არქანგელოზი ( თავი 9 )
ანასტასიამ დილით , საშინელი თავის ტკივილით გაიღვიძა . ხელები გაშალა და გაიზმორა , თვალები ნელა გაახილა , ახლა დაწყიტა და ოთახს მოავლო თვალი , ეუცნაურა თავისთვის გაიფიქრა - ეს არ არის ჩემი ოთახი - შემდეგ მარჯვნივ მიტრიალდა და მის გვერდით წამოწოლილი მომღიმარი ლუციფერი დაინახა , გოგონას იმდენად შეეშინდა რამდენიმე წუთი გაუთავებლად კიოდა , შიშით უკან გადახტა და ახლაღა გაახსენდა , რომ უკან არაფერი იყო , საწოლიდან გადავრდა და საცოდავად მიწაზე გაიშოტა . ლუციფერმა გადაიხარხარა გოგონას ამ ქმედებაზე ... ის კი გაბრაზებული წამოდგა, ლუციფერს შეუბღვირა და ყვირილი დაიწყო - როგორ გაბედე ? როგორ გაბედე ? როგორ გაბედე ? შე პირუტყვო , შე დეგენერატო , მმმმმმმმ ვერ გიტან , მეზიზღები - მთელი ხმით კიოდა ანასტასია და რაც ხელში ხვდებოდა ყველაფერს ესროდა ლუციფერი კვლავ სიცილს განაგრძობდა , ჰაერში მფრინავ ნივთებს ოსტატურად არიდებდა თავს და თან ეხუმრებოდა - აბა გუშინ მიყვარხარო , დღეს ვეღარ მიტან ? - რაო ? მე შენ მიყვარხარო ? მე გითხარი შენ ? - გოგონა გაჩერდა სიცილი აუტყდა , იმდენი იცინა საბოლოოდ ხველებაში გადაეზარდა , საწოლზე წამოწვა და ტირილი დაიწყო ლუციფერს თავიდან ეგონა გოგონა ხუმრობდა , მიახლოვდა , თავი ააწევინა და როდესაც ცრემლები შენიშნა მის თვალებზე გულში ჩაიხუტა , ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა ანასტასია , სანუგეშო სიტყვებს ეძებდა , თუმცა ვერაფერი მოიფიქრა ... - შენ მხოლოდ გასართობად გინდოდი , და აჰაა მიიღე რაც გინდოდა , ვერ გიტან ლუციენ ვერ გიტან - ბოლო ხმაზე ქვითინებდა გოგონა - არა , არა მე გასართობად არასდროს მდომებიხარ , ანასტასია თვალებში შემომხედე , მე შენ მართლა მომწონხარ . - მაშინ რა ჯანდაბას ვაკეთებდი შენს საწოლში , რათქმაუნდა , დამათვრე და შემდეგ ისარგებლე , მეზიზღები - რა ? მე მეგონა სხვა რაღაცაზე ტიროდი ... არაფერიც არ მომხდარა ჩვენს შორის - თქვა დაბნეულმა ლუციფერმა - აბა რას ვაკეთებდი შენს საწოლში ? - კვლავ ტირილს აგრძელებდა გოგონა - ჩემს საწოლში სულაც არ ხარ , თან არც ტანსაცმელი გაქვს გახდილი და საერთოდაც , გუშინ უბრალოდ გაითიშე , შემდეგ კი მე აქ დაგაწვინე - გოგონამ ცრემლები მოიწმინა თვალებში შეხედა და განაგრძო - მაშინ რას აკეთებდი ჩემს გვერდით , რატომ იწექი ? - მე , მე უბრალოდ შენ ისე ლამაზი იყავი მძინარე - თქვა ლუციფერმა და თითქოს დარცხვენილმა თავი დახარა , გოგონას ღიმილი მოგვარა მისმა ნათქვამმა , შემდეგ ლუციფერს მიუბრუნდა და უთხრა -დაიფიცე ღმერთის სახელი დაიფიცე , რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა - ჩვენს შორის არაფერი მომხდარა ! ოღონდ ღმერთს არ დავიფიცებ ... - პატარა ბავშვივით იქცევი , რატომ ცოდვაა ? თუ რა მიზეზი გაქვს - არა , მე უფრო წმინდა რამ გამაჩნია ამ ქვეყნად ... - მაინც რა ? - შენ ! - თქვა ლუციფერმა , მისკენ გაიწია და აკოცა ... გოგონასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კოცნა , ხელებს იქნევდა , მოშორებას ცდილობდა , თუმცა ლუციფერი ბევრად ძლიერი აღმოჩნდა , ბოლოს ანასტასიამ ხელები მოჰხვია და როგორც ამბობენ, სიყვარულის მორევში გადაეშვნენო ... რამდენიმე წუთი ესე კოცნიდნენ ერთმანეთს , კიდევ კარგი დროდადრო ამოისუნთქვადნენ თორემ ხომ დაიხრჩვებოდნენ საწ....ბი , შემდეგ ლუციფერმა ხელი გაუშვა და უკან გახდა - არა, არა, არაა, არ შემიძლია ... მე და შენ ერთად ვერასდროს ვიქნებით , მე მალე წავალ და ... არა ვერ მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას - სევდანარევი ხმით საუბრობდა , დაბალ ტონზე , თითქოს ცრემლებიც მოსდიოდა , ეშმაკი ატირდა , გული აუჩუყდა , ადამიანის გამო , ადამიანის , რომელმაც თავი შეაყვარა , თვით ლუციფერს შეაყვარა ... - გოგონამ ეჭვნარევად გახედა და შემდეგ კითხა - ვინ ხარ სინამდვილეში ? - რა ? - კითხვამ დააბნია ლუციფერი - ვინ ხარ სინამდვილეში ? არ გკითხე გიჯად არ ჩამთვალოს თქო , ალბად სიმთვრალის ბრალი იყო მომეჩვენა თქო , თუმცა არა დარწმუნებული ვარ მე გუშინ რაც დავინახე , შენ , შენ ფრთები გქონდაააა... - ლუციფერმა განცვიფრებულმა შეხედა , მან ის დაინახა , ეს ხომ შეუძლებელი იყო ... ადამიანებს არ შეეძლოთ ანგელოზთა ფრთების ან ანგელოზთა ფორმის დანახვა ადამიანის სხეულის გარეთ , თუმცა მან დაინახა ... შემდეგ გამებდავად უპასუხა - მე მთავარანგელოზი ვარ ... ლუციფერი - გოგონამ შიშით შეხედა ... უკან დაიხია და არააადამიანური ხმით წარმოთქვა - შენ , შენ სატანა ხარ ? ლუციფერი ? - ლუციფერმა მოულოდნელად იღრიალა - მე სატანა არ ვარ ! მე ლუციფერი ვარ ! მთავარანგელოზი ! გოგონას ახლა ბევრად შეშინებული თვალები ჰქონდა , კუთხეში საცოდავად მოკუნტულიყო , შეხედვასაც ვერ ბედავდა - შენ ჰომ ეშმაკი ხარ ? ღმერთო , ღმერთო , ღმერთო ჩემო ... რატომ ? ღმერთო რატო ? მე ხომ ყოველთვის მწამდა შენი , მე ხომ ყოველთვის მიყვარდი , შენს მიერ ნაკარნახევ გზას მივყვებოდი , როგორ შემაცდინა ეშმაკმა როგორ - გოგონა საშინლად ქვითინებდა , მუხლებზე დაჩოქილიყო და თავისთვის ბურტყუნებდა ლუციფერი განცვიფრებული უყურებდა მას , საშინლად გაბრაზებული იყო , როგორღაც დაწყნარდა და მშვიდი ტონით წამოიწყო - მე არ ვარ სატანა, არც ეშმაკი , მე მთავარანგელოზი ლუციფერი ვარ , რომელსაც მამამ დაავალა ჯოჯოხეთის მიხედვა . თქვენ ყველანი ცდებით , ეშმაკს , რომ მიწოდებთ მე . ის თქვენ არასდროს გინახავთ და არც არასდროს არსებობდა თქვენთვის ... გაგრძელება უნდოდა , თუმცა იფიქრა ბევრი წამოვროშეო და გაჩერდა - მაშ ბიბლია ? შენი სახელი ? შენ ჰომ დაცემული ანგელოზი ხარ ... შენ მატყყუებ მე ჩემს შეცდენას ცდილობ ... - კვლავ ქვითინებდა გოგონა - ლუციფერი მასთან მივიდა მხრებზე ხელი მოკიდა , გოგონამ გააშვებინა და ახლა სხვა კუთხეში გაიქცა , ლუციფერი საწოლზე ჩამოჯდა თავი ხელებში ჩარგო და თითქოს აღსარებას აბარებსო მშვიდი , წყნარი , ხმით დაიწყო - არ ვიცი რატომ გიხსნი , არც ის ვიცი საერთოდ აქ რა მინდა , თუმცა როცა შენთან ვარ უჩვეულო გრძნობა მეუფლება , ისეთი რაც აქამდე არასდროს გამომიცდია ... ნელნელა ანასტასია თავს სწევდა და ლუციფერს უყურებდა , ბოლოს გაუსწორა თვალი და მონუსხული უსმენდა ... ლუციფერმა განაგრძო ... - ჩემზე ბევრ ცუდს წერენ , თუმცა სინამდვილეში მე არასდროს არავინ მომიკლავს , არასდროს არავისთვის შთამიგონებია , რომ ცოდვა ჩაედინათ , არასდროს , არასდროს , საერთოდაც მე დედამიწასთან არ მაქვს შეხება , დედამიწა გაბრიელის მფარველობის ქვეშაა , ამიტომ სხვა მთავარანგელოზს არ ძალუძს ადამიანებზე ზემოქმედება ... - უამრავი კითხვა მაქვს , დამპირდი , რომ გულწრფელად მიპასუხებ ... უბრალოდ მითხარი ... „გპირდები “ და მე ვირწმუნებ ... თუნდაც მართლა ეშმაკი იყო ... მე ვირწმუნებ შენსას მე ... მე შენ ძალიან მიყვარხარ .... - მივარდა და ჩაეხუტა ანასტასია - ლუციფერმა აღელვებულმა წარმოსთქვა - გპირდები ! ... შემდეგ წამოწვა ანასტასიას თავი , მკერდზე დაიდო და აუღელვებლად კითხა - საიდან დავიწყო ? - რაღაც წავიკითხე ადრე და ყველაზე მეტად სწორედ ის მაინტერესებს ... თან თითქოს ვეჭვიანობ - გაეღიმა გოგონას ... ლილიტი ... ის შენ მართლა გიყვარდა - ლუციფერი ყველაფერს მოელოდა ამ კითხვის გარდა ... შემდეგ ამღვრეული თვალები მიაპყრო გოგონას და გაუბედავად დაიწყო ... - კი მიყვარდა ... თუმცა ვფიქრობ , რომ აქამდე ვფიქრობდი ასე ... შენს შეხვედრამდე - დაასრულა ლუციფერმა და შუბლზე აკოცა გოგონას - და რა მოხდა თქვენს შორის ? ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი გთხოვ ... - დაახლოებით ორი მილიარდის წლის წინ , სანამ ადამიანები , პლანეტები ან საერთოდ თქვენი გალაქტიკა შეიქმნებოდა , არსებობდა ორი სამეფო : სამოთხე და ჯოჯოხეთი ... მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი , დაახლოებით რამდენისაც შენ ხარ ... მე ექვსი ძმა მყავდა ... აზრაილი ყველაზე უფროსი იყო , შემდეგ დავიბადე მე , შემდეგ მიქაელი , გაბრიელი , რაფაელი , დანიელი და ურიელი ... ჩვენ ანგელოზთა პირველი თაობა ვიყავით ... შემდეგ გვეწოდა მთავარანგელოზები ... ხოლო შემდეგ გაჩნდნენ დანარჩენი ანგელოზებიც ... სამოთხეს ღმერთი განაგებდა ... მამაჩვენი ... ჯოჯოხეთის მართველის სახელი სამაელი იყო , შენ რომ სატანას ეძახი ... თავიდან მშვიდობიანად ვცხოვრობდით , არცერთი ერთმანეთს არ ვეხებოდით , მეზობლებივით ვიყავით ... თუმცა ერთ დღესაც სამაელმა ომი გამოგვიცხადა ... მისი დემონების არმია ძალიან ბევრნი და ძლიერნი იყვნენ ... რიცხობრივად ათჯერ მაინც აღგვემატებოდნენ ... რამდენიმე საუკენე ვომობდით საუსრულებლივ , უამრავი ჩემი და და ძმა იმსხვერპლა ამ ომმა , თუმცა ბევრად მეტი დემონი გავანადგურეთ , მაგრამ ჩვენ დავიღალეთ ... გაგრძელება აღარ შეგვეძლო , როგორც აღმოჩნდა ასევე მათაც და ზავი დავდეთ ... მე და ლილიტს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი , ის ... ის ... ულამაზესი იყო , რამდენიმე წელმა გასტანა მშვიდობამ , მე და ლილიტი თითქმის საუკუნე ვიყავით ერთად , ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულები ... ყველაზე მეტად სწორედ ერთად ყოფნა გვინდოდა , ხანდახან ვფიქრობდით , რომ გავქცეულიყავით ამ წყეულ ომს და სადმე მარტო ჩვენთვის ვყოფილიყავით ... თუმცა ზავი სამაელმა დაარღვია ... შემოგვიტიეს , დაგვარბიეს , მოუმზადებელნი ვიყავით და დაგვამარცხეს , თუმცა მალევე შევძელით ძალების მოკრეფა და განვდევნეთ , თუმცა რამდენიმე თვეში უთვალავი არმიით დაგვესხა სამაელი თავს , დემონებს თითქოს ძალა გაუორმაგდაო ... ჩვენ უკვე ვმარცხდებოდით , როცა სამაელმა მამას შესთავაზა ... ლილიტი მიეთხოვებინა და ომს დაასრულებდა ... მამაც დასთანხმდა ... მე ვღრიალებდი , ვჩხუბობდი ყველაფერს ვამტვრევდი , მამის წინაამღდეგაც კი წავედი , მაგრამ ჩემი არ შეისმინა და ლილიტი სამაელს მისთხოვდა ... საშინლად ვგრძობდი თავს ... ჩემში გრძნობები შემოვიდა , ვიგრძენი ტკივილი , სევდა , მწუხარება , მონატრება...რაღაც არაა ამქვეყნიური იყო ჩემთვის ეს ყველაფერი ... ანგელოზები თქვენსავით ვერ ვგრძობთ ... დაახლოებით ნახევარმა საუკუნემ გასტანა მშვიდობამ , თუმცა შემდეგ სამაელმა კვლავ ომი გამოგვიცხადა ... მე არქანგელოზმა ლუციფერმა , შევკრიბე ჩემი მეომრები და ნანატრ ბრძოლაში გავეშურეთ ... ტრაბახი არ მიყვარს , თუმცა ძალზედ საოცრად ვიბრძოდი , დემენები როგორც კი დამინახავდნენ გარბოდნენ ... ალბათ ეს ლილიტის გამო ხდებოდა , თუმცა ფაქტი ის იყო , რომ ჩვენზე ათჯერ , ასჯერ მეტი არმია დავამარცხეთ ... სამაელი და მისი მთავარსარდლები გაიქცნენ ჯოჯოხეთში ... მე კი დადევნება ვბრძანე მისი მთავარსარდლები დავამარცხეთ, თუმცა სამაელს ვერ ვამარცხებდით . სამაელმა შვიდივე მთავარანგელოზი დაგვამარცხა , შემდეგ კი გაუჩინარდა ... რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ახალი არმიით , თუმცა ისინი სუსტები იყვნენ და ადვილად დავამარცხეთ , მამაც ჩვენს მხარდამხარ იბრძოდა , სამაელის მოკვლა არ შეგვეძლო , ერთადერთი გზა იყო ის დაგვებეჭდა და ჯოჯოხეთშივე გამოგვეკეტა , სამაელი მე დავბეჭდე , თუმცა გუშინდლამდე არ ვიცოდი , თუ ეს რად დამიჯდა ... მამამ კი მე ჯოჯოხეთის მოვლა დამავალა ... იმ დღიდან მოყოლებული მე ჯოჯოხეთის მე გახლავართ ... - დაასრულა ლუციფერმა , სრულიად უემოციო საქმე ჰქონდა ... ანასტასია მონუსხული შესცქეროდა , ყურებს ვერ უჯერებდა , თვალები გაკვირვებისგან ლამის გადმოსცვენოდა , მოულოდნელად კისკისი ატეხა ... ლუციფერმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო და კითხა , თუ რა აცინებდა ... მან უაზროდ მიუგო , რომ თავადაც არ ესმოდა უბრალოდ უკვირდა ეს ყველაფერი ... შემდეგ პატარა ბავშვის მზერა მიიღო , თითქოს ელოდებოდა კამფეტს როდის მისცემდნენ , წყნარი და ნაზი ხმით კითხა - ლუც ? სიმართლე გითხრა ეს ისტორია ძააან მომეწონა , თუმცა მე ლილიტზე გკითხე - კვლავ გადაიკისკისა ტასომ - ხო ბოდიში გავერთე - გაიღიმა ლუციფერმა და განაგრძო - ნუ შემდეგ ლილიტი ზეცაზე დაბრუნდა , თუმცა ძალიან დაბალი წოდებით , მამამ განიზრახა შეექმნა არსება სახელად ადამი ... მას ცოლი სჭირდებოდა და სწორედ ამ დროს მან კვლავ ლილიტი მიათხოვა , მიუხედავად იმისა , რომ მე და ლილიტს ერთმანეთი კვლავ გვიყვარდა . ლილიტი ამბიციური და ძლიერი ქალი იყო , ვერ ეგუებოდა ადამი მასზე უფრო მაღლა , რომ მდგარიყო , ის თანაბარ უფლებებს ითხოვდა , სწორედ ისე როგორც ახლა თქვენ ითხოვთ ქალთა უფლებების გაზრდას და თანასწორებას ქადაგებთ ... ლილიტმა ვერ მოითმინა ეს ყოველივე და გაექცა ადამს , ხოლო მამამ ის დასაჯა და ჯოჯოხეთში მისი ჩაკეტვა მიბრძანა ხუთასი წლით , სიმართლე გითხრა არ ვიცი ის დასაჯა თუ მე ... - გველი ? - ეგ სიცრუეა ... ევამ თავისი ნებით მოწყვიტა ვაშლი ... მას უბრალოდ მეტის შეცნობა უნდოდა - აბელი ? კაენი ? - ეგ ისტორია კარგად არის მოთხრობილი , თუ ღმერთთან საუბარს არ ჩავთვლით ... ეს არცერთ ადამიანს არ შეუძლია , მეც კი არ მცემს პასუხს რაც აქ ვარ - ქრისტე მართლა მიქაელი იყო ? - არა ... ის ღვთის პირველი ძეა ... - ლუც , თუ შენ ბოროტი არ ხარ მაშინ რატომ სჩადიან ადამიანები ამ ყოველივეს ? მე ღმერთის ყოველთვის მწამდა და მიყვარდა , ბიბლიისაც მჯეროდა და ყველაფერს რაც ცუდი ხდებოდა შენ გაბრალებდი - გაიცინა გოგონამ - ცუდი გოგო ხარ - დაუბღვირა ლუციფერმა - სწორედ ეგ მიზეზია რის გამოც ადამიანებს ვერ ვიტან - რა ? მართლა ვერ იტან ადამიანებს ? - ვერა მე ისინი მეზიზღებიან ! - თვალები აენთო ლუციფერს - კი მაგრამ მეც ადამიანი ვარ - ბავშვის ტონზე წარმოთქვა თავჩაღუნულმა ანასტასიამ - შენზე არ მაქვს საუბარი ... თუმცა დაიმახსოვრე , თუ ადამიანს შეუძლია იყოს კეთილი მაშინ მას შეუძლია იყოს ბოროტიც ... ეს უბრალოდ ბალანსია , რომელიც არა მარტო ადამიანში არამედ ყველგან , ყველაფერში , ყველასთან თანაფარდობას ქმნის ... ბუნებრივი კანონზომიერებები , აი მაგალითად დღეს მე უნდა მოვკვდე ... ასეა გეგმა , მე , რომ გადამარჩინოს ვინმემ სიკვდილს მაშინ სხვა მოკვდება ... წინაამღდეგ შემთხვევაში ყველაფერი განადგურდება , მხოლოდ თქვენ არა , მთლიანად კაცობრიობა ... - ლუც ლუც თემას სცდები სულ ადამიანებს რატომ ვერ იტან - გაიღიმა კვლავ ანასტასიამ - არ მიყვარს ადამიანებზე საუბარი - მოკლედ მოჭრა ლუციფერმა - გთხოვ გთხოვ ძალიან გთხოვ - არა თქო ! - გაბრაზდა ლუციფერი - ჩემი ხათრით გთხოვ ლუციფერს თვალები აენთო ფეხზე წამოიჭრა , ხელი კედელს დაარტყა და რამდენიმე ნაწილად დაანგრია , შემდეგ ანთებული თვალებით შიშიგან მოკუნტულ ანასტასიას მიუბრუნდა და თქვა - იყო დრო როდესაც რწმენა გამაჩნდა , დრო როდესაც თქვენ მიყვარდით, ძლიერ მიყვარდით, მაგრამ ყველა ეს გრძნობა ჩემთან ერთად გაქრა . თქვენ ადამიანებო თქვენ ხართ ყოველივე თქვენს ქმედებაში დამნაშავე, თუმცა ამის აღიარება არ გსურთ , უფრო მარტივია ეს ყოველივე მე მომაწეროთ, რათქმაუნდა თქვენ არასდროს აღიარებთ თქვენს ცოდვებს თქვენ ჰომ ასეთი სრულყოფილები ხართ და ამ ყველაფრის მიუხედავად მას მაინც ყველაზე მეტად სწორედ თქვენ უყვარხართ, ჩვენზე მეტადაც კი . - ანასტასია შიშისგან შეჰყურებდა ლუციფერს , მის თვალზე ცრემლი შენიშნა , ეშმაკს ცრემლი წამოუვიდა წარმოგიდგენიათ ? თვითონაც ატირდა , მასთან მივიდა და ჩაეხუტა , ყურში ნაზად ჩაჩურჩულებდა - ყველა ეგეთი არ არის ლუციფერ ... მე არ ვარ ეგეთი . მე შენ მიყვარხარ ... - ლუციფერმა ხელები მოჰხვია , გულში ჩაიკრა , სრულიად დაწყნარებულიყო , აღარ სიბრაზე აღარც გაბრაზება , ყველაფერი უკვალოდ გაქრა ... თვალები მაღლა აღაპყრო და ნაზი ხმით წარმოთქვა - მე ის ვიპოვე მამა ! შეცდომების გამო მაპატიეთ . თავისუფალი დრო აღარ მაქვს და სამსახური მიწევს წერა : |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.