ფუნქცია თუ ბედნიერება(თვი 1)
თავი 1 "სამყარო იმდენად დალპა, რომ ვიღაცის შეყვარება ყველაზე დიდი რისკია". მრავალჯერ გამცრუებია იმედები, ჩამიქნევია ხელი და ცრემლებიც კი არ დამნანებია, როცა ვინმე ზურგს მაქცევდა. ცხოვრებაში არავინ შემყვარებია და დიდი იმედიც მქონდა, არ შემიყვარდებოდა. როცა გტოვებენ მეგობრები, ფეხქვეშ თელავენ ყველაფერს რაც შენთვის ოდესღაც ძვირფასი იყო, გიკიდებენ და გიტეხავენ არამარტო გულს, არამედ მიაქვთ მისი უმეტესი ნაწილი სადღაც და ფლავენ დედამიწის დონიდან მილიარდობით კილომეტრების ქვეშ, შეცვლის შენში ყველაფერს:საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს. იგრძნობ მარტოობას, გარშემო მყოფების მიმართ აგრესიას, სიძულვილს, საკუთარ თავში ჩაკეტილობას და ა.შ. ამბობენ თინეიჯერობის ასაკი საუკრთესოა ყველა ასაკსა და პერიოდებს შორისო. მე კი ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი სკოლას და როდის მოვწყდებოდი აქაურობას. გადავიდოდი სხვა ქალაქში, ვიქირავებდი ბინას, დავიწყებდი უნივერსიტეტში სიარულს და ყველაფერს ახალი ფურცლიდან დავიწყებდი. ვიცი ყველაფერს ბუნდოვნად გიყვებით, თუმცა ვეცდები ყველაფერი ნორმალურად მოგიყვეთ. მოკლედ.. მქვია ლუნი, ვარ 16 წლის, ვცხოვრობ ბათუმში და ყველა მეზიზღებით. დაწყნარდით ვიცი რომ ეს გრძნობა ორმხრივია. ეს მონათხრობი არ იქნება ვიღაც პრინცესა და უმანკო გოგონაზე, რომელიც შეხვდა თავის პრინცსს, ჰყავს უამრავი მეგობარი, უმაგრესი სამსახური და ბლა ბლა ბლა..... მინდა გულწრფელად,უფრო რეალურად ვწერო და არ ვიაფირისტო. ვერ ვიტან აფერიტობას, ძირითადად პირდაპირი ვარ თუმცა ზოგჯერ ეს პირდაპირობა აგრესიაში გადამდის. არ შეგაშინებთ და უკან მოვისვრი (ვეცდები მაინც) ამ ღვარძლს, ზიზღსა და ტკივილს. აღარ გავწელავ და დავიწყებ თხრობას. ბავშვობიდან საყვარელი და თბილი ბავშვი ვიყავი, ყველა მეორე ჩემი მეგობარი იყო, ან მე მივიჩნევდი ყველას მეგობრად. მგონი ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. მახსოვს თიკას, ჩემი ბავშვობის მეგობარს (უკვე აღარ) რომ გავუბრაზდი. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი და ხატვის გაკვეთილზე სულ ერთად გვაჯენდნენ. დედას ნაყიდი ახალი ფანქრებით ვხატავდი. თიკას მოეწონა და ითხოვა რამოდენიმე ფერი. მეც უანგაროდ ვათხოვე. თიკამ აიღო და 3 ერთადვე გადატეხა. ცრემლები გადმოვყარე და ტირილი დავიწყე. თიკამ კი იცით რა მითხრა?! - შენ ისეთი ხარ 2 წუთში მაპატიებ და არ გინდა ტყუილად ცრემლების ყრა. - ეს მაშინ გულთანაც არ მიმიტნია და "დავიკიდე", მართლაც . 10 წუთში დავივიწყე თიკას შური და ბოღმა, შევურიგდი. ეს არ იყო ჩემი ბავშვური სისულელე.სისულელე მაშინ ჩავიდინე როცა ის ფანქრები თიკას ვაჩუქე. ადრე ვერ ვხვდებოდი ,მაგრამ ეხლა ვიცი,იმ დონემდე არასოდეს დავეცემი, რომ ვიღაცის ფუნქცია ვიყო. დამღალა ყოველთვის ვიღაცის გასართობი და გამოყენებული ვიყავი. ეს უბრალოდ ფანქრები იყო, მაგრამ რა იქნება ხვალ?! მეგობარს "ამახევს", შეყვარებულს თუ ქმარს? ახლა კი უბრალოდ "სწერვა" ვგონივარ ხალხს. არავის ვეტენები, არც ვემეგობრები, არ დავდივარ წვეულებებზე მეგობრებთან ერთად, არც იმით ვიტენი თავს ვის მოვეწონო და ვის "წავეპათხალო". არ მყავს "სიცოცხლეები " , არ "ვიშპაკლავ სიფათს," არ "ვბლატაობ" აიფონით და იმედია გაგაგებინეთ, რომ თავში ავარდნილი თინეიიჯერი არ ვარ. რამდენჯერ ვთქვი ,მაგრამ ვსო ეხა ნაღადდ ვიწყებ თხრობას. მეორე სემესტრი ახალ დაწყებული იყო. კლასში შევედი. - აბა ვსტრახავო? -მომეგება ლიკა.-ლიკა ერთადერთი და მგონი საუკეთესო მეგობარი იყო ჩემი, მაგრამ არასდროს ვაძლევდით ერთმანეთს ამ სტატუსს. იმის თქმა მინდა, რომ ერთმანეთს საუკეთესო მეგობრად არ მოვიხსენებდით. - მაგის თავი არ მაქვს ჩასტრახვის მერე ექსტერნის გამო კიდევ აქ ვიარო. - დაასრულეთ საუბარი ქალბატონებო? - სწერვა როჟით გამომხედა ქართულის მასწავლებელმა. -უკაცრავად. - დარცხვენით თქვა ლიკამ. -აბა ლუნი რა წაიკითხეთ ამ საახალწლო დასვენებების დროს? - თქვენ რო გვირჩიეთ წიგნი აი ის. - მასწავლებელს სახე გაებადრა. -მოიცა რა ერქვა? დამავიწყდა. აი პორნოგრაფია წიგნი რო იყო იმას ვგულისხმობ. ფრედერიკი ქვია მგონი ავტორს. - ამის თქმა, კლასის აბუნტვა და მასწავლებლის აჭარხლება ერთი იყო. - როგორ ბედავ? - რას? ჩემი აზრის გამოხატვას? ეს ჩემი აზრიც კი არაა. მომავლისთვის რაღაც წიგნს რო გვირჩევთ ჯერ წაიკითხეთ მას. - დროზე დირექტორთან! - კლასიდან გავედი, კარი დავკეტე და ვიღაც შემეჩეხა. უფრო გამიტანა. - რა ჯანდაბას შვები? - ვუყვირე და ენა დამება. ბიჭმა გამიღიმა და წიგნების ასაკრებათ დაიხარა . მალევე გავეცალე იქაურობას და მესამე სართულს ავუყევი. ბიჭი უკან გამომყვა. გავჩერდი. ისიც გაჩერდა. - რა ჯანდაბას შვები? - ეგ ხო უკვე თქვი. -კარგი სხვა რაღაცას გეტყვი.სიარული ისწავლე და გამეცალე კრეტინო. - საიდან ამდენი აგრესია ლუნი? -საიდან იცი ჩემი სახელი? -მე ყველაფერი ვიცი- თვალი ჩამიკრა და გამეცალა. დირექტორის კაბინეტთან დავჯექი. კარი მალევე გაიღო და დერექტორმა გამომხედა. -ოჰჰ. ჩემი კაბინეტის ყოველდღიური სტუმარი. შემოდი. - შევედი და სკამზე დამჯდარი ის ბიჭი დავინახე. ბიჭმა თვალი ჩამიკრა. "იდიოტი" -რაო ლუნი? ეხლა რა მიზეზით გამოგიშვეს აქ? - აზრის გამოხატვის გამო. -გააჩნია აზრს. - ჩამერთო ბიჭი. -შენ საერთოდ ვინ გეკითხება?-შევუღრინე -აქაც ჩხუბი არ გამაგონოთ. ლუნი ეს ახალი გადმოსულია. შენი კლასელია. სკოლა დაათვალიერებინე და ჩათვალე გაპატიე რის გამოც გამოგაგდეს გაკვეთილიდან. - მირჩევნია არ მაპატიოთ. არ მინდა ამ არსებასთან ერთად დერეფნებში სიარული.. -ლუნი!! -კარგი. უკაცრავად. გამოხვალ გარეთ თუ გეხვეწო? -ბიჭს ვუყურებდი რომელიც თვალებით ჭამდა ჩემს სხეულს. ცოტაც და იმ თვალებს ამოვაძრობდი. -ჰეი! ერთუჯრედიანო არსებავ! შენ გეუბნები.-ვთქვი და უკანმოუხედავად გარეთ გავედი. -არ დამელოდები? -არა -ლუნი!!-გავშეშდი. -მართლა. საიდან იცი რა მქვია? -არ გახსოვარ? -არა -fallen night -თქვა და გამიღიმა, -ჯანდაბა!!!~ ისევ გამიღიმა ------------------------ იმედია მოგეწონებათ შეცდომების მიუხედავად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.