შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 2


20-11-2016, 11:03
ავტორი mariia
ნანახია 1 934


სანაპიროზე ვზივარ და ჰორიზონტს გავყურებ. ზღვის ტალღების ხმა მელოდიასავით ჟღერდა. ცა კი სასწაულად ლამაზად ანათებდა. ძნელია ბუნების სილამაზემ სიმშვიდე არ მოგგვაროს. ეს ის მომენტებია,როცა მე ტვინს ვთიშავ და საერთოდ აღარაფერზე აღარ ვფიქრობ. როცა სულიერ სიმშვიდეს ვეძებ ყოველთვის აქ მოვდივარ.
- რა სილამაზეა- მესმის ზურგს უკან ხმა. მოულოდნელობისგან ვხტები. ვერც კი მივხვდი როდის მოვიდა.
- აქ რა გინდა? - პასუხს არ მცემს მიახლოვდება ნელი ნაბიჯით. ცალი ხელი ისევ ნეკნებზე უდევს. ჩემს გვერდით ჯდება და წინ ყურებას იწყებს.- არ უნდა ამდგარიყავი.- ვამბობ და მეც წინ ვიყურები.
- ცოტა უნდა გამევლო. სხეული წოლისგან უფრო მტკივა.თან საწოლი ლეი ჰიონგს დავუთმე წელი აწუხებს და მიწაზე წოლას ვერ შეძლებს.
- შეეძლო ზემოთ დაწოლილიყო. - უცებ მისკენ ვიხედები და მის მზერას ვაწყდები. ის მიყურებს თითქოს მთვარის შუქზე თვალებით რედგენზე მაშუქებდეს.
- არც იმდენად უნამუსოები ვართ, რომ გოგონა საწოლიდან ავაგდოთ- ჩაიცინა თავისივე ნათქვამზე.
- ჩემი ნებით ვთმობდი მხოლოდ დღეს.- თვალებში შევცქერი. სახის ნაკვთებსაც თვალს ვავლებ. თუმცა მზერას მალევე ვაშორებ და წინ ვიხედები. - იმიტომ რომ ვიცი რა გრძნობაა კატასტროფის შემდეგ სრულიად უცხო გარემოში მოხვედრა.
- რამდენი ხანია რაც აქ ხარ? - მოულოდნელად მეკითხება. მე კი აქ ყოფნის წლებზე გაფიქრებისას მეღიმება.
- იმდენი, რომ აქაურობა ჩემი სახლი გახდა.იმედი მაქვს თქვენ აქედან მალე წახვალთ.- ვიცინი და ისევ მას შევყურებ.
- ალბათ უკვე გვეძებენ.- ცას გახედა იმედიანი თვალებით.
- იმედი მაქვს მოაღწევენ აქამდე.როგორც ჩანდს გელოდებიან- ცისკენ მიპყრობილ მზერას მეც თვალს ვაყოლებ.
- ჩვენ,რომ გვიპოვნიან შენც შეძლებ დაბრუნებას. ხომ დაბრუნდები ჩვენთან ერთად?-სწრაფად მიტრიალდება. ისევ ვცბები. ამაზე მეტი აქ მოხვედრის დღიდან არაფერი მინდოდა.თუმცა როცა ასე ახლოს აღმოვჩნდი შინ დასაბრუნებელ გზასთან შემეშინდა და ვცდილობ მშიშარა კუსავით ჯავშანში შევიმალო. ყველა იმედი ერთიანად მიქრება. როგორც ჩანს წასვლაზე ოცნება უფრო იოლია ვიდრე სინამდვილეში წასვლა. იქნებ სულაც არ დამხვდეს ოსე ყველაფერი როგორც ვფიქრობ.
- შემიძლია კი?- ირონიულად მეცინება.
- შენც ხომ გყავს ის ვინც გელოდება- მყაავს კი?საკუთარ თავს ვუსვავ ამ კითხვას. ყოველთვის ვფიქრობ დედაზე და იმედი მაქვს კარგად არის.თუმცა ზოგჯერ ასეც ვფიქრობ.დედა აუცილებლად მომძებნიდა,თუმცა ალბათ.... არ მინდა ამ სიტყვების არც თქმა და არც გაფიქრება. სანამ თვალებში ცრემლს შეამჩნევს წინ ვიხედები ისევ. შეუმჩნევლად ცალი თვალიდან გადმოვარდნილ ცრემლს ვიწმენდ.
- აჯობებს დაისვენო -კითხვას უპასუხოდ ვტოვებ. ის კი ადგილიდან მაინც არ იძვრის. ალბათ ხვდება, რომ აღარაფერი არ უნდა მკითხოს.
- უკვე ვისვენებ- ამბობს და თან ჩაცინების ხმა მწვდება ყურში.
***
დილით მზე პირდაპირ სახეზე მანათებს და მისი სითბო მაღვიძებს. მარცხენა ხელი სახესთან მომაქვს და მამაჩემისგან შემორჩენილ საათს დავყურებ. შვიდის ნახევარია. წამოვჯექი. გვერდით სხეულის შერხევა ვიგრძენი. მისკენ ვიხედები.
- მაინც აქ დარჩა- ბრაზი მივლის თავში. ან როდის ჩამეძინა? ვფიქრობ თან მას თვალს არ ვაცილებ. ორივე ხელი თავ ქვეშ აქვს ამოდებული. მუხლები მოკეცილი. სახეზე ღიმილი დასთამაშებს. სახის კუნთები მეჭიმება და ვგრძნობ როგორ ვიღიმი. თავს უცებ ვაქნევ ფეხზე ვდგები და მას ვცილდები. სახლისკენ მიმავალ ბილიკს მივუყვები.თმას ხელით ვითომ ვისწორებ, როგორც ყოველთვის.
- პატარა ქალბატონი სად არის? -მესმის არც ისე შორიდან ბიძიას გამძვინვარებული ხმა.ფეხს ვუჩქარებ და სახლისკენ სირბილით მივდივარ.- სად არის მეთქი? -უცრის კბილებიდან ხეზე მიყუდებულ სეჰუნს,რომელსაც კისერზე დანა აქვს მიბჯენილი და შეშინებული თაგვივით იყურება.
- დაწყნარდით - იქვე ახლოს ბიჭებიც ამავე მზერით შეჰყურებდნენ და ცდილობდნენ დაემშვიდებინათ.
- ღმერთო ჩემო ბიძია გეყოფა - მასთან ვიჭრები და დანას ჯერ სეჰუნის ყელიდან ვახსნევინებ შემდეგ კი მისი ხელებიდან სეჰუნსაც ვათავისუფლებ.
- კარგად ხარ?- თვალებში შიში უკრთის.
- ეს კაცი ნამდვილი გიჟია- ბურდღუნებს სეჰუნი და კისერზე ხელს ისვამს.
- ვის რა უნდა დაეშავებინა? -სერიოზულად ვეკითხები ვუბრუნდები გაბრაზებული ბიძიას- ამათ?- თვალებს ირგვლივ მათ ვავლებ. ვამჩევ ამ ალიაქოთს ჯონგინიც შემოუერთდა.ბიძიაც იმავეს აკეთებს. რწმუნდება,რომ არაფერს დამიშავებენ,თუმცა მაინც უნდობლად შეჰყურებს მათ.
ბიჭები სეჰუნს ეხვივიან გარს და მის ყელს ათვალიერებენ სადაც პატარა ნაკაწრი აქვს.
- ხომ იცი,რომ ყველაფერი მაშინებს რაც ჩემს პატარა ქალბატონს ეხება- სიყვარულით შემომყურებს და ბიჭების თვალში ცივი კაცი გულში თბილად მიკრავს.-ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან არიან?-უცებ განზე იწევა და მეკითხება.
- კი- თანხმობის ნიშნად თან თავს ვუქნევ.
- დაიღუპა ვინმე?-ახლა უარყოფის ნიშნად ვუქნევ თავს.- კარგია. - ჩაილაპარაკა და გაბრუნებას აპირებდა თუმცა უცებ მომიბრუბდა.- ნუ იქნები ზედმეტად კეთილი. ამას შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ- ამბობს და ტრიალდება.
- მაგრამ ბაბუა ხომ იყო ჩვენს მიმართ ასეთი- ჩემთვის ჩუმად ვდუდღუნებ.
- პატარა ქალბატონი - მწვდება ირონიულად ნათქვამი ბექიონის სიტყვები. კოპებს ვკრავ და მისკენ ვიხედები მკაცრი სახით. - ვისი ან რისი ქალბატონი ხარ?-ხმამაღლა იცინის. ჯერ კიდევ ახლოს მყოფ ბიძიას ესმის მისი სიტყვები და უკან ტრიალებდა. ხელს ჩამოკიდებული დანისკენ აცურებს.სანამ ამას იზავს და ბექიონს სერიოზულ ზიანს მიაყენებს უკან ზონარიდან ჩემს დანას ვიღებ და ბექიონის მიმართულებით ვისვრი. ზუსტად იქ ხვდება სადაც გათვლილი მქონდა.მის უკან ხეზე. რამდენიმე სანტიმეტრით აცდაა ყელზე არტერიას. ბიძია თავის დანას ადგილზე აბრუნებს და თან კმაყოფილი იღიმის. მე კი ჯერ კიდევ თვალებ დაჭყეტილი ბექიონისკენ მივდივარ. აშკარად არ მოელოდნენ ბიჭები ამას ჩემგან. ყველა თითქოს ერთ ადგილას გაიყინა და სუნთქვაც შეწყვიტეს.
- იშვიათად ვაცილებ მიზანს. ჩემთან ჩხუბს მორჩი და იფიქრე იმაზე თუ როგორ წახვიდეთ აქედან. შეიძლება მეორედ ასე არ გაგიმართლოს და აღარ ავაცილო- ირონიულ სიცილს ვუტოვებ მის გაოცებულ სახეს. ხიდან უკან ვაძრობ დანას და ადგილზე ვაბრუნებ.ბიჭებს შორის გზას ვიკვლევ და პატარა სახლში შევდივარ. კმაყოფილი ვარ რადგან თითქოს ყველა მისი მწარე სიტყვა რაც მოსვლის დღიდან უთქვამს ავუნაზღაურე.ოთახში შესულს პილოტს ვუახლოვდები. ჭრილობებზე მაზს ვუსვამ.ერთი სახესთან მარცხენა მხარეს პატარა ადგილი აქვს დამწვარი. ფრთხილად ვუსვამ იმ ადგილსაც. უცებ თვალს ახელს. მოულოდნელობისგან ვხტები ხელს განზე ვწევ.
- კარგად ხართ?-ვეკითხები და ისიც ღიმილით მპასუხობს.
- იმაზე უკეთ ვიდრე იმ დღეს როცა გნახეთ- საწოლზე იწევა და ჯდება.ზურგით საწოლის საზურგეს ეყრდნობა. ოთახში ჯონგინი შემოდის და თავისი საწოლისკენ მიემართება.პილოტს მზერა მასზე გადააქვს და უღიმის ისევე როგორც ის,თუმცა მის ღიმილში არ იგრძნობა გულწრფელობა. წარბებს ვკრავ.პილოტი ისევ მე მიბრუნდება - როგორ მოგმართოთ?
- ჰანა. უბრალოდ ჰანა. -ბიჭი ისევ იღიმება. ამჯერად ღიმილის მიზეზი მე ვარ.
-სეოჯუნი- ამბობს და თავის ხელს მაწვდის.მეც თამამად ვართმევ. ჯონგინი კი თავის საწოლზე ზის და გრძნობ მის მზერას.- იმ დღეს ხელში აპარატი... - სათქმელს აღარ ვამთავრებინებ.ვხვდები რასაც გულისხმობს.
- კი მე მაქვს. შევინახე. ვიფიქრე რომ გჭირდებოდა.
- აქედან გასაღწევად ნამდვილად საჭიროა. შევაკეთებ და ცენტრში შეტყობინებას გავაგზავნი.- ამბობს ღიმილით და თავს უკან კედლისკენ აგდებს თან თვალებს ხუჭავს. გარეთ გასასვლელად ვბრუნდები თუმცა ხელზე შეხებას ვგრძნობ. უკან ვიხედები. ჩემი ხელი ჯონგინს უჭირავს და ქვევიდან შემომყურებს.
- რამე გინდოდა?
- არ ფიქრობ,რომ ბექიონთან ზედმეტი მოგივიდა? - მეჩვენება თუ მის ხმაში სიბრაზეს ვგრძნობ. მადლობა მითხრას,რომ საერთოდ ცოცხალია. კბილებიდან ვუცრი გონებაში.
- ასე სულაც არ ვფიქრობ - ვახლი მშვიდად და ჩემს ხელს მისი ხელიდან უხეშად ვიღებ. ოთახს ვტოვებ. ეზოში გამოსული ბიჭების მზერასაც ვაიგნორებ და ხის სახლში ავდივარ.
ცოტახნით ჩემს საწოლზე ვისვენებ ჩემს განუყრელ მეგობართან ერთად. დათუჩა ბილი ერთადერთია რაც ბავშვობასთან მაკავშირებს. აქ მოხვედრის დღიდან უსუსური ბავშვის გაქრობა დაიწყო ბიძიამ ჩემში. დარწმუნებული ვარ ცხოველებზე ნადირობა და ჩხუბი დაბრუნებულს არაფერში დამჭირდება.თუმცა ბიძიასთვის აუცილებელი იყო ძლიერი ვყოფილიყავი.
***
როგორ ველოდი ამ წუთებს. ჩემი სახლის წინ ვდაგავარ. გული საშინლად მიცემს. ლამისაა მკერდიდან ამოხტეს. ფეხები მიკანკალებს. თავს ძალას ვატან და სახლში შევდივარ. ერთდროულად სიხარულსაც ვგრძნობ და შიშსაც. ნაცნობი ადგილები ერთმანეთს ცვლის. წარსულის მოგონებები თვალწინ მიდგება. დედა,მამა და მე. ეს სახლი მოწმეა უამრავი ბედნიერი წუთებისა. მისაღებში მოსამსახურე მხვდება სახეზე სევდის ათასი ელფერი დასდის.
- პატარა ქალბატონო- ჩემს დანახვაზე ცრემლებს ვეღარ იკავებს.
- რა მოხდა?-ძლივს ვამბობ ხმის კანკალით. - დედა...- მცდება პირი.ცოტაც და ძირს დავეცემი,მაგრამ თავს ვიკავებ.
- ქალბატონი თქვენ გელოდებათ- სლუკუნით ამბობს. თავს ვანებებ და მთელი ძალით დედას ოთახისკენ გავრბივარ.
კარებთან ვჩერდები. ფეხები აღარ მემორჩილება. საწოლზე გაუნძრევლად წევს და სუსტად სუნთქავს. თითქოს უკანასკნელ ძალებს იკრებს სუნთქვისთვის.
- დედა...- შიშით წარმოვთქვამ ამ სიტყვას ხმის კანკალით. საწოლს ნელა ვუახლოდები. მის საწოლთან მუხლებზე ვეცემი. - დე..- ცრემლები თავისით პოულობენ გზას ჩემს ლოყებზე. ხელის კანკალით მის ჭაღარა შეპარულ თმას ვეხები და ვეფერები. ასაკი დატყობია,თუმცა მაინც ლამაზია ჩემი დედიკო. - დედიკო- ხმაში სიძლიერეს ვგრძნობ. თვალებს დიდი ძალისხმევის შემდეგ ახელს. ჩემს დანახვაზე ჩამქრალი შუქი უცებ ბრწყინვალებას იწყებს მის თვალებში. თვალიდან ცრემლი უვარდება. სწრაფად ვწვდები მის ცრემლიან თვალის უპეს და ვკოცნი. - დე მაპატიე, რომ ასე დავიგვიანე - თავს ვეღარ ვიკავებ და ვსლუკუნებ.
-ჩემი ლამაზი გოგო როგორ გაზრდილა - აცახცახებულ ხელს ლოყაზე მისმევს. - როგორც იქნა გხედავ და ისე არ მივდივარ ამ ქვეყნიდან. - მომღიმარი შემომყურებს. მისი ხელი მოწყვეტით ეცემა საწოლს.
- დედა?- ჩუმად ვამბობ შიშით - დე?-ხმას ისევ არ იღებს. მის ხელს ხელით ვიღებ და ისვ ჩემს ლოყაზე ვაბრუნებ. - აქ ვარ დე მოვედი. გეხვეწები ისევ შემომხედე - ცხარე ცრემლებით ვტირი. ხელი ისევ ცურდება და საწოლს მოწყვეტით ეცემა.- დეეედააა.....- ვღრიალებ ბოლო ხმაზე. მის სხეულს ვეკრობი და ამდენი ხნის ნანატრ სურნელს ვიყნოსავ. ისევ ისეთი სასიამოვნო სურნელი აქვს,როგორიც მახსოვს - დეე...- ისევ ვტირი ხმამაღლაა.
- ჰანა - მესმის ნაცნობი ხმა. ოთახს ცრემლებით სავსე თვალებს ვავლებ. ვერ ვხედავ ვინ მეძახის.- ჰანა- ისევ მეორდება. ისევ მეძახის. უკვე მკლავებზე ვგრძნობ ხელების შეხებას. მთელი ძალით მანჯღრევს.- ჰანა გაიღვიძე - ჩამესმის ისევ ხმა და მეც ჩემდა უნებურად თვალებს ვახელ. - ცუდი სიზმარი ნახე. დამშვიდდი. - თვალებში შემომცქერის ჯონგინი. მთელი სხეული მიცახცახებს სიზმრიდან გამოყოლილი შიშისგან. - დამშვიდდი უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო- საწოლთან მიჯდება ხელებს მხვევს და მკერდში მიკრავს. ჯერ კიდევ ვერ ვაწყნარებ ჩემს თავს. თუმცა ვიცი,რომ მას ამის უფლება არ უნდა მივცე და არც აქ უნდა იყოს.მის სხეულს ვცილდები. ცრემლებს ხელით ვიწმენდ.
- აქ რა გინდა?- ვცდილობ სახეზე არ შევხედო.
- ყვიროდი ამიტომ ამოვედი აქ და გაგაღვიძე. - ხმაში თანაგრძნობას ვგრძნობ რაც დიდად არ მომწონს.
-მადლობა, რომ გამაღვიძე. მაგრამ არ უნდა ამოსულიყავი. - კოპებს ვკრავ და დამშვიდებული სახით ვუყურებ. - ბიძია სადაა?-ვსრუტუნებ და სერიოზულ სახეს ვიღებ.სახეზე სიბრაზის ელფერმა გადაკრა.
- სასწაული მადლობა იყო. - ტუჩის კუთხეში ეღიმება. - სანაპიროზეა ბიჭებთან ერთად.
-კარგი მეც მასთან წავალ - საწოლიდან ვდგები. ტანსაცმელს ვისწორებ და დაბლა ჩავდივარ. მას კი მაღლა ხის სახლში ვტოვებ.სანაპიროსკენ მივდივარ. გონებაში კი გამოღვიძებისას მისი შეშინებული სახე და მასზე მიხუტებული ჩემი სხეული მახსენდება. ამას უცებ ჩემი კოშმარი ცვლის. გული საშინლად მეკუმშება.- დედიკო...ჩემი დედიკო...-ვჩურჩულებ ჩემთვის.სუნთქვაც კი მეკვრის. გულთან მკერდზე ხელს ვიჭერ და იქვე ვიკეცები.მუხლებზე თავს ვიდებ და თავს უფლებას ვაძლებ ცოტახნით კიდევ ვიტირო.
*****
მტირალა სუსტ გოგოდ ვიქეცი რაც დიდად არ მომწონს. რაც უფრო ახლოვდება აქედან წასვლის დრო მით უფრო მეტად მაშინებს სამყარო რომლსაც უკვეე აღარ ვიცნობ. ბიჭებმა დიდი წვალების შემდეგ თვითმფრინავის ნაწილიდან სკამები ამოიღეს და ჩემს სახლთან ყველამ თავისთვის კუთხე მოიწყო. ნივთების მოტანაში მოვეხმარე.იმის შემდეგ რაც ბექიონს დანა ვესროლე მათთგან ისეთ მზერებს ვეღარ ვგრძნობდი. თითქოს ეშინიათ ჩემი და თავს შორს იჭერენ ან უბრალოდ მეჩვენება ეს ყველაფერი.  მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი რომ არ მეჩვენება.ეს ბექიონის იდუმალებით მოცული მზერაა. ვერ ვხდები ისევ ბრაზობს,ეშინია თუ უბრალოდ ვერ მიტანს. პილოტი ბიძიას დახმარებით გადამცემის შეკეთებას ცდილობს. მე კი ხის ძირში ბიჭებისგან საპირისპირო მხარეს ვზივარ და ბანანს ვჭამ. წრე აქვთ გაკეთებული და მხიარულად ლაპარაკობენ. ასეთ დროს როცა სადღაც მივიწყებულ კუნძულზე არიან და კაცმა არ იცის ეს გადამცემი იმუშავებს თუ არა მაინც არხეინად არიან და არ ანაღვლებთ.რაც ცოტა არ იყოს ნერვებს მიშლის.საჭმელი შემოაკლდათ თუმცა რატომღაც არ მინდა წავიდე და მოვუტანო. ჩემთვის არავის არაფერი მოქონდა მარტივად.
ზურგს უკან ნაბიჯების ხმას ვგრძნობ. უკან ვიხედები. ლეი მიახლოვდება და ჩემს გვერდით ჯდება.
- რატომ ზიხარ მარტო?-თბილად იღიმის და ვხდები, რომ დილანდელი საქციელის გამო სულაც არ ვძულვარ.
- მგონი ბიჭები შევაშინე,ამიტომ...- მხრებს ვიჩეჩავ და ბანანის უკანასკნელ ნაჭერს ვჭამ.
- ვხვდები ეს რატომაც გააკეთე და ისიც ვიცი,რომ გდომოდა აუცილებლად მოხვდებოდა ეგ დანა ბექიონს - იცინის და თითით ჩამოკიდებულ დანაზე მანიშნებს.- მეც ვიცი და ბიჭებმაც.-ამატებს ბოლოს.
- არ მგონია ყველა ასე ფიქრობდეს- ჯონგინის სიტყვები მახსენდება და ჩემთვის ვბურდღუნებ.
- მადლობა - ამბობს უცებ და მისკენ ვიხედები.
- რისთვის? მე ხომ ისეთი არაფერი გამიკეთებია?- დაბნეული გავყურებ.
- ყველაფერისთვის. აქ ჩამოვარდნილებს მფარველი ანგელოზივით მოგვევლინე და დაგვეხმარე. არადა შეგეძლო საერთოდ სახლშიც კი არ შემოგეშვით. დახმარებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი - მორცხვად იღიმის.  ძალიან საყვარელია როცა იღიმება.
- არ შემეძლო მიმეტოვებინეთ,რადგან ჩემზე უკეთ ვერავინ გაიგებდა რას გრძნობდით. ასეთ დროს მცირედით დახმარებაც კი ოქროდ ფასობს.
- ბიძიამ თქვა,რომ 12 წელია აქ ხართ. ამ ხნის განმავლობაში კი არავინ გამოჩენილა და მე მიხარია, რომ  ჩამოვარდით,რადგან ჩვენი აქ ჩამოვარდნით შენ შეძლებ სახლში დაბრუნდე - მხარზე ხელს მადებს.ცოტაც და შეიძლება ავტირდე,თუმცა თავს ვიკავებ და მხოლოდ ვსრუტუნებ თვალებში კი ცრემლები მიდგება, მაგრამ გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევ.ფეხზე დგება და უკან ბრუნდება.მეც ვყვები.
- ლეი წელი ისევ გტკივა? - სულ დამავიწყდა წამალი მიმეცა მისთვის.
- არა- უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.-ბექიონმა შენი მიცემული წამალი მომცა,თან დაამატა,რომ მიუხედავად იმისა, რომ საშინლი სუნი აქვს ეფექტურია- ჩაიხითხითა ბოლო ნათქვამზე. მეც მასთან ერთად გამეცინა. ორივე ბიჭებს მოვუახლოვდით. ბექიონს და მათ მენეჯერს ვერ ვხედავ. ირგვლივ თვალს ვავლებ გარემოს თუმცა არ არიან.
- ბექიონი და მენეჯერი ლი სად არიან?- ლეი თითქოს ხვდება ჩემს სათქმელს დაა ბიჭებს ეკითხება.
- საჭმლის მოსატანად წავიდნენ. - არხეინად ამბობს ჩანიოლი და სეჰუნთან ერთად მაიმუნობას განაგრძობს. სხვები კი მათ უყურებენ და იცინიან. არ ვიცი რატომ მაქვს ცუდი წინათგრძნობა. ამას ბიჭების ნათქვამზე ბიძიას ჩაცინებაც ემატება.
-საით წავიდნენ?- ვკითხულობ უცებ. შოუმინი კი ხელს იმ მხრისკენ იშვერს. -ვინ უთხრა, რომ იქეთ წასულიყო?-სწრაფად ვკითხულობ.
- მე- მესმის თავდაჯერებული ომახიანი ხმა.
-ჯანდაბა -ჩემი და ბიძიას მზერა ერთმანეთს ხვდება. უკვე მივხვდი, რომ არ მოეწონა ის თუმცა არ მეგონა პირდაპირ ხაფანგების ბუდეში თუ შეაგდებდა.ადგილს ვწყდები და უკან მოუხედავად გავრბივარ.
- ჰანაა!- ზურგს უკან ბიძიას გაბრაზებული ყვირილი მესმის,თუმცა იმდენად სწრაფად მივდივარ მალევე წყდება.იმ მხარეს გავბივარ საითაც მიმანიშნეს თუმცა ზუსტად არ ვიცი სად არის. ამ მხარეს ბაბუას მიერ დაგებული მახეებია ისევე როგორც კუნძულის სხვადასხვა მხარეს. ყვირილის ხმა მესმის და აშკარად ვარჩევ,რომ მისია. ადგილზე ვშეშდები და ხმის მიმართულებით ვიწყებ მოძრაობას.მალევე ვპოულობ ცალი ფეხით ხეზე ჩამოკიდებულს თან მარტოა. ჩემს დანახვაზე ყვირილს წყვეტს და მკაცრი მზერით მიყურებს. იმის მაგივრად, რომ თოკი გადავჭრა და ჩამოვუშვა მისი უსუსურობით ვტკბები და მეცინება.
- რა გაცინებს?- ხმაში აშკარა ბრაზი უკრთის.
- ძალიან უსუსურად გამოიყურებით თქვენო აღმატებულებავ- ვცდილობ მთელი ირონია ჩავაქსოვო ნათქვამში და თეატრალურად თავს ვუხრი.
- იცოდე აქედან,რომ ჩამოვალ...- აღარ ამთავრებს და ისევ ყვირილზე გადადის- ჩამომიყვანე აქედან!
- მემუქრები.თან მიყვირი- ნიკაპზე ხელს ვიდებ.თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ და მისკენ ზურგით ვდგები.
- კარგი ხო ხმას აღარ ავუწევ თქვენთან პატარა ქალბატონო!-პატარა ქალბატონს მკვეთრად უსვამს ხაზზს.თვალებს ვატრიალებ
- ღირსი ხარ მანდ დაგტოვო -ჩემთვის ვბურდღუნებ. თუმცა მაინც ავდივარ და თოკს ვჭრი.ის კი ძირს ეცემა და გოჭივით ჭყივის. ხიდან მალევე ჩამოვდივარ და ხელს ვუწვდი,რომ წამოვაყენო. ჯერ მე შემომხედა,შემდეგ ჩემს გაწვდილ ხელს და  ძლიერად ჩამჭიდა ხელი.  წამოდგომისას უცებ ძალიან ახლოს აღმოჩნდა. იმდენად ახლოს ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობდით სახეზე. თვალებს მის სახეზე დავაცეცებ.ისევე როგორც ის და მძიმედ ნერწყვს ყლაპავს. ჯანდაბა გულმა ისევ დაიწყო სწრაფად ცემა. ხელს მისი ხელიდან ვაძვრენ და უკან ვტრიალდები.  ერთი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ ძლიერი ბიძგი ისევ უკან მაბრუნებს და წამში მის სხეულს ვეკვრი.
- ახლა ბარი ბარში ვართ- სახესთან ჩურჩულით მეუბნება და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის როცა მისი სიტყვები მთელ სახეს ჩურჩულით ედება. გვიან ვიაზრებ, რომ არა ის ახლა მეც მასავით ხეზე ჩამოვეკიდებოდი.
- მადლობა - ვამბობ უხერხულად და მის სხეულს ვშორდები.  უხერხულად თავს ვიფხან.- საჭმელი აქეთაა- თითს მარცხნივ ვიშვერ და იქეთ მივდივარ. ჩაცინების ხმა მწვდება და თან ჩემს უკან მომავალი ნაბიჯების ხმა მესმის.
***
უკან დაბრუნებულებს არავინ არაფერს მეკითხება. მენეჯერი უკვე დაბრუნებული გვხდება მის მოტანილს ჩვენი დავამატეთ. ერთად საჭმლის ძიებამ თითქოს ჩვენს შორის არსებული ხიდი შეამცირა.
მთელი საღამო ბიძიას გაბრაზებულ მზერას ვგრნობ. 
- რა გემართება? - ჩურჩულით კბილებიდან მიცრის.
- მე კი არა შენ რა გჭირს? -შევუღრინე მეც. პირველად მოხდა,რომ მე მას ასე ველაპარაკებოდი.- ხომ შეიძლებოდა რამე მოსვლოდა და ხეზე ჩამოკიდების ნაცვლას იმ ხაფანში ჩავარადნილიყო-უცებ სარებზე წამოცმული ბექიონი მიდგება და მთელი სხეული მეყინება.
- განაღვლებს რა მოუვა იმ თავხედს?- ისიც ყვირილზე გადადის.ხელს ჩემს ზურგს უკან იშვერს.
- კი მამაღვლებს- დაუფიქრებლად მცდება. -შენ რატო არ განაღვლებს? როდის გახდი ასეთი ცივი? - წარბებს ვკრავ. ვხვდები, რომ ყველას ყურადღება ჩვენსკენაა თუმცა უკვე აღარ მადარდებს.
- ერთადერთი ვინც მადარდებს ეს შენ ხარ! დედაშენს დავპირდი,რომ გაგიფრთხილდებოდი და ვერ ავიტან ვინმე ცუდად მოგექცეს- მუშტს კრავს და მაგრად უჭერს.
-ამ სამყაროში მე ერთადერთი არ ვარ ბიძია.- მშვიდად ვეუბნები და უკან ვბრუნდები.  ბიჭები თავს ისე გვაჩვნებენ თითქოს არ გვისმენდნენ. თავს მხოლოდ ჯონგინი და ბექიონი არ იკატუნებენ და ორივე მე მიყურებს. მზერას ვაშორებ მათ და ჩემს ადგილზე მივდივარ სანაპიროზე სადაც მარტო ყოფნას შევძლებ.
ზღვა ისე ღელავს თითქოს ჩემი ტკივილი ესმოდეს.ვიღაცის მოახლოებას ვგრძნობ.
- ჯონგინ გთხოვ მარტო ყოფნა მინდა- უკან არ ვიხედები, რატომღაც მხოლოდ ის მგონია.თვალებს ვხუჭავ და თავს მუხლებზე ვიდებ.
- ჯონგინი არ ვარ- მპასუხობს უცებ და ჩემი ნათქვამის მიუხედავად გვერდით მიჯდება.მე კი გაოცებული შევყურებ.  - მადლობა -მშვიდად ამბობს.მე კი ამ სიტყვებზე კიდევ უფრო მიფართოვდება თვალები.
- არაფრის - მის თვალებს მზერას ვაცილებ და წინ ვიხედები. გვერდით მის ცქმუტვას ვგრძნობ.
-მაპატიე.- ვხვდები როგორ უჭირს ბოდიშის მოხდა.საჭიროც არ იყო.თუმცა მსიამოვნებს. ისევ აგრძელებს- ვიცი ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული ცუდად გექცეოდი. ეს კუნძული ჩემს ნერვულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს - ისევ მას ვუბრუნებ მზერას და ვხედავ სრულიად განსხვავებულ ბექიონს.  საყვარელს და თბილად მომღიმარს.
- უკვე გაპატიე. ასე, რომ არ ყოფილიყო იმ ხეზე იქნებოდი ახლაც - ჩამოკიდებული ბექიონი მახსენდება და მეცინება.  თავიდან სახე უსერიოზულდება,მერე კი სიცილში მყვება. ვერც კი მივხვდი თვალებში ცრემლი როდის ჩამიდგა,თუმცა ლოყაზე გადმოვარდნილ წვეთს ვგრძნობ.სახეს ვარიდებ და გვერდით ვიხედები. ის კი ჯიუტად უკან მაბრუნებს,ცერა თითით ლოყას მიმშრალებს და საყვარელად იღიმება ისევ.  ერთმანეთს მზერებს ვუცლით. ჩემში ათასი გრძნობა ერთიანად იყრის თავს. მისი შეხებისგან გამოწვეული პეპლები ჯერ ისევ დაფარფატებენ მუცელში.
- როცა ტირილი მოგინდება იტირე, თუნდაც ვინმესთან ერთად იყო- ამბობს და ცერა თითის ისევ ლოყაზე მისვამ.ამ საძაგელმა გულმა ისევ გამალებით დაიწყო ძგერა.
***
ბექიონი

აზვირთულ ტალღებს ვუყურებ, შემდეგ მზერა მასზე გადამაქვს. მიკვირს საერთოდ როგორ შეუძლია გოგოს ასეთ პირობებში იცხოვროს. აქ მოხვედრის პირველივე წუთებიდან ნერვები მღალატობს.ის კი ისეთი მშვიდია. მის ადგილას ბევრი გაბოროტდებოდა და ისეთივე დაუნდობელი გახდებოდა როგორიც ბიძამისია,მაგრამ ის განსხვავდება ყველასგან.მძინარეს სახეზე ჩამოყრილ თმას ფრთხილად ყურს უკან ვუწევ. მისი მშვიდი და მომღიმარი სახე ღიმილს იწვევს ჩემში. ჩემს თავზე ვბრაზობ, როცა მახსენდება ჩემი ქცევები მის მიმართ. ახლაც ვერ ვხდები რატომ ვექცეოდი ასე ის კი ჩემს ყოველ მწარე სიტყვას მოთმინებით იტანდა. ასეც გავაგრძელებდი ალბათ,რომ არ გამეგო როგორ იტანჯებოდა შინაგანად. მინდოდა გამომეღვიძებინა იმ კოშმარული სიზმრიდან ასე,რომ ტანჯავდა. იქ მისულს ჯონგინი დამხვდა მასთან და ვამჯობინე უბრალოდ ჩრდილში დავრჩენილიყავი. ხის სახლიდან წამოვიდა.შუა გზაში ჩაიკეცა და ისევ ატირდა. ვხედავდი როგორ ტიროდა სრულიად მარტო და ვხვდებოდი,რომ ჩემი აქ ყოფნა და  თვითგვემა სულაც არ იყო ყველაზე უარესი რაც შეიძლება ადამიანს მოსვლოდა. ჰანა აქ მყოფთაგან ყველაზე მეტად იტანჯებოდა.
- აქ რა გინდა?-მესმის ჯონგინის ჩუმი ხმა. ვხდები ჰანას გაღვიძება არ უნდა.
- არაფერი უბრალოდ ვზივარ - სახიდან ღიმილს სწრაფად ვიშორებ.- შენ რა გინდა აქ?-წარბს ვწევ და ქვევიდან შევცქერი.
- ჰანასთან მოვედი ვიცოდი აქ იქნებოდა - ზედმეტად გულწრფელად მპასუხობს და ეს ნერვებს მიშლის. სწრაფად ვდგები ფეხზე.
- შეგიძლია დარჩე მასთან - უკმეხად ვპასუხობ და ბილიკისკენ მივდივარ, თუმცა მანამ შევიკარგები უკან ვიხედები. ვუყურებ როგორ ფრთხილად უჯდება გვერდით და თავის მოსაცმელს მხრებზე აფარებს. სახეზე კი უაზრო ღიმილი დაკრავს და მის სახეს ათვალიერებს. თვალებს ნერვიულად ვატრიალებ და უკან სახლში ვბრუნდები.  ჩემთვის განკუთვნილ სკამზე ვჯდები და იმის მაგივრად დავიძინო ვწრიალებ. ჩემი ფიქრები რატომღაც მათ დატრიალებს.
***
არ მახსოვს როდის ჩამეძინა. ხმაური მაღვიძებს და იქაურობას თვალს ვავლებ.  ჰანა უკვე აქაა და სეოჯუნს ელაპარაკება. მის დანახვაზე სახეზე ღიმილი მესახება. ვაანალიზებ და ვცდილობ სახის მიმიკები ხელით დაივილაგო.
- სეოჯუნმა და ბიძია ჯონმა გადამცემი შეაკეთეს - მესმის ჯუნმიონის ხმა.
- რაღაც მხრივ კი კარგია აქ ყოფნა, მაგრამ მაინც როგორც იქნა მალე წავალთ აქედან - ჩენმა აქაურობას თვალი მოავლო.
- ერთი პრობლემააა- ამატებს ჯუნმიონი მოღუშული სახით.
- რა პრობლემაა? - უცებ მცდება პირიდან.
- აქ მიღება არ აქვს ამიტომ კუნძულის მაღლობზე უნდა ავიდნენ და სიგნალი იქედან გაუშვან.
- ავიდნენ... ვინები?- ფრთხილად კითხულობს ჯონგინი და მზერა სეოჯუნისკენ და ჰანასკენ ეპარება,რომელებიც ჩვენსკენ მოიწევენ.
- მე წავიყვან - ამბობს უცებ თავდაჯერებულად ჰანა. მის ნათქვამზე ბიძამისის გაბრაზებულ მზერას ვიჭერ. ალბათ კიდევ ერთი ომი გადაიტანეს ჰანას წაყოლასთან დაკავშირებით და ეს ის მომენტია სადა მე ბიძამისს დავეთანხმებოდი. მათ საქმეში ჩარევის უფლება არ მაქცს.არც ის შემიძლია წასვლა დავუშალო. ერთადერთი რამ შემიძლია მეც თან გავყვე. არც ვიცი რატომ თუმცა ეს მთელი გულით და გონებით მინდა.
- მეც მოვდივარ - ჩემი ადგილიდან ვხტები და ტანსაცმელს ვისწორებ. ყველას გაკვირვებული მზერა ჩემსკენაა მომართული. - რა იყოთ?- ცალ წარბს ვწევ და ყველას მზერას ვავლებ.- აქ უსაქმოდ ყოფნას ჯობს მათ გავყვე. - სერიოზული სახით მათკენ მივდივარ და გვერდით ვდგები.
- მეც მოგყვბით- ჯონგინი რამდენიმე ნაბიჯით წინ იწევა. ჰანა ხან მე მიყურებს გაოცებული ხან ჯონგინს.სიბრაზე მივლის მთელ სხეულში.
- კიდევ ვინმეს გაქვთ სურვილი წამოსვლის? - ჰანა ბიჭებს მზერას ავლებ. მათ სახეებზე ღიმილი ეპარება. - კარგი მაშინ წავედით - ჩვენ გვიბრუნდება და წინ მიგვიძღვის. სანამ მას გავყვები ჩემი და ქაის მზერა ერთმანეთს ხვდება. "ბოლომდე არ მორჩენილა და სად მოდის?!"ვბურდღუნებ გონებაში და კოპებ შეკრული უკან მივყვები მათ.



№1  offline წევრი khatia khatia

ოხხხ ყველა კინოშიიი რატო ხარ კაი ბაბნიკუნა რატოო?? ისე კი უხდება :)))))) საყვარელია დზანნ ბაბნიკი კაი ოხხხ ბეაქუნნს რჩება ეს გოგო ხოოო ?:((((
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent