შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [2]

20-11-2016, 20:33
ავტორი მარრიამი
ნანახია 8 148

***
ერთი კვირა გავიდა. ამ ერთ კვირაში გზებიც ისწავლა, ჯგუფელებიც უკეთ გაიცნო, ბიბლიოთეკაში მეცადინეობასაც მიეჩვია. იმ საღამოს რატომღაც დიდი მასალა ჰქონდა სასწავლი, ბიბლიოთეკიდან მეგობართან წავიდა და იქ გააგრძელეს მეცადინეობა. შებინდებული იყო, რომ დაამთავრეს. თეონამ თავი გაიგიჟა, თედო მოგაკითხავსო. თედომ მართლა მიაკითხა, მაგრამ სულ სხვა გზით წავიდა.

- საით სიძე?
- შენს ძვირფას დეიდაშვილს არ უთქვამს, რომ მეგობრები რესტორანში ვართ და ჩვენი მეგობრის შვილის ნათლობას აღვნიშნავთ?
- ხო, ვიცოდი რომ წასვლას აპირებდით, მაგრამ სახლში რატომ არ მივდივართ?
- შენც იქ მოდიხარ და იმიტომ.
- არ არსებობს - გაუცინა - ვერ წამოვალ.
- ოჰ, რატომ ქალბატონო?
- იმიტომ, რომ ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ, რომ სათანადოდ არ მაცვია და იმიტომ, რომ ხვალ სოფელში მივდივარ.
- მოდი ასე მოვიქცეთ, სახლში წავიდეთ, სათანადოდ ჩაიცვი და რესტორნიდან ადრე წამოვიდეთ, ხვალ დილით მატარებლამდე ისედაც მე უნდა მიგიყვანო.
- კარგი - ამოიოხრა.

სარაფანი ჩაიცვა, მოსაცმელი შემოიცვა და სიძეს წაჰყვა. თავი მაშინვე იგრძნო უხერხულად, როგორც კი რესტორანში შეაბიჯა. საღამოს კაბებში გამოწყობილი, მომხიბვლელი ქალბატონები, თვითონ კი, ასე უბრალოდ, უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და თედოს მიჰყვა.
თეონას გვერდით დაიკავა ადგილი და სხვებს გადახედა.

- გაიცანით, ჩემი დეიდაშვილი თათული - ღიმილით წარუდგინა თეონამ - თათუ ყველანი ჩვენი მეგობრები არიან, ბიჭებს კი იცნობ და დანარჩენებსაც გაიცნობ.
- სასიამოვნოა - ყველას გასაგონად თქვა თათულიმ.

მოკრძალებულად იჯდა, თავს უცხოდ გრძნობდა, ვერც ვერავის ელაპარაკებოდა, თეონა მის პირდაპირ მჯდომ გოგონასთან საუბარში იყო გართული, გვერდით ვიღაც უცხო ბიჭი ეჯდა, წინ კი, წინ ის უხსენებელი და შეხედვაც არ უნდოდა. თითებს ათამაშებდა და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა, სახლში წასვლა და ძილი იყო, თუმცა სხვების შემხედვარე ადვილად მიხვდა, რომ ამის იმედი არ უნდა ჰქონოდა.

- ხვდები ხომ შენი გარემო რომ არაა? - კმაყოფილებით აღსავსე ტონით მიმართა დემნამ.
- უცხო ადამიანებთან საკუთარ გარემოს ვერ შევიქმნი - მშვიდად უპასუხა.
- რა ხდება? - გახედა თეონამ.
- არაფერი თეო, შენი დეიდაშვილი საცეკვაოდ მინდა გავიწვიო - წამოდგა ბიჭი. გაკვირვებით შეხედა თათულიმ, მერე თეონასკენ მიბრუნდა.
- ეცეკვე - სიცილით აიჩეჩა მხრები თეონამ და მაჯაზე შეხებაც იგრძნო.

დაბნეული მიჰყვებოდა შუაგულისკენ, რამდენიმე წყვილი იყო მხოლოდ, ნაზად ირხეოდნენ წყნარ მუსიკაზე. როგორც კი მივიდნენ, თავისკენ შეაბრუნა დემნამ, ცალი ხელი წელზე შემოაჭდო, მეორე - ხელის მტევანზე მოჰკიდა და მუსიკას აჰყვა. სახე ჯერ ისევ ვერ დაელაგებინა თათულის, ბიჭი კი უტეხად უყურებდა თვალებში, ირონიულად აკიაფებული სხივით და სულ ოდნავი ღიმილით.

- არ იცოდი თედოს სად მოჰყავდი?
- ვიცოდი - ვერ მიხვდა, რატომ ჰკითხა ეს.
- მერე რამე უფრო შესაფერისი ტანსაცმელი არ გქონდა თუ გემოვნება ვერ გაგწვდა?
- აი თურმე რა, მაგიდასთან თეონას გასაგონად თქმისთვის გამბედაობა არ გეყო, მე არ ვუჩივი ჩემს გემოვნებას, თუმცა შენ ზრდილობა გაქვს აშკარად მისახედი - ხელი გამოგლიჯა, თუმცა ვერ წავიდა, წელიდან ვერ მოიშორა მისი ხელი.
- რაო, სიმართლე მწარეა? - განაგრძობდა.
- სიმართლე ისაა, რომ უკულტურო ხარ და წარმოდგენა არ მაქვს ჩემი სიძისნაირი ადამიანი შენთან როგორ მეგობრობს - ისე ესაუბრებოდა, თითქოს სულ არ აუღელვებია მის სიტყვებს.
- მშვენიერია, ლაპარაკი კარგად შეგძლებია.
- ყველას ისე ვპასუხობ, როგორც იმსახურებენ.
- ფრთხილად პატარა, პასუხები ცუდად არ შემოგიბრუნდეს - გაუღიმა და ხელიც გაუშვა, მუსიკა დამთავრებულიყო.

მაგიდასთან იჯდა და ტუჩებს იჭამდა. ნერვიულობა მთელ სხეულზე მოსდებოდა, მით უმეტეს, რომ ვერ გამოხატავდა გაბრაზებას. დემნასკენ აღარც კი იხედებოდა, მხოლოდ ერთხელ შეხედა და იმხელა ირონია დაინახა, სურვილიც აღარ ჰქონდა მეორედ შეეხედა.

- თათუ რა გჭირს? - შენიშნა მისი განწყობა თეონამ.
- არაფერი თეო, ძალიან დავიღალე.
- ვეტყვი თედოს და წავიდეთ.
- მოდი მე წავალ, თქვენ იყავით და მერე მოდით, რა პრობლემაა.
- არა, მარტო სად გაგიშვა..
- რა ხდება გოგონებო? - ჩაერთო თედო.
- თათუ დაღლილია და წასვლა უნდა, დაიჩემა მარტო წავალო.
- არა რა მარტო, წავიდეთ.
- თქვენს საუბარს ვუსმენდი - ზედმეტად არასასიამოვნო ხმა გაიგონა - მე უნდა გავიდე და გავიყოლებ თან.
- სად უნდა გახვიდე შენ? - გადახედა თედომ.
- დამირეკეს რა და უნდა გავიდე და მივიყვან სახლში და მერე წავალ, თქვენც შეირგებთ აქ ყოფნას.
- თათუ გაყვები? - გოგონას მიუტრიალდა თეონა. რა უნდა ეთქვა.
- რავი, კი - ჩაიბურტყუნა და უკმაყოფილოდ წამოიზლაზნა სკამიდან.

სიკვდილმისჯილივით მიჰყვებოდა უკან. როგორ არ უნდოდა მის მანქანაში ჩაჯდომა, საერთოდ მასთან ერთ სივრცეში ყოფნა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. წინ დაჯდა, ღვედი შეიკრა და ხელები მუხლებზე დაიკრიფა. საქარე მინას გაუშტერა თვალები და ცდილობდა დაეიგნორებინა გვერდით მჯდომი.

- რაო, ჩამივარდი ისევ ხელებში? - ჩაიცინა.
- რას მერჩი? - ნელ-ნელა მოთმინებას კარგავდა.
- მომეწონე - თვალი ჩაუკრა.
- არაა გამორიცხული - გაუღიმა.
- რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე - ხმამაღლა გაიცინა.
- სხვებისგან განსხვავებით საკუთარ თავზე წარმოდგენას ადამიანების დამცირებით არ ვიმაღლებ.
- მოვედით.
- მადლობა, რომ შეწუხდი - ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადავიდა.
- ასე ვერ გაგიშვებ, უნდა აგაცილო, თორემ თედოს როგორღა დავენახვო მერე - გვერდით მიუდგა, წელზე ხელიც შემოჰხვია და სადარბაზოსკენ უბიძგა.
- არ წავიქცევი, სიარული შემიძლია, იქნებ გამიშვა ხელი.
- წამო, ლიფტით ავიდეთ.
- არ მინდა - მაშინვე გაჩერდა.
- ნუ გეშინია, არ შეგჭამ.
- შენი სულაც არ მეშინია - გააპროტესტა.
- აბა ლიფტის მით უმეტეს - მხრებში მოჰკიდა ხელი და ლიფტში შეიყვანა.

მეშვიდე სართულამდე სუნთქვაშეკრული იდგა თათული. როგორც კი კარები გაიღო, გარეთ გავარდა და ამოისუნთქა. საკეტს გასაღები მოარგო და სახლში შევიდა.

- ნახვამდის.
- ყავაზე არ შემიპატიჟებ?
- მგონი საკმარისი დალიე უკვე.
- მაგრამ იქნებ მე შენი მოდუღებული მინდა - თვალს არ აშორებდა.
- შენ ხომ დაგირეკეს? ალბათ გეჩქარება, ყავა სხვა დროს იყოს - გამოსავალი იპოვა.
- ვიცრუე - გაუღიმა.
- რაა?
- ხო, ვიცრუე, რომ შენ წამომეყვანე, არავინ არ მელოდება, ასე რომ, დამალევინებ ყავას?
- რა დავაშავე, კარგი, შემოდი - გაიწია და შეატარა.

მოსაცმელი გაიხადა, იქვე სკამზე გადაკიდა და ყავის კეთება დაიწყო. დემნაც სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. უყურებდა მის მოძრაობას, ონკანი მოუშვა, წყალი მადუღარაში ჩაასხა, ყავაც ჩაყარა, შაქარიც, მადუღარა გაზქურაზე შემოდგა და ცეცხლი აანთო. იდგა და ურევდა კოვზით ყავას, ნელა, მონოტონურად, უკვე აღარც ირხეოდა. ჩუმად წამოდგა დემნა და ზურგიდან შეუმჩნევლად მიუახლოვდა. კისერთან, სულ ოდნავ ამობურცულ ძვალზე საჩვენებელი თითის წვერი შეახო და ნელ-ნელა ქვემოთ დაუყვა. უცებ დაეხორკლა კანი და მკვეთრად შემობრუნდა.

- რას აკეთებ? - დაუყვირა.
- არაფერს, ძალიან ნაზი კანი გაქვს - მშვიდად მიუგო და ახლა ლავიწებს გაუყვა თითის წვერებით.
- ხელები მომაშორე - სწრაფად მოიშორა - რამდენს ბედავ?
- და რას ვაკეთებ ასეთ საპანიკოს? უბრალოდ აღვნიშნე რომ ნაზი კანი გაქვს, ტანის რომელ გელს იყენებ? - ისე ჰკითხა, უცებ სიცილი აუტყდა თათულის.
- ზიაიას - სიცილით უპასუხა.
- მადლობა ზიაიას - არ შორდებოდა, პირიქით, უახლოვდებოდა და გოგონაც უფრო და უფრო უკან იწევდა - ფრთხილად - თავსა და ხელზე მოჰხვია ხელები - თმები შეგეტრუსება - მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა - უკან წავიდა და გოგონაც მიიყოლა. თათული კი ვეღარც ლაპარაკობდა, ერთი საღამოსთვის ზედმეტი სიახლოვე იგრძნო ამ ბიჭისგან. - და კიდევ, მგონი ტუჩებიც ზედმეტად რბილი გაქვს - ბოლომდე გაანალიზებაც ვერ მოასწრო, დემნას ტუჩები რომ იგრძნო საკუთარზე.
- სებამედის ტუჩის დამცავი - დაბნეულმა ამოილუღლუღა, როგორც კი ბიჭი მოშორდა. დემნა კი ხმამაღლა ახარხარდა.
- ყავა გადმოვიდა - თავისებურად ჩაიცინა და ისევ მაგიდასთან მოკალათდა.
- ყავა? ხო, ყავა - ხელებს გაურკვეველი მიმართულებით ამოძრავებდა და რაღაცებს დაბნეულად ბურტყუნებდა. ძლივს გადმოდგა მადუღარა გაზქურიდან, ჯერ ისევ თრთოდა შინაგანად, ერთიანად ჩამოწოლილიყო სიცხე მის ორგანიზმში, ეგონა იწვოდა. დარწმუნებული იყო, ლოყები აწითლებული ექნებოდა. ხელის კანკალით ჩამოასხა ყავა ჭიქაში, სულ ცოტა დაეღვარა და სწრაფადვე მოწმინდა, ბიჭს რომ არ დაენახა. ორივე ხელით დაიკავა ფინჯანი და წინ დაუდგა.
- ე.ი. სებამედის ტუჩის დამცავი - გაიცინა დემნამ.
- ხო - თავი დაუქნია.
- კარგი, წავედი - გაუღიმა.
- ყავა?
- ყავა - ერთი ყლუპი მოსვა - დანარჩენს გიტოვებ, გამოფხიზლდი - თვალი ჩაუკრა - ხო და კიდევ, კარების დაკეტვა არ დაგავიწყდეს - გავიდა.

მაშინვე კარებისკენ წავიდა თათულიც და ჩაკეტა. მერე სამზარეულოში დაბრუნდა, იმავე სკამზე დაჯდა, რომელზეც ცოტა ხნის წინ დემნა მოკალათებულიყო, ფინჯანს ორივე ხელი შემოჰხვია და ყავა მოსვა. როგორც კი თვალი გადაავლო მომხდარს და გააანალიზა, საკუთარ თავზე გაბრაზდა, ის ფინჯანი ყავიანად სამზარეულოს ნიჟარაში ჩაუძახა და თვითონ მისაღებში ტახტზე მოკალათდა. ფეხები აიკეცა, თავი მუხლებზე ჩამოდო, ხელები კი მუხლებს ქვემოთ შემოიხვია და ამოიოხრა. მაინც რა თავხედი ბიჭი იყო ეს დემნა. ჯერ რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ სისხლს უშრობდა. ამ საღამოსაც იმდენი საშინელი რამ უთხრა, მერე მიაცილა, მერე ყავაო, მერე ნაზი კანიო, ბოლოს აკოცა და წავიდა. არა, ვინ ჰგონია თავი? გაბრაზებული წამოხტა ფეხზე. მაინც რამდენს ბედავს? თათული სათამაშო ხომ არ ჰგონია? არავის მისცემს უფლებას ასე არასერიოზულად მოეპყროს. არა, თედოს მეგობარი მაინც არ იყოს, წამში მიუჩენდა ადგილს. გაბრაზებული გადი-გამოდიოდა ოთახში, კაკუნი რომ გაიგონა. დამფრთხალი წავიდა გასაღებად, ნეტავ ხომ არ მობრუნდაო, თუმცა კარებში მომღიმარი თეონა და თედო დახვდნენ.

- შენ კიდევ არ გძინავს? - გაუცინა თედომ.
- არა, რაღაც გამოვფხიზლდი რომ მოვედი და - მხრები აიჩეჩა.
- კარგი, მე წავედი მაშინ, ხვალ გამაღვიძეთ - გაუღიმა გოგონებს, თეონას აკოცა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
- თეო, მეც დავიძინებ - თათულიც ოთახში შეიყუჟა.

დილით სიხარულით წამოფრინდა, სახლში მიდიოდა. თედო რომ ადგა, თათული უკვე მზად მყოფი ელოდებოდა სამზარეულოში და წყვილს ყავას უკეთებდა.

- ასე გიხარია გოგო ჩვენგან წასვლა? - გაუცინა თედომ.
- სახლში წასვლა მიხარია თედო, სახლში, მაგრამ ორ დღეში ისევ ჩამოვალ და - უცებ მოიწყინა.
- კარგი რა, აი ზამთარში წახვალ დიდი ხნით - გაუღიმა და ყავა მოსვა - უცებ მოვემზადები და წავიდეთ.

დიდი ჟრიამული გამოიწვია სოფელში თათულის ჩასვლამ. ბედნიერი იყო ოჯახი, რიგ-რიგობით შედიოდნენ მეზობლები სტუდენტი გოგონას სანახავად. სიყვარულით უმზერდა ოჯახის წევრებს, როგორ მონატრებოდნენ. დანაოჭებული სახე დაუკოცნა ბებია-ბაბუას, მშობლებისთვისაც მოიცალა, სულ ორი დღე ჰქონდა ამ მონატრების შესავსებად და წამსაც არ კარგავდა.

------

- მობრძანდით - ღიმილით შეეგება თეონა სტუმრებს.
- როგორ ხარ თეო? - მოიკითხა ლაშამ და ტკბილეულით სავსე პარკი გაუწოდა.
- ამის გარეშე არ მოხვიდეთ - გაუცინა - მიდით იქით - მისაღებისკენ მიუთითა.

ყავა მიართვა, იქვე დაუჯდა, სუაბრობდნენ ერთობოდნენ. გვიანობამდე იყვნენ ბიჭები სტუმრად წყვილთან. დემნაც მათ შორის და მთელი საღამო ჩუმად იჯდა, ელოდა კაკუნს ან გაღების ხმას, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. რომ არ ახსენეს და ვერაფერი გაიგო გოგონას შესახებ, ინტერესმაც რომ აღარ მოასვენა, იძლებული გახდა ეკითხა.

- თქვენი სტუმარი სად არის?
- თათუ სოფელში წავიდა.
- მართლა? რატომ, ვეღარ გაძლო თუ?
- დასვენება აქვს, მოენატრა იქაურობა და წავიდა, რა ხდება? - ინტერესით გადახედა.
- არაფერი, ისე - მხრები აიჩეჩა.

----

შაბათ-კვირა ისე მალე გავიდა, ვერც კი იგრძნო. კვირას საღამოს ისევ გამოემშვიდობა ოჯახის წევრებს, ისევ დატოვა თავისი სახლი და დიდი, ქაოსით სავსე ქალაქისკენ დაიძრა. მთელი გზა გულიდან სიმძიმე ვერ მოიშორა. სამარშუტოდან ჩამოვიდა და მაშინვე დაინახა თედოს მანქანა, ღიმილით წავიდა და როგორც კი მძღოლი გადმოვიდა, გული შეუწუხდა.

- გამარჯობა - მიესალმა დემნა.
- თედო სადაა?
- რა იყო ზრდილობა დაგავიწყდა? თუ სოფელში დატოვე?
- ხო, დავტოვე, ქალაქელებთან არ მჭირდება - შეუბღვირა და მანქანაში ჩახტა.
- ჩანთის ჩადებისთვის მადლობა არ იყო საჭირო - საჭეს მიუჯდა და დაძრა.

როგორ უშლიდა ნერვებს, აი ასე, ხმასაც არ იღებდა, მხოლოდ გზას უყურებდა, მაგრამ მაინც ნერვებს უშლიდა. ბედნიერად შემოეჭდო თითები საჭეზე, მერედა რა ლამაზი თითები ჰქონდა. თავი გაიქნია უაზრო ფიქრების მოსაშორებლად. როგორც კი გააჩერა, მაშინვე გადახტა და ისე აირბინა კიბეები, არც დალოდებია.

- რა იყო, მოგდევდა ვინმე? - გაუცინა თეონამ.
- მომენატრეთ - ჩაეხუტა.
- ამოისუნთქე, მეც მომენატრე, მიდი შედი მისაღებში, ახალი ამბავი გვაქვს.

მისაღებში შეიჭყიტა და თედო დაინახა, კიდევ ლაშა და ლაშაზე მიხუტებული გოგონა.

- საღამო მშვიდობის - თედო გადაკოცნა, ლაშაც. - მე თათული ვარ - გაუღიმა გოგონას.
- მე ლანა ვარ.
- სასიამოვნოა, უხდებით ერთმანეთს - თვალი ჩაუკრა და სავარძელში ჩაეშვა.
- რომ დამლოდებოდი ურიგო არ იქნებოდა - უკმაყოფილო განაცხადით შევიდა ოთახში დემნა.
- ჩემებმა შემდეგ შაბათ-კვირას ველოდებით სიძესო - არც შეუმჩნევია ბიჭის შემოსვლა, ისე მიმართა თედოს.
- კარგი შემოთავაზებაა - გაეცინა.
- თეო, რაღაცები გამომატანეს, მანდ ჩანთებშია და ამოალაგე რა გეხვეწები.
- რად უნდოდათ ამდენი რამე - აბუზღუნდა.
- აუ ყავას არ გააკეთებთ? - დემნამ დაილაპარაკა ისევ.
- გავაკეთებ - გაეცინა თათულის და სამზარეულოში გავიდა.

თან ყავას აკეთებდა, თან თეონას ესაუბრებოდა.
სტუმრები როგორც კი გააცილეს, ოთახს მიაშურა და დაიძინა. ორშაბათს თორმეტ საათზე იწყებდა სწავლას ფილოსოფიის სემინარით. სემინარისტი ძალიან საყვარელი კაცი იყო. მხიარულად გაატარა ის ერთი საათი. მერე ერთსაათიანი შუალედი ჰქონდა, მეორე სართულზე თავისუფალ მაგიდას მიუჯდა დერეფანში და ენათმეცნიერების კონსპექტები ამოალაგა. ცოტა ხანს ჩაჰკირკიტებდა, სანამ მყუდროება ბიჭის ხმამ არ დაურღვია.

- შუალედი გაქვს?
- კი - გაუღიმა ირაკლის.
- თუ მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებ, ყავაზე დაგპატიჟებ.
- იცი? ახლა მალე მეწყება სემინარი - უხერხულად შეიშმუშნა.
- რომელზე ამთავრებ?
- ოთხზე.
- მაშინ ოთხზე დაგპატიჟებ - გაუცინა.
- კარგი, ოთხზე დამპატიჟე - დაეთანხმა.

__________
ესეც მეორე.. უღრმესი მადლობა შოკოლადებო.. უბედნიერესი ვარ.. თქვენი კომენტარები მავსებს პოზიტივით.. ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ. იმედი მაქვს, ეს თავის მოგეწონებათ. ველი შეფასებას და კრიტიკას.. ისე მომნატრებია თქვენი სითბო ..

№1 სტუმარი Guest nita

ooo chauvarda demnas mgoni chveni tatuli :-) male dade ra, ar daagviano plzzzz

№2  offline წევრი Shokoladi :D

დედააა ეს დემნა რაფერ მიშლის ამ აფანცქვალებულ ნერვებს :D :D ვსო აღარც სიცხე მაქვს , აღარც ყელი მტკივა და აღარც თავს გაუდის გუგუნი :D <3 ტკბილი ხარ გულაბი მსხალივით და კახური ჩურჩხელასავით( ეს თამოსგანაა ნასწავლი ):D :D როგორ მიყვარხარ <3 <3 მორჩა წავედი ახლა ვისწავლო ავთანდილის ანდერძი :D <3 <3 ტკბილი ხარ ბადაგივით .... მიყვარს შენი ისტორიები <3 <3

№3  offline მოდერი მარრიამი

Guest nita
ooo chauvarda demnas mgoni chveni tatuli :-) male dade ra, ar daagviano plzzzz

მადლობა <3 ზეგ საღამოს იქნება ახალი თავი <3
Shokoladi :D
დედააა ეს დემნა რაფერ მიშლის ამ აფანცქვალებულ ნერვებს :D :D ვსო აღარც სიცხე მაქვს , აღარც ყელი მტკივა და აღარც თავს გაუდის გუგუნი :D <3 ტკბილი ხარ გულაბი მსხალივით და კახური ჩურჩხელასავით( ეს თამოსგანაა ნასწავლი ):D :D როგორ მიყვარხარ <3 <3 მორჩა წავედი ახლა ვისწავლო ავთანდილის ანდერძი :D <3 <3 ტკბილი ხარ ბადაგივით .... მიყვარს შენი ისტორიები <3 <3

ჩემო უსაყვარლესო, უტკბესო <3
გრაფინია
ძალიან საყვარელი ისტორიაა ♥♥♥
შეყვარებული ვარ რაა შენზე

ძალიან დიდი მადლობა <3

№4  offline წევრი სპენსერი

ეს დემნა ზოგჯერ ისე მიშლის ნერვებს-.- ზოგჯერ არა^ ნუ მოკლედ კარგიხარ რა^^
თათული მომწონს ძალიან <33 აბა წარმატებები ტკბილო!!

№5 სტუმარი Guest Nina

ძალიან მომწოონს...არიცი როგორ მოუთმენლად ველი ამ ისტორიიაასს..არდააგვიანო რა..მაგარიი ხაარ და წარმატებებიიი.....

№6  offline მოდერი მარრიამი

სპენსერი
ეს დემნა ზოგჯერ ისე მიშლის ნერვებს-.- ზოგჯერ არა^ ნუ მოკლედ კარგიხარ რა^^
თათული მომწონს ძალიან <33 აბა წარმატებები ტკბილო!!

ძალიან დიდი მადლობა ტკბილო <3
Guest Nina
ძალიან მომწოონს...არიცი როგორ მოუთმენლად ველი ამ ისტორიიაასს..არდააგვიანო რა..მაგარიი ხაარ და წარმატებებიიი.....

უღრმესი მადლობა ნინა <3

№7 სტუმარი likuna

Gtxov male Dade xolme dzaan magaria

№8  offline წევრი M^d G1rl

აუუ არმყოფნის და რაგავაკეთო(((

№9  offline მოდერი ლილიანა

ხომ იცი მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები.ძალიან არაპტოგნოზირებადია ამ გოგოს საქციელი.წესით არ უნდა შეეშვა სახლში.თავხედურად ხელების ფათური დაუწყო ორი დღის გაცნობილმა კაცმა და იცინის და გელის სახელს ეუბნება.არაადეკვატური რეაქციაა.
ცოტა ჩამოაყალიბე ქალურ რეფლექსებში ეს თათული.
სხვა ყველაფერი კაი იყო ჩემო კარგო❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№10  offline მოდერი მარრიამი

likuna
Gtxov male Dade xolme dzaan magaria

მადლობა <3 ზეგ <3
M^d G1rl
აუუ არმყოფნის და რაგავაკეთო(((

ბოდიში და მადლობა <3
ლილიანა

ლილი, მადლობა ჩემო საყვარელო <3 პ.ს. ჩანაფიქრია უბრალოდ ასეთი, მე გამომივიდა ალბათ არასწორი აღწერა, დაბნეულობის რეაქციაა..

№11  offline მოდერი ლილიანა

მარრიამი

ჰოდა ცოტა სხარტი გახადე ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№12  offline მოდერი მარრიამი

გრაფინია
ჩემი აზრით ჩვეულებრივი რეაქციაა..
მაგ სახლში ორვეს ერთნაირი უფლებები აქვთ,რას ჰქვია არ შეუშვას?
კისერზე შეხება რატოა ფათური?
ჩემთვის ძაალიან ჩვეულებრივი რეაქცია იყო რავი

ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს უბრალოდ <3

№13  offline წევრი teddy))

ძალიან მომეწონა... ამ ბიჭის რეპლიკები, არ მომწონდა, თუმცა ამას ხომ გასაბრაზებლად აკეთებს, თან თავიც შემაყვარა, ჩვენმა დემნამ... ვფიქრობ, თათულისაც ნორმალური რეაქცია ჰქონდა, სამზარეულოში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით... ყოველი მეორე არ გკოცნის მგონი და კისერზე და ლავიწზე არ გკიდებს ხელს (არა, რა კარგად ავხსენი ;დ) მოკლედ მიმეწონა და ძალიან კარგი გოგო ხარ! ამ უკანასკნელის თქმა მსიამოვნებს შენთვის!

№14  offline წევრი თოლია

შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა. ყველანაირად გამართულია. ძალიან მომწონს და მიხარია, წაკითხვის საშუალება რომ მაქვს.
წარმატებებს გისურვებ

№15 სტუმარი ემი

მარიამ, როგორ მიხარიხარ, შენ რო იცოდე... kissing_heart

დემნა მომწონს ძალიან, ნაგლი კი არის, მაგრამ ტიპური თბილისელი ბიჭია, და ასეთი დამოკიდებულებაც სოფლიდან ჩამოსული გოგონების მიმართ, მართლა ძალიან რეალურია. თათულის რეაქციაც ბუნებრივი მეჩვენა, ბავშვურობის და სოფლური კომპლექსების ერთობლიობით გამოწვეული დაბნეულობა. ამ თავში უფრო მომეწონა თათული, უფრო გაბედული ჩანდა და ეტყობა თანდათან მოეხსენა ეს კომპლექსები. აი, დემნა კი კიდე უფრო მეტად მომეწონა. მერე რა, რო ბოროტად იყენებს თათულის დაბნეულობას და აშკარად ხალისობს.. მაგრამ, იმასაც ხვდება, რომ ზედმეტს ვერ გაბედავს... ჯერჯერობით თვითდაჯერებული ჩანს და გონია, რომ ამით ერთობა, მაგრამ ეჭვი მაქვს, მარიამ, შენ იმდენს "ახალისებ", რომ მალე გააბამ თავისივე დახებულ მახეში... heart_eyes

პ.ს. მარიამ, რამდენი ახალი ისტორიაც უნდა დაწერო, ჩემთვის მაინც ბელოდ დარჩები და ილია კი ისევ მენატრება... blush

№16  offline მოდერი მარრიამი

გრაფინია
Ho ratqmaunda ♥
Ubralod es gogo martla soflelia zustad mag gagebit ro dzaan gaurkveveli da suftaa..
me ase mgonia

მადლობა <3
teddy))
ძალიან მომეწონა... ამ ბიჭის რეპლიკები, არ მომწონდა, თუმცა ამას ხომ გასაბრაზებლად აკეთებს, თან თავიც შემაყვარა, ჩვენმა დემნამ... ვფიქრობ, თათულისაც ნორმალური რეაქცია ჰქონდა, სამზარეულოში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით... ყოველი მეორე არ გკოცნის მგონი და კისერზე და ლავიწზე არ გკიდებს ხელს (არა, რა კარგად ავხსენი ;დ) მოკლედ მიმეწონა და ძალიან კარგი გოგო ხარ! ამ უკანასკნელის თქმა მსიამოვნებს შენთვის!

უღრმესი მადლობა ჩემო ტკბილო <3
თოლია
შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა. ყველანაირად გამართულია. ძალიან მომწონს და მიხარია, წაკითხვის საშუალება რომ მაქვს.
წარმატებებს გისურვებ

უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია <3
ემი
მარიამ, როგორ მიხარიხარ, შენ რო იცოდე... kissing_heart

დემნა მომწონს ძალიან, ნაგლი კი არის, მაგრამ ტიპური თბილისელი ბიჭია, და ასეთი დამოკიდებულებაც სოფლიდან ჩამოსული გოგონების მიმართ, მართლა ძალიან რეალურია. თათულის რეაქციაც ბუნებრივი მეჩვენა, ბავშვურობის და სოფლური კომპლექსების ერთობლიობით გამოწვეული დაბნეულობა. ამ თავში უფრო მომეწონა თათული, უფრო გაბედული ჩანდა და ეტყობა თანდათან მოეხსენა ეს კომპლექსები. აი, დემნა კი კიდე უფრო მეტად მომეწონა. მერე რა, რო ბოროტად იყენებს თათულის დაბნეულობას და აშკარად ხალისობს.. მაგრამ, იმასაც ხვდება, რომ ზედმეტს ვერ გაბედავს... ჯერჯერობით თვითდაჯერებული ჩანს და გონია, რომ ამით ერთობა, მაგრამ ეჭვი მაქვს, მარიამ, შენ იმდენს "ახალისებ", რომ მალე გააბამ თავისივე დახებულ მახეში... heart_eyes

პ.ს. მარიამ, რამდენი ახალი ისტორიაც უნდა დაწერო, ჩემთვის მაინც ბელოდ დარჩები და ილია კი ისევ მენატრება... blush

შენ ხარ ყველაზე ტკბილი და თბილი გოგო <3 უღრმესი მადლობა <3 მიხარია თუ ამხელა მიზიდულობა აქვთ ბელოს და ილოს <3 ჩემთვისაც ძალიან საყვარელი პერსონაჟები არიან <3

№17  offline წევრი mimimimo

აუ, რა ძალიან მომწონს.
დემნა - ზედმეტად სექსუალური მეჩვენება (ვიცინი).
თათული - ეს გოგო ძალიან მომწონს.
ყველაფერი ზედმეტად კარგია.
ძალიან მომწონს.
იმდენად ჰაეროვანია არ მყოფნის.

№18  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

თავიდან სათაური არ მომეწონა არ ვაპირებდი წაკითხვას მაგრამ მერე ვიფიქრე იქნებ კარგი იყოს თქო და აჰა წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ ყოჩაღ გააგრძელე და მალე დადე ხოლმე
--------------------
თ.ჭიღლაძე

№19  offline მოდერი მარრიამი

mimimimo
აუ, რა ძალიან მომწონს.
დემნა - ზედმეტად სექსუალური მეჩვენება (ვიცინი).
თათული - ეს გოგო ძალიან მომწონს.
ყველაფერი ზედმეტად კარგია.
ძალიან მომწონს.
იმდენად ჰაეროვანია არ მყოფნის.

მადლობა უსაყვარლესო <3
თაკოთაკო
თავიდან სათაური არ მომეწონა არ ვაპირებდი წაკითხვას მაგრამ მერე ვიფიქრე იქნებ კარგი იყოს თქო და აჰა წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ ყოჩაღ გააგრძელე და მალე დადე ხოლმე

ძალიან დიდი მადლობა <3

№20 სტუმარი Leaa

Stili igivea, titkos kvelapers igivenairad wer ,movlenebsac sheneulad anvitareb magram... momkali da ar shemidzlia ar agvnishno rogor daixvewe,Personajebianad.
Uketesad wer,tumca me dzvel istoriebshic arafers giwuneb.Veli shemdegs

№21  offline წევრი isterichka123

ai dzalian momwons ase gagrdzele

№22  offline წევრი ვალენტინა

კარგიააა კარგიხაარ მალედადე ♥

№23  offline წევრი Kiki )))

dzedzaaa gulii kaco eseaiyo ardavdnii santelivitaaa ? chaqri gogo shen esrakargixar.. aii usayvarlesii istoriaa dadebiti emociebit rom gmuxtavs adamians. ukvee shemiyvardaa ufrosworad saswaulad shemiyvarda da chamivarda gulshi rogorc demnas chveni tatulii magramm kiverxvdeba eg lenchi rom sheuyvardaa (yvela chemnairi chkviani xoariqneba exlaaa nuu..) chemi utkbilesi da utbilesi tatulii rogor mibrazebs gogos eg idiotii .. ( araa mainc miyvars me demna eg degenerati eg chamivarda gulshi) mokled saswaulad miyvarxar sheni personajebiturt...

№24  offline მოდერი მარრიამი

Leaa
Stili igivea, titkos kvelapers igivenairad wer ,movlenebsac sheneulad anvitareb magram... momkali da ar shemidzlia ar agvnishno rogor daixvewe,Personajebianad.
Uketesad wer,tumca me dzvel istoriebshic arafers giwuneb.Veli shemdegs

უღრმესი მადლობა <3 მაბედნიერებთ ^_^
isterichka123
ai dzalian momwons ase gagrdzele

მადლობა<3
ვალენტინა
კარგიააა კარგიხაარ მალედადე ♥

მადლობა <3
Kiki )))
dzedzaaa gulii kaco eseaiyo ardavdnii santelivitaaa ? chaqri gogo shen esrakargixar.. aii usayvarlesii istoriaa dadebiti emociebit rom gmuxtavs adamians. ukvee shemiyvardaa ufrosworad saswaulad shemiyvarda da chamivarda gulshi rogorc demnas chveni tatulii magramm kiverxvdeba eg lenchi rom sheuyvardaa (yvela chemnairi chkviani xoariqneba exlaaa nuu..) chemi utkbilesi da utbilesi tatulii rogor mibrazebs gogos eg idiotii .. ( araa mainc miyvars me demna eg degenerati eg chamivarda gulshi) mokled saswaulad miyvarxar sheni personajebiturt...

უღრმესი მადლობა <3 სიტყვები არ მყოფნის <3

№25 სტუმარი გვანცა))

მარიამი რაკარგი გოგო ხარ შენ❤როგორ მახარებ ამ ისტორიით❤ ძაან მაგარი გოგო ხარ შენ
ეს თავი ხო საერთოდ საცარი იყო
მე მომწონს დემნა დაა რავქნაა:დდ

№26  offline მოდერი bibo

უჰუ არა წამეკიდა დავიწვი დავდნი ჩავადნი ხელში ჩემ თავს აბა სხვა არ მყავს და bowtie smile რამრა ველურულია ეგი ბიჭი რაი ჩახლოხნა და ჩაბურჯგვნა ეს გოგო რებას უკეთებს კაცოო ეს კიდე რებს პასუხობს მიწაზზე ვიწექი და ვხოხავდი სიცილისგან ისეთი სასაცილო იყო ჩემო აჯაპსანდალო გოგოჩოვ blush blush ისე რა ველურული ასკილია ეგი ბიჭი რა მწარე ენა აქ მეგრული აჯიკა ფაქტია მწარე მწარე დასუსხა საწყალი ვნებებში მობობოქროე გოგო კოცნა და ჩადნობაც არ შეარგო bowtie ვგიჟდები მე შენზე ჩემო უძვირფასესობა და უსაყვარლესობა ისეთი ტკბილი თბილი კოკლოზინა წასაკითხი იყო დამენანა დასამთავრებლად კაცოოო heart_eyes kissing_heart ატმის ჯემო და დოხრულკულო კარიოშკავ სასწაული საოცრება ხარო ქალაოოო heart_eyes kissing_heart ვაფრენ მე შენზე პაწაწუნწუკა ტოროლავ heart_eyes kissing_heart ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ გასაგიჟებელი ხარ გასაოცარი არაორდინალური არამქვეყნიური უხ კიდე შოკუნიები მაქ პატარ პატარა რამფრაც ხადური იტყოდა joy joy ტორტის ბისკვიწოო და უდესო ტორტის ნაჭერო ვჭედავ მე შნზეოო აი სასწაულად გყვარობ დაგაყარე ლავები და ქისებიო პისკვიწო ჩემო ჩიტო ჩიორავ იმედია ეს გოგოც მოვა გონზე გაიღვიძებს და მისვამს თავის ადგილას ამ აღვირახსნილ მაგრამ ველურულ ტკბილ ბიჭს heart_eyes kissing_heart მეჩემები მე შენა გყვარობ ბევრბაზე ბევრობასა უდიდესზე გაშლილი ხელებით ვამბობო მაგას kissing_heart heart_eyes kissing_closed_eyes relaxed გელი გელი გამგელებული იცოდეე მე შენა დაგაყარე ლავები და ქისები ჩემო

№27  offline მოდერი მარრიამი

გვანცა))
მარიამი რაკარგი გოგო ხარ შენ❤როგორ მახარებ ამ ისტორიით❤ ძაან მაგარი გოგო ხარ შენ
ეს თავი ხო საერთოდ საცარი იყო
მე მომწონს დემნა დაა რავქნაა:დდ

გვანცა, მადლობა <3
bibo
უჰუ არა წამეკიდა დავიწვი დავდნი ჩავადნი ხელში ჩემ თავს აბა სხვა არ მყავს და bowtie smile რამრა ველურულია ეგი ბიჭი რაი ჩახლოხნა და ჩაბურჯგვნა ეს გოგო რებას უკეთებს კაცოო ეს კიდე რებს პასუხობს მიწაზზე ვიწექი და ვხოხავდი სიცილისგან ისეთი სასაცილო იყო ჩემო აჯაპსანდალო გოგოჩოვ blush blush ისე რა ველურული ასკილია ეგი ბიჭი რა მწარე ენა აქ მეგრული აჯიკა ფაქტია მწარე მწარე დასუსხა საწყალი ვნებებში მობობოქროე გოგო კოცნა და ჩადნობაც არ შეარგო bowtie ვგიჟდები მე შენზე ჩემო უძვირფასესობა და უსაყვარლესობა ისეთი ტკბილი თბილი კოკლოზინა წასაკითხი იყო დამენანა დასამთავრებლად კაცოოო heart_eyes kissing_heart ატმის ჯემო და დოხრულკულო კარიოშკავ სასწაული საოცრება ხარო ქალაოოო heart_eyes kissing_heart ვაფრენ მე შენზე პაწაწუნწუკა ტოროლავ heart_eyes kissing_heart ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ გასაგიჟებელი ხარ გასაოცარი არაორდინალური არამქვეყნიური უხ კიდე შოკუნიები მაქ პატარ პატარა რამფრაც ხადური იტყოდა joy joy ტორტის ბისკვიწოო და უდესო ტორტის ნაჭერო ვჭედავ მე შნზეოო აი სასწაულად გყვარობ დაგაყარე ლავები და ქისებიო პისკვიწო ჩემო ჩიტო ჩიორავ იმედია ეს გოგოც მოვა გონზე გაიღვიძებს და მისვამს თავის ადგილას ამ აღვირახსნილ მაგრამ ველურულ ტკბილ ბიჭს heart_eyes kissing_heart მეჩემები მე შენა გყვარობ ბევრბაზე ბევრობასა უდიდესზე გაშლილი ხელებით ვამბობო მაგას kissing_heart heart_eyes kissing_closed_eyes relaxed გელი გელი გამგელებული იცოდეე მე შენა დაგაყარე ლავები და ქისები ჩემო

შე ყველაზე ტკბილო გოგო <3 საოცარი ლექსიიკა გაქვს და მეც მაგიჟებ <3

№28  offline წევრი კოტი

ჩემო შოკოლადო :* ცოტა კი მაბნევს ამ ბიჭის საქციელები ა ასე უცებ გამოსწორება მარა:დ გენდობი და ვიცი რომ მაგარი ისტორია იქნება სულმოუთქმელად ველი ახალ თავს
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

№29  offline მოდერი მარრიამი

კოტი
ჩემო შოკოლადო :* ცოტა კი მაბნევს ამ ბიჭის საქციელები ა ასე უცებ გამოსწორება მარა:დ გენდობი და ვიცი რომ მაგარი ისტორია იქნება სულმოუთქმელად ველი ახალ თავს

ჩემო გოგო, მიხარია რომ კითხულობ <3

№30  offline წევრი მოცინარი

არ მომწონს ეს დემნა და რა ვქნა :/ ხეპრე ეგ >:( მაგრამ ბოლოს თათული ამასთან დარჩება ხო? :'( ირაკლი არის ოქრო <3 აი, ხომ ერთი-ორი წინდადება თქვა მაგრამ უკვე მიყვარს <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent