შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 15


20-11-2016, 00:35
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 146

რაც გვიწერია არ აგვცდება არასოდეს. ვინმეს რომ ეთქვა რამდენიმე თვის უკან ეს მელოდა და ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი, შეიძლება ხმამაღლა გამეცინა და რა თქმა უნდა არ დავიჯერებდი. ყველაფერი სიზმარი მეგონა და გაღვიძება არ მინდოდა, მეგონა თვალს რომ გავახელდი ყველაფერი გაქრებოდა.თუმცა ეს ცხადი იყო და მთელი ცხოვრება არ გამქრალა. არასოდეს არ მეგონა ასეთი ადამინები თუ არსებობდნენ. მაგრამ გამონაკლისებიც ხდება თურმე და სწორედ სანდრომ და მისმა ოჯახმა ადამიანების რწმენა და ნდობა დამიბრუნეს.
ყველაფრის გარკვევის შემდეგ ჩემსა და სანდროს შორის მაინც იყო რაღაც დისტანცია და ბოლომდე ვერ ვიხსნებოდი მასთან. ისევ ისეთი მორიდებული ვიყავი თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გაქრა. თუმცა მანამდე რაღაც მოხდა....

ერთი თვე გავიდა რაც ჩვენ შეყვარებულები გავხდით. დროს უმეტესად სულ ერთად ვატარებდით.მთხოვა სამსახურისთვის თავი დამენებებინა და მეც უსიტყვოდ შევასრულე მისი თხოვნა. იმტომ კი არა რომ არ უნდოდა არ მემუშვა. უბრალოდ არ უნდოდა ნიკას სიხლოვეს ვყოფილიყავი მითუმეტეს მანაც კარგად იცოდა ვისიც იყი ის კლინიკა და როგორც მოვხვდი იქ. მამაკაცებს რას გამოაპარებ? ახალ სამსახურს ვეძებდი. სანდრომ მითხრა დაგეხმარებიო.ეს მის გარეშე უნდა გამეკეთებინა და უარი განვუცხადე. გულში ხინჯად მქონდა იმ დღევანდელი საღამო როცა ნიკას და სანდროს ჩხუბი მოუვიდათ. ვიცოდი ნიკა ასე არ გაჩერდებოდა და კიდევ ერთხელ შემახსენებდა თავს.ასეც მოხდა...
იმ დღეს გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული. სანდროს უნდა წავეყვანე და მას ველოდი. მის მოსვლამდე კი მე და ეკა ყავას ვსვავდით და ჭორაობით ვირთობდით თავს. როცა ტელეფონმა დარეკა. ეკრანს რომ დავხედე მაშინვე ვიცანი. ნიკა იყო
-რა გინდა?რატომ რეკავ?-ვუპასუხე უხეშად და ცივად.
-არ გინდა ასეთი ტონით საუბარი. შენს სახლთან რომ კაფეა მანდ გელოდები.ათ წუთში აქ იყავი. უნდა გელაპარაკო. თუ არ ჩამოხვალ იცოდე სახლში მოგადგები.
-კარგი. მოვალ. ვუთხარი და წასასვლელად დავიწყე მომზადება.
-სად მიდიხარ? სანდრომ რომ გაიგოს ხომ იცი გადაირევა?-დაელოდეარ მიშვებდა ეკა.-სადაცაა მოვა.
-ჯერ ადრეა ნახევარ საათში მოვა, მანამდე კი მე ყველაფერს გავარკვევ მასთან. მე უნდა დავასრულო ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ეკა. მას არაფერი უთხრა იცოდე.
-მეშინია სალო. რამე რომ დაგიშავოს.
-არაფერი მოხდება. მშვიდად იყავი ვუთხარი და კარი გავიხურე..
ის უკვე იქ მელოდა. კაფეში იჯდა და სასმლით სავსე ჭიქა ედგა წინ. მისკენ გავემართე. სკამი გამოვწიე და პირდაპირ დავუჯექი. ვგრძნობდი როგორ მინდოდა ერთიანად ამომეხეთქა და მისთვის ყველაფერი ერთიანად მიმეხალა, მაგრამ თავს ვიკავებდი და მას ველოდი.
-ასე ნუ მიყურებ რააა, ძალიან გთხოვ.
-ასე როგორ?
-ისე თითქოს გეზიზღებოდე და გძულდე.
-ასეა და იმიტომ.
-კი მაგრამ რა დაგიშავე?მე ხომ შენს მიმართ თბილი გრძნობები მაქვს.მე მართლა მიყვარხარ. გულწრფელი ვარ შენთან სალომე.
-ცინიკოსი ნუ ხარ. არ მჭირდება შენი სიყვარული, არაფერში არ მჭირდება, გაიგე არ მიყვარხარ არაა. დავუმარცვლე ბოლო სიტყვები.
-რატომ?რატომ?ყველაფერს აქვს მიზეზი უნდა მითხრა.
-პირველ რიგში იმიტომ რომ საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ხარ. მერე იმიტომ რომ ნარკომანი ხარ და მესამე იმიტომ რომ კაცის მკვლელი ხარ ნიკა მკვლელი გასაგებია?
-რა სისულეებს ლაპარაკობ?სახეზე ფერი გადაუვიდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
-როგორც ჩანს შენ და მამაშენმა კარგად ვერ დამალეთ ის ამბავი.
-რა ამბავი?
-რა ამბავი და შენ ორი წლის უკან ბარში ჩხუბის დროს ბიჭი მოკალი. ახალგაზრდა, სიცოცხლი სავსე ბიჭი. შენ მე ძმა მომიკალი ნიკა. გაიგე. მკვლელო. ვუყვირე და ზიზღით სავსე მზერა ვტყორცნე
-რა გაყვირებს ჩუმად ილაპარაკე. ავად შემომხედა მან.
-მოკლედ ასე ნიკა. იმ დღეს შენ ადამიანი რომელიც მოკალი ლუკა დევდარიანი ჩემი ძმა იყო. შენ ძმა მომიკალი. მშობლებს შვილი წაართვი. ახალგაზრდა გოგო სიყვარულის და საქმროს გარეშე დატოვე და როგორ ფიქრობ ეს გეპატიება?არაა საკმარისი მიზეზი რომ მძულდე?ეგ როგორ გამოგრჩა? ამდენი რამე გაარკვიე ჩემზე და ეგ გამოტოვე. მოკლედ მე შენზე ბევრი რამე ვიცი, ვიცი საიდან გაქვს ამდენი ფული. ვიცი რომ ნარკოტიკების ბიზნესში ხარ ჩართული და თუ თავს არ დამანენებ მეც და სანდროსაც გიჩივლებ და ციხეში ამოგალპობ. პირველ რიგში კი ჩემზე ძალადობისთვის გიჩივლებ და ისე გავაკეთებ რომ ჩემთან მოახლოებაც კი აგეკრძალოს. -უკვე ვხვდებოდი რომ მასზე ვიმარჯვებდი და უფრო მემატებოდა ძალა და თავდაჯერებულობა. მაგრამ როცა ნიკამ ხელი დამტაცა და პირზე ხელი ამაფარა იქ კი შემეშინდა.
-წამოდი. მე შენ გაჩვენებ სეირს როგრო უნდა დამუქრება.როგორ გაბედე ეს?შეიძლება რაღაცეები არასწორად გავაკეთე მაგრამ მაინც ჩემი გახდები.
-არა ნიკა არა, ვყვიროდი და ვუძალიანდებოდი მე.
-ადექი, აქედან მივდივართ, ჩემთან მოდიხარ. ვიგრძენი როგორ შემეხო გვერდზე იარაღი და მაშინვე წამოვდექი.გასასვლელისკენ წავედით.მთელი გზა ვუძალიანდებოდი და მისგან თავის დახსნას ვცდილობდა მაგრაამ ის უფრო ძლიერად მიჭერდა ხელს. საშინლად მტკიოდა და ის იყო უნდა მეკივლა რომ ვიგრძენი ვიღაც გააფთრებული ეცა მას. ხელი გააშვებინა. არადაამიანური ყვირილის ხმა მომესმა. რომ მოვიხედე სანდრო დავინახე. გააფთრებულ მხეცს ჰგავდა და ნიკას გამეტებით ურტყავდა.
-ხომ გაგფრთხილე. ხომ გითხარი მას ახლოსაც არ გაეკარო-თქო?ვერ გაიგე?ახალ კარგად გაგააბინებ?გეფიცები მართლა არ გაცოცხლებ თუ კიდევ ერთხელ დაემუქრები ან ახლოს მიუახლოვდები. სანდრო მუშტებს მიყოლებით იქნევდა. ნიკას სახე მთლიანად სისხლით შეეღება. მერე სისხლმა ცხვირიდანაც იწყო დენა, შემეშინდა მართლა არ მოეკლა და ხელზე ჩამოვეკიდე.
-წავიდეთ სანდრო. გაუშვი არ შემოგაკვდეს.
ძლივს მოვახერხე მისი დამშვიდება და როგორც იქნა წავიყვანე იქიდან. გზაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. უხმოდ მივედით ჩემს სახლამდე.კარი ეკამ გაგვიღო.
-მადლობა ღმერთს ორივე კარგად ხართ.- ამოისუნთქა მან.-როგორ ვინერვიულე.
-ეს მას უნდა უთხრა საყვედური ,-წყენით თქვა სანდრომ.
-ხომ გითხარი მარტო არ წასულიყავი.-მისაყვედურა ეკამც, -
-ოო კარგით რაა, ორივემ კარგად იცით რომ არაფერი არ მომივიდოდა.
-საიდან ვიცი?რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?მე რომ არ მოვსულიყავი წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა. იყვირა სანდრომ.-როდის უნდა მიხვდე რომ უჩემოდ არაფერი აღარ უნდა გააკეთო?როდის უნდა მიხვდე რომ მე და შენ უკვე ერთნი ვართ?-სანდრო თავს ვეღარ აკონტროლებდა. ასეთი პირველად ვნახე,მიყვიროდა. დივანზე მოვიკუნტე და სატირლად მოვემზადე.
-მაპატიე სალო, მაგრამ ის მართალია. ვერ მოვითმინე და დავურეკე, რომ არ დამერეკა არც კი ვიცი რა მოხდებოდა. დამშვიდება სცადა ეკამ ჩემი და გვერდით მომიჯდა.
-კინაღამ გავგიჟდი როცა ეკამ დამირეკა და მითხრა სადაც წახვედი. არც კი მახსოვს როგორ მოვედი აქამდე.თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ისე სწრაფად მოვდიოდი რომ კინაღამ ავარია მომივიდა. ჯერ შენზე ხომ ვინერვიულე და მერე ის დამემატა. თვალზე ბინდი გადამეკრა შეიძლებოდა მომეკლა შენ რომ შუაში არ ჩამდგარიყავი.
-ოოო შენ ყველაფერს მუშტებით აგვარებ?არ დავუთმე მეც
-როცა საჭიროა, როცა კანონი ვერ აგვარებს მუშტიც უნდა გაიქნიო და იარაღიც უნდა ისროლო. როცა საჭიროა იქ თბილი სიტყვა უნდა გამოიყენო.-ყვიროდა სანდრო
-იქნებ ცოტა დამშვიდდეთ ორივე.- ყვირილი საქმეს არ უშველის. -სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა ეკა.
-მოკლედ ასე. დღეს არსადაც არ წახვალ და საერთოდაც სამსახურზე შეგიძლია არც იფიქრო. სახლში იჯდები.-მიყვირა. ტელეფონს ხელი დაავლო და სახლიდან გავარდა. კარი ისე გაიჯახუნა კინაღამ ჩამოვარდა.რამდნიმე წუთს ერთ ადგილზე ვიჯექი და მისი ნათქვამის გაანალიზებას ვცდილობდი. ეს ჩემი სანდრო არ იყო. მასში მხეცი გაღვიზებულიყო და ისე ბობოქრობდა არც კი ვიცი რა ჩააქრობდა. მერე გავბრაზდი და მაგიდაზე მდგარ ჭიქას ხელი დავავლე, კედელს გავუქანე და დავამტვრიე.
-რას აკეთებ?
-გაიგე რა მითხრა?ესეც ჩვენი სანდრო ტიპიური მამაკაცი. ვინ თქა განსხვავბულიაო. ჯერ ცოლი არ ვარ და მბრძანებლობს. მერე რაღას იზავს წარმოიდგენ?
-კარგი ეხლა, ამუქებ ყველაფერს ,.გაბრაზებული იყო და იმიტომ თქვა ასე,-დამშვიდდება და ბოდიშსაც მოგიხდის.
-არ მჭირდება ბოდიში. აღარ ახსენო მისი სახელი....
იმასთან შეჯახება რომ სანდროც ასეთი იყო ძალიან გამბრაზა და ჩემი შეხედულებები მამაკაცების შესახებ ისევ ისეთი გახდა. მითი იმის შესახებ რომ განსხავებულებიც არსებობდნენ და ის ჩემი იყო დაიმსხვრა.იმდენად გავბრაზდი რომ საერთოდ გამოვრთე მობილური. ვიცოდი დამირეკავდა. მე კი ასე გავამწარებდი. მერე ეკასთან წავედი რამდენიმე დღით და ასე მინდოდა შიური მეძია მასზე. გავაფრთხილე არ ეთქვა არავისთან ჩემი ადგილსამყოფელი. მითუმეტეს ვიცოდი ძებნას დამიწყებდა. მაგრამ არა. ახლა იმაზე მეტკინა გული რომ არაფერი მოუმოქმედებია ჩემს შესარიგებლად.... რამდენიმე დღე ფილმების ყურებაში და ინტერნეტში ძრომიალში გავატარე. საინტერესო სტატიები წავიკითხე ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით. ეკამ ახალი სამსახური დაიწყო და სახლში საღამოს ბრუნდებოდა გვიან. რადგან სამსახურიდან ლაშასთან შესახვედრად გარბოდა. ისე უჩანდა პირი რომ მათი ურთიერთობა სიყვარულით დასრულდებოდა....
რამდენიმე დღის შემდეგ სახლში ჯდომა მომბეზრდა და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი გამესეირნა.უკვე თბილოდა. გაზაფხული აშკარად იგრძნობოდა. ყველაფერი ხარობდა და ყვაოდა. ჩემში კი ზამთარი იდგა ოღონდ ისეთი ზამთარი მზე რომ გამოჭყიტებს და ცოტას მაინც გათბობს.მათბობდა აბა რა იქნებოდა ვიცოდი ადამიანი რომელიც მიყვარდა სადღაც ახლოს იყო. მერე რა რომ ჩემთან არ იყო. მასთან ხომ ამდენი ლამაზი და თბილი მოგონება მაკავშირებდა. ხოდა ერთ დღესაც გადავწყვიტე იქ წავსულიყავი საიდანაც ყველაფერი დაიწყო. იმ კაფეში სადაც პირველად ვიყავით ერთად. წარმოვიდგინე ახლა იქ რა კარგი იქნებოდა.რა სილამაზე. რა ჰაერი. რა სურნელება...ეკას გავანდე ეს იდეა და გავაფრთხილე კიდევ ერთხელ არავისთან წამოსცდენოდა. დამპირდა კიო და სამსახურში წავიდა. შუადღეს მოვემზადე. ატმისფერი კაბა გადავიცვი. ამავე ფერის ბალეტკები,ჩანთა გადავიკიდე. თხელი მოსასხამი ხელში დავიჭირე და ტაქსი გამოვიძახე. ნახევარ საათში იქ ვიყავი. ფული გადავუხადე და ვთხოვე დამლოდებოდა.მანქანიდან გადავედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. ცოტა შემცივდა, მოსასხამი ჩავიცვი, შესასვლელისკენ წავედი. ხალხი არ ჩანდა რაც ძალაინ გამიკვირდა. არადა პირიქით უნდა ყოფილიყო. შიგნით შევედი. შესასვლელში ისევ ის გოგონა მომეგაბა როგორც მაშინ.თბილად მომემსალმა და გამიღიმა.
-შეიძლება მეორე სართულზე რომ ავიდე? ახლა ალბათ იქ ძალიან ლამაზი იქნება ვერანდაზე.
-დიახ შეიძლება. მართლაც ძალიან ლამაზია იქაურობა.მიპასუხა მან და ჩაეღიმა.
-თუ შეიძლება ერთი ყავა მომიტანეთ,- ვუთხარი და კიბეს ავუყევი. არც პირველ სართულზე არავინ იყო და სავარაუოდოდ არც იქ იქნებოდა არავინ. გამიხარდა კიდეც რომ მარტო ვიქნებოდი მშვიდად და წყნარად. მინდოდა იმ ადგილზე დავმჯდარიყავით სადაც პირველად, მაგრამ დაკავებული იყო.მაგიდა ორ კაცზე იყო გაწყობილი.სანთლებიც ენთო.
-ალბათ ვინმეს რომანტიკული ვახშამი აქვს დაგეგმილი, მე კი ხელს შევუშლი. გავიფიქრე, გვერდი ავუქციე და გარეთ გასვლა დავაპირე, როცა ზურგს უკან მამაკაცის ხმა მომესმა.
-თქვენი ადგილი აქ არის ქალბატონო.
რათქმა უნდა მაშინვე ვიცანი. ის იყო. მაგრამ საიდან გაიგო რომ აქ ვიყაბი? ან ეს ყველაფერი როდის მოასწრო? მოვტრიალდი. სანდრო გაბადრული სახით იდგა მაგიდასთან და მიღიმოდა. ისევ ისეთი ელეგანტური იყო როგორც მაშინ, როგორც ყოველთვის. რათქმა უნდა მასზე გაბრაზებული აღარ ვიყავი. მალე გადამიარა მაგრამ შერიგებისკენ პირველ ნაბიჯის გადადგმა არ მინოდა.
-ეგ არ არის ჩემი ადგილი, ვუპასუხე ისე თითქოს ჯერ კიდევ გაბრზებული ვიყავი.
-ისე იქცევი თითქოს გაბრაზებული იყო.
-დიახ ვარ.
-აი ცივი წყალი დალიე და გაგივლის. ჭიქაში ჩამოასხა და მომაწოდა.
-მეხუმრები? რა თქმა უნდა შენისთანა ხეპრესგან მეტს რას უნდა ველოდო.
-არც შენ ხარ ნაკლები უჟმური, მაგრამ რა ვქნა რომ ასე ძალიან მიყვარხარ.
-გეტყობა როგორც გიყვარვარ. ჯერ იყო და მიყვირე და სამსახურის დაწყება ამიკრძალე,მერე წახვედი და ერთი კვირა დაიკარგე.არც კი გაგხსნებივარ
-სამაგიეროდ ვიციდი რომ კარგად იყავი.
-აქ საიდან მოხვდი? ვინ გითხრა აქ რომ მოვდიოდი?რა თქმა უნდა ეკამ. აბა ვინ ეგეტყოდა.
-ხო, აბა რა გგონია მარტო შენი მეგობარი ხომ არაა. ვიცოდი რომ მასთან იყავი და არაფერი გიჭირდა თორემ რა გამაძლებინებდა ისე შენ რომ გასაჭირში ყოფილიყავი. ის ჩემსკენ წამოვიდა მომიახლოვდა და წინ დამიდგა.
-შენ რა იცი რომ კარგად ვიყავი?საფრთხე რომ არ მემუქრებოდა იმას არ ნიშნავს რომ კარგად ვიყავი. შენ არც კი იცი რა ცუდად ვიყავი. ვკვდებოდი უშენოდ. იცი რა ცუდად ვიყავი, იცი რა ძნელი იყო ეს ყველაფერი?იცი რამდენ ცუდ რამეს ვფიქრობიდი?მეგონა რომ შენც ისეთი იყავი როგორც სხვები?რომ წახვედი და მიმატოვე. ამოვხეთქე უცებ და ახლა მე დავიწყე ყვირილი. მკერდში მუშტებს ვურტყავდი, რომ მომეშორებინა და არ ჩამხუტებოდა.
-ცოლად გამოყევი. ხელები დამიჭირა მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა. დავიბენი და უღონოდ ჩამოვყარე ხელები. ყველაფერს ველოდი ამის გარდა,ერთიანად დატრიალდა ჩემს ირგვლივ ყველაფერი და წავბორძიკდი, მას რომ არ დავეჭირე წავიქცეოდი. ეს ის სიტყვები იყო რომელსაც დიდი ხნის უკან ველოდი და მინდოდა აკოს წარმოეთქვა. მაგრამ მაშინ ყველაფერი უკუღმა წავიდა და უბედურად დასრულდა. ახლა?ახლა ბედნიერი ვიყავი. ახლა ვიცოდი რომ ვუყვარდი. მიყვარდა და დღეიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სკამზე ჩამომსვა და წყალი მომაწოდა.
-კარგად ხარ?მკითხა როგორც კი წყალი მოვსვი და ჭიქა მაგიდაზე დავდგი.
-რა თქვი?
-ცოლად გამომყვები სალო?
- სანდრო თანახმა ვარ. ძლივს წარმოვთქვი რადგან ბედნიერებისგან მეტყველებაც მიჭირდა. მან ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გახსნა. თვალი ბეჭდის ელვარებამ მომჭრა.ულმაზესი იყო. თითზე მომარგო და მაკოცა.
-მიყვარხარ. მითხრა მან-მაგრამ ახალ იქნებ გასწორდე და მშვიდად ვივახშმოთ.
-სანდრო ტაქსი მელოდება, უხერხულია. გამახსენდა უცებ.
-ის ტაქსი მაშინვე გავუშვი როცა აქ შემოხვედი.
-კი მაგრამ ეს ყველაფერი როდის მოასწარი?
-ეკამ დილითვე მითხრა და დრო საკმარისი მქონნდა.
-მოკლავ მაგას. მოღალატე.-ჩაამეცინა.
-შეარგე გოგოს კუბიდონობა, რატომ ხარ ბოროტი.
-ისე კი გამიკვირდა არავინ რომ არ დამხვდა .
-როცა მინდა ჩემს რესტორანს მაშინ დავკეტავ და გავაღებ.-ჩაიცინა მან.
-ესეგი შენია დ არა შენი მეგობრის.რატომ მაშინვე არ მითხარი?
-ამას მნიშვნელობა ჰქონდა?-მკითხა და შამპანური ჩამოასხა
-სიმართლე რომ გითხრა არა.
-ხოდა მაშინ მინდა ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს. ჩვენს ბედნიერებას და ჩვენს მომავალს. ძალიან მიყვარხარ. ჩემი ცხოვრების აზრი ხარ. მეც მივხვდი რომ იმ დღეს ზედმეტი მომივიდა და მეც ცუდად ვიყავი უშენოდ. მაგრამ დღეიდან მორჩა. ყველაფერი სხვანაირად იქნება. მართლა დავრწმუნდი რომ უშენოდ არაფერი არ ვარ,არსებობა არ შემიძლია. გაგვიმარჯოს. თქვა კიდევ ერთხელ და ჭიქა მომიჯახუნა
-გაგვიმარჯოს. ცთქვი და ცოტა მეც მოვსვი.
-როგორც იქნა გათამამდი.-გაეცინა მას.
-სანდრო რაღაც მინდა გითხრა. არც ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ან როგრო აგიხსნა რასაც მე შენს მიმართ განვიცდი, რასაც გული გრძნობს. შენ მე ცხოვრება გამილამაზე. შენ ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნე. მაბედნიერებ. დილას მიხალისებ. სიცოცხლით მავსებ. მოკლედ უშენოდ ვეღარ ვხედავ ჩემს მომავალს. მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
-ჩემი პატარა და მტირალა გოგო ხარ შენ. გაეცინა მას.-ადგა ხელი ჩამკიდა და სკამიდან ამაყენა. ვერანდაზე გამიყვანა, ხელები წელზე შემომხვია და ზურდიდან მომეხუტა. კისერში მაკოცა.ასე ვიყავით ცოტა ხანს.
-გახსოვს მაშინ რა მითხარი როცა ვგუნდაობდით?
-კიი.
-ხოდა ახლა მე გეტყვი რომ ამ ბუნებასავით, ამ ყვავილებივით ლამაზი და სათუთი ხარ. და მინდა რომ გიხილო თოვლივით თეთრ კაბაში ჩემს დედოფლად და ჩემი შვილების დედა გახდე. რაც შეიძლებ მალე. ასე რომ აქედან რომ ჩავალთ, შენებს დაურეკავ დაელაპარაკები და ყველაფერს წესის მიხედვით გავაკეთებთ. შენს ოჯახში მოვალთ ნიშნობა შედგება მერე კი ქორწილი გაიმართება. ეს ყველაფერი კი ორ კვირაში უნდა მოასწრო.
-ასე მალე როგორ სანდრო?ვერ მოვასწრებ.
-შენ ყველაფერს მოაგვარებ ჩემო ქარიშხალო. აბა რა გეგონა ჩემს გულში რომ შემოიჭერი და გადამრიე? ასე ხომ ვეღარ დამტოვებ?
-ნწ... ვერა თავი გავაქნიე. მოვბრუნდი კისერზე ხელები მოვხვიე და ვაკოცე.-ოღონდ დამპირდი რომ აღარასოდეს მიყვირებ.
-თუ შენც დამპირდები რომ ისე აღარასოდეს მოიქცევი. როგორც მაშინ.-გპირდები რომ აღარასოდეს ავუწევ ხმას. მითხრა მან და ასეც მოხდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ჩხუბი ჩვენს შორის. მეტი აღარასოდეს ყოფილა...
მომდევნო დღეებმა ფილმის კადრებივით ჩაიარა. იმდენად ეიფორიაში ვიყავი აზროვნება მიჭირდა. ჯერ იყო და ჩემს მშობლებს დავურეკე ვთხოხვდები და ნიშნობისთვის მოემზადეთ-თქო.დაიჟინეს ნიშნობა სოფელში უნდა შედგეს შენს სახლში წესის და რიგის დაცვითო და მომიწია იქ ჩასვლა. ეკა გავიყოლე მოსახმარებლად. ნიშნობის დღეს სანდრო და მისი მშობლები ჩამოვიდნენ. თიკო, ირაკლი. მაკო და დიმა და რათქმა უნდა ლაშაც. აბა ეკას მარტო ხომ არ დატოვებდა.?მაკო უკვე ორსულად იყო და პატარა საყვარელი მუცელი ჰქონდა, სქესი ჯერ არ ვიცოდით.ყველა ველოდით სამეგობროში პირველი ბავშვის დაბადებას..
ნიშნობაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით. მამა უზომოდ ბედნიერი იყო. როგორც იქნა ჩემმა მშობლემაც გაიღიმეს. ლუკა არავის დაავიწყდებოდა მაგრამ ერთადერთი ქალიშვილის ბედნიერება არანაკლებ სასიხარულო იყო.
-ხომ გითხარი ბებია მაი ბიჭი საშენოა თქო.- მეუბნებოდა ბებო და თან თვალებიდან ცრემლს იწმენდა. -წახვალ ახლა გამიფრინდები.
-ნუ ტირი რაა ბეე. ხშირად გნახავთ. ხან თქვენ ჩამოხვალთ, ხან ჩვენ,- მოვეხვიე მას.
-გოგო წამოდი რას დამდგარხარ და ტირიხარ გეძახიან. შემოვიდა ეკა და მუჯლუგუნით გამიყვანა ოთახიდან . სანდრომ როგორც კი თვალი მომკრა მაშინვე ჰაერვანი კოცნა გამომიგზავნა მათგან შეუმჩევლად და გამიცინა.მის გვერდით დავიკავე ადგილი. ნანიმ საგვარეულო ბეჭედი და სამკაულები გადმომცა და დააყოლა.
-ეს სანდროს ბებიას აჩუქა ნიშნობაზე მისმა დედმთილმა, მან მე, მე კი შენ გიძღვნი მთელი გულით შვილო. ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ. შენ კარგად იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ჩემი შვილებისგან არ განსხავებ, ასე რომ დღეიდან შენ ჩემი მესამე შვილი ხარ.
-მოიცა. მოიცა მესამე რატომ?მე არ ვითვლები? -გაიხუმრა ირაკლიმ.
-შენ როგორ დამავიწყდები გაეცინა ნანის,-თქვენ ოთხივე დღეიდან ჩემი შვილები ხართ. ცრემლი მოადგა მას თვალზე და ჩუმად მოიწმინდა რომ არავის დაენახა მაგრამ მე დავინახე და მოვეხვიე. მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და ლოყაზე ვაკოცე
მერე როგორც ხდება მამაკაცებმა სუფრასთან გდაინაცვლეს და ქეიფი გაჩაღდა,დედა და ნანი სამზარეულოში განმარტოვდნენ ბებიასთან ერთად ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. გოგოები კი ზემოთ ავედით ჩემს ოთახში და ქორწილის გეგმებზე დავიწყეთ საუბარი. გიო სიხარულისგან დახტუნავდა ამდენი ხალხი არასოდეს ენახა სახლში.ძირითადად სანდროს არ შორდებოდა და სულ მასთან უნდოდა. მანაც კალთაში ჩაისვა და ასე გააგრძელა დალევა.იმ ღამეს ყველა კარგად გამოთვრა გვიანობამდე ქეიფობდნენ. მეორე დღეს ყველას პახმელიისგან თავი უსკდებოდათ მამას და ოთარის გარდა. ახალგაზრდებს დასცინოდნენ კიდეც ბებრებმა გაჯობეთო... საღამოს უკან დაბრუბდბნენ. მხოლოდ მე დავრჩი მშობლებთან ერთად და ქორწილის დეტალების დასაზუსტებლად...
უცებ გაირბინა დღეებმა. საქორწინო სამზადისი დასასრულს უახლოვდებოდა მე კი საშინლად ვნერვიულობდი. სანდრო ვარჯიშებს თავს ვერ ანებებდა და ხანდახან მარტო მიწევდა რაღაცეებზე წასვლა ნანისთან ერთად ან მის მის გარეშე. უკვე მენატრებოდა მაგრამ ვითმენდი. მალე ერთად ვიქნებოდით და ეს უკვე საკმარისი იყო. ქორწილის წინა დღეს სახლში მომადგა სწარაფად ჩაიცვი და წავიდეთ საქმე მაქვს. არაფერი უთქვია სად მივდიოდით ან რა საქმეზე. ქორწილთან დავაკავშირე. მანქანა ქალაქის ცენტრალურ უბანში გააჩერა ერთ ერთი შენობის წინ.
-დახუჭე თვალები და არ გაახილო სანამ არ გეტყვი. სიუპრიზი მაქვს.მთხოვა მან.
-კიდევ დარჩა რამე?
-კი . მომიჭრა მოკლედ და მანქანიდან გადამიყვანა. თავლებზე ხელი ამაფარა და გამიყოლა.რამდენიმე წუთს ვიარეთ მერე კი გავჩერდით
-მორჩა შეგიძლია გაახილო,-მითხრა.
თვალები ნელ-ნელა გავახილე და ბოლო ხმაზე ვიკივლე სიხარულისგან.
-მე შენ გითხარი სამსახურის შოვნაზე არც შეწუხდე და სახლში იყავი თქო. ეს ამიტომ გითხარი რომ აი ამას ვაპირებდი. მას ძლიერად მოვეხვიე და ვნებიანად ვაკოცე. მერე ისევ სიამაყით გავხედე შენობას. სანდრომ მხარზე ხელი მომხვია და ასე ვიდექით ცოტა ხანს.
"სალომე დევდარიანის სტომატოლოგიური კლინიკა".- ეწერა შენობას. ამ წუთში ჩემზე ბედნიერი და ამაყი ალბათ არავინ მეგულებოდა ქვეყანაზე....



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უმაგრესი ბიჭია რა.
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი makukuna

სალომეს რეაქცია არ მომეწონა, არ იმსახურებდა სანდრო ასეთ სიტყვებს. თვითონ კი მართლა იმსახურებდა იმ ხმამაღალ ყვირილს. რას გადაარჩინა კაცმა და ეს კიდე აქეთ იყო დიდ გულზე. კიდე კარგი დიდხანს არ გაყვა ეს გაბრაზება და შეურიგდა, თორემ უკვე ძალიან გავბრაზდებოდი, ამას რომ სულელური ბუტიაობა დაეწყო. აუ, ძალიან მომწონს სანდრო და მეც მინდა სანდრო relaxed

 


№3 სტუმარი Guest ელე

მალე დადე შემდეგი რა

 


№4 სტუმარი tiko

Axaltavs velodebi ardaagviano

 


№5  offline წევრი kato wiklauri

მზადდება და მალე იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent