშინელებაა, ეხლა წარმომიდგენია როგორ იქნებოდი, კიდევ კარგად შიკავე თავი, ოდნავ გაუღიმა და სცადა მისი გახალისება. -იცი რა ალექსანდრა როცა ესე მთავრდება ოპერაცია მაშინ ვხვდები თუ რამდენად უძლურები ვართ ადამიანები, რომ ჩვენი სიცოცხლე არაფერია, იმაზე მეტი მტკივნეული არაფერია როცა საოპერაციოდან გამოდიხარ, იქ კი გხვდება იმედის თვალებით ანთებული პაციენტის ოჯახის წევრები, შენ კი ეუბნები რომ ეს ვერ შეძელი, რომ მისი სიცოცხლე ვერ გამოაცალა სიკვდილს ხელიდან, ეს გზა საოპერაციოდან ოჯახის წევრებამდე მისასვლელი გზა ნეტავ იცოდე როგორი რთული გასავლელია, როცა შედეგი არის საშინელი. მოკლედ ამის თქმა მინდოდა, კარგი შევეშვათ მძიმე თემებს, ოდნავ გამხიარულდა დემეტრე, მიხვდა რომ პირველი მეგობრული შეხვედრის ფონზე საკმაოდ მძიმედ გამოუვიდა საუბარი, შენი ამბავი მომიყევი რა სჭირს შენს მეგობარს? -ვინ მეგობარს? დაინტერესდა ალექსანდრა -აი ვის სანახავადაც მოხვედი აქ. -ააა ხო, ეხლაღა გაახსენდა მისი ტყუილი რომ კინაღამ გამოაშკარავდა, არაფერი განსაკუთრებული, კარგი არ გვინდა ეხლა პაციენტებზე ლაპარაკი, სცადა თემის გადატანა, რადგან მიხვდა რომ ტყუილში გამოიჭირეს და საერთოდაც ვერ იტანდა როცა ვინმეს რამე ატყუებდა, არც უყვარდა ტყუილი, შენ ჩემს შესახებ ბევრი რამე იცი, მაგალითად სად ვმუშაობ, ის რომ მყავს შვილი და... უნდოდა ქმარი ეხსენებინა მაგრამ აქ გაჩერდა, და შენზე თითქმის არაფერი არ ვიცი, არ გინდა მომიყვე მოკლე ბიოგრაფია, ინტერესის თვალებით გახედა. -არ ვიცი ალექსანდრა რა უნდა გითხრა, ექიმი ვარ, ეს იცი, კარდიოლოგი, თუ გული გეტკინება შეგიძლია ჩემთან მოხვიდე გაგსინჯავ, ჩაიღიმა დემეტრემ. -ალექსანდრამ ეხლაღა შეამჩნია თუ რა საოცარი ღიმილი ჰქონდა მას, საოცარი სანდომიანი ღიმილი, თითქოს ვიღაცას აგონებდა მისი ეს სახის ნაკვთები მაგრამ ვის ვერ აღიდგინა . -მოკლედ ეხლა მე უნდა წავიდე ისედაც ბევრი დრო წაგართვი გაიცინა ალექსანდრამ, თანაც მეც სამსახურში ბევრი საქმე მაქვს. -კარგი ალექსანდრა შემოიარე ხოლმე მე სულ აქ ვარ. -მართლა მე ხშირად მოვდ.... ალექსანდრას უნდოდა ეთქვა რომ აქ ხშირად მოდიოდა და უკვირდა რატომ არასდროს უნახავს დემეტრე, რადგან ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე უწევდა კვირაში სამი დღით მოსვლა, კიდევ ლამის წამოცდა და გადააკეთა, მე ხშირად მიწევს ხოლმე ამ ტერიტორიაზე გამოსვლა თუ რამე შემოგირბენ ხოლმე, გაუცინა, დემეტრე გადაკოცნა და საავადმყოფო დატოვა. *** ოფისში როგორც კი მივიდა თიკო კარებთან დახვდა საგზურებით ხელში, გილოცავ ბარგი ჩაალაგე ხვალ საღამოს მე შენ ლანა და ანა ეგვიპტეში მივფრინავთ. -ესე უცებ? გაუკვირდა ალექსანდრას -დიახაც ესე უცებ აბა რა, გადადებული საქმე ეშმაკისააო არ გაგიგონია. -ყოჩაღ ნეტა სხვა საქმეებსაც ესე სწრაფად აკეთებდა ჩაუცინა ალექსანდრამ. -სხვასაც ესე სწრაფად ვაკეთებ უბრალოდ თქვენ არ მიფასებთ. მოკლედ ამდენს რას მელაპარაკები წადი ეხლა ბარგი ჩაალაგე ხვალ საღამოს ფრენა გვაქვს. თიკომ ლამის ძალით გააგდო სახლში ალექსანდრა. უამრავი ბარგი და მათ შორის ყველაზე ბევრი რა თქმა უნდა თიკოსი, ხალხი აეროპორტში ირეოდა, ოთხი საუკეთესო დაქალი ბედნიერი სახეებით ეგვიპტეში მიფრინავდა, მათ შემხედვარეს გეგონებოდა რომ პრობლემას მათ ცხოვრებაში არასოდეს გაუვლია, მაგრამ ეს მართლაც ის წუთებია როდესაც გრძნობ რომ უბრალოდ უნდა იცხოვრო, თითოეული წამის გულისათვის, დღევანდელი დღით და არ ინერვიულო მომავალზე, არის წამები და არის დღეები როცა გრძნობ რომ შენ ყველაზე ძლიერი ხარ, იმიტომ რომ გყავს ისეთი მეგობრები რომლებიც არასოდეს მოგცემენ იმის საშუალებას რომ დაეცე, რომ აღარ შეგეძლოს გამართულად გავლა და ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ცხოვრებაში. ჩვენი საუკეთესო თავგადასავალი იწყება გოგოებო, თიკომ ჰაერში ააფრიალა თვითმფრინავის ბილეთები და რეგისტრაციისაკენ გაემართნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.