შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 6)


20-11-2016, 22:01
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 303

-ეს ხომ ის ახალია? ჩვენს ჯგუფში რომ ჩასვეს, და თქვენ ერთად საიდან? (ელენე)
-ახლა გასაგებია რატომ გაქვთ ყველას ასეთი სახეები. - მათ სახეებს რომ ვუყურებდი სიცილს ძლივს ვიკავებდი. - ეს თქვენთვისაა ლოლა ახალი, რადგან მას მანამდე არ იცნობდით. (ვაჩე)
-ხო მაგრამ ის ხომ შენთვისაც ახალია. (დემეტრე)
უკვე ვეღარავინ აჭერდა ენას კბილს.
-ეს თქვენ გგონიათ რომ ჩემთვისაც ახალია. ამ დროს თითქმის ორ კვირაზე მეტია მე და ლოლა ერთად ვართ. (ვაჩე)
-ანუ?(ტოტო)
-რა არის გასაკვირი იმაში რომ შეყვარებულები ვართ, თუ აუცილებელია ყოველთვის ყველამ ყველაფერი ტოჩკა-ტოჩკა უნდა იცოდეთ? (ვაჩე)
- რა დაუნები ხართ ხალხნო. იასნია არ გადმოდგებოდა და არ დაიწყებდა შეყვარებულზე ყველასთან ყველაფრის თქმას. უბრალოდ არ ჩათვალა საჭიროდ რომ ყველას სოდნოდა. ნუ მე ვიცოდ, მაგრამ გეყოთ ახლა ამ გამოშტერებული სახეებით ყურება. (ერეკლე)
“This is my boy.” ისევ არ ასვებეს ცანცარა ვაჩე როგორც ყოველთვის.
ლოლა ამ ყველაფრის მოსმენისას ისე აღელდა, რომ სახე აეფაკლა და ისე გახურდა გვერდი ამეწვა. თან ხელს მიჭერდა. ტოტო თავს აქნევდა უაზროდ. ბოლოს როგორც იქნა დაწყნარდნენ. ყველა სასტუმროში შელაგდა. ლოლა ოთახში მარტო უნდა ყოფილიყო. მეც ავაცილე, კართან ჩანთა დავდე და შავ თვალებში ჩავაშტერდი. ასე ვიდექით ცოტა ხანი. რამდენჯერმე თავი ვერ შევიკავე და მზერა მისი გამობუშტული ტუჩებისკენ გამქცა. ისიც მამჩნევდა და თვს მაშინვე დაბლა წევდა. ჩემიც ეშინოდა რაღაცნაირად. ბოლოს შიჩუმე მან დაარღვია.
-ეს რატომ გააკეთე? (ლოლა)
-რა? (ვაჩე)
-რატომ თქვი რომ ერთად ვართ? (ლოლა)
-გეწყინა? (ვაჩე)
-არა (ლოლა)
-აბა რატომ მეკითხები? (ვაჩე)
-შემრცხვა. (ლოლა)
-ვისი? (ვაჩე)
-შენი. (ლოლა)
-შენ ყოველთვის ყველაფრის გეშინია და გრცხვენია? (ვაჩე)
-სირცხვილთ მხოლოდ შენი მრცხვენია. (ლოლა)
-კი, მაგრამ რატომ? (ვაჩე)
-იმიტომ რომ შენ სულ სხვანაირი ხარ. ჩემნაირები გვერდით არ უნდა გყავდეს. (ლოლა)
-ეი ეი მომისმინე, შენ საუკეთესო ხარ და ეს მეორედ აღარ თქვა. ხომ გითხარი თავის დაფგასება ისწავლეთქო.... (ვაჩე)
თავი დახარა და მერე ისე ამომხედა თითქოს აქ არაფერიო. ისე შემიცვალა თემა თითქოს რაღაც სახალისოზე და უმნიშვნელოზე ვლაპარაკობდეთ.
-ასე კიდევ დიდხანს ვიდგეთ? (ლოლა)
-მიდი, შედი და დაისვენე, ხვალ გნახავ კარგი? (ვაჩე)
-მოიცა, შენ რა ჩემ მარტო დატოვებას აპირებ ისევ? (ლოლა)
ტუჩები გამიბუსხა პატარა ბავშვივით. ეს რა ჩვევა აქვს, ისედაც ჭკუას მაკარგინებს და ასე თავს ძლივს ვიკავებ.
-ოთახშიც გეშინია მარტო დარჩენის? (ვაჩე)
-არა არ მეშინია, უბრალოდ მარტო დარჩენა არ მინდოდა.ვიფიქრე ცოტა ხანს ჩემთან იქნებოდი, მაგრამ მე ვინ ვარ, შენც ხომ დასვენება გჭირდება. (ლოლა)
კარი გააღო და შევიდა. მე კი პირველყოფილივით უბრალოდ ვიღიმოდი, დამემშვიდობა და კარი მომიხურა. ვიცოი ჩემ ახლა წასვლა არ იქნებოდა სწორი, თხოვნა უნდოდა და არ მთხოვა, თუმცა სურვილი გამიზიარა და ესეც საკმარისი იყო კარზე დამეკაკუნებინა და მეთქვა რომ სულ არ დავღლილვარ. სურვილის განხორციელება ვერ მოვასწარი კარი რომ გააღო და გაკრეჭილი შევრჩი ხელში.
-შემოხვალ თუ პოლიციას გამოვუძახო? (ლოლა)
მეც უსიტყვოდ შევყევი. სახიდან ღიმილი არ მომცილებია. გაბუსხულმა გაიშვირა ხელი სავარძლისკენ და მანიშნა დავმჯდარიყავი. მეც დავემორჩილე დედოფალს. ცოტა ხანი იტრიალა, ამოალაგა ჩანთა და დიდ საწოლზე ჩამოჯდა. მერე მომაშტერდა და გაიცინა ისე, რომ გადაბჟირდა.
-სულ არ დაგნახვები, ახლა რაღატომ დამცინი?
-სასაცილო ხარ. (ლოლა)
-ახლაც? - სერიოზული სახე მივიღე.
-ხო. - გადაწვა საწოლზე სიცილისგან და ხელები მუცელზე შემოიხვია.
-ეჰ ტყუილად ამოგყევი რა, წავედი მე. (ვაჩე)
ავდექი და მართლა წამოვიდოდი რომ არ დავეჭირე.“არაა, ეს გოგო ნამდვილად ხვდება, რომ მაგიჟებს და სპეციალურად მიკეთებს ამას.“ გამოხტა დასტოინი ვაჩე. ზურგიდან შემომეხვია და მთელი ძალით შემომაჭდო პატარა ხელები. მეც გავინაბე და ხელები მის ხელებს მოვხვიე. უეცრად მის ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი ზურგზე. ოპაა... პიკი იყო მართლა. მგონი ბაბნიკმა ვაჩემაც გაიღვიძა, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა. არ მინდა შევეო სხვანაირად. ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, რომ ვაწყენინო, მით უფრო მას ვერ გავუკეთბ ამას. სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას შეიძლება ასე არ მენერვიულა და აქამდე არც მინერვიულია კიდეც. მაგრამ ის ხომ სხვა არ არის.
სწრაფად შემოვტრიალდი, სახეზე ცეცხლი მეკიდა. მის წინ სულ სხვა ვაჩე იდგა. შეეშინდა, მართლა შეეშინდა. ღმერთპ რა იდიოტი ვარ. უცბათ გადავიკიდე მხარზე და საწოლზე დავაგდე, მეკი ზემოდან მოვექეცი. „ვაჩე შენია“ განუწყვეტლივ მიმეორებდა ბაბნიკი მე. „ღმერთო გევედრები დამეხმარე.“ უფალს ვევედრებოდი, რომ გავჩერებულიყავი და არფერი გამეკეთებინა, მაგრამ თითქოს ჩემი სხეული მე არ მეკუთვნოდა.
მე შევძელი, შევძელი და გონს მოვეგე. სწრაფად მოვშორდი, გარეთ გამოვარდი, კარი მივიჯახუნე და არც დავფიქრებულვარ სად მაგრამ სასტუმროდან გავვარდი.
მივდიოდი, მაგრამ არ ვიცი სად. პირველად შევიკავე თავი. არ ვიცი როგორ, მაგრამ შევძელ მისთვის არაფერი დამეშავებინა. „ვაჩე მაგარი კაცი ხარ ძაან“ გამომძახა დასტოინმა მემ. უნებურად გამეღიმა, მაგრამ ჩემი თავი მაინც მძულდა იმის გამო, რომ მცდელობა მქონდა. ლოლა ისეთ გოგოა, რომელთანაც არც კი უნდა ცადო მსგავსი რაღაც თან ასე. იმდენად სუფთაა მისი დასვრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ცოტა ხანში სასტუმროსკენ წავედი. რა ლამაზი გამხდარა რაჭა. ისედაც ყოველთვის ლამაი იყო, მაგრამ დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. უკვე საკმაოდ გვიანი იყო სასტუმროში რომ დავბრუნდი. ჩვენი ოთახი ლოლას ოთახის გვერდით იყო ორივე ნომერს ჰქონდა აივანი. რაც ხელსაყრელი იყო საიმისოდ, რომ საყვარელი ღიმილი დამენახა.
ნომერში შესვლისთანავე თავი წამოყო ერეკლემ, წამოხტა და გადამეხვია. ისე ძლიერ ჩამეხუტა, ლამის თვალები გადმომცვივდა.
-საღოლ ძმაო, ასე მალე თუ დაიჭერდი მაგ ჩიტს არ მეგონა. ისე მართლა ძაან ლამაზია ხო იცი შენ. (ერეკლე)
-მეკაიფები ბიჭო? (ვაჩე)
-რა იყო, რა სახე ჩამოგტირის? გუშინწინ არც კი იცნობდი, დღეს ერთად ხართ ხო? საღოლ ყველას მაგრად დააჯერე, მაგრამ ერთი წესიერად ამიხსენი რა ყველაფერი. (ერეკლე)
-ერე შენ აზრზე არ ხარ მე რეეი გადავიტანე. (ვაჩე)
-მიდი მერე მომიყევი, მეც ეგ მინდა. (ერეკლე)
დილიდან მოყოლებული ამ წამამდე ყველაფერი მოვუყევი. ყოველი წინადადების მერე ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა რეაქციები სახეზე. ჯერ კმაყოფილი, მშვიდი სახით მიყურებდა, შემდეგ კი ისე მტრულად შემომხედა მეგონა ადგილზე მომკლავდა. თუმცა მალევე გადაიფიქრა. როგორც კი მოყოლა დავამთავრე ხმა არ ამომაღებინა თვითონ დაიწყო.
-შენ არ იცი როგორ გაფასებ. აუ ვაჩე ძაან მაგარი კაცი ხარ. მართლა ოღონდ. (ერეკლე)
-კარგი ახლა დამაძინე რა გთხოვ. (ვაჩე)
-მიდი მიდი. (ერეკლე)
დავწექი ვითომ დასაძინებლად, მაგრამ რად გინდა, თვალი ვერ მოვხუჭე. საათი ოთხს უჩვენებდა. აივანზე გავედი მოსაწევად. ცოტა ხანში ლოლა გამოვიდა. მოკლე შორტებით და სიფრიფანა მაისურით. შემრცხვა, ამჯერად მე მისი. მაგრამ ჩემი საქციელით მაინც ამაყი ვიყავი. მე ხომ შევძელი, ჩემი ბინძური სურვილების უკანა ფლანგზე გადაწევა. ჩემკენ არც კი გამოუხედავს. ხარბათ ისაკუთრებდა ჰაერს რომელსაც ვსუნთქავდი. ულამაზესი იყო. სწორი ფეხები, სავსე მკერდი, გრძელი თმა რომელიც უკანალს უფარავდა. პატარა ცხვირი და ულამაზესი ნაკვთები. ვგიჟდები ამ გოგოზე. „შენია“ ისევ გამომძახა ჩემმა მეორე მემ, თუმცა ვერ მივხვდი რომელი იყო. მგონი უკვე იმასაც ვერ ვხვდები უკვე რამდენნი არიან.
ცოტა ხანში შემთხვევით შემობრუნდა ჩემკენ, როგორც კი დამინახა, სახე აეფაკლა და სხეული აუთრთოლდა. მეც შეგნებულად ხმას არ ვიღებდი. უცბატ შებრუნდა, ოთახში შევარდა კარი მიიხურა და მხოლოდ ერთხელღა გამომხედა სულ რამდენიმე წამით. შემდეგ ფარდა გადაწია და გაქრა. გაქრა ისე, როგორც პირველი თოვლი ქრერბა ხოლმე გათენებისთანავე. იქვე ჩამოვჯექი და ყველაფერმა ხელმეორედ გამირბინა თვალწინ.
ლოლა ზედმეტად სათნო არსებაა. პატარა ანგელოზი. მინდა რომ უკეთ გავიცნო. არა, უკეთ არა. მინდა რომ მთელიარსით შევიცნო. მინდა მასზე ყველა დეტალი ვიცოდე. მინდა მის ხელწერასაც კი ათას კაცში ვცნობდე. დღეს კი ისე შევაშინე, სავარაუდოდ აღარც კი მომცემს უფლებას, რომ ახლოსაც მივუახლოვდე. პატარა გოგო ისე შევაშინე, სულ გაქრა. ისევ ის მშიშარა ლოლა დაბრუნდა, ჩემი რომ ეშინოდა. არადა მთხოვა დამიცავიო, მე კი შევაშინე.
გამთენია 5 საათი იყო, ტოტო რომ გამოვიდა და ახლადჩათვლემილი გამომაღვიძა. ჯერ მიყურა თვალებჩაწითლებულს , მერე კი დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ვიყავით ოთხნი: მე, ტოტო, წითელი მალბორო და რაჭის მთები. ცოტა ხანში ტოტომ დაარღვია სიჩუმე და ჩემი სიმყუდროვეც.
-რაო რომეო, ჯულიეტამ არაო? (ტოტო)
-დავაი რა. (ვაჩე)
-კაი რა გჭირს ტოო? (ტოტო)
-რამე უნდა მჭირდეს? (ვაჩე)
-შეყვარებული ხარ და ეგ არაფერია? (ტოტო)
-არავინ შემყვარებია. (ვაჩე)
-აბა რა გინდოდა მთელი ღამე აქ? (ტოტო)
-ვფიქრობდი. (ვაჩე)
-ხო ფიქრობდი, ლოლაზე. (ტოტო)
-რა გინდა? - საკმაოდ გავღიზიანდი. - თუ ეჭვიანობ პირდაპირ მითხარი, რაღა შორიდან მივლი? (ვაჩე)
-არა ტო დაწყნარდი. არ მძინებია წუხელ. შენი და ერეს ლაპარაკი მესმოდა, მაგრამ ზედმეტი კითხვები აღარ დავსვი. არც ახლა ვაპირებ რაიმეს თქმას. არ იყო საჭირო. ყველფერი იედაც ნათელია. (ტოტო)
-მადლობა, რომ უარესად არ დამძაბე. (ვაჩე)



პ.ს. იმედია რაღაც გამოდის :) მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და რათქმაუნდა მოგწონთ.



№1 სტუმარი Guest Eka

Dzaan pataraa :(( momwoons sashinlaad

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამოდის და თან კარგიც.ცოტა დიდი თაცები რა

გამოდის და თან კარგიც.ცოტა დიდი თავები რა.უკეთესი იქნება
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent