ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (9)
სააბაზანოში შევდივარ,შხაპს ვიღებ და სუფთა ტანსსაცმლს ვიცვამ,რომელიც ლვანმა დამიტოვა,აქ დიდხანს ვერ დავრჩები,სხვა გზა უნდ ამოვნახო,არავინ მყავს ისეთი ვისაც დავეყრდნობი,ჩემმა მშობლებმა ზურგი მაქციეს და სხვას როგორ უნდა შევეკედლო.მადა საერთოდ არ მაქვს,თუმცა როგორც ლევანმა მითხრა უნდა ვჭამო,ეს აუცილბელია,რომ ცუდად არ გავხდე,ყავას ვიმზადებ და სამზარეულოს მაღალ სკამზე ვჯდები,თავი სიევ სიზმარში მგონია,ეს ყველაფერი კი საშინელი კოშმარი,რომელიც გამოღვიძბისთანავე დასრულდება,თუმცა თვალებს ფართოდ ვახელ და ვხვდები,რომ ეს ყველაფერი კოშმარი კი არა მწარე რეალობაა.ერთ დღეში გავიზარდე,თიტქოს ერთ დღეშივე გამიჩნდა ყველა ის ნაოჭი,რომელიც ადამიანებს წლების გასვლის შემდეგ ნელ-ნელა ემატებათ,ერთ დღეში მოვკვდი და გავნადგურდი,საკუთარი თვაის მიკვირს,ნუთუ იმდენად ძლიერი ვარ,რომ ახლა აქ ვზივარ ყავის ფინჯნით ხელში? რატომ არ მოვკვდი ის როგორც წესია? ისევ რატომ ვსუნთქავ? ღმერთს არ სურდა რომ წავეყვანე,ყველაფერი ხომ მისი ნებით ხდება,ცუდიც და კარგიც. შურისძიებისთვის სამიზნედ მე ამირჩია,კიდევ კარგი ეს ლიკუნას არ გაუკეთა,თორემ დარწმუნებული ვარ ის ამას ვრ გადაიტანდა,ჯერ მას გაისტუმრებდა საიქიოში შემდეგ კი თავსაც აღარ იცოცხლებდა. ახლა მე სრულიად მარტო ვარ ამხელა სამყაროში,ჩემს გვერდით არავინაა,არც დედა,რომლმაც 9 თვე მუცლით მატარა და 22 წლის განმავლობაში მზრდიდა,არც მამა,რომელიც სულ მეუბნბოდა ქვეყნად ყველამ რომ ზურგი შეგაქციოს მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებიო,ჩემს დას ხომ ალბათ საერთოდ ჩემი დანახვაც აღარ ენდომება. ყველაზე ძნელი მაინც ის არის გვერდში რომ არავინ გყავს ერთი სანუგეშო სიტყვა რომ გითხრას.სად არის ამ დროს სალომე? დავურეკე,თუმცა ასე მიპასუხა ახლა ვერ მოვალ სანდროს დაბადებისდღე აქვს და სიურპრიზს ვუწყობთო,მესმის მისიც,ყველას ხომ ჩემსავით არ შეუძლია ნებისმიერ საქმეს შეეშვას და მეგობრის დასახმარებლად გაიქცეს.სამსახურშიც აღარ მიმიღო ჩემმა მენეჯერმა რომ გაიგო გავთხოვდი,ყოველთვის მოვწონდი და ეს ვერ აიტანა,მიზეზად კი ის მითხრა,რომ შენი შვებულება სამსახურის ფასად დამიჯდა და უფროსმა გადაწყვიტა შენი კადრო სხვით შეეცვალაო,როგორც გავიგე ქუთაისში,ზუგდიდში წასვლის დროს სასტუმროშიც ნატალიას გამოგზავნილი ტიპი დამეტაკა,იმისთვის რომ ჩემი სოლო პარტია თავისი დიშვილი ნინისთვის მიეცა.ამ ყველაფრის გაგბის შემდეგ ვიჯექი და გიჟივით ვიცინოდი,ლევანი გაოცებული მიყურებდა და ცდილობდა ჩმს დამშვიდებას,ერთადერთი ადამიანი ვინც გვერდში მედგა. უკვე 2 კვირაა ისევ ლევანთან ვცხვრობ,ის ყურადღებას არ მაკლებს,ყველანაირად ცდილობს დამეხმაროს,სამსახურის შოვნაშიც კი მეხმარება,თუმცა არ მინდა მისგან კიდევ უფრო მეტად ვიყო დავალებული,ტელეფონი აღარ მაქვს,მერვე სართულიდან ისე მოვისროლე ერთი წუთითაც კი არ დამნანებია. გულის რევა და თავბრუსხვევა ხშირად მაწუხებს,ამას ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას ვაბრალებ,თუმცა ლევაი ეჭვობს,რომ შესაძლოა ორსულად ვიყო,ამის წარმოდგენაც კი არ მინდა,რომ წარმოვიდგენ ჩემში ნიკას ნაწილი იზრდება გული მერევა და იმწამსვე სიბრაზე მიპყრობს. -იქნებ ჯობდეს საავადმყოფოში წავიდეთ?-დინავზე ზის ლევანი ჩემს პირდაპირ და მიყურებს -არა ლევან,შეაუძლებელია,მე მასთან მხოლოდ 2 კვირა ვიყავი -კატო რატომაა შეუძლებელი? მგონი პირიქით ბუნებრივი უნდ აიყოს ის ფაქტი,რომ ორსულად იყო -ამის წარმოდგენაც კი მაშინებს-თავს ვაქნევ უარის ნიშნად -რატომ? დედობა ასე გაშინებს დავიჯერო? -არ მინდა ლევან,მისგან საერთოდ არაფერი არ მინდა-გამოვცარი კბილებში -ამას შენ ვერ განსაზღვრავ კატო,ეს თავისდაუნებურად ხდება,მგონი ხვდები ხომ? -არ ვარ ორსულად! არა!-მტკიცედ ვსაუბრობ,თუმცა მეც კი ეჭვი მეპარება ამაში -დილით ექიმთან წავიდეთ და ამას იქ გავიგებთ,და თუ ხარ...?-ტუჩს იკვნეტს -ამის წარმოდგენა არ მინდა -კატო მიპასუხე,დიდი იმედი მაქვს რომ ბავშვს არ მოიშორებ -რა თქმა უნდ არ მოვიშორებ! ამის გაკეთების სასტიკი წინააღმდეგი ვარ ! მეტად აღარ გვისაუბრია,მალევე დავწექი და მთელი ღამე თეთრად გავათენე,ბავშვი? რადროს ბავშვია ახლა? მე საკუთარ თავზე ზრუნვაც კი არ შემიძლია და მასზე როგორ ვიზრუნებ? ეს ხომ შუძლებელია! დილით ლევანთან ერთად მივდივარ საავადმყოფოში,სადაც სისხლის ანალიზს ვიკეთებ,დერეფანში ვცქმუტავ,ერთ ადგილას ვერ ვჩერდები -იქნებ დაჯდე?-ფეხებს აბაკუნებს ლევანი ნერვიულად -ვნერვიულობ -ფრჩხილების ჭამით და აქეთ-იქით სიარულით ვერაფერს გახდები კატო -ეგ მეც ვიცი ლევან,თუმცა რა გავაკეთო? შენ რომ ჩემს მდგომარეობაში იყო რას მოიმოქმედებდი? -გავაჩენდი და გავზრდიდი,თუმცა მე კაცი ვარ და ვერასოდეს ვიქნები შენს მდგომარეობაში-მოკლედ მპასუხობს და პასუხის გასაგებად მიდის მიმღებში,უკან ავედევნე აკანკალებული,კონვერტი გამომიწოდა,სანამ გავხსნიდი კინაღამ გულის შეტევა მივიღე -არ შემიძლია,იქნებ ეს შენ გააკეთო?-ტუჩების კვნეტით გავუწოდე ლევანს კონვერტი და ვთხოვე რომ პასუხი მას ენახა კონვერტს მართმევს და ხსნის,შემდეგ მიყურებს მისი გამომეტყველებიდან ვერაფერს ვხვდები -გილოცავ,მალე დედა გახდები-იღიმის ხმას ვერ ვიღებ,იმ წუთას ვშტერდები და გონება სადღაც აქეთ-იქით გამირბის,დედა გავხდები? ნიკას შვილი მეყოლება მუცელში და შემდეგ გავაჩენ? თვალებს მაგრად ვხუჭავ და ცრემლებიც აღარ აყოვნებენ -ახლა ბედნიერებისგან უნდა ტიროდე კატო-ხელი დამავლო ლევანმა და მანქანაში ჩამსვა -მე..მე არც კი ვიცი ლევან -რა არ იცი? -ეს როგორ უნდა გავაკეთო -მარტივია,ჯერ 9 თვე მუცელში გეყოლება,ნუ უკვე 8,შემდეგ გააჩენ და გაზრდი,სულ ეს არის-გაიკრიჭა -მეღადავები ხომ?-თვალებდაწვრილებულმა გადავხედე და ღვედი გადავიკარი -რატომ ქმნი ტრაგდიას? იცი რამდენი ქალი ოცნებობს რომ შვილი ყავდეს? -იქნებ გაჩენის შემდეგ გავაშვილო? -რა?! ეგ როგორ იფიქრე?!! -მე მას ვერაფრს შვტავაზებ,თანაცდარწმუნებული ვარ მამამისს არც კი უნდა მისი გაჩენა -მერე რა? მან რა დააშავა?თქვენს შეცდომებზე მას გინდა აგებინო პასუხი?! შენ რანაირი ქალი ხარ?!-თიტქმის ღრიალებდა ლევანი,შემეშინდა და იმ წუთასვე გავჩუმდი -ძალიან დაბნეული ვარ,ამას თავს როგორ გავართმევ არ ვიცი ლევან -ნუ ტირი და ეგ აზრი თავიდან ამოიგდე,მე დაგეხმარები ყველაფერში,შნ მარტო არ ხარ,მე გყავარ დაგავიწყდა? -მაგრამ მთელი ცხოვრება შენ ვერ მეყოლები -მისმინე,თუ საჭირო გახდა ცოლადაც მოგიყვან და ბავშვს ჩემს გვარს მივცემ,თუმცა ვფიქრობ რომ მამამისმა მისი არსბობა უნდა იცოდეს კატო,მას აქვს ამის უფლება -მას არაფრის უფლება არ აქვს! -შეიძლება,თუმცა ამის უფლება ნამდვილად აქვს -დარწმუნებული ვარ მოშორებას მომთხოვს დ არომ გავაჩინო ფეხებზე დაიკიდებს,განა ვის უნდა მამამისის მკვლელის შვილიშვილი? -შენ ახლა ყვლაძე ძლიერი უნდა იყო -ამას რატომ აკეთებ? -რას? -რატომ მეხმარები? -იმიტომ,რომ გჭირდება -მხოლოდ ამიტომ ლევან? -კატო რას გულისხმობ? -მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ-ცალი წარბი მაღლა ავწიე და ინტერესით დავაკვირდი -დამიჯერე ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ კატო,შენ.. შენ ჩემს დას მაგონებ,ჩემს ეკას,რომელსაც საოცრად გავხარ,უკვე 2 წელია ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა-უეცრად დასევდიანდა და მანქანა გზიდან გადაიყვანა -რა? ლევან მაპატიე არ ვიცოდი,ძალიან ვწუხვარ -არაუშავს,საიდან უნდა გცოდნოდა-გამომეტყველება შეეცვალა -მართლა ძალიან ვწუხვარ-სიტყვებს ვეღარ ვუყრდი თავს -ზუსტად შნი ასაკის იყო,შენსავით სავი გრძელი სწორი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა,მას ძალიან ჰგავხარ,იმ დღესაც რომ დაგინახე მაშინვე ეკა გამახსენე... თავი ჩავხარე,ხმას ვეღარ ვიღებდი,ა რა უნდა მეთქვა,რა იდიოტი ხარ კატო! სახლში ისე მივედით ხმა არცერთს ამოგვიღია. საჭმელი მოვამზადე,ერთად ვვახშმობდით როცა ყველაფერი მომიყვა თავის დის შესახებ,გული ძალიან მეტკინა,მისი რამდენიმე ფოტოც მაჩვენა და მართლაც იყო მსგავსება ჩვენს შორის. წარსულთან კავშირი სამუდამოდ გავწყვიტე,ახლა მხოლოდ მე ლევანი და ჩემში არსბული პატარა ვიყავით,არც მქონდ ასურვილი ვინმე გამოჩენილიყო იმ ტკივილით სავსე წარსულიდან,რომელიც გულს მიკლავდა და მჯაბნიდა.ლევანმა თავის მეგობრის კომპანიაში სამსახური მიშოვა,კადრებში ადმინისტრატორის თანამდებობაზე,ხელფასი დიდი არ იყო,თუმცა ამაზეც კმაყოფილი ვიყავი,ლევანი რომ არა არც კი ვიცი რა უნდა მექნა,ის ჩემი მფარველი ანგელოზი იყო,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.დღეები გადიოდა,თვეებიც,ვმუშაობდი,თიტქოს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა,მუცელიც მეზრდებოდა და მოძრაობაც მიჭრდა ნელ-ნელა. ქარიშხალს,თავს რომ დააღწევ ის აღარახარ რაც იყავი,ქარბუქმა გადაგიარა და თავისი კვალიც დაგატყო...ყველაზე მტკივნეული მაინც იმ წარსულის გახსენებაა,რომელშიც ერთ დროს ბედნიერი იყავი,იმიტომ,რომ იცი ის დღეები აღარასოდეს დაბრუნდა და შენც ისევ ისეთი ვეღარასოდეს იქნები. მე-7 თვეში ვარ,მუცელიც უკვე კარგად მეტყობა,ლევანი სივ ჩემს გვერდითაა,თავისი ოჯახიც გამაცნო,ყველა შოკში იყო,განსაკუთრებით კი დედამისი,რომელსაც საიქიოდან დაბრუნებული თავისი შვილი ეკა ვეგონე,მას შემდეგ აღარ უტირია რაც გამიცნო,მგონი ახლაც თავისი შვილი ვგონივარ,ყველას ძალიან ვუყვარვარ და ზრუნავენ ჩემზე,ისევე როგორც თავიანთ შვილზე. ლევანის დედა თიტქმის გამოჯანმრთელდა,ახლა მხოლოდ ჩემზე და ჩემს პატარაზეა გადმორთული,ყველა მეუბნება,რომ მას სიცოცხლის აზრი დავუმბრუნე,ეს ფაქტი კი ძალიან მაბედნიერებს,დავკარგე ოჯახი,თუმცა ახალმა ოჯახმა მიპოვა მე. გული მაინც ორად მაქვს გაგლეჯილი,ისინი მაინც ჩემში არიან და ამას ვერსად გავექცევი,დღემდე მაქვს იმედი,რომ რომელიმე მათგანი მაინც გამოჩნდება სადმე,თუმცა იმდენად მატკინეს და გამწირეს მათი დანახვაც კი არ მინდა,იმ ქუჩებს არ ვეკარები სადაც ადრე დავდიდო და სადაც მათი ნახვაა შესაძლებელი,ყველა ის ადგილი მძულს სადაც ნიკას ვნახულობდი.მე არ შემიძლია ვიყო კეთილი ან მიმტევებელი იმ ადამიანების მიმართ,რომლებიც ასე უგულოდ მომექცნენ და ზურგი მაქციეს.ჩემს შვილს იგივეს არასოდეს განვაცდევინებ,ბოლომდე გვერდში დავუდგები,სულ რომ ქვეყნიერება დააქციოს მაინც მე მასზე უარს არ ვიტყვი.ჯერ არ გაჩენილა და უკვე სიგიჟემდე მიყვარს,ჩემი თავი მძულს იმის გამო,რომ მისი არსებობა არ გამხარებია თავიდან და მისი გაშვილება გადავწყვიტე,ამას საკუთარ თავს ვერც ვერასოდეს ვაპატიებ,ამის გაფიქრებაც კი დიდი ცოდვაა.ის მე ცხოვრების სტიმულს მაძლევს,აზრს რომ ვიცხოვრო,მისთვის ყველაზე კარგი დედა ვიყო და ისე გავზარდ რომ ჩემით იამაყოს,მამას ვერავინ შეუცვლის,თუმცა მისი მამაც და დედაც მე ვიქნები,მას არასოდეს ეცოდინება თავისი არაკაცი მამის ამბავი! -კატო,მზად ხარ? დედა ვახშამზე გველოდება-კიბებზე ამოირბინა ლევანმა დაჰალსტუხი შეიწორა -მანტოს ავიღებ და ჩამოვალ სწრააფდ ჩავიცვი და დაბლა ჩავედი,დღეს დედამისის დაბადებისდღე იყო,რომ არ მივსულიყავი ძალიან ეწყინებოდა.საღამომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,მხოლოდ ოჯახის წევრები და მე ვიყავით. -როგორ ორსულობა გაქვს საყვარელო?-მკითხა ლევანის დედამ ელზამ და მუცელზე მომეფერა -ფხებს მირტყამს,მაგრამ ჩემი ბიჭი სხვა მხრივ არ მაწუხებს -ერთი სული მაქვს როდის დაიბადება-ტაში შემოკრა ელზამ დილით სამსახურში წავედი,ნეტავ სულ არ წავსულიყავი,ოფისსში შევედი თუ არა ვატოს გადავაწყდი,გავშრი,უცებ ამომიტივტივდა წარსულის ყველა მოგონება და შემაქანა,კინაღამ იქვე დავეცი,მანაც დამინახა,თავი ჩახარა თუმცა მაინც მოვიდა ჩემთან -კატო?-ჩემს მუცელს გაშტერებულმა დახედა -რა იყო? -აგდებულად ვუპასუხე -როგორ ხარ?-ჩემს მუცელს თვალს არ აშორებდა -ძალიან კარგად,თავად?-სახეზე ყალბი და ბედნიერი ღიმილი ავიკარი -ორსულად ხარ? -არა,ბალიში მაქვს ჩატენილი -ნიკამ იცის?-მისი სახელის ხსენებისას გამაკანკალა,უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში -მან რატო უნდა იცოდეს?-მხრები ავიჩეჩე -ბავშვი მისი არაა?-დაეჭვებულმა მხოლოდ ახლარა მოაცილა ჩემს მუცელს თვალი და თვალებში შემომხედა -რა თქმა უნდა არა-თავი დამაჯერებლად გავაქნიე -აბა ვისია? -რა შენი საქმეა ვისია? ანგარიში უნდა გაბარო?-ვერავინ წარმოიდგენს რად მიჯდებოდა ეს თავდაჯერებული ტონი -კატო მისმინე,გეფიცები მე არ მინდოდა ესე მომხდარიყო,სულ ვეუბნებოდი ეს არ გაეკეთებინა,თუმცა არ დამიჯერა-მის თვალებში სინანული შევნიშნე,გამახსენდა მისი უსამოვნო სახე იმ დღეს როცა ნიკას მივყვებოდი,და საუბარი აივანზეც როცა ნიკას კითხათავი კაცი გგონიაოო? თუმცა ეს არაფერს ცვლიდა -რამე მოხდა?-გამეცინა-მე არაფერი მახსოვს-ისევ ყალბად გავუღიმე და გვერდი ამაყად,თავაწეულმა ავუარე ზუსტად ვიცოდი ნიკას ჩემი ორსულობის შესახებ მოუყვებოდა,თუმცა იამაშიც ვიყავი დარწმუნებული,რომ ეს ნიკას საერთოდ არ დააინტრესებდა.აკანკალბული დავჯქი ჩემს მაგიდასთან და კომპიუტერი ჩავრთე.წამით გამახსენდა ყველაფერი და ტკივილისგან გამაკანკალა. მთელი დღე ვატოსტან შხვედრაზე მეფიქრებოდა,გული ვერაფერს დავუდე.სიბრაზისგან და შურისძიების სურვილისგან ლამის შუაზე გავსკდი. -ჩვენი ლამაზი ორსული როგორ არის?-მკითხა ჩვენმა მენეჯერმა თეომ -მადლობა თეო კარგად ვარ შენ? -მეც,დავინახე წეღან ჩემს ძმას ელაპარაკებოდი,საიდან იცნობ ვატოს? -რა? ვატო შენი ძმაა?-პირი დავაღე -ხო რა იყო? -არაფერი,ქუთაისიდან ვიცნობ -ქუთაისთან რა კავშირი გაქვს? იქიდან ხარ წარმოშობით? -არა,ჩემი ყოფილი ქმრის ძმაკაცია -რომლის?-დაეჭვებულმა გამომხედა -ნიკა ფურცელაძის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.