შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 7


21-11-2016, 19:14
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 684

გოგოები ჩაფრინდენ შარმ ელ შეიხის აეროპორტში, გამოსვლის თანავე თიკომ განაცხადა რომ ის იქნებოდა მათი გიდი.
-არავითარი პირამიდები და ასე შემდეგ ჩვენ ქაიროში არ წავალთ, ეს წინასწარ იცოდეთ, მეზარება იქ ბოდიალი, მთელი დღე უნდა დავკარგოთ, ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო ზღვა და ღამის კლუბები. აღნიშნა თიკომ, ხო მართლა იცოდით რომ შარმ ელ შეიხი მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და ითვლება ერთ ერთ ულამაზეს და ფეშენებელურ კურორტად, ასევე დაივინგისთვის საუკეთესო ადგილად. ქართულად შარმ ელ შეიხი შეიხის ყურეს ნიშნავს. უკიდეგანო სანაპიროები, ფირუზისფერი ზღვა, ფინიკებით დახუნძლული პალმები, კონტრასტულ და ამავე დროს ჰარმონიულ ერთიანობაშია მრავალფეროვან კანიონებთან, კლდეებსა და ოქროსფერ ქვიშასთან. თიკომ გაბადრული სახით დაამთავრა მოყოლა და ქება იმ ადგილისა სადაც გოგოები ჩავიდნენ.
-თიკო ყოჩაღ, ძალიან ბევრი გიმუშავიათ შენ და გუგლს გუშინ, ალექსანდრამ გადაიკისკისა.
-ხო რაც შეება პირამიდების არ ნახვას უბრალოდ სირცხვილია რომ არ ვნახოთ, გოგო გაგიჟდი შეეპასუხა ლანა
-ნუ მოკლედ მე არ წამოვალ, მირჩევნია ვინმე სიმპატიურ ბიჭთან ვიფლირტავო ვიდრე იქ ამ სიცხეში პირამიდებს დავუწყო თვალიერება, გააპროტესტა თიკომ, თანაც მე ვარ თქვენი გიდი და ორგანიზატორი ასე რომ მე დამიჯერებთ, საჩვენებელი თითის ზევით აწევით გაამაყარა მისი წარმოთქმული სიტყვა.
გასასვლელში გოგოებს სასტუმროს თანამშრომელი დახვდათ და სასტუმრომდე მიაცილა.
სასტუმროდან მართლაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, გოგონებს საოჯახო ტიპის ოთახი ჰქონდათ აღებული ასე რომ ოთხივე კარგად მოთავსდებოდნენ იქ.
ვაუ ძალიან ლამაზია ანა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ისე რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი მაგრამ ეგვიპტე რატომღაც არ მიზიდავდა, მაგარი ხარ თიკო რომ აგვიყოლიე.
-თიკომ ამაყად აწია თავი თითქოს საოცრება ჩაედინოს და შექებას იმსახურებსო, თანაც გოგოები უკვე გააფრთხილა რომ ყველაფერი მაქსიმალკურად კარგი უნდა ყოფილიყო რომ ალექსანდრა გაემხიარულებინათ, არავითარ პრობლემებზე ლაპარაკი და ასე შემდეგ.
ცოტა დაისვენეს ბარგი ამოალაგეს და სასტუმროს აუზზე გავიდნენ საბანაოდ.
საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, დამსვენებლები თავს შესანიშნავად გრძნობდნენ, იქ იყო რამოდენიმე ლამაზი ბიჭი რომელიც თიკოს თვალს არ გამოჰპარვია, გოგოებო ნახეთ რა სილამაზეა როგორ ლამაზად ერწყმება ამ ბიჭების სპორტული ფიგურა შარმ ელ შეიხის ბუნებრიობასთან, თიკო ეცადა მხატვრულად გადმოეცა მისი შეხედულება.
-თიკო კარგი ეხლა ძლივს დავინიშნე, ესეთები ჩემთვის არ შეიძლება, გაუცინა ანამ.
-არც ჩემთვის მე ხომ საერთოდ ჩემი ქმარ შვილი თვალწინ მიდგას, ოჯახის ქალის სახე მიიღო ლანამ.
-სამაგიეროდ ჩემთვის და ალექსანდრასთვის ხომ შეიძლება გართობა, გარდა მაგისა როცა დიეტაზე ხარ მენიუს გადაკითხვა მაინც შეიძლება.
გოგოებმა თავი ვერ შეიკავეს და ერთიანად ატეხეს სიცილი, თიკოს ბოლოს წარმოთქმულ წინადადებაზე.
-გოგო იყო მაინც ეგეთი როგორც ლაპარაკობ დასცინა ალექსმა, რეალურად ისეთი მორცხვი ხარ ბიჭმა მიყვარხარო რომ გითხრას შეიძლება ადგილზე მოკვდე, ჩვენ არ გიცნობდეთ მაინც.
-შეიძლება მაგრამ მეც ვიცვლები ჩემო ალექს, თიკომ თბილად გახედა მეგობარს.
ის დღე აუზზე ნებივრობაში გაატარეს, არც სადმე წასვლა დაუგეგმავთ რადგან ფრენამ მაინც თავისი გავლენა იქონია. დასაძინებლადაც ადრე დაწვნენ, ისე რომ პროტესტი არცერთს არ გამოუთქვამს.
***
საბა აქ რას აკეთებ გაუკვირდა დემეტრეს საბას ნახვა საავადმყოფოში.
-არ შეიძლება ჩემს ძმაკაცს შემოვუარო?
-ბიჭო როგორ არ შეიძლება, მე უცებ ეგრევე ცუდი ვიფიქრე, მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი მეგობარს.
-არა რა ცუდი, ანა და გოგოები ეგვიპტეში წავიდნენ და მე მთელი ერთი კვირა განცხრომაში ვიქნები, გაუცინა საბამ.
-ვინ გოგოები? დაინტერესდა დემეტრე, მას მხოლოდ ის აინტერესებდა ალექსანდრა სად იყო, თორემ სხვა მხრივ არც არასოდეს გამოუხატავს რაიმე სახის ინტერესი.
-საბას არ გამორჩენია დემეტრეს ინტერესი, ისიც მიხვდა რომ ალექსას ამბავი აინტერესებდა და იმიტომ იკითხა. ეს ამბავი ძალიან ახარებდა რადგან როგორც იქნა 35 წლის ასაკში მისი ძმაკაცი გულს, როგორც ორგანოს დანიშნულების გარდა, სხვა მნიშვნელობაც მოუძებნა. კი ალექსანდრაც მათთან ერთადაა, აღნიშნა საბამ და მეგობარს ეჭვის თვალით გახედა
-ოჰ შენ რა ხარ ვინც არ გიცნობს, ბიჭო მე უბრალოდ გკითხე ალექსანდრა არ მიკითხავს.
-ხო რა ვიცი მე მეგონა ეგ გაინტერესებდა, გაუცინა საბამ, მოკლედ დღეს რამე არ გავაფუჭოთ, სადმე წავიდეთ არ გინდა
-რატომაც არა, სადმე დავჯდეთ ძველი დრო გავიხსენოთ თანაც ამ დღეეებში არ მაქვს არანაირი ოპერაცია დანიშნული ასე რომ მაგრად დავლიოთ რაღაც მომენატრა კიდეც.
-საბა ძალიან გაახარა ძმაკაცის ასეთმა ცვლილებამ, მის შემდეგ რაც მისი საცოლე წლების წინ ავტო კატასტროფაში დაიღუპა, დემეტრეს არასოდეს აღარ გამოუხატავს არცერთი ქალის მიმართ ამხელა სიმპატია, ძალიან წუხდა ყველა მისი მეგობარი თუ ოჯახის წევრი დემეტრეს ასეთ მდგომარეობაზე, მაგრამ სიტყვა სიყვარულს და მითუმეტეს სერიოზულ ურთიერთობას ვერავინ უხსენებდა. ამ დროს კი გამოჩნდა ალექსანდრა რომელმაც გარკევეული გრძნობები გაუჩინა, შეიძლება საბა ამეტებს მაგრამ რასაც ეხლა ხედავს, როგორც დემეტრე იქცევა ეს უკვე დიდი ცვლილებაა თანაც სასიკეთო ცვლილება.
საღამოს ბიჭები რესტორანში დაჯდნენ, გაიხსენეს უამრავი ძველი თავგადასავალი, მათ შორი მარის გახსენებაც მოჰყვა დემეტრეს შეყვარებულის, რომელიც ათი წლის წინ ავარიაში დაიღუპა, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დემტრეს მხრიდან მოყვა ტკივილიანი თვალები და გრძნობა რომელიც ამ ტკივილს ვერაფერს უხერხებდა.
-საბა მოდი დავლიოთ ძმა, სიყვარულს გაუმარჯოს, აი იმ გრძნობას რომელიც გვმართავს და ვერანაირი წამალი მას ვერ შველის, ეს იმდენად დიდი და ძვირფასი რამ არის, შენ კარგად გამიგებ შენ და ანა უბედნიერესი წყვილი ხართ, ძალიან მიხარია თქვენი ყურება ყოველთვის, დემეტრემ არყით სავსე ჭიქა ერთი ამოსუნთქვით დალია
-კი ძმაო ნამდვილად გაუმარჯოს, მართალია ხანდახან ძალიან მიშლის ნერვებს ხოლმე ანა, მაგრამ ქალია და სხვანაირად არც გამოვა.
ბიჭები კარგა გვარიანად შეთვრნენ, იცი, ბოლოს წამოიძახა საბამ, არ გინდა გოგოებს დავადგეთ?
-ვინ გოგოებს გაიკვირვა დემეტრემ თითქოს არც დაინტერესებულა ამ თემით, მაგრამ სადღაც გულის სიღმეში გაუხარდა კიდეც საბამ თავისი ინიციატივით რომ ახსენა ისინი.
-კარგი ეხლა ვითომ არ იცი ვინ გოგოებზე გეუბნები მე ჩემს ანას ვნახავ შენ ალექსანდრას, მოდი რა წავიდეთ ეგვიპტეში, თან რა მაგრად გაუხარდება ჩემს გოგოს აზრზე ხარ?
-არა გამორიცხულია, მე რა პონტში უნდა წამოვიდე, თანაც აქ ბევრი საქმე მაქვს
-აუ მოიცა მოიცლის ეგ საქმე, თანაც ალექსანდრა არ არის დასაკარგი ქალი, გული მიგრძნობს ძმაო სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნდება, შენც და მასაც, არც ალექსას არ აქვს მარტივი წლები გამოვლილი
-ხო ეგ მეც შევნიშნე, ულამაზესი გოგოა, თითქოს ბედნიერი მაგრამ მისი თვალები ძალიან დიდი ტკივილს ასხივებს
-ხოდა წავიდეთ თან დასვენება არც ჩვენ გვაწყენს, აღფრთოვანებული უყურებდა საბა.
-არა მეთქი გოგო ორჯერ მყავს სულ ნანახი, და აქედან ერთხელ იმხელა შეურაწყოფა მივაყენე, არა მგონია მაგ ყველაფერმა გადაუაროს.
-აუ მორჩი ეხლა, არ იცნობ ალექსას შენ, წყენა ორ წუთში აღარც ახსოვს, მიდი რა წავიდეთ, რას მახვერწებ ეხლა ამდენს.
საბოლოოდ საბას მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია, ბიჭები ნახევრად ნაბახუსევზე დილით თვითმფრინავში იჯდნენ.
****
დილით გოგოები ჩვეულებისამებრ ერთ დროულად ადგნენ, რადგან წინა ღამეს ადრე დაწვნენ არცერთისთვის არ იყო ადრე ადგომა პრობლემა.
დღეს რას ვაფუჭებთ, თიკომ იკითხა და ოთახში დაუწყო გოგოებს თვალიერება.
-მე გეტყვით, ჯერ წამოდით ვისადილოთ და თან იქ მოვიფიქროთ, გამოსძახა ანამ სააბაზანოდან.
-ხო წავიდეთ რა თან მაგრად მომშივდა, ამ დროს ალექსანდრაც გამოვიდა მისაღებ ოთახში.
ოთხივე წავიდნენ ქვენოთ ჰოლში რომ ესადილათ.
მოკლედ მე მაქვს მაგარი იდეა, ისევ დაიწყო თიკომ, ჯერ აუზზე გავირუჯოთ შემდეგ წყალი გადავივლოთ გამოვიპრანჭოთ და წავიდეთ ქალაქი დავათვალიეროთ, საღამოს კი ძალიან მაგარი ივენთია უკვე გავიგე და იქ გადავინაცვლოთ.
-კარგი როგორც იტყვი უფროსო, გამოხედა ალექსანდრემ და გაუცინა
-მოკლედ რას ვეღირსეთ თიკოს ჭკუაზე დავდივართ ყველანი, თიკო ეს ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია, ლანამ მის გასაბრაზებლად სპეციალურად დაიწვრილა ხმა
-მე მე რომ არ გყავდეთ რა გეშველებოდათ რა, თიკო ამაყად იჯდა მაგიდასთნ
-მოკლედ გოგოებო საბას ვურეკავ და ტელეფონი გათიშული აქვს, უკვე ვნერვიულობ, შეშფოთებული ხმა ჰქონდა ანა.
-კარგი დაწყნარდი ანუკა, დიდი დიდი ქალებში გაერთოს სხვაგან სად იქნება, გააბრაზა თიკომ
-რა ქალებში გოგო გაგიჟდი, თანაც ეგ დემეტრესთან მიდიოდა ბოლოს რომ ველაპარაკე, და დემეტრე ეგეთი არაა ქალებში დაიწყოს სიარული.
-ალექსანდრას ესიამოვნა დემეტრეს სახელის ხსენება, თითქოს არ შეუმჩნევია მაგრამ სადღაც გაუხარდა, მოიცა ერთი ქალებში რატომ არ დადის იმპოტენტია? დაინტერესედა ალექსა
-აუ კარგი გეყოთ ეხლა რა იმპოტენტი უბრალოდ ჩამოყალიბებული ნამდვილი კაცია, გოგო მაგას საცოლე მოუკვდა წლების წინ და მის მერე არც არასდროს ყვარებია, ეხლა ვისთან დადის ეგ რა ვიცი მე.
-ძალიან ცუდი ამბავია და რითი? ეხლა ლანა ჩაერთო ლაპარაკში, მიხვდა რომ ალექსანდრას აინტერესებდა დემეტრეს ამბავი და ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა.
-ავტო ავარიიაში, გოგო ბევრი მეც არ ვიცი საბამ მომიყვა ესეც, და მკაცრად გამაფრთხილა რომ არასდროს მელაპარაკა დემეტრესთან ამ თემაზე, ძალიან ცუდად იყო ესეც ვიცი ვერ გადაარჩინეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა, გული გაუჩერდა, და ხომ იცით დემეტრესთვის რა მძიმე თემა ეს ყველაფერი.
-ნუ მოკლედ ანუ თავისუფალია მისი გულიც და ცხოვრებაც მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე ეხლა, თიკოც ჩაერთო ლაპარაკში, თან პირი გამოვსებულლი ჰქონდა ტკბილეულობით.
-კი თიკო თავისუფალია, და მოკლედ მოვრჩეთ რა დემეტრეზე ლაპარაკს, ისედაც ვნერვიულობ რატომ არ იჭერს საბას ტელეფონი, ანამ გააჩუმა სამივე დაქალი, დაიღალა ამ თემის განხილვით, თანაც ის ვერც კი ხვდებოდა რომ შეიძლებოდა ალექსანდრას დემეტრე მოწონებოდა, რატომღაც ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
სადილის შემდეგ გოგოები აუზზე გავიდნენ, თიკო მაშინვე შეზლონგზე გაწვა, მე წყალი არ მინდა, უბრალოდ უნდა გავშავდე აღნიშნა ნიშნისმოგებით.
არც მე გვერდით ლანა მიუწვა, მეზარება ბანაობა.
ალექსა და ანა კი წყალში გადაეშვნენ თავით. ცოტა ხანი იცურავეს და ესენიც შეუერთდნენ დაქალებს.
ამ დროს ანას ხმამ ყველა გამოაფხიზლა, ვაიმეე ეხლა გული გამიჩერდება გოგოებო ნახეთ ვინ მოდის უფრო სწორედ მოდიან, ოთხივემ ყურადღება აუზზე გამოსულ ორ ბიჭს მიაპყრო, საბა და დემეტრე გოგოებს უღიმოდნენ, საბა უფრო მხიარულად იყო, ანა გამოექანა და საბას მაგრად ჩაეხუტა, ჩემი ბიჭი როგორ მომენატრე უკვე, რა მაგარია აქ რომ ხართ.
ალექსანდრას ძალიან გაუხარდა დემეტრეს დანახვა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც სასიამოვნო იგრძნო, წამოდგა ფეხზე და ორივეს მიესალმა.
დემეტრეს არ გამორჩენია მხედველობიდან, ალექსანდრას ულამაზესი ტანი, მიუხედავა ყველაფრისა მაინც კაცია და თვალი გაექცა, ულამაზესი იყო საცურაო კოსტუმში.
-გამიხარდა თქვენი ნახვა დაიწყო ალექსანდრამ, თითქოს რაღაც მოვიწყინით უკვე.
-ანუ ზედმეტად არ შემოვიჭერით თქვენს პირად სივრცეში, დემეტრემ გამოხედა და გაუღიმა
-ღმერთო ჩემო რა მაგარი ღიმილი აქვს და თანაც როგორი ნაცნობი, ვერ ხვდებოდა ალექსა, არა რას ამბობ არ შემოჭრილხართ კარგია რაც მეტნი ვიქნებით უფრო გავერთობით.
ლანამაც გაიცნო დემეტრე რა თქმა უნდა მასაც ძალიან მოეწონა ფიზიკურად, ხასიათს კი გავიცნობ და ვნახავო აღნიშნა.
-ბიჭებმა ნომერი შეუკვეთეს სასტუმროში და შეთანხმდენ რომ ერთ საათში ჰოლში დაელოდებოდნენ, და გაისეირნებდნენ ერთად ქალაქში.
ნამდვილად სასიამოვნო იყო, სულ სხვა გარემოში დასვენება, უამრავი ახალი რამე რაც თვალს ყოველთვის აინტერესებს, განსხვავებული ტრადიცია, განსხვავებული ჩაცმის სტილი, ყველაფერი უცხო, სასტუმროში ძალიან დაღლილები მოვიდნენ.
-მოკლედ დაღლა არ მიხსენოთ დღეს ძალიან მაგარი ივენთია ყველა იქ მივდივართ, უნდა შევირგოთ დასვენება, თიკომ კატეგორიულად გააფრთხილა ყველა რომ ვერ დაიძინებდნენ.
-კარგი რადგან შენსას არ იშლი ორ საათში გავიდეთ, ჯერ მაინც ადრეა დასვენებასაც მოვასწრებთ საბა აყვა თიკოს იდეას, ნამდვილად არ აპირებდა ასაკში შესული კაცივით მხოლოდ ქალაქის ღირს შესანიშნაობების თვალიერებას.
-კარგი მოკლედ შევთანხმდით გაუღიმა თიკო, აბა დროებით გოგოებო, დემეტრემ ხელი დაუქნია გოგოებს და თავიანთ ოთახებში წავიდნენ.
საღამოს ნამდვილი დედოფალივით უნდა იყო ალექს, დაიწყო თიკომ როგორც კი ოთახში შევიდნენ
-ლანააა, ბოლო ხმაზე ეძახდა ალექსა მეგობარს,
-ხო ალექს რა ხდება მეორე ოთახიდან გამოსძახა ლანა.
-ეს მომაშორე აქედან თორემ შემომაკვდება ეხლა, ხომ არ გონია რომ მართლა ამის ჭკუაზე უნდა ვიაროთ ყველამ.
-თიკო შეეშვი ჩაერთო ლაპარაკში ანა, მემგონი ზრდასრული ქალია და იცის როგორც მოიქცეს
-ანა წამო ერთი შენი კაბები მანახე, თიკომ სხვა თემაზე გადაატანინე ყურადღება ანას.
-გოგო შენ ხომ არ გაგიჟდი, დაიწყო თიკომ როგორც კი ოთახში შევიდნენ.
-მე რატომ გავგიჟდი რა დავაშავე გაკვირვებული სახე მიიღო ანამ.
-ვერ ხარ ხო? თუ ვეღარაფერს ამჩნევ საბას გარდა, და არ მითხრა ეხლა რომ იმასაც ვერ ამჩნევ რომ დემეტრეს და ალექს ერთმანეთი მოსწონთ.
-რააა გაოცებული სახე მიიღო ანამ, გოგო საიდან მოიტანე ან როდის უნდა შემემჩნია, ისე კი გამიკვირდა დემეტრეს აქ ნახვა, საბამ როგორ დაითანხმა მეთქი რომ წამოვიდნენ, მაგრამ დრო არ მქონდა რომ საბასთვის მეკითხა რა ხდებოდა.
-ხოდა ეხლა მე გეუბნები ალქსას და დემეტრეს ერთმანეთი მოსწონთ ეს ფაქტია, ხოდა ეხლა დამეხმარე ეს გოგო გამოვპრანჭო და საერთოდაც დამეხმარე ყველაფერში, თიკომ ერთი ამოსუნთქვით უთხრა ანას ყველაფერი, მოკლედ რა ხარ რა თუ არ დაგიღეჭე ისე ვერ უნდა მიხვდე შენით რა.
-კარგი გავიგე, ეხლა მივხვდი დავიწყოთ გეგმის დასახვა, მაგათ ორივეს თუ ეშველელბათ ქორწილს მე გადავუხდი, გაიცინა ანამ.
***
საღამოს მართლაც დანიშნულ დროს შეხვდნენ სასტუმროს ჰოლში ერთმანეთს, ალექსანდრა შავ მოტკეცილ მოკლე კაბაში ძალიან ლამაზი იყო, მაღლა აწეული მისი შავი თმები და სუსტი მაკიაჟი მისი თვალების სილამაზეს კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს, დემეტრეს არ გამორჩენია მხედველობიდან მისი ესეთი ქალურობა და ამავე დროს რაღაც ბავშვური გამოხედვა, ძალიან ლამაზი ხარ, უთხრა მიახლოების თანავე დემეტრემ.
-მადლობა, ალექსს თითქოს მოერიდაო თვალები დაბლა დაწია კაცის მშვიდ კომპლიმენტზე.
ყველანი რა თქმა უნდა თიკოს მიერ მითითებულ ივენთზე წავიდნენ, ბევრი დასალევი, მაღალ ხმაზე ჩართული კლუბური სიმღერები და თავბრუდამხვევი გართობა, რა თქმა უნდა თიკოს დაჟინებული მოთხოვნით ყველა ბოლომდე სვამდა, არც არავის გაუწევია დიდად წინააღმდეგობა, რადგან აქ გასართობად წამოვიდნენ, და სასტუმროს ნომერში არ აპირებდნენ დროის გატარებას.
***
ზღვა სიმშვიდე და წყლის ხმა ეს ყველაფერი ერთმანეთში საოცარ სიმშვიდეს და თავაისუფლების შეგრძნებას ბადებდა, ეს რაღაც ღვთიური სასწაული, როცა გრძნობ თუ რამდენად კარგია ცხოვრება, რომ დგება მომენტები როცა იტყვი რომ სწორედ ამ შეგრძნების გამო ღირს ამ ქვეყნად იცხოვრო და იარსებო, ალექსანდრა მიაბიჯებდა სანაპიროზე და არაფერზე არ ფიქრობდა უბრალოდ ტკბებოდა იმ ხედით და იმ განცდით რაც იმ წუთას ეუფლებოდა. ზურგს უკან ვიღაცის მოახლოება იგრძნო და შემობრუნდა.
-ალექსანდრა ვერ შეგამჩნიე როდის გახვედი კლუბიდან, ცუდად ხომ არ ხარ, მშვიდად ჰკითხა დემეტრემ
-არა ცუდად არ ვარ მადლობა, დემეტრეს ოდნავ გაუღიმა, უბრალოდ სასმელი საკმაოზე მეტი დავლიე, თანაც სიმშვიდე მირჩევნოდა იქაურ აურ ზაურს, კლუბის სიმღერის ხმა სანაპირომდე აღწევდა.
-აჰა გასაგებია ანუ სიმშვიდის მოყვარული ქალი ხარ, დემეტრემ კიდევ ერთხელ გაუღიმა.
-ო ღმერთო ამ კაცმა რამოდენიჯერ ესე რომ გამიცინოს მემგონი თავს დავკარგავ გაიფიქრა ალექსანდრამ და გაიღიმა
-რამე გამომივიდა სასაცილოდ ნათქვამი? დაინტერესდა დემეტრე
-არა არაფერი უბრალოდ კარგად ვარ, დიდი ხანია არ დამილევია, თანაც აქ ისეთი გარემოა რაღაც ძალიან დიდი ბედნიერებით მავსებს, ვერ ვხვდები ეს რა განცდაა, თანაც იმდენი ხანია ესეთი განცდა არ მქონია რომ არც კი ვიცოდი ეს გრძნობა თუ არსებობდა.
-გინდა აქვე ჩამოვჯდეთ თუ არ შეგაწუხებ, ნიშნის მოგებით კითხა დემეტრემ ზუსტად იცოდა რომ არ აწუხებდა, მაგრამ არ იყო მომაბეზრებელი ადამიანი, თანაც არც პატარა ბიჭი რომ გამოცანებით ესაუბრა ქალთან
-კარგი იდეაა გაუღიმა ალექსმა, რადგან უკვე ვგრძნობ რომ ფეხები მებლანდება, გარეთ გამოსვლის შემდეგ მემგონი უფრო მომეკიდა დასალევი. იცი დემეტრე შენი აზრით რა არის არსებობა?უეცრად უცანური კითხვა დაუსვა ალექსანდრამ,არც ის იცოდა ეს რატომ ჰკითხა უბრალოდ დააინტერესდა.
-იცი რა ალექს ხო შეიძლება ესე მოგმართო?
-კი რა თქმა უნდა და გთხოვ ნუ იქნები ესეთი ოფიციალური.
-კარგი შევთანხმდით, ალექს მე ვიცი რაც არის არსებობა, ბრძოლა და გადარჩენა, მაგრამ ამ არსებობაში თუ სიყვარულსაც იპოვნი მაშინ მხოლოდ ბრძოლა სიყვარულისთვის ღირს თუ ამას მოიპოვებ ჩათვალე რომ შენს არსებობას ჰქონია აზრი, სიყვარული არ არის რაღაც იმპულსი რომელიც ერთი წუთი მოდის და მერე მიდის, სიყვარული მარადისობაა, ხოლო არსებობა მარადისობის ნაწილი, მე კი ვფიქრობ რომ ბედნიერია ის ადამიანი ვინც იცის რომ სიყვარული შეიგრძნო და ამ სიყვარულის გაფრთხილება ისწავლა, ან უბრალოდ ძლიერმა და დაუნდობელმა ბედისწერამ არ მისცა იმის უფლება სიყვარული გაეზარდა და მასში აყვავებულიყო, მოკლედ საკმაოდ შორს წავედი მემგონი არა?
-არა ძალიან საინტერესოდ საუბრობ, ამ ყველაფერს შენს შეყვარებულზე იძახი არა? მაპატიე ეს არ უნდა მეთქვა შეწუხდა ალექსანდრა
-არა უშავს ალექს, ხო თუნდაც მე არ მომეცა იმის შესაძლებლობა რომ ჩემს სიყვარულს გავფრთხილებოდი, იცი ვუღალატე მე მას, მართალია ფიზიკურად არა მაგრამ დავპირდი არასოდეს დაგტოვებ მეთქი და ფაქტია რომ გავუშვი, ალბათ არასდროს მაპატიებს და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი.
-ალექსანდრას თავში გიორგი ამოუტივტივდა რადგან სიტყვა ღალატზე მხოლოდ ის ახსენდებოდა, და ამ ორი დრის განმავლობაში თითქოს ღრმად მიმალული მისი გრძნობა ვიღაცამ ზედაპირზე ამოიტანაო, თითქოს ისეთი შეგრძნება იყო, რთულია ღალატი ალბათ ყველანაირი ღალატი დაამატა და ამ სიტყვებს მთელი სული და გული ამოაყოლა.
-არა ალექს ვერ დაგეთანხმები ხორციელი ღალატი რა თქმა უნდა საპატიებელი არ არის მაგრამ როცა სულიერად ღალატობ აი მაშინ ხარ ყველაზე დიდი მოღალატე. მე რომ არ მეთხოვა მარისთვის რომ აეროპორტიდან თავისით წამოსულიყო და მე დავხვედროდი დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ალბათ ეს ბედისწერაა, ჩვენ ექიმებს დიდად არ გვჯერა ბედისწერის და გარკვეულ წილად ათეისტებიც ვართ მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ბედი ძალიან მაგრად გცდის და გეთამაშება.
-შენი ბრალი არაფერია დემეტრე ეს ცხოვრებაა, მე ძალიან მეჯრა ბედისწერის უბრალოდ შენს ცხოვრებას ხელი შენ თვითონაც უნდა შეუწყო, მაგრამ მაინც რაღაცეები ზევით წყდება ზეცაში მე ამის მჯერა. და იმისიც მჯერა რომ სიყვარული მარადიულია, და რადგან ესეა მარადისობა უბრალოდ სიყვარულის ერთ ერთი ფორმაა ან პირიქით. მე ძალიან მიყვარდა და ალბათ ამ სიყვარულის მახედან თავის დაღწევას ნამდვილად დასჭირდება მარადისობა, ალექსანდრამ ღრმად ამოისუნთქა, მემგონი ძალიან დაგღალე არა? თანაც მამაკაცებს არ მოსწონთ ხოლმე ნასვამი ქალები გაუცინა ალექსმა დემეტრეს.
-არა ძალიან საინტერესოდ მსჯელობ ძალიან კარგი ქალი ხარ, მე შენ ფიზუკურობაზე არ მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი სულიერად, ღრმა და ამოუცნობი ხარ, და თანაც მეამიტი და ბავშური, აი თითქოს გაფრთხილებას რომ საჭიროებ სწორედ ისეთი, ძალიან მიზიდავ ალექს, არ ვიცი რატომ და როგორ ალბათ არც ის იქნება გასაკვირი რომ გითხრა აქ მხოლოდ შენი გულისთვის ვარ მეთქი, ვერ გავიგე რატომ მაგრამ იმ დღის შემდეგ როცა დაგინახე, რაღაც მაგნიტურმა ძალამ შენსკენ მიბიძგა, ვერ ვხვდები ეს რა არის, რათქმა უნდა ცხოვრებაში მყვარებია მაგრამ ეს უფრო სხვა განცდაა თითქოს რაღაც ახალი და უცნაური გრძნობა მეუფლება როცა შენ გხედავ, თითქოს ჩემი სულის ნაწილი ხარ და შენთან ერთად ვივსები, არ ვიცი ამ გრძნობას რა ჰქვია მაგრამ მე ესე ვარ, თანაც არ მჩვევია ხოლმე ქარაგმებით საუბარი, პირდაპირი ადამიანი ვარ, და ის რაც შენთან ყოფნის დროს მემართება ეს გამოცანაა ამ წუთას ჩემთვის და დღე და ღამე ამ გამოცანის პასუხის ძიებაში ვარ.
- ალექსანდრა ყურადღებით უსმენდა, თვითონ იგივეს თქმა ამ წუთას არ შეეძლო მხოლოდ ის რომ ეს მამაკაცი იზიდავდა არ ნიშნავდა იმას რომ შეძლებდა ძველი ტკივილის დავიწყებას და ცხოვრების ახლიდან დაწყების შანს მისცემდა, იცი დემეტრე არ ვიცი მე ამ წუთას ძალიან არეული ვარ არა მგონია იარსებოს ისეთმა კაცმა რომელიც ამ კრიზს დამაძლევინებს, მე არ ვიცი რა გითხრა
-არაფერი ალექს შენ არაფერი არ უნდა მითხრა, უბრალოდ მე ჩემი სათქმელი გითხარი, ეხლა კი მხოლოდ მშვიდად მოვუსმინოთ ზღვის ხმას ეს ხომ ძალიან მარტივი და თანაც ძალიან ტკბილი რეალობა.
-ისხდნენ სანაპიროზე, ამ სიტყვების შემდეგ ხმა არც ერთს არ ამოუღია, ალექსანდრას ზღვის ხმაში სანაპიროზე ჩაეძინა, დემეტრე იძულებული გახდა ხელში აყვანილი მიეყვანა სასტუმროს ნომრამდე, ალექსანდრას კანის და სუნამოს სურნელი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს, ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა დემეტრეს მისდამი ლტოლვას, და ეს მართლაც მაგნიტური კავშირი რაღაც ამოუხსნელ სასწაულს ბადებდა მასში. სასტუმროს კარები ლანამ გაუღო,
რა სჭირს დემეტრე? ლანამ გაოცებული იკითხა
-არაფერი უბრალოდ სანაპიროზე ჩაეძინა.
-ლანამ საწოლ ოთახამდე მიაცილა დემეტრე მშვიდად დააწვინა ლოგინზე მძინარე ალექსანდრა, ისეთი ლამაზი და საოცარი იყო, ისე პატარა ბავშვივით გაბუტული ეძინა, ოდნავ თვალი შეავლო და ოთახი დატოვა.
მეორე დღეს თითქოს ოდნავ დაძაბული იყო გარემო, პირველი იმიტომ რომ ყველა ნაბახუსევი იყო, მეორეც იმიტომ რომ ალექსანრას მიუხედავად სიმთვრალისა კარგად ახსოვდა გუშინდელი დემეტრეს სიტყვები, დემეტრე კი ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა და თვალს შეგნებულად არიდებდა ალექს.
თვითონაც ხვდებოდა რომ ერთმანეთს შორის რაღაც მოხდა, არა რაიმე ინტიმური არამედ რაღაც უფრო მხურვალე და მგზნებარე, რაღაც ახლის დასაწყისი, რა ეს ვერ გაეგო, მაგრამ აშკარად დაიწყო. მაგრამ ამის ამოხსნის თავი ალექსანდრას ამ წუთას არ ქონდა რადგან საშინლად სტკიოდა თავი.
კიდევ რამოდენიმე დღე დაჰყვეს ეგვიპტეში დემეტრემ საქმეები მოიმიზეზა და ორი დღით ადრე წავიდა, აღარ შეეძლო ეყურებინა ალექსანდრასთვის რადგან გრძნობდა რომ ეს ქალი თავდავიწყებით უყვარდებოდა, და შეიძლებოდა მხოლოდ ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი გამხდარიყო, ამიტომაც გადაწყვიტა იქაურობას მოშორებოდა.
ალექსანდრას ცოტათი დაწყდა გული დემეტრეს წასვლის გამო, მაგრამ როგორც კი გამოიჭირა საკუთარი თავი იმაში რომ დემეტრეზე ფიქრობდა ყველაფერი უკუაგდო. და გოგოებს ლაპარაკში აყვა რომლებიც უმნიშვნელო თემებს განიხილავდნენ.
რამოდენიმე დღეში გოგოების არდადეგებიც დამთავრდა ცოტა გულის წყვეტა ბევრი პოზიტივი და დაუვიწყარი დასვენება გამოუვიდათ, და პირობაც იმისა რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდებოდნენ ან აქ ან სხვა კურორტზე ესე ერთად ერთმანეთს დაუდეს. ისევ აეროპორტი ისევ უამრავი ადამიანი, ისევ ავია ბილეთების რიგი და რეისი საქართველოში, დაბრუნება რეალობასთან რომელიც ახალ სიურპრიზებს ამზადებდა მომავალში შესასვლელად.



№1 სტუმარი mari

saocrad gadmocem grdznobebs yochaag

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოა ვის ახსენებს დემეტრეს ალქსანდრა.მეცოდება გიორგი,მაგრამ იმედია დემეტრე შეაყვარებს თავს ალექსს.რა ვქნა მოღალატეს ვერასდროს ვაპატიებ და ვერანაირი სიყვარული ვერ გადაწონის იმ ტკივილს,რაც ღალატი იწვევს,მითუმეტეს შენს ნაწილს რომ კარგავ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent